Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Donnerstag, 23. Juni 2011

პოლონეთი. მებრძოლი / polen kämpfer

  პოლონეთის სახელმწიფო ( Rzeczpospolita Polska ) მდებარეობს ცენტრალური ევროპის დაბლობის გულში. ქვეყნის სახელწოდება წარმოდგება სლავური სიტყვიდან  ,,Pol ’’  რაც დაბლობს, მინდორს ნიშნავს. მართლაც პოლონეთის ტერიტორისს უმეტესი ნაწილი დაბლობს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთში არის მთიანი რაიონები.(კარპატები).  პოლონეთს ჩრდილოეთიდან ბალტიის ზღვა, რუსეთი(კალინინგრადის ოლქი) და ლიტვა ესაზღვრება. აღმოსავლეთით ბელორუსია და უკრაინა. სამხრეთით სლოვაკეთი და ჩეხეთი. დასავლეთით გერმანიის ფედერაცის. პოლონეთი მოსაზღვრე ქვეყანაა ევროკავშირსა და რუსეთ, ბელორუსიას და უკრაინას შორის. თავისი ასეთი მდებარეობის გამო სწორედ პოლონეთზე გაივლის დასავლეთ ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. სკანდინავიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი გზებიც. პოლონეთის ფართობი 312,678 კვ/ლმ ტოლია სიდიდით მე-7 ევროპაში. 
   პოლონეთის მოსახლეობა 38,000,000 ადამიანს შეადგენს, ამათგან 96 % ეთნიკურად პოლონელია, ეთნიკურად მნიშვნელოვან ჯგუფებს წარმოადგენენ, გერმანელები, უკრაინელები, რუსები, ჩეხები. აღმსარებლობის მიხედვით პოლონეთის მოსახლეობის მოსახლეობის 95 % რომაულ-კათოლიკური რწმენისაა, მეორე ადგილზე ორთოდოქსული მიმდინარეობაა, ასევე არიან ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მომდევრებიც, ევანგელისტები, იეჰოვას მოწმეები, იუდეველები და მუსლიმები. 
    პოლონეთი მსოფლიოს № 20 ეკონიმიკაა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9,6 %-ია. დედაქალაქში ის 3 % ნაკლებია, ხოლოზოგიერთ დეპრესიულ რაიონში ის 30 % აჭარბებს. ყველაზე მდიდარ რეგიონებს მასოვია და სილეზია წარმოადგენს, მთავარი ეკონომიკური ცენტრები დედაქალაქი ვარშავა და პოზნანი და ლოძია, მთავარ საპორტო ქალაქებს კი გდანსკი, შტეტინი და გდინია წარმოადგენს, პოლონეთში თავმოყრილია მსოფლიო ქვანახშირის მარაგის 1/5 მაგრამ მისი წარმოება ამ დროისათვის დაცემულია, პოლონეთი აწარმოებს ფერად ლითონებს, ტექსტილს, განვითარებულია მანქანათმშენებლობა,  გემთმშენებლობა. პოლონეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების 2/3 ევროკავშირზე მოდის და ასევე ვაჭრობის 77 %. 
     პოლონეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი, დასავლეთით გერმანული,  აღმოსავლეთით რუსული, პოლონეთის ტერიტორია იყო როგორც ბუფერი და ასევე როგორც საკუთარი ძლევამოსილების დადასტურების ადგილი, 1795 წელს პოლონეთი 3 ნაწილად პრუსიამ, ავსტრია-უნგრეთმა და რუსეთმა გაიყვეს, რითაც მაშინ შეწყდა პოლონეთის სახელმწიფოს არსებობა, 1807 წელს ნაპოლეონის ომების შედეგად გაჩნდა ვარშავის საჰერცოგო რომელიც ნაპოლეონს ემორჩილებოდა, თუმცა ნაპოლეონის დამარცხების და ვენის კონგრესის შემდეგ ის რუსეთს შეუერთეს, რუსეთის 1917 წლის რევოლუციისა და  I მსოფლიო ომის შედეგად 1918 წელს პოლონეთი დამოუკიდებელი გახდა, 1939 წელს პოლონეთი ისევ გაიყვეს ძველმა ,,კეთილმა მეზობლებმა’’ გერმანიამ და რუსეთმა, , ქვეყანა ომის შემდეგ ერთგვარად დასავლეთით გადაგორდა მან დაკარგა დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია ასევე ახლანდელი ლიტვის ნაწილი,თვითონ კი მიიღო გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი, საიდანაც გერმანელი მოსახლეობა განდევნილ იქნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი კომუნისტურ ბანაკში აღმოჩნდა, რაც ძალიან შორს იდგა ქვეყნის გეოპოლიტიკური გათვლებისაგან, პოლონეთმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ის იქცა აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური და კაპიტალისტური სამყაროს ფლაგმანად,  პოლონეთი არის ნატოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პოლონეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ცუდად შეხვდა, პოლონეთისთვის კი ეს რუსეთისაგან შანტაჟის გამორიცხვის საშუალება იყო, ნატოსთვის კი ეს რუსეთის მეტად დაშინების საშუალება არის, ასევე პოლონეთი საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, პოლონეთის ევროკავშირში შესვლას მალე მოჰყვა ამ ქვეყანაში არალეგალი მუშების შესვლა, ამჟამად ფიქრობენ რომ პოლონეთში დაახლოებით მილიონი უკრაინელი არალეგალი იმყოფება, ამას გარდა პოლონეთი რადგან შენგენის ზონის წევრიც არის, ცენტრალური აზიიდან წამოსული არალეგალების ევროკავშირში მოხვედრის გზა, პოლონეთზე გადის, კიდევ ერთი რამ, პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობენ 1945 წელს გასახლებულინ გერმანელები, რასაც პოლონეთი ევროკავშირის წევრობის გამო ვერ ეწინააღმდეგება, მართალია ევროკავშირში შესვლით პოლონეთმა დაკარგა, ბევრი სუვენერული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი საშუალება, რადგან ევროკავშირში წევრობა კომპრომისებით ცხოვრებას ნიშნავს მაგრამ მიიღო ეკონომიკური გარანტიები. 
   პოლონეთის მომავალი გეოპოლიტიკური მიზნების განხორცილებზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას, რელიგიური და ეთნიკური ერთფეროვნების გამო, ქვეყანას არ აქვს შიდა დაძაბული პოლიტიკა, კათოლიკური სარწმუნოების გამო არ გაჭირვებია ევროკავშირში სწრაფად ინტეგრირება, კათოლიციზმი წარმოადგენდა ასევე ერთგვარ დაცვის საშუალებას რუსეთის კულტურული გავლენისაგან, ევროკავშირის და ნატოს წევრობით მან მიიღო ეკონომიკური და სამხედრო გარანტიები. პოლონეთის მთავარ მიზანს წარმოადგენს იდეოლოგიური და ეკონომიკური ლიდერის როლის თამაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთის შესაძლო მომავალი აგრესიის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა ლეხ კაჩინსკის სიკვდილამდე როცა პოლონეთი, აქტიურ პოლიტიკას ატარებდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქრთველოს თანადგომით, მაგრამ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაფერი ტუსკმა ერთგვარად უკან გადაწია და რუსეთთან სხვა მხრიდან არჩია სიტუაციის მოგვარება, არადა პოლონეთ საკმაოდ კარგად გამოდიოდა ლიდერის როლის თამაში. 
     პოლონეთს საკუთარი მიზნების დასაცავად ემსახურება , საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების 150,000 მოსამსახურე.