Dieses Blog durchsuchen

უკრაინა. უმიზნოდ დარჩენილი ქვეყანა / Ukraine. Staat ohne ziel



      უკრაინა სლავური ძირის მქონე სიტყვაა და სასაზღვო სახელმწიფოს ნიშნავს, თავისი 603,000 კვ/კმ ფართობით, რუსეთის შემდეგ სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპის მასშტაბით, ხოლო 46,000,000 მოსახლით მე-8 ადგილზე არის. უკრაინას დასავლეთიდან ევროკავშირი ესაზღვრება(პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი) და მოლდავეთი,  აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთით ბელორუსია (თეთრი რუსეთი), სამხრეთით შავი და აზოვის ზღვები. უკრაინა ორ დიდ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას შორის არის მოქცეული და ეს ორივე გეოპოლიტიკური მონსტრი, ევროკავშირი და რუსეთი მისგან ერთ რამეს ითხოვენ, ეს არის გზა, რუსული რესურსებისა და ევროპული პროდუქციიისათვის. უკრაინის ტერიტორიაც დაფარული არის, ტრასებით, ლიანდაგებით, ნავთობ და გაზსადენებით. 
         882 წელს პირველად მოხდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე სახელმწიფოს გაჩენა, ეს იყო კიევის რუსეთი, რომელიც იმართებოდა კიევიდან და პირველი აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფო იყო, კიევიდან მართვის მიუხედავად რუსული სახელმწიფო ოყო, მაგრამ, კიდევ ერთი მაგრამ, ის კიევის რუსული სახელმწიფო იყო, ამის შემდეგ XIV საუკუნეში ახლანდელი უკრაინის ტერიტორია ორ სახელმწიფოს, მონღოლთა ოქროს ურდოს და ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებულ სამეფოს რეჩპოსპოლიტას შორის იყო გადანაწილებული, XVII საუკუნეში მთელი ეს ტერიტორია უკვე სამ ნაწილად იყო გაყოფილი, დასავლეთით ისევ რეჩპოსპოლიტა, აღმოსავლეთით მონღოლთა ნაცვლად, რუსეთის იმპერია, ხოლო მესამეს ოსმალეთის იმპერიას, ახლანდელი უკრაინის სამხრეთი ნაწილი ეჭირა, XVIII საუკუნიდა მთელი ამტერიტორიის უმეტესობა რუსეთის იმპერიის ხელში გადადიოდა, ხოლო  XX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის უმეტესობა გარდა ლიმბერგის (ლვოვის) ოლქის ტერიტორიისა საბჭოთა კავშირში შევიდა როგორც უკრაინა, 1945 წელს ეს ტერიტორიაც პოლონეთს ჩამოეჭრა და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას მიემატა, კიდევ ერთი შენაძენი ქვეყნისათვის იყო 1954 წელს ხრუშჩოვის მიერ გაკეთებული საჩუქარი როდესაც უკრაინამ რუსეთისაგან, ყირიმი მიიღო.
   მთელი ეს ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს უკრაინის პოლიტიკის წარმართვაზე. უკრაინის 46,000,000 მოსახლიდან 73% უკრაინელია, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ, 22% ეთნიკურად რუსია და ისინი ქვეყნის აღმოსავლეთში ცხოვრობენ, ხოლო დარჩენილი 5% წარმოშობით, რუმინელები, პოლონელები, ბულგარელები, უნგრელები, ებრაელები, ბელორუსები და თათრები არიან, რელიგიურად ქვეყნის დასავლეთი ბიზანტიურ კათოლიკურ ეკლასიას მიეკუთვნება, ევროპული კათოლიკური ეკლესიის წინაშე უნიით, აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ ორთოდოქსული ქრისტიანობაა გავრცელებული, რუსული ეკლესიის მმართველობით. ყველაზე რთული ვითარება კი ყირიმის ნახევარკუნძულზეა, სადაც 2 მლნ მოსახლიდან 58% რუსია, 25% უკრაინელი და 12% ყირიმელი თათარი. რის გამოც ეს ტერიტორია ავტონომიით სარგებლობს.
       მას შემდეგ რაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა მაშინვე გაჩნდა პრობლემები, ქვეყნის შიგნით და უპირველესად რუსეთთან,  პირველი დაპირისპირების საგნად ამ ორ ქვეყანას შორის სევასტოპოლში მდგარი საბჭოთა ფლოტილიის გაყოფის საკითხი,რაც ერმანეთში დიდი ორივესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით დაამთავრეს, მეორე საკითხად იქცა სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტით სარგებლობის უფლება, მაშინდელი რუსეთის და უკრაინის მთავრობები შეთანხმდენ, აქ რუსული ბაზების 20 წლით განთავსების შესახებ, როცა უკრაინაში პროდასავლური მმართველობა დამყარდა ისინი უარს ამბობდნენ, რუსული ფლოტილიისათვის დარჩენის ვადის გაგრძელებაზე რასაც მალევე მოჰყვა რუსული მოსახლეობის მხრიდან ირიდენტიზმის ხოლო თათრული მოსახლეობის მხრიდან სეპარატიზმის გამოვლინება,(ნეტა ვისი ინტერესების გამო ?) პრორუსული ძალების დაბრუნების შემდეგ კი მათ ეს უფლება კიდევ გაიხანგრძლივეს. უკრაინა რუსეთის ურთიერთობაში დიდ როლს ასრულებს მათი ეკონომიკური ურთიერთობა, უკრაინაში ჩადებული ინვესტიციების დიდი წილი რუსეთიდან მოდის, (რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილში ხვდება) რუსეთი არის ასევე ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელი უკრაინისათვის, ხოლო ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ,,გაზის ომს’’  რაც მოჰყვა ყველამ ნახა, როცა უკრაინა ევროპის, ამერიკის და რუსეთის ზეწოლას ერთად განიცდიდა,  მაგრამ უკრაინასაც აქვს ამ ურთიერთობაში ერთი კოზირი, რუსეთის ნავთობისა და გაზის ევროპული ექსპორტის 90%, უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის და ამას ჭკვიანურად გამოყენება სჭირდება. 
     დასავლეთით მყოფი ევროკავშირი და ნატო ასევე დიდ როლს თამაშობენ უკრაინის, პოლიტიკის განვითარებაში, 1994 წლიდან უკრაინამ ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა, ეს პარტნიორული ხელშეკრულება გულისხმობდა მათ შორის თანამშრობლობას სხვადასხვა სფეროში და უპირველესად ეს იყო, ატომური ენერგიის შესახებ თანამშრობლობა, რადგან უკრაინას უჭირდა საკუთარი ატომური ელექტრო სადგურების მომსახურება, მაგრამ აქ ერთი რამ გამოჩნდა უკრაინა, ევროკავშირს აკისრებდა ჩერნობილის სადგურის მოვლას და ნაკლებად რევდა სხვა მუშა სადგურების საქმეში, დაპირისპირების მიზეზთა შორის იყო ასევე, კუჩმას ავტორიტარული პოლიტიკა და არადემოკრატიული ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვის სურვილის გამოვლინება. 2004 წელს ევროკავშირი უშუალოდ გაუმეზობლდა უკრაინას რასაც მოჰყვა უკრაინაში ევროინტეგრაციის კომიტეტის შექმნა, იალტის კონფერენციაზე განხილულ იქნა უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ჩასატარებული რეფორმები, სადაც ევროკავშირის პრეზიდენტმა უკრაინას პირველ რიგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა საკითხებში მეტი მუშაობა მოსთხოვა, ევროკავშირი არის სიდიდით მეორე ინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, ხოლო უკრაინის ექსპორტის 38 % ევროკავშირზე მოდის, ასე რომ ევროკავშირი წარმოადგენს უკრაინისათვის ეკონომიკის განვითარების მთავარ ძალას.



     საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო და უპირველეს ყოვლისა აშშ მაქსიმალურად ცდილობდა დასავლურ სისტემად გადაქცევას მაგრამ ამ პროცესს დიდად აფერხებდა უკრაინაში ჩამოყალიბებული რეჟიმი, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილება გაჩნდა, 2004 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ,  ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ნატოსთან ურთიერბის გაღრმავება და ერაყის კამპანიაში 1,800 სამხედროც მიავლინა, მაგრამ მთავრობის მომდევნო ცვლილებას, ამ ურთიერთობის ისევ გაფუჭება უფრო სწორად გაყინვა მოჰყვა,და ახლანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს ნატოსთან რუსეთისათვის სასურველ საკითხებში. 

     

     მთელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკრაინა წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობის ნაწილი დასავლური კურსის, ნაწილი კი რუსული კურსის მომხრეა, ქვეყანა დამოუკიდებლად, როგორც უკრაინული სახელმწიფო ჩამოყალიბდა მე- XX საუკუნეში მას არ გააჩნია, არანაირი ტერიტორიული მოთხოვნები მეზობლების მიმართ, პირიქით მას სთხოვენ ტერიტორიებს რაზეც იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საპირისპირო აზრს არ აფიქსირებს და ეს ეთნიკურად უკრაინელი მოსახლეობის თავსატეხია. ქვეყნის მიზანს  2004-2010 წელში დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაცია წარმოადგენდა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანში დაიწყო სწრაფი რეფორმები, ქვეყანას ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება დასჭირდა, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი წონა შეძინა, მაგრამ 2010 წლის 17 იანვრის არჩევნება ყველაფერი შეცვალა და უკრაინამაც დაკარგა ის მიზანი რასაც ქვეყნის გაუმჯობესება და ევროპულ ყაიდაზე მოდერნიზაცია ჰქვია, ახლა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მთავარი როლი ეკონომიკურად შედარებით ძლიერ და იდეოლოგიურად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთს აქვს, ხოლო ეთნიკურად ქვეყნის უკრაინული ნაწილი, რომელსაც მეტი რეფორმა და დასავლური ცხოვრების სტილი სურს ამ დროს იჩაგრება.  
    

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen