Dieses Blog durchsuchen

USA everywhere


  ამერიკული სამხედრო ძალები, სრულად გამოვიდენ უკვე ერაყის ტერიტორიიდან, ამერიკა კი ერაყთან მეგობრულ ურთიერთოერთობებს ინარჩუნებს, მაგრამ გაცილებით უფრო ,,მეგობრული'' ურთიერთობები აქვს მას სხვა ქვეყნებთანაც, ამერიკული ბაზები მთელ მსოფლიოში, ყველა მნიშვნელოვან რეგიონს აკონტროლებს.  ამერიკული სამხედრო ბაზების ქვეყნის საზღვრებს გარეთ განთავსების პირველი პრეცენდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, გერმანიის დამარცხების შემდეგ დამარცხებულს ვალდებულება დაეკისრა, რომ მის ტერიტორიაზე გამარჯვებულთა სამხედრო ძალები უნდა განთავსებულიყო, და ასე აღმოჩნდა ამერიკული ბაზები გერმანიაში, ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზე 70,000 ამერიკელი სამხედრო არის განთავსებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზები კი არის რამშტაინის საჰაერო ბაზა, სადაც 34,000 ამერიკელი სამხედრო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ეს არის ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა აშშ-ს საზღვრებს გარეთ, ვისბადენშიარის პირველი ინფანტერიის დივიზიონი 18,000 სამხედრო მოსამსახურით, 2006 წელს გერმანიის ტერიტორია 30,000-მდე სამხედრომ დატოვა და ისინი ამერიკის ტერიტორიაზე იქნენ გადაყვანილი. ბოლოსათვის კი გერმანიში 10,000 სამხედრო უნდა დარჩეს მსუბუქი შეიარაღებით. გერმანიის გარდა ევროპის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი ბაზებია ბრიტანეთსა და იტალიაშიც, საადაც მათი განთავსების მოტივად ცივი ომი დასახელდა, ევროპის საბრძოლო თეატრში, საბჭოთა მსახიობების შემოსვლის აღსაკვეთად. იტალიის ტერიტორიაზეა განთავსებული ამერიკის მეექვსე ფლოტილია, ქალაქ ნეაპოლში და ასევე კემპ-დერბის ბაზა საიდანაც ხდებოდა ერაყის კამპანიის უზრუნველყოფა. ამერიკული სამხედრო ნაწილები აზიის ტერიტორიაზე უმეტესად სამხრეთ კორეის და იაპონიის ტერიტორიაზეა განთავსებული, სამხრეთ კორეაში 31,000 სამხედრო მოსამსახურე, კორეის ომის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასაცავად. იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკელები 1945 წლიდან დგანან და ეს დგომა კიდევ უფრო გაამყარა იაპონია ამერიკის 1970 წლის უსაფრთხოების ხელშეკრულებამ. 47,000 ამერიკელი გადანაწილებულია 21 ბაზაში, უმეტესობა ოკინავას, იოკოტას და მეშვიდე ამერიკული საზღვაო ბაზის იოკოსუკას ტერიტორიაზე. იაპონიის ტერიტორიაზევეა განლაგებული ამერიკული მინი ატომური ბომბები. ამერიკული ბაზები დგანან ასევე პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიაზე, მოტივი ირანული რაკეტებისგან ევროპის დაცვა და ისევ რუსული ხელების ფათური ევროპულ საქმეებში, 9/11-ის შემდეგ ამერუკული ბაზები სწრაფად გაჩნდა ავღანეთის ტერიტორიაზე და ამ კამპანიიის უზრუნველსაყოფად ცენტრალური აზიის 3 ქვეყანაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. უზბეკეთში და ყირგიზეთში ამერიკული ძალები ახლაც დგანან, და ეს ქვეყნები ამისათვის ამერიკული თვითმფრინავის ყოველ აფრენაზე 7,000 $ დოლარს იღებენ, ფრნები კი დღეში საშუალოდ 30-ჯერ ხორციელდება. ავღანეთს მოჰყვა ერაყის კამპანია. რომლის დროსაც ამერიკული კონტოგენტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა, 10,000 ამერიკელი დგას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, უმეტესად დარანის საჰაერო ბაზაზე, მაგრამ რადგან საუდის არაბეთი არასაიმედო პარტნიორად ჩაითვალა ბაზები გაჩნდა ასევე ყატარის ტერიტორიაზე 3,300 სამხედრო მოსამსახურით, ხოლო ბაჰრეინის ტერიტორიაზე განთავსებულია მეხუთე ამერიკული ფლოტილია 4,200 სამხედრო მოსამსახურით და ბოლოს ქუვეითის ტერიტორიაზე 8,400 სამხედრო რომლებიც აქ 1991 წლის, ერაყული კამპანიის შემდეგ არის. ამერიკულ ბაზებს ასევე ვიხილავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პირველად მათი აქ შეყვანა ვიეტნამის ომის დროს განხორციელდა, ამჟამად ამერიკული ბაზები ფილიპინების ტერიტორიაზეა განთავსებული, 2 ძირითად ბაზაში, საბიკ ბეისა და კლერ აირ ფელდის ბაზებში, მათი აქ ყოფნის მიზეზი ფილიპინების უსაფრთხოების გაუმჯობესება და ფილიპინური ისლამისტურ-ტერორისტული დაჯგუფების აბუ -საიაფის წინააღმდეგ ბრძოლა არის. ამერიკელებს ბაზები აქვთ ასევე ჰავაიზე, გუამზე და დიეგო გარსიაზე. ამერიკულ ბაზებს ასევე ვიპოვით შემდეგ ქვეყნებში: არუბა, ალბანეთი, ეგვიპტე, ჯიბუტი, ეკვადორი, სალვადორი, ჰონდურასი, პერუ, კოლუმბია, კუბა, ისლანდია, გრენლანდია, კოსოვო, ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია, პარაგვაი, კოსტა-რიკა.



Diego Garcia

Größere Kartenansicht

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen