Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Mittwoch, 7. März 2012

ორად გაყოფილი კუნძული

   კვიპროსი ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის aღმოსავლეთით. კუნძული კვიპროსი ხმელთაშუა ზღვაში მესამეა ფართობის მიხედვით (ჩამორჩება იტალიურ კუნძულებს  სიცილიას და სარდინიას). კუნძული მდებარეობს მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ის რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული აზიის კონტინენტს.

ეს ტერიტორია ეკუთვნის დასავლეთ აზიას, იგივე ახლო აღმოსავლეთს. ეს ტერიტორია შედიოდა ჯერ საბერძნეთის, შემდეგ ლევანტის, ბიზანტიის და ბრიტანეთის შემადგენლობაში.

          კვიპროსში ბრიტნული მმართველობის პერიოდში (1878-1960) არსებობდა თემთაშორისი დაპირისპირება ბერძნებსა და თურქებს შორის. ბერძნები მოსახლეობის 80% წარმოადგენდნენ, ხოლო თურქები 20%. ბერძნები აწარმოებდნენ მცირე ბრძოლებს და წინააღმდეგობას უწევდნენ ბრიტანელებს. მიუხედავად კონფლიქტებისა ქვეყანამ მცირე სისხლისღვრით მოიპოვა დამოუკიდებლობა რომლის ოფიციალურ გარანტად გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთი, საბეძნეთი და თურქეთი.
           ბერძნების უმრავლესობას სურდა რომ კუნძული მთლიანად შეერთებინა საბერძნეთისთვის. ამ მოტივით1974 წლის ივლისში ამბოხებულმა ეროვნულმა გვარდიამ საბერძნეთის მმართველ სამხედრო ხუნტასთან შეთანხმებით გადააყენა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი მაკარიოსი და მთელი კუნძულის საბერძნეთის  შემადგენლობაში შეყვანა გადაწყვიტა.

           ამან თურქეთს ინტერვენციისკენ უბიძგა.  თურქეთის არმიამ დაიკავა კუნძულის ჩრდილოეთ  ნაწილი, საერთო ფართობის 36,2%.      ინტერვენციას მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გაცვლა, როდესაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები 180-200 ათასაი ბერძენი იძულებული გახდა გაქცეულიყო სამხრეთ ნაწილში, ხოლო სამხრეთში მცხოვრები 45-60 ათასი თურქი  თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებულ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდა. გაიყო თვით დედაქალაქი ნიკოსიაც( თანამედროვე გამოთქმით, ლეფკოსია, თურქულად- ლეფკოშა).

          1983 წელს კუნძულის თურქულმა თემმა გამოაცხადა '' ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა'' რომელიც მხოლოდ ოფიციალურმა ანკარამ აღიარა. ეს ''რესპუბლიკა" სხვამ არავინ აღიარა, ხოლო გაერომ მას ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესა. ჩრდილოეთ კვიპროსი სადაც მრავლადაა ტურისტულად საინტერესო ძეგლები, მდებარეობს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და უკეთესი კლიმატური პირობებია, მაიც კუნძულის ჩანმორჩენილი მხარეა, ამის საპირისპიროდ კუნძულის სამხრეთი, მთაგორიანი ნაწილი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება.
          2004 წლის მაისიდან  კვიპროსის რესპუბლიკა( კუნძულის სამხრეთი ნაწილი) ევროპული კავშირის წევრია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი კვლავაც რჩება არ აღიარებულ სახელმწიფოდ(მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს).
          2008 წლის აპრილიდან თითქოს გაჩნდა კვიპროსის ორ  თემს შორის ურთიერთობათა დათბობის ნიშნები, როდესაც გაიხსნა ადრე ბლოკირებული გასასვლელი დედაქალაქ ნიკოსიაში და ბერძნებსა და თურქებს საშუალება მიეცათ ნორმალური ურთიერთობა დაეწყოთ, მაგრამსაბოლოო პოლიტიკური მოწესრიგება ჯერ კიდევ შრსაა.