Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Mittwoch, 14. März 2012

ვაზირისტანი

    ვაზირისტანი არის ტერიტორია სადაც გარდა ღმერთისა არც ერთი ხელისუფლების სიტყვა არ აღწევს და იმ ერთადერთისაც თავისებურად ესმით. ეს არის მიწის ნაჭერი ავღანეთსა და პაკისტანს შორის 11,585 კვ/კმ ფართობით. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ პუშტუნები რომლებიც პაკისტანის მოსახლეობის 12 % და ავღანეთის მოსახლეობის 38 % შეადგენენ. თვითონ ამ ტერიტორიის მოსახლეობის რაოდენობა 500,000 800,000. ზუსატად დაუდგენელია, ვინაიდან პუშტუნები ახლაც ნომადურ ცხოვრებას ეწევიან. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთა (სავიზო რეჟიმი იარაღის გამოგონებასთან ერთად გაუქმდა) და ამიტომ აქაური მოსახლეობის რაოდენობაც სეზონურად იცვლება. ვაზირისტანის მმართველობა ადგილობრივი ბელადის ხელშია, რომელიც მთელ თავის ხელისუფლებას შარიათის მიხედვით წარმართავს. ამ ტერიტორიის მნიშვნელობა და ხიბლი იმაში მდგომარეობს რომ აქ გაივლის უმთავრესი გზები პაკისტანსა და ავღანეთს შორის დამაკავშირებელი,  რომლებსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ უპირველესად ნატოსთვის. ამ პუშტუნებით დასახლებული ტერიტორიის პაკისტანის ნაწილად გამოცხადები ბრიტანელების ბრალი იყო, რომელთაც 1893 წელს ,,დურანის'' ხაზით თავიანთი იმპერია ავღანეთიდან გამოყვეს, მას შემდეგ კი ეს საზღვარი არ შეცვლილა. პაკისტანის გაჩენის შემდეგ, ვაზირისტანელი პუშტუნები ერთიანი პაშტუნისტანის შექმნის იდეით გამოვიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ავღანეთის ადგილზე სხვადასხვა სახელმწიფოების წარმოქმნას მხარი არავინ დაუჭირა, მაგრამ ვაზირისტანის უმართავ და ტერორისტულ მიწად გადაქცევის მთავარი ისტორია 1979 წელს იწყება, როცა საბჭოთა კავშირი მოძმე ავღანელების ბედნიერების დასაცავად ამ ქვეყანაში შეიჭრა, შეიჭრა და ავღანელებიც დახვდნენ თავიანთი სტუმართმოყვარეობით, პარტიზანულ ომებში პუშტუნები ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენდნენ და ვინაიდან ავღანეთის ტერიტორიაზე საბჭოელები იყვნენ მათაც ბაზების მოწყობა პაკისტანში გადაწყვიტეს რასაც საუდის არაბეთი და აშშ-ც მხარს უჭერდნენ, 1989-ში საბჭოელების გასვლის შემდეგ პაკისტანი ისევ განაგრძობდა რადიკალი ფუნდამენტალისტი ისლამისტების მხარდაჭერას, ამჯერად უკვე უზბეკი ახმედ შაჰ მასუდის წინააღმდეგ, რომელსაც ინდოეთი უჭერდა მხარს, პაკისტანმა თავის მხარდაჭერით შეძლო ის, რომ ოსამა ბინ ლადენმა ჩამოაყალიბა თალიბანის ძირითადი სტრუქტურა რომელიც 1996 წელს ავღანეთის ხელისუფლების სათავაში მოექცა, ანუ პაკისტანი ეხმარებოდა ვაზირისტანელ პუშტუნებს და ამით უზრუნველყოფდა მათი გაგრძელება თალიბანის მხარდაჭერას, სამაგიეროდ შეეძლო ავღანეთში ბევრი რამის კონტროლი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2001 წელს, როდესაც ალ-ქაიდამ ამერიკას 9/11 მოუწყო, ამის შედეგად ამერიკელებმა გაეროს მხარდაჭერით და საკუთარი მოკავშირეების დახმარებით თალიბანის რეჟიმი ჩამოაგდეს, თალიბებიც ადგნენ და თავიანთ ძველ მფარველს პაკისტანს მიაკითეს, რომელიც უკვე ამერიკის მოკავშირე გამხდარიყო ახლა უკვე საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ თალიბების ამოსაწყვეტად, ამერიკის ზეწოლით 2009 წელს პრეზიდენტმა მუშარაფმა ვაზირისტანში 28,000 სამხედრო გაგზავნა თალიბების წინააღმდეგ, შედეგი კი ის არის, რომ ახლაც ავღანეთსი ჩასული თვითმკვლელი ტერორისტების 80 % ვაზირისტანში მონამზადებია, ყარზაი პაკისტანს ადანაშაულებს ჯიჰადისტების შეგზავნაში, ხოლო პაკისტანის არმიის გაბრაზებული პუშტუნები უკვე თვით პაკისტანსაც უწყობენ ტერორისტულ აქტებს.   

      მოკლედ დღეს პაკისტანი სამმაგ თამაშ თამაშობს, ცდილობს არ აწყენინოს ამერიკელებს, გააგრძელოს ავღანეთის საქმეებში საკუთარი ჩარევა და შეინარჩუნოს პუშტუნების კეთილგანწყობა და ეს ყველაფერი ვაზირისტანის გარშემო ხდება.