Dieses Blog durchsuchen

რუსულ ჩინური ურთიერთობები

   
ჩინეთი და რუსეთი XVII ს.
 
     რუსეთი და ჩინეთი XX ს



   
მეორე სასაზღვრო კონფლიქტის რუკა
    რუსეთ - ჩინეთის ურთიერთობები
            რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, უკვე რამოდენიმე საუკუნეს მოითვლის, რაც შეეხება ამ ურთიერთობის ინტენსივობას, მისი ყოველი მომდევნო ეტაპი უფრო ინტენსიურია ვიდრე წინა, ორ ქვეყანს შორის, მუდმივად იზრდება ვაჭრობის მოცულობა თუ ერთმანეთისადმი, პოლიტიკური ინტერესი. ურთიერთობების, ასეთი ზრდა პირველ რიგში გამოწვეულია, დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთოების ზრდით, მოსკოვსა და პეკინს შორის მანძილი დაპატარავდა, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის საგარეო კურსი, მათი ასეთი ურთიერთობა, გასაკვირი ნამდივლად არ, არის ვინაიდან ორივე დიქტატორული სახელმწიფოა, დანარჩენი დემოკრატიული მსოფლიოს მიერ მარგინალიზებული, ორივე ქვეყნაში ძალაუფლების ვერტიკალური განაწილება მოქმედებს და შესაბამისად, გარემოებაც გარკვეულწილად აიძულებთ თანამშრომლობას.          ერთის მხრივ ეს ორი ქვეყანა, დღევანდელ მსოფლიოში საერთო ანტი დასავლური ფრონტით გამოდიან, ხშირად უპირისპირდებიან ევროპულ თუ ამერიკულ ნაბიჯებს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რაც განსაკუთრებით კარგად გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომებზე ჩანს, სადაც ჩინეთი და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, მეორეს მხრივ ორ ქვეყანას შორის არსებობს, უამრავი უთანხმოება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაპირისპირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცისთვის, რომელიც ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში შედის და ეს არის ციმბირი.  ციმბირი წარმოადგენს იმ საბადოს, რომელც ავსებს მოსკოვის ბიუჯეტს და რომელიც უზრუნველყოფს ჩინურ კომპანიებს მნიშვნელოვანი ნედლეულით, ჯერჯერობით ორივე თანხმდება, არსებულ სიტუაციაზე, ჩინელები მიდიან და ყიდულობენ, რუსებიც ხელსაყრელ ფასად ყიდიან, თუმცა არსებული მდგომარეობა რამდენი ხნით შენარჩუნდება და როგორ შეიცვლება, თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში საკმაოდ რთული გამოსაცნობია.

რუსულ ჩინური ურთიერთობების ქრონოლოგია
უკვე, რამდნიმე საუკუნეა რაც ჩინეთს და რუსეთს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმის მმართველობა აქვთ თუ რა ჰქვია რუსულ და ჩინურ სახელმწიფოებს, მათი გეოგრაფიული მეზობლობის გამო მათ შორის ურთიერთობა მუდმივი პროცესია. ამჟამად რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს 2 ადგილზე ესაზღვრება და მათი საერთო საზღვრის სიგრძე 4300 კმ-ია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი იმპერიად იქცა, მან აღმოსავლეთისკენაც დაიწყო გაფართოება, 17 საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთის აღმოსავლეთ საღვარი უკვე ჩინეთისას შეეხო და პირველი დაპირისპირებაც გაჩნდა, ტერიტორიების გაყოფის საკიხში, ეს პირველი დაპირიპირება ფართომასშტაბიან, კონფლიქტში არ გადაზრდილა და 1689 წლის ნერჩინსკის შეთანხმებით, დაპირსპირება ამოიწურა, მაგრამ რა თქმა უნდა დროებით, ვინაიდან რუსეთი ექსპანსიური ძალა იყო, არსებული შეთანხმებით ნერჩინსკიდან ტუგურამდე ჩინური საზღვარი გაივლო ჩინეთის გავლენის სფერო დარჩა და რუსეთმა ამით აღიარა, ქინგის დინასტიის უფლებები ამ ტერიტორიაზე, რითაც მდინარე ამურის, ორივე მხარეს ჩინეთის გავლენა შენარჩუნდა, ეს ხელშეკრულება იყო პირველი, რომელიც ჩინეთის იმპერიამ დასავლურ სახელმწიფოსთან დადო, ხელშეკრულება 5 ენაზე იქნა შესრულებული, რუსულად, ჩინურად, მანჯურიულად, მონღოლურად და ლათინურად, ხელშეკრულებს დადებისას მომრიგებლის როლში იყვნენ იეზუიტი ბერები. ხელშეკრულებაში არ იყო ზუსტი საზღვერები მოცემული, ვინაიდან მოცეული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შეუსწავლელი იყო და ტოპონიმიკა შეუთანხმებელი, ხელშეკრულებამ უბრალოდ დაადასტურა ჩინეთის უფლებები მოცემულ ტერიტორიაზე, მხარეებს არ გაუცვლიათ რუკები სადაც ოფიცილურად იქნებოდა მოცემული ტერიტორიების საზღვრები, შედეგად რუსები განაგრძობდნენ ამ ტერიტორიაზე ექსპანსიას, ჩინელები კი იმით კმაყოფილდებოდნენ, რომ ეს მათ ტერიტორიად განიხილებოდა.       (Chen, 1966)                                                                                                   ასეთი, მდგომაროება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1722 წელს ჩინელებმა, რუსებს სავაჭრო მიმოსვლა აუკრძალეს და საზღვარი ჩაუკეტეს,  ეს ყველაფერი 1768წლის კიახტის შეთანხმებით დარეგულირდა, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსებს აღუდგათ უფლება ევაჭრათ ჩინეთთან და გაეგზავნათ ქარავანები პეკინში, თუმცა რუსებს გაუჩნდათ ვალდებული დაეწყოთ საზღვრი მკაცრი კონტროლი, რომ უკანონო ვაჭრობა აკრძალულიყო. (Dittmar, 2008)
შეთანხმება ძალაში დარჩა 1858 წლამდე, ამ პერიოდისათვის ჩინეთი უკვე მნიშვნელოვნად იყო დასუსტებული, როგორც ეკონომიკურად ისე სამხედრო ძლიერების მხრივ, ასეთ სიტუაციაში აიგუნის შეთანხმებით რუსეთის საზღვარი გაივლო მდინარე ამურის ნაპირზე და მდინარის ჩრდილოეთით ტერიტორია რუსეთს გადაეცა, ხოლო სამხრეთის ტერიტორია ჩინეთს დარჩა, ხოლო მდინარე უსურის აღმოსავლეთ ტერიოტირი ორი სახელმწიფოს საერთო კონტროლს დაექვემდებარა, 1860 წლის პეკინის კონვენციით კი ეს ტერიტორიაც, რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ორ ქვეყანს შორის საზღვარს ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ განუცდია.   (Vertrag von Aigun, 2018)  
ამის შემდეგაც რუსეთი გამუდმებით ცდილობდა, რომ მისი გავლენის სფერო აღმოსავლეთში გაეფართოებინა, და ამგვარად ის მხარს უჭერდა ჩინეთში, მცხოვრები მუსლიმები და მონღოლების სწრაფვას დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების საქმეში, იცავდა მათ ინტერესებს და ხელს უწყობდა, მათ ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად. 1900 წელს როდესაც ჩინეთში ბოქსიორების აჯანყება დაიწყო, რუსეთის 200,000 - იანმა არმიამ მანჯურია დაიკავა და ნიკოლოზ მეორემ ეს იმით დაასაბუთა, რომ მას ბოქსიორების აჯანყებისგან ტერიტორიის დაცვა სურდა, აჯანყების დასრულების შემდეგ ტერიტორია, ოფიციალურად სიევ ჩინეთის საკუთრებად დარჩა, თუმცა რუსული ჯარი იქ რკინიგზის დაცვის საბაბით ისევ დარჩა და დე ფაქტო კიდეც ახდენდა ტერიტორიის კონტროლს. (Russisch-Chinesischer Krieg, 2018)
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი პირველ მსოფლიო ომში მოკვაშირეების მხარეს გამოდიოდა, ამან დიდად ვერ შეამსუბუქა, მისი მდგომაროება, თუმცა კი ერთი იყო, რუსეთი გამოაკლდა იმ სახელმწიფოებს, როლებიც ჩინეთის რესურსების გამოყენებით იყვნენ დაკავებული, თუმცა მანჯურიში ის ჩაანაცვლა იაპონიამ. რუსეთში მომხდარი კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ლენინმა უარი განცხადა ყველა იმ პრეტენზიაზე, რომლებიც რუსეთის იმპერიის პერიოდში არსებობდა, კომუნისტური რუსეთი აქტიურ დახმარებას უწევდა ჯერ სუნ იატ სენს, ხოლო შემდეგ ჩან კაი შის და მაო ძედუნს ორივეს, იმ მიზნით, რომ მათ დაემარცხებინათ ჩინეთის ტერიტორიაზე მყოფი გარე აგრესორები, ასევე რუსეთი აქტირუად ეხმარებოდა ჩინეთს იაპონიის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ამ პერიოდის რუსულ ჩინურ ურთირთობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო, ის, რომ რუსეთმა აქტირუად დაიწყო ჩინური ელიტის განათლების და აღზრდის საქმეში ჩარევა და ჩინური პოლიტიკური ელიტის ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო განათლება, რუსეთში, რაც შემდგომ პერიოდში მნიშვლოვანი დაახლოების ფაქტორი უნდა გამხდარიყო.
ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, საბჭოთა კავშირი უფრო ჩინელ ნაციონალისტებს უჭერდა მხარს ვიდრე, კომუნისტებს, ამას ბუნებრივი მიზეზიც ჰქონდა, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოტა კავშირმა, მანჯურია დაიკავა და იქედან იაპონელები გააძევა, მთელი ომის პერიოდში, ჩინელი ნაციონალისტები უფრო ძლიერები ჩანდენენ ვიდრე კომუნისტები, მაშინ როდესაც მაო ძალებს ინახავდა საბოლოო გამარჯვებისთვის, საბჭოთა კავშირის და სტალინის გათვლა იყო შემდეგი, მათ მიაჩნდათ, რომ გომინდათ უფრო ადვილად შეძლებდნენ იმაზე შეთანხმებას, რომ რუსეთს მანჯურიაში განსაკუთრებული უფლებები შეენარჩუნებინა, როგორც რკინიგზაზე ასევე გაუყინავ საზღვაო პორტზე ( პორტ - არტური, დალიანი ). თუმცა სტალინის გათვლები არ გამართლდა, რუსებს 1946 წელს მანჯურიის დატოვება მოუწიათ, კომუნისტებმა კი 1948 წელს შეძლეს და მანჯურია ხელში ჩაიგდეს, შედეგად მათ ხელთ აღმოჩნდა, ჩინეთის ყველაზე განვითარებული ნაწილი, სადაც იაპონელებმა დიდი ინდუსტრიული რაიონი შექმნეს, მანჯურიის აღების შემდეგ, კომუნისტებმა საბოლოოდ შეძლეს და გომინდანი დაამარცხეს, გომინდანი ტაივანზე გაიქცა ჩინეთი კი კომუნისტური ხელისუფლების ქვეშ რუსეთის მოკავშირედ იქცა, ამის მიზეზი პირველ რიგში იყო, სხვა ალტერნატივის არ არსებობა და არა ბუნებრივი მდგომარეობა, რასაც შეიძლება მიეყვანა ისინი მოკავშირეობამდე, ჩინეთი და რუსეთი ორივე კომუნისტური სახელმწიფოები იდეოლოგიურად მოკავშირეები უპირისპირდებოდნენ დანარჩენს სამყაროს, თუმცა რუსეთს ისევ ეჭრია თვალი მანჯურიაზე ხოლო ჩინეთს ამურის და უსურის გაღმა ნაპირებზე.
1950 წელს ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს, შორის დაიდო მეგობრობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საბოლოოდ თქვა უარი, მანჯურიაში განსაკუთრებულ უფლებებზე, ხელშეკრულების თანახმად ქვეყნები კისრულობდნენ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა, თუკი რომელიმე მათგანზე შეევას განახორციელებდა იაპონია ან იაპონიის მოკავშირე, რაშიც აშშ იგულისხმებოდა. 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგაც მოკავშირეებს შორის დამოკიდებულება არ შეცვლილა, პირიქით 1954 წელს ხრუშჩოვის მოსვლის შედმეგ მან კიდევ უფრო გააფართოა ხელშუკრელება და ის ეკონომკურ და სამხედრო დახმარების მხრივ კიდევ უფრო მეტ რამეს ითვალისწინებდა, ჩინეთი იღებდა, რუსეთისგან დახმარებას, როგორც ტექნიკური დარგის ექსპერტების სახით ასევე მზა პროდუქციას მისი ინდუსტრიისათვის.                                                                                                                              ორ ქვეყანას შორის მსგავსმა, ურთიერთობამ დიდხანს, ვერ გასტანა 1956 წლის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე, ხრუჩოვი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება კაპიტალისტურ სამყაროსთა იყო მისი ახალი კურსი, მაშინ როდესაც მაოსთვის კაპიტალისტურ სამყაროზე შეტევა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მეორეს მხრივ ხრუშჩოვმა გააკრიტიკა პიროვნების კულტი და ამით ირიბად შეეხო მაოს, რომელსაც თვითონაც პიროვნების კულტი ჰქონდა ჩამოყალიბებული ჩინეთში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომუნისტური რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ დაპირისპირების ფონზე ჩინელებს ასევ ეგაახსენდათ რუსების მიერ 1950 წელს გაცმეული დაპირებები, პირვლეი შეეხებოდა ჩინეთისათვის ატომპური ენერგეტიკის საკითხებში დახმარებას, სადაც მოსკოვი თავს იაკვებდა და ჩინეთს არ აწვდიდია მოთხოვნილ ტექნოლოგიებს თუ აღჭურვილობას, მეორე საკითხი იყო ჩნეთისა და ინდოეთის სასაზღვრო კონფლიქტი სადაც მიუხედავდ იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ჩინეთის მოკავშირე იყო არ ეხმარებოდა მას და ამავედ როს იარაღს ჰყიდდა ინდოეთზე. მესამე საკითხი კი შეეხებოდა, ჩინეთის მიერ მცდელობა, აღედგინა თავისი ხელისუფლება ტაივანზე, სადაც ჩინური თავდასხმა აშშ - მ ჩაშალა, საბჭოთა კავშირმა კი მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა.
1960 წელს ხრუშჩოვმა, ყველა საბჭოთა ექსპერტი გამოიწვია ჩინეთიდან, ეს უკვე მკაფიო განაცხადი იყო იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირმა რუსულ - ჩინური ალიანსი დატოვა, რასაც მოჰყვა ის, რომ სულ მალე ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად დაეცა და სხვა მოკავშირე სოციალისტური რესპუბლიკებიც, ბანაკებად გაიყვნენ, უმეტესობა ისევ საბჭოთა კავშირს უჭერდა მხარს, თუმც გაჩდნენ, პრო ჩინური სოცილისტური რესპუბლიკებიც.
1962 წელს, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის, მეორე სასაზღვრო კონფლიქტი დაიწყო, საბჭოთა კავშირმა იმ დროისათვის ნეიტრალური ინდოეთის გადაბირება სცადა და მისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, რაზეც მაოსგან მკაცრი განხადებები მოჰყვა და მან ხრუშჩოვი სიმხდალეში დაადანაშაულა კუბის კრიზისის დროს და მას დათმობებზე წასვლაში დასდო ბრალი.             კონფლიქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 1969 წლის სამხედრო დაპირისპირება მდინარე უსურის რაონში, როდესაც ჩინურმა მხარემ სცადა მდინარის გადალახვა და ის შეჩერებულ იქნა საბჭოთა მესაზღვრეების მიერ, ეს პირველი საერთაშორისო კონფლიქტი იყო, სადაც ორი კომუნისტური სახელმწიოფ ერთმანეთს სამხედრო ძალით დაუპირისპირდა და მავე დროს ორივე ატომური სახელმწიფო იყო, კონფლქიტში სამხედრო ნაწილებმა შეზღუდულად მიიღეს მონაწილეობა და ის მალავე შეწყდა. (HEIMATRECHT FÜR RUSSEN IN GERAUBTEN GEBIETEN, 1969)
დაპირისპირება ორ სახელმწიფოს შორის ნელა თუმცა უკან იხევდა, მას შემდეგ რაც ჩინეთმა აშშ - სთან დაახლოება დაიწყო, ის უფრო მეტად კონცეტრირდა მისი საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებაზე ვიდრე ეს საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება იყო.  1971 წელს ჩინეთმა მიიღო დაპირება, რომ ის მიიღებდა ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც მოგვიანებით კიდეც შესრულდა, 1972 წელს კი აშშ - ს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია ჩინეთს, ამ შეხვედრების შემდეგ საბჭოთა კავშირი შეეცადა ვითარებაში ცვლილების შეტანას, ვინაიდან ჩინეთისა და აშშ - ს დაახლოებამ დიდად დააფრთხო ისინი და გამოთქვა მზაობა, რომ დაწყებული არსებული დავების მოგვარებისათვის მოლაპრაკებები, თუმცა სიტუაცია ვერ შეცვალა ვერც მაოს გარდაცვალებამ და ვერც ბრეჟნევის სიკვდილმა, მართალაი მაოს მემკვიდრე დენ სიაოპინი ნაკლებად იდეოლოგიზებული იყო, თუმცა არსებობდა პრაგმატული პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიდა ორ ქვეყანს შორის ურთიერთობების და დათბობას, პირველი ეს იყო საბჭოთა კონტიგენტის არსებობა ავღანეთში, მეორე საბჭოლების მონაწილეობა ინდოეჩინეთის კონფლიქტებში სადაც საბჭოთა კავშირის მოკავშირე ვიეტნამის მთავრობამ კამბოჯაში ხელისუფლებიდან მოიშორა ჩინეთის მოკავშირე წითელი ქხმერები და მესამე უზარმაზარი საბჭოთა კონტიგენტის არსებობა ჩინეთის საზღვართან, რომლის გაყვანზეც საბჭოთა კავშირი უარს აცხადებდა. (Die Veränderung der globalen Machtstruktur durch das russisch-chinesische Tandem, 2017)
ორ ქვეყანს შორის, შემობრუნების წერტილად იქცა გორბაჩოვის გაპრეზიდენტება საბჭოთა კავშირში, როდესაც მან მზადყოფნა გამოთქვა იმ ჩინეთისათვის მნიშვნელოვან საკითხში მოლაპარაკებები ეწარმოებინა, 1989 წლის გორბაჩოვის პეკინში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის, ნორმალიზაციის პერიოდი დაიწყო, ტიან ანმინის მოვლენების შემდეგ ჩინეთი მარტო დარჩა საერთაშორისო პოლიტიკაში, მოკავშირის გარეშე და ამ დროს სწორედ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც მას დახმარების ხელი გაუწია, არამარტო დიპლომატიურ დონეზე, არამედ სამხედრო - ეკონომიკური თვალსაზრისითაც, საბჭოთა კავშირმა განაახლე ტექნოლოგიების და იარაღის მიყიდვა ჩინეთზე. (Wie Gorbatschow Chinas Freiheitsdrang weckte, 2009)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინურ რუსული ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა უკვე გაჩნდა ახალი გარემოება და მიზეზი რაც მათ დაახლოებას უწყობდა ხელს და ეს იყო აშშ. ჩინეთი უკვე აღარ უფრთხოდა ჩრდილოეთიდან საბჭოთა ჯარების შემოსევას მის ტერიტორიაზე, ვინაიდან ახალ რუსეთს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აღარ ჰქონდა და ეს იყო მომენტი, როდესაც ჩინეთმა დაიწყო ურთიერთობაში ლიდერის როლის აღება, რუსები დააფრთხო იმან, რომ აშშ - მ აქტიურად დაიწყო ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებაზე მუშაობა, ხოლო ჩინეთი იმან შეაშფოთა, რომ აშშ ასევე გააქტიურდა წყნარ ოკეანეში, ჩინეთისთვის ჯერ კიდევ მოუგვარებელი ტაივანის საკითხის მოგვარება, რეგიონში აშშ - ს გააქტიურებით კიდევ დიდხანს გადაიდებოდა, ( რაც მართალიც არმოჩნდა ), თავის მხრივ აშშ - ც აღარ განიხილავდა რუსეთს მთავარ მოწინააღმდეგეგ, ვინაიდან ჩინეთი უკვე ჩანდა, რომ სწრაფად იწყებდა ზრდას და ის შეიძლება გამხდარიყო, აშშ - ს მთავარი მოწინააღმდეგე მსოფლიოში ჰეგემონის სტატუსის ფლობაში. შედეგად რუსეთის და ჩინეთის ინტერესები ახალ რეალობაში ერთმანეთს დაემთხვა, რისი პირველი შედეგიც ის იყო, რომ 1993 წელს, ორმა სახელმწიფო ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ფორმალურად ადგენდა საზღვრებს ორ სახელმწიფოს შორის და ღია საკითხებს ხურავდა. (Wacker, 1996)
საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, არსებული სასაზღვრო დავების გადაწყვეტაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩაერთვნენ ყოფილი მოძმე რესპუბლიკები, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, მიმდინარე რეგულარი შეხვდერები რომელსაც 4 + 1 ფორმატი ეწოდებოდ ჯერ შანხაის ხუთეული გახდა ხოლო 2001 წელს მის საფუძველზე შექმნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია, წევრ ქვეყებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებში, წევრ ქვეყნებს შორის, არსებული პრობლემების გადსაწყვეტად საერთო გამოსავლის პოვნაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე საერთო პასუხის მომზადებაზე. შანხაის, ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი არის, როგორც ტერიორიულად ასევე მოსახლეობის რაოდენობითაც და წევრებს მუდმივად შორის მზარდია კოოპერაცია. ორგანიზაცია მნიშვნელოვან, როლს თამაშობს, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლების გაძლიერებაში, 2005, 2007 და 2009 წლებში ჩატარდა საერთო სამხედრო სწავლებები, რომელიც მიამრთული იყო ორგანიზაციის წევრებს შორის სამხედრო დანყოფების კოორდინირებული მართვის დამუშავებაზე. ეს ორაგანიზაცია ასევე ძალზედ მტკივნეულად რეაგირებს ამერიკული ბაზების წყანარ ოკეანეში და შუა აზიაში არსებობაზე, რასაც გარკვეულ შედეგად მოჰყვა ის, რომ უზბეკეთში კარშის ამერიკული ბაზა დაიხურა ხოლო ყირგიზებმა მანასის ბაზის იჯარა გააძვირეს. 2005 წელს ჩინეთმა და რუსეთმა შანდუნში საერთო სამხედრო წვრთნებიც ჩაატარეს, რომლის სახელიც ასე ჟღერდა, ,,მშვიდობისა და მეგობრობის სახელით'' და რომელიც ამერიკის წყნარ ოკეანეში არსებული ჰეგემონობის წინააღმდეგ იყო მიმართული, საზღაო სწავლებებს მოჰყვა 2007 წლის საჰაერო ძალების სწავლებები, რომელიც უკვე რუსეთში ჩელიაბინსკის მახლობლად ჩატარდა, ხოლო 2009 წლის სწავლებები ჯილინში ჩატარდა და მისი ძირითადი მიზანი გენერალური შტაბის წევრებს შორის, თანამშრომლობის დახვეწა იყო.  (Shanghaier Organisation für Zusammenarbeit, 2018)
თუკი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას 1996 წლამდე კონსტრუქციული ერქვა, 1996 წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწრა ხელი, ხოლო 2001 წელს მეგობრობის 20 წლიან ხელშეკრულებას, რაც ,,მეგობარ'' ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრობლობას და კარგ მეგობრობას ავალდებულებს. ამ მეგობრობის ხელშეკრულების ჩარჩოში ორი სასაზღვრო კონფლიქტის გადაწყვეტა მოახერხეს ქვეყნებმა, ორივე ამურისპირეთში, პირველ შემთხვევაში რუსებმა მდინარე ამურსა და მის მკვეთ მდინარე არგუნს შორის არსებული, ორი კუნძული,, ბოლშოი'' და ,,მენესელი'' რომელებიც XIX საუკუნეში დაიპყრეს ჩინეთს დაუბრუნეს. მეორე სასაზღვრო კონფლიქტის დროს კი, რუსეთმა მდ. ამურში კუნძული,, ტარაბაროვ'' მთლიანად და კუნძული ,,ბალშოი ოსორუსკ'' -ის  დასავლეთ ნაწილი დათმო, და ეს იმ დროს როდესაც ეს ორი კუნძული გარკვეულ ბუფერულ ზონას ქმნიდა რუსულ სამხედრო ქალაქ ხაბაროსკავმდე. 2005 წელს პრაქტიკულად, ორ ქვეყანს შორის სასაზღვრო დავები დასრულდა და გზა გაეხსნა თანამშრომლობას სხვა დარგებში, უპირველეს ყოვლისა კი ეკონომიკაში, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობები, 2014 წლამდე იმდენად არ გაზრდილა, რამდენიც პოტენციალი არსებობს, ამ ორ ქვეყანას შორის, ვინადან რუსეთი უფრო მეტად ორიენტირებული იყო, დასავლეთ ევროპასთან ვაჭრობაზე, ხოლო ჩინეთი ამერიკასა და იაპონიასთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის დაბალ დონეზე დარჩენას, ხელს უწყობდა სასაზღვრო რეგიონში არსებული ცუდი ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი პირობები.
2000 წლის შემდეგ ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი იარაღის იმპორტიორი იყო და უმეტესწილად ეს რუსეთიდან ხდებოდა, ჩინელები ყიდულობენ ნებისმიერი სახის შეირაღებას დაწყებული კალაშნიკოვით დამთავრებული გემებითა და წყალქვეშა ნავებით და ბოლო დროს იკვეთება ტენდენცია, ჩინელებისგან რუსული ტექნოლოგიების და სამრეწველო ლიცენზიების შესყიდვისა საპირისპიროდ მზა პროდუქციისა.                      2004 წელს ორ ქვეყნას შორის, არსებული ვაჭრობის მოცულობა 10,4 მლრდ დოლარი იყო, მაშინ როდესაც იმავე, წელს ჩინეთის სავაჭრო, ბრუნვა გერმანიასთან 54,2 მლრდ დოლარი, იყო აშშ - სთან 169,6 მლრდ დოლარი, ხოლო იაპონიასთან 167,9 მლრდ დოლარი.  
2008 წელს ვაჭრობის მოცულობა 40 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, 2014 წლისათვის ზრდამ 90 მლრდ დოლარს მიაღწია, თუმცა 2015 წელს ვაჭრობა 50 მლრდ დოლარამდე დაეცა.  ვაჭრობაში ასეთი ცვლილებები, გამოწვეულია იმით, რომ 2014 წლამდე რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ ზრდის ტემპში და რუსეთი აქტიურად ყიდულობდა ჩინურ პროდუქციას, ხოლო 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთზე დადებული სანქციების შემდეგ, ჩინეთსაც შეეზღუდა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო რუსეთში დაეცა საყოფაცხოვორებო საქონლის მოხმარება, რომლის ერთ - ერთი ძირითადი მიმწოდებელიც ჩინეთი იყო.
თუმცა ჩინეთის ეკონომიკის სწრაფად ზრდის გამო, იზრდება რუსულ ნედლეულზე მოთხოვნა, მარტო 2006 წელს 4 უმნიშვნელოვანეს პროექტს მოეწერა ხელი, პირველი გულისხმობს ტაიჩიდან სკოვოროდინომდე და შემდეგ ჩინეთის გავლით ნახოდკამდე ნავთობსადენის მშენებლობას, მეორის მიხედვით, დასავლეთ ციმბირის ვაკის გაზის საბადოებიდან, უნდა დაიწყოს და სინძიანის რეგიონის გავლით შანჰაიში ჩავიდეს 2 გაზსადენი, მესამე სახალინ ვლადივასტოკის ხაზი იქნება რომელიც ასევე ჩინეთის ბაზრის გათვლით კეთდება, ხოლო მეოთხე არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და კერძო რუსულ კომპანიას შორის დადებული რაც ჩინეთისათვის ასევე ნავთობპროდუქტების მიწოდებას გულისხმობს. რუსები ასევე დიდი რაოდენობით მიეზიდებიან ჩინეთში, მეტალებს, ხე-ტყეს და სხვადასხვა სახის მადანს, სამაგიეროდ რუსეთში დიდი რაოდენობით შედის ჩინური ელექტრო ნაწარმი, იზრდება ავტომობილების რაოდენობაც რომელმაც 2007 წელს 50,000 შეადგინა და ჩინელები რუსეთში საკვები პროდუქტების ექსპორტსაც ახდენენ.
2014 წელს ყირიმის ანექსია, იყო ის, რამაც რუსულ - ჩინური ურთიერთბები, ახალ ეტაპზე გადაიყვანა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთი იზოლირებული აღმოჩნდა გარე სამყაროს მიერ და პუტინმა სასწრაფოდ დაიწყო მოკავშირის ძიება, ასეთი კი აღმოჩნდა ჩინეთი, რომელმაც უარი არ თქვა რუსეთთან მოკავშირეობაზე, სანაცვლოდ კი მიიღო ყველზე თანამედროვე რუსული სუ - 35 ტიპის 24 თვითფრინავი მიიღო, რომლებიც ჩინურ ანალოგებს საბრძოლო მონაცმებით და ფრენის სიშორით საკმაოდ წინ უსწრებენ ასევე ს - 400 ტიპის საზენიტო რაკეტები, რომელთა განთავსებასაც ჩინეთი მისი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ტაივნაის საპირისპიროდ გეგმავს, ხოლო მეორე ნაწილისას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სპრეტლის და პარაცელის კუნძულების გარშემო რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩინეთის თავდაცვისუნარიანობას და აშშ - ს ურთულებს საკუთარი მოკავშირეების დაცვას, ამავე წლის მაისში, შანხაიში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ჩინეთს 30 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს 40 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ( რუსეთის წლიური ექსპორტი, ევროპაში 200 მლრდ კუბური მეტრია ) ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება კი 400 მლრდ აშშ დოლარის ტოლია.                                                                                                                                  მიუხედავად შეთანხმებისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა, საქმეში წინსვლა ჯერჯერობით არ ჩანს და გზაპრომს ამ მეგა პროექტის განხორციელება ჯერ არ დაუწყია, რომელსაც სახელად ,, ციმბირის ძალა“ ჰქვია. მართალია 2016 წელს ვაჭრობის მოცულობა 65 მლრდ აშშ დოლარზე ავიდა, 2017 წელს 87 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა 2020 წლისათვის ნაიმედები 200 მილიარდი სავაჭრო ბრუნვა რეალობიდან შორს ჩანს და როგორც პროგნოზები აჩვენებს 2018 წელს 100 მილაირდიან ნიშნულზე გაჩერდება.      
დღევანდელ სიტუაციაში, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს კარგად იყენებენ საგრეო პოლიტიკური კურსის საჩვენებლად თუ გასატარებლად, ერთად ჩაატრეს ,, ვოსტოკ 2018“ სამხედრო მანევრები სადაც 297,000 რუსი სამხედრო მონაწილოებდა რამოდენიმე ათასი ჩინელი სამხედრო, პუტინი და ში ჯიპინგი ერთმანეთს შეხვდნენ, ერთის მხრივ პუტინი აჩვენებს ამერიკას ძალას და მოკავშირეს, მეორეს მხრივ ში ჯიპინგი, რომ სავაჭრო ომში ის ამერიკის წინააღმდეგ მარტო არ გამოდის.
რუსეთის და ჩინეთის თანამშრომლობა მათ საგარეო პოლიტიკაშიც კარგად ჩანს, განსაკუთრებით როგორც უკვე აღინიშნა, თუ საქმე ანტიდასავლურ ქმედებებს ეხება, ირანის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, გამაერთიანებელი გახდა რუსეთისა და ჩინეთისათვის, რუსეთი ირანისათვის იარაღის მთავარ მიმწოდებლად იქცა, ხოლო ჩინეთი ირანისაგან ყიდულობს, მისი ნავთობიმპორტის 13,6 % - ს. მიუხედავ ირანზე დადებული ემბარგოსა, ორივე სახელმწიფო ირანთან აგრძელებს როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო ურთიერთობებს.
მომდევნო საკითხია სირიის კონფლიქტი, სადაც რუსეთი ერთ ერთი მონაწილე მხარეა, ჩინეთი მართალია არ არის ჩართული კონფლიქტში, თუმცა აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პოზიციებს დიპლომაიურ დონეზე, რითაც ამავდროულად, მხარდაწერას უცხადებს, ირანს, რომელიც ასევე რუსეთის მხარეს იბრძვის სირიაში.
ორივე სახელმწიფო ერთიანი პოზიცია გამოვლინა კორეის ატომური კრიზისი დროს, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ, რამოდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ატომური ბომბი გამოსცადა, აშშ - მ მისი მოკავშირეების დასაცავად, სამხრეთ კორეაში ,, თაადის „ ტიპის რაკეტების განტავსება გადაწყვიტა, საპასუხოდ სრაფად ამოქმედდა, ჩინური და რუსული დიპლომატია გაეროში, ერთის მხრივ მათ ჩრდილო კორეისგან მოითხოვეს, რომ შეწყვეტილიყო ატომური ბომბების თუ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, ხოლო მეორე მხრივს აშშ - ს, რომ მას არ განეთავსებინა აღნიშნული სარაკეტო სისტემი, სამხრეთ კორეაში ვინაიდან ის ასევე დაემუქრებოდა ჩინეთსა და რუსეთს, მათ ასევე ერთობლივად გაუწიეს წინააღმდეგობა, აშშ - ს შეთავზებას, ნავობის იმპორტზე ემბარგო დაედოთ ჩრდილო კორეისათვის.
საგარეო პოლიტიკისთვის, ორივე სახელმწიფოსათვის არსებობს ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიც არის უკრაინის და საქართველოს საკითხი რუსათვის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი ჩინეთისათვის, სადაც ორივე სახელმწიფო ყველაზე მეტად საჭიროებენ პარტნიორების დახმარებას, ეს კი ის საკითხებია სადაც ორივე სახელმწიფო თავს იაკვებს რეალური დახმარება აღმოუჩინონ ერთმანეთს. რაც ალბათ იმით არის, გამოწვეული, რომ ეს ქვეყნები მეგობრის გარდ საფრთხესაც ხედავენ ერთმანეთში.
მართალია რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობა უფრო მეტია ვიდრე პარტნიორობა, თუმცა უფრო ნაკლებია ვიდრეა მოკავშირეობა. ვინაიდან არსებობს, რიგი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც, კონსესუსით შეუძლებელია და ამ ორ ქვეყანას ამის გამო მოკავშირეებად ერთმანეთის აღქმა უჭირთ.
პირველი პრობლემა, ეს არის თუ ვინ ითამაშებს, ორ ქვეყანას შორის წამყვანის, როლს, თუკი, რუსეთი ჩანს წამყვანის, როლის მქონედ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს გაცილებით უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს ვიდრე ჩინეთს, რომელიც მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად ჯერ კიდევ შესაფერის მომენტს ელოდება, თუმცა ამ დროისთვისაც, ნათელია ამ, ორ სახელმწიფოს შორის არსებული განსხვავება. ჩინეთის მოსახლეობა 10 ჯერ აღემატება რუსეთისას, 1.45 მლრდ - 140 მილიონის პირისპირ, ამავე დროს ჩინეთის მოსახლეობა კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო რუსეთის პირიქით იკლებს, მეორეს მხრვივ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუტის მოცულობამ 23.1 ტრილიონია, ხოლო რუსეთის 4 ტრილიონია, რუსეთის ეკონომიკური სისტემა, დღითი დღე უფრო დიდ პრობლემებში ეხვევა, სანქციების, გამო ვეღარ ხდება ვეღარც საფინანსო სექტრის განვითარება და არარც ახალი ტექნოლოგიების გაზიარება, რამაც რუსეთის ინდუსტრია სტაგნაციის სტადიაში გადაიყვანა, მაშინ როდესაც ჩინეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ არ გამოსულა ეკონომუკური ბუმიდან, ჩინეთი უკვე თვითონ ხდება ახალი ტექნოლოგიების შემქმნელი და დამნერგავი და მალე რუსეთს ტექნოლოგიური განვითარების დონითაც გადაასწრებს. ასეთ მდგომარეობაში აშკარა ჩანს ჩინეთის უპირატესობა, თუმცა ნათელი არ არის, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, როდესაც მას ამ ურთიერთობაში წამყვანის, როლის დათმობა მოუწევს.
აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება ჩანს კიდევ ორ დიდ პროექტში, ერთის მხრივ პუტინის ევრაზიული კავშირი, სადაც შუა აზიის ყველა სახელმწიფო მოიაზრება, რუსული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილად და რუსული ბაზრის შემავსებლებად, მეორეს მხრივ კი ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზა, სადაც იგივე სახელმწიფოები განიხილებიან ერთიანი ეკონომიკური სავაჭრო გზის ნაწილად, რომელიც ლონდოიდან პეკინამდე უნდა იქნეს გადაჭიმული.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ციმბირი,  ჩინურ სკოლებში ასწავლიან, რომ ცარისტულმა რუსეთმა მათ 1 მლნ კვ/კმ ფართობის მქონე მანჯურია წაართვა. რუსეთში მტკიცედ სჯერათ ამ ტერიტორიის კუთვნილების. ჩინელები აქტიურად იყენებენ ციმბირის რესურსებს, ჯერჯერობით ჩინეთი ახერხებს იმას, რომ მისი მოთხოვნილება დაიკამაყოფილოს, სხვა უფრო იაფი რესურსებით, მაგალითად აფრიკიდან სადაც გაცილებით უფრო იაფია რესურსების მოპოვება, თუმცა რაც უფრო იზრდება ჩინეთის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რესურსების ახალი წყაროები, ციმბრის რეგიონში საზღვრის ერთმხარეს 7 მილიონი რუსი ცხოვრობს, მეორე მხარეს 140 მილიონი ჩინელი, რომელთაც ჩინური განათლების სისტემა მუდმივად შთააგონებს, რომ საზღვრის იქეთ არცთუ შორეულ წარსულში ასევე ჩინეთი იყო.
 რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 4 % ხედავს ჩინეთში მოწინააღმდეგეს, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ჩინური კომპანიების მიერ ციმბირში საქმიანობის წამოყებას, 66 % ამის წინააღმდეგია, ხოლო გამოკითხლთა 31 % თანახმაა, რომ ჩინელებს შეეზღუდოთ რუსეთში ცხოვრება და მუშოაბა. (Sommer, 2018)


 შეჯამებაში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პარტნიორობის მაგალითი რომელიც ემყარება გამოუვალ მდგომარეობას, სანამ საბჭოთა კაბვშირი არსებობდა მას ჰქონდა მეტი შესაძლებლობები და ასე თუ ისე იცავდა თანაკომუნისტ ჩინეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი აღმოჩნდა უპირატეს მდგომარეობაში, თუმცა რუსეთი მაინც ინარჩუნებს უპირატესობას ცოდნის ინდუსტრიაში და სამხედრო ტექნოლოგიებში, რაც ჩინეთს მასზე დამოკიდებულს ხდის, ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე ერთმანეთის გათრევას ცდილობენ და ერთმანეთს ზესახელმწიფოს იმიჯის განტმკიცებაში ეხმარებიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩინეთის უპირატესობა დღითიდღე იზრდება და ერთ მშვენიერ დღესაც რუსეთი მთლიანად ჩინეთზე დამოკიდებული იქნება.




  P.S. გლობალური შეთქმულების თეორიებით და მასონებით ვინც ერთობა იმათთვის: საბჭოთა კავშირი როცა დაცემის გზას დაადგა, სწორედ მაშინ დაიწყო ჩინეთში აღმავლობა და ხომ არ არჩიას იმ ჩრდილში მჯდომმა ხელისუფლებმა ამ საშინლად ორთოდოქსულ კომუნიზმს უფრო კათოლიკური ? :D : 





ბიბლიოგრაფია

Chen, V. (1966). Sino-Russian Relations in the seventeenth century. The Hague: Nijhoff.
Die Veränderung der globalen Machtstruktur durch das russisch-chinesische Tandem. (11. 07 2017). Von nachdenkseiten.de: https://www.nachdenkseiten.de/wp-print.php?p=39127 abgerufen
Dittmar, P. (23. 07 2008). Lange Grenze zwischen Russland und China. Von Die Welt: https://www.welt.de/welt_print/article2240718/Lange-Grenze-zwischen-Russland-und-China.html abgerufen
HEIMATRECHT FÜR RUSSEN IN GERAUBTEN GEBIETEN. (07. 07 1969). Von Der Spiegel: http://www.spiegel.de/spiegel/print/d-45702053.html abgerufen
Russisch-Chinesischer Krieg. (9. 04 2018). Von de.wikipedia.org: https://de.wikipedia.org/wiki/Russisch-Chinesischer_Krieg abgerufen
Shanghaier Organisation für Zusammenarbeit. (29. 10 2018). Von de.wikipedia.org: https://de.wikipedia.org/wiki/Shanghaier_Organisation_f%C3%BCr_Zusammenarbeit abgerufen
Sommer, T. (18. 09 2018). Eine zweifelhafte Partnerschaft. Von Die Zeit: https://www.zeit.de/politik/ausland/2018-09/chinesisch-russische-beziehungen-usa-sanktionen-handelsstreit/seite-2 abgerufen
Vertrag von Aigun. (28. 09 2018). Von de.wikipedia.org: https://de.wikipedia.org/wiki/Vertrag_von_Aigun abgerufen
Wacker, G. (1996). Grenzen und Grenzfragen zwischen China und der. Bundesinstitut für ostwissenschaftliche und internationale Studien.
Wie Gorbatschow Chinas Freiheitsdrang weckte. (15. 05 2009). Von Die Welt: https://www.welt.de/politik/article3743731/Wie-Gorbatschow-Chinas-Freiheitsdrang-weckte.html abgerufen





Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen