Dieses Blog durchsuchen

პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკა და გამოცდილება


                მიგრაციის საკითხები დღეს საკმაოდ აქტუალურია პოსტ-სოციალისტური ქვეყნებისთვის, რადგან ჯერ კიდევ უამრავ ქვეყანას ამ ზონაში აქვს ემიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. პოლონეთის გამოცდილება ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, შესაბამისად მისი გაზიარება ბევრ ქვეყანას შეიძლება წაადგეს, მათ შორის საქართველოსთვისაც.
            პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკა შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად; პირველი, ევროკავშირში გაწევრიანებამდე (1990-2004) და მეორე, ევროკავშირში გაწევრიანებიდან დღემდე.

               პირველ ეტაპზე, საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ, პოლონეთი მიიჩნეოდა მიგრაციის მაღალი რისკის ქვეყნად. მას უნდა მოეგვარებინა საზღვრების დაცვის პრობლემა, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან ხვდებოდა უამრავი არალეგალური მიგრანტი აღმოსავლეთ ევროპიდან და აზიიდან. მართალია, პოლონეთის საზღვრებს იცავდნენ შეიარაღებული ძალები, საზღვარზე გაბმული იყო მავთულხლართები და მას სამხედროები მეთვალყურეობდნენ, მაგრამ ამ ეტაპის პირველ პერიოდში მისი საზღვრები წარმოადგენდნენ უკანონო ვაჭრობის, კორუფციის, მუშახელის უკანონო მიგრაციის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ზონად.

                  1990 წელი მჩნეულია ძირეული რეფორმების დაწყების წლად. ამ წელს პოლონეთმა დაიწყო რეფორმების გატარება მიგრაციის სფეროში, რის შედეგადაც გარდაიქმნა ორი სახელმწიფო ორგანო, რომელთაც დაევალათ პოლონეთის ტერიტორიაზე შემოსული და მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების კონტროლი. სხვადასხვა სტრატეგიული საქმიანობის ზედამხედველობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს, ხოლო კონტროლის მექანიზმების ცხოვრებაში გატარება -- საზღვრის დაცვის სამსახურს..

  უკანონო მიგრაციები რომ არ გახშირებულიყო, საზღვრის დაცვის მიზნით 1997 წელს  მიიღეს სისტემაში საზღვრის დაცვის  პუნქტების ჩართვის გეგმა, რის შედეგადაც ააშენეს სამეთვალყურეო კოშკურები. 1998 წელს თითო საპატრულო კოშკურა აკონტროლებდა 43 კილომეტრიან მონაკვეთს, ევროსტანდარტების მიხედვით კი ყოველ 20-22 კილომეტრში უნდა ყოფილიყო სამეთვალყურეო კოშკი. რაც იმას ნიშნავდა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო.

                 1997 წელს მიიღეს კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა პოლონეთში  უცხოელთა  შესვლის, გასვლისა და ყოფნის საკითხები. უცხოელად განისაზღვრა პირი, რომელიც არ ფლობს პოლონეთის მოქალაქეობას. კანონში გაიწერა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. განაცხადი არ დაკმაყოფილდებოდა, თუ განმცხადებელი ვერ  დააკმაყოფილებდა სამ ძირითად მოთხოვნას;
                პირველი, თუ ვერ დადასტურდებოდა, რომ განმცხადებელს აქვს საკმარისი სტაბილური შემოსავალი.
მეორე, განმცხადებელი არ უნდა ფიქსირდებოდეს არასასურველ პიროვნებათა მონაცემთა ბაზაში.
               მესამე, განცხადებაზე უარს ეტყოდნენ, თუ გაცხადება შეიცავს ცრუ ინფორმაციას ან დართული აქვს ყალბი დოკუმენტი.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონეთმა განახორციელა გარკვეული ცვლილებები.
ამავე წელს შრომის სამინისტრომ გამოსცა ბრძანებულება, რითაც პოლონეთის მეზობელ სახელმწიფოების (უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი) მოქალაქეებს მიენიჭათ უფლება სამუშაო ნებართვის მიუღებლად შეესრულებინათ სეზონური სამუშაოები პოლონეთის ტერიტორიაზე.

                     





გაძლიერდა საზღვრის დაცვა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით რათა საზღვრის დამცველებს გაადვილებოდათ პატრულირება სასაზღვრო ზოლზე. 2008 წელს საზღვრის დაცვის თანამშრომლებს მიენიჭათ მიგრანტების წარსულის მოკვლევისა და ჩხრეკის უფლება

  2011 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რის შედეგადაც უკანონო  მიგრანტებს ქვეყანაში დარჩენის უფლება მიეცათ გარკვეული პირობებით.
            თუ პოლონეთის პოლიტიკას მიგრაციის კუთხით გავადევნებთ თვალს დავინახავთ, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ იმისთვის რომ  მიეღწია ევროსტანდარტებისთვის, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები და გამხდარიყო გაერთიანების სრულფასოვანი წევრი
          დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,  რომ პოლონეთის გამოცდილება  კარგი მაგალითია საქრთველოსა და აღმოოსავლეთის პარტიორობის  ქვეყენებისათვის, თუმცა სასურველია მოდელის დანერგვის დროს გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის რეგიონული თავისებურებები და აღნიშნული საკითხები  ფართო დისკუსიის თემა გახდეს.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen