Dieses Blog durchsuchen

ფრანკოფონია / Francophonie

   გლობალიზაცი მარტივად რომ განვმარტოთ არის მსოფლიოში მოვლენების ისეთი განვითარება, როდესაც რომელიმე კულტურისათვის დამახასიათებელი თვისებები ფართოდ ჰპოვებს გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
   დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე თვალშისაცემი ამერიკული ღირებულებებით გლობალიზაციაა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფრანგული გლობალიზაცია  (Mondialisation), თუკი გადავხედავთ დღევანდელ მსოფლიოში ფრანგული ენის გავრცელებას, აღმოჩნდება რომ საქმე მართლაც გლობალურ მოვლენასთან გვაქ, ვინაიდან ენა პირველ განმსაზღვრელია კულტურისა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში, ფრანგულად 200 მლნ-ზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, რომელთაგან 115 მლნ ადამიანისთვის ის მშობლიური ენაა, ევროპის 5 სახელმწოფოში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიში, მონაკოში და ლუქსემბურგში სახელმწოფო ენაა, ხოლო იტალიაში აღიარებულია როგორც ეროვნული უმცირესობის ენა, ფრანგულის ევროპის კონტინეტს გარეთ გავრცელება, კოლონიალიზმის პერიოდში მოხდა, ყველაზე უფრო ეს აფრიკის კონტინეტს შეეხო. 

     დღევანდელ მსოფლიოში ფრანგულის განვითარებაზე და გავრცელებაზე Organization internationale de la prankophonie ზრუნავს, ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს ფრანგულ ენოვანი განათლების ცენტრების ჩამოყალიბებაზე, არაფერია მსოფლიოში განათლებაზე მნიშვნელოვანი, რაც საფრანგეთშიც კარგად იციან და ამიტომ მსოფლიოს 132 ქვეყანაში შევხვდებით ფრანგულ გიმნაზიებს, 2008 წელს საფრანგეთს გარეთ 550 დაწესებულება იყო, სადაც 150,000 მოსწავლეზე მეტი ფრანგულ განათლებას იღებს, ასევე არის ფრანგულ ენოვანი პროგრამები Alliance Française.




დამატებით საშუალებას წარმოადგენს რადიო და ტელევიზია, ფრანგული ნაციონალური რადიო და TV 5 Monde, მსოფლიოში მრავალ ენაზე მაუწყებლობენ,  საფრანგეთში დამუშავდა და ვრცელდება ინტერნეტ სწავლების სისტემა. ამ ყველაფრის შედეგი კი ის იყო , რომ 2008 წელს უმნიშვნელოვანესი ფრანგული ლიტერატურული ჯილდო, ავღანელმა და გვინეელმა მწერლებმა მიიღეს.   ფრანგები დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ძველ კოლონიებთან ურთიერთობას, საფრანგეთი      ყველაზე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მის ყოფილ კოლონიებში, უჭერთ მათ მხარს პოლიტიკურ სარბიელზე და უმთავრესი მიმღებია ამ ქვეყნებიდან წარმომდგარი ემიგრანტებისა. საფრანგეთი ყველაზე მეტს ზრუნავს ალბათ მსოფლიოში ფრანგული კულტურის გავრცელებაზე მაგრამ არის კიდევ საკითხები, როგორიცაა სამშობლო, ეთნოსი საკუთარი იდენტობა, რაც ხელს უშლის მთელი ამ ხალხის ფრანგულად მოხარშვას, და თუკი საფრანგეთს როდისმე პრობლემები შეექმნება ამ ხალხთან მაშინ ისინი უფრო საფრთხილო იქნებიან რადგან ძალიან ცუდი როცა მტერმა ყველაფერი იცის შენზე. 








და კიდე ფრანგულმა შეძლო ის, რომ ოფიციალური ენაა 4 საერთაშორისო ორგანიზაციაში.  ევროკავშირიში, გაეროში, ამერიკის ქვეყანათა ასოციაციაში და აფრიკის კავშირში.