Dieses Blog durchsuchen

ასეანი / Asean

   ბოლო დეკადების მსოფლიოში, უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაცია,  რაც შედეგია კოოპერაციის მომგებიანობისა, ფაქტია, რომ სახელმწიფოები რომელბიც ერთად მუშაობენ საკითხების გადაწყვეტაზე, უფრო ადვილად აღწევენ სასურველ შედეგს, ინტეგრაცია ამცირებს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების შანსებს, რისი ნათელი მაგალითიც არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა სადაც ინტეგრაციის გაძლეიერების პარალელურად სულ უფრო ნაკლებად იჩენს თავს დაპირისპირებები წევრ სახელმწიფოთა შორის და ისინი ყოველ ძალას ხმარობენ ერთმანეთის გადასარჩენად, რადგან დამოკიდებულის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ერთის დაცემა დომინოს პრინციპით იმოქმედებს დანარჩენ წევრებზეც, ამის ნათელი მაგალითი არის ესპანეთისთვის, პორტუგალიისთვის, საბერძნეთისთვის, კვიპროსისთვის და ირლანდიისთვის გაწეული დახმარება ევროკავშირის მიერ. მსოფლიოში გამოიკვეთა ასევე რეგიონული ინტეგრაციის ტრენდი, მართალია გლობალური ინტეგრაიციაც ძალიან სწრაფად ხდება მაგრამ, მსოფლიო იმდენად არ აჩქარებულა, რომ გლობალურმა რეგიონული ინტეგრაცია დაჩრდილოს, პირველი უპირატესობაც რეგიონების გეოგრაფიული სიახლოვეა, ასევე საერთო კულტურულ-პოლიტიკური წარსულიც რომელშიც შეიძლება ბევრი ცუდი მოსაგონარი იყოს, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითრება, ძალაუნებურად უბიძგებს ქვეყნებს ინტეგრაციისკენ, სწორედ ზემოთ მოყვანილი მაგალითების და ფაქტორების შედეგი არის ჩვენი კვლევის ობიექტი ,,სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია’’, ( ASEAN ). როგორც ასეანის 03.04.2012 პნომპენის კონფერენციაზე იქნა გაცხადებული ასეანი მაგალითად აიღებს ევროკავშირის განვითარების მიმამრთულებას. წყარო 1    
ასეანის დაარსება და სტრუქტურა

ასეანის წევრი სახელმწიფოები
ასეანი დაარსდა 1967 წლის 8 აგვისტოს ბანგკოკის კონფერენციაზე და მისი დამფუძნებლები იყვნენ, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები და სინგაპური, ასეანის წინამორბებადად ითვლება ასა, რომელიც 1961-1967 წლებში ფუნქციონირებდა და მისი წევრები იყვნენ მალაია, ტაილანდი და ფილიპინები. 1984 წელს ორგანიზაციას შეურთდა ბრუნეის სულთანატი, 1995 წელს ვიეტნამი, 1997 წელს მიანმარი და ლაოსი ხოლო 1999 წელს კამბოჯა, 1984 წლიდან მოყოლებული პაპუა ახალ გვინეას გააჩნია დამკვირვ ებლის სტატუსი, დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს ასევე აღმოსავლეთ ტიმორი, რომელმაც 2006 წელს წევრობაზე შეიტანა მოთხოვნა. ასეანი პირველ რიგში შეიქმნა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ასევე საზოგადოებრივი კოოპერაციის გაძლიერებისთვის, 2009 წლის სექტემბერში წევრმა წვეყნებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებბინათ ეკონომიკური სივრცე, ევროკავშირის მაგალითის მიხედვით, ორგანიზაციის შემადგენლობაში დაქვემდებარებული ორგანიზაციებიც, როგორიცაა რეგიონული ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ (ARF), თავისუფალი ვაჭრობის ზონა (AFTA) ვაჭრობის გასაძლერებლად , ასეანის საინვეტიციო არეალი (AIA) , შიდა და რეგიონსგარე ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფისთვის. ასეანის წევრი სახელმწიფოები მართავენ ყოველწლიურ კონფერენციას, 
რომელიც ტარდება მინისტერიალის სახით, სადაც განიხილება მომავალი წლის პრიორიტეტები ასეანის ამჟამნინდელი ოფიციალური მეთურია ვიეტნაემლი დიპლომატი ლე ლიოუნგ მინი, ასეანის ბილო ყოველწლირი კონფერენცია გაიმართა 2012 წლის 18-20 ნოემბერს კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში.

ასეანის წევრი ქვეყნების მოსახლეობა 575 მლნ ადამიანს შეადგენს და 4,480,000 კვ/კმ ფართობის ტერიტორია უჭირავს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2007 წლის მონაცემებით 1.267 მლრდ $ განისაზღვრა, რაც ერთ სულ მოსახლეზე 2,203 $ უდრის, ასეანში საერთო ვალუტა არ მოქმედებს ამიტომ ყველა წევრი ქვეყნის ვალუტას ოფიციალურის სტატუსი აქვს მინიჭებული, თავისი მდებარეობით ასეანი უმეზობლოდება, მსოფლიო ფაბრიკად წოდებულ ჩინეთი, ინდოეთს რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური მოთამაშეა, მის გვერდით არის ასევე იაპონია თავის გეოკეონომიკური ინტერესებით, არაბული სამყარო, ევროკავშირი რომელიც ასეანს კარგ რეგიონულ პარტნიორად განიხილავს, რუსეთი და შანხაის ხელშეკრულების ქვეყნები და რა თქმა უნდა აშშ. ასენის დიალოგპარტნიაროები არიან ავსტრალია, ჩინეთი, ევროკავშირი, აშშ, ახალი ზელანდია, რუსეთი, იაპონია, კანადა და სამხრეთ კორეა. ასეანს 1997 წელს ჩაუვარდა მოლაპარაკება ასენი+სამი ფორმატის ჩამოყალიბებაზე რაც, გულისხმობდა ჩინეთის, სამხ.კორეის და იაპონიის მიერ ასეანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ჩაშლის მიზეზი კი გახდა ასენაის ქვეყნების შედარებითი ჩამორჩენილობა და სამხ.კორეა იაპონიასთან და ჩინეთის განსხვავებული სამომავლო გეგმები.
ასეანის დაარსება მაშინდელ მსოფლიოში შეფასდა ინდონეზიური საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად, მისი დაარსება პირველ შედეგი იყო ვიეტნამის ომისა, რომელმაც ნათლად დაანახა რეგიონის ქვეყნებს თუ როგორ შეიძლება შეწირვოდა სუვერენული ქვეყნის ინტერესები საგარეო ძლაების ჩარევას, ის მიმართული იყო აღმოსავლური ბლოკის და პირველ რიგში კომუნისტური ჩინეთის, რეგიონში ინტრვენციის წინააღმდეგ, ასევე მას უნდა შეექმნა თავის დაცვის საშუალებისა ძლიერი დასავლური ეკონომიკური კონკურენციისაგან, კომუნისტუერი კრახის შემდეგ ასეანის განვითრება უფრო დაჩქარდა, სწორედ კომუნიზმის კრახმა უბიძგა ვიეტნამს, ლაოსს და კამბოჯას ეკონომიკის გახსნისაკენ, რის შედეგადაც ისინი ასეანის წევრები გახდნენ. ასეანს წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული აქვს ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონაზე შეთანხმება.  წყარო : 2
ასეანის ქვეყნები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეკონომიკური, ტერიტორიული, დემოგრაფიული და სამხედრო მახასიათებლების მიხედვით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არ გამოირჩევიან დემოკრატიის მაღალი დონით, არსებობს გადაუჭრელი კონფლიქტები წევრ ქვეყნებს შორის, ორგანიზაციის ერთიანობისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, განსხვავებულობა კულტურაში, ეკონონომიკაში და მმართველობის ფორმაში, მართალაი ყველა წევრ ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები მაგრამ ისინი ძალზედ არათნაბრად არის გადანაწილებული, საინტერესო კონტრასტია, როცა ერთად იმყოფება ინდონეზია და ქალაქ სახელმწიფო სინგაპური, პოსტინდუსტრიულ დონეზე გადასაული სინგაპური და ახალინდუსტრიული მალაიზია და უღარიბესი ლაოსი და მიანმა, ახალ დემოკრატიული ინდონეზია და ფილიპინები, კოსტიტუციური მონარქიები კამბოჯა და ტაილანდი, აბსოლიტუირ მონარქია ბრუნეი, ავტორიტარული მალაიზია და სინგაპური, კომუნისტური ერთპარტიული სისიტემის მქონე ლაოსი და ვიეტნამი და დემოკრატიის გზაზე შემდგარი მიანმა, რომელიც წლების განმავლობაშ სამხედრო ხუნტის მიერ იმართებოდა. ყველა ქვეყნას ჰყავს სერიოზული რაოდენობით ეთნიკური უმცირესობები რომლებიც არა არიან საკამრისად ინტეგრირებული ქვეყნის საზოგადოებაში და ხშირად კონფლიქტშიც იმყოფებიან მაგალითად, ვიეტნამის დაპირისპირება მთილებთან, ფილიპინების ცენტრალური ხელისუფლების დაპირისპირება მუსლიმ უმცირესობასთან, განსხვავება არის რელიგიის მიხედვითაც ვიეტნამელების უმრავლოსობა ათეისტებად მიიჩნევა, ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი ისლამური სახელმწიფოებია, ტაილანდი, მიანმა, კამბოჯა და ლაოსი ბუდისტური სახელმწიფოებია,  ორგანიზაციის წევრებს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას, ყველა სახელმწიფო გარდა ტაილანდისა ყოფილი კოლონიებია, რომელიც მხოოდ მისმა ბუფერულმა მდგომარეობამ გადაარჩინა საფრანგეთის და ინგლისის კოლონიებს შორის, სწორედ კოლონიური წარსულის ბრალი იყო ინდოჩინეთის ომები, ვიეტნამის ომი, ვიეტნამ კამბოჯის ომი რასაც ჩინეთ ვიეტნამის დაპირისპირება მოჰყვა, ბოლოს ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება იყო ტაილანდ ვიეტნამის სასაზღვრო კონფლიქტი, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა, ასევე დიდი სპეკულაციები მიმდინარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების გარშემო, ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად რეგიონული ინტეგრაცია იმდენად საჭიროა, რომ ეს ქვეყნები თანხმდებიან საერთო პრინციპებზე, 2007 წელს მიღებულ იქნა ორგანიზაციის ადამიანის უფლებების ქარტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაცვა ყველა ადამიანის უფებებისა ვინც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებია არიან. ურთიერთჩართულობის და დამოკიდებულიების გასაძლეირებლად ჩამოყალიბებულია დამატებითი ორგანიზაციები, როგორიცაა : ასეანსი საუნივერსიტეტო ქსელი, არასამთავრობო ორგანიზაცია ასეანის წევრ სახელმწიფოებში უმაღლეის განატლების ხელეშეწყობისათვის, ასეანის სამეცნიერო დაჯილდოვება, გაიცემა ასენაის სტიპენდიები, ასენის ბუნებრივი პარკები, ასეანის ლიტერატული დაჯილდოვება, ასეანის საფეხბურთო ჩემპიონატი და ასეანსი ფეხბურთის ფედერაცია.
წევრი ქვეყნების შედარება

ორგანიზაციის ყველაზე დიდი ქვეყნა არის ინდოენზია, რომელიც გარკვეულწილად ორგანიზაციის ლედერის როლში გვევლინება თავის პოტენციური შესაძლებლობების გამო, 237 მლნ მოსახლით ის ფლობს ორგანიზაციის დემოგრაფიული რესურსის თითქმის ნახევრას, 1.904.569 კვ/კმ ფართობს და წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ისლამურ სახელმწიფოს. 
ინდონეზიის რესურსები

 ყველაზე პატარაა სინგაპური, 712,4  კვ/კმ ფართობით და 5,312 მლნ მოსახლით, თუმცა ის ორგანიზაციის ყველაზე მაღალგანვითარებულ წევრად შეიძება ჩაითვალოს, თავისი ტექნოლოგიური და ეკონომიკური დონის გამო, მიანმარის ფართობია 678.500 კვ/კმ და ჰყავს 54 მლნ მოსახლე და ის წევრ სახელმწიფოებში გამოირჩევა მუდმივი შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობით, ვიეტნამის ფართობია 331.698 კვ/კმ, მოსახლეობა 92 მლნ ადამიანი და აჩვენებს საუკეთესო ეკონომიკურ ზრდას არა მარტო ორგანიზაციაშ არამედ მსოფლიოშიც გამოირჩევა, კამბოჯა 181.040 კვ/კმ ფართობით და 14,2 მლნ მოსახლით ყველაზე სუსტი სახელმწიფოა ორგანიზაციაში სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 931 $ - ია. ლაოსის ფართობია 236.800 კვ/კმ და მოსახლეობა 6,3 მლნ ადამიანი და გამოირჩევა იმით, რომ ორგანიზაციის ერთადერთი ჩაკეტილი სახელმწიფოა, ტაილანდის ფართობია 513.115  კვ/კმ მას 70 მლნ მოსახლე ჰყვას, მალაიზიის ფართობია 329.758 კვ/კმ, მოსახლეობა 28,2 მლნ ადამიანი, ბრუნეის ფართობია 5.765  ათასი კვ/კმ, მოსახლეობა კი 408.786 ადამიანია რითაც ის ყველაზე მცირე მოსახლიანია ორგანიზაციაში, მას გააჩნია ნავტობპროდუქტების უდიდესი მარაგი, ფილიპინების ფართობია 299.764 კვ/კმ, მოსახლობა კი 92,3 მლნ კაიცი, როგორც მონაცემებიდან ჩანს ორგანიზაციის წევრებს შორის არის ერთი დიდ სახელმწიფო, ვიეტნამი, ტაილანდი და ფილიპინები თითქმის მსგავსი პარამეტრებით არის და სინგაპური და ბრუნეი კი მიკრო სახელმწიფოებია.
ასეანის ქვეყენბის გეოეკონომიკური სტრატიგიები

ასეანის ქვეყნებმა თავინთი გეოეკონომიკური სტრატეგია მიმართეს ახალი ბაზრების შექმნისა და ათვისებისკენ, პირველ რიგში კი ეს იყო საკუთარი ბაზრები რომელბიც ნაკლებ განვითრების დონეზე იმყოფებოდნენ, სადაც დაბალი იყო მოთხოვნა მიწოდება დიდი იყო დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სექტორზე, არ არსებობდა თანამედროვე წარმოების ტექნოლოგოები, ქვეყნებს მოუწიათ შეექმნათ ახლებური ეკონომიკური ხედვა, პირველ რიგში ეს იყო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული თითქმის ფეოდალურ სისტემაზე მდგობი ეკონომიკების გახსნა უცხოელი ინვეტორებისთვის, ყველაზე ადრე ეს დაიწყეს სინგაპურში სადაც 1965-1970 წლებში დაიწყო ეკონომიკის გახსნა, ამას ხელი შეუწყო ასევე მისმა კარგმა მდებარეობამ, სწორედ მდებარეობამ გამოიწვია მოთხოვნო ეკონომიკის გახსნისა რადგან უცხოელები დიდად იყვნენ დაინტერესბული ასეთი მდებარეობით, ქვეყანამ თავიდან დაიწყო ტექსტილის წარმეობის განვითრებით და ამჟამად უკვე ასულია მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, რომელიც 1990-იან წლებში იღებს სათავეს, ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა რომელიც ითვალისწინებს ტელემატიკური საზოგადოების შექმნას 2020 წლისთვის, რაც ითვალისწინებს, ტელეკომუნიკაციების და ინფორმატიკის უმაღლეს დონეზე განვითარებას და ბიზნესში ისეთი დარგების განვითრებისთვის ხელშეწყობა როგორიცა, ელექტრონული კომერცია, შედეგად ქვეყნამ ასევე უნდა მიიღოს მმართველობაში ელექტრონული სისტემების ჩართულობის მაღალი დონე (e-democracy), ქვეყანა ბოლო წლების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში მუდამ ხუთეულში ხვდება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს მაინც სატრანსპორტო მდებარეობა თმაშობს, სწორედ მისი მდებრეობის გამოა რომ ქვეყანაში არსებულ ავტორიტარულ მმართველობას საზღვარგარეთიდან დიდი ზეწოლა არ აქვს.  წყარო 9                                                                                                               1991 წელს მალაიზიის პრემიერმინისტრმა დოქტორმა მაჰატირ მოჰადმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 2020 წლისათვის მალაიზია უნდა იქცეს სრულად ინდუსტირირებულ ქვეყნად, ქვეყნის მთლიანი ძალისხმევა მიმართული უნდა იქნეს ცოდანაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის შექმანზე, სადაც უდიდეს როლს ითამაშებს, უმაღლესი ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია, კომუნიკაციები და ინფორციული ნაკადების მენეჯმენტი. განვითრების იგივე გეოეკონომიკური სტრატეგია აქვს აჩრეული ინდონეზიის მთავრობასაც თუმცა განსხვავებით  სინგაპურისა, მალაიზიისა და ინდონეზიის მთავრობებს გაცილებით მეტის გაკეთება უწევთ, ვინაიდან დიდი არის მოსახლეობის რაოდენობა და მათ გაცილებით გვიან დაიწყეს აღნიშნული სტრატეგიის განვითარება.             წყარო 5                            ვიეტნამის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად განივითარდა, ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ ქვეყანა ერთპარტიული კომუნისტური გახდა და ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად კომუნისტური პარტიის დიქტატის ქვეშ ვითარდებოდა, თუმცა აშკარა გახდა, რომ განვიტრების არჩეული გზა სწორი არ იყო, რაც ნათლად გამოაჩინა საბჭოთა კავშირის კრახმა, 1986 წელს ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ეპოქა, რის შემდეგადაც მოხდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, 1995 წელს ვიეტნამი ასეანის წევრი გახდა, რაც ჩვეულებრივი კომუნისტური სახელმწიფოებისთვის წარმოუდგელიც კი არის, ვინაიდან კომუნისტური ეკონომიკა, ბუჟუაზიულ კაპიტალისტურ სისტემასთან ურთიერთობას გამორიცხავს. ვიეტნამი საკუთარი სტრატეგიით სრულიად განსხვავებული გამოვიდა, ქვეყნის ეკონომიკის 40 % ჯერ კიდევ კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, რაც უზრუნველყოფს სოცილური დაძაბულობის რეგულირებას და მუდმივ ეკონომიკურ ზრდას, რომლეიც 1990 წლის შემდეგ 5 % ნაკლები არასდროს არ ყოფილა და სწორედ ასეთმა სტრატეგიამ შეაძლებინა ქვეყნას ადვილად გადაეტანა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.              წყარო 15                                                              ფილიპინების სამომავლო სტრატეგია გათვლილია ბიუჯეტის ფინანსირების გზების გამონახვაზე და მმართველობის პრობლემების აღმოფხვრაზე, 1997 წლის კრიზისის დროინდელი ბიუჯეტის დეფიციტი ამ დროისთვის შემცირებულია, აროიოს მმართველობის დროს ბრძოლა გამოუცხადეს, კორუფციას, ნეპოტიზმს და ეკონომიკურ დანაშაულებებს, სტრატეგია მიმართულია ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მიკვლეული რესურსების ათვისებაზე და ახლის მოძიებაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიას, სადაც სავარაუდოდ ნავთობის დიდი რეზერვები უნდა იყოს, თუმცა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვრები დადგნილი არ არის, ხშირია დაპირისპირება რომელშიც ჩართული არიან სამხედრო საზღვაო ძალები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ მეთევზეებს და მოგზაურებს აკევებენ საზღვრის დარღვევის საბაბით.           წყარო 8 – 10                                                                                           მიანმის გეოეკონომიკური სტრატეგია პირველ რიგში მიმართულია საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების პირობების საშუალო დონესთან მიახლოებისთვის, რასაც ხელს უშლის შიდა კონფლიქტები, ქვეყანა სამხედრო ხუნტის ჩამოგდების შემდეგ დაადგა დემოკრატიზაციის გზაზე, გაიხსნა ბაზრები უცხოელი ინვეტორებისთვის განსაკუთრებით აქტიურობენ, ჩინეთი და ინდოეთი, რომელბიც დაინტერესებულნი არიან მიანმის ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოებით.           წყარო 11                                                                                                                      ბრუნეის გეოკეონომიკური სტრატეგია მიმართული არსებული კეთილდრეობის შენარჩუნებისკენ, ქვეყანა ცდილობს მოახდინოს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულება, ასევე ცდილობს მოიძიოს ახალი საბადოები, რის გამოც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირებაშია ჩაბმული სპრადლის კუნძულების გამო, მათ შორის ასეანის წევრ სახელმწიფოებთან, 1997 წელს მან დიდ ბრიტანეთთან გააფორმა სამხედრო დახმარებსი ხელშეკრულება რითაც უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება, ბრუნეის უსაფრთხოებით ასევე დიდად არიან დაინტერესებული აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა.     წყარო 12                                                                                                                                      ტაიალანდმა თავისი გეოეკონომიკური სტრატეგის განხორციელება 80-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ დონეზე გადასვლა გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე მომსახურების სფეროს, განსაკუთრებიტ ტურიზმის ინდუსტრიას, ინდუსტრიაში მეტ ყურადღებას უთმობენ მსუბუქ მანქანათმშენებლობას და ელექტრონული მოწყობილობების წარმეობას, რომელიც მთლიანად ექსპორტზეა მიმართული, ქვეყანა ასევე ცდილობს რეგიონული უთანასწორობების აღმოფხვრას და საკუთარი იაფი მუშახელის სრულად ათვისებას.                       წყარო 13                                                                                                           ლაოსის მთავარი პრობლემაა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ დრეში 2 $ ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს, მართალია ეკონომიკის ზდა დიდია მაგრამ მოსახლეობაში შედეგი არ ჩანს, ქვეყნის მტავარი პრობლემებია ეკონომიკური დეზინტეგრაცია, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, ქვეყანა მთლიანად ქცეულია ენერგო რესურსების ექსპორტიორად, სტრატეგია მიამრთული უნდა იქნეს რესურსების ადგილზე დამუშავების და საზღვარგარეთ ნაწარმის სახით გატანაზე.    წყარო 14                                                                                      ვიეტნამ-კამოჯის ომის შემდეგ ქვეყნიდან წითელი ქხმერები განდევნილ იქნენ, რითაც გაუკრკვევლი ეკონომიკური განვითრების პერიოდი დამთავრდა, 1991 წელს დაიწყო ახალი პოლიტიკური რეფორმები, რისი შედეგიც იყო გეგმიური ეკონომიკადა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ქვეყანა ჯერ კიდევ განვითარების დაბალ დონეზე იმყოფება თუმცა ეკონომიკური ზრდა სწრაფად მიმდინარეობს, გეოეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობს სრული გამოყენებისკენ და ასევე საკუთარი რესურსების ათვისებისკენ.                                                                                          როგორც ვხედავთ ასეანის ქვეყნები განსხვავებული განვითარების განსხვავებული გეოეკონომიკური სტრატეგიებით მოქმედებენ, რომელბიც უკვე განვიტრების შედარებით მაღალ დოენზე არიან კიდევ უფრო ცდილობენ მაღალი ტექნოლოეგიების განვიტრებას და ახალ სოციალურ მდგომარეობაშ გადადიან, ყველაზე ცამორჩენილები კი ცდილობენ პირველ რიგში საკუთარი ბაზრების ათვისებას და მსუბუქი მრეწველობის განვითარებას.


ქვეყანა
2012
2013
ინდონეზია
6,2
6,4
მალაიზია
5,6
5,3
ფილიპინები
6,6
6,0
სინგაპური
1,3
2,6
ტაილანდი
6,4
4,9
ვიეტნამი
5,0
5,2
მიანმარი
6,3
6,5
ლაოსი
7,9
7,7
.კამბოჯა
7,2
7,2
ასეანის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2012-13 წლებში. %           წყარო 4
აზიის კრიზისის გავლენა ასეანის ქვეყნებზე

1997- 98 წლებში განვითარებული აზიის კრიზისის შედეგად ასენის წევრი სახელმწიფოებიც ძლიერ დაზარალდნენ, ყველაზე მეტად, ინდონეზია, ფილიპინები და სინგაპური, კრიზისის გამომწვევ მიზეზებად დასახლედა ეკონომიკურ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები, გადაჭრბებული ინვესტიციები, დიდი სავაჭრო დეფიციტი და  რეგიონული ბაზრების ფინანსური სისუსტე. ამ ყველაფრის შედეგად ასეანის სახელმწიფოებს მოუწიათ გეოეკონომიკურ სტრატეგიაში ცვლილებების შეტანა რათა დაერეგულირებინათ, უცხოური ინვესტიციების ნაკადები, მოეხდინათ ინვესტიციების სწორი დივერსიფიკაცია დარგების მიხედვით, მოეხდინეს ახალი ეკონომიკური ცენტრების დაარსება, გაზარდეს ბაზრების გახსნილობის კოეფიციენტი, ასევე გაიზრდა ხელის შეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისათვის, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მიიღეს სესხები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. ინდონეზია დაფინანსებულ იქნა 14,9 მლრდ დოლარით, რის შემდეგაც ქვეყანამ ვალდებულება აიღო მოეხდინა ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და მაფიას, გამარტივდა ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობა. ტაიალნდის შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასცა 3 მლრდ $-ის სესხი რომელიც ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში მიიღო, რისი დახმარებითაც ქვეყანამ შეძლო დაერეგულირებინა ბატის გაცვლის კურსი დოლართან, ჩატარდა პრივატიზაციის პროგრამები.  წყარო 6
სამხრეთ ჩინეთის ზღვა
ასეანის სახელმწიფოებს შორის მთავარი სატრანსპორტო გზები გადის მალაკის სრუტეში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითრებისთვის, ვინაიდან აქ გამავალი გზებით სარგებლობს ჩინეთი რომელიც ამ გზას იყენებს სპარესეთის ყურესთან, აფრიკასთან და ევროპასთან დასაკავშირებლად, ასევე იაპონია და სამხრეთ კორეა, ზღვის შელფი მდიდარია სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით, რის გამოც ხშირია დაპირისპირებები
სამხრეთ ჩინეთის ზღვა
განსაკუთრებით სპრედლისის და პარაცელის კუნძულების გარშემო, რომელთა ფლობაც მფლობელს საშუალებას მისცემს დაეუფლოს ზღვის დიდ და მდიდარ ნაწილს, აქ გაივლის 213 მლრდ ბარელი ნავთობი და 900 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი. ასეანის ქვეყნებს მთავარი მოწინააღმდეგე ამ ზონაში ჰყავთ ჩინეთი, რომელთანაც მათ 2003 წელს მიაღწიეს შეთანხმებას ,, ქცევის წესებზე’’ რაც მხარეებს ერთმანეთის ინფორმირებას ავალებს ზონაში მიმდინარე ქმედებების შესახებ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სრული მშვიდობისთვის, ხოლო საბოლოო გადაწყევტილება ფერხდება, კამბოჯას და ბირმა ნაკლებ დაინტერესაბს იჩენენ საკითხით, ვინაიდან ჩინეთი ამ ქვეყნებში მთავარი ინვესტორია. აქედან გამომდინარე ასეანის ქვეყნებს მეტი მუშაობა მოუწევთ შიდა ურთიერთობების გასაუმჯობებსებლად რეალური ერთობის ჩამოსაყალიბებლად.

ასეანის ქვეყნების ურთიერთობა მთავარ პარტნიორებთან


ასეანის განვითრების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე ჩინეთს, რომელიც გამორჩეულია პირდაპირი ინვეტიციების რაოდენობით რეგიონში განსაკუთრებით, მიანმაში და კამბოჯაში, ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს მიანმას ტერიტორიაზე ააშენოს ნავთობ და გაზსადენი, მიანმარის ქალაქ კუაოკპიურიდან ჩინეთის ქალაქ კუნმინამდე, რომლის საშუალებითაც მოახდენს ახლო აღმოსავლეთის ნავთობრესურსების უფრო იაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საკუთარ ტერიტორიაზე, ის 1,5 მლრდ $ დაჯდება და 2014 წლიდან უზრუნველყოფს, ყოველწლიურად 22 მლნ ტონა ნავთობის და 12 მლნ კუბური მეტრი გაზის გადაზიდვას,  (რასაც ჩინეთის ორი ოკეანის სტრატეგია ეწოდება).  ასეანის წევრ ქვეყნებს და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 400 მლრდ $ შეადგინა. რითაც ასეანი ჩინეთისთვის მესამეა ვაჭრობის მოცულობით ნაფტას და ევროკავშირის შემდეგ. ასეანის სახელმწიფოებს და ჩინეთს შორის ინვეტიციების მოცულობა 101 მლრდ $ უდრის. ჩინეთმა სახელმწიფო განვითარების მე-12 ხუთწლედში, სპეციალურად შეიტანა იუნანის პროვინციიცთვის განვითარების გეგმაში, ასეანის ქვეყნებთან ვაჭრობის და ინვესტირების გაღრმავება.


2011
2012
ასეანი მთლიანად
362.854
400.093
10,5
ექსპორტი
170.083
204.272
20,1
იმპორტი
192.771
195.821
1,6
ჩინეთ ასეანის ვაჭრობის მოცულობა და ცვლილება ბოლო წლებში   წყარო 4
აშშ-ს მთავარი ინტერესი რეგიონში არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინტერესების დაცვა, ასევე უზრუნველყოფა თვისუფალი მიმოსვლისა მთელი რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მალაკის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიას, აშშ-ს მიზანს წარმოადგენს ასევე აკონტროლოს ტვირთების გადაადგილების მიმართულება და მოცულობა რეგიონის მასშტაბით, მისი ინტერესშია ასევე შეზღუდოს ჩინეთის გავლენის გაძლერება, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს ქვეყანაში ფილიპინების სახით, რომელიც მისი ყოფილი კოლონიაც კი არის, ის ასევე თანამშრომლობს ვიეტნამთან სადაც ქალაქ კამ რანში სამხედრო საზღვაო პუნქტი გახსნა. ასეანის სხვა ქვეყნებიც აშშ მნიშვნელოვან პარტნიორად თვლიან და მისი იქ ყოფნა თავისუფალი ბაზრის დამცველის გარანტიასაც წარმაოდგენს.
დასკვნა

ყველაფერ ზემოთ აღწერილიდან ჩანს რომ ასეანის სახელმწიფოების თანამშრომლობა გამოწვეულია, ზოგადად სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მომგებიანობის პრინციპით, იმ მაგალითით რასაც უჩვენებს პირველ რიგში ევროკავშირი და ასევე იმ საგარეო ფაქტორების მიერ, რომლებიც აიძულებს ქვეყნებს გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა, ეს პირველ რიგში მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ მაგრამ, როგორც დავინახეთ ზოგიერთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა მომგებიანი არის. ასეანის სახელმწიფოები ცდილობენ ჩამოყალიბდნენ როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ერთობა, თუმცა ამას ყველაზე მეტად ხელს უშლის დიდი განსხვავება წევრ ქვეყნებს შორის, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკურ სისტემებში, რისი გამოწვეულიც არის განსხვავება ცხოვრების დონეებს შორის. რაც მთავარია მა ქვეყნებს აქვთ პოტენციალი შექმნან ძლიერი რეგიონული კავშირი და დაანახონ მსოფლიოს, რომ მრავალფეროვნებაში ნამდვილად შეიძლება ერთიანობის მიღწევა და რომ მართლაც ძალა ერთობაშ, ერთიანობის რომელსაც შეუძლია სიკეთე მოუტანოს მის ყველა წევრს და არავინ დარჩეს უკმაყოფილო არსებული წესრიგითაც. ამ კავშირმა, მასში არსებულმა მრავალფეროვნებამ, ასევე შეიძლება კარგად დაანახოს ხალხს, რომ სხვასთან განსხვავებული კულტურის მქონესთან ურთიერთობა არ ნიშნავს საკუთარის დაკარგვას.


წყაროები :

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen