Dieses Blog durchsuchen

ინდური ნაციონალიზმი

მიუხედავად იმისა, რომ საქარველოში შედარებით ბევრი იციან ინდოეთზე, ინდურ ნაციონალიზმზე საუბარი ალბათ უცნაური ჩანს და ნაკლებად საინტერესოც, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომლის მშპ მოცულობით უკვე მესამეა მსოფლიოში. ინდოეთის შესახებ ვერ ვიიტყვით, რომ რომელიმე ქვეყნის გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშბსო, ვერც იმას, რომ რომელიმე ქვეყანა ჰყავს საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართულიო. თუმცა, თუკი ქვეყანა განვითარების არსებულ ტემპს და მიმართულებას შეინარჩუნებს, ნამდვილად მივიღებთ კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ მონსტრს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ნაციონალური იდეა გააჩნია და ამავე დროს, არც გაუჭირდება ბევრი მიზნის მიღწევა.
   
ახლა კი ინდური გეოპოლოტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ინდურ ნაციონალიზმს შევეხოთ. წინასწარ ვიტყვი, რომ ინდოეთი მრავალეთნიკური სახელმწიოფოა და ამავე დროს, მრავალენოვანიც, თუმცა მაინც ახერხებენ საერთოს პოვნას და საერთო ინდური იდენტობის ჩამოყალიბებას, რასაც პირველ რიგში ამყარებენ ისტორიული წინამძღვრებით. ინდურ საზოგადოებაშიც არის იდეა დიდი ინდეოთის შესახებ, რაც პირველ რიგში, დღევანდელი პაკისტანის და ბანგლადეშის ინდეოთთან შეერთებას გულისხმობს. სხვა თუ არაფერი, ინდი პაკისტანს შუაზე კვეთს. მთელი ეს ტერიტორია, რაც დიდ ინდეოთს მოიცავს, ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ მოქცეულ ერთი ხელისუფლების ქვეშ.  ეს ფაქტი კი დიდი ინდოეთის იდეის კიდევ ერთი გამამყარებელი საბაბია, იდეურად და ისტორიულად. პირველი ასეთი წარმონაქმნი მაურიას იმპერია იყო, რომელიც მთელ ინდოსტანის სუბკონტინეტს და დეღევანდელი ავღანეთის და ირანის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავდა. ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბებული მომდევნო დიდი გაერთიანება იყო გუპტას იმპერია, რომელიც ასევე თითქმის მთლიან ნახევარკუნძულს მოიცავდანახევარკუნძულზე არსებულ სხვა მცირე ზომის სახელმწიფოებს კი თავის გავლენის სფეროში აქცევდა.
    1857
წელს, როდესაც ინდეოთში სიფაიების აჯანყება დაიწყო, ინდეოთი ბრიტანეთის კოლონიად იყო ქცეული. აჯანყების მიზეზები იყო ბრიტანელების მიერ ინდოეთის ეკონომიკური ექსპლოატაცია, ასევე, მოსახლეობის რელიგური შეხედულებების შეურაცხყოფა, რამაც სოციალური სიტუაცია საბოლოოდ მიიყვან აუტანელ მდგომარეობამდე. შედეგად, სიფაები, რომლებიც ბრიტანულ ჯარში მსახურობდნენ, აჯანყდნენ და იარაღი ბრიტანელების წინაარმდეგ მიმართეს. აჯანყება თითქმის მთელ ინდოეთს მოედო. აჯანყებულები დამარცხდნენ, მაგრამ დღეს მათი აჯანყება განიხილება, როგორც პირველი ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც ინდური ნაციონალიზმით იყო ნაკარნახევი. თუკი მოვლენებს ბოლომდე გავყვებით, მართალც ფაქტია, რომ აჯანყება ჩაცხრებოდა მაშინ, თუკი ინგლისელები დამარცხდებოდნენ. აჯანყებულებმა ბაჰადურ შაჰი ინდეოთის იმპერატორადაც კი გამოაცხადეს. თუმცა, დღეს რთულია იმის თქმა, თუ რამდენად შეინარჩუნებდა ბაჰადურ შაჰი ერთიან ინდოეთს, მაშინ როდესაც იგივე 1947 წელსაც ვერ მოხერხდა. ჩემი ვარაუდით, 1857 წელს რომ აჯანყებულებს მოეხერხებინათ და ბრიტანელები ქვეყნიდან გაეყარათ, შედეგად ინდეოთი კიდევ უფრო დაქუცმაცდებოდა. ამას ნამდვილად შეუწყობდა ხელს იგივე ბრიტანეთი და  სხვა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც იმ დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეები იყვნენ. ინდოეთის დამოუკიდებლობისკენ გზაზე მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1885 წელს ინდეოთის კონგრესის ჩამოყალიბება. ინდოეთის ინტელიგენციამ თავად ჩამოაყალიბა ეს ორგანიზაცია, რათა მოსახლეობაში გაეზარდა განათლების და საზოგადოებრივი საჯაროობის დონე, რასაც ინდოეთი უნდა მიეყვანა  ეროვნული იდეის აღორძნებამდე და დამოუკიდებლობამდე.  მომდევნო წლებში კონგრესი მართლაც გახდა ინდოეთის დამოუკიდებლობის საფუძველი. ეს ორგანიზაცია ერთგვარად ჰგავდა საქართველოში არსებულ წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.  ორივე დააარსა თვითორგანიზებულმა ინტელიგენციამ და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საბოლოოდ კი, კოლონიზატორისგან სამშობლოს გათავისუფლებას.
    1920
წელს, ქალაქ ნაგპურში, ინდეოთის კონგრესმა ჩაატარა ყრილობა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ. 1921 წელს ინდეოთში დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩიელბლობა, რომლის ლიდერიც იყო მაჰათმა განდი. დაუმორჩიელბლობა 14 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ეს იყო უფრო მეტად მშვიდობიანი მოძრაობა, მოსახლეობა აღარ ემოჩილებოდა ბრიტანულ ადმინსტრაციას და საკუთარ თავზე ყველა იმ ფუნქციის აღება სცადა, რომელიც ბრიტნალებს უნდა შეესრულებინათ. ბრიტანელბს უარს ეუბნებოდნენ გადასახადების გადახდაზე, ადამიანები ტოვებდნენ ბრიტანულ საჯარო სამსახურს და პირადი კომფორტის დათმობის ხარჯზე ცდილობდნენ წვლილი შეეტანათ ინდური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ეს იყო პირველი სამოქალაქო დაუმორჩიელბლობის აქცია, რომელსაც მოჰყვა სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებიც, რომლებიც ხელს უწყობდნენ და აძლიერებდნე ინდური ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას.
  1942
წელს, განდის მეთაურობით ინდეოთში დაიწყო ბრიტანელების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა ,,დატოვე იდნეოთი”. ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩიელბლობის მომდევნო აქცია, რომლის სლოგანის ,,გააკეთე ან მოკვდი, ახლა ან აღარასოდეს ქვეშაც, გაერთიანდა მთელი ინდოეთი. ეს იყო მშვიდობიანი დაუმორჩიელბლობის მოძრაობა, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტები აქციების დარბევისას წინააღმდეგობასაც კი არ უწევდნენ ბრიტანულ საპოლიციო შენაერთებს. საბოლოოდ კი ბრიტანლებმა მიიღეს ის, რომ მათ მიერ ნაცემი ერთი აქტვისტი ხდებოდა ათასი სხვა აქტვისტის კუმირი და ბრიტანალები ჰქმნიდნენ წამებულებსშეშინებული საზოგადოების ნაცვლად.   მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ხელში ინდეოთი თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში იყო გაერთიანებული, 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ის მაინც დაიშალა სხვადასხვა სახელმწიფოებად, რისი მთავარი მიზეზიც იყო რელიგია. მუსლიმური თემი, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის პეიროდში, ბოლომდე არ უჭერდა მხარს არსებულ მოძრაო, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ახალ სახელმწიფოში მუსლიმები იქნებოდნენ დაჩაგრულები ჰინდუისტი უმრავლესობის მიერ.
     
საბოლოოდ,  მუსმლიმურმა თემმა და ბრიტანელებმა მოახერხეს ის, რომ დღეს გვაქვს ორი სახელმწიფო  ერთის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური  და ჰინდუისტური თემები, სხვა რელიგიურ დაჯგუფებთან ერთად, ერთობლივად ცდილობდნენ მიეღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. დღევანდელ ინდოეთს კონსოლოდიაციაში პირველ რიგში ეხმარება ზემოთ მოყვანილი წარსული. ასევე,  ამ წარსულიდან ერთი ძალიან უცნაური მომენტიც იმის შესახებ, რომ ეს ხალხი, რომელიც ერთად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, დღეს მტრებად არიან ქცეული. დღევანდელ ინდოეთს პაკისტანთან მეტოქეობა და მტრობა საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებასა და ნაციონალური შეგრძნების აშენებაშიც ეხმარება. პაკისტანთან ომებმა, ჩინეთთან და პორტუგალიასთან მცირე დაპირისპირებამ, შეიძლება ითქვას, რომ დიდად შეუწყო ხელი ეროვნულობის იდეის და ერთიანობის განტმკიცებას. თან იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ყველა ამ დაპირისპირებიდან ინდოეთი ავად თუ კარგად საკუთარი ინტერესების კარგი დამცველი გამოდგა და ეროვნული სიამაყის ასამაღლებლადაც გამოიყენა, ინდოელი თავს ნაკლებად გრძნობს საწყალი ქვეყნის შვილად, მიუხედავა იმისა, რომ ფეხბურთს ინდოეთის ნაკრებიც აგებს :).

სხვა გარემოებებიდან, რაც ინდოეთის ერთიანობას უზრუნველყოფს, ეს არის:
1.
ერთიანი პოლიტიკური მმართველობა ქვეყანაში;
2.
ინგლისური ენა და დასავლური საგანმანათლებლო სისტემა;
3.
სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების მაღალი ტემპი, რაც უკეთესი და ხშირი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. კომუნიკაციას კი საერთო აზრების ჩამოყალიბებასთან მივყავართ;
4.
თანამედროვე პრესის გავლენა. მედია იმდენად სწარაფად ავრცელებს საერთო სიახლეებს, რომ ის დიდ გავლენას ახდენს საერთო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე;
5.
ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა.

 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როგორც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების უმეტესობაშია, ინდოეთშიც რეალური ნაციონალიზმის მშნებლობა ბოლო საუკუნენახევრის შედეგია. თუმცა, მის გასამყარებლად უფრო გვიანდელ ისტორიაში მომხდარ მოვლენებსაც კარგად იყენებენ. ქვეყანა იმდენად მრვალეთნიკური და ჭრელი, რომ აქ ეთნიკური ნაციონალიზმის მშენებლობა სრული სისულელე იქნებოდა და ამის გამო, სახელმწიფო (სამოქალაქო)  ნაციონალიზმის შენება დაიწყეს, რისთვისაც ყველაზე კარგად გამოიყენეს კოლონიზატორის დატოვებული ინგლისური ენა. დღეისათვის ჰინდი უკვე სწრაფად შედის ყოველდღიურ ცხოვრებაშ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა უმცირესობების ენებიც ინარჩუნებენ თავიანთ სტატუსს.   ინდოეთისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება კასტურობა. თუმცა, თვით ამ კასტებიდან დაკომპლექტებული პოლიტიკური მმართველობა უკვე მთელი ძალით ებრძვის ამ ტრადიციას, რადგან ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის და აზიანებს  როგორც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ასევე ნაციონალური იდეის ჩამოყალიბებას.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen