Dieses Blog durchsuchen

იორდანიის ჰაშიმიტური სახელმწიფო

იორდანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაა და ის სირიას, ერაყს, საუდის არაბეთს, ისრაელს და პალესტინის ავტონომიას ესაზღვრება. ქვეყანს აქაბის ყურეზე 19 კმ გასასვლელი აქვს და ეს არის მისი მთლიანი საზღვაო საზღვარი. იორდანიის მოსახლეობა 5.970 მლნ ადამიანია, აქედან 93 % სუნიტი მუსლიმები არიან, დაახლოებით 5 % ქრისტიანები. მოსახლეობაში 50 % - ზე მეტი 800,000 პალესტინელი ლტოლვილის შთამომავლები არიან, ქვეყანაში დაახლოებით 1,8 მლნ რეგისტრიებული პალესტინელი ლტოვილია, 0.7 მლნ ერაყელი ლტოვილი, ასევე დიდი ჯგუფია 100 ათასი ჩერქეზი, (2011) (9,5 მლნ 2015 წელი).                                                                                 იორდანიის ტერიტორიაზე იროდანიის სახელმწიფოს 1946 არ უარსებია, 1946 წლის 25 მაისს ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მანამდე კი 1918 წლამდე ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, 1916 – 1918 წლებში მიმდინაორეობდა არაბების აჯანყება, რის შედეგადაც არაბებმა, ბრიტნალების დახმარებით შეძლეს ოსმალების განდევნა რეგიონიდან, დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე მცხოვრები არაბები, ემირ ფაისალის ( ჰაშიმიანთა ოჯახიდან) ხელმძღვანელობით ჰაშიმიანთა ოჯახის მიერ დაარსებული სირიის სამეფოს შეურთდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბრიტანელებს არ მოეწონათ და ვინაიდან ეს ეწინააღმდეგებოდა საიქს - პიკოს შეთანხმებას და 1920 წელს გამართულ სანრემოს კონფერენციაზე, ბრიტანელებმა მოითხოვეს საიქს - პიკოს შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიის ბრიტანულ პალესტინასთან მიერთება რაც რა თქმა უნდა მიიღო, 1923 წელს გაჩნდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ არსებული ტრანსიორდანია. 1946 წელს როდესაც ბრიტანეთის მანდატი გაუქმდა ტრანსიორდანიამ დამოუკიდებლობა ხოლო აბდალა I მეფობა მიიღო, 1948 წელს ისრაელის სახემლწიფოს დაარსებისთანავე მას არაბულმა სახელმწიფოებმა და მათ შორის ტრანსიორდანიამ ომი გამოუცხადეს, ტრანსიორდანიამ მოახერხა და დღევანდელი დასავლეთ ნაპირი თავის კონტროლს დაუქვემდებარა, 1950 წელს ქვეყანას სახელი შეუცვალეს და იორდანია დაარქვეს, ქვეყნის მიერ დასავლეთ ნაპირის შეერთება არაბულმა სახელმწიფოებმაც არ აღიარეს, ხოლო პალესტინლებს შორის მათ წინააღმდეგ უკმაყოფილება გაჩნდა, 1951 წელს მეფე აბდალა I იერუსალიმში ვიზიტისას პალესტინელმა ნაციონალისტმა მოკლა.                                                                                                                       1950 – 1960 წლებშ შორის იორდანიას და ისრაელს შორის იყო დაპირისპირება წყლის რესურსების გამო, 1967 წელს მომხდარი 6 დღიანი ომის შემდეგ, იორდანიამ მთლიანად დაკარგა დასავლეთ ნაპირი და იძულებული გახდა მიეღო დამატებით 400,000 პალესტინელი ლტოლვილი, შდეგად იორდანიის ტერიტორიაზე გაჩნდა ლტოლვილთა 10 ბანაკი, კომპაქტური და სოლიდალური, ბანაკებში პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მუშოაბა სამეფოს ხელმძღვანელობამ საფრთხედ აღიქვა, ორგანიზაციას გააჩნდა ოფისი ამანში საიდანაც ის ხელმძღვანელობდა თავდასხმებს ისრელზე საპასუხოდ ისრაელის არმია იჭრებოდა იორდანიის ტერიტორიაზე, პალესტინის განმანთავისუფლებელმა ორაგნიაზაციამ მოახერხა რომ იორდანიაში ფაქტიურად ცალკე ქვეყანა შეექმნა, 1970 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ირბიდში პალესტინის განმანტავისუფლებელმა ორგანიზაციამ სახალხო მთავრობა გამოაცხადა, საპასუხოდ მეფე ჰუსეინ I არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა, ამით იორდანიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, 20 სექტემბერს ომში სირიის არმია ჩაერთო, პალესტინელების მხარეს, საპასუხოდ იორდანიის არმიამ საჰაერო შეტევები განახორციელა, იორდანიელებმა წარმატებას მიაღწიეს, სირიელები ქვეყნიდან განდევნილი იქნენ, მრავალ პალესტინელსაც მოუწია ქვეყნის დატოვება, 1971 წელს უკვე საბოლოოდ დასრულდა აჯანყება, 1972 წელს მეფემ ჰუსეინმა გააკეთა შეთავაზება იორდანია - პალესტინის ფედერაციის შექმნაზე, რაც უარყოფილ იქნა როგორც პალესტინელების ასევე სხვა არაბული სახელმწიფოების მხრიდან, 1973 წელს დაიწყო იომ - ქიფურის ომი, რომელშიც იორდანიაც მონაწილეობდა, ომის დასრულების შემდეგ იორდანიამ მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო კონფერენციაში სადაც მოხდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის მხარედ აღიარება, 1974 წელს იორდანიამ დასავლეთ ნაპირზე თავისი ყვლეა პრეტენზია დათმო და ის სამართლებრივად პალესტინის განმანთავისუფლებელ ორგანიზაციას დაუთმო, 1979 წელს იორდანიამ უარყო ეგვიპტე - ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებაში მონაწილეოა და ეგვიპტესთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ამავედროს ცდილობდა ხელი შეეშალა ამ შეთანხმების მიღწევისთვის.                                                                                                                                 იორდანიამ ამ პერიოდში ორიენტაცია ერაყზე აიღო, ის ეხმარებოდა სადამ ჰუსეინს ირანის წინააღმდეგ წარმეობულ ომში,  რაც ერაყისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სპარსეთის ყურე ჩაკეტილი იყო და აქაბიდან ხდებოდა მისთვის იარაღის მიწოდება.                              1982 წელს რეიგანმა წარადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაჩნდებოდა იორდანია - პალესტინის ფედერაცია, იორდანის, დასავლეთ ნაპირის და ღაზის სექტორის შემადგენლობით, რაც ისრაელმა უარყო.                                                                      1991 წლიდან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, ისრაელს, სირიას, ლიბანს და პალსტინა - რორდანიას შორის, რომლის შედეგადაც 1994 წელს იორდანიამ ისრაელთან გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება, რას ამერიკის მედიატორიბით მოხდა, ხელშეკრულების შესაბამისად ქვეყნებს შორის დამყარდა დიპოლამტიური ურთიერთობა და ჩამოყალიბდა სავაჭრო ურთიერთობები.                                                                                        1999 წელს მეფე ჰუსეინ I გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა აბდულა II. იორდანიასაც შეეხო არაბული გაზაფხულის ტალღა, თუმცა იორდანიის ელიტამ ამ ყველაფრიდან შედარებით მარტივად დააღწია თავი,  პირველი რაც ელიტამ განახორციელა იყო პრემიერ მინისტრის შეცვლა, შემდეგი კი ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავება, მეფის ხელისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა თუმცა არა რაიმე გადამწყვეტი ცვლილება, ასვე გაიცა დაპირება 2013 წელს საარჩევნო კანამდებლობის მომავალ გაუმჯობესებაზე, თუმცა ამ დროისათვის დამატებიტ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გამჩნდა.                                                                       მეზობელ სახელმწიფოებს შორის იორდანიას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთან, ამის მთავარი მიზეზი იყო ის რომ ერაყს 1957 წლამდე მართავდნენ იმავე ჰაშიმიანთა ოჯახის წარმომადგენლები რომლებიც იყვნენ იორდანიაში, ისრაელთან ომების დროს ერაყის არმია სტაციონირებული იყო იორდანიის ტერიტორიაზე, 1970 წლის სამოქალაქო ომის დროს ერაყელებმა მხარი არ დაუჭირეს პალესტინელებს მიუხედავად მათდამი არსებული სიმპათიისა არაბულ სამყაროში, იორდანია ეხმარებოდა ერაყს ირანთან ომის დროს და არ ჩაბმულა საერთო ევროპულ - არაბულ კოალიციაში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, ქუვეითის განთავისუფლებისას. 2003 წელს ვიტარება უკვე შეცვლილი იყო, ამჟამად იორდანიის მთავრობა აქტიურად მონაწილეობდა სადამ ჰუსეინის წინაღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდა იორდანიის ტერიტორიაზე და 6000 სამხედრო მოსამსახურე.                                                                                                                                      იორდანიას კარგი და სტაბილური ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან, 1965 წელს ორ ქვეყანას შორის მოხდა ტერიტორიების გაცვლა, რის შედეგადაც იორდანიამ მიიღო 12 კმ დამატებითი გასასვლელი წითელ ზღვაზე, სულ ჯამში 6000 კვ/კმ, სანაცვლოდ საუდის არაბეთმა მიიღო 7000 კვ/კმ ფართობი მთელი ეს ტერიტორია იყო უდაბნო, ამ გაცვლას იორდანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რის შედეგადაც მას შეეძლო უფრო დიდი ინფრასტრუქტურა მოეწყო აქაბის ყურეში.                                                                                     იორდანიის ურთიერთობა სირიასთან დროის შესაბამისად ცვალებადია, ქვეყნები ყველა ომში ერთად გამოდიოდნე ისრალეის წინააღმდეგ, 1970 წელს სირიელები მხარს უჭერდნენ პალესტინელებს რის გამოც იორდანიას და სირიას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, თუმცა უკვე 1973 წელს იორდანიელი მებრძოლები სირიელთა მხარდამხარ იბრძოდნენ გოლანის მაღლობზე. ამჟამად ქვეყანაში მოქმდებს სადათის ხელისუფლების საელჩო და ასევე იორდანიის საელჩო მუშაობს დამსკოში, თუმცა იორდანია ასევე მონაწილეობას იღებს სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრებში, რაც სადათის რეჟიმთან ურთიერთობებს საკმაოდ ართულებს, ასევე პრობლემად იქცა 600,000 დევნილი სირიიდან რომელთა უზრუნველყოფაც იორდანიის ფინანსურ სისტემას მძიმე ტვირთად აწევს.                                                                               იორდანია არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მას გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საკმაოდ პროგრესული საზოგადოება. 

ირან - ამერიკის ურთიერთობები



ირან - აშშ - ს ურთიერთიერთობა პრაქტიკულად უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს, თუმცა რეალური და მჭიდრო კავშირები 2 ქვეყანას შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ჩამოყალიბდა, როდესაც აშშ - სთვის საჭირო გახდა, რეგიონში ჰყოლოდა ძლიერი და სტაბილური პარტნიორი, ზოგადად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება 3 ეტაპად დაიყოს, მეორე მსოფლიო ომიდან 1979 წლმადე პერიოდი, როდესაც ეს ორი ქვეყანა სტრატეგიული მოკავშირეების როლში იყვნენ და სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდნენ ერთმანეთს, ამ პერიოდშ შეიძლება თავისუფლად ეწოდოს მოკავშირეობის პერიოდი, მეორე პერიოდი შეიძლება იყოს 1979 წლის რევოლუციიდან ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდი, უფრო კერძოდ ირანისთვის სანქციების მოხსნის დღემდე 2016 წლის 17 იანვრამდე შეიძლება ვიანგარიშოთ ამ პერიოდს შეიძლება მტრობის პერიოდი ვუწოდოთ, ხოლო მესამე პერიოდი სანქციების მოხსნიდან დღემდე გრძელდება და დღევნდელი პერსპექტივით ის საკმაოდ დიდ ხანს გასტანს რასაც შეიძლება ურთიერთოებების დათბობის პერიოდი ეწოდოს თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთული გამოსათვლელია თუ როგორი შეიძლება იქნეს შედეგი, ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც არსებობს გადაულახავი პრობლემები ირანსა და აშშ - ს სხვა მოავშირეებს შორის, ასევე აშშ - ს კიდევ საკმაოდ დიდი ინტერესთა სპექტრი გააჩნია სადაც ირანი საკუთარ და საპირისპირო აზრს აფიქსირებს. ქვემოთ კი მოკლედ განვიხილოთ ურთიერთობის სამივე პერიოდის მოკლე ისტორია.                                                                                                                                                                       მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში ირანში მმართველები წრეებიდან გარკვეული ნაწილი აშშ - ს ხედავდა როგორც ერთგვარ გამოსავალს, რუსეთის და ბრიტანეთისგან თავდახსნის გზაზე, თუმცა იმ პერიოდში აშშ - ს ნაკლები ინტერესები გააჩნდა ირანის მიმართ, თან ის ერიდებოდა ორი დიდი იმპერიის გაღიზინებას, მეორე მსოფლიო ომი ჯერ დაწყებული არ იყო, ირანის ნავთობი ჯერჯერობით აშშ - ს ეკონომიკას არ სჭირდებოდა და სხვა ეკონომიკური ინტერესებიც დიდად გამოკვეთილი არ იყო.                                                                                                                                                                      1941 წელს ინგლისელებმა და საბჭოელებმა ირანში ჯარები შეიყვანეს, პრო - გერმანული რეზა შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყანაც დაატოვებინეს მის ნაცვლად კი ტახტზე მისივე შვილი მოჰამად რეზა ფაჰლავი დასვეს, რითაც ირანი მეორე მსოფლიო ომის დროს ახლო აღმოსავლეთში ინგლისისა და საბჭოეთის საიმედო დასაყრდენი გახდა, ამერიკლებიც რუსეთს ლენდ-ლიზით გათვალისწინებულ იარაღს ირანის გავლით აწვდინენ, სწორედ ამ პერიოდიდან გასაკუთრებით დაინტერესდა ამერიკა ირანით, ამერიკულმა ნავთობ კომპანიებმა შეხედეს რომ ირანში ნავთობის მოპოვება ძალიან იაფი იყო, ის ასევე ახლოში იყო ნავთობის ძირითად მომხმარებლებთან, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ევროპის ეკონომიკის სწრაფად აღდგენის საკითხში, იაფ ენერგო მატარებლებს დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ამ შემთხვევაში კი სპარსეთის ყურის რესურსები საუკეთესო იყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანის ტერიტორიაზე ისევ რჩებოდნენ საბჭოთა ჯარები, რომლებსაც ჩრდილო - დასავლეთ ირანი იგივე სამხრეთ აზებაიჯანი ჰქონდათ დაკავებული და იქ აპირებდნენ აზებაიჯანის ავტონომიის ჩამოყალიბებას, ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე არსებული ნავთობ რესურსების კოცესიას საბჭოთა 51 % - იანი წილით და ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო აუცილებლობით დაეცვათ ბაქოს ნავთობ სარეწები, ამ დროისათვის ინგლისს უკვე აღარ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა კავშირისათვის და მთელი საქმე ამერიკის მიერ მოსაგვარებელი გახდა, აშშ პრობელმის მოგვარებას თავიდან გაეროს მეშვეობით შეეცადა თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ მოიტანა, ამის შემდეგ ამერიკელებმა რუსებს რამდენიმე საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს, შედეგი ვერ ახლა მიიღეს და საბოლოოდ ტრუმენმა საბჭოთა კავშირის ელჩი აშშ - ში ანდრეი გრომიკო დაიბარა და გადასცა რომ თუკი რუსეთი ირანიდან სამხედრო შენაერთებს არ გაიყვანდა აშშ  იძულებული გახდებოდა ატომური იარაღი გამოეყენებინა, რამაც საბჭოთა ისტებლიშმენტის გონება ნიუ მექსიკოს ცაზე უფრო გაანათა და მათ მიირეს გადაწყვეტილება ირანიდან ჯარის გაყვანაზე, გაყვანის დროს გაფორმდა კომუნიკე რითაც რუსეთი უარს აცხადებდა ძველ მოთხოვნებზე თუმცა რჩებოდა ერთი პუნქტი რომლის მიხედვითაც ირანი ცნობდა საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულ ინტერესს ჩრდილოეთ ირანში ნავთობმოპოვების საკითხში, თუმცა როდესაც საბჭოთა ჯარები გასული იყვნენ ირანის მეჯლისმა კომუნიკეს რატიფიკაცია არ მოახდინა, შესაბამისად საბჭოეთმა ვერც ამ ინტერესის დაკმაყოფილება მიიღო, მიუხედავად არსებული საფრთხისა რომ რუსები გააგრძლებდნენ სეპარატისტული მოძრაობების წახალისებას, ირანის ხელისუფლება წავიდა ამ ნაბიჯზე და მათ ზურგს აშშ უმაგრებდათ.                                                                                                                                                    1951 წელს ირანის პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდა პარტია ,,ნაციონალური ფრონტი“ და მისი ლიდერი მოჰამად მოსადეყი, რომელიც მძიმე ეკონომიკურ დმგომარეობაში მყოფ ხალხს პრობლემების მოგვარებას ინგლის - ირანის ნავთობ კომპანიის ნაციონალიზაციის გზით პირდებოდა, მან ხელისუფლოებაში მოსვლისთანავე ანტი დასავლური კურსი დაიჭირა, მოახერხა მოეხდინა კომპანიის ნაციონალიზაცია, რაზეც ინგელსელები ძალიან განაწყენდნენ, ამერიკაში მისი ანტიდასავლური პოზიცია აღიქვეს როგორც ახალი ჩინეთის გაჩენა, რეგიონში პრესტიჟის დაცემა და საფრთხის შექმან ამერიკის გავლენისათვის, შედეგად 1953 წელს  MI – 6  - მა და CIA - მ ერთობლივად დაგეგმეს გადატრიალება, რაც საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდათ, ამ ყველაფრის შემდეგ ნავთობ კომპანია ისევ ნაციონალიზებული დარჩა, თუმცა ამერიკულ ნავთობ კომპანიებსაც გზა გაეხსნათ ირანის ბაზარზე, აშშ გახდა ირანის მთავარი დამცველი, 1959 წელს ანკარაში ხელი მოეწერე ირან -  აშშ - შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ - ს უფლება ეძლეოდა ირანში შეეყვანა საკუთარი ჯარები, რაც კიდევ ერთხელ განცხადება იყო ირანის საგარეო კურისის და საბჭოთა კავშირს უჩვენებდა ირანის შიდა საქმეებში ჩარევის შემთხვევაში თუ ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა დაპირისპირება.                                                                                                                კენედის ადმინისტრაციის პერიოდში ირანსა და აშშ -  ს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაცივდა, ვინაიდან აშშ აღარ უწევდა ისევ იმ სახის ეკონომიკურ დახმარებას ირანს როგორც ის ადრე აკეთებდა და შაჰს აკრიტიკებდა ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების გამო და მას პასუხისმგებლობას აკისრებდა, ამ ყვლეაფერზე, შედეგად ირანის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის მხარეს დაიწყო ყურება, მათაგან 110 მლნ დოლარის იარაღი შეიძინა და კუბის კრიზის დროს უარი უთხრა აშშ - ს რაკეტები განეთავსებინა ირანის ტერიტორიაზე.                                                                                                                                                 მომდევნო მნიშვნელოვანი განვითარება ირან -  აშშ - ს ურთიერთობაშ იყო ნიქსონის მმართველობის პერიოდი, ნიქსონმა და მისმა ადმინისტრაციამ განაცხადეს რომ ისინი დაეხმარებოდნენ ყველა თავისუფალ ქვეყანას დაეცვა საკუთარი თავისუფლება თუმცა ისინი არ იყვნენ მზად სამხედრო ძალით ჩარეულიყვნენ ყველა მსგავსი მოძრაობის თავისუფლების სასიკეთოდ გადასაწყვეტად, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ფაქტორის თანხვედრით, ეს იყო საბჭოთა კავშირის, გაძლიერება ეგვიპტეში და იემენში, ასევე ინდოეთის ოკეანეში საბჭოთა ფლოტის გამოჩენა, ვიეტნამში მიმდინარე ომი და ბრიტანელების მიერ განცხადება რომ მათ უწევდათ გასულიყვნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და აზიიდან, შედეგად ყველა ეს პრობლემა აშშ - ს მოსაგვარებელი ხდებოდა და მას ამდენი ძალა შეიძლება არ აღმოსჩენოდა, ეს ყველაფერი ირანს მიუთითებდა რომ აშშ - ს წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ იმის გამო რომ აშშ მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი შიდა არასწორი შიდა პოლიტიკის გამო, მას უბრლოდ მარტოს შეატოვებდა საბჭოთა კავშირთან.                                                                                                                                                                        ამერიკაში გადაწყვიტეს, რომ ჯობდა დაყრდნობოდნენ ადგილობრივ ელიტებს ვიდრე ინგლისის გასვლის შემდეგ საკუთარი ჯარები შეეყვანათ სპარსეთის ყურეში, ჰენრი კისნიჯერმა შეიმუშავა დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ამერიკამ სპარსეთის ყურეში დაიწყო ტყუპი საყრდენის პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობდა რომ რეგიონში ამერიკის ინტერესების დაცვა 2 სახელმწიოფს უნდა უზრუნველეყო, ესენი იყვნენ ირანი და საუდის არაბეთი, ამ ორს შორის წამყვანობა ირანმა საკუთარი ინიციატივით იკისრა, ამავედროს ირანი იყო სეკულარული სახელმწიფო და ერთი შეხედვით სრულიად თავისუფალი რელიგიური რადიკალიზმისაგან,  ამას მოჰყვა ირანის მიერ ამერიკული შეიარაღების გამალებული შესყიდვა, ირანელები ამერიკელებისგა მოითხოვნდნე იარაღის უახლესი მოდელების მიწოდებას, ვინაიდან იმავე პერიოდში ერყის შეირაღება დაიწყო საბჭოთა კავშირმა და ამით სურდა ირანს წონასწორობა დაეცვა.                                                                                                                             აშშ - ირანის უერთიერთობაში მომდევნი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1973 წლის ნავთობ კრიზისი, როდესაც ნავთობმწარმოებელმა არაბულმა სახელმწიფოებმა სრული ემბარგო დაუწესეს აშშ - ს და ნაწილობრივი ემბარგო მის მოკავშირეებს, მსოფლიოში ნავთობზე ფასები კატასტროფულად მაღლა წავიდა, რითაც შეიძლება ითქვას ირანმა ისარგებლა, ის რეგინში ერთად-ერთი ქვეყანა დარჩა რომელმაც ნავთობის ამერკისთვის მიწოდება გააგრძელა და OPEC - ის გვერდის ავლით, ნავთობის მოპოვება და ექსპორტი გაზარდა.                                                                                             ირანის მთავრობა სამხედრო შეიარაღების შესყიდვას ზრდიდა, ის ამერიკისგან უახლეს იარაღს ითხოვდა და აცხადებდა რომ ეს ყველაფერი სჭირდებოდა ვინაიდან ბრიტანეთი რეგიონიდან გასვლას აპირებდა და მას მოუწევდა შეესრულებინა ის როლი რასაც ბრიტანეთი ასრულებდა, ამისათვის კი სჭირდებოდა ფლოტის რეორგანიზაცია რათა ინდოეთის ოკეანეში მეტი შესაძლებლობები ჰქონოდა და ასევე ესაჭიროებოდა შორს მოქმედი ავიაცია, 1974 წელს უკვე აშშ - ს თეირანის საელჩოს ეკონომიკური ატაშე, აშშ - ს სახელმწიფო სამდივნოს წერდა რომ თუკი ირანი არ მოახდენდა ხარჯების შემცირებას და რეორიენტაციას, შედეგი შეიძლება დამდგარიყო, სოცილაური უკმაყოფილება რისი დასასრულიც რთული საწინასწარმეტყველო იქნებოდა.                                                                         დასკვნის შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა და 1977 წლიდან უკვე შეინიშნებოდა სოცილური უკმაყოფილება, რაც 1978 წელს უკვე მანიფესტაციებში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა გაფიცვები და ირანის ეკონომიკის პარალეიზება, 1979 წლის იანვრის შუა რიცხვებში შაჰმა ქვეყანა დატოვა, პირველ თებერვალს კი აიათოლა რუოლაჰ ჰომეინი ექსილიდან თეირანსი დაბრუნდა, ის უკვე დიდი ხანია ემზადებოდა შაჰის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად, შაჰის ჩამოსვლით რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი დასრულდა, ქვეყნაში მოხდა ისლამური რევოლუცია, ამერიკა უკვე მტრად, სატანად გამოცხადდა, ამერიკისთვის ცუდი სიახლეები ამაით არ დამთავრებულა, ირანელებმა ალყა შემოეარტყეს აშშ - ს საელჩოს და 52 ადამიანი მძევლად აიყავნეს, რომელთაც 444 დღიანი ტყვეობის გადატანამ მოუწიათ.                                                                         1980 წელს ირანსა და ერაყს შორის ომი დაიწყო, ეს ის შემთხვევაა როდესაც ომი ორივე ქვეყანს გარკვეულწილად აწყობდა, ირანი ომით ისლამური რევოლუციის ექსპორტს აპირებდა რისთვისაც ერაყში სავარაუდოდ კარგი ნიადაგი უნდა ყოფილიყო, თან ამ ომით შეიძლებოდა იმის გამართლება თუ რატომ ვერ ასრულებდა ირანის ხელისუფლება იმ დაპირებებს რასაც რევოლუციის დროს დაპირდა ხალხს, ერაყის მხრიდან კი მიზანი დინარე შატ ალ - არაბის ორივე ნაპირის ანექსირება და ირანის პროვინცია ხუსიზსტანის ოკუპაცია იყო, თავიდან ერაყს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სსრკ - ს, ქუვეითის და საუდის არაბეთის მხრიდან, შემდეგ მის მხარეს ასევე ჩაერთნენ საფრანგეთი და ამერიკაც, ამერიკის მიზანი ამ ომში მონაწილეობისას შეიძლება არა იმდენად ირანზე შურისძიება, არამედ ერაყის სახით ახალი მოკავშირის შეძენა წარმოადგენდა, თუმცა ყველაფერი რეალურად სხვანაირად განვითარდა. ომის მსვლელობის პერიოდში ირანის და ამერიკის ურთიერთობაში აგორდა დიდი სკანდალი, ირან - კონტრას საქმე, რომლის მიხედვითაც ამერიკა ირანს საიდუმლოდ ყიდიდა იარაღს სანაცვლოდ მირებულ ფულს კი იყენებდა ნიკარაგუაში, ოპოზიციური მოძრაობის დასაფინანსებლად და ასევე ლიბანში მყოფი ამერიკელი ტყვეების განსათავისუფლებლად, ასევე CIA ამ ფულით აფინანსებდა საიდუმლო ოპერაციებს.              ირან - ერაყის ომის შემდეგ მომდევნო ამერიკულ - ირანული დაპირისპირება იყო, სალმან რუშდიეს საქმე, როდესაც მწერალმა სალმან რუშდიემ დაწერა ნაწარმოები სატანური ლექსები, რაც ირანში და ზოგადად ისლამურ სამყაროში მუჰამედის დაცინვად და ისლამის შეურცხყოფად აღიქვეს, მაგრამ ირანში ყველაზე შორს წავიდნენ და ხომეინმა გამოსცა ფატვა რომლის მიხედვითაც მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც ამერიკაში რა თქა უნდა არ მოუწონეს, მწერალს რამდენიმე წლის მანძილზე უხდებოდა დამალვა.                                                                                                          ირანთან ურთიერთობა არც კლინტონის ადმინატრაციის დროს არ გაუმჯობესებულა, 1993 წელს ამერიკამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამოაცხადა ახლაი პოლიტიკის დასაწყისი, რასაც  Dual containment ორმაგი შეკავების პოლიტიკა დაერქვა, რაც გულისხმობდა ირანის და ერაყის, ორივე ქვეყნის შეკავებას, რათა მათ მომავალში არ განევიტარებინათ ისეთი არმია და პოლიტიკური სისტემა რომელიც შეძლებდა დესტაბილიზაციის გამოწვევას, ირანტან ურთიერთობების ნომრალიზებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა 5 პუნქტიანი გეგმა, რომლის ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ შეიძლება გამხდარიყო ირანთან ურთიერთობების ნორმალიზება, ამ პუნქტების მიხედვიტ ირანს უდნა შეეწყვიტა საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა, ასევე უნდა შეეწყვიტა პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის მხარდაჭერა და არაბულ - ებრაული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლა, მსოფლიო მასშტაბით დივერსიული ისლამური დაჯგუფებების მხარდაჭერა, გაძლიერებული შეიარაღების შეწყვეტა და მასობრივი განადგურების იარაღის შეძენაძე უარის თქმა.  კლინტონის ადმინიტრაციის დროს ირანზე დაიწყო სანქციების დაწესება რადგან ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ირანში ადამინის უფლებების დარღვევის შეშახებ, 1995 წელს ირანს ამერიკამ დაუბლოკა ყოველგავრი სავაჭრო ურთიერთობა და ფინანსური ნაკადები. უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის დროსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამუჯობესება არ მომხდარა, მან ირანს, ერაყსა და ჩრდილოეთ კოერეასთან ერთად ბოროტების ღეძიც კი უწოდა, თავის მხრივ არც ირანელები ჩამორჩებოდნენ და ამერიკას სატანას უწოდებნენ ხოლო მის მოკავშირე ისრაელს მოთხრით ემუქრებოდნენ.                                                                            ამ ორ ქვეყანას შორის ცალკე საკითხი იყო ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის მცედელობა, რის თავიდან აცილებასაც ამერიკა ყველა ხერხიტ ცდილობდა, იქნებოდა ეს ეკონომიკური სანქციები, საბოტაჟი თუ ირანის მეზებელი ქვეყნების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა, რათა არ მომხდარიყო ირანის ამ ქვეყნების გავლით, რადიოაქტიური ნივთიერებებით მომარაგება.                                                                                                        2013 წელს ირანში ჩატარდა არჩევნები, გამარჯვებული გახდა ჰასან როჰანი, რომლის წინაასარცევნო დაპირებებს შორის ერთ - ერთი იყო დასავლეთთან ურთიერთოებების აღდგენა, ამ პერიოდისთვის უკვე ისეთი მდგომაროება იყო შექმნილი როდესაც დასავლეთსაც უკვე ძალიან სჭირდებოდა ირანული გაზის და ნავთობის რესურსები და საკუთარი სანქციები გამოვე ვერ იყენებდა ასევე ირანში შექმნილი იყო ურთულესი ეკონომიკური მდგომაროება და აუცილებლად საჭირო გახდა დასავლური ინვესტიციები, შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეტანხმებას, რომ ირანი შეწყვეტდა ატომური ირაღის წარმოებისათვის საჭირო მოსამზადებელ სამუშოაბს, სანაცვლოდ დასავლეთი მოხსნიდა სანქციებს, 2016 წლის 17 ინავრიდან ირანს სანქციები მოეხსნა და პირველ რიგში ეს შეეხო ვაჭრობას და სანქციები ნელ -ნელა მოიხსნება სხა სფეროებზეც, ამ დროიდან უკვე იწყება ირან - აშშ - ს ურთიერთობების მესამე ფაზა, ამჟამად ირანი კვლავ აგრძლებს ამეიკის მიერ ტერორისტებად აღიარებული ჰეზბოლას მხარდაჭერას, კვლავ აპირებს ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირის ისრაელის ამოთხრას, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მხარს უჭერს ასადის რეჟიმს სირიაში, პრობლემებს უქმნის ამერიკის ფლოტს სპრასეთის ყურეში, იემენში ეხმარება ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთის მტრებს, ერაყში ცდილობს ჩამოაყალიბოს პრო ირანული მთავრობა, თუმცა ამ დროისათვის ირანული გაზი მეტად მნიშვნელოვანი ევროპის უზრუნველსაყოფად, რაც გამოიწვევს ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას, რიტაც აშშ შეძლებს მისი მოკავშირეების უზრუნველყოფას და ამავე დროს რუსეთის დასუსტებას, ასევე ნავთობის ფასის ასეთი დაბალი დონის დროს კიდევ ერთი სახელმწიფოს მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდა ფასის დაბალზე შენრჩუნებას ხელს შეუწყობს რაც აწყობს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ამით წყალს ასხამს ჩინეთის წისქვილზე, ამერიკის მიერ ურთიერთობების დათბობის დაწყება ირანთან მხოლოდ ირანელების მეირ ატომზე უარის თქმით, კიდევ შეიძლება გამოწვეული იქნეს იმით რომ ისინი უფრო მეტ ყურადრებას აქცევენ წყნარი ოკეანის აუზს და ფოკუსირებული არიან ჩინეთზე, რომელიც რეალურად ჩანს მისი ჩელენჯერი, ამერიკის მიერ ახლო აღმოსავლეთზე ნაკლები ყურადღება შანსს მისცემს საუდის არაბეთს და ინდოეთს აქ თავიანთი აქტიური პოლიტიკა გაატარონ რომელთაც საპირწონე სჭირდებათ, ანუ პაკისტანს და ირანს როლი აქვთ სათამაშო.                                                                                                          

                                                                Von : ნიკა ნემსიწვერიძე

ყატარზე

          ყატარს მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ყავს საუდის არაბეთის სახით, თუმცა მის მეზობელაბად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ბაჰრეინი, ირანი და გას. ქვეყანა მდებარეობს სპარსეთის ყურეში, მისი მდებარეობით ის კულტურულ რეგიონს შორის არის, ჩრდილოეთით ირანული კულტურა დანარჩენი მხრიდან არაბული, მისმა ასეთმა მდებარეობამ მის ისტორიაზეც დიდი გავლენა მოახდინა, ქვეყანა სულ მეჩხრად იყო დასახლებული, ქვეყნის დღევანდელ სახით ჩამოყალიბაბზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა 1760 წელს ალ ტანის კლანის ბედუინების მიერ ქვეყნის დაკავებამ, რომელთაც ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილი დაიკავეს, 1766 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ასევე უტუბის კლანის ორი დაჯგუფება ალ-ხალიფა და ალ-ჯალამა, რომელთაც შეძლეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ძალაუფლების აღება, 1777 წელს სპარსელებმა მაოხდინეს ბასრის ოკუპირება შედეგად ქალაქი ბასრა და ქუვეიტი დატოვა მრავალმა არაბმა რომელთა დიდი ნაწილი ყატარში დასახლა და რომელთა უმეტესობაც ვაჭრები იყვნენ, ალ-ტანისა და ყტუბის კლანის დაჯგუფებებს შორის ხშირი იყო დაპირისპირება ძლაუფლების გამო, 1783 წელს ალ - ხალიფას დაჯგუფება შეძლო ნახევარკუნძულის დაცვა სპარსელების შემოტევისგან და თვითონ დაიპყრეს ბაჰრეინი, ბაჰრეინის დაპყრობის შემდეგ მისი კლანის დიდი ნაწილი კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად, რამაც ალ-ტანის კლანს რიცხობრივი უპირეტესობა მისცა, შედეგაგ მათი ცენტრი დოჰა თანდათან გაძლიერდა და მიაღწია ნახევარკუნძულის ბატონობას, ალ-ტანის დინასტიის დაარსების თარიღად 1822 წელი ითვლება, 1820 წლიდან ყატარით ინტერესდება ბრიტანეთის აღმოსავლეთის კომპანია, საკუთარი სავაჭრო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ყატარი მნიშვნელოვანი ტერიტორია აღმოჩნდა. დაპირისპირება ყატარელებსა და ბაჰრეინლებს შორის დიდხანს გრძელდებოდა ვინაიდან ბაჰრეინი არ აღიარებდა ყატარის ცალკე მმართველობას და ყატარის მმარველი კლანი ამ ყველაფერში ცდილობდა დასახმარებლად დანარჩენი ვაჰაბიტი არაბების დახმარების მიღებას, 1847 წელს ბაჰრეინელებმა შეძლეს ყატარელების დამარცხება ბაჰრეინელებმა დაანგრიეს ქალაქი ალ ბიდა და მოსახლეობა ბაჰრეინშ გადასხლეს, 1851 წელს ნაჯდის მმართველი ფაისალ იბნ თურკი დაიძრა ყატარელების დასახმარებლად, ბაჰრეინის წინააღმდეგ, შედეგად ბაჰრეინელები დამარცხდნენ ინგლისს სთხოვეს პროტექცია მათ კი დაეკისრათ 4000 გერმანული კრონის ვაჰაბიტებისთვის. 1867 წელს სიტუაცია ბაჰრეინსა და ყატარს შორის ისევ დაიძაბა, ბაჰრეინელბი თავს დაესხნენ დოჰას და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებს, სიტუაცია საბოლოოდ ბრიტნაელების ჩარევამ დაარეგულირა, ყატარმა ასევე მიიღო ინგლისური პროტექცია, რის შედეგადაც ბაჰრეინი და ყატარი საბოლოოდ დასცილდნენ ერთმანეთს და დამოუკიდებელი განვითარების გზაზე დადგნენ, 1871 წლიდან ოსმალები ეცადნენ ყატარზე გავლენის მოპოვება რაც კიდეც მოახერხეს და მათი წარმომადგენლები ერთვებოდნენ ყატარის მმართველობაში, დოჰაში გაჩნდა ოსმალური გარნიზონი, ოსმალებისგან თავდასაცავად ქასიმ ალ თანიმ მიმართა ვაჰაბიტებს, რომლებიც საუდიტების მმართველობის ქვეშ იყვნენ, 1913 წელს საქმეში ბრიტანელები ჩაერივნენ, რათა მოეხდინათ ოსმალების განდევნა და ვაჰაბიტების გავლენის შემცირება, 1916 წელს ყატარის ტერიტორია ბოლო ოსმალურმა შენაერთმაც დატოვა და ქვეყანა ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოექცა, 1930 წელს ყატარის ეკონომიკის მთავარ პროდუქციას მარგალიტებს დიდი პრობლემა შეუქმნა იაპონურმა ხელოვნურად გამოყვანილმა მარგალიტებმა, თუმცა უკვე 1939 წელს მოხდა ნავთობის პირველი საბადოების აღმოჩენა რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ყატარის მომავალი განვითარების მიმართულება.                                                                                                              ყატარის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიელაბ მიღებულ პრაქტიკად იქცა 1913-1949 წლებში ქვეყანას მართავდა შეიხი აბდულა ბინ იასიმი, 1949 – 1960 წლებში ალი ბინ აბდულა ალ-ტანი, 1960 წელს აჰმად ბინ ალი ალ-ტანიმ მამასი ხელისუფელბას ჩამოაშორა და თვითონ მარტავდა ქვეყანას 1972 წლმადე ვიდრე თვითონ არ იქნა ხალიფა ბინ ჰამად ალ-ტანის მიერ პუტჩის გზით ხელისუფლებიდან მოცილებული.                               1971 წელს როდესაც ბრიტანელებმა ქვეყანა დატოვეს ყატარმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თავიდან ჩაფიქრებული იყო გაერთიანებულ საემიროებთან და ბაჰრეინთან ერთად ერტიანი სახელმწიფოს შექმნა თუმცა ბაჰრეინმა და ყატარმა ეს იდეა უარყვეს და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს.                                                                              1995 წელს კიდევ ერთი მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფამ მამამის ძალაუფლება ჩამოართვა, 2013 წელს შეიხ ბინ ხალიფამ საკუთარ შვილს თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის დაუთმო ძალაუფლება.                                                                                  ყატარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყის პირველ და მეორე კამპანიაშიც, მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული აშშ - ს სამეთაოურო შტაბი და ამერიკული ფლოტილიის ლოჯისტიკის ბაზა.                                                                                                               ყატარის მოსახლეობა 2,3 მლნ ადამიანია, სადაც მხოლოდ 1/7 ნაწილი არის ყატარის მკვიდრი მოსახლეობა დანარჩენები ძირითადად ინდოსტანის ნახევრაკუნძულიდან მოსულები, ყოველი მესამე არის ინდუნი ან პაკისტანური წარმოშობის, ყოველი მეექვსე არის ნეპალელი, დაახლოებით 7 % არიან დანარჩენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე დიდი სათვისტომო ჰყავთ ფილიპინელებს, ყატარის მოსახლეობის სტრუქტურაში უკიდურესად დიდია ფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, რაც 1/3 არის. ქვეყნის სახელმწიფო ენა არის არაბული, თუმცა ინგლისური და სპარსული ეკონომიკაშ დიდი როლს თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანი ჰინდი და ურდი მოლაპრაკეთა დიდი რაოდენობის გამო. ასეთი ეთნიკური სიჭრელის მიუხედავად ყატარის ხელისუფლება მყარად დგას და უცხოლებს რაიმე პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნიათ, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიმდიდრეა.                                                                        დღევანდელი ყატარის მდგომაროებაზე შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს გლობალურად მნიშვნელოვან სახელმწიფოს და რეგიონში ერთ-ერთ წამყვნა ქვეყანას, რასაც უზრუნველყოფს მისი ნავბობ და გაზის საბადოები, 1974 წელს ყატარის ხელისუფლებამ ნავთობ ინდუსტრიის ნაციონალიზაცია მოახდინა რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარი სახელმწიფოსთვის ძლიერ ეკონომიკურ დასაყრდენს, ყატარის ნავთობ რეზერვები შედარებით მცირეა და მისი მოპოვებაც შეზღუდულია, სანაცვლოდ ქვეყანა განკარგავს მსოფლიო გაზის რეზერვების 13,3 % - ს, რაზეც კდიეც ამყარებს საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, 2003 – 2013 წლებში გაზის მოპოვება 5 - ჯერ გაიზარდა და ის აშშ-ს, რუსეთის და ირნაის შემდეგ მსოფლიოს ნომერ მეოთხე გაზის მომპოვებელი ქვეყანა იყო, ყატარში გაზის მოპოვების შემდეგ ხდება მისი გათხევადება და ასეთი სახით ხდება მისი ექსპორტირება, თხევადი გაზის წარმოებაში ის მსოფლიოს ყველაზე დიდი მწარმოებელია და თხევადი გაზის 1/3 აწარმოებს, ის ასევე ფლობს მსოფლიო გაზის გამათხევადებელი სიმძლავრეების უდიდეს ნაწილს, რას ლაფანის გამათხევადებელი საწარმო 300 კვ/კმ - ზე არის გაშლილი. 2013 წლისთვის ყატარის გაზის ექსპორტის 22 % მოდიოდა ევროკავშრის ქვეყნებსზე 71 % აზიის ქვეყნებზე, ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ტაივანი, გაზის მაღალი ფასისა და მოპოვების სწრაფი ზრდის გამო 2009 – 2014 წლებში ყატარის მშპ გაორმაგდა, 95 მლრდ დოლარიდან 218 მლრდ დოლარამდე. ხოლო 2000 წლიდან 2014 წლამდე შუალედში ყატარის სავალუტო და ოქროს რეზერვები 40 - ჯერ გაიზარდა და 400 მლრდ დოლრას მიაღწია, ვინაიდან ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან კაპიტალს განკარგავს, რა თქმა უნდა ის ცდილობს მოახდინოს ამ ფულის სწორი დაბანდება და ისეთ სფერობეში ინვესტირება რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობ დამოკიდებულოების შემცირებას და კაპიტალის ეს რაოდენობა ასევე უფლებას აძლევს მას რომ გააჩნდეს ძლიერი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები.                                                               ყატარის საინვესტიციო საქმიანობას განაგებს ყატარის საინვესტიციო სააგენტო ( Qatar Investment Authority ). სააგენტოს აქვს საინვესტიციო სტრატეგია რომლის მიხედვითაც, ისინი ცდილობენ ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან დარგში შესვლას და ფულის დაბანდებას, მაგალითად უძრავი ქონება ჩინეთში, ეკო - ქალაქ ტიან ძინში ინვესტირებით, სოფლის მეოურნეობა სუდანში, ინდუსტრია გერმანიში ფოლკსვაგენის აქციების შესყიდვით, სპორტი საფრანგეთში პარიზ სენ - ჟერმენის შესყიდვით, ფინანსური სექტორი ლონდონში. მთლიანობაში ყატარს დაახლოებით 40 ქვეყანაში აქვს ინვესტიცია ჩადებული, რაც მას დამატებით გარდა ფინანსური ასევე დიპლომატიური დივიდენდებითაც უზრუნველყოფს.                                                                                                           ყატარის საგარეო პოლიტიკურ სიძლიერეს გარდა კაპიტლისა ასევე უზრუნველყოფს მისი ძლიერი საინფორმაციო ფრონტი, რომლეიც წარმოდგენილია ტელეკომპანია ალ-ჯაზირას სახით, ტელეკომპანიას გააჩნია არხების მრავალფერობანი ჩამონათვალი რომელიც 2 ენაზე ინგლისურად და არაბულად მაუწყებლობს, მთავარი არის საინფორმაციო დანაყოფი, ტელეკომპანიის სიგნალის მიღება შესაძებელია სატელიტური და კაბელური საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით, სიგანილი 140 - ზე მეტ ქვეყანაშ ვრცელდება და თეორიულად ის 270 მლნ ოჯახში შეიძლება იქნეს მიღებული.                                                                                                                                                          2011 წელს ალ-ჯაზირა ფართოდ აშუქედბა არაბულ გაზაფხულს და ყველა ქვეყანაში მხარს უჭერდა ოპოზიციას მმართველი დიდქტატურის წინააღმდეგ, გარდა ბაჰრეინისა სადაც ის ოპოზიციის გამოსვლას რევოლუციად არ აღწერდა.                                    გარდა საინფორმციო საშუალებების ქვეყანა პოლიტიკურადაც ფართოდ არის ჩართული რეგიონულ პრობლემებში, 2008 წელს ყატარი წარმოდგენილი იყო ლიბანის პრობელემებში, 2009 წელს ყატარი ჩაერთო სუდანში დარფურის საკითხის განსახილველად, 2010 წელს ის ცდილობდა მომრიგებლის როლი ეთამაშა ერიტრეასა და ეთიოპიას შორის.                                                                                                                                                    2011 წლიდან არაბული გაზაფხულის დაწყების შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი როლის თამაშის შესაძლებლობა გამოუჩნდა, 2011 წელს მარტიდან ოქტომბრამდე ის მონაწილეობას იღებდა ლიბიაში მიმდინარე კადაფის საწინააღმდეგო ოპერაციაში და იბრძოდა ნატოს გვერდით, რაც მისი მიზნის მიღწევით კადაფის ჩამოგდებით დასრულდა, სირიის კონფლიქტში ქვეყანა რეალურად მხარს უჭერს ყველაზე რადიკალურ დაჯგუფებეს თუმცა ქვეყნის მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს შედარებიტ ზომიერ ოპოზიციას და ცდილობს მოლაპრაკებების დროსაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.                                                                                                                                                    გარდა ამისა ყატარის ხელისუფლება მხარს უჭერდა მუსლიმ ძმებს, უკვე რევოლუციის შემდგომ პერიოდში, 2011 – 2014 წლებში ტუნისში ხოლო 2012 – 2013 წლებში ეგვიპტეში, ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიელბის შემდეგ ყატარმა დაკარგა მუსლიმი ძმები და მუსრის მხარდაჭერა, ამ დროს კი საუდის არაბეთი მხარს უჭერდა ალ-სისის და სამხედროებს, საუდის არაბეთში ყატარის მიერ მუსლიმი ძმების მხარდაჭერას აღიქვამდნენ, როგორც საუდის წინააღმდეგ წასვლას და მუსლიმი ძმების ეგვიპტეში დარჩენა გამოიწვევდა მათ უკუ მხარდაჭერას ყატარის მიმართ რითაც ის კდიევ უფრო გაძიერდებოდა რეგიონში.                                                                                                   ყატარის არაბულ სამყაროში ასეთი წინ წამოწევა ყველაზე უფრო გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ეგვიპტეში მოხდა რევოლუცია და ქვეყნას დიდი საშინაო პრობლემები აქვს, ერაყში არის ომი ისლამურ სახელმწიფოსთან და შიდა კონფესიური და ეთნიკური დაპირისპირება, საუდის არაბეთში შექმნილი რთული სიტუაცია თუ ვინ გახდება ტახტის მომავალი მემკვიდრე, ირანი ჯერ კიდევ სანქციების პერიოდის გავლენის ქვეშ არის, ეს ყველაფერი აძლევს ყატარს შესაძლებლობას თავი იგრძნოს თავისუფლად და ეცადოს საკუთარი პოლიტიკის გატარებას რეგიონშ და თავი ძლიერ მოთამაშედ წარმოადგინოს.                                                                                                                                                            
ყატარის გაზისა და ნავთობის საბადოების განლაგება
სამომავლოდ შეიძება ითქვას რომ გაზის ბაზარი ისევ მიმზიდველი დარჩება, მარტო ჩინეთსა და ინდოეთში 2025 წლისათვის ამ ნედლეულზე მოთხოვნის გაექვსმაგებას მოელიან, რაც ქვეყნის სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას უზრუნველყოფს, სამომავლოდ განვითარების გაცხადებული მიმართულება არის ცოდნის საზოგადოების შექმნა რასაც კიდეც უზრუნველყოფეს დიდი კაპიტალ დაბანდებით, თუმცა რაც შეეხება ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ როლს ის სავარაუდოდ შედარებიტ შესუსტდება როგორც კი რეგიონის უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოები შიდა პოლიტიკურ პრობლემებს მოაგვარებენ და უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადავლენ.