Dieses Blog durchsuchen

ნიგერია. მდიდარი სახელმწიფო, ღარიბი ხალხით

   ვინ არიან ნიგერიელები ჩვენთვის ? საქართველოში ნეგერია ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად საუნტერესო სახელმწიფოთა შორის არის, მაგრამ ფაქტია რომ ეს ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობით მეტად საინტერესეო, უპირველესად იმის გამო, რომ ეს ქვეყანა წარმოადგენ მსოფლიოს ნომერ მე-8 ქვეყანას მოსახლეობის რაოდენობით, მისი მოსახლეობა 152,217,341 ადამიანს შეადგენ და თუკი ასე გაგრძელდება მოსახლეობის ზრდა ალბათ მალე გააუმჯობესებს საკუთარ ადგილს, ნიგერია მდებარეობს გვინეის ყურეში და წარმოადგენ რეგიონის ყოველმხრივ უძლიერეს სახელმწიფოს, მისი ფართობი 923.768 კვ/კმ-ია და ამ მონაცემით მსოფლიოში 31-ე ადგილზე დგას, ნიგერიას ოთხი სახელმწიფო ბენინი, ნიგერი, ჩადი და კამერუნი ეასზღვრება. ნიგერიის ტერიტორიაზე ორი დიდი მდინარე, ნიგერი და ბენუი მიედინება, ეს ორი მდინარე ქვეყანას სამ ნაწილად ყოფს, ჩრდილოეთად, სამხრეთ დასავლეთად და სამხრეთ აღმოსავლეათად. ქვეყანა მდებარეობს ასევე სამ ბუნებრი ზონაში ჩრდილოეთ ზონის ჩრდილოეთ ნაწილი საჰელის ზონაა, სამხრეთით ცენტრალური ზონა სავანას უკავია, ხოლო გვინეის ყურის სანაპირო უკვე ეკვატორული ნაწილია, განსხვავებული კლიმატი გვაძლევს განსვავებულ ცხოვრების სტილსაც, ჩრდილოეთში ცხოვრობენ ჰაუსას ხალხი, რომლებიც ფართოდ არიან მთელ დასავლეთ აფრიკაში გავრცელებულნი და ნიგერიის მოსახლეობის 33% შეადგენენ, სამხრეთ-დასავლეთით ცხოვრობენ იორუბას ხალხი და ისინი მოსახლეობის 21 % წარმოადგენენ, სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხორობენ იბოს ხალხი და ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის 18 %, ეს სამი ხალხი წარმოადგენს მოსახლეობის ძირითად ნაწილს, ამათ გარდა ქვეყანაში 250-ზე მეტი ეთნიკური ჟგუფია, რომელთა შორის ზოგიერთის რაოდენობა ათასიდან მილიონამდე მერყეობს. მოსახლეობის 45 % მუსლიმია რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს,მოსახლეობის 40 % ქრისტიანია, მათ შორის 2/3 პროსესტანტი და ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, მოსახლეობის დანაჩენი ნაწილი თავის საკუთარ ძველ რელიგიას მისდევს, და ასე როგორ მოხდა, რომ ერთი გადახევითაც საშინლად არეული ნაწილებისგან შემდგარი ქვეყანა ერთიანია ? როგორ და ეს ქვეყანა წარმოადგენს ფედერაციას, რომლის ჩამოყალიბებაშიც მთავარი წვლილი მის ყოფილ მეტროპოლის ინგლისს მიუძღვის, რომელმაც ჩამოუყალიბა მას საზღვრები და უკვე 1960 წელს დამოუკიდებლობაც მისცა, ქვეყან შედებოდა სამი ფედერაციული, ნაწილისაგან, რომელთაც თანაბარი უფლებები ჰქონდათ, და ეს დაყოფა წარმომდგარი უყო ძირითადი სამი ეთნოსის საფუძველზე, ასევე ერთი საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ეს რეგიონები განსხვავდებიან საკუთარი სოფლის მეურნების მაპროფილებელი პროდუქტითაც, ჩრდილოეთი მიწისთხილის მწარმოებელია, სამხრეთ-დასავლეთი კაკაოს, სამხრეთ-აღმოსავლეთი კი ზეთის პალმის, მაგრამ ქვეყნის ასეთმა მრავალფეროვნებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ უკვე 1996 წელს 36 ფედერაციული ტერიტორია გაჩნდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა 28 წლის განმავლობაში 8 სამხედრო რეჟიმს ეჭირა, რომლებიც ძირითადად რომაული წესით ეცვლებოდნენ ერთმანეთს, ნიგერიას გარდა ზემოთ ჩამთვლილი სიკეთეებისა გააჩნია მსოფლიოსთვის უნიშვნელოვანესი და მეტად საინტერესო ნედლეული, ნავთობი და მისი დანამატი ბუნებრივი აირი, ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით გამოიკვეთა 1973 წლის მსოფლიო ნავთობ კრიზისის შემდეგ, ნიგერი წარმოადგენს აფრიკის უნისვნელოვანეს ნავთობ ექსპორტიორს, 2005 წელს კი მსოფლიოს ნომერ მე-6 ნავთობ ექსპორტიორი იყო, რომლის ძირითადი ნაწილი აშშ-ს და ევროპიაკენ მიემართებოდა, 2005 წლიდან 2010 წლამდე ნიგერიამ გაზის ექსპორტი გააორმაგა, რისთვისაც მდ, ნიგერის დელტაში ქალაქ ბონიში აშენდა დიდი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, საიდანაც შეიძლება სუპერ ტანკერების დატვირთვა, რისი უდიდესი მიმღებიც ევროპა გახდება, ნიგერიას დაგეგმილი აქვს ასევე გაზსადენის მშენებლობა, ქალაქ ლაგოსიდან დასავლეთით, ბენინის, ტოგოს და განას მიმართულებით, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა ბიუჯეტის 20 %-ზე მეტს შეადგენს და მუდამ იზრდება, ეკონომიკის ზრადაც გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე 6 %-ს აჭარბებდა, ამავე დროს ნიგერია იყო პირდაპირი ინვესტიციების მიმღებთა შორის მესამე აფრიკის კონტინენტზე, მაშასადამე ნიგერია მდიდარი საზელმწიფოა, მაგრამ მოსახლეობა ღარიბია, მიუხედავად ამხელა ეკონომიკური ზრდისა, ცხოვრების დონე ქვეყანაში ეცემა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარისებით ნიგერიაში 560 $ მოდის, რაც სუდანის მაჩვენებელზე ნაკლებიც კი არის, ბავშვთა სიკვდილიანობა ქვეყანაში 100 პრომილია, როცა აფრიკული საშუალო 84-ს უდრის, სიციცხლის მოსალოდნელი ხანგრძილოვაბაც სტაგნაციას განიცდის, და საერთოდ 2004 წლის მონაცემებით ქვეყანა ჰუმანური გავითარების ინდექსში 159 ადგილზე იდგა, და ახლა მეორე შეკითხვაც როგორ ხდება, რომ ქვეყანაში ყოველმხრივი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მოასხლეობა ღარიდება ? პირველი მიზეზეი საერთო აფრიკული სენი ტრაიბალიზმია, ქვეყნის სათავეში მოქცეული დიდქტატორი ხელთ იგდებს ყველაფრის კონტროლს და მთელი დოვლათიც იქვე განაწილდება, მეორე მიზეზი ტომობრივი დაპირისპირება, მაგალითად 2006 წელს ნიგერის დელტაში მცხოვრებმა იჯავებმა 20-ზე მეტი აფეთქება მოაწყვეს ნავთო სარეწებზე, ამ კეთილი იჯავების გარდა ნიგერის დელტაში მეტად აქტიურობენ ოგონები, იბოები და იბობოები რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ძალიან აწუხებთ ნავთობის მიერ გარემოს დაბინძურება მაგრამ ფაქტიო თუკი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების მათ ხელში მოქცევა ამ პრობლემას ადვილად გადაწყვეტს, მაგრამ ვის ხელში ეს შემოსავლები ხვდება ის ადვილად ახერხებს ამ წინააღმდეგოსბის დაძლევას. მოკლედ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პირველ რიგში მისი საკუთარი შინაგანი არეულობის გამო, განსაკუთრებით საშიშია მდგომარეობა მდ, ნიგერის გაყოლებით სადაც თავს იყრის მთვარი ნავთობ და გაზ საბადოები და ასევე განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, ხალხისთვის არ არსებობს ერთიანი ნიგერიული სახელმწიფოს შეგრძნება,ქვეყანაში შესულ უცხოელ ინვესტორებთან რომლებიც ძირითადად ევროპული და ამერიკული ნავთობ სახოგადოები არის, ურთიერთობას მმართველი ფენა აწარმოებს და აქ საერთო სახელმწიფო ინტერესი არ არსებობს. შედეგი კი არის ერთი ქვეყანაში ფული შედის და ერთეულების ხელში ექცევა, საკრედიტო ორგანიზაციები კი მის საკრედიტო პოტებციალს უმაღლესად სარისკოდ აფასებენ რაც იმას გამოწვევს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდება ან გაიზრდება მისი უსამართლოდ განაწილების კოეფიციენტი.