Dieses Blog durchsuchen

θάλασσακρατία VS θελυροκρατια

    დედამიწაზე სახელმწიფოები შეიძლება დავყოთ 2 ტიპად, თელუროკრატიულად და თალესოკრატიულად. თელუკრატიული სახელმწიფო ნიშნავს, ისეთ სახელმწიფოს რომლის ძლიერება დამყარებულია სახმელეთო ძალების სიძლიერეზე თელუკრატია ბერძნული ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა სადაც თელურო ნიშნავს ხმელეთს, მიწას ხოლო კრატია, მბრძანებლობას, ძალას - თალესოკრატიული სახელმწიფოები რომელთა სიძლიერეც განპირობებულია საზღვაო ძალების შესაძლებლობით, თელუროკრატიაც ბერძნული ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა სადაც თელუროს ზღვას ნიშნავს ხოლო კრატოს ძალას, მბრძანებლობას. დედამიწაზე მრავალი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა რომლებიც ან თელუროკრატიული ან თალესოკრატიული ძალა იყვნენ. თუმცა არ არსებობს მაგალითი რომელიმე სახელმწიფოს შეეცვალოს საკუთარი მიმართულება და თალეოსკრატიულიდან თელუროკრატიული გამდარიყოს ან პირიქით, თუმცა კი ჰქონდათ მცდელობა რომ ორივე მხრივ ერთნაირად გაძლიერებულიყვნენ, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია სახელმწიფოს გეოგრაფიით, როდესაც მისი ტერიტორია, რელიეფი, მეოზობლობა სხვა ქვეყნებთან თუ სანაპიროს ფორმა, შედარებით უპარეტესობას აძლევს ერთ - ერთი მათგანის განვითარებას, ანუ შეიძლება დავასკვნათ რომ ქვეყანა თალესოკრატიული იქნება თუ თელუროკრატიული განისაზღვრება გეოგრაფიის მიერ.                                                                  
  მსოფლიო ისტორიას თუკი გადავხედავთ აღმოჩნდება რომ თალესოკრატიულ სახელმწიფოებს უფრო ხშირად ხვდებოდათ გამარჯვების გვირგვინი ვიდრე თელუკრატიულ სახელმწიფოებს. თალესოკრატიული სახელმწიფოები უფრო მეტად იყვნენ ჩართული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ვიდრე თელუკრატიული, მათ უკეთესი სავაჭრო სისტემის განვითარებაც შეეძლოთ რაც მათ საშულებას აძლევდა უკეთესი ეკონომიკა აეშენებინათ და შესაბამისად უკეთესი არმიაც ჰყოლოდათ. პელოპონესის ომის მაგალითზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თალესო კრატიული ათენის დამარცხება შეძლო თელურო კრატიულმა სპარტამო,  თუმცა ეს ბოლომდე სიმართლე არ იქნება ვინაიდან ათენელებმა შეძლეს სპარტის ფლოტის განადგურება და მათ სამხედრო დესანტირების საშუალება მოუსპეს, მათი დამარცხება კი განაპირობა სპარსეთის იმპერიის ჩართვამ ბრძოლაში, რომელმაც აღადგენინა პელოპონესელბს ფლოტი და საკუთარიც დაახმარა, ამ დროს კი სპარსეთი იმ დროის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო და გადამწყვეტი როლიც ითამაშა, თუმცა კი პელოპონესის ომებამდე მომხდარ ბერძენ სპარსელთა ომებში, სპარსელები დამარცხდნენ და მათი დამარცხება სწორედ ბერძნების საზღვაო ძლიერებამ განაპირობა როდესაც სახმელეთო ბრძოლებში წარმატება მიღწეულმა სპარსეთმა სალამინის საზღვაო ბრძოლის წაგების შემდეგ თავის სტრატეგიულ მიზანზე ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების დამორჩილებაზე უარი თქვა.                                                             
      მსოფლიოს მომდევნო ბატონიც ალექსანდრეს იმპერია, თელუკრატიული სახელმწიფო იყო, თელუკრატიული იყო მისი მომდევნოც, რომის იმპერია, ადრეულ შუა საუკუნეებშიც და გვიან შუა საუკუნეებამდე მსოფლოს მბრძანებლები თელუკრატიული სახელმწიფოები იყვნენ, რომის შემდეგ ძალაუფლებას, აღმოსავლეთ რომის იმპერია და სპარსეთი იყოფდნენ, შემდეგ არაბებმა აიღეს მსოფლიოს პოლიტიკურ კულტურული ფლაგმანობა. შემდგომი მსოფლიოს ლიდერებიც თურქები და მონღოლები თელუკრტიული სახელმწიფოები იყო, ( საქართველოც კი საკუთარ ოქროს ხანაში, თელუკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, ზღვის თევზებსაც კი ვერ მივეცით ყველას სახელი)  მხოლოდ თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ (1453 წლის, 29 მაისი) მისცა ძლიერი ბიძგი ძლიერი თალესოკრატიული სახელმწიფოების გაჩენას, თავდაპირველად ესენი იყვნენ იტალიური ქალაქ სახელმწიფოები, რომელთაც მანამდეც მონოპოლიზებული ჰქონდათ ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვაში, მას შემდეგ კი რაც თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს იტალიელებს დაეკეტათ გზა შავ ზღვაში და ფაქტორიების დახურვა მოუხდათ, ასევე თურქების მოდევნო გაძლიერების შედეგად იკარგებოდა ლევანტის ვაჭრობაც ( ვაჭრობა დღევანდელი სირიის და ლიბანის სანაპიროებთან) ამ ყველაფერმა უცხოური, აღმოსავლური პროდუქციის კრიზისი შექმნა დასავლეთ ევროპაში, სწორედ ამ დროს ესპანეთმაც დაამთავრა გაერთიანება და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა გადაწყვიტა, სწორედ ამ დროს სამეფო კარზე წარდგა ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც აცხადებდა რომ მას შეეძლო ინდოეთთან მისვა დასავლეთის გზით, ამ დროს უკვე იყო მაგალითი პორტუგალიელი ნაოსნებისა რომელთაც შეძლეს საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა ზღვით და საზღვაო საქმეც უფრო და უფრო ვითარდებოდა, სწორედ ეს მომენტი იქცა ახალი თალესოკრატიული სახელმწიფოების დასაწყისად, ესპანეთი და პორტუგალია იყვნენ პირველები რომლთაც 1494 წელს პატივად ხვდათ მსოფლიოს გადანაწილება, რასაც მათ რომის პაპი უდასტურებდათ. ესპანეთს და პორტუგალიის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა პირველი კაპიტალისტური სახელმწიფო ჰოლანდია, რომელიც ადრე ჩრდილოეთში იყო ვაჭრობის ლიდერი და ახლა სამხრეთის თბილი ზღვებისკენაც იყურებოდა, სწორედ მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს გემთ მშნებლობის ტექნოლოგიები, თუმცა მათ მალე ძლიერი კონკურენტი გაუჩნდათ ინგლისის სახით, რომელიც სულ მალე გახდა ზღვათა მპყრობელი და მსოფლიოს ახალი თალესორატიული ძალა მოევლინა, რომელმაც თავისი საზღვაო ფლოტის წყალობით შეძლო მსოფლიოს ლიდერი გამხდარიყო და მისი ეს მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერის როლი ახალმა თალესოკრატიულმა ძალამ აშშ  - მ გადაიბარა, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც თელუკრატიული საბჭოთა კავშირი იყო, საბოლოოდ კი საბჭოტა კავშირი დამარცხდა ხოლო აშშ - ჯერჯერობით მსოფლიოს ლიდერობს.                                                                          აქ შეიძლება ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდეს და თქვას, რომ სპარსეთსაც, ოსმალეთის იმპერიასაც, საფრანგეთსაც, გერმანიასაც, საბჭოთა კავშირსაც დიდი და ძლიერი ფლოტი ყავდათ, რომელიც წარმატებასაც აღწევდა, მაგრამ ეს სახელმწიფოები ძირითად ყურადღებას მაინც თავისი სახმელეთო ძალების განვითარებას აქცევდნენ და მათი სამხედრო წარმატებაც ძირითადად სახმელეთო ბრძოლებში გამარჯვებას უკავშირდება.                                                  თალესოკრატიული სახელმწიფოების მთავარ პრობლემად ტერიტორიის კონტროლის სირთულე შეიძლება მივიჩნიოთ, თელუკრატიულებისთვის კი ეს პრობლემა ნაკლებად არის, თალესოკრატიულ სახელმწიფოებს უფრო უკეთესი წვდომა ჰქონდათ მსოფლიო რესურსებთან ვიდრე თელუკრატიულებს, ეს ყველაფერი მათგან მოითხოვდა ძლიერი საზღვაო ძალების განვითარებას რასაც ხელს უშლიდა უკვე ძლიერი თალესკრატიული ძალა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან გაწირა გერმანია პირველ და მეორე მსოფლიო ომში. სწორედ ამის გამო მიისწრაფოდა რუსეთი და შემდგომ საბჭოთა კავშირი გასულიყო თბილ ზღვებზე.                                                                   
      ძლიერი ფლოტის უქონლობის გამო ვერ შეძლო ნაპოლეონმა კონტინენტური ბლოკადის განხორციელება ინგლისზე და ძლიერი ფლოტის ყოლამ შეაძლებინა აშშ -ს დაპირისპირებოდა საბჭოთა კავშირს მსოფლიოს ყველა კუთხეში და დღესაც ფლოტის წყალობით შეუძლია მას უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში განვითარებულ მოვლენაზე.                                                                                           საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს გეოგრაფია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, იმ ფორმას თუ როგორ ძალად ჩამოყალიბდება ის, იქნება თელუკრატიული თუ თალესოკრატიული, სახელმწიფოს რომელიმე ძალად ჩამოყალიბებაზე შეიძლება გარეშე ფაქტორმაც მოახდინოს გავლენა, მაგრამ მას შეუძლია უბრალოდ შემანელებლის ან ამაჩქარებლის როლი ითამაშოს. ის საკითხი კი თუ როგორ სახელმწიფოდ ჯობია ჩამოყალიბება და რომელი უფრო მომგებიანია, დღეისთვის შეიძლება კიდევ რიად დარჩეს, ვინაიდან მიმდინარე გლობალიზაცია იმდენად ამარტივებს კომუნიკაციებს, რომ საზღვაო ბატონობა უფრო და უფრო ნალებად ხდება გადამწყვეტი, თუმცა კი ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია.