იორდანია ახლო აღმოსავლეთის
ქვეყანაა და ის სირიას, ერაყს, საუდის არაბეთს, ისრაელს და პალესტინის ავტონომიას ესაზღვრება.
ქვეყანს აქაბის ყურეზე 19 კმ გასასვლელი აქვს და ეს არის მისი მთლიანი საზღვაო საზღვარი.
იორდანიის მოსახლეობა 5.970 მლნ ადამიანია, აქედან 93 % სუნიტი მუსლიმები არიან, დაახლოებით
5 % ქრისტიანები. მოსახლეობაში 50 % - ზე მეტი 800,000 პალესტინელი ლტოლვილის შთამომავლები
არიან, ქვეყანაში დაახლოებით 1,8 მლნ რეგისტრიებული პალესტინელი ლტოვილია, 0.7 მლნ
ერაყელი ლტოვილი, ასევე დიდი ჯგუფია 100 ათასი ჩერქეზი, (2011)
(9,5 მლნ 2015 წელი). იორდანიის ტერიტორიაზე იროდანიის სახელმწიფოს
1946 არ უარსებია, 1946 წლის 25 მაისს ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა
მოიპოვა, მანამდე კი 1918 წლამდე ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, 1916 – 1918 წლებში
მიმდინაორეობდა არაბების აჯანყება, რის შედეგადაც არაბებმა, ბრიტნალების დახმარებით
შეძლეს ოსმალების განდევნა რეგიონიდან, დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე მცხოვრები
არაბები, ემირ ფაისალის ( ჰაშიმიანთა ოჯახიდან) ხელმძღვანელობით ჰაშიმიანთა ოჯახის
მიერ დაარსებული სირიის სამეფოს შეურთდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბრიტანელებს არ
მოეწონათ და ვინაიდან ეს ეწინააღმდეგებოდა საიქს - პიკოს შეთანხმებას და 1920 წელს
გამართულ სანრემოს კონფერენციაზე, ბრიტანელებმა მოითხოვეს საიქს - პიკოს შეთანხმებით
გათვალისწინებული ტერიტორიის ბრიტანულ პალესტინასთან მიერთება რაც რა თქმა უნდა მიიღო,
1923 წელს გაჩნდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ არსებული ტრანსიორდანია. 1946 წელს
როდესაც ბრიტანეთის მანდატი გაუქმდა ტრანსიორდანიამ დამოუკიდებლობა ხოლო აბდალა I მეფობა
მიიღო, 1948 წელს ისრაელის სახემლწიფოს დაარსებისთანავე მას არაბულმა სახელმწიფოებმა
და მათ შორის ტრანსიორდანიამ ომი გამოუცხადეს, ტრანსიორდანიამ მოახერხა და დღევანდელი
დასავლეთ ნაპირი თავის კონტროლს დაუქვემდებარა, 1950 წელს ქვეყანას სახელი შეუცვალეს
და იორდანია დაარქვეს, ქვეყნის მიერ დასავლეთ ნაპირის შეერთება არაბულმა სახელმწიფოებმაც
არ აღიარეს, ხოლო პალესტინლებს შორის მათ წინააღმდეგ უკმაყოფილება გაჩნდა, 1951 წელს
მეფე აბდალა I იერუსალიმში ვიზიტისას პალესტინელმა ნაციონალისტმა მოკლა.
1950 – 1960 წლებშ
შორის იორდანიას და ისრაელს შორის იყო დაპირისპირება წყლის რესურსების გამო, 1967 წელს
მომხდარი 6 დღიანი ომის შემდეგ, იორდანიამ მთლიანად დაკარგა დასავლეთ ნაპირი და იძულებული
გახდა მიეღო დამატებით 400,000 პალესტინელი ლტოლვილი, შდეგად იორდანიის ტერიტორიაზე
გაჩნდა ლტოლვილთა 10 ბანაკი, კომპაქტური და სოლიდალური, ბანაკებში პალესტინის განმათავისუფლებელი
ორგანიზაციის მუშოაბა სამეფოს ხელმძღვანელობამ საფრთხედ აღიქვა, ორგანიზაციას გააჩნდა
ოფისი ამანში საიდანაც ის ხელმძღვანელობდა თავდასხმებს ისრელზე საპასუხოდ ისრაელის
არმია იჭრებოდა იორდანიის ტერიტორიაზე, პალესტინის განმანთავისუფლებელმა ორაგნიაზაციამ
მოახერხა რომ იორდანიაში ფაქტიურად ცალკე ქვეყანა შეექმნა, 1970 წლის 16 სექტემბერს
ქალაქ ირბიდში პალესტინის განმანტავისუფლებელმა ორგანიზაციამ სახალხო მთავრობა გამოაცხადა,
საპასუხოდ მეფე ჰუსეინ I არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა, ამით იორდანიაში
სამოქალაქო ომი დაიწყო, 20 სექტემბერს ომში სირიის არმია ჩაერთო, პალესტინელების მხარეს,
საპასუხოდ იორდანიის არმიამ საჰაერო შეტევები განახორციელა, იორდანიელებმა წარმატებას
მიაღწიეს, სირიელები ქვეყნიდან განდევნილი იქნენ, მრავალ პალესტინელსაც მოუწია ქვეყნის
დატოვება, 1971 წელს უკვე საბოლოოდ დასრულდა აჯანყება, 1972 წელს მეფემ ჰუსეინმა გააკეთა
შეთავაზება იორდანია - პალესტინის ფედერაციის შექმნაზე, რაც უარყოფილ იქნა როგორც პალესტინელების
ასევე სხვა არაბული სახელმწიფოების მხრიდან, 1973 წელს დაიწყო იომ - ქიფურის ომი, რომელშიც
იორდანიაც მონაწილეობდა, ომის დასრულების შემდეგ იორდანიამ მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო
კონფერენციაში სადაც მოხდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის მხარედ აღიარება,
1974 წელს იორდანიამ დასავლეთ ნაპირზე თავისი ყვლეა პრეტენზია დათმო და ის სამართლებრივად
პალესტინის განმანთავისუფლებელ ორგანიზაციას დაუთმო, 1979 წელს იორდანიამ უარყო ეგვიპტე
- ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებაში მონაწილეოა და ეგვიპტესთან დიპლომატიური ურთიერთობა
გაწყვიტა, ამავედროს ცდილობდა ხელი შეეშალა ამ შეთანხმების მიღწევისთვის. იორდანიამ
ამ პერიოდში ორიენტაცია ერაყზე აიღო, ის ეხმარებოდა სადამ ჰუსეინს ირანის წინააღმდეგ
წარმეობულ ომში, რაც ერაყისთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო, ვინაიდან სპარსეთის ყურე ჩაკეტილი იყო და აქაბიდან ხდებოდა მისთვის იარაღის მიწოდება.
1982 წელს რეიგანმა
წარადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაჩნდებოდა იორდანია - პალესტინის
ფედერაცია, იორდანის, დასავლეთ ნაპირის და ღაზის სექტორის შემადგენლობით, რაც ისრაელმა
უარყო. 1991 წლიდან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, ისრაელს,
სირიას, ლიბანს და პალსტინა - რორდანიას შორის, რომლის შედეგადაც 1994 წელს იორდანიამ
ისრაელთან გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება, რას ამერიკის მედიატორიბით მოხდა, ხელშეკრულების
შესაბამისად ქვეყნებს შორის დამყარდა დიპოლამტიური ურთიერთობა და ჩამოყალიბდა სავაჭრო
ურთიერთობები. 1999
წელს მეფე ჰუსეინ I გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა აბდულა II.
იორდანიასაც შეეხო არაბული გაზაფხულის ტალღა, თუმცა იორდანიის ელიტამ ამ ყველაფრიდან
შედარებით მარტივად დააღწია თავი, პირველი
რაც ელიტამ განახორციელა იყო პრემიერ მინისტრის შეცვლა, შემდეგი კი ახალი საარჩევნო
სისტემის შემუშავება, მეფის ხელისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა თუმცა არა რაიმე გადამწყვეტი
ცვლილება, ასვე გაიცა დაპირება 2013 წელს საარჩევნო კანამდებლობის მომავალ გაუმჯობესებაზე,
თუმცა ამ დროისათვის დამატებიტ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გამჩნდა. მეზობელ სახელმწიფოებს
შორის იორდანიას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთან, ამის მთავარი მიზეზი იყო
ის რომ ერაყს 1957 წლამდე მართავდნენ იმავე ჰაშიმიანთა ოჯახის წარმომადგენლები რომლებიც
იყვნენ იორდანიაში, ისრაელთან ომების დროს ერაყის არმია სტაციონირებული იყო იორდანიის
ტერიტორიაზე, 1970 წლის სამოქალაქო ომის დროს ერაყელებმა მხარი არ დაუჭირეს პალესტინელებს
მიუხედავად მათდამი არსებული სიმპათიისა არაბულ სამყაროში, იორდანია ეხმარებოდა ერაყს
ირანთან ომის დროს და არ ჩაბმულა საერთო ევროპულ - არაბულ კოალიციაში სადამ ჰუსეინის
წინააღმდეგ, ქუვეითის განთავისუფლებისას. 2003 წელს ვიტარება უკვე შეცვლილი იყო, ამჟამად
იორდანიის მთავრობა აქტიურად მონაწილეობდა სადამ ჰუსეინის წინაღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში,
ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდა იორდანიის ტერიტორიაზე და 6000 სამხედრო მოსამსახურე.
იორდანიას
კარგი და სტაბილური ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან, 1965 წელს ორ ქვეყანას შორის
მოხდა ტერიტორიების გაცვლა, რის შედეგადაც იორდანიამ მიიღო 12 კმ დამატებითი გასასვლელი
წითელ ზღვაზე, სულ ჯამში 6000 კვ/კმ, სანაცვლოდ საუდის არაბეთმა მიიღო 7000 კვ/კმ ფართობი
მთელი ეს ტერიტორია იყო უდაბნო, ამ გაცვლას იორდანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
რის შედეგადაც მას შეეძლო უფრო დიდი ინფრასტრუქტურა მოეწყო აქაბის ყურეში. იორდანიის ურთიერთობა
სირიასთან დროის შესაბამისად ცვალებადია, ქვეყნები ყველა ომში ერთად გამოდიოდნე ისრალეის
წინააღმდეგ, 1970 წელს სირიელები მხარს უჭერდნენ პალესტინელებს რის გამოც იორდანიას
და სირიას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, თუმცა უკვე 1973 წელს იორდანიელი მებრძოლები
სირიელთა მხარდამხარ იბრძოდნენ გოლანის მაღლობზე. ამჟამად ქვეყანაში მოქმდებს სადათის
ხელისუფლების საელჩო და ასევე იორდანიის საელჩო მუშაობს დამსკოში, თუმცა იორდანია ასევე
მონაწილეობას იღებს სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრებში, რაც სადათის რეჟიმთან ურთიერთობებს
საკმაოდ ართულებს, ასევე პრობლემად იქცა 600,000 დევნილი სირიიდან რომელთა უზრუნველყოფაც
იორდანიის ფინანსურ სისტემას მძიმე ტვირთად აწევს. იორდანია
არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მას გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის
შეერთებულ შტატებთან და საკმაოდ პროგრესული საზოგადოება.
Blog for geopolitik and etcetera / ბლოგი გეოპოლიტიკაზე და არა მარტო / Blog für geopolitik und etcetera.
Dieses Blog durchsuchen
ირან - ამერიკის ურთიერთობები
ყატარზე
ყატარს მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ყავს საუდის არაბეთის სახით, თუმცა მის მეზობელაბად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ბაჰრეინი, ირანი და გას. ქვეყანა მდებარეობს სპარსეთის ყურეში, მისი მდებარეობით ის კულტურულ რეგიონს შორის არის, ჩრდილოეთით ირანული კულტურა დანარჩენი მხრიდან არაბული, მისმა ასეთმა მდებარეობამ მის ისტორიაზეც დიდი გავლენა მოახდინა, ქვეყანა სულ მეჩხრად იყო დასახლებული, ქვეყნის დღევანდელ სახით ჩამოყალიბაბზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა 1760 წელს ალ ტანის კლანის ბედუინების მიერ ქვეყნის დაკავებამ, რომელთაც ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილი დაიკავეს, 1766 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ასევე უტუბის კლანის ორი დაჯგუფება ალ-ხალიფა და ალ-ჯალამა, რომელთაც შეძლეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ძალაუფლების აღება, 1777 წელს სპარსელებმა მაოხდინეს ბასრის ოკუპირება შედეგად ქალაქი ბასრა და ქუვეიტი დატოვა მრავალმა არაბმა რომელთა დიდი ნაწილი ყატარში დასახლა და რომელთა უმეტესობაც ვაჭრები იყვნენ, ალ-ტანისა და ყტუბის კლანის დაჯგუფებებს შორის ხშირი იყო დაპირისპირება ძლაუფლების გამო, 1783 წელს ალ - ხალიფას დაჯგუფება შეძლო ნახევარკუნძულის დაცვა სპარსელების შემოტევისგან და თვითონ დაიპყრეს ბაჰრეინი, ბაჰრეინის დაპყრობის შემდეგ მისი კლანის დიდი ნაწილი კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად, რამაც ალ-ტანის კლანს რიცხობრივი უპირეტესობა მისცა, შედეგაგ მათი ცენტრი დოჰა თანდათან გაძლიერდა და მიაღწია ნახევარკუნძულის ბატონობას, ალ-ტანის დინასტიის დაარსების თარიღად 1822 წელი ითვლება, 1820 წლიდან ყატარით ინტერესდება ბრიტანეთის აღმოსავლეთის კომპანია, საკუთარი სავაჭრო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ყატარი მნიშვნელოვანი ტერიტორია აღმოჩნდა. დაპირისპირება ყატარელებსა და ბაჰრეინლებს შორის დიდხანს გრძელდებოდა ვინაიდან ბაჰრეინი არ აღიარებდა ყატარის ცალკე მმართველობას და ყატარის მმარველი კლანი ამ ყველაფერში ცდილობდა დასახმარებლად დანარჩენი ვაჰაბიტი არაბების დახმარების მიღებას, 1847 წელს ბაჰრეინელებმა შეძლეს ყატარელების დამარცხება ბაჰრეინელებმა დაანგრიეს ქალაქი ალ ბიდა და მოსახლეობა ბაჰრეინშ გადასხლეს, 1851 წელს ნაჯდის მმართველი ფაისალ იბნ თურკი დაიძრა ყატარელების დასახმარებლად, ბაჰრეინის წინააღმდეგ, შედეგად ბაჰრეინელები დამარცხდნენ ინგლისს სთხოვეს პროტექცია მათ კი დაეკისრათ 4000 გერმანული კრონის ვაჰაბიტებისთვის. 1867 წელს სიტუაცია ბაჰრეინსა და ყატარს შორის ისევ დაიძაბა, ბაჰრეინელბი თავს დაესხნენ დოჰას და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებს, სიტუაცია საბოლოოდ ბრიტნაელების ჩარევამ დაარეგულირა, ყატარმა ასევე მიიღო ინგლისური პროტექცია, რის შედეგადაც ბაჰრეინი და ყატარი საბოლოოდ დასცილდნენ ერთმანეთს და დამოუკიდებელი განვითარების გზაზე დადგნენ, 1871 წლიდან ოსმალები ეცადნენ ყატარზე გავლენის მოპოვება რაც კიდეც მოახერხეს და მათი წარმომადგენლები ერთვებოდნენ ყატარის მმართველობაში, დოჰაში გაჩნდა ოსმალური გარნიზონი, ოსმალებისგან თავდასაცავად ქასიმ ალ თანიმ მიმართა ვაჰაბიტებს, რომლებიც საუდიტების მმართველობის ქვეშ იყვნენ, 1913 წელს საქმეში ბრიტანელები ჩაერივნენ, რათა მოეხდინათ ოსმალების განდევნა და ვაჰაბიტების გავლენის შემცირება, 1916 წელს ყატარის ტერიტორია ბოლო ოსმალურმა შენაერთმაც დატოვა და ქვეყანა ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოექცა, 1930 წელს ყატარის ეკონომიკის მთავარ პროდუქციას მარგალიტებს დიდი პრობლემა შეუქმნა იაპონურმა ხელოვნურად გამოყვანილმა მარგალიტებმა, თუმცა უკვე 1939 წელს მოხდა ნავთობის პირველი საბადოების აღმოჩენა რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ყატარის მომავალი განვითარების მიმართულება. ყატარის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიელაბ მიღებულ პრაქტიკად იქცა 1913-1949 წლებში ქვეყანას მართავდა შეიხი აბდულა ბინ იასიმი, 1949 – 1960 წლებში ალი ბინ აბდულა ალ-ტანი, 1960 წელს აჰმად ბინ ალი ალ-ტანიმ მამასი ხელისუფელბას ჩამოაშორა და თვითონ მარტავდა ქვეყანას 1972 წლმადე ვიდრე თვითონ არ იქნა ხალიფა ბინ ჰამად ალ-ტანის მიერ პუტჩის გზით ხელისუფლებიდან მოცილებული. 1971 წელს როდესაც ბრიტანელებმა ქვეყანა დატოვეს ყატარმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თავიდან ჩაფიქრებული იყო გაერთიანებულ საემიროებთან და ბაჰრეინთან ერთად ერტიანი სახელმწიფოს შექმნა თუმცა ბაჰრეინმა და ყატარმა ეს იდეა უარყვეს და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. 1995 წელს კიდევ ერთი მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფამ მამამის ძალაუფლება ჩამოართვა, 2013 წელს შეიხ ბინ ხალიფამ საკუთარ შვილს თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის დაუთმო ძალაუფლება. ყატარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყის პირველ და მეორე კამპანიაშიც, მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული აშშ - ს სამეთაოურო შტაბი და ამერიკული ფლოტილიის ლოჯისტიკის ბაზა. ყატარის მოსახლეობა 2,3 მლნ ადამიანია, სადაც მხოლოდ 1/7 ნაწილი არის ყატარის მკვიდრი მოსახლეობა დანარჩენები ძირითადად ინდოსტანის ნახევრაკუნძულიდან მოსულები, ყოველი მესამე არის ინდუნი ან პაკისტანური წარმოშობის, ყოველი მეექვსე არის ნეპალელი, დაახლოებით 7 % არიან დანარჩენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე დიდი სათვისტომო ჰყავთ ფილიპინელებს, ყატარის მოსახლეობის სტრუქტურაში უკიდურესად დიდია ფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, რაც 1/3 არის. ქვეყნის სახელმწიფო ენა არის არაბული, თუმცა ინგლისური და სპარსული ეკონომიკაშ დიდი როლს თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანი ჰინდი და ურდი მოლაპრაკეთა დიდი რაოდენობის გამო. ასეთი ეთნიკური სიჭრელის მიუხედავად ყატარის ხელისუფლება მყარად დგას და უცხოლებს რაიმე პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნიათ, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიმდიდრეა. დღევანდელი ყატარის მდგომაროებაზე შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს გლობალურად მნიშვნელოვან სახელმწიფოს და რეგიონში ერთ-ერთ წამყვნა ქვეყანას, რასაც უზრუნველყოფს მისი ნავბობ და გაზის საბადოები, 1974 წელს ყატარის ხელისუფლებამ ნავთობ ინდუსტრიის ნაციონალიზაცია მოახდინა რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარი სახელმწიფოსთვის ძლიერ ეკონომიკურ დასაყრდენს, ყატარის ნავთობ რეზერვები შედარებით მცირეა და მისი მოპოვებაც შეზღუდულია, სანაცვლოდ ქვეყანა განკარგავს მსოფლიო გაზის რეზერვების 13,3 % - ს, რაზეც კდიეც ამყარებს საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, 2003 – 2013 წლებში გაზის მოპოვება 5 - ჯერ გაიზარდა და ის აშშ-ს, რუსეთის და ირნაის შემდეგ მსოფლიოს ნომერ მეოთხე გაზის მომპოვებელი ქვეყანა იყო, ყატარში გაზის მოპოვების შემდეგ ხდება მისი გათხევადება და ასეთი სახით ხდება მისი ექსპორტირება, თხევადი გაზის წარმოებაში ის მსოფლიოს ყველაზე დიდი მწარმოებელია და თხევადი გაზის 1/3 აწარმოებს, ის ასევე ფლობს მსოფლიო გაზის გამათხევადებელი სიმძლავრეების უდიდეს ნაწილს, რას ლაფანის გამათხევადებელი საწარმო 300 კვ/კმ - ზე არის გაშლილი. 2013 წლისთვის ყატარის გაზის ექსპორტის 22 % მოდიოდა ევროკავშრის ქვეყნებსზე 71 % აზიის ქვეყნებზე, ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ტაივანი, გაზის მაღალი ფასისა და მოპოვების სწრაფი ზრდის გამო 2009 – 2014 წლებში ყატარის მშპ გაორმაგდა, 95 მლრდ დოლარიდან 218 მლრდ დოლარამდე. ხოლო 2000 წლიდან 2014 წლამდე შუალედში ყატარის სავალუტო და ოქროს რეზერვები 40 - ჯერ გაიზარდა და 400 მლრდ დოლრას მიაღწია, ვინაიდან ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან კაპიტალს განკარგავს, რა თქმა უნდა ის ცდილობს მოახდინოს ამ ფულის სწორი დაბანდება და ისეთ სფერობეში ინვესტირება რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობ დამოკიდებულოების შემცირებას და კაპიტალის ეს რაოდენობა ასევე უფლებას აძლევს მას რომ გააჩნდეს ძლიერი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები. ყატარის საინვესტიციო საქმიანობას განაგებს ყატარის საინვესტიციო სააგენტო ( Qatar Investment Authority ). სააგენტოს აქვს საინვესტიციო სტრატეგია რომლის მიხედვითაც, ისინი ცდილობენ ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან დარგში შესვლას და ფულის დაბანდებას, მაგალითად უძრავი ქონება ჩინეთში, ეკო - ქალაქ ტიან ძინში ინვესტირებით, სოფლის მეოურნეობა სუდანში, ინდუსტრია გერმანიში ფოლკსვაგენის აქციების შესყიდვით, სპორტი საფრანგეთში პარიზ სენ - ჟერმენის შესყიდვით, ფინანსური სექტორი ლონდონში. მთლიანობაში ყატარს დაახლოებით 40 ქვეყანაში აქვს ინვესტიცია ჩადებული, რაც მას დამატებით გარდა ფინანსური ასევე დიპლომატიური დივიდენდებითაც უზრუნველყოფს. ყატარის საგარეო პოლიტიკურ სიძლიერეს გარდა კაპიტლისა ასევე უზრუნველყოფს მისი ძლიერი საინფორმაციო ფრონტი, რომლეიც წარმოდგენილია ტელეკომპანია ალ-ჯაზირას სახით, ტელეკომპანიას გააჩნია არხების მრავალფერობანი ჩამონათვალი რომელიც 2 ენაზე ინგლისურად და არაბულად მაუწყებლობს, მთავარი არის საინფორმაციო დანაყოფი, ტელეკომპანიის სიგნალის მიღება შესაძებელია სატელიტური და კაბელური საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით, სიგანილი 140 - ზე მეტ ქვეყანაშ ვრცელდება და თეორიულად ის 270 მლნ ოჯახში შეიძლება იქნეს მიღებული. 2011 წელს ალ-ჯაზირა ფართოდ აშუქედბა არაბულ გაზაფხულს და ყველა ქვეყანაში მხარს უჭერდა ოპოზიციას მმართველი დიდქტატურის წინააღმდეგ, გარდა ბაჰრეინისა სადაც ის ოპოზიციის გამოსვლას რევოლუციად არ აღწერდა. გარდა საინფორმციო საშუალებების ქვეყანა პოლიტიკურადაც ფართოდ არის ჩართული რეგიონულ პრობლემებში, 2008 წელს ყატარი წარმოდგენილი იყო ლიბანის პრობელემებში, 2009 წელს ყატარი ჩაერთო სუდანში დარფურის საკითხის განსახილველად, 2010 წელს ის ცდილობდა მომრიგებლის როლი ეთამაშა ერიტრეასა და ეთიოპიას შორის. 2011 წლიდან არაბული გაზაფხულის დაწყების შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი როლის თამაშის შესაძლებლობა გამოუჩნდა, 2011 წელს მარტიდან ოქტომბრამდე ის მონაწილეობას იღებდა ლიბიაში მიმდინარე კადაფის საწინააღმდეგო ოპერაციაში და იბრძოდა ნატოს გვერდით, რაც მისი მიზნის მიღწევით კადაფის ჩამოგდებით დასრულდა, სირიის კონფლიქტში ქვეყანა რეალურად მხარს უჭერს ყველაზე რადიკალურ დაჯგუფებეს თუმცა ქვეყნის მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს შედარებიტ ზომიერ ოპოზიციას და ცდილობს მოლაპრაკებების დროსაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. გარდა ამისა ყატარის ხელისუფლება მხარს უჭერდა მუსლიმ ძმებს, უკვე რევოლუციის შემდგომ პერიოდში, 2011 – 2014 წლებში ტუნისში ხოლო 2012 – 2013 წლებში ეგვიპტეში, ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიელბის შემდეგ ყატარმა დაკარგა მუსლიმი ძმები და მუსრის მხარდაჭერა, ამ დროს კი საუდის არაბეთი მხარს უჭერდა ალ-სისის და სამხედროებს, საუდის არაბეთში ყატარის მიერ მუსლიმი ძმების მხარდაჭერას აღიქვამდნენ, როგორც საუდის წინააღმდეგ წასვლას და მუსლიმი ძმების ეგვიპტეში დარჩენა გამოიწვევდა მათ უკუ მხარდაჭერას ყატარის მიმართ რითაც ის კდიევ უფრო გაძიერდებოდა რეგიონში. ყატარის არაბულ სამყაროში ასეთი წინ წამოწევა ყველაზე უფრო გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ეგვიპტეში მოხდა რევოლუცია და ქვეყნას დიდი საშინაო პრობლემები აქვს, ერაყში არის ომი ისლამურ სახელმწიფოსთან და შიდა კონფესიური და ეთნიკური დაპირისპირება, საუდის არაბეთში შექმნილი რთული სიტუაცია თუ ვინ გახდება ტახტის მომავალი მემკვიდრე, ირანი ჯერ კიდევ სანქციების პერიოდის გავლენის ქვეშ არის, ეს ყველაფერი აძლევს ყატარს შესაძლებლობას თავი იგრძნოს თავისუფლად და ეცადოს საკუთარი პოლიტიკის გატარებას რეგიონშ და თავი ძლიერ მოთამაშედ წარმოადგინოს.
ყატარის გაზისა და ნავთობის საბადოების განლაგება |
Abonnieren
Posts (Atom)