Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Mittwoch, 22. Juni 2016

სამოთხე და ევროკავშირი


    სამოთხეში მოხვედრა ყველა მორწმუნისათვის უმაღლესი დავალებაა, რისთვისაც ცოცხლობს და იღწვის, მთელ თავის ცხოვრებას ატარებს, როგორც დიდ გამოცდას და გზას, რომელმაც უნდა გაარკვიოს მოხვდება თუ არა ის სამოთხეში.  
      როგორც ცნობილია სამოთხეში მოხვედრა არ მოხვედრის საკითხს ერთადერთი ვინმე წყევტს და ეს თვითონ თითოეული ინდვიდი არის. მას შემდეგ რაც ადამიანმა სამოთხეში დიდი მიქარვა ჩაიდინა და ისეთი რამ დააგემოვნა, რაც მისთვის ნაადრევი და აკრძალული იყო ( ცნობისმოყვარეობაა ეგ :) ) ღმერთმა კარი გამოუჯახუნა და სანაცვლოდ გამოატანა ცნობიერება და განსჯის უნარი, რომლის ძალითაც მოგვეცა შესაძლებლობა ვიაზროვნოთ თავისუფლად და გადავწყვითოთ საკუთარი ბედი, თუ სად ვიქნებით, როგორ გავატარებთ ცხოვრებას და რას მივიღებთ მომავლისგან და სად ამოვყოფთ თავს სიკვდილის შემდეგ. 
     ზოგადად ღმერთი მზად არის მიიღოს ყველა სამოთხეში, მაგრამ პრობლემა არის ჩვენი საკუთარი თავი, რომელიც სამოთხის წესებთან არათავსებადია ჩვენივე ცხოვრების სტილის გამო, ანუ რომც მიგვიღონ ვერ გავჩერდებით შეიძლება ითქვას, ვინაიდან ყველას იქ მიუწევს გული სადაც მისი ქცევისთვის შესაფერის გარემოს მოელის. შესაბამისად ვინც სამოთხეში ვერ ხვდება ალტერნატივად ჯოჯოხეთი რჩება ( სალხინებელი მართლმადიდებლობამ გამორიცხა )  
    ჩვენ კი გვეძლევა თავისუფალი გონება და განსჯის უნარი, თუმცა ამ თავისუფალ გონებას და განსჯას სჭირდება გაწვრთნა, იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს ის მდგომარეობა და სიტუაცია, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს სამოთხეს ანუ ადამიანმა მთელი ცხოვრება ისე უნდა უნდა გაატაროს, რომ ყველგან შეამჩნიოს ჩაძინებული და ჩამალული ეშმაკი და მას გაუაზრებლად არ შეეფეთოს და აჰყვეს. განსჯის უნარი ვინაიდან გამოცდილებისგან ისწავლება, ადამინები ხშირად ცდებიან და ცოდვაში ვარდებიან თუმცა ღმერთმა აედნაც მოგვცა გამოსავალი და აღსარება შეგვიძლია ჩავაბაროთ. 
    სამოთხიდან გამოგდების მექანიზმი არ არსებობს, იმ ქვეყნიდან დაბრუნებული ბევრი არის მაგრამ ის ვინც საბოლოოდ წავიდა და სამოთხეში მოხვდა ის სამუდამოდაც იქ რჩება, აი, ჯოჯოხეთიდან გამოყვანის მექანიზმი კი ნამდვილად არსებობს, რაც პირველ რიგში ამ დაკარგული სულის უფალთან ადვოკატირებს გულისხმობს, რომ ის ნამდვილად იმსახურებს სამოთხეში ყოფნას.   
      ახლა ეს ყველაფერი განვიხილოთ იმ კუთხით, თუ რატომ ვერ ხვდება საქართველო ევროკავშირში, მიუხედავად რომ იმისა, რომ ასეთი კარგი ხალხი ვართ ქართველები და ასე ძალიან მოგვწონს ევროპული ხელფასი ( თვეში მინიმუმ 1,500 ), ევროპულ ფასეულობებზეც ასე თუ ისე ვთანხმდებით, ყოველშემთხვევაში თუ ჩვენ ისე მოგვექცევიან, როგორც ევროპული ფასეულობები მოითხოვს უკმაყოფილო არ დავრჩებით. კიდევ ქართველები არც, ისე ბევრნი ვართ, რომ ჩვენი ევროკავშირში მოხვედრით დიდად შევცვალოთ ევროკავშირის შინაარსი, სულ ტარტაროზები, რომ ვიყოთ საქართველოს ეს 3,7 მლნ მოქალაქე მაინც ვერაფერს ვუზმათ ნახევარმილიარდიან კავშირს.  
      ახლა სამოთხის და ევროკავშირის გზას პუნქტებად გავყვეთ, საქართველომ დამოუკედბლობის დაბრუნებისთანავე განაცხადე, რომ ის შეუდგა ევროკავშირს და თავის უმაღლეს მოვალეობად და სიცოცხლის აზრად ევროპელობა და ევროპული ღირებულებები აღიარა. 
     ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროკავშირში მოხვედრაც მხოლოდ ჩვენი გადასწყვეტია, ევროკავშირიდან არავინ არ გვაძალებს აუცილებლად ჩვენნაირი იყავითო, ( კარგი იქნება თუ ჩვენს ღირებულებებს გაიზიარებთ, თორე ისე ჩინეთთანაც კარგი და მომგებიანი ურთიერთობა გვაქო ) ჩვენი მეზობლები კი საერთოდ თვითონ არიან ჯოჯოხეთის გზას შემდგარი და ალბათ პირიქით გაუხარდებათ, თუკი ჩვენც მათთნაირი ვიქნებით. ჩვენთვის ევროკავშირი ჯერ არც გაუღიათ, რომ გამოეჯახუნებინათ, თუმცა ახლა უკვე არ შესულზე აპირებენ ისეთი კარის გაკეთებას, რომ შიგნიდან მიხურულიც ადვილად გამოგვიჯახუნონ.  
     ევროკავშირიც მზად არის, მიიღოს ყველა ვინც გაიზიარებს მის ღირებულებებს, გულშიც ჩაგიკრავენ თუნდაც რუმინეთი ან ბულგარეთი იყო, ეს ხომ ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ ჯერ ამ ორმაც ვერ გაიგო ბოლომდე, რომ ევროკავშირი ის სამოთხე არ არის სადაც რუმინულ მაფიის წესებით უნდა იცხოვრო ან ბულგარულად იმათხოვრო და საქართველოსთვის, ხომ სრუალიდ წარმოუდგენელი და მიუღებელია ცხოვრების ის წესი, რაც ევროკავშირში აქვთ, დილის 10 - 11 საათზე მუშაობის დაწყებას მიჩვეული ადამიანისთვის ევრო რეგულაცია, რომ სამუშოა პირნათლად უნდა შეასრულოს და მეზობელი და სანათესაო არ დაიხმაროს ცოტა უცნაური მაინც იქნება და ნამდვიალდ არ მოუნდება ასეთ ხალხთან ცხოვრება. ანუ არც ჩვენ ვართ ჯერჯერობით ევრო სამოთხესთან თავსებადი. სალხინებელი არც აქ არის, ანუ ან გავიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს ან არა. ( და :) ) 
      როგორც ღმეთმა მისაც ადამიანს თავისუფალი გონება და განსჯა, ასევეა დასავლური ღირებულებებიც, რომელიც ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ თივთონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, თუ სად უნდა, რომ გაერთიანდეს, როგორ უნდა იცხოვროს და მართოს საკუთარი თავი. თუ დიქტატურას ავაშენებთ მაშინ ყველაფერი მარტივად იქნება და ზუსტად გვეცოდინება სად ამოვყოფთ თავს, ხოლო ის ვინც დემოკრატიის მშნებლობას იწყებს, მას მოუწევს ეს დემოკრატია გამოზარდოს, ასწავლოს მას იმის გამოცნობა, თუ რა ქცევამ შეიძლება მიიყვანოს ის ჩაძინებულ და ჩამალულ დიქტატურასთან, რომელიც ეშმაკივით სულ ყველა იმ სიკეთის დაპირებას იძლევა, რაც ასე აკლია ჩვენს გულებს. დემოკრატია ზოგადად მოცემულობა არ არის და ის დროში ისწავლება ისევე, როგორც განსჯის უნარი. დემოკრატიის სწავლის პროცესში საქართველომ უკვე დაუშვა უამრავი შეცდომა, თუმცა უკვე ბევრ მათგანს გულწრფელად ვნანობთ და ზოგს საჯაროდაც განვიხილავთ, ევროკავშირიც და ევროპული ღირებულებებიც გაგვიღებს კარს და შეინდობს ჩვენს აღსარებას თუკი ამ ყველაფერს მანამდე მოვახერხებთ, როდესაც მოვითხოვთ რომ ევროპის კარი გაგვეღოს. 
   ევროკავშირსაც არ აქვს, გამოგდგების მექანიზმი ვინც იქ მოხვდება უკვე იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და მთელი მისი დარჩენილი ცხოვრებაც უნდა დაიცვას ეს ღირებულებები, თორემ მერე სულიაერი მღელვარება დაეწყება და საბერძნეთივით, იტალიასავით ან ბრიტანეთვით შეიძლება თვითონ დაიწყოს იმის მცდელობა, რომ სამოთხე მიატოვოს.  ბევრმა ქართველმა ნახა უკვე ევროპა, ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები მოქმედებაში და ისინიც კი აღიარებენ მის უპირატესობას ვინც იქ ჯოჯოხეთის გზას გაუყენა საკუთარი თავი, ეს ხალხი კლინკური სიკვდილით მონაკვდავებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინც იცის სამოთხე რა არის და ახლა უკან მობრუნდენენ და იმქვეყნიურ ამბებს ყვებიან. აი ჩვენს ჯოჯოხეთიდან დახსნას რაც შეეხება და იმას, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ, თუ არა ევროკავშირში მოხვედრას, მაგ ყველაფერს საკმაოდ კარგად აკეთებენ ის ქვეყნები ვისაც ჩვენთან ერთად სურს მოხვდეს ევროკავშირში, ან უკვე იქ არიან და უნდა ჩვენი თავი გამოგლიჯონ ამ გზას, რომელიც იმდენად რთულია, რომ შეიძლება ცდუნებას ვერ გავუძლოთ და ის სამოთხისკენ მიმავლის ტვრითი უცებ მოვიხსნათ და გზა გავაგრძელოდ უტვირთოდ და უმიზნოდ რაც ადვილი იქნება, მაგრამ უმიზნოდ მოსიარულეს გზა სწრაფად უმოკლდება და ვინც სიარულს აჩერებს ის დიდ ქალაქს ვერ მიაღწევს. 
    საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს შანსი და თანაც ნამდვილად, რომ შევითვისოთ ევროპული ღირებულებები, რომლებიც პირველ რიგში სწორედ ქრისტიანობას ეყრდნობა და მთელი მისი განვითარება ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით ჩამოყალიდბა.  და თუ ჩვენს ქვეყანში მოსახლეობის 83 % რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს თუ მართლა იმ გადაწყვეტილებით ცხოვრობს, რომ ეს ცხოვრება ისე განვლოს, რომ სამოთხეში მოხვდეს, მე მჯერა, რომ საქართველო უფრო მალე მოხვდება ევროკავშირში ვიდრე ეს ხალხი სამოთხეში ( მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს 83 % იმიტომ წერდა ქრისტიანი ვარო, რომ უფრო ის არ იცოდა სხვა რა შეიძლება ყოფილიყო)  

P:S. მარქს მარქსისიტის გამოსვლა აჩვენესო და მაქრქსმა მე მარქსისიტი არ ვარო, ალბათ ქრისტეც ეგრე იტყოდა საკუთარ თავზე, იმ ქართველი ქრისტინებისთვის, რომ ეს ესმინა ხალხს, რომ დღე-დრეზე მეორეთ მოსვლით აშინებენ, მაშინ როდესაც ბიბლიაში თვით ქრისტეს სიტყვები წერია, რომ : ,, მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამდე მხოლოდ მამამ". ასე, რომ ის ვინც საქართველოს ევროკავშირში და ევროპულ ღირებულბებთან ვერ ხედავს ჯობია თავი შეიკავოს წინასწარ მეტყველებისგან.   

    P.P.S. ევროპულ ღირებულბებთან სხვა ყველა დიდი რელიგიაც ძალიან ადაპტირებულია, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ ქადაგებს ერთმა ადამიანმა მეორეს ზიანი მიაყენოს და ათესიტებიც იზიარებენ ჰუმანუზმის იდეებს, ვინაიდან უმეტსწილად მათი გაათეისტება სწორედ ამ ჰუმანიზმის იდეებმა განაპირობა. ასე, რომ ევროკავშირისკენ გზა ყველანაირად ხსნილია, თუკი რაიმე სახით მაინც ვიცხოვრებთ, როგორც ჭეშმარიტი, ქრისტიანი, მუსლიმი ან თუნდაც ათეისტი განმსჭვალული ჰუმანიზმით.