Dienstag, 30. Juli 2019

რუსეთის კიბერჩართულობა დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში

მრავალი იდეოლოგიური მიმდინარეობა და მმართველობის ფორმა არსებობს, მაგრამ მათ შორის, არჩევითი დემოკრატია არის მხოლოდ რომელმაც თავისი ეფექტურობა ბოლომდე დაამტკიცა და დღემდე ურყევად მიიჩნევა, მმართველობის საყოველთაოდ მიღებულ ფორმად. ქვეყნები სადაც საარჩევნო დემოკრატია ადრევე დამკვიდრდა აჩვენებენ თავიანთ წარმატებას, ეკონომიკურ და სამხედრო დარგში, ქვეყნებში სადაც ადამიანის ხმის უფლება მაღალ დონეზეა დაცული, ასევე კარგად იცავენ ადამიანის უფლებებს. ხმის უფლება არის, ისი ძირითადი, საბაზისო, რაზეც დაეფუძნა, წარმატებული ქვეყნების მომავალი და მისი შერყევა, ჩამორთმევა და უგულებელყოფა იწვევს სახელმწიფოს დასუსტებას. სწორედ საყოველთაო ხმის უფლება და დემოკრატია შეიძლება ჩავთვალოთ დასავლეთ ევროპის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლად. დემოკრატიულ ქვეყნებს შორის დაბალია დაპირისპირების ალბათობა და თუკი გაუგებრობა ჩნდება, მისი მოგვარებაც მშვიდობიანი გზით ხდება, ვინაიდან როგორც წესია მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მზად, რომ საკუთარი სიცოცხლით გარისკოს, თუკი უშუალოდ მის სიცოცხლეს უკვე არ ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისი თუ რა დევს სასწორზე.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი, ყველა ამ სიკეთისა ელექტორალურ დემოკრატის მტრებიც ჰყავს, რომლებიც მას ემუქრებიან და ცდილობენ წაართვან ასე, რთულად მოპოვებული საზოგადოებრივი პოლიტიკური თავისუფლებები. დღევანდელ დღეს, როდესაც სამყარო დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, რომლებიც არღვევენ დამკვიდრებულ ცხოვრებისეულ სიმშვიდეს, სიახლე ხშირად აღიქმება ცუდის მომტანად, გლობალიზაცია, უმცირესობათა უფლებები, ტრადიციების რღვევა ის მოვლენებია, რომლებიც იარაღად იქცევა მემარჯვენე პოპულისტების და სხვადასხვა, გავლენების მოპოვებისთვის მებრძოლი ჯგუფების ხელში.
სახელმწიფოს დონეზე წარმოებული პროპაგანდა, არ წარმოადგენს სიახლეს და ის მუდმივად გამოიყენებოდა მტრის გასახლეჩად, ახალი მოკავშირეების გადმოსაბირებლად, სამომავლო ქმედებების გასამართლებლად და მოსახლეობის სამართავად. თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უკიდურესად ადვილია, ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება და ანალიზი, ასევე მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის წინასწარმეტყველება თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, როდესაც უკვე არსებობს გამოკვეთილი ტრენდები, საჭირო ქმედებით უკვე შესაძლებელი შეცვალო განვითარების მიმართულება. მიმართულების შესაცვლელად კი საჭიროა ახალი ინფორმაციის შექმნა და საჭირო ადამიანებზე მიწოდება, რომლებიც შემდეგ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას. არსებულ ინფორმაციულ ზღვაში, რთულია გაარკვიო, რამდენად შეესაბამება, ახალი ინფორმაცია სიმართლეს და ხშირად ადამიანები ახალ ამბებს, გადაუმოწმებლად ღებულობენ როგორც სიმართლეს, ვინაიდან წყაროს დადასტურება და გადამოწმება საკმაოდ დიდ დროის რესურს მოითხოვს, ასევე საკმაოდ ხშირად ახალი ამბავი ემთხვევა მის განწყობილებას და არც ცდილობს, იმის გარკვევას თუ რამდენად სწორ ინფორმაციას ავრცელებს წყაროს.
დედამიწაზე 4,437 მლრდ. ადამიანს აქვს წვდომა ინტერნეტთან, ინტერნეტის მოხმარების დონე განსაკუთრებით მაღალია ევროპასა (86%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (89,5%), სწორედ ინტერნეტი გახდა ინფორმაციული საუკუნის მთავარი მამოძრავებელი, ახალი ამბების გავრცელებაში კი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოციალური მედია, ყოველდღიურად 1,56 მლრდ ადამიანი იყენებს ფეის ბუქს სადაც ინფორმაციის გავრცელება არანაირ შეზღუდვას არ ემორჩილება. ინტერნეტი გახდა ჩვენი საუკუნის ერთ - ერთი იარაღი, პროპაგანდის წარმოების საშულება, მოსახლეობის აზრების წაკითხვის და ანალიზის ყველაზე იაფი და მოსახერხებელი საშუალება.
ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის, შედეგად ვიღებთ ელექტორალური დემოკრატიის მტერს კიბერ დანაშაულს. კიბერ დამნაშავეებს შეუძლიათ, დიდი რაოდენობის ინფორმაციის სწრაფად მოპოვება და ანალიზი, სხვადასხვა სახელმწიფოების და ორგანიზაციების ციფრულ ქონებაზე წვდომის მოპოვება, დაზიანება და შეცვლა. ციფრული ტექნოლოგიები ერთის მხრივ კარგი საშუალებაა, ეფექტური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად და საკუთარი მოსახლეობის განწყობის შესასწავლად, რათა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა მეორეს მხრივ იგივე ტექნოლოგია მოწინააღმდეგის ხელში, შეიძლება იქცეს ცეცხლზე ნავთის დასხმად, სხვადასხვა სოციალური გამოწვევის დროს.
მოსახლეობის განწყობის ინტერნეტ სივრცეში შესწავლით, თავდაპირველად კომერციული ორგანიზაციები და სავაჭრო პლატფორმები დაინტერესდნენ, რათა თავიანთი შეთავაზება მოერგოთ მომხმარებლის სურვილზე და შეექმნათ გაყიდვების წამახალისებელი მარკეტინგი, თუმცა ინფორმაციის შეგროვების მეთოდებს და ტექნოლოგიების სახელმწიფო ორგანოებიც სწრაფად დაეუფლნენ და ის განსაკუთრებით საშიში არის ავტოკრატიული და ტოტალიტარული სახელმწიფოების ხელში, სადაც არ ერიდებიან საკუთარი მოსახლეობის ექსპლუატაციას, რა თქმა უნდა ცდილობენ არიონ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაც.
ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები განსაკუთრებით ძლიერ იარაღად იქცა რუსეთის ხელში, ქვეყანა რომელიც აკონტროლებს ინფორმაციულ ნაკადებს საკუთარ ტერიტორიაზე და ქმნის მისთვის ხელსაყრელ რეალობას ვირტუალურ სივრცეში, არ ერიდება იგივე გააკეთოს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
მოცემულ ნაშრომში განხილული, იქნება რუსეთის ჩარევა 5 სახელმწიფოს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის , აშშ - ს, საფრანგეთის და გერმანიის არჩევნებში, 2014 – 2018 წლების შუალედში, ასევე თუ რა მეთოდებით ცდილობდა რუსეთი ამ ქვეყნებში ობიექტური რეალობის შეცვლას და თუ რისი მიღწევა შეძლეს მათ.
2016 წლის აშშ - ის საპრეზიდენტო, არჩევნები იყო ის კატალიზატორი, რამაც სერიოზულად დააფიქრა დემოკრატიული სახელმწიფოები არჩევნების გზით ქვეყნის შიდა საკითხებში ჩარევის საკითხში, აშშ - ში და შემდეგ ევროპაშიც დაიწყეს ვითარების კვლევა და ფაქტების მოძიება, რის შედეგადაც კვალი ხშირად მიდიოდა რუსეთთან და რუსეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც გეგმაზომიერად ერეოდნენ, საარჩევნო პროცესში, ეს იყო სრულიად ორგანიზებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გამიზნული შეტყობინებების გაგზავნით ცდილობდნენ შეეცვალათ ამომრჩევლის დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური პირის მიმართ.
რუსეთის მიერ ჩადენილი კიბერ დანაშაული, ხორციელდებოდა სამი დონის აქტორების მიერ.
·                     უშუალოდ სახელმწიფოს მიერ, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურები, დავალებას იღებდნენ, რომ ეწარმოებინათ ოპერაცია არჩევნების მანიპულირებისთვის.
·                     სახელმწიფოს მიერ წახალისებული კიბერ დანაშაული, როდესაც სახელმწიფო ორგანოები ან და კერძო დაწესებულებები, არა ოფიცალური დავალებით, ახდენდნენ საარჩევნო პროცესში ჩარევას, რათა მხარი დაეჭირათ სახელმწიფოს მიზნებისათვის.
·                     სახელმწიფოზე მიმხრობილი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ცდილობდნენ, სახელმწიფო მიზნებზე მიყოლას. 
არჩევნებში ჩარევის დროს, რუსეთმა გამოიყენა 6 სხავადასხვა სახის ქმედება, რათა მოეხდინა შედეგების მანიპულაცია.
·                     ციფრული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია/დაუფლება. რუსეთი ახდენდა, სამიზნე სახელმწიფოს, IT ინფრასტრუქტურის დაზვერვას და ცდილობდა მასზე დაუფლებას, რათა შემდეგ ის ემართა საკუთარი მიზნებისთვის, თავს ესხმოდა ქსელებს და კვანძებს, ცდილობდა ეპოვნა სისუსტე და შეეღწია მის მართვაში.
·                     ხმების მანიპულაცია. ხდებოდა ხმების დათვლის პროცესში ჩარევა, მონაცემების გადაცემის დროს, მიცემული ხმების, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების მანიპულაცია, რათა მოქალაქეები დაეჭვებულიყვნენ, არჩევნების შედეგების სიზუსტეში.
·                     სტრატეგიული პუბლიკაციები. საჯაროდ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული ინფრასტრუქტურის დაუფლების შედეგად და ამ ინფორმაციის მეშვეობით საზოგადოებაში გაურკვევლობის და ეჭვის შეტანა.
·                     იდენტობის გაყალბება. გავლენიანი პიროვნებების და ორგანიზაციების იდენტობის გაყალბება/კოპირება და შემდეგ მისი სახელით დამაბნეველი განცხადებების გაკეთება და ინფორმაციის გავრცელება.
·                     სენტიმენტების გაძლიერება/გაღვიძება. ამ დროს, გაყალბებული ან გამოგონილი იდენტობის მეშვებით ხდება, ყალბი ინფომრაციის გამოგონება ან არსებული, შესაბამისი ინფორმაციის და მიზნობრივ აუდიტორიაზე დიდი დოზით მიწოდება, ამომრჩეველში სენტიმენტების გაღვიძება და მათი ყურადღების მნიშვნელოვანიდან სხვა თემაზე გადატანა ან რეალობის აღქმის პერსპექტივის შეცვლა.
·                     გაყალბებული კონტენტი. ეს მეთოდი ყველაზე მეტად გამოიყენება, ამ დროს ხდება სრულიად ახალი ამბების და სიტუაციების გამოგონება, დაწყებული პოლიტიკური მოვლებით დამთავრებული პოლიტიკოსების პირადი ცხოვრებით, იქმნება სრულიად ახალი რეალობა, სადაც ერთი შეხედვით განსხვავებული აქტორები, კულისებში უკავშირდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებით ქმნიან ერთია ჯაჭვს. რაც ფაქტებს მატებს მეტ დამაჯერებლობას, მოვლენების აღწერის დროს აქტიურად ხდება ანალოგიური და დადასტურებული ფაქტების შედარებებად გამოყენება, რაც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს ფაქტს და მომხმარებელი აღარ ცდილობს მის გადამოწმებას.
რუსულ კიბერ ომს ჰყავდა 4 მთავარი შემსრულებელი, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ ჩარევის ოპერაციების შესრულებაში და ასრულებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, პირველი იყო APT-28 (Advanced Persistent Threat) სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც  სხვა ორი სახელითაც, “Fancy Bear” ან “Sofacy,” მოქმედებდა, მოცემულ დაჯგუფება აქტივობას 2014 წლიდან იწყებს, 2015 წელს მათ დაჰაკეს გერმანიის ,,ბუნდესთაგის“ სერვერები, ხოლო 2016 წელს ამერიკული პოლიტიკური ორგანიზაციების სერვერები, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო და იუსტიციის დეპარტამენტი APT28-ს მოიხსენიებს, როგორც რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს ელექტრონული დაზვერვის მთავარ დანაყოფს.                                                                                                                                        მეორე დაჯგუფება რომელიც ერეოდა, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში და ცდილობდა ელექტრონული საშუალებებით, მიეყენებინა ზიანი იყო, APT29, ასევე ცნობილი როგორც “Cozy Bear” ან “CozyDuke“, მოცემულ დაჯგუფებას ბრალად ედება, თეთრ სახლზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე და ეროვნულ დემოკრატიულ კომიტეტზე, კიბერ შეტევების განხორციელება, ორგანიზაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) შემადგენლობაში მყოფ დაჯგუფებას.
მესამე დაჯგუფება არის, ინტერნეტის კვლევის სააგენტო, (Internet Research Agency (IRA)), რომელსაც სათაო, ოფისი აქვს პეტერბურგში, ეს წარმოადგენს ,,ტროლების ფაბრიკას“, რომლის მიზანიც არის გაყალბებული სოციალური ანგარიშების მეშვეობით, პრორუსული იდეების გავრცელება და რუსული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებების მხარდაჭერა და გამართლება, ორგანიზაცია განსაკუთრებით აქტიური იყო, 2016 წელს, ,,ბრექსიტის“ დროს, რომლის დროსაც, გაყალბებული სოციალური მედიის ანგარიშები, აქტიურად უჭერენ მხარს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას.
მეოთხე არის ,,კიბერ ბერკუტი“ დაჯგუფება ძალიან აქტიურად იყო ჩართული, უკრაინის 2014 წლის აქციებში, სახელი აღებულია პოლიციური დანაყოფის, ,,ბერკუტის“ სახელიდან, რომელიც 2014 წლის დემონსტრაციების დროს, აქტიურად ავრცელებდა, პრორუსულ ინფორმაციებს, ორგანიზაცია კავშირში იყო APT-28 დანაყოფთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, სადაზვერვო დანაყოფმა ,,კიბერ ბერკუტი“ შეიყვანა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციების სიაში და მას მოიხსენიებს, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჰაკერულ ორგანიზაციას.


უკრაინა
2014
დიდი ბრიტანეთი 2016
აშშ
2016
საფრანგეთი
2017
გერმანია
2017
სახელმწიფოს ჩართულობის დონე
სახელმწიფოს მიერ მართული
სახელმწიფოს წახალისებით
სახელმწიფოს მიერ მართული
სახელმწიფოს
მიმხრობილი
სახელმწიფოს მიერ მართული
ინფრასტრუქტურის დაუფლება
X
X
X
X
X
ხმების მანიპულაცია
X




სტრატეგიული პუბლიკაციები


X
X

იდენტობის გაყალბება

X
X


სენტიმენტებზე თამაში

X
X
X
X
გაყალბებული კონტენტი
X
X
X

X




უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები: 2014 წლის 25 მაისი


უკრაინაზე განხორცილებული კიბერშეტევა იყო სახელმწიფოს მეირ მართული, 2014 წელს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, უკრაინელებს ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „CyberBerkut“-მა იერიში მიიტანა ხმის დამთვლელი სისტემის საკვანძო ფაილებზე და უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირადი ელ. ფოსტა და დოკუმენტაცია უკანონოდ გაასაჯაროვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სისტემის აღდგენა მოახერხა, თუმცა მასზე ახალი დარტყმები კვლავ განხორციელდა, რამაც არჩევნების შედეგების გამოცხადება დააყოვნა. უფრო მეტიც, აღნიშნული ჰაკერული თავდასხმის წყალობით, ულტრა-ნაციონალისტი დმიტრო იაროში, რომელმაც რეალურად ხმების 1% აიღო, გამარჯვებულ პრეზიდენტად გამოცხადდა.
ანალიზი
·                     ხმებით მანიპულაცია: არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროგრამები, რომლებიც ამომრჩეველთა აქტივობისა და ხმების დათვლას უზრუნველყოფენ, საკვანძო ფაილების წაშლის გამო, 20 საათის განმავლობაში, მწყობრიდან გამოსული იყო.
·                     ინფრასტრუქტურის დაუფლება: „CyberBerkut“-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემაში არჩევნებამდე 2 თვით ადრე შეაღწია და მოპოვებული ელ. ფოსტის შიდა წერილები და დოკუმენტაცია არჩევნებამდე 4 დღით ადრე, საჯაროდ გამოაქვეყნა.
·                     ფაბრიკაცია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიც კიბერ-შეტევის მსხვერპლი გახდა - მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე დმიტრო იაროშმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების მიერ აღნიშნული „შეცდომა“ მყისიერად გამოსწორდა, რუსული მედია „არასწორი“ გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობდა.
შედეგი: პეტრო პოროშენკომ ხმათა 54,7%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა, რომელმაც უკრაინას მეორე ტური აარიდა. მან საპრეზიდენტო ვადის მთავარ ამოცანად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება დაასახელა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და დონბასის რეგიონის სეპარატიზმით დაირღვა. ბოლომდე გაურკვეველია, რამდენად დააყენა  კიბერშეტევამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ.
უკრაინის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალმა განაცხადა რომ ვირუსი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო  კომისიის ელ.ფოსტებისა და ადმინისტრატორის მონაცემებს აგროვებდა, APT28-ის  მიერ ადრეც იყო გამოყენებული.                                                                    ინციდენტი უკრაინული მედიაში ფართოდ გაშუქდა, თუმცა უცხოურ მედიას ამისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმია. უფრო მეტიც, ეუთო-ს საარჩევნო ანგარიშში იგი საერთოდ არ მოხვდა. რუსულ მედიაში, კონკრეტულად რუსეთის პირველ არხზე დაჟინებით აცხადებდნენ არასწორი გამარჯვებულის ვინაობას. 

ბრექსიტის რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოში: 2016 წლის 23 ივნისი


2016 წელს, ბრექსიტის რეფერენდუმამდე, რუსულენოვანმა ბოტებმა ტვიტერზე მძლავრი კამპანია წამოიწყეს, სადაც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული ტვიტერ-ანგარიშები რუსეთის ინტერნეტ-კვლევითი სააგენტოს მიერ იყო მართული, რათა მომხმარებლები Leave.eu-ს პლატფორმაზე გადაემისამართებინათ. ამ ინსტიტუტის გარდა, სხვა რუსულმა აქტორებმა, მათ შორის Russia Today-მ, 1000 აშშ დოლარზე მეტი რეფერენდუმთან დაკავშირებულ რეკლამებზე დახარჯა. 2016 წლის 23 ივნისს, როცა გაერთიანებული სამეფოს მილიონობით მოქალაქე ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე მიდიოდა, ბრიტანეთის ენერგომომარაგების სისტემა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 
ანალიზი
•           ინფრასტრუქტურის გამოყენება: რუსეთმა, რეფერენდუმის დღეს, ბრიტანეთის ენერგოსისტემა ამოიღო მიზანში. 2017 წელს,  გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საჯარო ადმინისტრაციისა და საკონსტიტუციო საკითხების კომიტეტმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები ხმის მისაცემად რეგისტრირდებოდნენ, შესაძლოა, ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი ყოფილიყო.
•           შენიღბული საქმიანობა: რუსეთიდან მართული ტვიტერის ბოტები რეფერენდუმის ხმის მიცემის დღეს მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა მათი გავლენის საზღვრები მაინც შეზღუდული იყო.
•           საქმიანობის გაფართოება: რეფერენდუმამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, ათასობით რუსულენოვანი ტვიტერ-ანგარიში გახშირებულად და გაფართოებულად აქვეყნებდა ბრექსიტის მხარდამჭერ გზავნილებს. 
•           ფაბრიკაცია: რუსული ინტერნეტ-კვლევითი სააგენტოს დაახლოებით 400 ანგარიში დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.
შედეგად გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა 51,89%-იანი შედეგით, მცირედი უპირატესობით დაამარცხეს ბრექსიტის მოწინააღმდეგეები.                      გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების შტაბის ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა საჯაროდ განაცხადა, რომ რეფერენდუმის დღეს, ბრიტანეთის ენერგომომარების სისტემაზე შეტევა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამავდროულად, არსებობს არასაკმარისი საჯარო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ რეფერენდუმის ვებ-გვერდი ჰაკერების სამიზნე გახდა და ამ ოპერაციის უკან სახელწმიფო იდგა. ბრიტანეთის საგამოძიებო სააგენტო განაგრძობს მუშაობას  ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და სოციალური მედიის მანიპულაციებში რუსეთის როლის დასადგენად. 2017 წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ საჯარო შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მცდელობებზე, საზოგადოებაში დაეთესა უთანხმოება რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაციების საშუალებით. ბრიტანულმა და ამერიკულმა მედიამ ფართოდ გააშუქა რუსეთის ძალისხმევა, ზეგავლენა მოეხდინა ბრექსიტზე, მას მერე, რაც რუსეთის სოციალური მედიის მანიპულაცია და რუსეთის მთავრობისა და Leave.EU-ს წარმომადგენლებს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე ინფორმაციები გავრცელდა. მსოფლიო მედიის მიერ მოვლენების გაშუქება გრძელდება მას მერე, რაც Cambridge Analytica- და Facebook ერთობლივად ფოკუსი დებოდნენ ბრიტანელ ამომრჩეველზე და რაც ადგილობრივმა მედიამ ბრიტანული და რუსული  მთავრობების წარმომადგენლები ერთმანეთთან კავშირში ამხილა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, 2016


აშშ-ზე განხორცილებული კიბერ შეტევა, მართული იყო სახელმწიფოს მიერ. 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასაწყისში, რუსი აგენტები ჩაერთნენ მრავალმხრივი გავლენის კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო „ამერიკული დემოკრატიის პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის მოშლა, დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ლანძღვა და მისი არჩევისა და პოტენციური გაპრეზიდენტებისათვის ხელის შეშლა“. ამ კამპანიის ერთ-ერთი ასპექტი დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წელს და მიზნად ისახავდა აშშ-ის პოლიტიკური პროცესების დელეგიტიმიზაციას პოლიტიკურად პოლარიზებული შეხედულებების მეტად წარმოჩენით, რაც ხორციელდებოდა ყალბი სოციალური მედიის ანგარიშებით, რუსეთში ბაზირებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ (IRA) მიერ. კამპანიის სხვა ასპექტი მოიცავდა ამერიკული პოლიტიკური ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით კი „ეროვნულ დემოკრატიულ კომიტეტთან“ (DNC) და „დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტთან“ (DCCC) შეთანხმებებს, შემდგომში კი ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტების გაჟონვის გზით ჰილარი კლინტონის იმიჯის შელახვას.
ინფრასტრუქტურის დაუფლება: რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფებმა APT29 (COZY BEAR) და APT28 (FANCY BEAR) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად  შეაღწიეს DNC-ს ქსელებში. აგრეთვე, APT28-მ DCCC-ს ქსელებზეც მოიპოვა წვდომა. გარდა ამისა, რუსების სამიზნეში აღმოჩნდა 21 საშტატო ან ადგილობრივი საარჩევნო საბჭო.
სტრატეგიული პუბლიკაცია: ГРУ-მ ინფრასტრუქტურული ექსპლუატაციის შედეგად მოპოვებული დოკუმენტები Guccifer 2.0-ის სახელითა და  DCLeaks.com-ისა და Wikileaks-ის პლატფორმების გამოყენებით გაავრცელა. გავრცელება ხდებოდა ეტაპობრივად და კვლავ ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული.
ყალბ ფრონტში ჩაბმა: IRA-მ შექმნა ასობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიში აშშ-ს მოქალაქეების სახელით. ამ ანგარიშების გამოყენებით ეწეოდნენ პოლიტიკურ პროპაგანდას და წავიდნენ იმდენად შორს, რომ შეძლეს მასიური გამოსვლებისა და საპროტესტო აქციების ორგანიზება.
მგრძნობელობის გაძლიერება: IRA-ს მიერ გაკეთებული რეკლამები და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები ემსახურებოდა ისეთ პოლიტიკურ პროცესებზე ყურადღების გამახვილებას, რაც გამოიწვევდა კლინტონის კამპანიის დისკრედიტაციას და პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდას, მაგალითად, რასისტული ხასიათის დაპირისპირებები.
გაყალბებული მონაცემები: IRA-ს მიერ შექმნილი სოციალური მედიის ანგარიშებით ვრცელდებოდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ინფორმაციის მიხედვით, ჰილარი კლინტონს, მისი ერთ-ერთი მრჩეველი, ბენღაზიში მყოფი ამერიკის მოქალაქეების სიკვდილში  სდებდა ბრალს. მეორე ასეთი ინფორმაციის მიხედვით, Google ჰილარი კლინტონის მიმართ მიკერძოებული იყო, რაც მისი სახელის ძებნის შედეგებში აისახებოდა.
შედეგი: არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ ჰილარი კლინტონის დამარცხება. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს საარჩევნო ხმებზე მანიპულაციების პირდაპირი მტკიცებულებები, ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევამ, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური და სოციალური დაყოფა კიდევ უფრო გაამძაფრა და საზოგადოების რწმენა აშშ-ს დემოკრატიული პროცესის მთლიანობაში, შეარყია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, 2017 წლის 7 მაისი


საფრანგეთზე შეტევა, სახელმწიფოზე მიმხრობილი ჯგუფების მიერ განხორციელდა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 5 მაისს, 9 გიგაბაიტი მონაცემები იქნა გამოქვეყნებული, ონლაინ ფაილების გაზიარების პლატფორმა Pastebin-ზე, ფაილები შეიცავდა იმანუელ მაკრონის კამპანიის დოკუმენტებს და იმეილებს, მონაცემები შემდეგ გაზიარებულ იქნა საიტზე 4Chan, სადაც უკვე ნებისმიერს შეეძლო მათი ნახვა, როგორც ჩანს მონაცემები მოპოვებულ იქნა ფიშინგის მეშვეობით და დოკუმენტების ნაწილი იყო რეალური ხოლო დიდი ნაწილი იყო გაყალბებული, ასეთი სტრატეგიით მნახველი უნდა დარწმუნებულიყო გაყალბებული დოკუმენტების ნამდვილობაში.
ანალიზი:
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავდასხმის დროს გამოყენებულ იქნა 3 სახის მოქმედება.
·                     ინფრასტუქტურის დაუფლება: ჰაკერები დაეუფლნენ მაკრონის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე პირების კომპიუტერებს და ფიშინგის მეშვეობით გატეხეს მათი ელექტრონული ფოსტა და დაუფლებული კომპიუტერებიდან მოიპარეს მონაცემები
·                     სტრატეგიული პუბლიკაციები: ფიშინგის მეშვეობით მოპოვებული დოკუმენტაცია, გამოქვეყნებულ იქნა ინტერნეტში, მაშინ როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის განკუთვნილი კამპანიის პერიოდი ამოწურული იყო, რაც მაკრონის საარჩევნო შტაბს ურთულებდა შეპასუხებოდა გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
·                     სენტიმენტების გამოღვიძება: მართულმა და წინასწარ მომზადებულმა ბოტებმა, სოციალურ ქსელებში დაიწყეს ონლაინ კამპანია, ჰეშთეგით #MacronGate, კამპანიის დროს ბოტები აპელირებდნენ ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალებზე, რომლებიც ისევ მათთან აფილირებული დაჯგუფების მიერ იყო მოპოვებული, მოცემულ პერიოდში მართული ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულმა პოსტებმა მთლიანი პოსტების თითქმის ნახევარი შეადგინა.
საბოლოო შედეგი კი გამოვიდა ის, რომ მაკრონის საპრეზიდენტო კამაონია მნიშვნელოვნად არ დაზარებულა და მან არჩევნები მარი ლე პენის წინააღმდეგ ხმების 66,1 -%-ით მოიგო.                                                                                                                   თავდაპირველად სხვადასხვა რესურსის მიერ, მაკრონის კამპანიაზე თავდასხმა მიწერილი იქნა რუსულ დაჯგუფება APT28-ზე, მათ შორის ამერიკული US CYBERCOM ხელმძღვანელის, მაიკ როჯერსის და კიდევ ორი ამერიკელი კიბერ უსაფრთხოების კომპანიის მიერ. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, საფრანგეთის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გულემ პოუპარდმა  განაცხადა, რომ არ არსებობდა ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსული მხარე იყო ჩართული მაკრონის კამპანიაზე თავდასხმაში და ეს უფრო იყო, რომელიღაც მცირე შესაძლებლობების მქონე დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმა.
მომხდარი მოვლენები კარგად არ ყოფილა გაშუქებული ფრანგულ მედიაში, რაც სხვადასხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული. საფრანგეთის საარჩევნო კომისიამ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელიც გმობდა მონაცემების უკანონოდ მოპოვებას და ეჭვის ქვეშ აყენებდა მოცმეული მონაცემების სანდოობას. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 48 საათით ადრე უდნა შეწყდეს საარჩევნო კამპანია და სრულიად იკრძალება, მედიის ყოველი სახის გამოყენება, საკამოდ რთულია განისაზღვროს თუ რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა, მაკრონის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სიძლიერეზე, თუმცა საბოლოოდ გაკვეთილმა, რომელიც ნასწავლი იყო რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის დროს, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და საზოგადოება მენტალურად მომზადებული შეხვდა მოცემულ ფაქტს და ფრანგულმა საზოგადოებამ შედარებით მარტივად გაუძლო კიბერ თავდასხმას და ორგანიზებულ კიბერ შეტევას.

გერმანიის ფედერალური არჩევნები, 2017 წლის 24 სექტემბერი


გერმანიაზე განხორცილებული კიბერ შეტევა, მართული იყოს სახელმწიფოს მხრიდან, 2015 წელს, გერმანული პოლიტიკური პარტიების და სამთავრობო დაწესებულებების სერვებიდან მოიპარეს სხვადასხვა ინფომრაცია, უმეტესად ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, ძირითადი დარტყმა მიყენებული იქნა, ბუნდესთაგზე, კაცლერ, ანგელა მერკელის ოფისზე, გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის რესურსებზე, თუმცა მონაცემები არსად არ გამოქვეყნებულა. მონაცემების მოპარვის ფაქტს, მალე გამოეხმაურა რუსული მედია და ძირითადად გაყალბებული და წინასწარ დადგმული სიუჟეტებით, სადაც ყველაფერი ახსნილი იყო, როგორც სიდა გერმანული დაპირისპირება, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, ამას თან ერთვოდა კამპანია სოციალური მედიაში, მსგავსად ამერიკის 2016 წლის საარჩვენო კამპანიისა, აქაც   მთავარ როლს სიმართლის და ტყუილის ერთმანეთში არევა თამაშობდა. 
გერმანიაზე შეტევაში გამოყენებულ იქნა სამი სტრატეგია, პირველი იყო ინფრასტრუქტურის დაუფლება: 2015 წელს ჰაკერების დაჯგუფებამ APT28, ადმინსტრატორული წვდომა მიიღო ბუნდესთაგის ქსელზე და დააკოპირა 16 გიგაბაიტი მონაცემები, ძირითადად ელექტრონული მიმოწერა, ბუნდესტაგში მომუშავე თანამშრომლებს შორის, მოცემული მონაცემები არასდროს არ გამოქვეყნებულა; მეორე რაც გამოიყენეს ეს იყო სენტიმენტების გამოღვიძება: გერმანულენოვანი რუსული მედია საშუალებები, ფოკუსირდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მიგრაცია და უცხოელი მიგრანტები გერმანიაში, მათი ქცევა და ხატავდნენ, მათ როგორც დამნაშავეებს, რის შედეგადაც ახდენდნენ საზოგადოების პოლარიზაციას, თუმცა ეს ყველაფერი, იმგვარად იყო მართული, რომ გერმანულ სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალები უფრო მეტად აფილირებული იყო, ამერიკულ მემარჯვენე ორგანიზაციებთან და რუსული მედიაც მსგავსად აშუქებდა, მესამე რასაც რუსელი მხარე იყენებდა გერმანიაში ეს იყო გაყალბებული კონტენტი: გერმანიაში არსებული, გერმანულენოვანი რუსული მედია და მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, ერთდროულად ავრცელებდა, მსგავს გაყალბებულ ინფორმაციას, ყველაზე ცნობილი იყო, ამბავი ლიზას შესახებ, რომელიც იყო, რუსულ გერმანული წარმოშობის გოგონა, რომელიც არაბების ჯგუფმა გააუპატიურა.                                       
      მოცემული კიბერ შეტევის შედეგი იყო, ის, რომ 2017 წლის არჩევნებში, ანგელა მერკელის პარტიამ, გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირი და მისმა მოკავშირემ, ბავარიის ქრისტიან სოციალურმა კავშირი ხმების 30 % -ით პირველ ადგილზე გავიდნენ და არჩევნები მოიგეს, თუმცა ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგი 1945 წლის შემდეგ, ამავე დროს, მემარჯვენე პოპულისტურმა, მიგრანტების მოწინააღმდეგე პარტიამ, ალტერნატივა გერმანიისთვის აიღო ხმების 13,5 % და მესამე ადგილზე გავიდა არჩევნებში და ადგილებიც მოპოვა ბუნდესტაგში, არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ, მოკავშირეებსა და გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული იქნა გერმანიის მთავრობა.                         გერმანიის მთავრობამ შეტევაში ოფიციალურად დაადანაშაულა, APT28 (Fancy Bear), 2016 წელს, გერმანიის კონტრდაზვერვამ, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 2015 წელს, ბუნდესტაგსა და მერკელის აპარატზე,  კიბერ შეტევის უკან იდგა რუსეთი, მერკელის პარტიის ვიცე მოადგილემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარტიის ვებსაიტზე დაიწყო კიბერ (DDoS) შეტევა, შეტევა განხორციელდა განსხვავებული ლოკაციებიდან, რომელთა უმეტესობაც რუსული IP მისამართები იყო.                                                                
გერმანიის შემთხვევაში, უკვე ცნობილი იყო, ამერიკის და საფრანგეთის არჩევნების სიტუაცია, მედია და საზოგადოება უფრო მობილიზებული შეხვდა, რუსეთის მიერ წარმოებულ კამპანიას, ამასთანავე, გერმანული საზოგადოება ზოგადად ნაკლებად არის პოლარიზებული, მთავრობამ და მედიამ, დროულად იმოქმედა, რუსული ნარატივს წინააღმდეგ და შედარებით ადვილად შეძლეს მისი განეიტრალება და გაყალბებული ინფორმაციისგან პროცესის დაცვა

 

დასკვნა

რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ბრძოლის ახალი სახეობაა, რომელიც კომპლექსური ქმედებების ერთობლიობაა, მისი თითოეული კომპონენტი განსაზღვრული მიზნით გამოიყენება და სწორად შერჩეული სტრატეგიის პირობებში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე, ეს არის ახალი სახის ,,მსუბუქი ძალა“, რომელიც კარგად მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე, მიზანმიმართული ნეგატიური მესიჯების და გაყალბებული ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება განწყობების შეცვლა და პოლიტიკური სიტუაციის მართვა, აღნიშნული მეთოდოლოგია მოთხოვს დიდი რაოდენობით ადამიანურ რესურსებს, თუმცა ის რა თქმა უდნა გაცილებით იაფი და მარტივი საშუალებაა ომის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით და გაცილებით უფრო ეფექტური ვიდრე ბრძოლა დიპლომატიით და საერთაშორისო სამართლით, რუსეთმა თანამედროვე ტექნოლოგიები და პროპაგანდა კარგად აურია ერთმანეთში, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.                                                                              
თავის მხრივ დასავლეთმაც შეცვალა, მიდგომები რუსული დეზინფორმაციულია მანქანის და ჰაკერული დაჯგუფებების მიმართ, შეიქმნა ახალი დანაყოფები, რომლებიც სწორი ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით ახდნენ, დეზინფორმაციის განეიტრალებას, გაძლიერდა საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, მოხდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.                                                                                     რუსეთმა გამოსცადა ახალი იარაღი, რომელიც საკამოდ ეფექტური გამოდგა საწყის ეტაპზე, თუმცა თავდაცვის საშუალებებიც მალე გაჩნდა, რაც უფრო დრო გადის და ინტერნეტ მომხმარებლებში იზრდება ცნობიერება, მით უფრო ადვილი ხდება ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ამოცნობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მივიღებთ სიტუაციას, სადაც მომხმარებლების სტაბილური, გამოუცდელი რაოდენობა იქნება მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ თუმცა, პოლიტიკურ მოვლენებზე დიდ გავლენას ვეღარ შეძლებენ.

ბიბლიოგრაფია


(2019, მაისი 27). Retrieved from http://www.spiegel.de/international/germany/how-germany-is-preparing-for-russian-election-meddling-a-1166461.html
Authorities: Hackers foiled in bid to rig Ukraine presidential election results. (2019, მაისი 17). Retrieved from kyivpost.com: https://www.kyivpost.com/article/content/may-25-presidential-election/authorities-hackers-foiled-in-bid-to-rig-ukraine-presidential-election-results-349288.html
Bears in the Midst: Intrusion into the Democratic National Committee. (2019, მაისი 15). Retrieved from crowdstrike.com: https://www.crowdstrike.com/blog/bears-midst-intrusion-democratic-national-committee/
Brexit referendum website might have been hacked: UK lawmakers. (2019, მაისი 20). Retrieved from uk.reuters.com: https://uk.reuters.com/article/us-britain-eu-website/brexit-referendum-website-might-have-been-hacked-uk-lawmakers-idUKKBN17E0NS
Germany Prepares for Possible Russian Election Meddling. (2019, მაისი 27). Retrieved from spiegel.de: http://www.spiegel.de/international/germany/how-germany-is-preparing-for-russian-election-meddling-a-1166461.html
Grand Jury Indicts 12 Russian Intelligence Officers for Hacking Offenses Related to the 2016 Election. (2019, მაისი 22). Retrieved from justice.gov: https://www.justice.gov/opa/pr/grand-jury-indicts-12-russian-intelligence-officers-hacking-offenses-related-2016-election
Hacktivist Group CyberBerkut Behind Attacks on German Official Websites. (2019, მაისი 15). Retrieved from blog.trendmicro.com: https://blog.trendmicro.com/trendlabs-security-intelligence/hacktivist-group-cyberberkut-behind-attacks-on-german-official-websites/
How Russia hacked the French election. (2019, მაისი 27). Retrieved from politico.eu: https://www.politico.eu/article/france-election-2017-russia-hacked-cyberattacks/
https://www.csmonitor.com/World/Passcode/2014/0617/Ukraine-election-narrowly-avoided-wanton. (2019, მაისი 17). Retrieved from csmonitor.com: https://www.csmonitor.com/World/Passcode/2014/0617/Ukraine-election-narrowly-avoided-wanton
Inside a 3-Year Russian Campaign to Influence U.S. Voters. (2019, მაისი 22). Retrieved from nytimes.com: https://www.nytimes.com/2018/02/16/us/politics/russia-mueller-election.html
Internet World Stats. (2019, მაისი 14). Retrieved from Internet in Europe Stats: https://www.internetworldstats.com/stats4.htm
Macron’s French presidential campaign has been hacked less than 48 hours before the election. (2019, მაისი 25). Retrieved from vox.com: https://www.vox.com/2017/5/6/15567868/macron-hack-french-presidential-campaign
Macron’s French presidential campaign has been hacked less than 48 hours before the election. (2019, მაისი 25). Retrieved from vox.com: https://www.nytimes.com/2017/05/06/world/europe/emmanuel-macron-hack-french-election-marine-le-pen.html
Merkel and the Fancy Bear. (2019, მაისი 27). Retrieved from zeit.de: https://www.zeit.de/digital/2017-05/cyberattack-bundestag-angela-merkel-fancy-bear-hacker-russia/komplettansicht
Reporter Shows The Links Between The Men Behind Brexit And The Trump Campaign. (2019, მაისი 22). Retrieved from npr.org: https://www.npr.org/templates/transcript/transcript.php?storyId=630443485
Russian Election Interference: Europe’s Counter to Fake News and Cyber Attacks. (2019, მაისი 27). Retrieved from carnegieendowment.org: https://carnegieendowment.org/2018/05/23/russian-election-interference-europe-s-counter-to-fake-news-and-cyber-attacks-pub-76435
Signs of Russian Meddling in Brexit Referendum. (2019, მაისი 20). Retrieved from nytimes.com: https://www.nytimes.com/2017/11/15/world/europe/russia-brexit-twitter-facebook.html
Twitter has admitted Russian trolls targeted the Brexit vote (a little bit). (2019, მაისი 20). Retrieved from wired.co.uk: https://www.wired.co.uk/article/twitter-russia-brexit-fake-news-facebook-russia
UK cyber-defence chief accuses Russia of hack attacks. (2019, მაისი 20). Retrieved from bbc.com: https://www.bbc.com/news/technology-41997262
UK investigates alleged Russian links to Brexit campaign. (2019, მაისი 20). Retrieved from edition.cnn.com: https://edition.cnn.com/2018/07/04/uk/uk-brexit-russia-links-arron-banks-intl/index.html
What we know about the 21 states targeted by Russian hackers. (2019, მაისი 22). Retrieved from washingtonpost.com/: https://www.washingtonpost.com/news/the-fix/wp/2017/09/23/what-we-know-about-the-21-states-targeted-by-russian-hackers/?utm_term=.2ba17a84ea61
zephoria.com. (2019, მაისი 14). Retrieved from The Top 20 Valuable Facebook Statistics – Updated July 2019: https://zephoria.com/top-15-valuable-facebook-statistics/