Dieses Blog durchsuchen

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა (ნაწილი II) ჩინეთი და იაპონია

    როგორც უკვე წინა სტატიაში აღინიშნა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ძალიან გრძელი (14,500 კმ) საზღვაო სანაპირო აქვს, ფაქტიურად ის სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებით და აკვატორიით არის შემოსაზღვრული, რაც ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ დასახული გეგმის, 2049 წლისათვის ქვეყნის მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ გადაქცევის გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, ჩინეთისთვის აუცილებელია, რომ შეძლოს ამ ტერიტორიის თუ კონტროლი არა, მასზე თავისუფლად გადაადგილება მაინც, როგორც უკვე აღინიშნა არსებობს, არცთუ უსაფუძვლო სურვილი, რომ კუნძული ტაივანი გახდეს კონტინენტური ჩინეთის ნაწილი, (აკი ორივე ჩინეთია და ტაივანიც ოფიციალურად თავის თავს (ჯერჯერობით) დანარჩენი ჩინეთისგან დამოუკიდებლად არ განიხილავს და იდეაში თვითონ აპირებს დანარჩენი ჩინეთის მიერთებას) რაც კიდეც მოაგვარებდა ამ პრობლემის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ტაივანის ჩრდილოეთით არსებული კუნძულები იაპონიას ეკუთვნის, ან ჩინეთთან და ტაივანთან სადაო არის, თუმცა ეფექტურ კონტოროლს იაპონია ანხორციელებს, კიდევ უფრო ჩრდილოეთით კი სამხრეთ კორეა. 
          პირველ რიგში განვიხილოთ დავა ჩინეთსა და იაპონიას შორის, დავის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი არის სენკაკუს კუნძულები, ჩინელებისთვის და ტაივანელებისთვის სახელად დიაოიუდაი/დიაოიუტაი, კუნძულების მდებარეობის, გამო იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა ეხება როგორც ჩინეთისას ისე ტაივანისასაც, ჯამში სულ 8 კუნძული არის, რვავე დაუსახლებელი, უფრო სწორად 5 კუნძულია ზოლო სამი წყლიდან ამოშვერილი კლდე, ჯამში 6 კავდრატული კილომეტრი, კუნძულებზე მნიშვნელოვანი ღირებულების არაფერია, აი კუნძულების გარშემო 112 მილში კი ბევრი ღირებული რამ. კუნძულების კუთვნილებას ჩინელები შუა საუკუნეებიდან იჩემებენ, მათი მტკიცებით ჯერ კიდევ 1372 წელს მინგის დინასტიის დროს გამოცმულ დოკუმნეტებშია კუნძლები ნახსნებეიო, მომდევნო ჯერზე კი 1534 წლიდან კუნძულები ჩინეთის სანაპირო დაცვის ხაზში მოიხსენიებოდაო. იაპონურ მხარეს ამ მხრივ ცოტა რთულად აქვს საქმე, კუნძლები ოფიციალურ იაპონურ წყაროებში პირველად, 1786 წლით დათარიღებულ, კარტოგრაფ ჰაიაში შიეშეის რუკაზე არის, სადაც ისინი ოკინავადან ჩინეთისკენ მიმავალ გზაზე არის აღნიშნული, თანაც იმ ფერში, რომელშიც კონტუნეტური ჩინეთი იყო გაფერადებული.
იაპონიის ექსკლუზიური  ეკონომიკური ზონები
იაპონიის ექსკლუზიური
ეკონომიკური ზონები

1885 წელს ოკინავას მმართველმა, შინაგან სამინისტროს, კუნძლების პრფექტურისთვის მიკუთვნების მოთხოვნით მიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინოუე კაორუმ, საქმის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, იამაგატ არიტომოს აცნობა, რომ ჩინურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, თითქოს იაპონური მხარე, ტაივანის სიახლოვეს მდებარე კუნძულების მითვისებას ცდილობდა, ამიტომ სთხოვდა, რომ ეს ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს გაეთვალისწინებინა და ტერიტორია შეესწავლა, შინაგან საქმეთა მინისტრმაც, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოკინავას მმართველს უარი უთხრა, თუმცა იაპონურმა ექსპედიციამ კუნძლები შეისწავლა, რომლებიც დაუსახლებელი იყო და იქ არც იაპონელთა და არც ჩინელთა საქმიანობის კვალი ნაპოვნი ვერ იქნა.                                                                                                                                                                 1894-1895 წლების, ჩინეთ იაპონიის პირველი ომის დროს, იაპონურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კუნძულებზე სასაზღვრო ნიშნები აღემართა და ისინი იეიამას რაიონს იქნენ მიკუთნებული და 1896 წლიდან მოყლებული ქალაქ იშიგაკიდან იმართბეოდნენ, მე-19 საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს, ბიზნესმენმა, ტაცუშირო გოკამ 4 კუნძული (უოცური შიმა, კუბა შიმა, კიტა კოჯიმა და მინამი კოჯიმა)  იაპონიის მთავრობისგან იყიდა და იქ ფაბრკები ააშენა, რომლებიც თევზის და ალბატრსის ბუმბულის გადამუშავებაზე მუშაობდნენ, 1932 წელს ბიზნესი და კუნძულები მის შვილს, ზენჯი კოგას ერგო, 1940 წელს იმის მიმდინარეობის გამო, ფაბრიკები დაიხურა.                                                                                         1945 წელს იაპონიის კაპუტალიციის შემდეგ, კუნძულების კუთვნილება ერთგვარად გაურკვეველი დარჩა, იანიასა და აშშ-ს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ჩრდილოეთის 29° განედის სამხრეთით მდებარე კუნძლები, რიუკიუს და სენკაკუს კუნძლების ჩათვლით, აშშ-ის სამხედრო მმართველობას დაექვემდებარა,  ჩინელები შეხვედრაზე არ იყოფებოდნენ, თუმცა პროტესტი გამოთქვეს და კუნძულების მათ განკარგულებაში გადაცემა მოითხოვეს, თუმცა სერიოზული პროტესტისთვის არ ეცალათ, მსოფლიო ომს სამოქალაქო ომი პირდაპირ გადააბეს,  მომდევნო წლებში კუნძლების გამო სერიოზული უთანხმოება არ წამოჭრილა, 1968 წელს გეოლოგებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ კუნძულების მიმდებარედ შეიძლება დიდი ნავთობრეზერვები ყოფილიყო, ხოლო 1970 წელს ამერიკელბმა, გამოაცხადეს, რომ ისინი, მათ მიერ დაკავებულ კუნძულებს იაპონიის მთავრობას უკან უბრუნებდნენ, რასაც როგორც ჩინეთის სიე ტაივანის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა ჯერ კიდევ სუსტმა ჩინეთმა და ამერიკაზე დამოკიდებულმა ტაივნმა ბევრი ვერფერი მოახერხეს, 1972 წელს აშშ-მა კუნძულები იაპონიის მთავრობას გადასცა. 1978 წელს ზენჯი კოგა გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა კუნძულები კინიოკი კურიჰარას და მის დას მიჰყიდა, ხოლო იაპონიის მთავრობამ თავის მხრივ კუნძულები იჯარით აიღო. 1996 წელს, ცალკე ჩინეთმა და ცალკე იაპონიამ, კუნძლები საკუთარი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ნაწილად გამოაცხადა.                                 2010 წელს, იაპნელებმა კუნძულების მიმდებარედ ჩინელების სეინერი თავის ეკიპაჟიანად აიყვანეს, იაპონურმა მხარემ დაკავებულების გაშვებაზე უარი თქვა, საპასუხოდ ჩინეთმა მის ტერიტორიაზე მყოფი რამოდენიმე იაპონელი გამოკეტა, შეწყვიტა ოფიციალური ურთიერთობა იაპონისთან, ყველა დონეზე და საკუთარ ტურსტულ კომპანიებს, იაპონიაში მოგზაურობის რეკლამირება და ტურისტული პაკეების გაყიდვა აუკრძალა, საბოლოოდ აშშ-ის ჩარევით სიტუაცია განიმუხტა, ამერიკელებმა იაპონური მხარე დაარწმუნეს, რომ ურთიერთდახმარების პაქტი, სენკაკუს და რიუკიუს კუნძულებს ისევე დაიცავდნენ ჩინეთთან ომში როგორც იაპონიის სხვა დანარჩენ ტერიტორიას, საბოლოოდ იაპონურმა მხარემ დაკავებული ჩინელები გაუშვა და ურთირთობაც და რეკლამაც აღდგა. 2012 ტოკიოს პრეფეტქმა შინტარო იშიჰარა, განაცხადა, რომ პრეფექტურას სურდა კუნძლები შეეძინა და ამით მფლობელი მათ ჩინეთს ან ტაივანს არ მიჰყიდდა, საპასუხოდ ჰონგ-კონგელი აქტვისტების გემი კუნძლებს მიადგა, იაპონელბმა აქტივისტები დაიჭირეს და 1 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს, ამჯერად იაპონელი აქტვისტები გაემართნენ კუნძულზე და იქ შუქურა აღმართეს, 2012 წლის 11 ექტემებრს იაპონიის მთავრბამ განაცხადა, რომ მათ კუნძულები 2 მლრდ იენად (დაახლოებით 20 მლნ დოლარი) მეპატრნეებისგან შეიძინეს და კუნძულები იაპონიის სახელმწიფოს საკუთრება გახდა. საპასუხოდ ჩინეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ჩინეთში მომუშავე იაპონური კომპანიებს მოუწიათ მუშაობა შეეწყვიტათ, ჩინური მხარის განცხადებით, იაპონური მხარის ქმედება ჩინეთის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო და საპასუხოდ ჩნურმა მხარემ კუნზლების მიდებარედ სანაპირო დაცვის თუ სხვა დანიშნულების გემების რეგულარული გაგზავნა დაიწყო, 2013 წლის 23 ნოემბერს ჩინურმა მხარემ, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა სადაო სენკაკუს და კორეასთან სადაო სოკტოტრის კლეების საჰაერო სივრცეებსაც, ეს ყველაფერი ნიშნავდა, რომ ყველას საფრენი აპარატი რომელიც ამ ტერიტორიაზე შევიდოდა წინასწარ ჩინურ მხარესთა უნდა შეთანხმებულიყო, საპასუხოდ ჯერ ამერიკები შეფრინდნენ ჩინეთის მიერ მოხაზულ სივრცეში, შემდეგ იაპონელები და კორეელებიც მიყვნენ.
საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაიციო ზონები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში
საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაიციო
 ზონები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში
(სამხრეთ კორეის მოთხოვნაზე, რომ ჩინურ მხარეს თავისი საჰაერო საიდენტიფიკაციო ზონის საზღვრები შეესწორებინა, ჩინეთმა უარით უპასუხა, საპასუხოდ კორეელებმაც გააფართოვეს თავიანთი საჰაერო იდენტიფიკაციის ზონა) ამ პერიოდიდან მოყოლებული ჯერჯერობით სენკაკუს კუნძულების გარშემო დავა ჩინური მხარის პროტესტის დონეზეა, იაპონელები და ამერიკელები იქ თავისუფლად შედიან ჩინელებიც პროტესტს აცხადებენ.                                                                                                                                             ისტორიის შემდეგ ცოტა უფრო, ახლოდან დავხედოთ კუნძულებს და მათ მნიშვნელობას. კუნძულები ტაივანიდან 170 კმ-ით არის დაშორებული, ასევე 170 კმ-ია კუნძულ იშიგაკიმდე, კონტინენტურ ჩინეთამდე მანძილი 330 კმ-ია, ხოლო კუნძლ ოკინავამდე 410 კმ. ჯერ ეკონომიკური მნიშვნელობა ვნახოთ, 1969 წელს გაეროს ეკონომიკურმა კომისიასმ გამოქვეყნა ყვითელი და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების გეოლოგირუი შსწავლის შედეგები, რმლის მიხედვიტაც ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, 200 000 კვ/კმ ფართობის ტერიტორია მდიდარი უნდა ყოფილიყო ნახშირწყალბადით, მათი გათვლებით ნავთბის და გაზის შემცველი ფენის სისქე, ტაივანის სიახლოვეს 9 კმ იყო, შემდეგ კი უფრო თხელდებოდა და 2 კმ-დე მცირდებოდა, ეს ყველაფერი კი მარტივად ნავთობის უზარმაზარ რეზერვებს ნიშნავს. მეორე ეკონომიკურად მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ ითევზავებს კუნძულების გარშემო, თავიანთი მდებარეობის გამო, კუნძულების გარშემო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეში მცურავი თევზების ქარავნები ახლოს ხვდებიან და ტერიტორიის თევზით სიმდიდრეს უზრუნველყოფს, 1997 წელს იაპონიამ და ჩინეთმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც 27° განედის სამხერეთით ერთმანეთის სათევზაო ზონებში არ ჩაერეოდნენ,  თუმცა სენკაკუს კუნძულების გარშემოა რსებულ წყლებს ეს შეთანხმება არ ეხება, ვინაიდან არცერთი არ აღიარებს მეორე მხარის პრეტენზიებს. ეკონომიკურდ კიდევ ერთი საინტერესო საკითხია იშვიათმიწა ელემენტების შესაძლო არსებობა მოცემულ ტერიტორიაზე, ჩინეთი უკვე აწარმოებს იშვიათმიწა ელემენტების 90 %-ს, აღნიშნული ნივთიერებები მიკროჩიპების და თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში გამოიყენება, ამიტომ ყველასათვის ტერიტორია დიდი მოგების მომტანია. მეორე ნაწილია უსაფრთხოების საკითხი, მშვიდობიანობის პერიოდში, საერთაშორისო კანონმდებლობა ნებისმიერი ქვეყნის გემს, იქნება ეს სამხედრო თუ სავაჭრო, უფლება აქვს სხვა ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიჩნეულ წყლებში გაცუროს, თუმცა ყველაფერი იცვლება ომის შემთხვევაში, ასეთ დროს კი სენკაკუს კუნძულების მნიშვნელობა ძალიან დიდი იქნება, მისი მფლობელი ადვილად შეძლებს კუნძულებს შორის გასასვლელელბის კონტროლს, სარადარო სისტემის ქონის შემთხვევაში შეეძლება სწრფად შეიტყოს საფრთხის შესახებ, მართალია კუნძულების რელიეფი საშალებას არ იძლევა დიდი სამხედრო ბაზის მოსაწყობად, თუმცა მცირე და კარგად აღჭურვილი ბაზა ნამდვილად შეიძლება განთავსდეს. კუნძულების სამხედრო მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია ჩინეთისათვის, ვინაიდან მისი ფლობა მათ გაუადვილებს წვდომას წყნარ ოკეანესთან და კიდევ უფრო მიუახლოვდება ტაივანს და მის დედაქალაქ ტაიპეის.                                                                                                                                         ასე სიტუაციაში, ტაივანის ხელისუფლების პოზიცია შემდეგია, თუკი კუნძულები არ იქნება ჩემი კონტროლის ქვეშ, მაშინ ის არც ჩინეთმა არ უნდა აკონტროლოს, რასაც სწორედ ის საფრთხე განაპირობებს, რაც შეიძლება კუნძულების მხრიდან დაემქუროს ტაივანს, თან ჩინელები ცნობილი არიან, არებული თუნდაც მცირე კუნძლების სამხედრო ბაზებად გარდაქმნის საქმეში, ტაივანისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია აკვატორიის ეკონომიკური ათვისება ვიდრე მასზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვება, პირველ რიგში კი სენკაკუს მიმდებარე წყლებში თევზაობის უფლების შენარჩუნება, ჯერჯერობით იაპონია ტაივანელ მოთევზავეებს არ უფრთხის, თუმცა კი პორეტესტს გამოთქვამს როდესაც იქ ოკეანოგრაფიული გემები შეცურავენ და კვლევების ჩატარებას ცდილობენ, თავის მხრივ ტაივანიც ცდილობს არსებული სიტუაციიდან მოგება ნახოს და ტერიტორიის მიკუთვნებას არ ითხოვს, ამავე დროს იმასაც ხვდება, რომ ამერიკას არ ესიამოვნება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მისი ორი მოკავშირე მსგავს რამეზე, რომ დაობდეს. 
       საბოლოო დასკვინის, სახით კი შეიძლება, ითქვას, რომ იაპონია შეძლებს შეინარჩუნოს კონტროლი კუნძულებზე, მისი დათმობის ერთად-ერთი გზა ომი თუ იქნება, ჩინეთი კვლავ გაარძელებს მცდელობებს და გაგზავნის კუნძლების მიმართულებით გემებს და თვითმფირნავებს, შეიძლება იყოს მცირედი შეტაკება, პროტესტი და გაბუტვა ორივე მხარეს, თუმცა ომის დაწყების საბაბი კუნძულები მარტივად ვერ გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა უფრო დიდი მიზეზიც იარსბებეს რასაც კუნძულების გარშემო დავაც დაემატება, ნავთობის რესურსებს რაც შეეხება, მსოფლიო ყველანაირად ცდილობს მისგან გაიქცეს და ენერგიის ალტენატიული წყარო იპოვნოს, თან ნავთობის ამ ტერიტორიებიდან ამოქაჩვა უფრო ძვირი ქინება ვიდრე უკვე არსბეული წყაროებიდან, იშვიათმიწა ელემენტების დამუშავებაც საკმაოდ რთული პროცესია, თან იმსაც თუ დავამატებთ, რომ აღნიშნულ ნივთირებებზე გეოლოგოებს დედამიწის სხვა რეგიონები ჯერ კიდევ არ აქვთ სრულად გამოკვლეული, მაშინ შეიძლება სადმე გაცილებით იაფი საბადოც აღმოჩნდეს, რაც მუდამ სადაო იქნება, ეს არის თევზჭერის უფლება, თუმცა ომის მიზეზად ესეც ვერ იქცევა. იაპონია მეტად სავარაუდოა, რომ შეინარჩუნებს კუნძულებს არსებულიდემილიტარიზებული სახით და მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენებს, მისი მილიტარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩინეთიდან საფრთხე აშკარა იქნება, ჩინეთიც შეეცდება, რომ არ უბიძგოს იაპონიას კუნძულების მილიტარიზაცია მოახდინოს. ჯერჯერობით პროგნეზები უფრო სამშვიდობოა, თუმცა დაბალი ალბათობით კონფლიქტიც მოსალოდნელია. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen