Dieses Blog durchsuchen

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა (ნაწილი I) - ჩინეთი და ტაივანი.

    ჩინეთი არის სახელმწიფო, რომლის გაცხადებული მიზანი არის, XXI საუკუნის შუაში, კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყნის ხელში აღებიდან 100 წლის თავზე, მსოფლიოში ნომერი პირველი იყოს ყველა მიმართულებით, თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი პრობლემა არის, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელი თუ არა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ეს ყველაფერი მომდინარეობს დედამიწის ფიზიკური გეოგრაფიიდან, რომლის შეცვლაც არც ის მარტივი არ არის. 

             ჩინეთის მთლიანი აღმოსავლეთი, ძირითადად ზღვის ნაპირია, ჩრდილოეთით ჯერ ბოჰაის ყურე არის, შემდეგ სამხრეთით ყვითელი ზღვა მოჰყვება, კიდევ უფრო სამხრეთით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა არის ტაივანამდე, ტაივანის სამხრეთიდან უკვე სამხრეთ ჩინეთის ზღვა იწყება.  ყვითელ ზღვას დასავლეთიდან ჩინეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ჩრდ. კორეა და სამხრეთ კორეა. ასე, რომ ჩრდილოეთ ჩინეთის პორტებიდან გამოსულ ნებისმეირ მცურავ საშუალებას აუცილებალდ მოუწევს შეცურდეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, რათა წყნარ ოკეანეში შეძლოს გაცურვა. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას კი თავის მხრივ კიდევ ჩაკეტილი სივრცეა ჩინური გემებისათვის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ საზღვარი მთლიანად იაპონიის კუთვნილი რიუკიუს კუნძულებით არის ჩაკეტილი, რომელიც სამხრეთით ტაივანით გრძლედება, რომელიც ნომინალურად ჩინეთის ნაწილია, თუმცა ბეიჯინგი მას ვერ აკონტროლებს, ტაივანი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის თანახმა შეუერთდეს დანარჩენ ჩინეთს თუკი კომუნისტური პარტია ხელისუფლებიდან წავა, რასაც კომუნისტები არ აპირებენ. ასეთ მდგომარეობაში ბეიჯინგს და კომუნისტურ პარტიას, რომლისთვისაც დიადი მიზნის მისაღწევად ეკომიკური განვითარება აუცილებელია, ერთად-ერთი გზა აქვს დარჩენილი, უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობა მისი სამხედრო და სავაჭრო ფლოტისათვის. ამ ყველაფრისათვის კი, ჩინეთს უწევს დაუპირისპირდეს, არამარტო იაპონიას და ტაივანს, არამედ აშშ-ს და მსოფლიოში ჩამოყალიბებულ წესრიგს. 
            პირველად განვიხილოთ დაპირისპირება ტაივანთან, ისტორიულ ჭრილში თუ განვიხილავთ, კონტინენტურ ჩინეთს, ტაივანზე ეფექტური კონტროლი არასდროს არ ჰქონია, შედარებით მეტად დაინტერესება და დანარჩენ ჩინურ სისტემაში ტაივანის ჩართვა ცინის დინასტიის დროს მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ როდესაც მინის დინასტია დაეცა და ცინის დინასტიამ დაიწყო ჩინეთის მართვა, მინის დინასტიის მხარდამჭერები, ტაივანზე გადავიდნენ და იქედან დაიწყეს კონტინენტური ჩინეთის დარბევა და გააგრძელეს ბრძოლა ძალაუფლებისათვის, მათ გასანეიტრალებლად 1683 წელს ცინის დინასტიის ჯარებმა ტაივანი დაიპყრეს და მომდევნო წელს კი ფუძიანის პროვინციის ადმინისტრაციულ მმართველობას მიუერთეს, რადგან კუნძულიდან მომდინარე საფრთხე განეიტრალებული იყო, ჩინეთის მთავრობას მომდევნო 2 საუკუნის მანძილზე კუნძულისათვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია, თუმცა XIX საუკინის ბოლოს, კუნძულის ეკონომიკური მნიშვნელობა საკმაოდ გაიზრდა და ჩინეთის ხელისუფლებამაც, სპეციალური დეკრეტით დაიწყო კუნძულის განვითარებაზე ზრუნვა, შედეგად ის მალე იქცა მოწინავე პროვინციად ეკონომიკური განვითარების დონით, თუმცა 1895 წელს, ჩინეთ-იაპონიის პირველ ომში დამარცხების შემდეგ, კუნძული იაპონიას გადაეცა და თანაც სამუდამოდ, ცინის მომხრეებმა სცადეს იაპონელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თან ტაივანის რესპუბლიკას ითხოვდნენ, თუმცა იაპონელებმა მარტივად შეძლეს წინააღმდეგობის დაძლევა.
                 1945 წლამდე ტაივანი იაპონიის კუთვნილება იყო, II მეორე მსოფლიო ომში დამარცეხებულ იაპონიას მოუწია ტაივანიც დაეთმო, კუნძული ჩინეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდა, თუმცა ტაივანის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობისთვის მებრძლებიც საკმაოდ იყვნენ, რომლებმაც 1949 წელს აჯანყება მოაწყეს, აჯანყებულებს მხარს უჭერდა ჩინეთის კომუნისტური პარტია, აჯანყება ჩახშობილ იქნა და კუნძულზე ჩინეთის რესპუბლიკის მმართველი პარტიის კომინტანის წესრიგი აღდგა. (აჯანყების მომწყობი, ტაივანის თვითმმართველობის დემოკრატიული ლიგა  (ტაივანის კომუნისტური პარტიის შთამომავალი) ჩინეთის კომუნისტური პარტიის სატელიტი გახდა და კონტინენტურ ჩინეთში 8 "მმართველ" პარტიას შორის ერთ-ერთია, მათ 13 წარმომადგენელი ყავთ 2980 კაციან ეროვნულ სახალხო კონგრსში და 3 წარმომადგნელი 175 კაციან, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმიმოქმედ კომისაში).
                 1949 წელს კომინტანი დამარცხდა კომუნისტურ პარტიასთან და იძულებულები გახდნენ თავი კუნძულ ტაივანზე შეეფარებინათ, იმავე წელს კომუნისტებმა სცადეს დაეპყროთ კომინტანის მიერ კონტროლირებული კუნძული კინმენი  თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს, სამაგიეროდ მომდვნო 1950 წელს შეძლეს, რომ კომინტანის მთავრობისათვის დაეთობინებინათ, კუნძული ჰაინანივანშანი კუნძულები და კუნძული ჟოუშანშა, საპასუხოდ კომინტანის მართული ძალები ცდილობდნენ, კომუნისტებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ, აწყობდნენ აჯანყებებს სამხრეთ პროვინციებში, კომინტანის ფლოტი ბომბავდა ჩინეთის სანაპირო ქალაქებს და აკავებდა ჩინეთისაკენ მიმავალ გემებს, აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც კომუნიზმის შეკავებას გულისხმობდა ტაივანსაც შეეხო, 1955 20 იანვარს წელს კომუნისტება დაიკავეს კუნძული იჯიანშანი, საპასუხოდ აშშ-ის ადმინისტრაციამ გამოსცა ფორმოზას რეზოლუცია, რაც პრზიდენტს უფლებას აძლევდა დაეცვა ტაივანი და ის ტერიტორიები, რომლებსაც იმ დროისათვის ტაივანის მთავრობა აკონტროლებდა, ტაივანი განსაკუტრებით მნიშვნელოვანი გახდა, კორეის და ვიეტნამის ომების შემდეგ, ვინაიდან რეგიონში კომუნისტების გაძლიერების შესაკავებალდ და ჩინეთის აღმოსავლეთში მათი მოძრაობის საკონტრლებალად ტაივანს იდეალური გეოგრაფია აქვს, 1979 წელს აშშ-მა ტაივანის ნაცვლად, კომუნისტური ჩინეთი აღიარა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად, თუმცა ტაივანს არ დაუკარგავს გარანტიები, რომ აშშ მას საგარეო აგრესიიდან დაიცავდა.
ტაივანის კუთვნილი ტერიტორიები
            1986 წელს ტაივანელმა პილოტმა თვითმფირნავი გაიტაცა და გუნაჯოუში დასვა, ხოლო თვითონ კომუნისტურ ჩინეთს შეაფარა თავი, ამ მოვლენის გამო ტაივანის მთავრობა იძულებული გახდა კომუნისტებთან მოლაპრაკება გაემართა, რათა თვითმფრინავი და დანარჩენი პილოტები დაებრუნებინა, ეს მომენტი იყო შემობრუნების წერტილი, რომლის შემდეგაც ორმა მხარემ ურთიერთობა გააგრძელა, ჩინეთის ეკომოკა ამ დროს მსოფლიო ბაზრისთვის იხსნებოდა და ტაივანური ინვესტიციები საჭირო იყო, რის გამოც მათ ტავანელ ინვესტორებს მისცეს გარანტიები. 1992 წელს მხარეებმა მიაღწიეს კონსესუსს, რომლის მიხედვითაც გარდა სუვერენიტეტისა და იმისა, თუ ვის ეკუთვნის მთელი ჩინეთი სხვა დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლებოდა.
    1995 წელს ტაივანის პრეზიდენტი ლი ტენ-ჰუი აშშ-ში, მის აღმზრდელ უნივერსიტეტს ეწვია, ჩინურმა მხარემ, რომელიც ტაივანის დიპლომატიურ იზოლაციას ცდილობდა, აღნიშნულზე საპასუხოდ ტაივანის სრუტეში სამხედრო ხომალდების კონცენტრაცია მოახდინა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტაც გაისროლა, 1995 წლის ზაფხულიდან ნოემბრამდე, ჩინელები ატარებდნენ წვრთნებს, მოახდინეს ჯარების თავმოყრა ფუძიანში აქვეყნებდნენ გეგმებს და პროპაგანდისტულ ინფორმციას, თუ როგორ შეეძლო ჩინურ ჯარს კუნძულის აღება, ტაივანის პრეზიდენტს ეძახდნენ მოღალატეს და ადამიანს, რომელსაც ჩინური ერთიანობის გაყოფა სურს. 1996 წლის 23 მარტს ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, ჩინურმა მხარემ ისევ გამოაცხადა ტაივანის ყურეში წვრთნების შესახებ, თან ავრცელებდნენ ისეთ მოსაზრებას, რომ ლი ტენ-ჰუისთვის მხარდაჭერა და მისი ისევ გაპრეზიდენტება, ორ მხარეს შორის ომს გამოიწვევდა.  საპასუხოდ აშშ-მა ტაივანის სრუტეში, 2 ავიამზიდი და მხარდამჭერი გემები შეიყვანა. ჩინური მხარის მცდელობა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, ერთის მხრივ ლიმ არჩევნებში 5 %-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ეს წინასწარი გამოკითხვებით იყო ნაწინასწარმეტყველები, მეორეს მხრივ კი აშშ-ს საბაბი მიეცა ტაივანისათვის თანამედრვე შეიარაღება მიეყიდა.
        2000 წელს ტაივანის პრეზიდენტი, ჩენ შუი-ბიანი გახდა, დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან, რომელიც მტიკცედ უჭერდა მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, ჩენმა 1992 წლის კონსესუსი უარყო, თავის მხრივ კომუნისტური ჩნეთი ცდილობდა ტაივანი დაეყოლიებინა მოლაპარაკებები ,,ერთი ჩინეთის პრინციპით" გაგერძელებინათ. მიუხედავად დაპირისპირებისა, 2001 წელს ჩენმა მოხსნა შეზღუდვა ა ჩინურ კომპანიებს უფლება მიეცათ, ინვესტიციები განეხორციელებინათ ტავანში, 2003 წელს ერაყის ომის დროს, ჩინეთმა ტაივანურ ავიაკომპანიებს უფლება მისცათ, გამოეყენებინათ ჩინეთის საჰაერო სივრცე.
                 2004 წელს, ჩენ შუი-ბიანი განმეორებით აირჩიეს ტაივანის პრეზიდენტად, ჩინეთის მთავრობამ საპასუხოდ დაიწყო სამხედრო ნაწილების და მომზადების ზრდა, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო სცენაზე დაიწყო ტაივანის დიპლომატიური იზოლაცია, რის მისაღწევად დაიწყო იმ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა, რომლებიც ტაივანზე მყოფ ხელისუფლებას აღიარებდნენ, როგორც ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, 2005 წელს კი ჩინეთმა მიიღო სეცესიის საწინააღმდეგო კანონი, რომელიც ფორმალურად ადასტურებდა, ჩინეთის მიერ ტაივანის დასაბრუნებლად ძალის გამოყენებას, იმ შემთხვევაში თუკი ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
                 2008 მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ შემობრუნდა, ურთიერთობა 1992 წლის კონსესუს ბაზაზე განახლდა, დაიწყო ორმხირივი ფრენები და ყოველდღე 3000 ადამიანს, კონტინენტური ჩინეთიდან უფლება მიეცა ტაივანი მოენახულებინა. 2010 წლიდან მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმეს, ჩინურ კომპანიებს უფლება მიეცათ, ინვესტირება განეხორციელებინათ ტაივანის კაპიტალის ბაზარზე, ასევე ტაივანური კომპანიების აქცები შეესყიდათ, თუმცა არაუმეტეს კომპანიის 10 %-სა.
          ამავე პერიოდში, ჩინეთი მაინც აქტიურად აგრძელებდა სამხედრო აღმშნებელობას, ტაივანური მხარის გამუდმებული მოთხოვნის მიუხედავად, რომ საბრძოლო მზადყოფნიდან მოეხსნად მასზე დამიზნებული რაკეტები, ჩინური მხარე დღემდე უარზეა. 2010 წელს აშშ-მა ტაივანს 6,4 მლრდ დოლარის ღირებულების, ანტისარაკეტო სისტემები, ვერტმფრენები და სხვა შეიარაღება მიჰყიდა.
          2014 წელს, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ტაივანის მიმართ, ,,ერთი ქვეყანა, 2 სისიტემის" მიდგომა დაანონსა, მიდგომა რომელიც გამოყენებულ იქნა ჰონგ-კონგის მიმართ, ამით ტაივანური მხარისათვის ნათელი გახდა, რომ 1992 წლის კონსესუსიდან ჩინეთმა გადაუხვია, თუმცა მხარეები კვლავ აგრძლებდნენ ორმხრივ შეხვედრებს. 2008 - 2016 წლებში, ტაივანის პრეზიდენტი მა ინ-ცზიო იყო, რომელიც კომინტანს წარმოადგენდა, ტაივანში პარტია კომინტანს, კომუნისტური ჩინეთის მიმართ, შედარებიტ შემრიგებული პოზიცია უკავია. (ჩინეთის მმართველ 8 პარტიას შორის, კომინტანი ნომინალურად დღემდე არსებობს და კომინტანის ეს ვარიანტი გადაწყვეტილების მიღებაში "მონაწილეობას იღებს").
               2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატიულ პროგრესული პარტიის კანდიდატმა, ცაი ინ-ვენმა  გაიმარჯვა, რამაც ტაივანის მოსახლეობის პოზიცია კარგად აჩევენა, რომ მათ კომუნისტურ ჩინეთთან დაახლეობა არ სურდათ, ცაი ინ-ვენმა მტკიცე პოზიცია დაიჭირა ჩინეთის მიმართ, მისი ამ პოზიციის გამაყრებას დამატებით ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტორებმა, აშშ თანდათან უფრო მეტად ერთვება აზია წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენებში, რათა არ დაუშვას ჩინეთის მიერ პლანეტაზე მისი პოზიციის დაკავება, მეორეს მხრივ ჩინეთი მაქსიმალურად ძალის გამოყენებით ცდილობს, შეაჩეროს ჰონგ-კონგში მიმდინარე პრო-დემოკრატიული მოვლენები, როდესაც ტაივანის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორც ცდილობს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება, ჰონგ-კონგის დემოკრატიული მისწრაფებების ჩახშობას, ცხადია ტაივანის მიმართაც იგივეს მოელიან, ჩინური მხარე კი ტაევანის მიმართ მძიმე განცხადებებს არ ერიდება, მაგალითად, კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე, სი ძნპინმა განაცხადა, რომ ჩინეთს საკმაო ძალა აქვს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობის მისწრფებები დათრგუნოს. მსგავსმა დამოკიდებულებამ შედეგად გამოიღო, ის რომ 2019 აშშ-მა ტაივანს, ჯამში 10,7 მლრდ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიჰყიდა (რის საპირწონედაც ჩინეთს ალბათ 50 მლრდ-ს ინვესტირება მოუწევს საკუთარ არმიაში) ხოლო 2020 წელს, ცაი ინ-ვენმა ისევ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, (ის გამარჯვებას კარგად შეუწყო ხელი, ჰონგ-კონგის 2019 წლის საპრტესტო აქციებისადმი ჩინეთის დამოკიდებულებამ). არჩევნების მოგების შემდეგ ცაი ინ-ვენის პირველი ხმაურიანი განცხადება, იყო რომ ჩინეთი უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ ტაივანი უკვე დამოუკიდებელია და მისი დამოუკიდებლობის სამხედრო ძალით წართმევა ძალიან ძვირი იქნება. ჯერჯერობით კორონავირუსის ეპიდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, ჩინეთს არ სცალია, რომ ცაი ინ-ვენის ამ განცხადებას სერიოზული პასუხი გასცეს, მეტი ვიდრე საპასუხო  განცხადებებია, თუმცა უკვე დაიწყო ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები, ტაივანისთვის ეს დამატებითი მიზეზია, რომ იფიქროს დამოუკიდებლობაზე დ ძლიერ თავდაცვაზე, მსგავსი აგრესიით ჩინეთი ტაივანის მოსახლეობის კონსოლიდაციას ახდენს საგარეო საფრთხის მიმართ, მართალია ჩინური პროპაგანდა აქტიურად მუშაობს ტაივანის მოსახლეობაზე, თუმცა სრუტეში მოცურავე ჩინური სამხედრო გემებიც ადვილი დასანახია.
            სამომავლო პერსპექტივაში, ჩინეთს ნამდვილად გაუჭირდება, რომ დასახული მიზანი შეასრულოს, რაც 2049 წლისათვის, ტაივანის პეკინისგან მართვას გულისხმობს, თუმცა ტაივანს უფრო მეტად გაუჭირდება დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ამჟამად გაეროს 193 წევრიდან, ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ 14 აღიარებს, ჩინეთი მიაღწევს იმას, რომ მათი რიცხვი მომდევნო წლებში კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა მანამ სანამ ტაივანის აშშ-ის ინტერესებშია, მის მიმართ ღია სამხედრო აგრესიას ჩინეთი ვერ გაბედავს, ის რაც კომუნისტური ჩინეთის გეგმაშია, რომ ქვეყანა რეალურად ერთპარტიული კომუნისტური დიქტატურა დარჩეს, ტაივანის მოსახლეობის უმრავლესობსათვის არასდროს არ იქნება მისაღები, თუნდაც ჩინეთი ეკონომიკურად ტაივანზე უფრო მეტადაც განვითარდეს, კიდევ 1 მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლებს ტაივანი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, აშშ-ტაივანის შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც აშშ კისრულობს მის დაცვას, თუმცა ეს ვალდებულება ეხსნება თუკი ტაივანი თვითონ მოახდეს მისდამი აგრესიის პროვოცირებას, ჩინური მხარე კი ღიად აცხადებს, რომ ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება განიხილება, როგორც ომის აქტი, ასე რომ თვითონ აშშ არ დაანებებს ტაივანს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. მოკლედ სამომავლო პერსპექტივაში გაერთიანებაც უაღრესად შორეული პერსპექტივაა და ტაივანის დამოუკიდებლობაც, ყველაზე დაბალი კუში არსებული მდგომაროების შენარჩუნებას აქვს.


               ტაივანის მოსახლეობა განსაკუთრებით გაანაწყენა, კორონავირუსის დროს მსფოლიო ჰანდაცვის ორგანიზაციის მათდამი დამოკიდებულებამ, როდესაც ტაივანის მიმართ ყურადღება საერთოდ არ გამოამჟღავნსეს, ამ დროს კი კუნძული საკუთარი ძალებით შეიძლება ითქვას ყველაზე ეფექტურად ებრძვის ვირუსს. ესეც მუსიკალური მიძღვნა არსებულ პრობლემას.



       
                  

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen