Dieses Blog durchsuchen

პოლონეთი. მებრძოლი / polen kämpfer

  პოლონეთის სახელმწიფო ( Rzeczpospolita Polska ) მდებარეობს ცენტრალური ევროპის დაბლობის გულში. ქვეყნის სახელწოდება წარმოდგება სლავური სიტყვიდან  ,,Pol ’’  რაც დაბლობს, მინდორს ნიშნავს. მართლაც პოლონეთის ტერიტორისს უმეტესი ნაწილი დაბლობს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთში არის მთიანი რაიონები.(კარპატები).  პოლონეთს ჩრდილოეთიდან ბალტიის ზღვა, რუსეთი(კალინინგრადის ოლქი) და ლიტვა ესაზღვრება. აღმოსავლეთით ბელორუსია და უკრაინა. სამხრეთით სლოვაკეთი და ჩეხეთი. დასავლეთით გერმანიის ფედერაცის. პოლონეთი მოსაზღვრე ქვეყანაა ევროკავშირსა და რუსეთ, ბელორუსიას და უკრაინას შორის. თავისი ასეთი მდებარეობის გამო სწორედ პოლონეთზე გაივლის დასავლეთ ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. სკანდინავიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი გზებიც. პოლონეთის ფართობი 312,678 კვ/ლმ ტოლია სიდიდით მე-7 ევროპაში. 
   პოლონეთის მოსახლეობა 38,000,000 ადამიანს შეადგენს, ამათგან 96 % ეთნიკურად პოლონელია, ეთნიკურად მნიშვნელოვან ჯგუფებს წარმოადგენენ, გერმანელები, უკრაინელები, რუსები, ჩეხები. აღმსარებლობის მიხედვით პოლონეთის მოსახლეობის მოსახლეობის 95 % რომაულ-კათოლიკური რწმენისაა, მეორე ადგილზე ორთოდოქსული მიმდინარეობაა, ასევე არიან ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მომდევრებიც, ევანგელისტები, იეჰოვას მოწმეები, იუდეველები და მუსლიმები. 
    პოლონეთი მსოფლიოს № 20 ეკონიმიკაა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9,6 %-ია. დედაქალაქში ის 3 % ნაკლებია, ხოლოზოგიერთ დეპრესიულ რაიონში ის 30 % აჭარბებს. ყველაზე მდიდარ რეგიონებს მასოვია და სილეზია წარმოადგენს, მთავარი ეკონომიკური ცენტრები დედაქალაქი ვარშავა და პოზნანი და ლოძია, მთავარ საპორტო ქალაქებს კი გდანსკი, შტეტინი და გდინია წარმოადგენს, პოლონეთში თავმოყრილია მსოფლიო ქვანახშირის მარაგის 1/5 მაგრამ მისი წარმოება ამ დროისათვის დაცემულია, პოლონეთი აწარმოებს ფერად ლითონებს, ტექსტილს, განვითარებულია მანქანათმშენებლობა,  გემთმშენებლობა. პოლონეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების 2/3 ევროკავშირზე მოდის და ასევე ვაჭრობის 77 %. 
     პოლონეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი, დასავლეთით გერმანული,  აღმოსავლეთით რუსული, პოლონეთის ტერიტორია იყო როგორც ბუფერი და ასევე როგორც საკუთარი ძლევამოსილების დადასტურების ადგილი, 1795 წელს პოლონეთი 3 ნაწილად პრუსიამ, ავსტრია-უნგრეთმა და რუსეთმა გაიყვეს, რითაც მაშინ შეწყდა პოლონეთის სახელმწიფოს არსებობა, 1807 წელს ნაპოლეონის ომების შედეგად გაჩნდა ვარშავის საჰერცოგო რომელიც ნაპოლეონს ემორჩილებოდა, თუმცა ნაპოლეონის დამარცხების და ვენის კონგრესის შემდეგ ის რუსეთს შეუერთეს, რუსეთის 1917 წლის რევოლუციისა და  I მსოფლიო ომის შედეგად 1918 წელს პოლონეთი დამოუკიდებელი გახდა, 1939 წელს პოლონეთი ისევ გაიყვეს ძველმა ,,კეთილმა მეზობლებმა’’ გერმანიამ და რუსეთმა, , ქვეყანა ომის შემდეგ ერთგვარად დასავლეთით გადაგორდა მან დაკარგა დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია ასევე ახლანდელი ლიტვის ნაწილი,თვითონ კი მიიღო გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი, საიდანაც გერმანელი მოსახლეობა განდევნილ იქნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი კომუნისტურ ბანაკში აღმოჩნდა, რაც ძალიან შორს იდგა ქვეყნის გეოპოლიტიკური გათვლებისაგან, პოლონეთმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ის იქცა აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური და კაპიტალისტური სამყაროს ფლაგმანად,  პოლონეთი არის ნატოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პოლონეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ცუდად შეხვდა, პოლონეთისთვის კი ეს რუსეთისაგან შანტაჟის გამორიცხვის საშუალება იყო, ნატოსთვის კი ეს რუსეთის მეტად დაშინების საშუალება არის, ასევე პოლონეთი საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, პოლონეთის ევროკავშირში შესვლას მალე მოჰყვა ამ ქვეყანაში არალეგალი მუშების შესვლა, ამჟამად ფიქრობენ რომ პოლონეთში დაახლოებით მილიონი უკრაინელი არალეგალი იმყოფება, ამას გარდა პოლონეთი რადგან შენგენის ზონის წევრიც არის, ცენტრალური აზიიდან წამოსული არალეგალების ევროკავშირში მოხვედრის გზა, პოლონეთზე გადის, კიდევ ერთი რამ, პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობენ 1945 წელს გასახლებულინ გერმანელები, რასაც პოლონეთი ევროკავშირის წევრობის გამო ვერ ეწინააღმდეგება, მართალია ევროკავშირში შესვლით პოლონეთმა დაკარგა, ბევრი სუვენერული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი საშუალება, რადგან ევროკავშირში წევრობა კომპრომისებით ცხოვრებას ნიშნავს მაგრამ მიიღო ეკონომიკური გარანტიები. 
   პოლონეთის მომავალი გეოპოლიტიკური მიზნების განხორცილებზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას, რელიგიური და ეთნიკური ერთფეროვნების გამო, ქვეყანას არ აქვს შიდა დაძაბული პოლიტიკა, კათოლიკური სარწმუნოების გამო არ გაჭირვებია ევროკავშირში სწრაფად ინტეგრირება, კათოლიციზმი წარმოადგენდა ასევე ერთგვარ დაცვის საშუალებას რუსეთის კულტურული გავლენისაგან, ევროკავშირის და ნატოს წევრობით მან მიიღო ეკონომიკური და სამხედრო გარანტიები. პოლონეთის მთავარ მიზანს წარმოადგენს იდეოლოგიური და ეკონომიკური ლიდერის როლის თამაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთის შესაძლო მომავალი აგრესიის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა ლეხ კაჩინსკის სიკვდილამდე როცა პოლონეთი, აქტიურ პოლიტიკას ატარებდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქრთველოს თანადგომით, მაგრამ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაფერი ტუსკმა ერთგვარად უკან გადაწია და რუსეთთან სხვა მხრიდან არჩია სიტუაციის მოგვარება, არადა პოლონეთ საკმაოდ კარგად გამოდიოდა ლიდერის როლის თამაში. 
     პოლონეთს საკუთარი მიზნების დასაცავად ემსახურება , საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების 150,000 მოსამსახურე.  






ეგვიპტე. უმნიშვნელოვანესი არაბული სახელმწიფო / Ägypten. Die wichtigsten arabische staat

    ეგვიპტე მსოფლიოს ცივილიზაციის აკვნად ითვლება, დაარსებიდან დღემდე ქვეყანაში იყო სპარესელების, ალექსანდერე მაკოდონელის, რომის, არაბების, თურქების და ბოლოს ბრიტანელების ბატონობა მაგარმ ქვეყანა სულ ეგვიპტედ რჩებოდა, როცა მან არაბების ბატონობისას მოსახლეობაც კი გამოიცვალა, აქ კარგად ჩანს, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა როგორც მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქვეყანას, მისი ასეთი მნიშვნელობა განპირობებული იყო, მისი      ადგილმდებარეობით და სიმდიდრით,  ეგვიპტე მდებარეობს, აფრიკის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტერიტორიის 1/10, სინას ნახევარკუნძული აზიის კონტინენტზეა, ქვეყნის მთლიანი ფართობი 1 მლნ კვ/კმ ოდნავ მეტია, ქვეყანას დასავლეთით ლინია ესაზღვრება, სამხრეთით სუდანი, აღმოსავლეთით, წითელი ზღვა და ისარაელი, ხოლო ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა,  ეგვიპტის უმთავრესი სიმდიდრე არის, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ნილოსი, სწორედ ამის გამო თქვა ჰეროდოტემ ,,ეგვიპტე ნილოსის საჩუქარია’’.   ნილოსის ყოველწლიური სეზონური წყალდიდობის გამო, ხეობა ივსება ალუვიონით, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ეგვიპტე დიდი მწარმოებელია ხორბლის,   ბამბის,  შაქრის ლერწმის, სიმინდისა და ბრინჯის, ეგვიპტის ეკონომიკაში ასევე დიდი წვლილი შეაქვს, ცემენტის, რკინის, ალუმინის და ფოლადის წარმოებას, ნავთობისა და გაზის გადამუშავებას, ელექტროენერგიის წარმოებას და ტურიზმს,  ეგვიპტის სიძლიერედ და ამავე დროს სისუსტედაც შეიძლება ჩაითვალოს მისი 82,000,000 მლნ-იანი მოსახლეობა, ქვეყანას ამხელა მოსახლეობა აშკარად დიდ უპირატესობას ანიჭებს რეგიონში და მთელ არაბულ სამყაროში, ამ ქვეყანაში ხომ ყველაზე მეტი არაბი ცხოვრობს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის რომ ქვეყანას არ შეუძლია ამდენი ადამიანისათვის, სამუშაო პირობების შექმნა, რის გამოც მისი მოსახლეობა მოდებულია მთელ, არაბული სამყაროს ნავთობით მდიდარ ქვეყნებს სამუშაოდ, რაც ქვეყანას გარკვეული გავლენის მოპოვების საშუალებას აძლევს ამ ქვეყნებზე, მოსახლეობის მხრივ პრობლემა არის ისიც, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 8% ქრისტიანი კოპტია, რაზეც სუნიტური უმრავლესობა არც ისე ტოლერანტულია და ხშირი არის თავდასხმები ქრისტიანულ მოსახლეობაზე.
       და ახლა რა არის ეგვიპტის გეოპოლიტიკური მიზნები, 1922 წელს როცა ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, მის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი ალბათ საკუთარი სახელმწიფოს აშენება, რეგიონში ლიდერის ფუნქციის მოპოვება და საკუთარი მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა, ეგვიპტის გეოპოლიტიკის განსაზღვრაში უდიდესი ცვლილება გამოიწვია 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამ, ეგვიპტე რადგან თვლიდა, რომ ის იყო არაბული სამყაროს ფლაგმანი და ლიდერი მთელი რეგიონის, პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და არაბულ კოალიციასთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაება, მაგრამ ამ ომში და ისრაელთან გამართულ ყველა ომში დამარცხების შემდეგ, იძულებული გახდა ამ ქვეყნის მიმართ პოლიტიკა შეეცვალა, რასაც მოჰყვა 1979 წლისნ კემპ-დევიდის სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან, ამ ფაქტმა საკმაოდ შეარყია მისი როგორც არაბული სამყაროს ფლაგმანის სტატუსი,  თუმცა სამაგიეროდ მიიღო აშშ-ს დახმარება და მოკავშირეობა, რის გამოც კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან,  რასაც კიდევ მოჰყვა თვითონ ეგვიპტელი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება, ხელისუფლების მიმართ, ეგვიპტის ყველა მმართველი 1952 წლის შემდეგ, რაც ქვეყანა რესპუბლიკა გახდა, ქვეყანას არც ერთი დემოკრატიული მთავრობა არ ჰყოლია,  ყველა პრეზიდენტი დროთა განმავლობაში ავტოკრატად გადაიქცა, ეკონომიკური კრიზისის დროს როცა, ხალხში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, ხალხმა, დამნაშავედ ხელისუფლება და დემოკრატიის ნაკლებობა მიიჩნია, შედეგად ქვეყანამ დაკარგა მუბარაქი და ალბათ კიდევ დასავლური კურსიც, ამერიკამ ამ შედეგზე თანხმობა განაცხადა და ყველაფერი დემოკრატიის გამარჯვებად მონათლა, არაბული სამყაროც შედეგით კმაყოფილი დარჩა, ეგვიპტის მოსახლეობამ მიიღო ახალი გარდამავალი მთავრობა და რომელიც მაქსიმალურად ცდილობს , მოსახლეობის სურვილების შესრულებას, გაუხსნა საზღვარი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს, თუმცა ამერიკელთა ზეწოლით მალევე დახურა, ქვეყანა მეტად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი არაბულ სამყაროში, გამოჩნდეს როგორც ნაკლებ დამოკიდებული ამერიკაზე, სწორედ ეგვიპტის რევოლუცია იყო ის ძალა რომელმაც, მთელი არაბული სამყაროს გარდაქმნა  გამოიწვია, ეს კიდევ მეტად წარმოაჩენს ეგვიპტეს როგორც არაბული სამყაროს უმნიშვნელოვანეს სსახელმწიფოს, ქვეყანა ამჟამად გარდამავ პერიოდშია და ახლა აყალიბებს თავის ახალ გეოპოლიტიკურ მიზნებს, ამ გეოპოლიტიკური მიზნების დასაცავად და განსახორციელებლად, ქვეყანას ჰყავს 450.000-იანი არმია და 2,4 მლრდ დანახარჯები. იმედია ქვეყანა შეძლებს ამ პერიოდის გადაგორებას და თავისი მიზნების საბოლოოდ გარკვევას, დაიკავებს საკუთარ ადგილს არაბულ სამყაროში და არც დასავლურ სამყაროს დაივიწყებს. 

უკრაინა. უმიზნოდ დარჩენილი ქვეყანა / Ukraine. Staat ohne ziel



      უკრაინა სლავური ძირის მქონე სიტყვაა და სასაზღვო სახელმწიფოს ნიშნავს, თავისი 603,000 კვ/კმ ფართობით, რუსეთის შემდეგ სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპის მასშტაბით, ხოლო 46,000,000 მოსახლით მე-8 ადგილზე არის. უკრაინას დასავლეთიდან ევროკავშირი ესაზღვრება(პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი) და მოლდავეთი,  აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთით ბელორუსია (თეთრი რუსეთი), სამხრეთით შავი და აზოვის ზღვები. უკრაინა ორ დიდ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას შორის არის მოქცეული და ეს ორივე გეოპოლიტიკური მონსტრი, ევროკავშირი და რუსეთი მისგან ერთ რამეს ითხოვენ, ეს არის გზა, რუსული რესურსებისა და ევროპული პროდუქციიისათვის. უკრაინის ტერიტორიაც დაფარული არის, ტრასებით, ლიანდაგებით, ნავთობ და გაზსადენებით. 
         882 წელს პირველად მოხდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე სახელმწიფოს გაჩენა, ეს იყო კიევის რუსეთი, რომელიც იმართებოდა კიევიდან და პირველი აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფო იყო, კიევიდან მართვის მიუხედავად რუსული სახელმწიფო ოყო, მაგრამ, კიდევ ერთი მაგრამ, ის კიევის რუსული სახელმწიფო იყო, ამის შემდეგ XIV საუკუნეში ახლანდელი უკრაინის ტერიტორია ორ სახელმწიფოს, მონღოლთა ოქროს ურდოს და ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებულ სამეფოს რეჩპოსპოლიტას შორის იყო გადანაწილებული, XVII საუკუნეში მთელი ეს ტერიტორია უკვე სამ ნაწილად იყო გაყოფილი, დასავლეთით ისევ რეჩპოსპოლიტა, აღმოსავლეთით მონღოლთა ნაცვლად, რუსეთის იმპერია, ხოლო მესამეს ოსმალეთის იმპერიას, ახლანდელი უკრაინის სამხრეთი ნაწილი ეჭირა, XVIII საუკუნიდა მთელი ამტერიტორიის უმეტესობა რუსეთის იმპერიის ხელში გადადიოდა, ხოლო  XX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის უმეტესობა გარდა ლიმბერგის (ლვოვის) ოლქის ტერიტორიისა საბჭოთა კავშირში შევიდა როგორც უკრაინა, 1945 წელს ეს ტერიტორიაც პოლონეთს ჩამოეჭრა და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას მიემატა, კიდევ ერთი შენაძენი ქვეყნისათვის იყო 1954 წელს ხრუშჩოვის მიერ გაკეთებული საჩუქარი როდესაც უკრაინამ რუსეთისაგან, ყირიმი მიიღო.
   მთელი ეს ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს უკრაინის პოლიტიკის წარმართვაზე. უკრაინის 46,000,000 მოსახლიდან 73% უკრაინელია, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ, 22% ეთნიკურად რუსია და ისინი ქვეყნის აღმოსავლეთში ცხოვრობენ, ხოლო დარჩენილი 5% წარმოშობით, რუმინელები, პოლონელები, ბულგარელები, უნგრელები, ებრაელები, ბელორუსები და თათრები არიან, რელიგიურად ქვეყნის დასავლეთი ბიზანტიურ კათოლიკურ ეკლასიას მიეკუთვნება, ევროპული კათოლიკური ეკლესიის წინაშე უნიით, აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ ორთოდოქსული ქრისტიანობაა გავრცელებული, რუსული ეკლესიის მმართველობით. ყველაზე რთული ვითარება კი ყირიმის ნახევარკუნძულზეა, სადაც 2 მლნ მოსახლიდან 58% რუსია, 25% უკრაინელი და 12% ყირიმელი თათარი. რის გამოც ეს ტერიტორია ავტონომიით სარგებლობს.
       მას შემდეგ რაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა მაშინვე გაჩნდა პრობლემები, ქვეყნის შიგნით და უპირველესად რუსეთთან,  პირველი დაპირისპირების საგნად ამ ორ ქვეყანას შორის სევასტოპოლში მდგარი საბჭოთა ფლოტილიის გაყოფის საკითხი,რაც ერმანეთში დიდი ორივესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით დაამთავრეს, მეორე საკითხად იქცა სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტით სარგებლობის უფლება, მაშინდელი რუსეთის და უკრაინის მთავრობები შეთანხმდენ, აქ რუსული ბაზების 20 წლით განთავსების შესახებ, როცა უკრაინაში პროდასავლური მმართველობა დამყარდა ისინი უარს ამბობდნენ, რუსული ფლოტილიისათვის დარჩენის ვადის გაგრძელებაზე რასაც მალევე მოჰყვა რუსული მოსახლეობის მხრიდან ირიდენტიზმის ხოლო თათრული მოსახლეობის მხრიდან სეპარატიზმის გამოვლინება,(ნეტა ვისი ინტერესების გამო ?) პრორუსული ძალების დაბრუნების შემდეგ კი მათ ეს უფლება კიდევ გაიხანგრძლივეს. უკრაინა რუსეთის ურთიერთობაში დიდ როლს ასრულებს მათი ეკონომიკური ურთიერთობა, უკრაინაში ჩადებული ინვესტიციების დიდი წილი რუსეთიდან მოდის, (რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილში ხვდება) რუსეთი არის ასევე ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელი უკრაინისათვის, ხოლო ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ,,გაზის ომს’’  რაც მოჰყვა ყველამ ნახა, როცა უკრაინა ევროპის, ამერიკის და რუსეთის ზეწოლას ერთად განიცდიდა,  მაგრამ უკრაინასაც აქვს ამ ურთიერთობაში ერთი კოზირი, რუსეთის ნავთობისა და გაზის ევროპული ექსპორტის 90%, უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის და ამას ჭკვიანურად გამოყენება სჭირდება. 
     დასავლეთით მყოფი ევროკავშირი და ნატო ასევე დიდ როლს თამაშობენ უკრაინის, პოლიტიკის განვითარებაში, 1994 წლიდან უკრაინამ ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა, ეს პარტნიორული ხელშეკრულება გულისხმობდა მათ შორის თანამშრობლობას სხვადასხვა სფეროში და უპირველესად ეს იყო, ატომური ენერგიის შესახებ თანამშრობლობა, რადგან უკრაინას უჭირდა საკუთარი ატომური ელექტრო სადგურების მომსახურება, მაგრამ აქ ერთი რამ გამოჩნდა უკრაინა, ევროკავშირს აკისრებდა ჩერნობილის სადგურის მოვლას და ნაკლებად რევდა სხვა მუშა სადგურების საქმეში, დაპირისპირების მიზეზთა შორის იყო ასევე, კუჩმას ავტორიტარული პოლიტიკა და არადემოკრატიული ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვის სურვილის გამოვლინება. 2004 წელს ევროკავშირი უშუალოდ გაუმეზობლდა უკრაინას რასაც მოჰყვა უკრაინაში ევროინტეგრაციის კომიტეტის შექმნა, იალტის კონფერენციაზე განხილულ იქნა უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ჩასატარებული რეფორმები, სადაც ევროკავშირის პრეზიდენტმა უკრაინას პირველ რიგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა საკითხებში მეტი მუშაობა მოსთხოვა, ევროკავშირი არის სიდიდით მეორე ინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, ხოლო უკრაინის ექსპორტის 38 % ევროკავშირზე მოდის, ასე რომ ევროკავშირი წარმოადგენს უკრაინისათვის ეკონომიკის განვითარების მთავარ ძალას.



     საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო და უპირველეს ყოვლისა აშშ მაქსიმალურად ცდილობდა დასავლურ სისტემად გადაქცევას მაგრამ ამ პროცესს დიდად აფერხებდა უკრაინაში ჩამოყალიბებული რეჟიმი, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილება გაჩნდა, 2004 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ,  ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ნატოსთან ურთიერბის გაღრმავება და ერაყის კამპანიაში 1,800 სამხედროც მიავლინა, მაგრამ მთავრობის მომდევნო ცვლილებას, ამ ურთიერთობის ისევ გაფუჭება უფრო სწორად გაყინვა მოჰყვა,და ახლანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს ნატოსთან რუსეთისათვის სასურველ საკითხებში. 

     

     მთელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკრაინა წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობის ნაწილი დასავლური კურსის, ნაწილი კი რუსული კურსის მომხრეა, ქვეყანა დამოუკიდებლად, როგორც უკრაინული სახელმწიფო ჩამოყალიბდა მე- XX საუკუნეში მას არ გააჩნია, არანაირი ტერიტორიული მოთხოვნები მეზობლების მიმართ, პირიქით მას სთხოვენ ტერიტორიებს რაზეც იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საპირისპირო აზრს არ აფიქსირებს და ეს ეთნიკურად უკრაინელი მოსახლეობის თავსატეხია. ქვეყნის მიზანს  2004-2010 წელში დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაცია წარმოადგენდა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანში დაიწყო სწრაფი რეფორმები, ქვეყანას ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება დასჭირდა, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი წონა შეძინა, მაგრამ 2010 წლის 17 იანვრის არჩევნება ყველაფერი შეცვალა და უკრაინამაც დაკარგა ის მიზანი რასაც ქვეყნის გაუმჯობესება და ევროპულ ყაიდაზე მოდერნიზაცია ჰქვია, ახლა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მთავარი როლი ეკონომიკურად შედარებით ძლიერ და იდეოლოგიურად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთს აქვს, ხოლო ეთნიკურად ქვეყნის უკრაინული ნაწილი, რომელსაც მეტი რეფორმა და დასავლური ცხოვრების სტილი სურს ამ დროს იჩაგრება.  
    

შიდსი საქართველოში / HIV ins georgien

შიდსი საქართველოში

2003 წლისათვის საქართველოში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ  რეგისტრირებულია აივ ინფექციის 361 შემთხვევა, მათ შორის 313 – მამაკაცი, 48 – ქალი. შიდსი განუვითარდა – 74, გარდაიცვალა – 52. აღნიშნული 361 შემთხვევა არ ასახავს საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის გავრცელების რეალურ დონეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და  ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 2000 აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. აღსანიშნავია, რომ ინფექცია შემოტანილია 79%-შიქვეყნის შიგნით გავრცელებული 18,5%-ში, ხოლო დაუდგენელი 2,5%-ში. 

 საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის მიხედვით განაწილება


საქართველოში აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდეა.


აივ ინფიცირებულთა განაწილება ასაკის მიხედვით


    აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში (ძირითადად, ზუგდიდში), აჭარაში, იმერეთში, კახეთში. სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის
გზების მისედვით

მკაფიოდ შეინიშნება აივ ინფექცია / შიდსის შემთხვევათა ზრდის ტენდენცია.


საქართველოში აივ ინფექციის შემთხვევათა
დინამიკა


საქართველოში  აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი მიზეზებია:
  • ინტრავენური ნარკომანიის ფართო გავრცელება;
  • საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ არსებული არასახარბიელო ეპიდსიტუაცია;
  • მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები
  • შიდსის შესახებ მოსახლეობის დაბალი განათლების დონე;
  • ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა დეფიციტი და ამასთან, სამედიცინო მუშაკების არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის მხრივ;
  • პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება.

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის ეპიდემიის საფრთხე ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ემუქრება. სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდებში უკიდურესად დაბალია აივ ინფექცია / შიდსის შესახებ ცოდნის დონე და მეორეს მხრივ, მაღალია სარისკო ქცევების გავრცელება (ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი კავშირები).

გააცნობიერეთ პრობლემის სერიოზულობა, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
და თავიდან აიცილებთ საფრთხეს!

მსოფლიოს იარაღით ვაჭრობა / Welt Waffenhandel

     მსოფლიოში წელიწადში 740,000 ათასი ადამიანი კვდება იარაღის წყალობით. წელიწადში მსოფლიო იარაღის ვაჭრობა 45-60 მლრდ დოლარს შორის მერყეობს. გაყიდული იარაღი თითქმის ყველა სახეობისაა, ცეცხლსასროლი, საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმები, ტანკები ავიაცია და სხვა, მაგრამ ლეგალური ვაჭრობა არ ხორციელდება ბალისტიკური რაკეტებით, ატომური იარაღით და უმაღლესი სამხედრო ტექნოლოგიებით.მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის წილის 32 % მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომლის 44 კომპანია 212,4 მლრდ დოლარის იარაღს ყიდის. მეორეზე დგას რუსეთი 27 % - ით. მესამეზე გერმანი 8 % - ით. მე-4 საფრანგეთი 7 %. მე-5 დიდი ბიტანეთი 5 %.ჰოლანდია, შვედეთი და ჩინეთი 2-2 %-ით არიან წარმოდგენილი. დანარჩენი ვაჭრობა გადანაწილებულია დანარჩენ მსოფლიოში  ძირითადად მაინც სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკაზე, ბრაზილიაზე,ისრაელზე, ბელგიაზე,ესპანეთზე და  უკრაინაზე. მსოფლიოში კი იარაღის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიები კი არის: Boeing , BAE Systems, Lockhed Martin, Northrop Grumman, General Dynamics, Raztheon,EADS, L-3 communications, Finmeccanica, Thales. ახლი კი ვინ რას ყიდის : ამერიკულ იარაღს უპირატესად თვითონ ამერიკელები ყიდულობენ,  ასევე დიდი შემსიყდველები არიან ლათინური ამერიკის ქვეყნები რომლებიც ლეგალური ვაჭრობის 95 %-ს ამერიკასთან ანხორციელებენ. ამერიკულ იარაღს ასევე დიდი რაოდენობით ყიდულებენ ის არაბული ქვეყნები რომლებიდანაც ამერიკას ნავთობი გააქვს. პაკისტანისთვის კი ამერიკა ახლაც ნომერ პირველი იარაღის მიმწოდებელია და ბოლოს ისრაელი და  იაპონია რომლებიც ამერიკისაგან ძირითადა ისეთ იარაღს იძენენ ამერიკისგან რომელიც ტექნოლოგიის ბოლო სიტყვას წარმოადგენს. რუსული იარაღი კი უმეტესად არაბულ სამყაროში საღდება, ის ასევე ნომერ პირველი მიმწოდებელია ინდოეთისა და ჩინეთისათვის, გერმანული წარმოების იარაღს უპირტესად ისევ ევროპა ითვისებს, ფრანგული იარაღი კარგად საღდება მაღრიბის ქვეყნებში, ინდოეთი და ტაივანი მისგან იძენენ გამანადგურებელ ავიაციას. ასევე ყოფილი ფრანგულ კოლონიები, რომლებსაც საფრანგეთი მმართველი რეჟიმისდმი კეთილგანწყობის შემთხვევაში აიარაღებს ხოლო თუკი რეჟიმი ეურჩება მაშინ მას ადგილობრივების მიერვე ანადგურებენ.  ბრიტანული იარაღის ბაზარი თვითონ ბრიტანეთის სახელმწიფოს განსაკუთრებულ პარტნიორებთან არსებოს. და გაყიდული იარაღის უმეტესი წილი ავიაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე მოდის.  ჰოლანდიური იარაღი ძირითადად ევროპის ბაზრებზე გადის. შვედური იარაღის ბაზარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ტაილანდია რომლებიც მისგან ავიაგამანადგურებელ Gripen - ს ყიდულობენ. ჩინური იარაღის ბაზარი (რომელიც ძირითადად რუსულის კლონებია) ინდოჩინეთი და აფრიკაა რაც მისი სიიაფით არის გამოწვეული. 
 

            იარაღის უდიდესი შემსყიდველების ათეული კი ასე გამოიყურება( ქვეყნები რომლებიც უცხო ქვეყნის ნაწარმოებ იარაღს იძენენ): 1) ჩინეთი 9,4 მლრდ $ 2) ინდოეთი 7,2 მლრდ $ 3 ) სამხრეთ კორეა 6,1 მლრდ $ 4) არაბეთის გაერთიანებული საემიროები 5,8 მლრდ $  5) საბერძნეთი 4,9 მლრდ $ 6) ისრაელი 3,4 მლრდ $  7) სინგაპური 3,3 მლრდ $  8) აშშ 3,0 მლრდ $ 9) ალჟირი 2,9 მლრდ $ 10) პაკისტანი 2,9 მლრდ $
              დიდი წილი მსოფლიო იარაღის ვაჭრობაში არალეგალურ ვაჭრობაზეც მოდის ის თითქმის მლრდ-ზე ადის ამ ბაზრის უდუდესი სეგმენტი უკავია რუსულ, უკრაინულ და ჩინურ იარაღს. 

ირანი .ატომი რევოლუციის დასაცავად. / Iran .Nuklear revolution zu schützen

    სიტყვა ირანი არიელს ნიშნავს და არიელები იყვენენ დღევანდელი ირანელების წინაპრები, ირანელები ინდო-ევროპელ ხალხებს განეკუთვნებიან. ირანის შექმნა უკავშირდება მეფე დარიოს I, რომელმაც ძვ,წ,აღ 550 წელს დაამარცხა მიდიის მეფე ასტიაგი და მთლიანად შეიერთა ეს ტერიტორია და გაჩნდა ირანი. 
      ირანი თავის მდებარეობით, კულტურათა საზღვარზეა, სამხრეთიდან და დასავლეთიდან არაბული სამყარო, ჩრდილოეთით თურქული, სლავური და არეული კავკასიის, ფაქტორია გასათვალისწინებელი, აღმოსავლეთით კი უძველესი ინდური ცივილაზაცია, ირანის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეთნიკური სიჭრელეც, ქვეყნის 72 მლნ მოსახლიდან დაახლოებით ნახევარია სპარსელი, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ცენტალურ და სამხრეთ რაიონებში არიან განსახლებული, პრობლემას ქმნის ეროვნული უმცირესობების, სასაზღვრო რეგიონებში განსახლება, ჩრდილო-დასავლეთში 20 მლნ-იანი აზერბაიჯანული მოსახლეობა, ჩრდილო-აღმოსავლეთეთ თურქმენები, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში  ბელუჯები, სამხრეთ-დასავლეთით არაბები და დასავლეთით ქურთები, ირანის პოლიტიკაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს მისი რელიგია, ისლამის შიიტური მიმართულება, მთელი მსოფლიოს შიიტების ნახევარი ირანში არის თავმოყრილი, მაშინ როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 90 % სუნიტები არიან, ქვეყანაში მხოლოდ 2 ეთნიკური ჯგუფი ქურთები და ბელუჯები არ აღიარებენ შიიზმს.     1979 წლის 1 თებერვლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აშკარად გაესვა ხაზი ქვეყნის განვითარებაში ისლამის როლს, ქვეყანაში დამკვიდრდა შარიათის კანონები და დასავლურ განვითარების კურსს ქვეყანამ საკუთარი ისლამური კურსი არჩია,  2 დიდ სატანისტურ სახელმწიფოდ გამოცხადდა სსრკ და აშშ, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სამომავლო კურსი, 1980-1988 წლებში მომხდარ ირან-ერაყის ომს დიდი რეზონანსი მოჰყვა, არაბულმა სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი ისლამური რევოლუციის ექსპორტად მიიჩნიეს, დასავლეთი კი ერაყს მანამ ეხმარებოდა სანამ სადამ ჰუსეინმა ომის ყველა კანონი არ დაარღვია. ამრიგად ირანი მარტო აღმოჩნდა ყველას წინააღმდეგ და ფაქტიურად ახლაც ასე აგრძელებს საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ ბოლო დროს ცდილობს ეძებოს მოკავშირეები, მიმდებარე ისლამურ სახელმწიფოებში და ამას აკეთებს მოსახლეობის სოციალურად დაბალ ფენებში რადგენ ქვეყნების მთავრობები ჯერ კიდევ გაურბიან მათთან მჭიდრო ურთიერთობას,  მხარდამჭერთა მოპოვების საშუალებად კი გამწარებული არაბების და ათასი ჯურის დამნაშავის, ისრაელის წინააღმდეგ შეგულიანებით ცდილობს. 

      ირანის სიძლიერის გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკას, რომელმაც, 2003 წელს თავისი შეჭრით ერაყში და ამ ქვეყნის ფაქტიურად განადგურებით, ფართო გზა გაუხსნა ირანს, ისლამური მოსახლეობის გულებისაკენ დდა ასევე უპირველესი მეტოქე ჩამოაშორა რეგიონში, რომელიც მეტ-ნაკლებად აწონასწორებდა ირანს, ამჟამად ირანის ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანაში, 400,000 ათასი ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მე-5 ამერიკული ფლოტილია, რომლსაც დისლოკაციის ადგილი ბაჰრეინში აქვს, მხოლოდ სპარსეთის ყურის კონტროლით არის დაკავებული, ამ დიდი ამერიკული საფრთხის და კიდევ მისი დიდი გეოპოლიტიკური სურვილებიდან გამომდინარე, ირანი გადავიდა შეირაღების სწრაფ ტემპზე და ამ ყველაფერს ამერიკული და ებრაული საფრთხით ამართლებს, ემბარგოს გამო კი საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარება უწევს, ირანულ არმიაში 2008 წლის მონაცემებით 523.000 ადამიანი მსახურობს, რეზერვში 350,000 კაცი დგას, სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 3,5 % -ია, თუმცა როგორც ექსპერტები ფიქრობენ ირანი უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ არმიაზე და ასევე საყურადღებოა ირანის ატომურო პროგრამა.
          ირანს ატომური პროგრამა, როგორც თვითონ აცხადებენ, ენერგიის მისაღებად სჭირდება, მაგრამ ის პროგრამა რომელსაც ირანი ანხორციელებს, ასევე გამოდგება ატომური ბომბის შესაქმნელადაც. 1970 წელს ირანმა საბჭოთა კავშირისაგან შეისყიდა რეაქტორი რომელიც ბიშერში დადგა და იქ დააპირა მისი ამუშავება, მაშინ ამაზე არავის უყვირია ბევრი, მალე ნათანში გაჩნდა ურანის გამამდიდრებელი რეაქტორი, ხოლო არაკში დაიწყეს, მძიმე წყლის გადამუშავება, რომელიც საჭიროა როგორც ატომური ელექტროსადგურის საწვავად, ასევე ატომური ბომბის შესაქმნელად, ირანის ატომური პროგრამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ირანის რევოლუციის შემდეგ, რაც გვაფიქრებინებს რომ ,,დემოკრატიული’’ ირანის სამეფოსაგან საფრთხე არ მოდიოდა ხოლო ისლამური ირანი უკიდურესი საფრთხის შემცველია.    
          ირანულ პოლიტიკაზე დიდგავლენა იქონია, საბჭოთა კავშირის დაშლამაც, თუკი ის ამ სივრცეს ერთად, მოწინააღმდეგედ აღიქვამდა, დაშლილთან და ერთმანეთში არეულთან ცდილობს კარგი ურთიერთობა დაამყაროს, რუსეთი მას ირაღის და ტექნოლოდიების მიღების კარგ საშუალებად მიაჩნია, კასპიის ზღვის რესურსების ექსპორტისათვის ირანი საკმაოდ კარგი ტერიტორია, , ირანის დიდ სურვილს წარმოადგენს, რომ ეს რესურსები სწორედ მისი კონტროლით გაედინებოდეს, ამ რეგიონიდან, აღმოსავლეთის სწრაფად მზარდი, ეკონომიკებისათვის, პირველ რიგში ჩინეთისა და ინდოეთისათვის ის პატოსანი ნავთობისა და გაზის მიმწოდებელია და ამ ქვეყნებიდანაც ის ტექნოლოგიების მიღებას ცდილობს, ისევ თავისი სმხედრო ძლიერების გასაზრდელად. 
      ირანის ამ გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს, ზურგს უმაგრებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგები, ირანის ხელშია მსოფლიო ნავთობის მარაგის 9 % და ამ მაჩვენებლით მესამე ადგოლზე დგას მსოფლიოში, ხოლო ბუნებრივი აირის 15 % -იანი მარაგით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ამ ყველაფრის გარდა ირანის ძალას წარმოადგენს მისი დემოგრაფიული მდგომარეობა, მოსახლეობის ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი 1,28 %-ია. 
       მოკლედ რომ ვთქვათ ირანის უპირველეს სურვილს, რეგიონში პირველობა საკუთარი, ნედლეულის დაცვა და საყოველთაო შარიათი წარმოადგენს და ამისათვის ის ყველა ფრონტზე ჯერჯერობით ყველაფერს წარმატებით აკეთებს. 


თურქეთი სურვილები და შანსები / Türkei Wünschen und Möglichkeit

       მცირე აზიის ნახევარკუნძლზე თურქული მოსახლეობის ჩამოსახლება, დაახლოებით მე-IX, მე-X საუკუნეებში დაიწყო, ამ პარიოდში მათ სელჯუკებს ეძახდნენ, თავიანთი პირველი ბელადის სახელიდან გამომდინარე, მეორე დიდი ცვლილება ამ ხალხის ისტორიაში იყო, ოგუზთა ტომის მიერ მთელი თურქული მოსახლეობის გაერთიანება, ამიერიდან თურქებს 1919 წლამდე ოგუზთა ტომის პირველი ბელადის, ოსმან I (1259-1326) საპატივცემულოდ, ოსმალოებს ეძახდნენ,   სწორედ მან დაუდო ოსმალეთის იმპერიას 1299 წელს სათავე, ოსმალოთა უდიდესი წარმატება იყო, მათი სულთნის მეჰმედ II ფათიხის (დამპყრობელი) მიერ 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღება, რითაც თურქეთი მკვიდრად გავიდა ევროპაში და ამ ახალი ტერიტორიის დასამკვიდრებლად დედაქალაქიც აქ გადაიტანეს, თურქეთმა სწრაფად გააგრძელა ზრდა და მალე მის ხელში მოექცა მთელი ჩრდილოეთ აფრიკა, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, ახლო აღმოსავლეთში, პალესტინა, ჰიჯაზი, სირია, ერაყი, ქურთისტანი, სამხრეთ კავკასიის დასავლეთი. ევროპაში : სერბეთი, ხორვატიის ნაწილი, მაკედონია, კოსოვო, ბოსნია, საბერძნეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, ვლახეთი, ბესარაბია, ყირიმი, ტრანსილვანია.  ასეთი უზარმაზარი ტერიტორიის მქონე ქვეყანას რა თქმა უნდა, დიდი პოლიტიკური ამბიციებიც ჰქონდა, მაგრამ IXX საუკუნუს ბოლოდან იმპერიამ დაცემა დაიწყო და პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს დადგა, რათა დაკარგული მიწები ინგლისელებისათვის და რუსებისათვის გამოეტაცებინა უკან, მაგრამ ომში დამარცხებამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა გაუქმდა იმპერია და ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვა, სადაც ქემელ ფაშას მომხრეებმა გაიმარჯვეს და თურქეთი ევროპული განვითარების გზას დაადგა. 
     ამჟამად თურქეთი მდებარეობს, კულტურათა გზაგასაყარზე ევროპასა და აზიას შორის, სლავურსა და არაბულს შორის. ასეთი მდებარეობის დროს ასევე გასათვალისწინებელი არის, სიახლოვე ისრაელთან, სპარსეთის მეზობლობა, დაულაგებელი კავკასიის ფაქტორი, ასევე ევროპული მუსლიმანური სახელმწიფოები და აზიური თურქულენოვანი ქვეყნები.  
     1987 წლიდან მოყოლობული თურქეთი, ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს წვრობის კანდიდადატ გახდომის შესახებ, მაგრამ ამდრომდე ეს სხვადასხვა მიზეზებით ყოვნდება, თურქეთს ამ მოთხოვნის გასახორციელებლად პირველ რიგში ის უწყობს ხელს რომ მისი ტერიტორიის 1/10 (თრაკია) ევროპულია, თურქეთი ასევე იმიტომ თვლის თავს ევროპული კულტურის ნაწილად, რომ მას მრავალი წლის მანძილზე ეკავა ბალკანეთის ტერიტორია და ახლაც ალბანეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა მუსლიმანური სახელმწიფოა, ასევე კოსოვო საკუთარი გაურკვეველი სტატუსით მუსლიმური წარმონაქმნია, თურქეთის ამ მოთხოვნას ისიც უმაგრებს მხარს, რომ საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიაში და გერმანიაში საკმაოდ დიდია თურქული დიასპორები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია ასევე ეკონომიკური ფაქტორი, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე შესული ინვესტიციების 85% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 
     პირველი მიზეზი თუ რატომაც ვერ ხვდება თურქეთი ევროკავშირში არის საბერძნეთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები 1952 წელს ერთად შევიდნენ ნატოში მათ სორის მაინც არსებობს კონფლიქტები, დაპირისპირების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საზღვარი, ეგეოსის ზღვის აბსოლიტური უმრავლესობა საბერძნეთს ეკუთვნის, ეს კუნძულები კი იმდენად ახლოს არის განლაგებული მატერიკთან, რომ თურქეთს ფაქტიურად ეკეტება დასავლეთ სანაპირო სანაოსნოდ, ასევე პრობლემები წარმოიქმნება, ეგეოსის ზღვის თევზისა და ნავთობის რეზერვების გამო. 
       მეორე პრობლემას თუ რატომაც ამბობს კვიპროსი თურქეთის ევროკავშირში მიღებაზე უარს არის კვიპროსი, 1960 წელს კუნძულმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ 1974 წელს თურქეთის შეჭრის შემდეგ კუნძული ორად გაყოფილი აღმოჩნდა, ჩრდილოეთ  კვიპროსს  დაერქვა ჩრდილო კვიპროსის რესპუბლიკა რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერ იქნა აღიარებული. სამხრეთ კვიპროსი რომელიც ბერძნებით არის დასახლებული ევროკავშირის წევრი გახდა და დღემდე არ აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის ცალკე არსებობას. 
    მესამე პრობლემა რასაც თურქეთი ეჩეხება არის მისი  მოსახლეობის სიჭარბე ის ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, თუმცა მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპის გამო მალე გადააჭარბებს და ასეთი დიდი მოსახლეობით ევროკავშირშიც დიდ უფლებებს მიიღებს რასაც ევროკავშირის ქვეყნები ძალზედ უფრთხიან რაც ბოლო ევროპულ არჩევნებში კარგად ჩანს როცა ყველა ქვეყანაში ნაციონალური პარტიები საკმაოდ მეტ მხარდაჭერას ღებულობენ.  
      მეოთხდე პრობლემას კი ის წარმოედგენს რომ თურქეთი საკუთარი ხელსაყრელი გეოპოლოტიკური მდებარეობით და ნატოს წევრობით მანიპულირებს ოფიციალურ ბრიუსელთან და ამ საშუალებით ცდილობს მას რაღაცეები დასტყუოს. 
      ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება თურქეთის არმოსავლური პოლიტიკა. თურქები აღმოსავლელი ხალხი რომლებიც ალთაის მთებიდან დაიძრნენ და თავი ამოყვეს ანატოლიაში, საბჭოთა კავშირის დროს თურქეთს თავის ცენტრალურ აზიაში დარჩენილ და აზერბაიჯანელ თანამოძმეებთან შეწჱვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, ხოლო მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა თურქეთი აქტიურად ცდილობს შეაღწიოს ამ ქვეყნებში და ამისათვის კარგად იყენებს პრესას, იქნება ეს გაზეთები თუ სატელიტური გადაცემები, სწარაფად აღრმავებს ამ ქვეყნებთან ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთობებს, იქაურ სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ განათლება თურქულ უნივერსიტეტებში და ამაში საკმაოდ დიდ ფულსაც ხარჯავს,  თურქეთის აღმოსავლურ ინტერესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი და მისი ნავთობ-გაზის რეზერვები, თურქეთმა დიდი ინვესტიციები განახორციელა, აზებაიჯანული ნავთობის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოსახვედრად, თურქეთისათვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია ასევე ყაზახური ქალაქ ტენგუზიდან რუსულ ნოვოროსიისკამდე, გაყვანილ ნავთობ სადენს რომლის საექსპორტო გზა ბოსფორის და დარდანელის სრუტეებზე გადის და საიდანაც თურქეთი მნიშვნელოვან დივიდენდებს ღებულობს, თურქულ აღმოსავლურ პოლიტიკას დიდ პრობლემებს უქმნის კავკასიური კონფლიქტები,  ჩრდილო კავკასიელი მუსლიმების დახმარებას მას ერთგვარად ზნეობა ავალდებულებს და ასევე ის დიდი დიასპორები რომლებიც თურქეთში ჩრდილო კავკასიელ ხალხებს გააჩნიათ, თურქეთს დიდ პრობლემას უქმნის ასევე მისი ძველი მეტოქე თავის ირანი თავისი ატომური პროგრამით, რომლიდანაც გამოსავალი თითქოს მოიფიქრა მან ბრაზილიასთან ერთად მაგრამ მას ეს ეშმაკობა ჩაუვარდა. 
        თურქეთის სამხრეთულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია დაპირისპირება არაბულ სამყაროსათან რომლებიც აქ ინგლისელების მოსვლამდე მას ემორჩილებოდნენ, ხოლო ინგლისელთა და ფრანგების მოსვლი შემდეგ ერბაშად მის წინააღმდეგ შემოტრიალდნენ, ასევე არაბებს არ აკმაყოფილებთ თურქეთის გარკვეულწილად პასიურობა ისრელის საკითხთან დაკავშირებით, ასევე დიდ უკმაყოფილებას იწვევს თურქეთის მიერ ტავრუსის მთებში დაწყებული კაშხლების მშენებლობა მდინარე ევფრატზე, ის ასევე აპირებს მდინარე ტიგროსის სათავეების ათვისებასა რაც სირიასა და ერაყს ფაქტიურად წყლის გარეშე ტოვებს, არაბი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ასევე თურქეთში არსებული ამერიკული ბაზები რომელთაც ამერიკა    ,,მუსლიმთა ’’  წინააღმდეგ იყენებს. 
      და ბოლოს თურქული პოლიტიკის ალბათ უდიდეს სატკივარს წარმოადგენს ქურთების საკითხი, რომლებიც 5 ქვეყანაში არიან განსახლებული, სომხეთში, ირნში, ერაყში, სირიაში და თურქეთში, დაახლოებით 25 მლნ მოსახლე ჰყავთ და მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, რადგან მათი მიწის ქვეშ განლაგებულია ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოები. თურქეთში მოქმედი ქურთული პარტია    ,, ქურთ   მუშათა პარტია ’’ თურქეთში უკანონოდ გამოცხადდა, რასაც მოჰყვა რამოდენიმე ტერორისტული აქტი და ქურთთა მასობრივი გამოსვლები. 
    მიხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა თურქეთი ისევ ცდილობს ევროკავშირში შესვლას, აღრმავებს ურთიერთობას აღმოსავლეთისაკენ და ცდილობს მეტი გავლენა მოახდინოს არაბულ სამყაროზე. 


        და ასეთ სურვილებსაც ამჟღავნებს:

  

ნარკოტიკებით ვაჭრობა / Drogen handeln

     ნარკოტიკები ეს ის ნივთიერებებია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის,  ორგანიზმზე და გონებაზე და შესაბამასიდან ქცევაზეც. ადამიანები ნარკოტიკებს მუდამ იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, რელიგიური ექსტაზის მისაღწევად, გასაბრუებლად თუ საკუთარი აზროვნების ,,გასაძლიერებლად’’
         ამჟამად დედამიწაზე სამი დიდი ნარკოტიკების წარმოების რეგიონი არსებობს, პირველი ავღანეთი რომელიც განთქმულია ოპიუმის წარმოებით,  მასზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ნარკოტიკების თითქმის ნახევარი, ავღანური ნარკოტიკების გასაღების ბაზარი ირანიდან იწყება და ამერიკის შეერთებულ შტატებამდე აღწევს, ტრაფიკის გზა, ირანზე, თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, ჩრდილო კავკასიაზე, თურქეთზე გაივლის და ევროპაში შედის საიდანაც განვითარებული სამყარო ინაწილებს, ბოლო დროს ჩინური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება ამ ქვეყნის წილიც ნარკობაზარზე. ავღანურ ნარკოწარმოებას საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დიდად დაეხმარა საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომმა, როდესაც ამერიკელები გასაღებული ნარკოტიკების ფულით ისევ ავღანელებს აიარაღებდენ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ამ საქმიანობის აკრძალვა, ახლა როდესაც ავღანეთში ამერიკული არმია დგას, ამერიკის მთავრობამ  განახორციელა პროგრამა ავღანელი გლეხების საქმიანობის შესაცვლელად, მათ დაურიგეს ხორბლის თესლი, მაგრამ ნარკოტიკებისგან იმდენად დიდია შემოსავალი რომ შედეგი 0-ის ტოლი აღმოჩნდა. 
        ნარკოტიკების წამოების მეორე რეგიონი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია, აქაური ნარკოტიკების გასაღების ბაზარი, პირველ რიგში რუსეთია, შემდეგ დასავლეთი ევროპა, დასავლეთ ევროპაში ნარკო ჰაბი წაროიქმნა კოსოვოში რომელიც აღიარების შემდეგ, პირველ ნარკო გამსაღებლად იქცა, არა მარტო ცენტრალური აზიიდან და ავღანეთიდან შემოსული ნარკოტიკებისა ასევე სამხრეთ ამერიკიდან შემოსული ნარკოტიკებისა. 
         ნარკოტიკების წარმოების მესამე რეგიონი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია, პერუს, კოლუმბიის, ეკვადორის და ბოლივიის მოსახლეობა, ამ საქმის უბადლო შემსრულებლები არიან. აქ დამზადებული ნარკოტიკები, ამერიკის ბაზრისათვის იწარმოება, რომელიც ამ საქმეშიც პირველ ადგილზე დგას, სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკების გზა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების გავლით მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ ან მოკლე გზით კარიბის ზღვის გავლით აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ბოლო დროს ლათინური ნარკოტიკები ევროპის ბაზრისაკენაც გაიჭრა ის აზიურ ნარკოტიკებს ბალკანეთზე ან უფრო აღმოსავლეთით კავკასიაში ან თურქეთში უერთდება და შემდეგ ევროპელთა სისხლში აღმოჩნდება. 
       ნარკოტიკებით ვაჭრობაში იმდენად დიდი ფულია მთავრობათა უმეტესობა არ თაკილობს მას მფარველობა გაუწიოს და ასე და ამგვარად ის საკმაოდ კარგად შლის ფრთებს მსოფლიოს ყველა რეგიონში.