ნარკოტიკები ეს ის ნივთიერებებია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის, ორგანიზმზე და გონებაზე და შესაბამასიდან ქცევაზეც. ადამიანები ნარკოტიკებს მუდამ იყენებდნენ სხვადასხვა მიზნით, რელიგიური ექსტაზის მისაღწევად, გასაბრუებლად თუ საკუთარი აზროვნების ,,გასაძლიერებლად’’
ამჟამად დედამიწაზე სამი დიდი ნარკოტიკების წარმოების რეგიონი არსებობს, პირველი ავღანეთი რომელიც განთქმულია ოპიუმის წარმოებით, მასზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ნარკოტიკების თითქმის ნახევარი, ავღანური ნარკოტიკების გასაღების ბაზარი ირანიდან იწყება და ამერიკის შეერთებულ შტატებამდე აღწევს, ტრაფიკის გზა, ირანზე, თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, ჩრდილო კავკასიაზე, თურქეთზე გაივლის და ევროპაში შედის საიდანაც განვითარებული სამყარო ინაწილებს, ბოლო დროს ჩინური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება ამ ქვეყნის წილიც ნარკობაზარზე. ავღანურ ნარკოწარმოებას საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დიდად დაეხმარა საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომმა, როდესაც ამერიკელები გასაღებული ნარკოტიკების ფულით ისევ ავღანელებს აიარაღებდენ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ამ საქმიანობის აკრძალვა, ახლა როდესაც ავღანეთში ამერიკული არმია დგას, ამერიკის მთავრობამ განახორციელა პროგრამა ავღანელი გლეხების საქმიანობის შესაცვლელად, მათ დაურიგეს ხორბლის თესლი, მაგრამ ნარკოტიკებისგან იმდენად დიდია შემოსავალი რომ შედეგი 0-ის ტოლი აღმოჩნდა.
ნარკოტიკების წამოების მეორე რეგიონი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია, აქაური ნარკოტიკების გასაღების ბაზარი, პირველ რიგში რუსეთია, შემდეგ დასავლეთი ევროპა, დასავლეთ ევროპაში ნარკო ჰაბი წაროიქმნა კოსოვოში რომელიც აღიარების შემდეგ, პირველ ნარკო გამსაღებლად იქცა, არა მარტო ცენტრალური აზიიდან და ავღანეთიდან შემოსული ნარკოტიკებისა ასევე სამხრეთ ამერიკიდან შემოსული ნარკოტიკებისა.
ნარკოტიკების წარმოების მესამე რეგიონი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია, პერუს, კოლუმბიის, ეკვადორის და ბოლივიის მოსახლეობა, ამ საქმის უბადლო შემსრულებლები არიან. აქ დამზადებული ნარკოტიკები, ამერიკის ბაზრისათვის იწარმოება, რომელიც ამ საქმეშიც პირველ ადგილზე დგას, სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკების გზა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების გავლით მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ ან მოკლე გზით კარიბის ზღვის გავლით აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ბოლო დროს ლათინური ნარკოტიკები ევროპის ბაზრისაკენაც გაიჭრა ის აზიურ ნარკოტიკებს ბალკანეთზე ან უფრო აღმოსავლეთით კავკასიაში ან თურქეთში უერთდება და შემდეგ ევროპელთა სისხლში აღმოჩნდება.
ნარკოტიკებით ვაჭრობაში იმდენად დიდი ფულია მთავრობათა უმეტესობა არ თაკილობს მას მფარველობა გაუწიოს და ასე და ამგვარად ის საკმაოდ კარგად შლის ფრთებს მსოფლიოს ყველა რეგიონში.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen