Dieses Blog durchsuchen

ლანდაშაფტის ტყვეები ( გეოგრაფიის ტყვეები ( პატიმრები )) ტიმ მარშალი

     ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) * ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.
                       

                                                                        თავი 3
                                                                          USA
              ,,ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ, დიდად გაზვიადებულია"
                                                               მარკ ტვენი


     ადგილი, ადგილი და კიდევ ერთხელ ადგილი. ლატარიაში, რომ მოგეგოთ და მამულის ძებნა დაგეწყოთ საცხოვრებლად, პირველი რასაც უძრავი ქონების აგენტი გაჩვენებდათ იქნებოდა ამერიკა.
      მარკ ტვენი საკუთარი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ მცდარ ცნობებზე საუბრობდა, მაგრამ იგივე შეიძლება ეთქვა აშშ - ს დასამარების შესახებ გავრცელებული უამრავი ცნობის შესახებ.
          საოცარი სამეზობლოა, ხედები თვალწარმტაცია ასევე არის შესანიშნავი საშულებები წყლისთვის, სატრანსპორტო ქსელიც შესანიშნავია; და მეზობლები ? დიდებული მეზობლები არიან საერთოდ არანაირი პრობლემა.
           თუკი თქვენ ამ საცხოვრებელს ნაწილებად დაყოფთ ეს მნიშვნელოვნად შემაცირებს  მის ღირებულებას, განსაკუთრებით მაშინ თუკი ყველა მოიჯარე, სხვადასხვა ენაზე ილაპარაკებდა და გადასახადსაც სხვადასხვა ვალუტაში გადაიხდიდა, მაგრამ როგოც ერთი სახლი, ერთი ოჯახისათვის უბრალოდ უკეთესი წარმოუდგენელია. ამერიკაში 50 შტატია, რომლებიც ისეთ ერთობას და სახელმწიფოს ქმნიან, როგორიც ევროპის 28 ქვეყნის ვერანირ გაერთიანებას ვერ შეუძლია შექმნას. ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით დიდი ეროვნულობა და დამოუკიდებლობა აქვთ ვიდრე ამერიკის ცალკეულ შტატებს. ძალიან ადვილად იპოვით ფრანგს, რომელიც პირველ რიგში ფრანგია და მხოლოდ ამის შემდგომ ევროპელი და საერთოდ ისეთსაც რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ევროპის იდეა, მაგრამ ამერიკელები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას საკუთარ კავშირთან ისე ახდენენ, როგორდაც იშვიათად თუ იზამდე რომელიმე ევროპელი თავიანთ კავშირთან. ეს აიხსნება გეოგრაფიით და იმ ისტორიით რაც აშშ - მ გაიარა გაერთიანების გზაზე.
             აშშ - ს გეოგრაფიაში 3 ძირითადი ნაწილის გამოყოფა შეიძლება, პირველი არის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი, აპალაჩის მთები, წყალუხვი, მრავალი სანაოსნოდ ვარგისი მდინარით და ნოყიერი მიწით. შემდეგ დასავლეთისკენ, უზარმაზარი ტერიტორია, გადაჭიმული როკი მაუნთინამდე, ეს ტერიტორია მოიცავს მდინარე მისისიპის აუზს, რომელსაც ერთვის წყალუხვი სანაოსნოდ ვარგისი მდინარეები, მისისიპი მექსიკის ყურეში ჩაედინება, მექსიკის ყურე კი ფლორიდით და კარიბის ზღვის კუნძულებით არის შემოსაზღვრული. როკი მაუნთინის კლდეებზე გასავლის შემდეგ თვალწინ გადაიშლება უდაბნო, სიერა ნევადას მთები, წყნარი ოკეანის სანაპირო დაბლობი და წყანრი ოკეანის ნაპირი.
        ჩრდილოეთში, დიდი ტბების ზემოთ, კანადური ფარი დევს, რომელიც ყველაზე დიდი წინაკამბრიული პერიოდის ქვაა ( წინაკამბრიული პერიოდი, პალეოზოური პერიოდის დასაწყისია და კანადის დიდი ნაწილი იმ დორს ფორმირდა * ), რომელიც დიდ ბარიერს ქმნის ადამიანის განსახლებისთვის. ამერიკის სამხრეთ დასავლეთით და უდაბნოა. გეოგრაფიამ განსაზღვრა, რომ თუკი რომელიმე სახელმწიფო შეძლებდა ეკონტროლებინა, ტერიტორია, ,, ზღვიდან ბრჭყვიალა ზღვამდე" ეს სახელმწიფო აუცილებლად დიდი ძალა გახდებოდა, ისეთი, რომელიც ჯერ ისტორიას არ უნახავს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილო ამერიკის კონტინეტი აღმოსავლეთიდან დასავლეთით 3,000 მილზეა გადაჭიმული, ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, გასაოცრად სწრაფად მოხდა.
      როდესაც 17 საუკუნეში, ევროპელებმა ამ მიწებზე ჩამსოახლება დაიწყეს, მათ სწრაფად აღმოაჩნეს რომ ეს ხელუხლებელი მიწა უხვმოსავლიანი იქნებოდა და მრავალი კარგი საპორტე ადგილიც ჰქონდა. ეს იყო ადგილი სადაც მათ შეეძლოთ ეცხოვრათ და განსხვავებით მათი სამშობლოებისაგან, აქ შეეძლოთ ეცხოვრათ თავისუფლად. მათ შთამომავლებმა კი წაართვეს დამხვედრ მოსახლეობას თავისუფლება, მაგრამ ეს არ ყოფილა პირველმოსახლეების მიზანი, ხოლო გეოგრაფია ახერხებდა იამს, რომ კიდევ უფრო მეტს იზიდავდა და ანაწილებდა ატლანტის ოკეანის გარშემო.
        პირველი 13 კოლონიიდან, ბოლოს რომელიც ჩამოყალიბდა იყო ჯორჯია 1732 წელს. ეს ცამეტი კოლონია თანდათან უფრო მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ითხოვდა, რაც მივიდა 1775 - 1783 წლების დამოუკიდებლობის ომამადე. ამ პერიოდის დასაწყისითვის ეს 13 კოლონია თანდათან დაუახლოვდა ერთმანეთს და მასაჩუსეტსიდან ჯორჯიამდე 1000 მილზე გადაიჭიმა, სადაც დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანი სახლობდა. ეს ხალხი აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანით იყვნენ, შემოსაზღვრული, დასავლეთიდან კი აპალაჩის მთებით, რომელიც როკი მაუნთინთან შედარებით უფრო დაბალია და 15000 მილზეა გადაჭმული. მიუხედავად იმისა, რომ აპალაჩის მთები განსაკუთრებით რთული გადასალახი, არ იყო, ის მაინც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა, იმისთვის, რომ ახალმოსახლეები დასავლეთისკენ გაფართოებულიყვნენ. გარდა ამისა იყო კიდევ ერთი დაბრკოლება, ბრიტანეთის მტავრობა, რომელიც კრძალავდა აპალაჩის მთების დასავლეთით დასახლებას, რიტაც მათ სურდათ, რომ ვაჭრობა აღმოსავლეთის პორტებში დაეკავებინათ და ამავე დროს გადასახადებიც უფრო ადვილად აეკრიბათ.
         დამოუკიდებლობის დეკლარაცია აცხადებს ,, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე ხალხისათვის აუცილებელი ხდება დაშალოს ის პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს უქვემდებარებს და იმისათვის, რომ მან ბუნების კანონისა და ღვთის ბუნებით მონიჭებული უფლების ძალით, მოიპოვოს დამოუკიდებელი და თანასწორი ადგილი დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა შორის, კაცობრიობის აზრის მართებული პატივისცემა მოითხოვოს, განაცხადოს ის მიზეზები, რომლებმაც იგი აიძულა ცალკე გამოყოფილიყო" ეს იყო განცხადება რამოდენიმე მიზეზის და იმისა რომ ყველა ადამაინი არის თანაბარი ( თუმცა არანარი მინიშნება მონობაზე ამერიკაში ). ამ დიდებულმა სენტიმენება, მისცა ამერიკას დამოუკიდებლობისათვის ომში გამართლება, და ასე გაჩნდა ახალი სახელმწიფო.
           1800 - იანი წლების დასაწყისში, ამერიკის მმართველობს აზრდაც არ მოსდიოდათ, რომ ისინი 1000 მილით იყვნენ დაცილებული ,, სამხრეთის ზღვას" და ატლანტის ოკეანეს, ამ პერიოდისათვის მხოლოდ რამოდენიმე მამაცმა მოგზაურმა თუ მიაღწია ინდიელების ბილიკების დახმარებით მისისიპიმდე და იქაურობის შესახებ ამბავი მოიტანა. არსებობდა მოსაზრება, რომ აქედან მათ შეიძლება, ეპოვათ გასასვლელი ოკენაზე, შედეგი ის იყო, რომ გამოიკვლიას მთელი ტერიტორია ესპანეთის ტერიტორიებამდე, სადაც დღეს ტეხასი და კალიფორნიაა.
    ეს ახალ გამოჩეკილი, ქვეყანა იმ დროისათვის, ჯერ კიდევ შორს იყო, უსაფრთხოებიდან და ის, რომ იმ დორინდელ საზღვრებში დარჩენილიყო, ნამდვილად გაუჭირდებოდა მსოფლიო ძალა გახდარიყო. როდესაც აშშ - ს მოქალაქეებმა შეძლეს მდინარე ოჰაიოზე გასვლა, მან ისინი მისისიპიმდე მიიყვნა, რომლის დასავლეთ ნაწილსაც მთლიანად საფრანგეთი აკონტროლებდა. ამ ახალი გზის და საფრანგეთის მეშვეობით ამერიკელებმა ახალი სავაჭრო გზა იპოვნეს მექსიკის ყურიდან, და კონტორლი მოიპოვეს უზარმაზარ ტერიტორიაზე, რაც დღევანდელი ამერიკის გული არის. 1802 წელს, ერთი წლის პრეზიდენტობის თავზე, თომას ჯეფერსონმა დაწერა ,, დედამიწაზე არ არსებობს, ადგილი რომელის მფლობელიც ჩვენი ბუნებრივი ან მუდმივი მტერი იქნება, ეს არის ნიუ - ორლეანი".
               ასე, რომ საფრანგეთი ვარ ამ ადგილის მფოლებლიც და შესაბამისად პრობლემაც, თუმცა პრობლემა თავისთავად და უჩვეულოდ, უომრად მოგვარდა.
                    1803 წელს ამერიკელბმა, უბროლად იყიდეს მთელი ლუიზიან საფრანგეთისგან. ტერიტორია გადაჭიმული, იყო მექსიკის ყურის ჩრდილო დასავლეთით როკი მაუნთინამდე საიდანაც იწყებოდა მისისიპის შენაკადები. ეს იყო დღევანდელი, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის და ბრიტანეთის ტერიტორიების  საერთო ჯამის ტოლი მიწა. ახლა ამერიკას უკვე მთლიანი მისისიპის აუზი ეპყრა და შემდგარი იყო მსოფლიო სახელმწიფოდ ქცევის გზაზე.
         კალმის ერთი მოსმით და 15 მლნ დოლარის გადაცემით, ლუიზიანა აშშ - ს ტერიტორია გახდა, რამაც მისი ტერიტორია გააორმაგა და მსოფლიოში ყველა დიდი სამდინარო სისტემა მოექცა ერთი ქვეყნის ხელში, სამდინარო სისტემა რომელიც ნავიგაციისათვის კარგად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. როგორც ამერიკელმა ისტორიკოსმა ჰენრი ადამსმა დაწერა ,, ამერიკას არასოდეს მიუღია ამდენი ასე მცირედის გაცემით".
              მისისიპის აუზს უფრო დიდი სანავიგაციო სისტემა აქვს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს ერთად აღებულს. არსად მსოფლიოში არ არის, რომ ამდენი მდინარე ერთად იყოს შეკრებილი, რომლებიც სათავაეს იღებენ არც თუ ისე მაღალი ადგილებიდან, მიედინებიან ასე მდორედ და თავს იყრიან ერთი ოკეანეში. მისისიპი, რომელიც მეტწილად მისი შენაკადების წყლით იკვებება მინეაპოლისთან სიახლოვეშ იღებს სათავას და 1800 მილს გაივლის მექსიკის ყურეშ მოხვედრამდე. ამგვარად მდინარეები იყვნენ ბუნებრივი დამაკავშირებელი მუდმივად მზარდი ვაჭრობისათვის, რომლებიც ყველა ერთად თავს იყრიდა ძალიან ხელსაყრელ პორტში და ძალიან მომგებიანი იყო ვაჭრობისათვის.
                   ამგვარად, ამერიკლებს უკვე ჰქონდათ სტრატეგიული სიღრმე, უზარმაზარი ნოყიერი მიწა და ატლანტის პორტების ალტერნატივა ვაჭრობის გასამართად. გამუდმებით იზრდებოა გზების რაოდენობა და სიგრძე აღმოსავლეთის დასავლეთთან დამაკავშირებლად, ბუნებრივად არსებობდა ჩრდილოეთ სამხრეთის დამაკავშირებელი სამდინარო სისტემა, რაც კარგი იყო მეჩხრად დასახლებული ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთთან რომ დაეკავშირებინა და დიდად განაპირობა ამ ტერიტორიის ერთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბება.
               უკვე გაჩნდა შეგრძნება, რომ ყალიბდებოდა კოლოსალური სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა კონტინენტურ ძალად ყოფნაზე. ამერიკელები კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ დასავლეთისკენ, ისე, რომ თან თვალს არ აცილებდნენ სამხრეთს და თავილისჩინივით უფრთხილდებოდნენ საკუთარი გვირგვინის ბრილიანტს  - მისისიპს.
             1814 წლისათვის ბრიტანელები ამერიკას პრეტენზიებს აღარ უყენებდნენ, ფრანგებმაც საბოლოოდ დათმეს ლუიზიანა, ახლა მთავარი საქმე იყო იგივე ექნათ ესპანელებს. რაც ნამდვიალდ არ გამოდგა რთული საქმე. ესპანეთი ნაპოლეონთან ომისგან ძალაგამოცლილი იყო, ამერიკელები სემინოლის ტომის ინდიელებს ესპანეთის ფლორიდაში დევნიდნენ. მადრიდში კარგად იცოდნენ, რომ დევნილებს მალე ახალმოსახლეებიც მოჰყვებოდნენ. 1819 წელს ესპანეთმა ფლორიდა აშშ - ს გადასცა, უზარმაზარი ზომის მიწასთან ერთად.
                 ლუიზიანის შეძენამ ამერიკას მისცა ცენტრალური ტერიტორია, მაგრამ 1819 წლის ტრანსკონტინენტალური შეთანხმებაც არ იყო ნაკლებ მნიშვნელოვანი. ესპანეთი დათანხმდა აშშ - ს უფლებას, ეკონტროლებინა დასავლეთით მიწა, რომელიც 42 ° - იანი  პარალელის ჩრდილეოთით მდებარეობდა, სადაც გადის დღევანდელი კალიფორნიის და ორეგონის საზღვარი, ხოლო ესპანეთს ჰქონდა უფლობა ეკონტროლებინა მიწები 42 °  - იანი, პარალელის სამხრეთით. ამერიკამ მიაღწია წყნარ ოეკეანეს.
               ამ დროისათვის, ამერიკელების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ფლორიდის მირება იყო მთავარი გამარჯვება, ხოლო სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქუინსი ადამსმა, ტავის დღიურში ჩაწერა : წყნარი ოკეანის სანაპიროზე გასვლა, ჩვენ ისტორიაში დიდი ეპოქის დასაწყისია".
               მაგრამ ჯერ კიდევ იყო სხვა ესპანურად მოლაპარაკე პრობლემა -  მექსიკა.
           რადგან ლუზიიანა, გახდა აშშ  - ს ნაწილი, როდესაც 1821 წელს მექსიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისი საზღვარი ნიუ - ორლეანიდან სულ რაღაც 200 მილშ იყო. 21 -  ე საუკუნეში, მექსიკას არ გააჩნია რაიმე ტერიტორია საიდანაც შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა აშშ - სთვის. თუმცა მისი სიახლოვე, ამერიკისთვის აჩენს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის, არალეგალების და ნარკოტიკების შემოდინება ქვეყანაში.
                 მაგრამ 1821 წელს სხვაგვარი სიტუაცია იყო, მექსიკა აკონტროლებდა ტერიტორიას მისი დღევანდელი საზღვრის ჩრდილოეთით, დღევანდელ ჩრდილოეთ კალიფორნიამდე, ეს ამერიკელბისთვის ჯერ ასატანი იყო, მაგრამ ის, რომ მექსიკელები ესაზღვრებოდნენ ლუზიანას და ასე ახლოს იყვნენ, მათ მთავარ შიდა სავაჭრო არტერიასთან ამას ვერ შეეგუებოდნენ, მექსიკა აკონტროლებდა დღევანდელი ტეხასის ტერიტორიას, რომელიც ახლაც ლუიზიანის მოსაზღვრეა. იმ დროისათვის მექსიკის მოსახლეობა 6,2 მლნ იყო, ხოლო ამეირკის 9,5 მლნ. აშშ - ს არმიამ , შეიძლება მოახერხა, რომ ბრიტანეთის ძლიერი არმია დაემარცხებინა, რომელიც საკუთარი სამშობლოდან 3,000 მილზე მოშორებულ ტერიტორიაზე ომობდა და ოკეანზე ჰქონდა მომარაგების ხაზი გადაჭიმული, მაგრამ მექსიკელები კარის იქეთ იყვნენ.
                 ამერიკის მთავრობა, ჩუმად ახალისებდა იმათ ვინც მექსიკა ამერიკის საზღვართან რომელიმე მხარეს დასახლდებოდა, ემიგრანტების ტალღები მოაწყდა და დასავლეთით და სამხრეთ დასავლეთით დასახლდა. მათ ნაკლები შანსი ჰქონდათ, რომ იმ რეგიონში დასახლებულიყვნენ სადაც დღევანდელი მექსიკაა, შესაბამისად იქ ასიმილაციის და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის. მექსიკა ისეთი დალოცვილი არ არის როგორც ამერიკა. მისი მიწა სოფლის მეურნეობისათის ნაკლებად გამოსადეგია, არა ქვს სამდინარო სისტემა რაც ტრანსპორიტრებას გააადვილებდა და სრულაიდ არადემოკრატიული იყო, ახალ მოსულებს თითქმის არანაირი შანსი არ ჰონდათ, რომ აქ მიწა მიეღოთ.
               იმ დროის განმავლობაში, როდესაც ტეხასში ამერიკელბის ინფილტრაცია მიმდინაროებდა, ამერიკელბმა გამოუშვეს მონროს დოქტრინა 1823 წელს. რაც აცხადებდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარ ჰქონდათ, უფლება დასავლეთ ნახევარსფეროში ახალი მიწები ეძებნათ და თუ ისინი რაიმე ტეიტორიას დაკარგავდნენ, კარგავდნენ მას სამუდამო, უკან მოთხოვნის უფლების გარეშე.
                        1830 - იანი წლების შუაისათვის, საკმარისი თეთრი მოსახლე იყო ტეხასში, იმისათვის, რომ მექსიკის საკითხი დაძრულიყო. მექსიკელი, კათოლიკე, ესპანურად მოლაპარაკე მოსახელობა, რმაოდენიმე ათასი იყო, მაშინ როდესაც თეთრი პროტესტანტი მოსახლე უკვე 20,000 -  ს აჭარბებდა. 1835 - 36 წლების ტეხასის რევოლუციამ მექსიკელები გარეთ გამოიყვანა, ახალმოსახლეებმა წააგეს, მექსიკის არმიიას რომ მოენდომებინა, შელძებდა ნიუ ორლეანი აეღო და მისისიპის სამხრეთი ნაწილი ეკონტროლებინა. ეს თანამედროვე ისტორიის ერთ - ერთი ყველაზე საინტერესო ,, რა მოხდებოდა თუ / კი" საითხია.
            თუმცა, ისტორია შემოტრიალდა და ტეხასმა მიიღო დამოუკიდებლობა, ამერიკული ფულის მეშვეობით. 1845 წელს ტერიტორია კავშირს შეუერთდა. 1846 - 48 წლებში, მათ ერთად იბრძოლეს მექსიკის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მექსიკა დამარცხდა და მოთხოვნის შესაბამისად მექსიკის საზღვარი მტავრდებოდა, რიო გრანდეს სამხრეთ სილიან სანაპიროზე.
           დრევანდელი კალიფორნიის, ნიუ მექსიკოს, არიზონის, ნევადის, იუტის და კოლორადოს საქმის მოგვარება, უკვე მარტივი იყო და იმ დროს გავლებული საზღვარი, რომელიც ძირითადად ბუნებრვი ბარიერებს მიჰყვება დღემდე შეუცვლელად არის. საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილი რიო გრანდეს გაყოლებით მიდის, რომელიც უდაბნოში მიედინება, დასავლეთ ნაიწილი ტბებსა და კლდეებს მიუყვება, საზღვრის ორივე მხარე ძალიან მეჩხრად არის დასახლებული, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ ნაწილი. 21 - ე საუკუნეში, ამერიკის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, შეიძლება ისევ წამოტივტივდეს, კულტურულ - ისტორიული წარსული, ვინაიდან მა რეგიონში ძალაინ სწრაფად იცველბა დემოგრაფიული სიტუაცია და რამოდენიმე დეკადაში ესპანურენოვანმა მოსახლეობამ შეიძლება უმრავლესობა შეადგინოს.
       მაგრამ, ახლა ისევ უკან 1848 წელში, ევროპელები განდევნილი იქნენ, მისისიპი დაცული იყო ხმელითიდან მოსალოდნელი შეტევისგან, წყანარი ეკენიას ნაპირებამდე მიღწეულ იქნა და ისიც ნათელი იყო, რომ დარჩენილი ინდიელებიც მალე იქნებოდნენ დამორჩიელბული. ამერიკას რაიმე საფრთხე აღარ მოელოდა. დრო იყო ცოტა ფული ეშოვნათ და გასულიყვნენ საზღავრებს გარეთ, თან მოეხდინათ მათი საზღვების უსაფრთხოება და ოეკეანეში არსებული სამივე გასასვლელის დაცვა, რათა უზრუნველეყოთ სუპერძალის მომავალი.
          1848 - 1849 წლების ოქროს ციებცხელებამ მართალია დააჩქარა დასავლეთში მოსახლეობის მიგრაცია, მაგრამ ხალხი მაინც მიიწევდა დასავლეთით. გარდა ამისა ასაშენებელი იყო კონტინენტური იმპერია და რაც უფრო მეტად ვითარდებოდა ის მით მეტი იმიგრანტი შემოედინებოდა ქვეყანაში. 1862 წლის სამოსახლო აქტი 160 აკრ ფედერალურ მიწას აძლევდა ყველა მსურველის, რომელიც თანახმა იყო, 5 წლის განმავლობაში დაემუშავებინა ეს მიწა და სანაცვლოდ მცირე გადასახადი გადაეხადა. თუკი იყავით, ღარიბი გერმანელი, სკანდინავიელი ან იტალიელი, რატომ წახვიდოდით სამხრეთ ამერიკაში და იმსახურებდით იქ ყმად როდესაც შეგეძლოთ წასულიყავით აშშ - ში და იქ გამხდარიყავით მიწათმფლობელი ?
             1867 წელს ამერიკელბმა, რუსეთისგან შეიძინეს ალასკა. იმ დროს ეს შესყიდვა ცნობილი იყო როგორც, ,,სევარდის მიქარვა", რომელიც იმ დროს სახელმწიფო მდივანი იყო. ულიამ სევარდმა 7,2 მლნ დოლარი გადაიხადა ალასკაში, იგივე 2 ცენტი ერთ აკრ მიწაში. პრესა მას აბრალებდა, რომ მან ფული თოვლში გადაიხადა, მაგრამ ეს მოსაზღება სრულიად შეიცვალა 1896 წელს, როდესაც იქ ოქროს დიდი საბადოები აღმოაჩინეს. ხოლო, რამოდენიმე დეკადის შემდეგ აქ ნავთობის უზარმაზარი საბადოებიც იქნა აღმოჩენილი.
              1869 წელს გაიხსნა ტრანსკონტინენტური, ახლა მთელი ქვეყნა შეიძლებოდა 1 კვირაში გადაგეკვეთათ, რაც ადრე რამოდენიმე ხიფათით აღსავსე კვირა გრძელდებოდა.
               როდესაც ქვეყანა, საკმაოდ გაიზარდა და გამდიდრდა, მან დაიწყო საზღვაო ფლოტის მშენებლობა. მთელი მეცხრამეტე საუკუნის საგარეო პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებული იყო, იმაზე, რომ გაეზარდა ვაჭრობა  და ნაკლებად ჩართულიყო საგარეო პრობლემებში. მაგრმა უკვე დრო იყო მოსული გარეთაც გააქტიურებულიყვნენ და საკუთარი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინათ. ერთად- ერთი რეალური საფრთხე მოდიოდა ესპანეთიდან, რომელმაც მართალია დატოვა კონტინენტური ნაწილი, თუმცა ჯერ კიდევ აკონტროლებდა კუნძულებს კარიბის ზღვაში, კუბას, პუერტო რიკოს და დღევანდელ დომინიკის რესპუბლიკას.
                        კუბა, კიდევ დიდხანს უფრთხობდა ძილს ამერიკის პრეზიდენტებს, განსაკუთრებით 1962 წლის კუბის კრიზისის დროს. კუნძული პირდაპირ ფოლირიდის წინ ზის და პოტენციურად აძლევს შესაძლებლობას მის მაკონტროლებელს, რომ აკონროლოს ფლორიდის სრუტე და გასასვლელი იუკატანის ნახევარუნძულთან. შესაბამისად ნიუ - ორლეანის პორტიდან გამოსული ყველა ტრანსპორტის კონტროლიც შესაძლებელია.
            19 საუკუნის ბოლოსათვის, ესპანეთი შეიძლება აღარ იყო ძველებურად ძლიერი, თუმცა ის ჯერ კიდევ წარმოადგენდა ძლიერ სახელმწიფოს. 1898 წელს ამერიკამ ესპანეთს ომი გამოუცხადა და კუბა, პუერტო რიკო, გუამი და ფილიპინები წაართვა. ახალი შენაძენიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გუამი და კუბა. მათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებაროების გამო.
              1898 წელს კუბის საფრთხე, ესპნაეთთან ომით იქნა განეიტრალებული, ხოლო 1962 წელს საბჭოთა კავშირისთვის ომის მუქარით. დღეისათვის არცერთი სუპერძალა არ აკონტროლებს და აფინანასებს კუბას და ისე, ჩანს რომ ის ამერიკის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენაში მოექცევა.
               ამერიკა სწრაფად მოძრაობდა. ერთი წლის განმავლობაში, მათ გაანეიტრალეს კუბიდან მომდინარე საფრთხე, გაფართოვდნენ კარიბის ზღვაში და დაიპყრეს კუნძული ჰავაი. შესაბამისად მოახდინეს თავიანთი დასავლეთ სანაპიროს უსაფრთხოება. 1903 წელს, ამერიკამ ხელი მოაწერა პანამის არხზე ექსკლუზიური უფლების ქონაზე. ვაჭრობა ყვაოდა.
               ამერიკის პრეზიდენტების უმეტესობა, თავის გონებაში ინახავდა 1796 წელს ჯორჯ ვაშნგტონის მიერ გამომშვიდობებისას წარმოთქმულ რჩევას : არ გაიჩინოთ უსაფუძვლო ანტიპათია რომელიმე კერძო სახელმწიფოს მიმართ და არც უსაფუძვლო სიყვარული სხვა რომელიმე სახელმწიფოს მიმართ''. და გქონდეთ ,, მუდმივი ალიანსი მსოფლიოს რომელიმე ტერიტორიის მიმართ".
            გარდა  პირველი მსოფლიო ომისა ამერიკამ შეძლო, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე დიდი დაპირისპირება და ალიანსი.
            მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი შეცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხა მილიტარისტული იაპონია, რომელსაც ამერიკამ ეკონომიკური ემბარგო დაადო, რაც იაპონიას მუხლებზე დააჩოქებდა. ამერიკა მისი უზარმაზარი ძალა მთელი მსოფლიოს მასთაბით მიმართა და ამჯერად ისინი უკან აღარ დაბრუნებულან, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეენარჩუნებინათ.
              როგორც ომის შემდეგი სუპერ ეკონომიკური და სამხედრო ძალა, ამერიკას სჭრდებოდა ეკონტროლებინა საზღვაო გზები, რათა შეენარჩუნებინა მშვიდობა და უზღუნველეყო საკუთარი ვაჭრობის შეუფერხებლობა.
                   ამეირკა იყო ,, ბოლო გარადრჩენილი". ევროპელებმა ერთმანეთი გამოფიტეს, ეკონომიკები გაინადგურეს და მათი ქალაქები მიწასთან იყო გასწორებული. იაპონია განადგურებული იყო, ჩინეთი ერთმანეთში ომის გამო განადგურდა, ხოლო რუსები საერთოდ არ მონაწილეობდნენ კაპიტალისტურ თამაშში.
           საუკუნით ადრე, ბრიტანელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სჭირდებოდათ სამხედრო ბაზები, რათა უზრუნველეყოთ საკუთარი ფლოტის ქვანახშირით მომარაგება და საიდანაც შეძლებდნენ საკუთარი ძალის გამოყენებას და საკუთარი ძლიერების დაცვას. ბრიტანეთი უკან იხევდა, ამერიკელებმა ინტერესის თავლით შეხედეს მათ ბაზებს ,, მშვენიერი ბაზებია, ჩვენ ავიღებთ მათ".
           საფასურიც შესაბამისი იყო. 1940 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთს ძალიან სჭირდებოდა ახალი სამხედრო გემები. ამერიკელებს 50 და მეტი სათარიგო ჰქონდათ, ,, კრეისერები ბაზების ნაცვლად". ბრიტანელებმა დათმეს თავიანთი მსოფლიო მბრძანებლობა ომის გაგრძლების შესაძლებლობის სანაცვლოდ. დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული თითქმის ყველა ბრიტანული ბაზა ამერიკელების ხელში გადავიდა.
              ეს იყო და დღესაც ყველა ქვეყნისათვის არის ბეტონის საკითხი. ბეტონი საჭიროა, პორტების, გზების, საავიაციო ანგრების, ნავთობის საცავების, მშრალი დოკების და სპეციალური საწრთვნელი ბაზების ასაშენებლად. აღმოსავლეთში, მას შემდეგ რაც იაპონია დაამრცხეს ამერიკლებმა მთელი წყნარი ოკეანის მასშტაბით ააშენეს ბაზები. გუამზე მათ ომის დაწყებამდეც ჰქონდათ ბაზა, ახლა უკვე ომის შემდეგ მათი ბაზები გაჩნდა იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.
            ამერიკელები ხმელეთისკენაც იყურებოდნენ. თუკი ისინი გადაიხდიდნენ ევროპის რეკონსტრიქცისათვის, მარშალის გეგმის მიხედვით, რომელიც 1948 - 51 წლებში ხორციელდებოდა, ისინი დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, რომ აქ საბჭოელები არ მოვიდოდნენ და ატლანტის ოკეანეს ვერ მიაღწევდნენ. ამერიკელი ჯარისკაცები უკან არ გაბრუნებულან, ისინი ევროპაში დარჩნენ და საბჭოელების ჩრდილო ევროპის ვაკეზე მოუჭრეს გზა.
              1949 წელს, ამერიკის ლიდერობით შეიქმნა ნატო, კარგი გათვლით დასავლური სამყაროს გადამრჩენელი სამხედრო ძალა. ნატოს სამოქალაქო მეთაური შეიძ₾ება ერთი წელი ბელგიელი იყოს, მომდევნო წელს ბრიტანელი, მაგრამ მისი სამხედრო მეთაური მუდამ ამერიკელი არის, რადგან ნატოს ყველაზე დიდი სამხედრო ძალა მაერიკულია.
                 მნიშვნელობა არ აქვს რაწერია ხელშეკრულებაში, ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელი საბოლოოდ მაინც ვაშინგტონთან არის პასუხისმგებელი. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ეს თავისით ისწავლეს, როდესაც 1956 წელს სუეცის არხის ოკუპირება გადაწყვიტეს, ამერიკელებმა აიძულეს, რომ არხი დაეტოვებინათ. რითაც მათი გავლენა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შესუსტდა,  ამის შემდეგ ნატოს წევრი არცერთი სახელმწიფო სტრატეგიულ საზღვაო პოლიტიკას არ ატარებს ვაშინგტონთან დაუკითხავად.
             ისლანდიამ, ნორვეგიამ და ბრიტანეთმა, ( რომლებიც ნატოს დამფუძნებელი წევრები არიან )  ამერიკას გადასცა უფლება მათი ბაზები ეკონტროლებინა, რითაც ამერიკამ ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილზე მოიპოვა კონტროლი. ამის შემდეგ მისი კონტროლი ხმელთაშუა ზღვაზე და წყნარ ოკეანეზეც გაფართოვდა. 1951 წელს ამერიკამ ხელშეკრულება გააფორმა ავტრალიასა და ახალ - ზელანდიასთან, რითაც მთლიანი სამხრეთ წყნარი ოკეანის კონტრლი შესაძლებლობა მიიღო. 1950 - 1953 წლბის კორეის ომის შემდეგ, მისი კონტროლი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთზეც გავრცელდა.
                     1960 - იან წლებში, მას შემდეგ რაც ამერიკის ქმედებები ვიეტნამში ჩაიშალა, ამერიკელები, საგარეო პოლიტიკის მიმართ უფრო წინდახედულები გახდნენ და საგარეო ჩარევებში კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ. თუმცა, ამ მარცხმა მისი გლობალურ ძალად გახდომის სტრატეგია მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა.
                  დედამიწაზე სამი პოტენციური გამოწვევა დარჩა, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეექმნა ამერიკის ჰეგემონობისთვის. პირველი იყო, გაერთიანებული ევროპა, მეორე რუსეთი და მესამე ჩინეთი. სამივე მათგანი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, თუმცა ორი მათგანი მიაღწევდა სიძლიერის ლიმიტს.
                 ზოგორთი ევროპელის ოცნება, ,, კიდევ უფრო ახლო კავშირი" საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკით ჩვენს თვალწინ ნელ - ნელა კვდება, ესეც რომ არ იყოს, ევროკავშირის ქვეყნები ისე ცოტას ხარჯავენ თავდაცვაზე, რომ ისინი მაინც ამერიკაზე არიან დამოკიდებული. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა, ევროპული ძალები მნიშვნელოვნად შეასუსტა და საერთოდ დაუკარგათ საგარეო თავგადასვლების მადა.
                   1991 წელს, რუსებმა საკუთარი ეკონომიკური უკომპეტენციობის, უაზრო სამხედრო ხარჯების, გულაგების, მასების ჩაგვრით და  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტრაქტოების წარმოების გამო, საკუთარი საფრთხე თვითონვე მოხსნეს. ბოლო დროინდელი, პუტინის მიერ დაწყებული რუსეთის პასუხი ამერიკას ეკალივით ესობა, მაგრამ ეს არ არის იმდენად დიდი ეკალი, რომ ამერიკსი დომინირებას რაიმეთი ხელი შეუშალოს. როდესაც 2014 წელს პრეზიდანტამ ობამა რუსეთი აღწერა, როგორც, , არაფერი მეტი გარდა რეგიონული ძალა", ეს შეიძლება არასაჭირო პროვოკაციული განცხადება იყო, მ,აგრამ ტყუილი არ ყოფილა. რუსული გეოგრაფიული ციხის კედელბი ისევ თავის ადგილზე არის : მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გასასვლელი თბილ ზღვებზე, რომ მსოფლიო საზღვაო გზებზე გადიოდნენ, ჯერ კიდევ არ ჰყოფნით სამხედრო ძალა, რომ ომის პერიოდში მთლიანი ქვეყანა დაფარონ ატლატიკიდან ბალტიის ზღვამდე და ჩრდილოეთის ზღვიდან, შავ და ხმელტაშუა ზღვამდე.
                      ამერიკა ნაწილობრივ იდგა, 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე პროცესების უკან, მას სურდა, რომ დემოკრატიული ღირებულებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაევრცელებინა, უკრაინა რუსეთისის გავლენიდან გამოეტაცა და ამით პუტინი დაესუსტებინა. ვაშინგტონმა იცის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ისინი დაკავებული იყვნენ, ერაყსა და ავღანეთში, რუსეთმა წინ წაიწია იმ ტერიტორიაზე, რასაც ისინი ,, ახლო საზღვარგარეთს ეძახიან", მნიშვნელოვნად მოიკიდეს ფეხი ყაზახეთში და მიწევი წაართვეს საქართველოს. დაგვიანებით და უგულოდ ამერიკელები ნელ - ნელა ცდილობენ, რომ უკან დაიბრუნონ რუსების მიერ დაკავებული პოზიციბი.
                        ამერიკელები ზრუნავენ ევროპაზე, ისინი ზრუნავენ ნატოზეც და ისინი კიდეც მოქმედებნ ამ მიმართულებით ( თუკი ამერიკის ინტერესებში ზის ეს ) მაგრამ ამერიკელებისთვის რუსეთი ახლა ევროპული პრობლემაა, თუმცა თვალთახედვიდან არ კარგავენ.
           რჩება ჩინეთი, რომელიც იზრდება.
ანალიტიკოსების უმეტესობა წერს, რომ 21 - ე საუკუნის შუაში, ჩინეთი გადაუსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და გახდება მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო. იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ჩინეთის შესახებ ტავში განვიხილეთ ენ ნაკლებ დამაჯერებელია. ამერიკისთვის გადასწრებამ შეიძ₾ება საუკუნეც მოითხოვოს.
             ეკონომიკურად, ჩინეთი ეწევა ამერიკას და ეს მათ დიდ გავლენასაც აძლევს და ადგილსაც სუპერძალების ცხრილის სათავეში, მაგრამ სამხედრო ძალიტ და სტრატეგიულად ისინი დეკადებით უკან არიან. ამ დეკადებს ამერიკელები, გამოიყენებნ იმის მცდელობაში, რომ ესეთი მდგომარეობა შენარჩუნდეს, თუმცა გარდაუვალია რომ ამთ შორის არსებული სივრცე დავიწროვდება.
              ბეტონის მომზადება რთული საქმეა. არა იმიტომ მისი მოზელაა რთული, არამედ იმიტომ დაგრთავენ თუ ნებას, ის იქ მოძილო სადაც შენ გინდა. როგორც ჩვენ ვნახეთ ,, კრეისერები ბაზების ნაცვლად" , ამერიკელების დახმარება სხვა ერების მიმართ არ არის ალტრუისტული. ეკონომიკური დახმარება და იგივე ნაირად სამხედრო დახმარება იძლევა უფლებას მოზილო ბეტონი და კიდევ უფრო მეტსაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები არსებობდეს.
               მაგალითად, ამერიკა შეიძლება აღშფოთებული იყოს, ადამიანის უფლებების დარღვევით სირიაში ( მტრული სახლემწიფო ამერიკისთვის ) და ხმაღლა გამოხატოს მისი აღშფოთება. მაგრამ მისი აღშფოთება იგივე საკითხზე ბაჰრეინში ცოტა რთული იქნება რომ გავიგონოთ, დადუმებულია ვინაიდან ბაჰრეინი მასპინძლობს ამერიკის მეხუთე ფლოტილიას და ამერიკელები ბაჰრეინის მთავრობუის სტუმრები არიან. სხვა მხრივ ამერიკული დახმარება, ასევე გულისხმობს, იმას რომ ამერიკელებმა შესთვაზონ ა მთავრობას ( მაგ: ბირმა ), რომ მათ შეიძლება სურდეთ ბ მთავრობის ( მაგ : ჩინეთი ) ოვერტიურებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ამ კერძო შემთხვევაში, ამერიკა მდრუდის ბოლოშია, ვინაიდან ბირმის მთავრობამ ,მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში დაიწყო დანარჩენი მსოფლიოსათვის გახსნა და ბეიჯინგს კიდე თავიდანვე ფორა ჰქონდა.
                თუმცა, რაც შეეხება, იაპონიას, ტაილანდს, სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, სინგაპურს, მალაიზიას, ინდონეზიას და სხვებს, ამერიკელები აკაკაუნებენ კარებზე, რომელიც უკვე ღიაა, რაც გამოწვეულია ამ ქვეყნების მთავრობების შიშით მათი გიგანტური მზეობლის მიმართ და სიხარულით, რომ ამერიკელები ერთვებიან საქმეში. მათ შეიძლება, ყველას ჰქონდეთ პრობლემები ერთმანეთთან, თუმცა ეს საკითხები უკანა პლანზე იწევს იმის გაცნობიერების შედეგად, რომ თუკი ისინი ერთად არ დადგებიან, სუყველა ცალკ - ცალკე იქნებიან ჩინეთისგან გავლენაში მოქცეული და  მოუწევთ ჩინურ ჰეგემონიას დაუმორჩილდნენ.
                    ამერიკა ჯერ კიდევ 2011 წელს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მიერ  გაცხადებული პოლიტიკის ,, შემობრუნება ჩინეთისაკენ" საწყოს ფაზაშია. ეს საინტერესო ფრაზა იყო, ზოგიერთების მიერ გაგბულ იქნა როგორც ევროპის მიტოვება. მაგრამ შემობრუნება, ერთი მხარისაკენ არ ნიშნავს, სხვა მხარის მიტოვებას. ეს უფრო ის შემთხვევაა, თუ რამდენად დაეყრდნობი ერთ რომელიმე ფეხს.
                   აშშ -  საგარეო პოლიტიკის ბევრი სტრატეგოსი დარწმუნებულია, რომ 21  - ე საუკუნუნის ისტორია აზიაში და წყნარ ოკეანეში იქნება დაწერილი. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი აქ ცხოვრობს და თუკი ინდოეთსაც დავუმატებთ 2050 წლისათვის აქ იქნება მსოფლი ეკონომიკის ნახევარი.
                             აქედან გამომდინარე ჩვენ ვნახავთ, რომ ამერიკა გაზრდის დროისა და ფული ინვესტირებას, აღმოსავლეთ აზიაში რათა იქ თავისი ყოფნა გააძლიეროს. მაგალიტად ჩრდილოეთ ავსტრალიაში, ამერიკელებმა ააშენეს ბაზა საზღვაო კორპუსისითვის. მაგრამ იმისათვის, რომ რეალური გავლენა მოიპოვონ, მათ სეიძლება მოუწიოთ, რომ შეზღუდული სახით ჩაერთონ სამხედრო ქმედებებში, რათა თავიანთი მოკავშირეები დაარწმუნონ, რომ სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში ამერიკელები მათ გადასარჩენად მზად არიან.  მაგალიტად, თუკი ჩინეთი დაიწყებს, იაპონური კრეისერის მიმართ სროლას, და თუკი შესაძლებელი იქნება რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს, ამერიკულმა გემმაც შეიძლება გაისროლოს ჩინურის მიმართა ანდა საერთოდ პირდაპირ ესროლოს, რათა ანიშნოს, რომ ის მზადაა ამ ინციდენტის გამო ომში ჩაერთოს. მაგრამ ჯერჯერობით, როდესაც ჩრდილო და სამხრეთ კორეელები ესვრიან ერთმანეთს, ამერიკელები სამხრეთ კორეეელების დასახმარებლად არ ერთვებიან. სანაცვლოდ ჯარები გადაყავს განგასის რეჟიმზე თან კარგ პიარსაც უკეთებს, რომ სიგანლი ნათელი იყოს. თუკი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, ამას მოჰყვება გასროლები ჩრდილოეთ კორეის მიმართ და ბოლოს შეიძ₾ება დამიზნებული გასროლებიც. ეს არის როდესაც ესკალაცია ხდება ომის გამოცხადების გარეშე - და ეს ის შემთხვევა როდესაც სიტუაცია საშიში ხდება.
                      აშშ - ცდილობს, რომ რეგიონში თავისი თავის დემონტრირება მოახდინოს როგორც რეგიონით ძალიან დაინტერესებულმა. ჩინეთი კი ამ ის საპირისპიროს აკეთებს. ასე, რომ როდესაც გამოწვევა გაგზავნილია, ორივე მხარეს უწევს იმოქმედოს, ვინაიდან მოძებნილ მოკავშირეს დარწმუნება და შიში გადაუვლის, სანამ ისეთი, რამ არ მოხდება რომ ქვეყანა დაარწმუნოს მხარის ცვლილებაში.
  ანალიტიკოსები ხშირად წერენ, რომ გარკვეულ კულტურებს ესაწიროებათ არ დაკარგონ სახე, ან როდისმე მათ სეხედონ როგორც ცამორჩენილს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ არაბული ან აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პრობლემა - ეს არის ზოგადად ადამიანის პრობლემა რაც სხვადასხვა გზით გამოიხატება ხოლმე. ეს განსაკუთრებით ალბათ ამ ორ კულტურაში არის  ხაზგასმული და ღიად გამოთქმული, მაგრამ ამერიკელი საგარეო პოლიტიკის სტრატეგოსები ისევე არიან საკითხში გაცნობიერებული როგორც სხვა სახელმწიფოების. ინგლისურ ენას აქვს 1 ანდაზა, რომელიც გამოხატავს თო როგორ ღრმად არის იდეა ფესვგადგმული ,, მიეცი ინჩი და წაიღებენ მილს". და ასევე თეოდორ რუზველტის მიერ 1900 წელს წარმოტქმული მაქსიმა, რომელიც ახლა ისევ მკვიდრდება პოლიტიკურ ლექსიკონში ,, ილაპარაკე წყნარად მაგრამ თან ატარე გრძელი ჯოხი".
           ამ საუკუნის სასიკვდილო თამაში იქნება, თუ როგორ სეძლებენ ჩინელები, ამერიკელები და სხვები, რომ რეგიონში მართონ კრიზისები, თან ისე რომ, არ დაკარგონ სახე, და ერთმანეთს შორის შიში და უკმაყოფილება არ ჩამოაგდონ.
               კუბის სარაკეტო კრიზისი განიხილება როგორც ამერიკის გამარჯვება. მაგრამ ის ნაკლებად იქნა გაშუქებული, რომ მას შემდეგ რაც რუსებმა კუბიდან რაკეტები გაიტანეს, ამერიკელებმა თავიანთი იუპიტერის ტიპის რაკეტები ( რომლებსაც შეეძლოთ მოსკოვამდე მიღწევა ) გაიტანეს თურქეთიდან. ეს იყო კომპრომისი ორივე მხარის მიერ, საბოლოოდ ორივე მხარეს შეეძლო ეთქვა, რომ მათ კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერიათ.
               21 - ე საუკუნის წყნარ ოკეანეაშე, გაცილებით მეტი კომპრომისები გაკეთდება. მოკლე ვადიან პერსპექტივაში, უმეტესობა, მაგრამ არა ყველა - გაკეთებული იქნება ჩინეთის მხრიდან. ამის პირველ მაგლითად გამოდგება, ჩინეთის მიერ სადაო ტერიტორიების თავზე გამოცხადებული საჰაერო თავდაცვის ზონა, რაც გულისხმობს, რომ ამ ტერიტორიაზე შემოსულმა საფრენმა აპარატმა ჩინელები უნდა გააფრთხილოს, ამერიკელები კი განზრახ არღვევენ ამ ჩინელების მიერ დაწესებულ წესს და ზონაში დაფრინავენ. ჩინელებმა ამით მიიღეს, ის, რომ მათ გამოყვეს ზონა და წამოჭრეს საკითხი, ამერიკელბმა კი ამით ის მიირეს, რომ თავი წარმოაჩინეს ძალად, რომელიც ამას არ ემორჩილება. ეს ხანგრძლივი თამაშია.
                 ამერიკის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ, არის, რომ დაარწმუნოს ისინი შემდეგში, რომ მათ სტრატეგიული ინტერესები გააჩნიათ ჩინეთის მიმართ, რომელიც ერთმანეთს ემთხვევა. და რომ ამერიკელები მათ ბაზას კუნძულ ოკინავაზე ღიად დატოვებენ. ამერიკელები დაეხმარებიან იაპონიის თავდაცვის ძალებს, რომ ისნი ძლიერები იყვნენ, მაგრამ თანადროულად ზღუდავს იაპონიის სამხედრო ძლებს, როიმ ისინი წყნარ ოკეანეში მათ გამოწვევად არ ექცნენ.
                     მაშინ როდესაც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანაც მნიშვნელოვანია და მათთან ურთიერთოდა დიპლომატიურ პაზლად იქცა, როგორც ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, ინდონეზია, მალაიზია და სინგაპური უნდა იყვნენ. ეს სამი სახელმწიფო, მალაკის სრუტის გარშემოა დამკვიდრებული, რომელიც თავის ყველაზე წვრილ ადგილზე 1,7 მილის სიგანის არის. ყოველდღიურად ამ ადგილზე 12 მლნ ბარელი ნავთობი გაივლის, რომელიც ჩინეთის მზარდი წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიემართება და ასევე სხვა სახელმწიფოებისკენაც. მანამ სანამ ეს 3 სახელმწიფო პრო ამერიკული არის ამერიკელებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ.
               მეორეს მხრივ არც ჩინელები არიან პოლიტიკურად იდეოლოგიზებული, ისინი არ ცდილობენ რომ კომუნიზმი გაავრცელონ, არც ტერიტორიაზე არიან დახარბებული ( მეტად ) როგორც რუსბეი აკეთებდნენ ცივი ომის დროს. არც ერთი მხარე არ ეძებს კოფლიქტს. ჩინელები იღებენ ამ ფაქტს, რომ ამერიკა აკონტროლებს მთელ იმ გზებს, სადაც ჩინური პროდუქცია გაივლის, და ეს გაგრძელდება მანამ სანამ ამერიკელებმა იციან, რომ ამ გზებზე ჩინეთის გაფართოება ლიმიტირებული არის.
            გამოჩნდება არგუმენტები და დრო და დრო  ნაციონალიზმი იქნება გამოყანებული, რათა მოხდეს ჩინელი ხალხის ერთობის გამტკიცება. მაგრამ ორივე მხარე მაინც კომპრომისების ძებნას გააგრძელებს. საფრთხეს შეიცავს, ის, რომ თუკი რომელიმე მხარე ვერ გაუგებს ერთმანეთს ანდა ღრმად ჩაჰყვება თამაშს.
            არსებობს ცხელი წერტილები. ამერიკელებს ხელშეკრულება აქვთ ტაივანთან, რომლის მიხედვითაც თუკი ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაიპყროს ეს ტერიტორია, რომელსაც ის თავის 23 - ე პროვინციად განიხილავს, ამერიკელები ჩაერთვებიან ომში. წითელი ხაზი ჩინეთისათვის კი არის, თუკი ამერიკა მოახდენს ტაივანის ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას ანდა თუკი ტაივანი თვითონ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. თუმცა ჯერჯერობით არც ტაივანი ჩანს, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და არც ჩინეთი, რომ მის დასაპყრობად არმიას აგზავნიდეს.
                    როგორადაც ჩინეთის წყურვილი უცხოურ ნავთობსა და გაზზე იზრდება, იმგვარადვე იკლებს ამერიკის, ამას უზარმაზარი გავლენა ექნება მის საგარეო პოლიტიკაზე. განსააკუთრებით ახლო აღმოსავლეტში, თავისი გვერდითი ეფექტით სხვა სახელმწიფოებზე.
                    ოფშერული გაბურღვის გამო, ამერიკის სანაპიროებთან და ასევე ფრეკინგის ტექნოლოგიის გამო, როგორც ჩანს ამერიკა 2020 წლისათვის, არა მარტო ენერგო მოთხოვნას მთლიანად დაიკმაყოფილებს არამედ თვითონ შეძლებს ექსპორტირებას. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ფოკუსი, რომ უზრუნველეყო ნავთობის და გაზის დინება სპარსეთის ყურის რეგიონიდან მალე გაფერმკრთალდება. მას ისევ ექნება იქ სტრატეგიული ინტერესი, თუმცა ყურედღებას გარკვეულწილად შეარბილებს. თუკი მაერიკის ყურადღება შემცირდება, სპარსეთის ყურის ქვეყნები ახალი მოკავშირის ძიებას დაიწყებენ. ერთი კანდიდატი იქნება ირანი, მეორე ჩინეთი. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ჩინელები შეძლებენ და ააშენებენ საზღვაო ფლოტს და შემდეგ მოისურვებენ ამ ფლოტის სპარსეთის ყურეში განთავსებას.
                  ამერიკელები, არ აპირებენ რომ მათი მეხუთე ფლოტილია ბაჰრეინიდან გაიყვანონ, ეს ბეტონის ისეთე ნატეხია, რომლის დათმობის ხალისიც მათ არ აქვთ. თუკი, ამერიკელებს აღარ დასჭირდებათ, საუდის არაბეთიდან, კუვეიტიდან, ყატარიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან წამოსული რესურსები, რათა მათი ფარნები ანთებული და მანქანები მოძრავი დარჩეს, ამერიკელი ხალხი და კონგრესი დასვამს კითხვას, რისთვას არიან ისინი იქ ? და თუკი პასუხი იქნება, იმისათვის, რომ ირანს დააკვირდნენ, ეს არ იქნება საკმარისი რათა დებატები ჩაცხრეს.
                 ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილში, რასაც ამერიკელები აკეთებენ, ეს არის, რომ სეზღუდონ, ირანი რატა ის ძალიან ძლიერი არ გახდეს, მეორეს მხრივ კი ცდილობს მიაღწიოს დიდ შეთანხმებას, რამაც უნდა დაასრულოს სამნახევარ დეკადიანი მტრობა ორ სახელმწიფოს შორის. რაც შეეხება სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობას, რომელთაც რამოდენიმე წლის პრობლემა აქვთ შეიარაღებულ ისლამისტებთან ბრძოლის სახით. აქ ის ცდილობს ჯეფერსონისეული დემოკრატიის წახალისებას, და ეცდება რომ ასე მართოს სიტუაცია და იმავდროულად უიმედოდ ცდილობს, რომ მაერიკელ ჯარისკაცებს ქვიშაში ჩექმა აღარ დაესვაროთ.
                    ისრაელთან არსებული ახლო ურთიერთობა შეიძლება გაცივდეს, თუმცა ნელა, როგორადაც ამერიკის დემოგრაფია შეიცვლება. ჰისპანიკების და აზიელების შთამომავლები, რომლებიც ახლა ჩადიან ამერიკაში საცხოვრებლად უფრო მეტად დაინტერესდებიან ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ აზიის პრობლემებით ვიდრე, პატარა სახელმწიფოთი რომელიც ამერიკის ინტერესებისათვის მეტად საინტერესო აღარ არის.
                       ლათინურ ამერიკაში ამერიკის საგარეო პოლიტიკა, იქნებაიმის მიმართ მიმართული, რომ უზრუნველყოს პანამის არხის ფუნქციონირება, კარგად გამოიკვლიოს ნიკარაგუა წყნარი ოკეანის არხის მნიშვნელობა და დააკვირდეს მზარდ ბრაზილიას, რომ ისე ისეთი ძლიერი არ გახდეს, კარიბის ზღვაზე პრეტენზიები წააყენოს.
                      აფრიკაში, მართალია ამერიკელები არიან ქვეყანა რომლებიც კონტინენტის, სიმდიდირეებს ეძებენ,თუმცა ისინი ვინც აქ ყველაზე მეტს პოულობენ არიან ჩინელები. როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ჩრდილოეთ აფრიკაშიც ამერიკელები ინტერესით აკვირდებიან ისლამისტებთან მიმდინარე ბრძოლას, თუმცა ყველანაირად ცდილოებნ საკითხში 30.000 ფუტზე უფრო ახლოს არ აღმოჩდნენ ჩართული. ( აქ ავტორის ხუმრობა ის არის, რომ ამერიკელები აქაურ ისლამისტებს ჰაერიდან ბომბავენ ხოლმე :D ).
              ამერიკელები ექსპერიმენტი რომ ზღვებს იქეთ ეროვნული - სახელმწიფოები აეშენებინათ, როგორც ჩანს დამთავრდა.
               ერაყში, ავღანეთში და სხვა ადგილებში, ამერიკელებმა ძირი გამოუთხარეს ტომობრივ მენტალიტეტს. ამერიკელბი შეიძლება ითქვას საკუტარმა ისტორიამ, და რაციონალურობამ გააცურე როდესაც მათი საზღვრებს გარეთ დემოკრატიის მშნებლობა დაიწყეს, მათი აზრი რომ კომპრომისი, ბეჯითი მუშაობა და ხმის მიცემით საკითხის გადაწყვეტა, გაიმარჯვებდა ატავისტურ, ერთმანეთის მიმართ ისტორიულად გამჯდარ შიშზე და სუნიტებს, შიიტებს, ქურთებს არაბებს, მუსლიმებსადა ქრისტიანებს შორის. ამერიკელები ფიქროდბნენ, რომ ამ ხალხებს სურვილი ექნებოდათ ერთად ეცხოვრათ, მაშინ როდესაც მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდობით, ერჩივნათ მარტო და განცალკევებით ყოფილიყვნენ. ეს ყველაფერი ადამიანობის, სამწუხარო ანარეკლია, თუმცა ის მაინც სიმართლე და შესაბამისია, ისტორიის, მრვალი პერიოდისთვის და დედამიწის მარვალი ტერიტორიისათვის. ამერიკის ქმედებებმა, თავი, მოხადა მდუღარე ქოტანს, სადაც მთელი ეს ამბები იხარშებოდა.
                   ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს გულუბრყვილოს არ ხდის, როგოროდაც ზოეგიერთ ევროპელ დიპლომატეს შეიძლება, რომ ეჯეროს. მაგრამ მათ აქვ ,, შეიძლება გავაკეთო" და ,, შეიძლება მოვაგვარო " მიდგომა, რაც რა თქმა უნდ ამუდმივად ვერ იფუნქციონირებს.
                          30 წლის განმავლობაში, მოდური იყო, რომ გეწინასწარმეტყველა, ამერიკის გარდაუვალი ან მიმდინარე დასუსტება. ეს მცადარია ახლა და მცდარი იყო მაშინაც. პლანეტის ყველა ძლიერი სახელმწიფო როგორც ჩანს გახდება, ენერგო დამოუკიდებელი, ის რჩება პირველი ეკონომიკური ძალა და უფრო მეტს ხარჯავს სამხედრო კვლევებზე ვიდრე, დანარჩენი ნატოს სახელმწიფოები ერთად აღებული. მისი მოსახლეობა არ ბერდება, ისე როგორც ევროპის და იაპონიის, და 2013 წლის გელაპის კვლევით, მათი 25 % ვინც სურვილს გამოთქვამდა მიგრირებაზე, სურდა რომ დანიშნულების ადგილი ამერიკა ყოფილიყო. იმავე წელს შაინჰაის უნივერსიტეტმა, მის ექსპერტებს მსოფლიოს 20 საუკეთესო უნივერსიტეტის სია გააკეთებინა: 17 მათგანი მაერიკული იყო.
                          პრუსიელმა სახელმწიფო მოღვაწემ ოტო ფონ ბისმარკმა. თავის ორმაგ შენიშვნაში, საუკუნით ადრე თქვა, ,, ღმერთი განსაკუთრებულად ზრუნავს, მთვრალებზე, ბავშვებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე". როგორც ჩანს სიმართლეა. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen