Dieses Blog durchsuchen

ლანდაშაფტის ტყვეები ( გეოგრაფიის ტყვეები ( პატიმრები )) ტიმ მარშალი

ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) * ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.



                                                                      თავი 2
                                                                     ჩინეთი
           ,, ჩინეთი ცივილიზაციაა, რომელიც თავს ერად (სახელმწიფოდ)  აცხადებს" 
                                                                ლუსიან პი  პოლიტოლოგი
       
   2006 წლის ოქტომბერში, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ იაპონიასა და ტაივანს შორის, გულდამშვიდებით მიცურავდა ამერიკული გემების ფლოტილია, 1000 ფუტი სიგრძის USS Kitty Hawk - ის ხელმძღვანელობით, როდესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მათ შორის, ჩინურმა წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა.
      ამ ზომის ამერიკული ავიამზიდი, ჩვეულებრივ სხვა 12 გემით არის გარშემორტყმული, ზემოდან ავიაცია იცავს, ხოლო ქვემოდან წყალქვეშა ნავი. ჩინური გემი, სონგის კლასის შემტევი წყალქვეშა ნავი, შეიძლება ძალიან წყნარადაც მიცურავდა თავისი ელექტრო მოტორით, მაგრამ ეს დაახლოებით იგივეა, რომ პეპსის მენეჯერმა, კოკა - კოლას ხელმძღვანელობის თათბირზე მაგიდის ქვემოდან თავი ამოყოს შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდგომ.
              ამერიკელები ერთნაირად, გაოცებული და გაბრაზებულები იყვნენ. გაოცებულები ვინაიდან, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ჩინურ წყალქვეშა ნავს ასეთი რამის გაკეთება შეუმძნევლად შეეძლო, გაბრაზებულები ვინაიდან მათ, ის ვერ შეამჩნიეს და ისინი ამ ქმედებას განიხილავდნენ როგორც პროვოკაციულს, თან წყალქვეშა ნაცი ავიამზიდიდან ტორპედოს გასროლის მანძილზე იყო დაშორებული. ამერიკელებმა ეს ყველაფერი გააპროტესტეს, ეგ კი არა ძალიანაც გააპროტესტეს, რაზეც ჩინელების პასუხი იყო : ,,ოჰ, რა დამთხვევაა, ჩვენ ამოვყვინთეთ თქვენი ესკადრის შუაში, რომელიც ჩვენს ნაპირებთან მიცურავდა, აზრზეც არ ვიყავით."
          ეს იყო ოცდამეერთე საუკუნე და სამხედრო დიპლომატიის ( Gunboat Diplomacy )  დაბრუნება, რომელსაც ბრიტანელები იყვნენ მიჩვეული, როდესაც რომელიმე პატარა ძალას თავიანთ ჯარს ნაპირთან მიუცურებდნენ, რათა თავიანთი განზრახვა შეეტყობინებინათ.  ჩინელები კი საკუთარ სანაპიროსთან სრულიად ნათელი განცხადებით მოვიდნენ : ,, ახლა ჩვენ საზღვაო ძალა ვართ, ახლა ჩვენი დროა და ეს კი ჩვენი ზღვაა " ამ ყველაფერს 4000 წელი დასჭირდა, თუმცა ჩინელები მოვიდნენ პორტებთან - სანაოსნო გზებთან - და შენთან ახლოსაც.
       ამ დრომდე ჩინეთი საზღვაო ძალა არასდორს არ ყოფილა, საკუთარი დიდი ტერიტორიის, ბევრი მოსაზღვრეების და პარტნიორებთან მოკლე სავაჭრო სანაოსნო გზების გამო, არც ჰქონიათ საჭიროება ყოფილიყო საზღვაო ძალა და იდეოლოგიურადაც არ ყოფილა ეს მოსაზრება გავრცელებული. ჩინელი ვაჭრები დიდ მანძილზე კვეთდნენ ოკეანეებს სავაჭროდ, მაგრმა მათ სამხედრო ფლოტს არასოდეს გასჩენია სურვილი, ეძებნა მიწა ჩინეთს გარეთ, და წყნარი, ინდოეთის და ატალანტის ეკეანეების ძალიან გრძელი სანაოსნო გზების გამო, არც ღირდა, რომ მათი კონტროლი ეცადათ. ჩინეთი მუდამ სახმელეთო ძალა იყო, დიდი ტერიტორიით და მოსახლეობით, რომელმაც ამ დროისთვის თითქმის 1.4 მლრდ - ს მიაღწია.
              ჩინეთის, როგორც დასახლებული ერთეულის მცნება გაჩნდა დაახლოებით 4,000 წლის წინ. ჩინური ცივილიზაციის დაბადების ადგილად მიიჩნევა ჩრდილოეთ ჩინეთის დაბლობი, რომელსაც ჩინელები ცენტრალურ დაბლობად მოიხსენიებენ, დიდი, დაბალზე განფენილი მიწა, დაახლოებით 160,000 კვ/მილი, მდებარეობს შიდა მონღოლეთის და მანჯურიის სამხრეთით, ყვითელი მდინარის (ხუანხე) გარშემო და მდინარე იანძის ბოლოში, ორივე ეს მდინარე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება. დღეისათვის ეს ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია.
          ყვითელი მდინარის აუზი ხშირი და გამანადგურებელი წყალდიდობების სამიზნეა, რაც მდინარეს მოაქვს, ეს არის უშურველი ,, უბედურება ჰანის შვილებისთვის". რეგიონის ინდუსტრიალიზაცია პირველად 1950 - იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებით აჩქარდა ბოლო 3 დეკადაში. საშინლად დაბინძურებული მდინარე ისე არის გატენილი ტოქსიკური ნაგვით, რომ ხანდახან ზღვამდე ჩაღწევაც კი უჭირს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყვითელი მდინარე ჩინეთისთვის ვიდრე ნილოსი ეგვიპტისთვის, აქ ეს იყო ცივილიზაციის აკვანი სადაც მისმა ხალხმა ისწავლა, მიწის დამუშავება, ქაღალდის და თოფის წამლის კეთება.
            ამ პროტო-ჩინეთის ჩრდილოეთით იყო, გობის უდაბნო სადაც ახლა მონღოლეთია, დასავლეთში ხმელეთი თანდათან მაღლება სანამ ტიბეტის პლატოდ არ გადაიქცევა და ჰიმალაის არ მიაღწევს. სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით კი ზღვაა.
             ცენტრი, როგორადაც ჩრდილო ჩინეთის დაბლობი არის ცნობილი, იყო და არის დიდი, ნოყიერი ვაკე, ორი ძირითადი მდინარით და კლიმატით, რაც შესაძლებლობას იძლევა, ბრინჯის და სოიოს მოსავალი წელიწადში ორჯერ იქნეს მიღებული, რამაც კიდეც წაახალისა მოსახლეობის სწრაფი ზრდა. 1500 წლით ადრე ჩვენს ერამდე, ამ ცენტრალურ ნაწილში, ასობით პატარა სახელმწიფოდან, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეომებოდნენ, შეიკრა ჩინური სახელმწიფოს პირველი ვერსია - შანგის დინასტია. ეს არის  ადგილი სადაც, მოხდა ჰანის ხალხის ჩამოყალიბება, ამ ცენტრში შეიქმნა სახელმწიფო, იცავდნენ ცენტრს, მის გარშემო ბუფერის შექმნის საშუალებით.
            ჰანი დღეისათვის დომინირებს ჩინეთში, შეადგენენ მოსახლეობის 90 % -ს და ასევე წამყავანი როლი აქვთ პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ისინი განსხვავდებიან ენით, ლაპარაკობენ მანდარინზე, კანტონურზე და ბევრ სხვა რეგიონულ ენაზე, მაგრამ ერთიანდებიან ეთნიკურ და პოლიტიკურ დონეზე, რასაც განაპირობებს გეოპოლიტიკური ბიძგი, რომ დაიცვან ცენტრი. მანდარინი, რომელიც რეგიონის ჩრდილო ნაწილში წარმოიშვა, დომინანტი ენაა და ამავე დროს ის გამოიყენება, მმართველობაში, ტელევიზიაში და განათლებაში. დაწერილი მანდარინი, კანტონურის და სხვა რეგიონული ენების მსგავსია მაგრამ ძალიან განსხვავდება ლაპარაკისას. (* დაწერილი მანდარინი კი არ არის მსგავსები სხვების, სხვები არიან დაწერილი მანდარინის მსგავსი, იმიტომ რომ ამათ გადაიღეს ( გადააღებინეს )  მანდარინის იეროგლიფები, ეს ენები ყველა სინო - ტიბეტურში ერთიანდებიან, ( ისე ჩინურ წიგნებს წაიკთხავთ და კიდეც დაწერთ თუ იეროგლიფებს ისწავლით, ისე, რომ ჩინური ერთი სიტყვაც არ იცოდეთ :)  )).
            ცენტრი, არის პოლიტიკური, დემოგრაფილი, კულტურული და რაც ყველაზე გადამწყვეტია , სასოფლო სამეურნეო მიზიდულობის ცენტრი. ჩინეთის ამ ნაწილშ დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია აშშ - ს ტერიტორიის ნახევარია, რომელსაც 322 მლნ მოსახლე ჰყავს. რადგანაც ამ ტერიტორიის ლანდაშფტმა, განსაზღვრა მისი დასახლება და ის, რომ ის კარგი სასოსფლო - სამეურნეო მიწაა, მისი პირველი მმარტელი დინასტიები, მუდამ გრძრდნობდნენ, საფრთხეს არა ჰან რეგიონებიდან, რომელბიც მათ გარშემო იყო, განსაკუთრებით მონღოლეთიდან, სადაც მომთაბარე და მეომარი ხალხი ცხოვრობდა.
        ჩინეთმაც იგივე სტრატეგია შეარჩია, რაც რუსეთმა, თავდასხმა თავდაცვის მიზნით. როგორც ჩვენ შევხედავთ, იყო ბუნებრივი ბარიერები - თუკი ჰანი შეძლებდა მიეღწია ამ ბარიერებამდე და ეკონტროლებინა ისინი - ეს დაიცავდა მათ. ეს იყო ათასწლოვანი პრობლემა, რომლის საბოლოოდ მოგვარება მოხერხდა 1951 წელს, ტიბეტის ანექსირებით.
         ცნობილი ჩნელი ფილოსოფოსის დროს ( 551 - 479 ჩენს წელთაღრიცხვამდე ), არსებობდა ძლიერი შეგრძნება ჩინური იდენტობის და დაყოფის ცივილიზებულ ჩინეთსა და ,,ბარბაროსული" რეგიონს შორის, რომელიც გარს ეკრა მას. ეს იყო იდენტობის, შეგრძნება, რომელსაც იზიარებდა 16 მლნ ადამიანი.
         ჩვენს ერამდე 200 წელს, ჩინეთი გაფართოვდა, მაგრამ ვერ მიაღწია, ტიბეტს სამხრეთ დასავლეთში, ჩრდილოეთში ცენტრალური აზიის მდელოებამდე და სამხრეთით მთლაინად მივიდა სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე. დიდი კედელი ( ჩინეთში ცნობილი როგორც გრძელი კედელი ) პირველად ცინის დინასტიის მიერ იქნა აგებული ( 221 - 207 ჩვენს წელთაღრიცხვამდე ) რითაც ჩინეთმა დაიწყო რუკაზე იმ ფორმის მიღება რასაც ცვენ დღეს თანამედროვე ჩინეთად ვაღიარებთ. 2000 წელი მაინც იქნება, რაც ჩინეთის დღევანდელი საზღვრები ფორმირდა.
            ჩვენი წელთაღრიცხვით 605 - 609 წლებში ჩინელებმა დიდი არხი გათხარეს, საუკუნეები გაატარეს მის მშენებლობაში, დღეს ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელით შექმნილი საწყლოსნო გზა არის, რომელმაც ყვითელი მდიანრე და იანძი შეაერთა. ამან ჩრდილოეთი და სამხრეთი უფრო მეტად მიაბა ერთმანეთს და ჰანის ხალხი ისე ახლოს დაუკავშირე ერთმანეთს, როგორც არასდროს. სუის დიანასტიას ( 581 - 618 ) შესაძლებლობა ჰქონდა, კონტროლი გაეწია მუშათა უზარმაზარი რაოდენობისთვის, რამაც საშუალება მისცა ორ დიდ მდინარეს შორის არსებული ბუნებრვი შენაკადები სანაოსნო გზებად ექცია, ამ მშენებლობამ 5 წელი წაიღო და რამოდენიმე მილიონი მონის შრომა,მაგრამ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ტვირთების გადაადგილების პრობლემა მოგვარებულ იქნა, მაგრამ არა წყალდიდოებების პრობლემა, რომელიც დღესაც რჩება.
          ჰანის ხალხი მაინც ებრძოდა ერთმანეთს, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო ნაკლებად, მეთერთმეტე საუკუნეში კი იძულებული გახდნენ თავიანთი ყურადღების კონცეტრირება ჩრდილოეთზე მოეხდინათ, საიდანაც მონღოლების ტალღები სამხრეთისკენ მოედინებოდნენ. მონღოლებმა დაამარცხეს რა ჩინური დინასტია და მმართველები, 1279 წელს ხუბილაი ყაენი გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც ჩინეთის მართვა აიღო ხელში დაიწყო მონღოლთა ( ჲუიანის ) დინასტიის მმართველობა. თითქმის 90 წელიწადი დასჭირდა ვიდრე ჰანის ხალხმა ისევ შეძლო და საკუთარის საქმეების მართვა ხელში აიღო მინგის დინასტიის ჩამოყალიბებით.
           ამ პერიოდიდან იზრდება კონტაქტები, ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი ევროპული სახელმწიფოების, პორტუგალილებეის ესპანელების, ვაჭრებთან და ემისრებთან. ჩინელი ლიდერები წინააღმდეგი იყვნენ, ევროპლეთა მათ ტერიტორიაზე რაიმე სახით მუდმივად ყოფნის, მაგრამ თანდათან უფრო მეტად ხსნიდნენ სანაპირო ზონებს ვაჭრობისათვის. დღემდე როდესაც ჩინეთის სანაპირო იღება, სანაპირო რეგიონები ამით მოგებული რჩებიან, ცენტრალური რეგიონები კი მათ ჩამორჩებიან. ვაჭრობის შედეგად მოგროვებულმა ქონებამ, ქალაქი შანხაი გაამდიდრა, მაგრამ ამ სიმდიდრემ ქალქგარეტ ვერ გააღწია. საქალაქო ტერიტორიებზე მოსახლეობის დიდი შედინება დაიწყო და ამან კიდევ უფრო მეტად ხაზი გაუსვა განსხვავებას.
         მე - 19 საუკუნეში, ჩინეთმა სამხრეთით ბირმას და ინდოჩინეთს მიაღწია, ჩრდილო დასავლეთით კი სინძიანგი დაიპყრეს, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი პროვინცია გახდა. უზარმაზარი, დაღარული მთების და უდაბნოების მხარე, სინძიანგი 642,820 კვადრატული მილია, ორჯერ უფრო დიდი ვიდრე ტექსასი - სხვაგვარად, რომ ვთქვათ, აქ შეგვიძლია ჩავტიოთ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია და ბელიგია და კიდევ დარჩებოდა ადგილი ლუქსემბურგისა და ლიხტენშტაინისთვის.
         მაგრამ, ზომის გარდა პრობლემებიც დაუმატა სინძიანგმა ჩინეთს. სინძიანგი, რომელიც მუსლემებით არის დასახლებული, წლებია არასტაბილურობის წყაროა, უფრო სწორად ამბოხების, როგორც იყვნენ სხვა რეგიონებიც, მაგრამ ჰანის ხალხისთვის ბუფერულ ზონის ფასი მეტი იყო ვიდრე მისგან გამოწვეული პრობლემები, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რა ბედშიც ქვეყანა მე - 19, მე- 20 საუკუნეებშ ჩააგდეს ევროპლებმა.
       ქვეყანაში ორდესაც იმპერიული სახელმწიფოები მოვიდნენ, მათ შორის ბრიტანელები, ადგნენ და ქვეყნა გავლენის სფეროებად გაყვეს. ეს იყო და არის, ყველაზე დიდი დამცირება ჩინელების, რომელიც მათ გადაიტანეს მონღოლთა შემოსევის შემდეგ. ამ ნარატივს იყენებს ჩინეთის კომუნისტური პარტიაც, ნაწილობრივ ეს მართალიც, მაგრამ ამ ყველაფერს პარტია იყენებს რათა თავისი შეცდომები და რეპრესიულობა გადაფაროს.
               მოგვიანებით იაპონელებმა დაიპყრეს ჩინეთი, როდესაც მსოფლიო ძალად იქმნებოდნენ, პირველად 1932 წელს დაარტყეს, განმეორებით კი 1937 წელს, როდესაც მათ ცენტრალური ტერიტორიის დიდი ნაწილი და ასევე მანჯურია და შიდა მონღოლეთი დაიპყრეს. იაპონიის მიერ ამაერიკის წინაშე გამოცხადებულმა უპირობო კაპიტულაციამ, ჩინეთი  1945 წელს გაანთავისუფლა იაპონური ჯარებისაგან, ასევე განთავისუფლდა მანჯურიაც, სადაც რუსები შევიდნენ და 1946 წლმადე იდგნენ.
      გარე დამკვირვებლებიდან ბევრი ფიქრობდა, რომ ომის შემდგომი პერიოდი ჩინეთს ლიბერალურ დემოკრატიამდე მიიყვანდა მსგავსად გულუბრყვილო დასავლეთელებისა რომლებიც არაბულ გაზაფხულზე წერდნენ. რაც როგორც ჩინეთის შემთხვევაში, დაფუძნებული იყო მოსახლეობის შიდა დინამიკის, პოლიტიკის და გეოგრაფიის ცოდნის ნაკლებობაზე.
      1949 წლამდე ჩან კაი შის ნაციონალისტური ძალები და მაოს კომუნისტები ერთმანეთს სამოქალაქო ომშ ებრძოდნენ, საბოლოოდ კომუნისტებმა გაიმარჯვეს, ნაციონალისტები ტაივანზე გაიქცნენ. იმავე წელსვე ბეიჯინგის რადიომ განაცხადა, რომ სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ უნდა გაანთავისუფლოს, ყველა ჩინური ტერიტორია. ტიბეტი, სინძიანგი, ჰაინანი და ტაივანი.
      მაო ძალაუფლების ისეთი ცენტრალიზება მოახდინა, როგორიც ართერთ დინასტიას არ უქნია. მან დაბლოკა რუსულების გავლენა შიდა მონღოლეთში და განავრცო ჩინეთის გავლენა მონღოლეთში.  1951 წელს მათ დაასრულეს ტიბეტის ანექსია ( კიდევ ერთი უზარმაზარი ტერიტორია, ეთნიკურად არა ჰან მოსახლეობით დასახლებული ) ამის შემდეგ კი ჩინური სასკოლო რუკები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც კი მოიცავდა. ქვეყანა ისევ შეერთდა, მაომ მისი დარჩენილი სიცოცხლე, ამ მონაპოვარის განმტკიცებაში გაატარა და კომუნისტური პარტია ცხოვრების ყველა ასპექტში გარია, მაგრამ შორს რჩებოდა გარე სამყაროსგან. ქვეყანა რჩებოდა უიმედოდ ღარიბი, განსაკუთრებით კი მისი სანაპირო ტერიტორიებიდან მოშორებით, მაგრამ ის იყო ერთიანი.
         მაოს მემკვიდრეები შეეცადნენ, მისი გრძელი მარში გამარჯვებისკენ გადაექციათ გრძელ მარშად ეკონომიკური კეთილდღეობისკენ. ადრეულ 80 - იან წლებში, ჩინელმა ლიდერმა დენ სიაოპინმა, გამოჭედა ტერმინი ,, სოციალიზმი ჩინური ხასიათით", რომელიც როგორც ჩანს შემდეგნაირად ითარგმნება, ,, კომუნისტური პარტიის ტოტალური კონტროლი, კაპიტალიზმის პირობებში". ჩინეთი ხდებოდა, ძირითადი სავაჭრო ქვეყანა და სამხედრო გიგანტი. 1990 წლის ბოლოსათვის, ის გამოვიდა 1989 წლის ტიანანმინის მოვლენების შოკიდან. დაიბრუნა ჰონგ - კონგი და მაკაუ, ბრიტანეთისა და პორტუგალიისგან. შეეძლო გაეხედა თავის საზღვრებისკენ, შეეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება და დაეგეგმა თავისი დიდი სვლა გარე სამყაროში.
    თუკი ჩვენ დავხედავთ თანამედროვე ჩინეთს, დავინახავთ უზარმაზარ ძალას, რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი უსაფრთხოება თავისი გეოგრაფიული მახასიათებლებით, რამაც ის მიიყვანა ეფექტური ვაჭრობის და თავდაცვის მდგომარეობამდე. ჩინეთში კომპასი მუდამ შემდეგნაირად არის დალაგებული, აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ ჩრდილოეთიდან და მივყვეთ საათის ისრის მიმართულებით.
       ჩრდილოეთში ჩვენ ვხედავთ 2,906 მილის სიგრძის საზღვარს მონღოლეთთან. ეს საზღვარი გადადის გობის უდაბნოში. მომთაბარე მეომრები შეიძლება კი ახერხებდნენ, რომ ეს ტერიტოირა ჩრდილოეტიდან სამხრეთისკანე გადაეკვეთათ, მაგრამ თანამედროვე არმიას 3 კვირით ადრე იქნება აღმოჩენილი ვიდრე ის ჩინეთის ცენტრამდე მიაღწევს და მას ექნება წარმოუდგენლად გრძელი მომარაგების ხაზი, რომელიც გაივლის ძალიან არასტუმართმოყვარე ტერიტორიაზე. აქ ძალიან ცოტა გზაა, რომელზეც შეიძლება მძიმე ტექნიკა გადაადგილდეს და ძალიან ცოტა დასახლებული ადგილი. გობის უდაბნო არის საუკეთესო წინასწარი გაფრთხილების სისტემა. ჩინური ექსპასია ჩრდილოეთისკენ არ იქნება სამხედრო ექსპანსია, ეს იქნება სავაჭრო გარიგებები, როგორსაც ჩინეთი დღეს მონღოლეთთან აფორმებს, მისი რესურსების განსაკუთრებით მინერალების მისაღებად. რასაც მოჰყვება ჰან ჩინელების ზრდადი მიგრაცია მონღოლეთში.
          შემდეგი კარიბჭე, აღმოსავლეთში, არის ჩნეთის საზღვარი რუსეთთან, რომელიც წყნარ ოკეანემდე გადის, ან იაპონიის ზღვამდე რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილია. საზღვრის ჩრდილოეთით, მთიანი, არასტუმართმოყვარე, რუსული შორეული აღმოსავლეთია, მცირე მოსახლეობით. საზღვრის სამხრეთით არის მანჯურია, რომელთან შეხვედრაც მოუწევთ რუსებს, თუკი ისინი გადაწყვეტენ ცენტრალურ ჩინეთამდე მისვლას. მანჯურიის მოსახლეობა 100 მლნ -ზე მეტია და იზრდება, რუსეთის შრეული აღმოსავლეთის 7 მლნ - ზე ნაკლები და არანაირი ზრდის გამოვლინება. მოსალოდნელია დიდი მიგრაცია სამხრეთიდან ჩრდილოეტისკენ, რაც ჩინეთს კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს რუსეთთან ურთიერთობაში. სამხედრო პერსპექტივით, საუკეთესო ადგილი საზღვრზე გადასავლელად იქნებოდა რუსულ პორტ ვლადივასტოკთან, მაგრამ ამის გასაკეთებლად ძალიან ცოტა, მიზეზები არსებობს და არც არავინ განიზრახავს. მართლაც, უკრაინის გამო, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაკისრებულმა საქციებმა, რუსეთი მიიყვანა იქამდე, რომ ჩინეთთან მასიური ეკონომიკური ხელშეკრულებები გააფორმა, რამაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს წყლის ზემოთ დარჩენილიყო, მაგრამ უფრო მომგებიანი ჩინელებისთის არის. რუსეთი ამ ურთიერთობაში უმცროსი პარტნიორია.
           რუსეთის შორეული აღმოსავლეთის, სამხრეთით სანაპიროს გაყოლებით არის, ჩინეთის ყვითელი ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა და სამხრეთ ჩინეთის ზღვა რომლებსაც წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში გავყავართ, ამ ზღვებში ძალიან კარგი პორტებია, რომლებიც მუდამ გამოიყენებოდა ვაჭრობისათვის. მაგრამ ამ ტალღებს იქეთ, რამოდენიმე კუნძულოვანი პრობლემაა - ერთის სახელია იაპონია, რომელსაც ცოტა ხანში შევეხებით.
        გავაგრძელოთ საათის ისრის მიმართულებით და ჩვენ მივალთ, შემდგომ საზღვრებთან. ვიეტნამთან, ლაოსთან და ბირმასთან. ვიეტნამი ჩინეთისთვის ნერვების მომშლელია. საუკუნეები ეს ორი ტერიტორიის გამო კინკლაობენ. ორივესათვის სამწუხაროდ, აქ არის გზა სადაც ჯარს ბევრი პრობლემების გარეშე შეუძლია გაიაროს - რაც ნაწილობრივ ხსნის აქ ჩინეთის 1000 წლოვან დომინციას და ოკუპანტობას ჩვენი წელთ აღეიცხვამდე 111 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით 938 წლმადე, ასევე მათ ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტს 1979 წელს, თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება ჩინეტის სამხედრო შესაძლებლობები, მით უფრო მიელაქუცება ვიეტნამი ამერიკას რათა მან დაიცვას, ან დიპლომატიურად დაიწყებს ბეიჯინგის მეგობრის როლის თამაშს. ის, რომ ორივე სახელმწიფო იდეოლოგიურად კომუნისტურია ნაკლბად აქვს გავლენა მათი ურთიერთობის მდგომარეობაზე: ეს არის მათი საერთო გეოგრაფია, რამაც განსაზღვრა მათი ურთიერთობა. ბეიჯინგის ხედვით, ვიეტნამი მხოლოდ პატარა პრობლემაა, რომელსაც მოევლება.
       ლაოსთან საზღვარი, მაღლობი, ჯუნგლებიანი ლანდშაფტია. ძნელი ვაჭრებისთვის რომ ის გადაირონ და კიდევ უფრო რთული სამხედრო შენაერთებისთვის. თუკი გავყვებით საათის ისრის მიმართულებით, მაღლობები მთებად გადაიქცევა, უკიდურეს დასავლეთში კი 20,000 ფუტ სიმაღლეს აღწევენ და იწყებენ ჰიმალაიდ გადაქცევას.
         ამას მივყავართ ტიბეტთან და ჩინეთისთვის მის მნიშვნელობასთან. ჰიმალაი მთელ სიგრძეზე მიჰყვება ჩინეთ - ინდოეთის საზღვარს, ბოლოს ის ყაროყორუმის მთიანეთთან, პაკისტანის, ავღანეთის და ტაჯიკეთის საზღვართან ეშვება. ეს არის ჩინური დიდი კედლის ბუნებრივი ვერსია ან/და ნიუ დელის პერსპექტივიდან - ინდოეთის დიდი კედელი. ის ერთმანეთისგან აშორებს, მსოფლიოს 2 ყველაზე დასახლებულ ქვეყანას, როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
     ამათ საკუთარი კონფლიქტები აქვთ, ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს ინდოეთის რეგიონ არუნაჩალ პრადეშზე, ინდოეთი აცხადებს რომ ჩინეთს ოკუპირებული აქვს აქსაი ჩინი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ერთმანეთზე აქვთ არტილერია მიშვერილი, ორივეს უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვთ საკეთებელი, ვიდრე ის, რომ 1962 წელს მომხდარი, სასაზღვორ კონფლიქტი ისევ სროლებში გადაზარდონ.  მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა ამჟამად არ შეინიშნება, ორივე მხარე ამ საკითხთს სიფრთხილით უნდა მიუდგეს.
         ჩინეთსა და ინდოეთს შორის საუკუნეების განმავლობაში, ძალიან მცირე ვაჭრობა იყო და სავარაუდოდ ის არც მომავალში არ შეიცვლება. რათქმაუნდა საზღვარი, სინამდვილეში ტიბეტურ - ინდური საზღვარი არის და ზუსტად ეს არის, თუ რატომაც სურდა ჩინეთს ეკონტროლებინა ის.
         ეს არის შიშის გეოპოლიტიკა. თუკი ჩინეთი არ გააკონტროლებდა ტიბეტს, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა იგივე გაეკეთებინა ინდოეთს. ეს საშუალებას მისცემდა ინდოეთს, ეკონტროლებინა ტიბეტის მაღლობები და პლატო, საიდანაც შეეძლებოდა ცენტრალური ჩინეთისკენ დაშვებულიყო. ის ასევე შეძლებდა ეკონტროლებინა ტიბეტის რესურსები და ყვითელი მდინარის, იანძის და მეკონგის სათავეები, ამიტომაც არის, რომ ტიბეტი ცნობილია როგორც ,, ჩინეთის წყლის კოშკი", ჩინეთი, რომელიც იგივე რაოდენობის წყალს იყენებს, როგორც აშშ, მაგრამ 5 - ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, რათქმაუნდა ამას არ დაუშვებდა.
            მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ამით ინდოეთს შესაძლებლობა ექნებოდა, ეკონტროლებინა ჩინეთის წყლით უზრუნველყოფა, არამედ ის, რომ მას ასეთი ბერკეტი ჩაუვარდებოდა ხელში. მსახიობი რიჩარდ გირი და თავისუფალი ტიბეტის მოძრაობა გააგრძელებენ ლაპარაკს ტიბეტის უსამართლო ოკუპაციის შესახებ და ახლა ჰან ჩინელების მიერ იქ დასახლებაზე, მაგრამ ბრძოლაში, დალაი ლამას, ტიბეტის დამოუკიდებლობის მოძრაობას, ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკას მართავს, მხოლოდ ერთი შესაძლო გამარჯვებული არსებობს.
      როდესაც დასავლეთში ლაპარაკობენ ტიბეტის შესახებ, იქნება ეს რიჩარდ გირი თუ ბატონი ობამა, ეს ჩინეთში ძალიან გამაღიზიანებლად აღიქმება. ისინი ამას უყურებენ არა ადამიანის უფლებათა პროზმიდან, არამედ გეოპოლიტიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე.  ჩინურ უსაფრთხოებას პრობლემები არ შექმნია და არც შეექმნება, თუკი კიდევ იქნება აჯანყებები ჰან ჩინელების წინააღმდეგ. გეოპოლიტიკა და დემოგრაფია ტიბეტის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის.
         ჩინელები ,,აშენებენ ფაქტებს მტკიცე საფუძველზე", ,,მსოფლიოს სახურავზე". ( * აქ ინგლისურად კარგად წერია, ქართულად ვერ ვთარგმნე ზუსტად რა უნდოდა. The Chinese are building ‘facts on the ground’ on the ‘roof of the world’. სიტყვების კარგი თამაშია ინგლისურისთვის :) ). 1950 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახალხო არმიამ დაიწყო გზების შენება ტიბეტში და მას შემდეგ ეხმარებიან უძველეს სამეფოს ეზიარონ თანამედროვე მსოფლიოს. მაგრამ გზებმა და უკვე რკინიგზებმაც ისინი ჰან ჩინელებთანაც აზიარა.
      დიდი ხნის წინ ითქვა, რომ შეუძლებელია ააშენო რკინიგზა მყინვარებზე, ტიბეტის მთებსა და ველებზე. ევროპის საუკეთესო ინჟინრებმა, რომელთაც გადაჭრეს ალპები აქ იგივეს გაკეთება შეუძლებალდ მიიჩნიეს. გვიან 1988 წელს, მოგზაურმა პაულ თერომ, თავის წიგნში ,, რკინის მამლის ჭენება" დაწერა, რომ ,,კუნლინის მთაგრეხილი არის, იმის განარტია, რომ ლჰასამდე ვერასოდეს მიაღწევს რკინიგზა". კუნლუნი გამოყოფდა სინძიანგს ტიბეტიდან. რისთვისაც თერომ მას მადლობა გადაუხადა ,, ეს შეიძლება კარგიც იყოს, ამდენი ხანი მეგონა რომ მე მომწონდა რკინიგზა სანამ ტიბეტში არ მოვხვდი, ახლა კი ვიცი რომ ველური ბუნება უფრო მომწონს. მაგრამ ჩინელებმა ააშენეს რკინიგზა, ალბათ მხოლოდ მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. სარკინოგზო ხაზი, ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში 2006 წელს გაიხსნა, ჩინეთის პრეზიდენ ჰუ ძინტაოს მიერ. ახლა უკვე ქალაქში დღეში 4 - ჯერ, ყოველდღიურად მოედინება ხალხი და პროდუქტი, ისეთი დაშორებული ადგილებიდან როგორიც ბეიჯინგი და შანჰაი არის.
      მატარებლებს ბევრი რამ მოაქვთ, სამომხამრებლო საქონელი მთელი ჩინეთიდან, კომპიუტერები, ფერადი ტელევიზორები, ტელეფონები. მოჰყავთ ტურისტები, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ ეკონომიკას, მათ მოაქვთ თანამედროვეობა უძველს და უღარიბეს მიწაზე, უზარმაზარი შესაძლებლობა, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის პირობების გასაუმჯობესებლად, მათ მოაქვთ ასევე შესაძლებლობა, რომ ტიბეტური საქონელი მოხვდეს მთელ მსოფლიოში. მაგრამ, მათ მოიყვანეს ასევე რამოდენიმე მილიონი ჰან მოსახლე.
       რეალური მონაცმების მიღება რთულია : თავისუფალი ტიბეტის მოძრაობა აცხადებს, რომ ფართო ტიბეტურ რეგიონში, ტიბეტელები უმცირესობაში არიან, ჩინეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ ტიბეტში მოსახლეობის 90 % ტიბეტელები არიან. ორივე მხარე აჭარბებს, მაგრამ როოგრც მტკიცებულებები ამბობს, მთავრობა უფრო აჭარბებს. მთავრობის წარმომადგენლები არ ითვლიან იმ ჰან ჩინელებს, რომლებიც აქ მაცხოვრებლად რეგისტრირებული არ არიან, მაგრამ შემთხვევით დამკვირვებლებსაც შეუძლიათ შეამჩნიონ, რომ ჰან ჩინელები დომინირებენ ტიბეტის ურბანული არეალების სამეზობლოებში.
       იყო დრო, როდესაც მანჯურიის, შიდა მონღოლეთის, და სინძიანგის მოსახლეობის, უმრავლესობა ადგილებრვიები იყვნენ, დღეს კი აქ ჰან ჩინელები ჭარბობენ ან აღწევენ უმრავლესობას. იგივე დაემართება ტიბეტსაც.
          ეს ნიშნავს, რომ ჰან ჩინელების უკმაყოფილება გაგრძელდება, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც ტიბეტელმა პროტესტანტებმა, ჰან ჩინელების ქონება დაწვეს და გაანადგურეს. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ხელისუფლება გააგრძელებს დარბევებს, თავისუფალი ტიბეტის მოძრაობა პროტესტს, ბერები ისევ დაიწვავენ თავს რათა მსოფლიოს დაანახონ, თუ როგორ იტანჯებიან ტიბეტელი ხალხი და ჰან ჩნელებიც ისე მოვლენ და დასახლედებიან.
           ჩინეთის უზარმაზარი მოსახლეობა, უმეტესად ჩაჭყლეტილი მის გულში, ეძებს გზებს გასაფართოებლად. როგორც ამერიკელები ცდილობდნენ დასავლეთით გაფართოებას ისევე ჩინელები და როგორც რკინის ცხენმა მიიყვანა ევროპელი მოახალშენეები, კომანჩების და ნავახოს მიწებზე, ისე თანამდრევე რკინის მამალს მიჰყვას ჰანი ტიბეტელებთან.
           საბოლოოდ საათის ისრის მიმართულებას მივყავართ, პაკისტანის ავღანეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის საზღვრებთან ( ყველა მაღალმთიანი ) , სანამ მივაღწევდეთ საზღვარს ყაზახეთამდე. საიდანაც ისევ უკან მონღოლეთთან მივალთ. ეს იყო უძველესი აბრეშუმის გზა, შუა სამეფოს ხიდი დანარჩენ სამყაროსთან. თეორიულად ეს ჩინეთის დავდაცვაში სუსტი წერტილია, სივრცე მთებსა და უდაბნოს შორის, მაგრამ ის ძალიან შორს არის მისი გულიდან, ყაზახები არ არიან იმ დგომარეობაში, რომ საფრთხე იყვნენ ჩინეთისთვის, რუსეთი კი აქედან ასობით მილით არის დაშორებული .
        ყაზახეთის საზღვრის სამხრეთ - აღმოსავლეთით არის, ჩინეთს ურჩი ავტონომიური პროვინცია, სინძიანგი, თავისი მუსლიმური მოსახლებით უიღურებით, რომლებიც თურქულის მონათესავე ენაზე ლაპარაკობენ. სინძიანგი 8 ქვეყანას ესაზღვრება, რუსეთს, მონღოლეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, ავღანეთს, პაკისტანს და ინდოეთს.
        მუდამ იყო, არის და იქნება პრობლემები სინძიანგში. უიღურებმა ორჯერ გამოაცხადეს, აღმოსავლეთ თურქესტანის დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1930 და 1940 წლებში. მათ შეხედეს რუსეთის იმპერიის დაშლას, როდესაც მათი მეზობელი ,,სტანები" დამოუკიდებელ სახელმწიოფებად იქცნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ინსპირებული იყვნენ ტიბეტის დამოუკიდებლობის მოძრაობით და ბევრი მათგანი დღესაც მოითხოვს ჩინეთიდან გამოყოფას.
             ეთნოსებს შორის დაპისპირება გაჩნდა 2009 წელს, რის შედეგადაც 200 - ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბეიჯინგმა ამ მოვლენას სამნაირი პასუხი გასცა. სასტიკად დასაჯა დისიდენტები, რეგიონში ჩაყარა დიდი ფული და ჩაიყვანა უამრავი ჰან ჩინელი მუშა. ჩინეთისათვის, სინძიანგი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ რაიმე სახით დაუშვას დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა, ის არამარტო 8 სახელმწიფოს ესაზღვრება და ბუფერს წარმოადგენს ცენტრალური რეგიონისთვის, არამედ მას ასევე გააჩნია ნავთობი და ის არის სადაც იცდება ჩინეთის ატომური იარაღი.
            სინძიანგში გაჩენილ ახალ ქალაქებსა და დასახლებებში, მსოახლეობის უმრავლეოსობა ჰან ჩნელები არიან, რომლებიც აქ იმ ქარხნებში სამუშაოდ მიიზიდეს, რომლებშიც ინვესტირებას მთავრობა ახდენს. კლასიკური მაგალითია ქალაქი შიეზი, დედაქალაქ ურუმჩიდან 85 მილით, ჩრდილო - დასავლეთში, რომლის მოსახლებაც 650,000 არის, საიდანაც 620,000 ჰან ჩინელები არიან. მთლიანად, ყველაზე კონსერვატორული გამოთვლით მოსახლეობის 40 % ჰან ჩინელები არიან, თვით დედაქალაქ ურუმჩიშიც კი სავარაუდოდ უმრავლესობაშ ჰანი არის, მიუხედავად ამისა რთულია ადგილობრივად მოიძებნოს ოფიციალური პირები, რომლებიც იქნებიან საიმედო, მათი პოლიტიკურად მგრძნობიარეობის გამო.
             არსებობს მოძრაობა, ,, უიღურთა მსოფლიო კონგრესი", რომელიც განთავსებულია გერმანიაში და ,, აღმოსავლეთ თურქესტანის დამოიკიდებლობის მოძრაობა" დაარსებული თურქეთში. მაგრამ უიღურ სეპარატისტებს აკლიათ დალაი - ლამას მსგავსი ფიგურა ვისზეც უცხოური მედია მოახდენდა ფოკუსირებას და ამის გამო მათი შემთხვევა თითქმის უცნობია მსოფლიო მასშტაბით. ჩინეთიც ცდილობს შეინარჩუნოს ეს ამ ფორმით, ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ მას ექნება კარგი ურთიერთობა მის მეზობელ ქვეყნებთან რათა თავიდან აიცილოს, მათ მიერ რაიმე ფორმით უიღურთა დამოიკიდებლობის მოძრაობისთვის ხელშეწყობა იქნება ეს მომარაგების ხაზების ორგანიზება თუ მათთვის თავშესაფრის მიცემა. ბეიჯინგი სეპარატისტებს ასევე ისლამისტი ტერორისტების მარკას აწებებს. ალ ქაიდა და სხვა დაჯგუფებები, რომლებსაც აქვთ დასაყრდენი ტაჯიკეთში, ნამდვიალდ ცდილობენ რომ კავშირი დაიჭირონ უიღურთა სეპარატისტულ ძალებთან, მაგრამ მოძრაობა პირველ რიგში ნაციონალისტურია და მხოლოდ ამის შემდეგ ისლამისტური. თუმცა, იარაღით, დანით და ბომბით თავდასხმები ჩინელ ოფიციალურ პირებზე და ჰან ჩნელებზე, იმდენად ხშირი იყო გასულ რამოდენიმე წელიწადში, რომ თუკი ასე გაგრძელდება და ესკალირდება ის შეიძლება სრულმასშტაბიან აჯანყებაში გადაიზარდოს.
   ჩინეთი არ დატმობს ამ ტერიტორიას, როგორც ტიბეტს, ფანჯარა დამოუკიდებლობისკენ კი უფრო იკეტება. ორივე ბუფერული ზონაა, ერთი მთავარი სახმელეთო სავაჭრო გზა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე არის ბაზარი ( თუმცა მცირე შემოსავლიანი ) ეკონომიკისათვის, რომელმაც უნდა გაარძელოს წარმოება და ნაწარმის გაყიდვა თუკი მას უნდა რომ გააგრძელოს ზრდა და თავიდან აიცილოს მასობრივი უმუშევრობა, ამის კეთებაში ჩავარდნა ნიშნავს, მასობრივ სამოქალაქო უწესრიგობას, რაც საფრთხეს შეუქმნის კომუნისტური პარტიის მმართველობას და შესაძლეოა ჩინეთის ერთიანობასაც.
             იგივე მიზეზებია იმისა თუ რატომაც არის პარტია ასეთი რეზისტენტული დემოკრატიისა და ინდივიდუალური უფლებების მიმართ. თუკი მოსახლეობას მიეცემოდა თავისუფლად ხმის მიცემის უფელება. ჰანის ერთობა შეიძლება გაბზარულიყო და რაც უფრო სავარაუდოა, სოფლის და ქალაქის მოსახლეობა შეიძლება დაპირისპირებოდა ერთმანეთს. რაც ბუფერული ზონის მოსახლეობას გაათამამებდა, ეს კი ჩინეთს კიდევ უფრო დაასუსტებს. სულ რაღაც ერთი საუკუნეა, გასული ჩინეთის, ბოლო დამცირებისა და გაუპატიურების შემდეგ დასავლეთის მიერ. ბეიჯინგისთვის ერთიანობა და ეკნომიკური პროგრესი და წინ, გაცილებით წინ ვიდრე დემოკრატიული პრინციპებია.
            ჩინური ხედვა საზოგოდოების შესახებ, ძალიან განსხვავებულია დასავლურისგან. დასავლური ხედვა გაჟღენთილია ინდივიდის უფლებებით, ჩინური მოსაზრება კი აქებს კოლეტიურს და აყენებს ინდივიდუალურზე ზემოთ.
         ერთხელ ლონდონში, ჩინეთის ელჩი წავიყვანე უმაღლესი დონის ფრანგულ რესტორანში, იმის იმედით, რომ ის გაიმეორებდა პრემიერ მინისტრის ჟო ენლაის, ცნობილ პასუხს ნიქსონის კითხვაზე : რა არის საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი ? რაზეც პრემიერმა უპასუხა. ,,ძალიან ადრე ამის სათქმელად". სამწუხაროდ ეს დრო არ მოახლოვებულა, მაგრამ მე მომიწია მემკურნალა მკაცრი ლექციით, იმის შესახებ ,, რასაც თქვენ ადამიანის უფლებებს ეძახით " თუ როგორ შეიძლებოდა ჩინეთში მის განხორციელებას ძალადობამდე და სიკვდილამდე მივეყვანეთ, შემდეგ კი მკითხა ,, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენმა ღირებულებებმა შეიძლება იმუშაოს იმ კულტურაში რომლისაც არ გესმით ? " .
           პარტიის ლიდრებსა და ხალხს შორის უკვე თაობებია, შემდეგი გარიგება არსბეობს ,,  ჩვენ გაქცევთ თქვენ უკეთესებად, თქვენ კი უნდა მიჰყვეთ ჩვენს ბრძანებებს". სანამ ეკონომიკური პროგრესი არის, ამ დიდებულმა გარიგებამაც შეიძლება გაძლოს. თუკი ის შეჩერდება, ან უკან შეტრიალდება, გარიგებაც გაქუმებული იქნება. ამჟამინდელი პროტესტი, კორუფციისა და არაეფექტურობის წინააღმდეგ, კარგი განაცხადია იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს თუკი გარიგება გაუქმდება.
           მომდევნო ზრდადი პრობლემა პარტიისათვის არის, რომ გამოკვებოს მოსახლეობა. სამიწათმოქმედო ფართობების 40 % უკვე დაბინძურებულია, ანდა მათზე მცირდება ზედა ნაყოფიერი ფენის სისქე. რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები არის.
          ჩინეთი გამოუვალ  ( * ავტორი იყენებს ტერმინს Catch 22 , წიგნიც არის კაი :) ) ზონაშია გამოჭერილი, მან უნდა გააგრძელოს ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზება, ცხოვრების დონის გასაზრდელად, მაგრამ ეს პროცესი საფრეს უქმნის საკვების წარმოებას. თუკი ჩინეთი ამ პრობლების გადაჭრას ვერ შეძლებს, მას მოუწევს არეულობებთან დაპირისპირება.
              ყოველდღიურად ჩინეთში დაახლოებით 500 მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია ეწყობა სხვადასხვა საკითხის გამო. თუკი ამ საკითხებში შიმშლს ან უმუშევრობას ჩავამატებთ ის პროტესტის რაოდენობაც და მოცულობაც აფექთება, რაც ასევე გამოიწვევს მის პროპორციულად იმ ძალის ზრდას რაც მის მოსაგვარებლად გამოიყენება.
            ჩინეთს ეკონომიკური გარიგება აქვს ასევე დანარჩენ მსოფლიოსთან, ,, ჩვენ ვაწარმოებთ იაფად და თქვენც შეიძენთ იაფ საქონელს".
              გვერდზე გდადვდოთ ის, რომ ჩინეთში სამუშოა ძალა უკვე ძვირდება და იგივე ფასში ტაილანდი და ინდონზიაც აკეთებს. რა მოხდება თუკი ის რესურსები, რომლებიც საჭიროა მა ნაწარმის დასამზადებლად ამოიწურება ? თუკი ვინმე მათ შენზე ადრე მიიღებს ? ანდა თუკი ვინმე შენს პრდოქციას ბლოკადას მოწუყობდა  ? კარგი, ამის მოსაგვარებლად საჭიროა სამხედრო ფლოტილია.
            ჩინელები დიდებული საზღვაო მოგზაურები იყვნენ, განსაკუთრებით 15 საუკუნეში, როდესაც მათ მოიარეს ინდოეთის ოკეანე. ადმირალ ზენგ ჰის ექპედიაც კენიამდე მიაღწია, მაგრამ ესენი იყო სავაჭრო მოგზაურობები, არა ძალის დემონსტირება, და ისინი არ იყო გამიზნული დაეარსებინათ სამხედრო ბაზები საზღავაო ფლოტის მხარდასაჭერად.
              საკუთარი მიწის გაერთიანებაში გატარებული 4,000 ტურბულენტული წლის შემდეგ, ჩინეთი ახლა ცდილობს სამხედო საზღვაო ძალების შექმნას, რომელიც ოკეანეებში მოახდენს პატრულირებას. ეს წაიღებდ კიდევ 30 წლეს ( ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასებით ) ვიდრე ჩინეთი შეძლებს, გახდეს მსოფლიოს ჯერ არნახული საზღვაო ძალის აშშ - ს სერიოზული გამომწვევი გახდეს. მაგრამ, საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორადაც ჩინეთი აშენებს, ასწავლის და წვრთნის თავის ფლოტს და როგორადაც ის თავისი საზღვაო მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იქცევა - განსაკუთრებით აშშ - ს წინააღმდეგ - განსაზღვრავს მომავალი საუკუნის პოლიტიკას.
                 ახალგაზრდა ზღვაოსანი, რომელიც დღეს მეორად უკრაინულ ავიამზიდზე ვარჯოშობს, რომელიც ჩინელბმა გადარჩინეს უკრაინული ნაგავსაყრელის ჟანგს, შეიძლება გახდეს ერთ - ერთი იმათთაგანი, რომელსაც მოუწევს 12 გემიანი ესკადრილიით დედამიწის შემოვლა და თუკი საჭირო იქნება ამ გზაზე ომის გამართვაც. როგორც რამოდენიმე არაბულმა მდიდარმა სახელმწიფომ, გააცნობიერა, შეუძლებელია იყიდო ეფექტური ჯარი დახლზე.
              თანდათანობით ჩინელები, კიდევ უფრო მეტ გემს შეაცურებენ თავიანთი სანაპიროს გასწვრივ ზღვაში და წყნარ ოკეანეში. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნური გემი ჩაეშვება წყალში, უფრო ნაკლები ადგილი დარჩება ამერიკული გემისთვის ჩინურ ზღვებში. ამერიკელებმა იციან ეს და ასევე ის, რომ ჩინელები მუშაობენ ხმელეტზე ბაზირებული გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაზე, რომელმაც კარგად უნდა დააფიროს აშშ და მისი მოკავშირეები, როდესაც სამხრეთ ჩნეთის ზღვაში შეცურვას გადაწყვეტენ. ან რომელიმე სხვა ,,ჩინურ" ზღვაში. და ამავე დროს ჩინური კოსმოსური პროგრამა, აკვირდება ყველა იმ მოძროაბას რომელსაც ამერიკელები და მისი მოკავშრეები აკეთებენ.
              ამრიგად, მას შემდეგ რაც გავიხედეთ ჩინეთის ყველა საზღვირსკენ, ახლა გავიხედოთ მის აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ზღვებისკენ.
        ჩინეთსა და წყნარ ოკეანეს შორის, არის არქიპელაგი, რომელსაც ბეიჯინგი, ,, პირველ კუნძულოვან ჯაჭვს უწოდებს". აქვე არის ასევე ,, ცხრა ხაზი", რომელიც ამ ბოლოს 2013 წელს  უკვე ,,ათ ხაზად" იქცა რათა ტაივანიც მოეცვა, რომელზეც ჩინეთი აცხადებს, რომ მისი ტერიტორია არის. ეს დისპუტი ორასამდე პატარა კუნძულისა და რიფის გარშემო, წამლავს ჩინეთის ურთიერთობას მის მეზობლებთან. ჩინეთის ეროვნული სიამაყე ამბობს, რომ მან უნდა აკონტროლოს გზები ამ კუნძულოვან ჯაჭვში, ხოლო გეოპოლიტიკა ბრძანებს, რომ მან მართლაც უნდა გააკეთოს ეს. ეს უზრუნველყოფს წვდომას, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზებთან, რომლებიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაივლის. მშვიდობიანობის დროს, ეს გზა რამოდენიმე ადგილზე გახსნილი სანაოსნოდ, ომის შემთხვევაში, ძალიან ადვილად შეიძლება მისი დაბლოკვა, რაც ჩინეთის ბლოკადასაც ნიშნავს. ყველა დიდი სახელმწიფო მშვიდობიან პერიოდს ატარებს, იმ დღისთვის მზადებაშ, როდესაც ომი უნდა ატყდეს.
           ყწნარ ოკეანესთან თავისუფალ წვდომას, პირველ რიგში იაპონია უშლის ხელს. ყვითელი ზღვიდან წამოსულიმა ჩინურმა გემმა, რომელმაც კორეის ნახევარკუნძულს უნდა შემოუაროს, ჯერ უნდა შეცუროს იაპონიის ზღვაში, შემდეგ გაცუროს ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარე ლაპერუზის სრუტეში და შემდეგ შეძლებს წყნარ ოკეანეში შეცურვას. ამ სივრცის დიდი ნაწილი, იაპონური და ჩინური ტერიტორიული წყლებია და დაზაბულობის ან ომის პერიოდში ჩინეთისთვის აქ გავლა შეუძლებელი გახდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი შეძლებდნენ აქ გასვლას, შემდეგ მოუწევდათ კურილიის კუნზულების გავლა ჰოკაიდოს ჩრდილო - აღმოსავლეთით, რომელსაც აკონტოროლებს რუსეთი მაგრამ პრეტენზიას აცხადებს იაპონია.
     იაპონიას და ჩინეთს დიპუტი აქვთ ტაივანის ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე კუნძულთა ჩაჭვის გამო, რომელსაც იაპონელები სენკაკუს ეძახიან, ხოლო ჩინელები დიაოჲუს. ეს ყველაზე მეტად სადავოა ორ ქვეყანას შორის არსებულ ტერიტორიულ დავებს შორის, თუკი ჩინური ხომალდები მოისურვებენ შანხაიდან პირდაპირ გაცურონ წყნარ ოკეანეში, მათ მოუწევთ გაიარონ რჲუკჲუს კუნძულებს შორის, რომელიც ასევე მოიცავას კუნძულ ოკინავას, სადაც არამარტო უზარმაზარი ამერიკული ბაზა არის, არამედ იმდენი ხმელეთი ზღვა კლასის იაპონური რაკეტა, რამდენის დატევაც აქ იაპონელებმა შეძლეს. შეტყობინება ტოკიოს მხრიდან შმედეგი არის : ჩვენ ვიცით, რომ თქვენ აქ გავლა გინდათ, მაგრამ აქ გავლისას ჩვენ ნურავიში შეგეშლებით. მომდევნო პოტენციური სასროლეთი, იაპონიასა და ჩინეთს შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებული გაზის საბადოების თავზე შეიძლება გაიმართოს. ბეიჯინგმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის დიდი ნაწილზე, ,, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა" გამაოცხადა, რაც ნიშნავს, რომ სანამ ვინმე აქ შეფრენას გადაწყვეტს წინასწარ ჩინელებს უნდა შეატყობინოს. ამერიკელები და იაპონელები ამ ყველაფრის იგნორირებას ცდილობენ, მაგრამ ეს შეიძლება დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს, როდესაც  მხარეებს მდგომარეობის დაძაბვა მოუნდებათ ან რაიმე შემთხვევითი ინციდენტის გამო.
         ოკინავას სამხრეთით არის ტაივანი, რომელიც ჩინეთის სანაპიროდან დაშრებით ჩამოჯდარა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას სამხრეთ ჩნეთის ზღვიდან ჰყოფს. ჩინეთს პრეტენზია აქვს, რომ ის მისი ოცდამესამე პროვინცია არის, მაგრამ ის ამერიკის მოკავშრეა, რომელსაც აქვს ფლოტი და სამხედროს ძალები ვაშინგტონის მიერ კბილებამდე შეარაღებული. ეს ტერიტორია ჩინეთის ხელში მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს საუკუნეში ჩინეთი მას მხოლოდ 5 წლის მანძილზე აკონტროლებდა, 1945 - 1949 წლებში.
         ტაივანის ოფიციალური სახელი ჩნეტის რესპუბლიკა არის რათა მოხდეს მისი განსხვავება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. ეს არის სახელი რომელიც ბეიჯინგს შეუძლია აიტანოს, რადგანაც ის არ აცხადებს რომ ტაივანი ცალკე სახელმწიფოა. ამერიკელები ვალდებული არიან დაიცვან ტაივანი, თუკი აქ ჩინური შემოტევა დაიწყება, რასაც მათ 1979 წელს გაფორმებული, ტაივანთან ურთიერთობის აქტი ავალდებულებს. თუმცა თუკი ტაივანი გამაოცხადებს მის სრულ დამოუკიდებლობას, რაც ჩნეთის მხრიდან განხილულ შეიძლება იქნეს, როგორც ომის გამოცხადება, აშშ არ იქნება ვალდებული მოვიდეს აქ ტაივანის გადასარჩენად, რადგან ეს მათ მიერ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პროვოკაციული ქმედება.
            ორივე მთავრობა ცოცხლობს იმისთვის, რომ მიაღწიოს საკუთარ აღიარებს და მეორეს არ აღიარებას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და უმეტეს შემთხვევაში ბეიჯინგი იმარჯვებს. როდესაც შეგიძლია რომ შესთავაზო 1,4 მილიარდიანი ბაზარი ნაცვლად 23 მილიონიანი ბაზრისა, ქვეყნების უმეტესობა დიდიხანს არ ფიქრობენ საკითხის განხილვაზე. თუმცა არის 22 სახელმწიფო ( უმეტესად განვიტარებადი სახელმწიფოები, როგორიც არის, სვაზილენდი, ბურკინა - ფასო და სან - ტომე და პრინსიპის კუნძულები ) რომლებიც არჩევენ ტავანს და ამისათვის კარგადაც საჩუქრდებიან.
        ჩინეთს ყველანაირად აქვს გადაწყვეტილი, რომ ტაივანი მიიერთონ, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებენ ამას, ვერ სამხედრო ძალით ჯერჯერობით. ამის გამო მათ მიმართეს მსუბუქ ძალას ( Soft Power ), ახალისებენ ქვეყნებს შორის ვაჭრობას და ტურიზმს. ჩინეთს სურს, რომ თავის მკლავებში ჩაიგოროს ტაივანი. ერთ - ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ჩაცომეს ჩინელებმა, 2014 წელს ჰონგ კონგში მიმდინარე სტუდენტური გამოსვლა  - რასაც აუცილებლად იზამდნენ იგივე ურუმჩიში რომ მომხდარიყო - იყო ის, რომ აქ იყო მსოფლიოს კამარები და სავარაუდოდ გადაიღებდნენ მთელ ამ ძალადობას. ჩინეთის ტერიტორიაზე ალბათ კადრების დიდი ნაწილი დაიბლოკებოდა, მაგრამ ტაივანზე ნახავდნენ ზუსტად იმას რასაც დანარჩენ მსოფლიოში აჩვენებდნენ და სავარაუდოდ ჰკითხავდნენ საკუთარ თავს, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა სურთ იმ ძალათან, რომელიც ამ ყველაფერს ჩადის. ბეიჯინგი ამ შემთხვევაშ შეჭოჭმანდა, ის გრძელვადიან თამაშს თამაშობს.
             მსუბუქი ძალის ასეთი გამოყენება, არის იმისთვის რომ ტაივანელები დარწმუნდნენ, რომ მათ არანაირი საფრთხე არ მოელით ,,დედა სამშობლოსთან" შეერთებით. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა, ამერიკული გემების გვერდით ამოყვინთვა და ფლოტის მშენებლობა, არის გრძელვადიანი გეგმის ნაწილი, რომელიც ამერიკის შესუსტებას გულისხომს, რაც ხელს შეუშლის რათა მან დაიცვას კუნძული, რომელიც ჩინეთის სანპიროდან 140 მილშ არის, ხოლო აშშ - ს დასავლეთ სანაპიროდან 6,400 მილში.
                სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან წამოსულ გემებსაც შეექმნებათ პრობლემები, თუკი ისინი გადაწყვეტენ წყნარ ოკეანეშ ან იდნოეთის ოკეანეში გასვლას - რომელიც არის მსოფლიოს გაზის და ნავთობის საზიდი გზა, ურომლისოდაც ჩინეთი დაიშლებოდა.
                რომ წახვიდეთ დასავლეთით, ნავთობის მწარმოებელი ყურის ქვეყნებისკენ, ჩინელებს მოუწევთ გაირონ ვიეტნამთან, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ ბოლო პერიოდში ამერიკელებს უკეთებს ოვერტიურებს. მოუწევთ ჩაუარონ ფილიპინებს, რომელიც აშშ - ს მოკავშრეა ( * დუტერტე თუ ჯანზე იქნა, ფილიპინებთან შეიძლება გულდამშვებით იჭყუმპალაონ ჩინურმა კრეისერებმა :) ). და სანამ მიაღწევდეს მალაკის სრუტეს უნდა გაიაროს, მალაიზიას, სინგაპურსა და ინდონეზიასთან, რომლებიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად აშშ - სთან არიან დაკავშირებული. მალაკის სრუტე დაახლოებით 500 მილის სიგრძის არის და ყველაზე ვიწრო ადგილას დაახლოებით 2 მილის სიგრძის არის, მალაკის სრუტე მუდამ თავსატეხი იყო და ჩინელებსაც უწევთ თავი ატეხონ. სრუტის ყველა მეზობელი ქვეყანა და ისინიც, რომელიც მის სიახლევეს არის, შიშით უყურებენ აქ ჩინეთის დომინანტობას და მათ უმეტესობას ჩინეთთან ტერიტორიული პრობლემები აქვთ.
              ჩინეთი თითქმის მთლიან სამხრეთ ჩინეთის ზღვას და მის ქვეშ არსებულ სავარაუდო ენერგო რესურსებს, საკუთრად აცხადებს. ამავე დროს, მალაიზიას, ტაივანს, ვიეტნამს, ფილიპინებს და ბრუნეის აქვთ ტერიტორიული დავა ჩინეთთან და ერთმანეთთან. მაგალითად, ფილიპინებს და ჩინეთს გახურებული დავა აქვთ მიშფის კუნძულების გარშემო, რომელიც დიდი რიფია სპრეტლის კუნძულებში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ასობით სადავო ატოლიდან და უბრალოდ წყლიდან ამოშვრელი კლდიდან ნებისმიერი შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს დიპლომატიური კრიზისი მიზეზი, რადგანაც ამ კლდეების ირგვლის არსებული სივრცე არის პოტენციური სათევზაო და საექსპლუატაციო ზონა, რაზეც საჭიროა სუვერენიტეტის ქონა.
                 ჩინეთისთვის აუცილებელია, რომ მან უზრუნველყოს გზების უსაფრთოება, როგორც მისი პროდუქციისთვის ასევე იმ ნედლეულისთის, - ნავთობი, გაზი და ძვირფასი მეტალები მათ შრის -  რომელიც საჭიროა ამ პროდუქციის დასამზადებლად. ეს გზები რომ დაიბლოკოს, ჩინეთისთვის დაუშვებელია. ამის გასაკეთებლად ერთი გზაა დიპლომატია, მეორე მუდამ ზრდადი ფლოტი, მაგრამ ამის საუკეთესო გარანტიაა, სადენები გზები და პორტები.
            დიპლომატიურად ჩინეთი ყოველნაირად ეცდება, რომ სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები შორს იყვნენე აშშ  - სგან, რისთვისაც ის თაფლაკვერსაც და ჯოხსაც ხმარობს. ძალიან მაგარი ჯოხის შემთხვევაში, ქვეყნები კიდევ უფრო გდააჭვავენ თავიანთ თავს აშშ - ს, ძალიან ტკბილი თაფლაკვერის შემთხვევაში კი, შეიძლება აღარდ დაჰყვნენ ბეიჯინგის სურვილებს. ამ დროისათვის ეს ქვეყნები ჯერ კიდევ წყნარი ოკეანის გადაღმა ეძებენ დამცველს.
          რუკები, რომლებიც ამჟამად იბეჭდება ჩინეთში, თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას მათ ნაწილად წარმოაჩენს. ეს არის განზრახვის განცხადება, რომელასც ზურგს უმაგრებს აგრესიული საზღვაო პატრულები და ოფიციალური განცხადებები. ჩინეთს განზრახული აქვს, რომ შეცვალოს ის თუ როგორადაც მისი მეზობლები ფიქრობენ და ასევე თუ როგორადაც აშშ ფიქრობს და იქცევა - სიტუაციის ჩოჩებით მანამ სანამ მისი კონკურენტები უკან არ დაიხევენ. ჯილდო არის მშვიდობიან პერიოდში საერთოშორისო წყლებში თავისუფალი გადაადგილების უფლება, რაზეც დიდი სახელმწიფოები მარტივად არ იტყვიან უარს.
           გეოპოლიტიკოსი ავტორი, რობერტ კაპლანი გამოთქვასმ თეორიას, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა ჩინეთისათვის, ოცდამეერთე საუკუნეში, არის იგივე რაც კარიბის ზღვა იყო აშშ - სთვის მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამერიკელებმა ჯერ საკუთარი მიწის კონსოლიდაცია მოახდინეს, გახდენენ რა ორი ოკენიას სახელმწიფო ( წყნარი და ატლანტის ) ამის შემდეგ დაიწყეს მათ გარშემო არსებული ზღვების კონტროლი, ესპანელების კუბიდან გაყრით.
              ჩინეთსაც განზრახული აქვს გახდეს ორი ოკეანის სახელმწიფო ( წყნარი და ინდოეთის ). ამის მისაღწევად ჩინეთი ანხორცილებს ინვსტიციებს ღრმაწყლიან პორტებში, ბირმაში, ბანგლადეშში, პაკისტანსა და შრი - ლანკაზე, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ყიდულობს მეგობრობას, პოტენციალს მისი მომავალი ფლოტისთვის, რომ ჰქონდეს მეგობრული ბაზები ვიზიტისა და გაჩერებისთვის და ასევე სავაჭრო კავშირებს საკუთარ ქვეყანასთან.
                  ინდოეთის ოკეანე და ბეგალიის ყურე კიდევ უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩინეთის მომავალი უსაფრთხოება. ბირმის დასავლეთ ნაპირებზე ჩინეთმა ააშენა ნავთობისა და გაზის სადენები, რომელიც ბენგალის ყურეს აკავშირებს სამხრეთ - დასავლეთ ჩინეთთან. რაც შეუმცირებს ჩინეთს სანერვიულოს მალიკის სრუტეზე დამოკიდებულების გამო, რომელზეც მისი ენერგო მომარაგების 80 % გაივლის. ეს ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რამოტომაც დაიწყოს ბირმის მმარტელმა ხუნტამ, 2010 წლიდან დანარჩენი მსოფლიოსადმი გახსნა. ეს არ იყვნენ მხოლოდ ჩინელები რომლებმაც მათი კარისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ამერიკელებმა და იაპონელებმაც სწრაფად დაიწყეს ურთიერთობების გაუმჯობესება, პრეზიდენტი ობამა და პრემიერი აბე ორივე აპირებენ პირადად გამოხატონ მათი პატივისცემა, თუკი ისინი შეძლებენ ბირმაზე გავლენის მოხდენას, ისინი შეძლებენ აკონტროლონ ჩინეთი. ჯერჯერობით, ჩინელები კონკრეტულ თამაშს იგებენ გლობალურ ჭადრაკის დაფაზე, მაგრამ ამერიკლებმა შეიძლება ეს ყველაფერი შემოატრიალონ, სანამ ბირმის მთავრობა დარწმუნებული იქნება, რომ ამერიკელები მათ მხარს უჭერენ.
              ჩინელები პორტს აშენებენ ასევე კენიაში, რკინიგზას ანგოლაში და წყალსაცავს ეთიოპიაში. ჩინელები სიგრძით, სიგანეზე რეცხავენ აფრიკას მინერალებისა და ძვირფასი მეტალების გამო.
     ჩინური კომპანიები და ჩნელი მუშები მთელი მსოფლიოს გარშემო არიან გაბნეული, ნელ - ნელა ჩინეთის არმიაც მიჰყვებათ. დიდ ძალასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოდის. ჩინეთი არ დაუშვებს, რომ საზღვაო გზები მის სამეზობლოში ამერიკელების მიერ კონტროლდებოდეს. იქნება შემთხვევბი, რომლებიც ჩინელებისგან მოითხოვს, რომ მათ რეგიონს გარეთ იმოქმედონ. ბუნებრივი კატასტროფა ან ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც დაზარალდებიან ჩინელი მუშები, საჭიროს გახდის სიტუაციაში ჩინეთის ჩარევას, ასეთი ჩარევა კი გულისხმობს საგარეო ბაზების არსებობას, ან სულ მცირე შეთანხმებას სახელმწიფოებთან, რომ ჩინეთმა შეძლოს მათზე გადავლა. ამ დროისათვის ათობით მილიონი ჩინელია მსოფლიოს გარშემო, აფრიკის ზოგიერთ წერტილში ისინი დიდ დასახლებულ კომპლეასებს ქმნიან.
              ჩინეთი ეცდება, რომ მომდევნო დეკადებში მოქნილი გახდეს. ჩინეთმა ძლივს შეძლო, რომ სახალხო არმიის მანევრირება მოეხდინა 2008 წლის სიჩუანის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. მან შეძლო ჯარის მობილიზება მაგრამ ვერა მისი მასალების  და კიდევ უფრო დიდი გამოწვევა  იქნება ამის სწრაფად გაკეთება საზღვარგარეთ საჭიროების შემთხვევაში.
        ეს შეიცვლება. ჩინეთი არც თავდახრილია, არც დიპლომატიურად მოტივირებული და არც ეკონომიკურად ვალდებული რომ დაიცვას ადამიანის უფლებები დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას. ის უსაფრთხოდაა თავის საზღვრებში, დაძაბული რომ სწვდეს ,,პირველ კუნძულოვან ჯაჭვს" და მსოფლიოში თავდაჯერებით მოარული. თუკი ის შეძლებს, რომ აიცილოს სერიოზული კონფლიქტი იაპონიასა და აშშ - სთან, მისი ყველაზე დიდი საფრთხე ამათ შემდგომ საკუთარი თავი არის.
             ჩინეთისთვის არსებობს, წარმატების 1.4 მლრდ მიზეზი და ზუსტად ამდენივე, რომ მან ვერ შეძლოს და აშშ - ს გადაასწროს სიძლიერეში. 1930 წლიანების დიდი დეპრესიის მსგავსმა შეიძლება დეკადებით უკან დახიოს ჩინეთი. ჩინეთმა საკუთარი თავი მსოფლიო ეკონომიკაში ჩაჭედა. თუკი ჩვენ არ ვიყიდით ისინი არ აწარმოებენ და თუკი არ აწარმოებენ ექნებათ მასიური უმუშევრობა. თუკი არის მასობრივი და გრძელვადიანი უმუშევრობა - იმ დროებაში როდესაც ჩინელები საქალაქო არეალებში არიან გადასული - გარდაუვალი სოციალური დაძაბულობა შეიძლება იყოს ისეთივე დიდი როგორიც ყველაფერი არის ჩინეთში, ჯერ არ ნახული. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen