ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) * ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.
თავი 4
დასავლეთ ევროპა
"აქ ყველგან წარსულია, მთელ კონტინენტზე მოგონებებია დთესილი,,
მირნდა რიჩმონდ მილიუტო, ,,სიწყნარის 50 წელიწადი, სიყვარული, ომი და განადგურებული სახლი საფრანგეთში".
თანამედრო მსოფლიო, ცუდად თუ კარგად ევროპიდან წარმოიშვა, ევრაზიული კონტინენტის ამ დასავლურმა ნაწილმა დასაბამი მისცა განმანათლებლობას, რომელმაც ინდუსტრიულ რევოლუციამდე მიგვიყვანა, რამაც ზუსტად ის გამოიწვია რასაც დღეს მთეი მსოფლისო მასშტაბით ვხედავთ. სწორედ ამისთვის შეიძლება მადლობა ვუთხრათ ან გავკიცხოთ ევროპის მდებარეობა.
გალფსტრიმის თბილმა დინებამ რეგიონი უზრუნველყო, წვიმის ზუსტის რაოდენობით, რაც საჭირო იყო ფარტომაშტაბიანი სოფლის მეურნეობისთვის, კარგმა ნიადაგმა კი ცალკე შეუწყო ხელი მის ნაყოფიერებას. ამან ბიძგი მისცა მოსახლეობის ზრდას, უმეტესად იმ ადგილებში სადაც მთელი წლის მანილზე შეიზლებოდა მუშაობა, ზაფხულის სიცხეების დროსაც კი, ზამთარი დამატებითი ბონუსი იყო, რომელიც ისეთი ცივი არ იყო, რომ მუშოაბისთვის ხელი შეეშალა სამაგიეროდ საკმარისი იყ იმისთვის რომ ის გრიპის ვირუსები დაეხოცა, რომელიც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ეპიდემიებს იწვევდა.
კარგი მოსავალი ნიშნავს საკვების მეტობას, რომლითაც შეიძლება, რომ ივაჭრო, რაც მომდევნო ეტაპზე იმას იწვევდა, რომ ჩნდებოდა ვაჭრობის ცენტრები, რომლებიც ქალაქებად ჩამოყალიბდნენ, რაც თავის მხრივ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა თავიანთი ყურადღება მოსავლიდან ( სოფლის - მეურნეობიდან *) სხვა რამეზეც გადაიტანონ, იდეებსა თუ ტექნოლოგიებზე.
დასავლეთ ევროპას არ აქვს ნამდვილი უდაბნოები, მარად მზრალი ყინულებიც ტერიტორიის მცირე ნაწილს ფარავს უკიდურეს ჩრდილოეთში, მიწისძვრები, ვულკანები და მასიური წყალდიდობებიც იშვიათია. მდინარეები გრძელია, მდორე და სანაოსნოდ ვარგისი და შეიძლება ითქვას შექმნილი ვაჭრობისათვის. ისინი უერთებიან ზღებსა და ოკეანეებს ყველა მიმართულებით, ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით თუ აღმოსავლეთით და მდიდარი არიან ბუნებრივი ნავთსაყუდებლით.
თუკი ამას ალპების თოვლიან შტორმში გაჭედილი კითხულობთ, ან დუნაის ქვემო წელში მისი ადიდების მომლოდინე, შეიზლება ევროპის გეოგრაფიული სიკეთე კარგად არ ჩანდეს, მაგრამ ბევრ ადგილთან შედარებით ნამდვილად დალოცვილია, არსებობს ფაქტორები, რომლებმაც ევროპელები მიიყვანა პირველი ინდუსტრიული სახელმწიფოების შექმნამდე, რამაც ისინი მიიყვანა იქამდე რომ პირველი ინდუსტრიული მასშტაბის ომები ეწარმოებინათ.
თუკი ავიღებთ მთლიანად, ყველა მდინარეებს, ველებს და მთებს, რასაც ვხვდებით ევროპაში, ეს კარგად ახსნის თუ რატომ ჩამოყალიბდა აქ ამდენი სახელმწიფო. განსხვავებით ამერიკისგან, სადაც დომინანტი ენა და კულტურა სწრაფად და ძალადობრივად მიაწვა დასავლეთისკენ, რაც გიგანტური სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ევროპა იზრდებოდა ორგანულად 1000 ბით წლის მანძილზე და დარჩა დაოფილი თავისი გეოგრაფიული და ლინგვისტური რეგიონების მიხედვით.
იბერიის ნახევარკუნძულის, სხვადასხვა ტომების ჩრდილოეთით გავრცელებას ხელი შეუშალა პირენეების არსებობამ, ათასობიტ წლის მანძილზე კი ამ ტერიტორიაზე თანდათანობით ჩამოყალიბდა ესპანეთი და პორტუგალია. და ესპანეთიც კი არ არის სრულიად ერთიანი სახელმწიფო, კატალონიით როელიც ნელ - ნელა იმაღლებს ხმას დამოუკიდებლობისათვის. საფრანგეთიც ასევე ჩამოყალიბებული იქნა ბუნებრივი ბუნებრივი ბარიერების მიერ, პირენეებმა, ალპებმა, რაინმა და ატლანტის ოეკანემ ჩარჩოში მოაქციეს.
ევროპის ძირითადი, მდინარეები ერთმანეთს არ ერთვის, ( თუ არ ჩავთვლით სავას, რომელიც ბელგრადში უერთდება დუნაის ). ეს ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ მოხდა, რომ ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე ამდენი სახლემწიფო ჩამოყალიბდა, რადგანაც მდინრეები ერთმნეთს არ ერთვიან, მათ ერთგვარად ეკონომიკური გავლენის საკუთარი რაიონები ცამოაყალიბეს, რამაც სულ მცირე ერთი ურბანული ცენტრის გაჩენა, გამოიწვია ამ დინარების ნაპირებზე, რომელთა ნაწილიც შემდგომში დედაქალაქებად იქცა.
ევროპის სიგრძით მეორე მდინარე დუნაი ( 1,780 მილი ) ამის კარგი მაგალითია. ის გერმანიის შავ ტყეში იღებს სათავეს სამხრეთ - აღმოსავლეთისკენ ეშვება და შავ ზღვაში ამთავრებს თავის დინებას. საერთო ჯამში, დუნაი 18 ქვეყანაზე ახდენს გავლენას და მის განვლილ გზაზე ბუნებრივ საზღვრებს აყალიბებს, ამ ქვეყნებს შრის არის, რუმინეთი და ბულგარეთი, სლოვაკეთი და ნგრეთი, ხორვატია და სერბთი, სერბეთი და რუმინეთი. 2000 წელზე მეტი ხნის წინ, ის რომის იმპერიის საზღვარი იყო, რომელიც თავის მხრივ დაეხმარა დუნაის, რომ გამხდარიყო მსოფლიოს ერთ - ერტი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა შუა საუკუნეების პერიოდში და ხელი შეუწყო ვენის, ბრატისლავის, ბუდაპეშტის და ბელგრადის გაჩენას, რომლებიც დღეს დედაქალაქები არიან. ის ასევე წარმოადგენდა ორი ძველი იმპერიის ბუნებრივ საზღვარს, ავსტრია უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიებისას, როდესაც ესენი დაიშლანენ, ერები კვლავ გაჩდნენ მათ ადგილზე საბოლოოდ კი ერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მივიდნენ. აქედან, გამომდინარე, დუნაის გეოგრაფია განსაკუთრებით კი მისი სამხრეთი ნააწილი, კარგად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის ამ ადგილზე ამდენი პატარა სახელმწიფო, მის ჩრდილოეთით მდებარე ჩრდილო ევროპის შედარებით დიდ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით.
ჩდილოეთის მხარის ქვეყნები უფრო მდიდრები არიან დუნაის სამხრეთით მდებარე რამოდენიმე ქვეყანასთან შედარებით. ჩრდილოეთის ინდუსტრიალიზაცია უფრო ადრე მოხდა ვიდრე სამხრეთის და ეკონომიკურ წარმატებასაც მიაღწია, ჩრდილოეთის სახელმწიფოების უმეტესობა ქმნის დასავლეთ ევროპის გულს და მათი შორის სავაჭრო კავშირები ადვილად დამყარებადი იყო და ერთ მდიდარ სახელმწიფოს შეეძლო სხვებთან ევაჭრა ( რაც ჯამში სხვებსაც ამდიდრებდა*). - მაშინ როდესაც ესპანეთს ან პირენეები უნდა გადაეკვეთა ანდა პორტუგალიის და ჩრდილო აფრიკის შეზღუდული ბაზრით დაკმაყოფილიყო.
არსებობს დაუდასტურებელი თეორია, რომ სამხრეთში კათოლიციზმის დომინანტობამ, მისი ჩამორჩენილობა გამოიწვია, მაშინ როდესაც პროტესტანტულმა შრომის ეთიკამ ჩრდილოეთი ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა. ყოველ ჯერზე როდესაც ბავარიულ ქალაქს მიუნხენს ვსტუმრობ და ბმვ - ს , ალიანცის და სიმენსის მბრწყინავ სათაო ოფისებს ვხედავ, ეჭვი შემაქვს ამ თეორიის სისწორეში. გერმანიაში მოსახლეობის 34 პროცენტი კათოლიკეა და თვითონ ბავარია უფრო მეტად კათოლიკურია, ჯერჯერობით მათ რელიგიურ არჩევანს, როგორც ჩანს გავლენა არ მოუხდენია არც პროგრესზე და მიზანმიმართულობაზე და არც იმაზე რომ ბერძნები მუშაობენ უფრო მეტად და მეტ გადასახადებსაც იხდიან.
კონტრასტი ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ნაწილობრივ შეიძლება იმ ფაქტს დავაბრალოთ, რომ სამხრეთს ნაკლები სანაპირო ვაკეები აქვს, რომელიც საოფლის მეურნეობაში შეიძლება გამომდგარიყო და უფრო მეტად იტანჯებოდა გვალვისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან ვიდრე ჩრდილოეთი, თუმცა მსოფლიო მასშტაბით თუ ავიღებთ ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლები არის. როგორც პირველ თავში ვნახეთ, ჩრდილო ევროპის ვაკე არის კორიდორი, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთიდან ურალამდე რუსეთამდე არის გადაჭიმული, ჩრდილოეთით ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვებით შემოსაზრვრული. მიწა საშუალებას იძლევა წარმატებული ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნებოსათვის, ხოლო სამდინარო ქსელი კი შესაძლებლობას მარცვლეულის და სხვა პროდუქციის ადვილად ტრანსპორტირებისას.
ვაკეზე გაშლილი ქვეყნებიდან საფრანგეთს ჰქონდა საუკეთესო მდებარეობა უპირატესობის მისაღწევად. საფრანგეთი ერთად ერთი ევროპული სახელმწიფოა, რომლეიც ერთდროულად არის როგორც ჩრდილოური ასევე სამხრეთული ძალა. საფრაგეთს ნაყოფიერი მიწების ყველაზე დიდი ართობი აქვს დასავლეთ ევროპაში და მისი მდინარეების დიდი ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი მთელ სიგრძეზე დსავლეთისკენ მიედინება ( სენა ), მეორე სამხრეთისკენ ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება (რონა). ერთად ამ ფაქტორებმა და საფრანგეთის შედარებით ვაკიანობამ, საფრანგეთის რეგიონები ერთმანეთისკენ გადახარა და განსაკუთრებით კი ნაპოლეონის პერიოდიდან, როდესაც ძალის განსაუთრებული ცენტრალიზაცია მოხდა.
მაგრამ სამხრეთში და დასავლეთში, ბევრი სახელმწიფო რჩება ევროპუი ძალების მეორე რიგში, რაც ნაწილობრივ მათი მდებარეობის ბრალია. მაგალითად იტალიის სამხრეთი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იტალიის ჩრდილოეთს განვითარების მხრივ, და მუხედავად იმისა, რომ 1871 წლიდან მოყოლებული იტალია ერთიანი სახელმწიფოა ( რომის და ვენეციის ჩათვლით ). დღეისათვის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის უფრო დიდია ვიდრე ეს იყო ცივი ომის დაწყებამდე. ჩრდილოეთის მძიმე ინდუსტრიამ, საბანკო - საფინანასო სისტემის განვითარებამ უზრუნველყო ცხოვრების მაღალი სტანდარტები, რამაც იქამდე მიგვიყვანა რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც სამხრეთისათვის სუბსიდიების შემცირებას აგიტირებენ და ზოგიერთი საერთოდ სამხრეთდან გამოყოფასაც.
ესანეთსაც აქვს პრობლემები და ჰქონდა კიდეც მუდამ, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. მის წვრილ სანაპირო ვაკეებს, მწირი მიწა ავქვს, შიდა ბაზრებთან კავშირიც მისი მოკლე მდინარეებით და ცენტრალური მესეტით არის შეზღუდული, რომელიც შემაღლებული პლატოა, ირგვილ მთაგრეხილებით შემოსაზღვრული, რომლებიც ზოგ ადგილებში კიდეც კვეთენ მას. ვაჭრობა დასავლეთ, ევროპასთან პირენეებით ფერხდებოდა, ხოლო ხმელთაშუა ზღვის მეორე მხარეს, განვითარებადი ქვეყნები არის, რომლებსაც შეზღუდული მსყიდველობით უნარი აქვთ. ეს ყველაფერი უკან დარჩა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ფრანკოს დიქტატურის დროს პრაქტიკულად გაიყინა ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან. ფრანკო გარდაიცვალა 1975 წელს და ახალ დემოკრატიული ესპანეთი 1986 წელს შეუერთდა ევროკავშირს. 1990 იანი წლებისთვის მან დაიწყო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე დაწევა, მაგრამ მისი გარდაუვალი გეოგრაფიული და ფინანსური სისუსტე უკან ტოვებს და ამწვავებს გადახარჯვის და ცენტრალური საბიუჯეტო კონტროლის პრობლემებს. ესპანეთი იყო, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნათა შორის.
საბერძნეთსაც იგივე პრობლემები აქვს, საბერძნეთის სანაპიროების დიდი ნაწილი კლოდვანია და დასამუშევებლად ვარგისი მიწები ძალიან ცოტაა. შიდა ტერიტორიაც ძირითადად მთაგორიანია, მდინარეების ნავიგაციისთვის გამოუსედეგარი და ნაყოფიერი ველებიც ცოტაა. რაც სასოფლო - სამეურნეო მიწებია, მაღალი ხარისხის არის, მაგრამ პრობლემა ის აის, რომ ის იმდენად მწირია რომ საბერძნეთს არ აძლევდა საშუალებას გამხდარიყო სასოფლო - სამეურნეო ნაწარმის დიდი ექსპორტიორი. ანდა ჩამოეყალიბებინა დიდი ურაბნული ცენტრები, რომლებიც გახდებოდნენ სახლი მაღალი განათელბის და გამოცდილების მქონე ხალხის, სიტუცია კიდევ უფრო მწვავდება მისი მდებარეობის გამო, ათენი რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულის წვერში, თითქმის სრუალიად არის მოწყვტილი ევროპულ ბაზარს, მას უწევს გამოიყენოს ეგეოსის ზღვა, რომ საზღვაო ვაჭრობა ჰქონდეს, მაგრამ ეგეოსის ზღვის გასწვრი მდებაროებს თირქეთიც, დიდი პოტენციური მტერი. საბერძნეთმა რამოდენიმეჯერ იომა ტურქეთის წინააღმდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დ მეოცე საუკუნის დასაწყისში და დღესაც თვადაცვაზე დიდი რაოდენობით ევროებს ხარჯავს, რომელიც არ აქვს.
საბერძნეთის ძირითადი ნაწილი მთებითაა დაცული, თუმცა მას აქვს ასევე 1400 კუნძული ( 6000 თუკი იმ კლდეებსაც ჩავთვლით, რომლებიც ეგეოსის ზღვაშია ამოჩრილი ). რომელთა შორისაც დაახლოებით 200 დასახლებულია, ეს ყველაფერი დიდ ფლოტილიას საჭიროებს, იმისთვის, რომ ამ ტერიტორიებში პატრულირება მოხდეს და კიდევ უფრო მეტს თუკი საქმე მის დაცვაზე მიდგება, ამის გამო საბერძნეთს დიდი სამხედრო ხარჯები აქვს, რომელსაც ის ვერ უმკლავდება. ცივი ომიდ დროს, ამერიკელები და ნაწილობ ბრიტანლებიც იყვნენ პასუხისმგებლები სამხედრო დახმარებაზე რათა საბჭოელებს ეგეოსში და ხმელთაშუა ზღვაში არ შემოეღწიათ, როდესაც ცივი ომიდ დამთვარდა ჩეკების გამოწერაც შეწყდა, მაგრამ საბერძნეთმა ხარჯვა გააგრძელა.
ეს ისტორიული გაყოფა დღესაც აგრძელებს გავლენის მოხდენას ევროპაზე, 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და ევროზონაში იდელოგიური განხეთქილების ფონზე. 2012 წელს როდესაც გადარჩენის პაკეტი იქნა შემუშავებული და ევროკავშირმა მოთხოვნა წამოაყენა დამზოგავი პოლიტიკის გატერებაზე, გეოგრაფიული დაყოფა მალე გახდა ნათელი. დონორები და მოთხოვნილების წამყენებლები იყვნენ ჩრდილოეთის სახელმწიფოები, დახმარების მიმღებები კი უმეტესად სამხრეთის სახელმწიფოები. დიდი დრო არ წაუღია იმას, რომ გერმანელები მიმხდარიყვნენ, რომ თვითონ მუშაობდნენ 65 წლამდე ხოლო მათი გადახდილი გადასახადები მიდიოდა საბერძნეთში სადაც ხალხს შეუძლია 55 წლის ასაკში გავიდეს პენსიაში. გერმანელებმაც იკითხე ,, რატომ ? '' და პასუხი ,, ჭირშიც და ლხინშიც "* ( აქ ინგლისურ ვერსიაში, წერია ,,in sickness and in health'' ეს სიტყვები წარმოითქმის ქრწინების, დროს ნიშნად იმისა რომ წყვილი მუდამ ერთად იქნება და ქართული თარგმანსაც მგონი არაუშავს :) ). არ იყო დამაკმაოფილებელი.
გერმანელებმა დააწესეს გადარჩენისთვის საჭირო, დაზოგვის პოლიტიკის პირობები, ბერძნებმაც საპასუხო დარტყმა მიაყენეს. მაგალითად გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა რომ, მას ბოლომდე არ სჯერა, რომ საბერძნეთის პოლიტიკურ პარტიებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული, თუ რა რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფებიან ისინი. რაზეც საბერძნეთის პრეზიდენტმა, კაროლოს პაპოულიასმა, რომელიც ნაცისტებს ებრძოდა უპასუხა, მე არ შემიძლია მივიღო ეს რომ ბატონი შოიბლე შეურაცხყოფას აყენებდეს ჩემს ქვეყნას, ... ვინ არის ბატონი შოიბლე რომ შეურაცხყოს საბერძნეთი ? ვინ არიან ჰოლანდიელები ? ვინ არიან ფინელები ? მან გააკეთა განცხადება მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებითაც. ,, ჩვენ ყოველთვის ამაყები, ვიყავით, რომ ვიბრძოლეთ დაგვეცვა ჩვენი თავისუფლება და ქვეყანა და ასევე ევროპის თავისუფება''. სტერეტიპი, მფლანგველი, უსაქმური სამხრეთელების და ფრთხილი და მშრომელი ჩრდილოელების, მალე იქნა გადაფარული ბერძნული მედიის მუშოაბით, გერმნიისთვის მუდმივად შეხსენებით მისი წარსულის, გერმანიის კაცლერის ანგელა მერკელის ჰიტლერის ულვაშებით გამოსახვით დამთავრებული.
ბერძენი გადასახადების გადამხდელი - რომელსაც არ შეუძლია შეინარჩუნოს ქვეყნის ეკონომიკა - სულ სხვა სახის კითხვებს სვამს. რატომ უნდა გვკარნახობდნენ გერმანელები ჩვენ ? როდესაც ევროთი ყველაზე მეტად მოგებული ისინი რჩებიან ? საბერძნეთში და დანრჩენ ქვეყნებშიც, დაზოგვის ღონისძებები ესმით როგორც თავდასხმა სუვერენიტეტზე. ევრკავშირის სახლს ბზარები უჩნდება, დასავლეთ ევროპის პერიფერიაზე საბერძნეთი მოჩანს, როგორც ნახევრად მოშორებული წევრი, აღმოსავლეთიდან ეს კვლავ კონფლიქტად განიხილება. თუკი ეს გადახრა, რომ 70 წელი მშვიდობაა ევროპაში, ამ საუკუნეშიც შენარჩუნებული უნდა იქნეს, მაშინ ამისთვის საჭირო იქნება, სიყვარული, მზრუნველობა და ყურადღება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობა გაიზარდა მშვიდობაში, როგორც ნორმაში. მაგრამ რაც ევროპის ამჟამინდელი თაობისთვის არის რთული, ეს არის რომ მათ ამის საპირისპირო წარმოიდგინონ. ომები მათთვის, არის ის რაც ხდება სხვაგან ან მათთან ხდებოდა ოღონდ წარსულში - ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ევროპის პერიფერიაზე. 2 მსოფლიო ომის ტრამვამ, რომელსაც 70 წლიანი მშვიდობა და საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა, დაარწმუნა ბევრი ადამიანი რომ დასავლეთ ევროპა იყო, პოსტ კონფლიქტური ზონა.
არსებობს, ბევრი მიზეზი რამაც შეიძ₾ება გვაფიქრებინოს, რომ ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება, მაგრამ პოტენციური კოფლიქების ბუშტები ზედაპირის ქვემოთ დაცურავს და დაძაბულობამ ევროპელებსა და რუსებს შორის შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. მაგალითად, ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა დღემდე მისდევს პოლონეთის საგრეო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქვეყანა მშვიდობიან ფორმაშია, წარმატებულია და ევროკავშირის ერთ - ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, 38 მილიონი მოსახლით. ის ტერიტორიაულადაც ერთ - ერთი უდიდესია და მისი ეკონომიკა გაორმაგდა, მას შემდეგ რაც რკინის ფარდა ჩამოიხსნა, მაგრამ ის ისევ გაჰყურებს წარსულს, რათა მომავლის უზრუნველყოფა შეძლოს.
ჩრდილო ევროპის ვაკის კორიდორი, ყველაზე ვიწრო პოლონეთშია, რომელიც ჩდილოეთში ბალტიის ზღვის ნაპირზე იქყება და სამხრეთში კარპატების ჩრდილოეთში მთვრდება, ეს არის სადაც პერსპექტივაში შეიძლება გაკეთდეს საუკეთესო დაცვის ხაზი, რუსული არიმიისგან, ანდა შემტევის პერსპექტივიდან საუკეთესო ადგილი სადაც შეიძლება ჯარებს თავი მოუყარო სანამ გადახვალ რუსეთზე შეტევაზე. პოლონელებს ეს ორივე მხრიდან აქვთ ნანახი, როესაც არმიები ორივე მხრიდან ესხმოდნენ თავს. თუკი ავიღებთ თაიმის გამოცემას, ევროპის ისტორიული ატლასი და ჩქარა გადავფურცლავთ მას, მივიღებთ უწყვეტ კადრს, როგორც იცვლებოდა პოლონეთის საზღვარი 1000 წლიდან მოყოლებული, როგორ ქრებოდა და ჩნდებოდა ის, სანამ დღევანდელი ფორმა არ მიიღო.
გერმანიის და რუსეთის მდებარეობა, პოლონეთთან მიმართ, არ აქცევს მათ ვარშავის ბუნებრივ მოკავშირეებად, საფრანგეთის მსგავსად, პოლონეთსაც უნდა რომ გერმანია დარჩეს ევროკავშირსა და ნატოში ჩაკეტილი, მაშინ როდესაც არცთუ ისე ძველი შიშები რუსეთის მიმართ კვლავ გამომჟღავნდა, უკრაინის კრიზისის დროს. ბოლო საუკუნეების მანძილზე პოლოენთს არაერთხელ უნახავს რუსეთის მიქცევ მოქცევა. ბოლო ასეთი დინების დროს როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მხოლოდ ერთი დინების მიმართულება იყო.
ბრტანეთთან ურთიერთობა, როგორც გერმანიის საპირწონე ევროკავშირში, 1939 წლის ღალატის მიუხედავად ადვილად ჩამოყალიბდა: ბრიტანეთს და საფრანგეთს ჰქონდათ ხელშეკრულება პოლონეთთან დახმარების შესახებ, თუკი გერმანია დაიპყრობდა მას, როდესაც შეტევა დაიწყო ბლიცკრიგზე პასუხი იყო ,,სიტცკრიგი" (* გერმანულად სიტცკრიეგ პირდაპირ თარგმნით მჯდმარე ომს ნიშნავს, პოზიციურ ომს, ამ შემთხევევა კი ურეაქციოდ ყოფნას) ორივე მოკავშირე მაჟინოს ხაზის იქეთ იჯდა საფრანეთში და როცა პოლონეთს გერმანია ყლაპავდა. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთთან ურთიერთობები ძლიერია, მაშინაც კი, როდესაც ახალი მთავარი მოკავშირე 1989 წელს განთავისუფებული პოლონეთისთვის ამერიკა გახდა. ამერიკელები და პოლონელები ერთმნეთ ჩაეხუტნენ და ამ დროს გონებაში რუსები უტრიალებდათ. 1999 წელს, პოლონეთი შეუერთდა ნატოს, ალიანსის გაფორობამ ის მოსკოვამდე 400 მილში მიწია, რის შემდეგაც კიდევ რამოდენიმე ვარშავის პაქტის წევრი სახელმწიფო შეუაერთდა ნატოს, ხოლო მოსკოვი 1999 წელს, სასოწარკვეთილი უყურებდა იმას, თუ როგორ მიადგა ნატო მის მოკავშირე სერბეთს საომრად. 1990 - იან წლებში, რუსეთი არ იყო ისეთ, მდგომარეობაში, რომ ამ ყველაფერზე ეპასუხა, მაგრამ ელცინის წლების ქაოსის შემდეგ, პუტინი ამოძრავდა და ერყეობიდან გამოვიდა.
საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი, რომელიც 70 - იანი წლებიდან მოდის და ჰენრი კისინჯერ მიეწერება, რომ მან ეს კითხვა დასვა ,, თუკი მინდა რომ ევროპას დავურეკო - ვის დავუკავშირდები ? " პოლონელებს აქვთ ამ კითხვის განახლებული ვერსია, ,, თუკი რუსეთი გვემუქრება, ბრიუსელს ვურეკავთ თუ ვაშინგტონს ? '' და მათ პასუხიც იციან.
ბალკანეთის სახელმწიფოებიც, კიდევ ერთხელ განთავისუფლდნენ იმპერიებისგან. რეგიონის მთიანი რელიეფის, გამო აქ რამოდენიმე მცირე ზომის სახელმწიფო გაჩნდა და ეს ასევე იმის მიზეზიც არის თუ რატომ ვერ ახერხებენ ისინი ინტეგრაციას, მიუხედავად ძალიან კარგი მცდელობისა რომ ჩამოეყალიბებინათ სამხრეთის სლავთა კავშირი - უფრო მეტად ცნობილი როგორც იუგოსლავია. 1990 - იანი წლების ომებმა, ამ რეგიონის ყველა ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით გაახედა, გარდა სერბეთისა სადაც აღმოსავლეთისკენ ყურება, მართლმადიდებლური რელიგია და სლავიანობა კვლავ ძლიერია. რუსეთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უპატიებია დასავლეთისთვის სერბეთის დაბომბვა და კოსოვოს ჩამოცილება, ყველანაირად ცდილობს სერბეთის თავის ორბიტაზე მიზიდვას, ენის, რელიგიის ეთნიკურობის თუ ენერგო რესურსებზე გარიგებების მეშვეობით.
ცნობილია რომ ბისმარკმა თქვა, მთავარი ომი დაიწყებოდა ,, რაღაც წყეული სისულელის გამო ბალკანეთში'', და კიდეც მოხდა ეგრე. რეგიონი ამჟამადა ეკონომიკური და დიპლომატიური ბრძოლის ველია, ევროკავშირი, ნატო, თურქები და რუსები ყველა ერთმანეთს ებრძვიან გავლენის მოსაპოვებლად. ალბანეთმა, ბულგრეთმა, რუმინეთმა და ხორვატიამ მათი არჩევანი გააკეთეს და ნატოში შევიდნენ, ალბანეთის გარდა ყველანი ასევე ევროკავშირში არიან, იგივე ქნა სლოვენიამაც.
დაძაბულობა გრძელდება, ჩრდილოეთში დ სკანდინავიაშიც, დანია უკვე ნატოს წევრია და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შვედეთში გამოიწვია დებადების წამოწყება იმის შესახებ, ჰო არ არის უკვე დრო რომ უარი თვან თავიანთ ბლო 2 საუკუნის ნეიტრალიტეტზე და ალიანსს შეუერთდნენ. როგორც ჩანს შვედეთის საჰაერო დაცვის სისტემა ჩაძინებულია და იმის თავი არ აქვს, რომ რომელიმე სახის გამანადგურებელი დაცხრილოს და დანიურმა საჰაერო ძალებმა შეძლეს, რომ რუსები ცაში შეეჩერებინათ. მიუხედავად ამისა, შვედების უმეტესობა ნატოს წევრობის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ დებატები მიმდინარეობს, მოსკოვის განცხადების ფონზე, რომ ის იძულებული იქნება პასუხი გასცეს თუკი შვედეთი ან ფინეთი გადაწყვეტს, რომ გახდნენ ნატოს წევრი.
ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებს, ამ საფრთხეების წინაშე სჭირდებათ ერთიანი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია ვინაიდან ევროკავშირის შიგნით გააწყვეტილება მიიღება საფრანგეთის და გერმანიის შეთანხმების გზით.
როგორც ჩვენ ვნახეთ, საფრანგეთს ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა რომ მიეღწია უპირატეოსბისათვის, ევროპაში მისი კლიმატის, საზღვრების და სავაჭრო ომუნიკაციების წყალობით, მისი საზღვრები ბუნებრივად არის დაცული გარდა ერთი ადგილისა, ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილისა სადაც ჩრდილო ევროპის ვაკე საფრანგეთიდან გერმანიაში გადადის. სანამ გერმანია არსებობდა როგორც ცალკეული ქვეყნები ის პრობლემას არ წარმოადგენდა. საფრანგეთი საკმაოდ შორს იყო რუსეთიდან, კიდევ უფრო შორს მონღოლთა ურდოებისგან და ჰქონდა არხი მასსა და ინგლისს შორის, შედეგად სრული დაპყრობა და შემოსავა ფაქტიურად გამორიცხული იყო. ფაქტობრივად საფრანგეთი თავიდანვე განწირული იყო კონტინენტის ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, მას ისიც კი შეეძლო, რომ მისი ძალა შორს მოსკოვამდეც კი მიეწვდინა.
მაგრამ გერმანია გაერთიანდა.
ეს ადრეც მომხდარა რამოდენიმეჯერ, არსებობდა ,, იდეა " მრავალსაუკუნოვანი გერმანიის, აღმოსავლურ ფრანკული მიწები, რომელიც რომის წმინდა საღვთო იმერია გახდა მეათე საუკუნეში ხანდახან იწოდებოდა როგორც ,,გერმანიები'', რადგანაც ის შედგებოდა 500 მდე პატარა გერმანული სამეფოსგან. მას შემდეგ რაც 1806 წელს გერმანელი ხალხის საღვთო რომის იმპერია დაიშალა, 1815 წელს ვენის კონგრესზე გერმანიის 39 სახელმწიფოს კონფედერაცია გამოცხდდა. ამ ყველაფერმა, მომდევნო ნაბიჯებად მოიტანა ის, რომ ჯერ ჩრდილო გერმანიის კონფედერაცია მოხდა და შმედგომ კი 1871 წელს მთლიანი გერმანია გაერთიანდა, როდესაც გამარჯვებულმა გერმანულმა ძალებმა პარიზის ოკუპირება მოახდინეს. ახლა, უკე საფრანგეთს ჰყავდა, მეზობელი რომელიც გეგრაფიულად მასზე უფრო დიდი იყო, მსგავსი ზომის მოსახლეობით და უფრო სწრაფი ზრდის ტემპით და უფრო მეტად ინდუსრიალიზირებული.
გერმანელთა გამარჯვების შემდეგ, გაერთიანება გამოცხადებული იქნა ვერსალის სასახლეში, პარიზის ახლოს. საფრანგეთის დაცვის სუსტი ხაზი, ჩრდილო - აღმოსავლეთი გარღვეული იქნა. ეს კიდევ 2 ჯერ განმეორდა მომდევნო 70 წლის მანძილზე, სანამ საფრანგეთმა დიპლომატიის გამოყენება არ დაიწყო აღმოსავლური საფრთხის გასანეიტრალებლად.
გერმანიის ყოველთვის უფრო დიდი გეოგრაფიული პრობლემები ჰქონდა ვიდრე საფრანგეთს, ჩრდილო ევროპის დავლობებმა მას ორი მიზეზი მისცა, რომ შეშინებოდა. დასავლეთით გერმანელბი ხედავდნენ დიდი ხნის წინ გაერთიანებულ და ძლიერ საფრანგეთს, და აღმოსავლეთში გიგანტურ რუსულ დათვს. მათი ყველაზე დიდი შიში იყო, შეტევა ორივე მხრიდან ორივე მეზობლის მიერ, ჩრდილოეთის დაბლობების გასწვრივ. ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა ეს ოდესმე მომხდარიყო, მაგრამ ამ შიშმა კი მიგვიყვანა კატასტროფულ შედეგებამდე.
საფრანგეთს ეშინოდა გერმანიის, გერმანიას ეშინოდა საფრანგეთის და როდესაც 1907 წელს საფრანგეთი შეუერთდა ბრიტანეთს და რუსეთს ანტანტაში, გერმანიას ეშინოდა სამივესი. ბრიტანეთის ფლოტის პოტენციალის დამატებამ, გერმანიას გაუჩინა შიში, რომ ის მოხვდებოდა ბლოკადაში, ჩრდილოეთის ზღვის მხრიდან და დაკარგავდა გასასვლელს ატლანტის ოკეანეზე, სწორედ ამან გადააწყვეტინა ორივიჯერ, რომ საფრანგეთს დასხმოდა პირველად თავს. გერმანიის გეოგრაფიული პოზიციის და აგრესიულობის საკითხი გახდა ცნობილი როგორც ,, გერმანიის საკითხი", პასუხი ამ საკითხზე მეორე მსოფლიო ომის, სინამდვილეში კი მრავალსაუკუნოვანის ომების საშინელებების შემდეგ იყო, რომ მიეღოთ ევროპა, როგორც ერთიანი ძალა, ამერიკამ შექმნა ნატო და დაუშვა, რომ შექმნილიყო ევროკავშირი, ომისგან გამოფიტული და ამერიკული უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფილმა ევროპელებმა დაიწყეს გასაოცარი ექსპერიმენტის ჩატარება, მათ მოეთხოვათ, რომ ნდობოდნენ ერთმანეთს.
რაც ახლა ევროკავშირი არის, ეს არის საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთზე ისე ჩახუტებული და ჩასიყვარულებული, რომ არც ერთს არ შეუძლია ერთმანეთს ხელი გაუშვას იმისთვის რომ მეორეს გაარტყას. ამ ყველაფერმა ბრწყინვალედ იმუშავა და წარმოშვა ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში.
ამან კარგად იმუშავა გერმანიისათვის, რომელიც 1945 წლის შემდეგ ფერფლიდან აღსგა და მისი გეოგრაფია გამოიყენა როგორც უპირატესობა, ის ევროპის უდიდესი მწარმოებელი გახდა, დაბლობებზე ჯარების გაგზავნის ნაცვლად, მანდ დაიწყო ნაწარმის გაგზავნა, პრესტიჟული წარწერით ,, Made in Germany", და ეს პროდუქციაც დავა რაინის და ელბის დაყოლებით, ავტობანების გაყოლებით, ევროპის და მსოფლიოს გარშემო, ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და 1990 - იანი წლებიდან თანდათან უფრო მეტად აღმოსავლეთისკენ.
ამ დორს კი, ის რაც 1951 წელს დაიწყო, როგორც ევროპის 6 სახელმწიფოს კავშირი, ქვანახშირისა და ფოლადის გაერთინაება, დღეისათვის 18 სახელმწიფოს გაერთიანებაა ევროკავშირის სახით, რომელიც ,,კიდევ უფრო მჭიდრო" კავშირი ხდება. მას შემდეგ რაც პირველმა ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეუტია კავშირს, ევროკავშირში გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ევროპის იდეოლოგია არასაკმარისად ნათელია, ხოლო არსებული კავშირები არასაკმარისად მყარი, რასაც ავტორი რობერტ კაპლანი ,, გეოგრაფიის შურისძიებას უწოდებს".
კიდევ უფრო მჭიდრო კავშირმა, 28 წევრი სახელმწიფოდან 19 მიიყვანა საერთო ვალუტის ევროს შემოღებამდე, ყველა 28 სახელმწიფო, გარდა ბრიტანეთისა და დანიისა, ვალდებულია შეუერტდეს ევროზონას როცა ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, რაც ახლა ნათელია და რაც ზოგიერთისთვის თავის დროზეც ნათელი იყო, არის, რომ 1999 წელს როდესაც ევრო შემოიღეს, ყველა სახელმწიფო ჯერ კიდევ არ იყო მზად მის მისაღებად სადაც ის მიიღეს.
1999 წელს, ბევრი სახელმწიფო გადავიდა ურეთიერთობის ახალ დონეზე, ფართოდ დახუჭული თვალებით. ყველა მათგანს, ჰქონდა უფლება გარკვეული ლმიტამდე ჰქონოდა, ვალები, დაუსამებლობა და ინფლაცია. პრობლემა იყო ის, რომ ზოგიერთები და განსაკუთრებით ბერძნები, მონაცმეებს აყალბებდნენ, ექსპერტები ამას ხვდებოდნენ - მაგრამ ვინაიდან ევრო არა მარტო ვალუტაა, არამედ იდეოლოგიაც - ამ ყველაფერზე ისინი თვალებს ხუჭავდნენ.
ევროზონის სახელმწიფოები დათანხმდნენ ეკონომიკურ ქორწინებაზე, როგორც ბერძნები აღნშნავენ, ,, ჭირშიც და ლხინშიც", მაგრამ როდესაც 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა დაარტყა ევროკავშირს, მდიდარმა სახელმწიფოებმა ღარიბებს დაზოგვისკენ მოუწოდეს, შედეგად კი შიდა პრობლემების ახალი ჯაჭვი მიიღეს. და დღემდე გრძელდება ერთმანეთთან დაპირისპირება. ინგლისურ ვერსიაში უფრო ხატოვნად არის :) ( The partners are still throwing dishes at each other to this day ).
ევროკრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ევროპის სახლს ბზარები გამოუჩინა, ( გნსკუთრებით ძველთაგანვე ცნობილ ჩრდილოეთ - სამხრეთის ხაზზე ). ოცნება კიდევ უფრო ახლო კავშირზე, როგორც ჩანს გაიყინა, ან შეიძლება საერთოდ უკანაც მოტრიალდა და თუკი ეს ასეა, შეიძლება გერმანიის საკითხი კვლავ დაბრუნდეს უკან. შვიდ დეკადიანი მშვიდობის პრიზმიდან გამოხედვისას, ეს შეიძლება ალარმისტულ განცხადებად ჩანდეს, გერმანია ევროკავშირის ყველაზე მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის არის, მაგრამ ევროპის 7 საუკუნოვანი ომიანობიდან გამოხედვისას, ეს ამბავიც არ არის გამოსარიცხი.
გერმანია წინასწარ განსაზღვრულად რჩება კარგ ევროპელად. გერმანელებმა ინსტიქტურად იციან, რომ თუკი კავშირი დაიშლება გერმანიის ძველი შიშები ისევ გამოჩნდება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის ევროპის ყველაზე მდიდარი და მრავალრიცხოვანი სახელმწიფოა, 82 მილიონი მოსახლით და მსოფლიოს ნომერ მეოთხე ეკონომიკით. კავშირის ჩავარდნა ეკონომიკურადაც დაზიანებდა გერმანიას, მსოფლიოს ნომერ მესამე ექსპორტიორს ნამდვილად არ სურს, რომ მის სიახლოვეს არსებული ბაზრები ფრაგმენტირებული და პროტექციონიზმით დაცული ნახოს.
გერმანიის ეროვნული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ 150 წლის არის, ევროპის შეუცვლელი ძალაა, ეკონომიკურ საკითხებში მას ვერავინ გამოიწვევს, ის წყნარად ლაპარაკობს მაგრამ ევროს ფორმის დიდ ჯოხს ატარებს და კონტინენტიც უსმენს. სანაცვლოდ, გლობალურ საკითხებზე საუბრის დროს ძალიან წყნარად საუბრობს, ხანდახან საერთოდაც ჩუმდება და ჯოხს საერთოდ არ ეკარება.
მეორე მსოფლიო ომის აჩრდილი, ჯერ კიდევ ჰკიდია გერმანიის თავზე. ამერიკელებმა და ევროპელებმაც, გერანიის კვლავ შეიარაღება მხოლოდ საბჭოთა საფრთხის გამო დაუშვეს, მაგრამ გერმანია ძალიან უხალისოდ შეიარაღდა და არანაირი სურვილი არ გამოუმჟღავნებია ძალა ისევ გამოეყენებინა. მან კვალში მიმყოლის როლი ითამაშა, კოსოვოს და ავღანეთის ოპერაციებს დროს, თუმცა თავი შეიკავა ლიბიის ოპერაციისას.
მისი ყველაზე დიდი დიპლომატიური ჩართულობა არა ეკონომიკურ კრიზისში არის უკრაინა. რაც ძალიან ბევრს ამბობს იმის შესახებ, თუ საით იხედება გერმანია ამჟამად. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემუშავებაში და ძალიან კრიტიკულები იყვნენ, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ მიიერთა ყირიმი. თუმცა, ცივი გონებით განსაჯა რუსული გაზსადენების საკითხი, და გაცილებით თავშეკავებულები იყვნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში, ვიდრე ბრიტანეთი, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ენერგო რესურსებზე. ევროკვშირისა და ნატოს მეშვეობით გერანიას დასავლეთ ევროპაშია ღუზა ჩაშვებული, მაგრამ შტორმიან ამინდში, ღუზა შეიძლება მოწყდეს, და გერმანიას ისეთი, გეოგრაფიული მდებარეობა აქვს რომ მან შეიძლება აღმოსავლეთით გაიხედოს და უფრო მტკიცე კავშირები ჩამოაყალიბოს მოსკოვთან.
მთელი ამ კონტინეტური ამბების ყურების შემდეგ, კუთხეში ატალნტიკის ოკეანეში გვრჩება დიდი ბრიტანეთი, ხანდახან კონტინენტის ტერიტორიაზე წარმოდგენილი, ხანდახან კი მისგან მყუდროდ იზოლირებული, მუდამ ჩართული სიტუაციაში, რომ არ გაჩნდეს უფრო დიდი ძალა კონტინეტზე ვიდრე თვითონ არის. ეს ახლაც ისეთივე ნათელია, ევროკავშირის დიპლომატიურ კაბინეტებში, როგორც იყო ეგინკურტის, ვატერლოოს და ბალაკლავას ბრძლების დროს.
როცა გამოსდის, ბრიტანეთი დიდ ფანრგულ - გერმანულ ალიანსში ერთვება ევროკავშირის შიგნით, სხვა შემთხვევაში ის ცდილობს უფრო პატარა სახელმწიფოებს დაეყრდნოს, რათა ევროკავშირში ის გადაწყვეტილება გავიდეს, რომელიც მას აწყობს.
გეგრაფიულად ბრიტანელები კარგ ადგილას არიან. კარგი სამიწათმოქმდეო მიწები, სანაოსნო მდინარეები და კარგი წვდომა ზღვასთან და მის თევზის რესურსებთან, საკმოად ახლოს კონტინენტთან რომ იქონიოს სავაჭრო კავშირები, და ამავე დროს დაცული ამ არხისვე მიერ - ხშირად ყოფილა დრო, როდესაც ბრიტანეთს მადლობა უთქვამს მისი გეოგრაფიისათვის, როდესაც კონტინენტზე ომი იყო და რევოლუციები ხდებოდა.
ბრიტანეთის ორი მსოფლიო ომის გამოცდილება არ შეიძლება რმ ზედაპირულად შევაფასოთ, მაგრამ ეს გამოცდილება უმეტესად დაიკარგა იმის გამო რაც მოხდა კონტინენტზე მეოცე საუკუნის განმავლობაში.
არსებობს თეორია, თუ რატომ არის ბრიტანეთი ბლო საუკუნეების მანძილზე უფრო უსაფრთხოდ ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები, ამ თეორიის მიხედვით ეს იმის ბრალია, რომ ბრიტანეთში მეტად თავისუფალი მმართველობა იყო, როცა მეზობელ ქვეყნებში დესპოტიზმი იყო. ამ თეორიის მიხედვით ბრიტანეთში ანკლები საჭიროება იყო ძლიერი მმართველის ან დიქტატორის, რამაც ბრიტანეთი ჯერ 1215 წლის Magna carta - მდე მიიყვანა და შემდგომ კი ოქსფორდის დებულებებამდე, 1258 წელს, საბოლოოდ კი კონტინანეტის სხვა სახელმწიფოებზე ადრე გახდა დემოკრატიული.
სალაპარაკოდ, კარგი არის თუმცა დასამტკიცებლად რთული. მაგრამ, რაც ფაქტია, არის რომ წყალმა ამ კუნძულის გარშემო და მასზე არსებულმა ტყეები დიდი ბრიტანეთი მიყვანა ინდუსტრიალიზაციამდე და მსოფლიო იმპერიის აშენებამდე. ბრიტანეთი შეიძლება ყველაზე დიდი კუნძულია ევროპაში, მაგრამა არა დიდი სახელმწიფო. მისი ძალის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება, XVII, XIX და XX საუკუნეებში გასაოცარია, მაშინაც კი, თუკი მისი პოზციეი ამ პერიოდის მერე შესუსტდა.
მისი, მდებარეობა კვლავ აძლევს ბრიტანეთს, გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას. ერთ -ერთი კი არის, სიცარიალე მას გრენლადიასა და ისლანდიას შორის, ეს მსოფლიო საზღვაო გზებში, ჩიხიდა და ძნელად თუ ვინმე იტყვის, რომ ისეთივე მნიშველოვანია, როგორც ჰორმუზის ან მალაკის სრუტე, მარგამ მანდ ბრიტანეთს მისცა უპირატესობა ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, ალტერნატიული გზა, ევროპული სახელმწიფოებისთვის ( საფრანგეთის, ბელგიის და ჰოლანდიის დამატებით) , რომ ატლანტის ოკენეში მოხვდნენ, გადის ლა - მანშის სრუტეზე, მაგრამ ის ვიწროა - 20 მილი დუვრის სრუტესთან - და ამავე დროს ძალიან კარგად არის დაცული. ასევე ნებისმიერი რუსული გემი რომელიც ატლანტის ოკიანისკენ წამოვა, აუცლებლად უნდა მოხვდეს ბრიტანეთს, ისლანდიასა და გრენლადნიდიას შორის არსებულ წყლებში.
სტრატეგიული, უპირატესობა სამეფო ფლოტის შესუსტებასთან ერთად შემცირდა, მაგრამ ომის შემთხვევაში ის კიდევ მოუტანს ბრიტანეთს მოგებას. ამ სივრცის კონტროლი ერთ - ერთ იმ მთავარ მიზეზს შორის, რამაც ლონდონის პანიკაში ჩავარდნა გამოიწვია 2014 წლის, შოტლანდიის რეფერენდუმის დროს, როდესაც ცოტა ხნით ისე ჩანდა, რომ შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მომხრეები იმარჯვებდნენ. ჩრდილოეთის ზღვაში და ჩრდილო ატლანტის ოკეანეში გავლენის დაკარგვა, მთლად გაანადგურებდა იმასაც, რაც დიდი ბრიტანეთისგან არის დარჩენილი.
ის რაც ახლა ბრიტანლებს აქვთ, ეს არის დიდებული წარსულის, საერთო მეხსიერება. ეს მეხსიერება, არის რაც ზოგოერთ კუნძულის მცხოვრებს, აფიქრებინებს რომ თუკი მსოფლიოში, რაიმე არის გასაკეთებელი მასში აუცილებლად უნდა ერიოს ბრიტანელის ხელი. ბრიტანელები რჩებიან ევროპაში, თუ უკვე მის გარეთ არიან, ჯერ კიდევ გასარვევი საკითხია. ( ამ წიგნის დაწერის მომენტში ბრექსიტი ჯერ არ იყო მომხდარი).
ნატო ბრიტანეთის მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ევროკავშირიც. ორივე შეიძლება უფრო მნიშველოვანი გახდეს, მაგრამ თუკი ეს ასე, არ მოხდება მაშინ ისინი ან ზედმეტი გახდებიან ბრიტანეთისთვის ან შეუსაბამო. ( * ევროკავშირის შემთხვევაში კიდეც მოხდა ეგრე ). ამ შემთხვევაში შეიძლება დავუბრუნდეთ სუვერენული სახელმწიფოების ევროპას, სადაც ყველა სახელმწიფო ეძებს მოკავშირეს ძალთა ბალანსის სისტემაში. გერმანელებს ისევ გაუჩნდებათ შიში, ფრანგებისა და რუსების მიერ რკალში მოქცევის, საფრანგეთს ისევ ექნება მისი დიდი მეზობლის შიში და ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში.
საფრანგეთისთვის ეს კოშმარია. მათ წარმატებით, მოახერხეს რომ გერმანია ევროკავშირით დაეკავებინათ, მაგრამ გერმანიის გაერთინების შემდეგ ისინი აღმოჩდნენ ამ კავშირის მეორე ძრავი, როდესაც იმედოვნებდნენ, რომ გერმანისთან ერთად ორ ძრავიან მანქანას შექმნიდნენ. ეს უჩენს პარიზს, პრობლემას რომელსაც როგორც ჩანს თვითონ ვერ გადაწყვეტს. სანამ ის წყნარად ეთანხმება რომ ბერლინი არქმევს სახელს ევროპაში მოვლენებს ევროპელები ეთანხმებიან, ის რისკავს ევროკავშირის შესუსტებას. მაგრამ თუკი ის მიიღებს, გერმანიის ლიდერობას, ამ შემთხვევაში სკუთარ ლიდერობას გარისკავს.
საფრანგეთს შეუძლია გაატაროს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა - მართლაც მისი ‘Force de frappe’ ატმური შემაკავებელი, მისი ზღვის გადაღმა ტერიტორიები და მისი არმია, ზურგ გამაგრებული ავიამზიდებით და შეგრძნება იმისა, რომ მისი აღმოსავლეთ საზღვარი უსაფრთხოდ არის, აძლევს მას საშუალებას, რომ მზერა შორს მიაპყროს ჰორიზონტს.
ამჟამად, საფრანგეთი და გერმანია ერთად მუშაობენ, რომ ევროკავშირი შეინარჩუნონ. ისინი ერთმანეთს ხედავენ როგორც ბუნებრივ პარტნიორებს, მაგრამ მხოლოდ გერმანიას აქვს გეგმა ბ - რუსეთი.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, კონტინენტური სახელმწიფოების უმეტესობამ, თავინათი სამხედრო ბიუჯეტი შეამცირეს და სამხედრო შენაერთების ნაწილიც დაშალეს. 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომმა, და 2014 წლის ყირიმის ანექსიამ შოკი გამოიწვია და იმის ეგრძნება, რომ მოძველებული ომის პრობლემა ევროპაში ბრუნდებოდა.
ამჟამად, რუსები გამუდმებულად ატარებენ სატესტო გაფრენებს, ევროპული საჰაერო დაცვის სისტემების შესამოწმებლად, და მუდმივად ახდენენ ჯარების კონსოლიდაციას, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, ყირიმში, ტრანსნისტრიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ისინი ინარჩუნებენ თავიანთ კავშირებს, ეთნიკურ რუსებთან ბალტიის ქვეყნებში და მათ ჯერ კიდევ გააჩნიათ თავიანთი ექსკლავი კალინინგრადი ბალტიის ზღვის ნაპირას.
ევროპელებმა სერიოზული გადაანგარიშება დაიწყეს, თავიანთი სამხედრო ხარჯების, მაგრამ ბევრი ფული არ არის და ამიტომ რთული გადაწყვეტილებების მიღებაც უწევთ. სანამ ისინი ამ საკითხებზე დებატობენ, რუკები იმტვერება, და სამხედრო სტრატეგები და დიპლომატები კარგად ხედავენ ამას, კარლოს დიდის, ნაპოლეონის, ჰიტლერის და საბჭოთა არმიის საფრთხე შეილება გაქრა, მაგრამ ჩრდილო ევროპის ვაკე, კარპატები, ბალტიის და ჩრდილეოთის ზღვა ისევ თავის ადგილზეა.
თავის წიგნში, სამოთე და ძალაუფლება, ისტორიკოსი რობერტ კაგანი მსჯელობს იმის შესახებ, რომ დსავლეთ ევროპელები ცხოვრობენ სამოთხეში, მაგრამ არ უნდა ცდილობდნენ მოიქცენ სამოთხის წესებით, როდესაც მის ტერიტორიებს გასცდებიან. ალბათ, როდესაც ევრო კრიზისი გადავილის, კვლავ გავხედავთ სამოთხეს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ის ისეთივე იქნება როგორც ადრე, ისტორია გვიჩვენებს თუ რამდენად შეიძცლება შეიცვალოს რამეები რამოდენიმე დეკადაში, და გეოგრაფია გვეუბნება თუ რა მოხდება მაშინ, თუკი ადამიანები მუდმივად არ შეეცდებიან რომ მისი წესები დაძლიონ, მაშინ გეოგრაფიის წესები დაგვძლევს ჩვენ.
ეს არის რის შესახებაც, ჰელმუტ კოლი გვაფრთხილებდა, 1998 წელს, როდესაც ის კანცლერის თანამდებობას ტოვებდა, რომ ის იყო გერმანიის ბოლო კაცლერი, რომელმაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომის საშინელებები. 2012 წელს, მან დაწერა სტატია გერმნიის ყველაზე გაყიდვადი ჟურნალის ბილდისთვის, სადაც ის გამოხატავდა თავის მწუხარებას, რომ ევროპელი ლიდერების ახლანდელი თაობა შეიძლება, ეკონომიკური კრიზისი გამო ისევ ისე აღარ გაფრთხილებოდა, ომის შემდგომ ევროპულ ექსპერიმენტს, ევროპული ნდობისას: ,, მათ ვისაც არ უცხოვრია ამ პერიოდში ( ომის პერიოდში) და განსაკუთრებით, მათთვისაც ვინც ახლა ევროპის ეკონომიკური კრიზის დროს საკუთარ თავს ეკითხება, რა სარგებელი მოაქვს ევროპის ერთიანობას, მიხედავად ევროპის უპრეცენდენტო მშვიდობიანი პერიოდისა, რომელიც გრძელდება 65 წელზე მეტია და მიუხედავდ იმ სირთულეებისა, რომლებიც ჩვენ უნდა დავძლიოთ, პასუხი არის ერთი: მშვიდობა".

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen