მსოფლიოში წელიწადში 740,000 ათასი ადამიანი კვდება იარაღის წყალობით. წელიწადში მსოფლიო იარაღის ვაჭრობა 45-60 მლრდ დოლარს შორის მერყეობს. გაყიდული იარაღი თითქმის ყველა სახეობისაა, ცეცხლსასროლი, საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმები, ტანკები ავიაცია და სხვა, მაგრამ ლეგალური ვაჭრობა არ ხორციელდება ბალისტიკური რაკეტებით, ატომური იარაღით და უმაღლესი სამხედრო ტექნოლოგიებით.მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის წილის 32 % მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომლის 44 კომპანია 212,4 მლრდ დოლარის იარაღს ყიდის. მეორეზე დგას რუსეთი 27 % - ით. მესამეზე გერმანი 8 % - ით. მე-4 საფრანგეთი 7 %. მე-5 დიდი ბიტანეთი 5 %.ჰოლანდია, შვედეთი და ჩინეთი 2-2 %-ით არიან წარმოდგენილი. დანარჩენი ვაჭრობა გადანაწილებულია დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად მაინც სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკაზე, ბრაზილიაზე,ისრაელზე, ბელგიაზე,ესპანეთზე და უკრაინაზე. მსოფლიოში კი იარაღის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიები კი არის: Boeing , BAE Systems, Lockhed Martin, Northrop Grumman, General Dynamics, Raztheon,EADS, L-3 communications, Finmeccanica, Thales. ახლი კი ვინ რას ყიდის : ამერიკულ იარაღს უპირატესად თვითონ ამერიკელები ყიდულობენ, ასევე დიდი შემსიყდველები არიან ლათინური ამერიკის ქვეყნები რომლებიც ლეგალური ვაჭრობის 95 %-ს ამერიკასთან ანხორციელებენ. ამერიკულ იარაღს ასევე დიდი რაოდენობით ყიდულებენ ის არაბული ქვეყნები რომლებიდანაც ამერიკას ნავთობი გააქვს. პაკისტანისთვის კი ამერიკა ახლაც ნომერ პირველი იარაღის მიმწოდებელია და ბოლოს ისრაელი და იაპონია რომლებიც ამერიკისაგან ძირითადა ისეთ იარაღს იძენენ ამერიკისგან რომელიც ტექნოლოგიის ბოლო სიტყვას წარმოადგენს. რუსული იარაღი კი უმეტესად არაბულ სამყაროში საღდება, ის ასევე ნომერ პირველი მიმწოდებელია ინდოეთისა და ჩინეთისათვის, გერმანული წარმოების იარაღს უპირტესად ისევ ევროპა ითვისებს, ფრანგული იარაღი კარგად საღდება მაღრიბის ქვეყნებში, ინდოეთი და ტაივანი მისგან იძენენ გამანადგურებელ ავიაციას. ასევე ყოფილი ფრანგულ კოლონიები, რომლებსაც საფრანგეთი მმართველი რეჟიმისდმი კეთილგანწყობის შემთხვევაში აიარაღებს ხოლო თუკი რეჟიმი ეურჩება მაშინ მას ადგილობრივების მიერვე ანადგურებენ. ბრიტანული იარაღის ბაზარი თვითონ ბრიტანეთის სახელმწიფოს განსაკუთრებულ პარტნიორებთან არსებოს. და გაყიდული იარაღის უმეტესი წილი ავიაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე მოდის. ჰოლანდიური იარაღი ძირითადად ევროპის ბაზრებზე გადის. შვედური იარაღის ბაზარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ტაილანდია რომლებიც მისგან ავიაგამანადგურებელ Gripen - ს ყიდულობენ. ჩინური იარაღის ბაზარი (რომელიც ძირითადად რუსულის კლონებია) ინდოჩინეთი და აფრიკაა რაც მისი სიიაფით არის გამოწვეული.
იარაღის უდიდესი შემსყიდველების ათეული კი ასე გამოიყურება( ქვეყნები რომლებიც უცხო ქვეყნის ნაწარმოებ იარაღს იძენენ): 1) ჩინეთი 9,4 მლრდ $ 2) ინდოეთი 7,2 მლრდ $ 3 ) სამხრეთ კორეა 6,1 მლრდ $ 4) არაბეთის გაერთიანებული საემიროები 5,8 მლრდ $ 5) საბერძნეთი 4,9 მლრდ $ 6) ისრაელი 3,4 მლრდ $ 7) სინგაპური 3,3 მლრდ $ 8) აშშ 3,0 მლრდ $ 9) ალჟირი 2,9 მლრდ $ 10) პაკისტანი 2,9 მლრდ $
დიდი წილი მსოფლიო იარაღის ვაჭრობაში არალეგალურ ვაჭრობაზეც მოდის ის თითქმის მლრდ-ზე ადის ამ ბაზრის უდუდესი სეგმენტი უკავია რუსულ, უკრაინულ და ჩინურ იარაღს.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen