Dieses Blog durchsuchen

ლანდაშაფტის ტყვეები ( გეოგრაფიის ტყვეები ( პატიმრები )) ტიმ მარშალი

ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) * ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.


                                                                შინაარსი

თავი 1 - რუსეთი
თავი 2 - ჩინეთი
თავი 3 - აშშ
თავი 4 - დასავლეთ ევროპა
თავი 5 - აფრიკა
თავი 6 - ახლო აღმოსავლეთი
თავი 7 - ინდეოთ - პაკისტანი
თავი 8 - კორეა - იაპონია
თავი 9 - ლათინური ამერიკა
თავი 10 - არქტიკა

                                                              წინასიტყვაობა


   ჭეშმარიტება იქნება, თუკი ვიტყვით და ვიფიქრებთ, რომ განსაკუთრებულად არასტაბულურ დროებაში ვცხოვრობთ.  მსოფლიო რომელშც ვცხოვრობთ არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი. ასეთი განცხადებები კი ფრთხილ და სკეპტიკურ პასუხებს იწვევს. ეს სწორიცაა რომ ფრთხილები ვიყოთ. მსოფლიო მუდამ არასტაბილური იყო და მომავალიც არაპროგნოზირებადი. ჩვენი დღევანდელი გამოწვევები ნამდვილად შეიძლება ყოფილიყო უფრო რთული. სხვას თუ არაფერს, 1914 წლის ასი წლისთავს ეს უნდა შეეხსენებინა. უკვე ფაქტია, ფუნდამეტური ცვლილებები უკვე დაწყებულია და მათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია და იმაზე თუ აღმოვჩნდებით ჩვენ. ეკონომიკური სოციალური და დემოგრაფიული ცვლილებები, ყველა დაკავშირებულია ტექნოლოგიურ ცვლილებებთან და ეს ყველაფერი გლობალურად მიმდინარეობს, რომელსაც შეუძლია გამოარჩიოს ( განასხვავოს ) ის დროება თუ სადაც ვცხოვრობთ ახლა იმ დროებისაგან რომელიც უკვე გავიარეთ. სწორედ ეს შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომაც ვლაპარაკოთ ამდენს ,, განსაკუთრებულ გაურკვევლობაზე" და თუ რატომაც გახდა საუბრები ,,გეოპოლიტიკაზე"  მზარდი ინდუსტრია.
   ტიმ მარშალი პერსონალურად და პროფესიონალურად არის საოცრად კვალიფიცირებულია, რომ ამ დებატებში შეძლოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. მას პირდაპირი მონაწილეობა აქვს მიღებული გასული 25 წლის მრავალ დრამტულ მოვლენაში. როგორც მისი შესავალი გვამცნობს ის იმყოფებოდა ბალკანეთში, ავღანეთსა და სირიაში ფრონტის წინა ხაზზე. მას უნახავს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გაგებული გადაწყვეტილებები და მოვლენები, საერთაშორისო კონფლიქტები და სამოქალაქო ომები გათვალისწინებით იმ იმედების, შიშების და ისტორიულად წინასწარ შექმნილი შეხედულებებით რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ფიზიკური გარემოს - გეოგრაფიის მიერ, რომელშიჩ წარმოიშვა ჩვენი საზოგადოება, ქვეყნები და თითოეული ინდივიდი.
                როგორც ასეთი, წიგნი სავსეა კარგად განსჯილი მოსაზრებებით და შეესატყვისება იმ დროებას, რომელშც ახლა ვცხოვრობთ ჩვენს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. რამ გამოიწვია რუსეთის ქმედებები უკრაინაში ? შევცდით ჩვენ ( დასავლეთი ) ამის განჭვრეტაში ? თუ კი რატომ ? რამდენად შორს შეუძლება კიდევ რომ წავიდეს რუსეთი ? ბოლოსდაბოლოს იგრძნობს ჩინეთი თავს უსაფრთხოდ იმ ტერიტორიაზე რასაც ის ბუნებრივ საზღვრებს უწოდებს  და როგორი ზეგავლენა ექნება ამას ბეიჯინგის მიდგომაზე საზღვაო ძალის მიმართ და აშშ - ზე ? რას ნიშნავს ეს რეგიონის ქვეყნებისათვის მათ შორის ინდოეთისა და იაპონიისათვის ? ბოლო 200 წლის მანძილზე აშშ მოგებული დარჩა კარგი გეოგრაფიული მდგომარების და ღვთისგან მინიჭებული ბუნებრივი რესურსებიგან, ახლა მას არაკონვენციური ნავთობი და გაზი აღმოაჩნდა, შეცვლის ეს მსოფლიო პოლიტიკას ? აშშ - ს აქვს განსაკუთრებული სიძლიერე და მდგრადობა და მაინც რატომ საუბრობონე ამდენს მის დაკნინებაზე ? ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებები გადაუწყვეტელია თუ შეიძლება სამომავლოდ რაიმე გამოსავლის იმედი ვიქონიოთ ? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის, დიდი ბრიტანეთისათვის, რომელიც ერთ - ერთი უდიდესი და გლობალური ეკონომიკაა, როგორი რეაქცია ექნება ევრპას იმ გაურკვევლობასა და კონფლიქტებზე, რომლებიც მის ახლოს თუ შორს ხდება  ? როგორხ ტიმი აფასებს, ევროპა ბოლო 70 წელია ( განსაკუთრებით 1991 წლის შემდგომ ) მიეჩვია მშვიდობას და კეთილდღეობას. ვართ ახლა ჩვენ რისკის წინაშე რომ ეს როგორც საჩუქარი ისე მივიღოთ ? ( თუ მონაპოვარი  ანუ ევროპამ ეს მშვიდობა თვითონ მოიპოვა თუ გარემოებამ მისცა საჩუქრად *) ჯერ კიდევ ვგებულობთ ჩვენ იმას თუ რა ხდება ჩვენს გარშემო ?

           თუკი თქვენ აპირებთ ამ კითხვებზე ფიქრს და მათ განხილვას, წაიკითხეთ ეს წიგნი
                                                                                                               სერ ჯონ სკარლეტი.                                   ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის უფროსი ( MI 6 ) ( 2004 - 2009 წწ )


                                                                        შესავალი
      ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ის მორწმუნე ადამიანი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი მოამაგე არის. თუკი ასეა, ის შეიძლება ყოველ საღამოს, როდესაც მიდის დასაძინებლად ლოცულობს და ღმერთს ეკითხება ,, რატომ არ გააჩინე მთები უკრაინაში ? "
                ღმერთს, რომ უკრაინაში ცოტა მთები განეთავსებინა, მაშინ ეს ფართე დაბლობი რაც არის ჩრდილო ევროპის დაბლობი აღარ იქნებოდა ასეთი წამახალისებელი ტერიტორია, რომლიდანაც გამუდმებით შეიძლება დაესხა თავს რუსეთს. და რადგანაც ეს ასე, პუტინსაც სხვა გამოსავალი არ აქვს, ის ვალდებულია სულ მცირე ეცადოს მაინც რომ აკონტროლოს რუსეთის დასავლეთით არსებული დაბლობი. ასეა ეს ყველა სახელმწიფოსათვის, დიდი იქნება ის თუ პატარა. ლანდშაფტი ატყვევბს მის ხელმძრვანელებს და მათ არ აძლევს მანევრირების იმდენ შესაძლებლობას და სივრცეს როგორც ამას უმრავლესობა ფიქრობს. ეს ჭეშმარიტება იყო ათენის იმპერიისათვის, სპარსეთის იმპერიისათვის და მანმდე კიდე ბაბილონელებისათვის და ეს ჭეშმარიტება მოქმედებდა ყველა ტომის ყველა ლიდერისთვისაც, რომ ეძებნათ მათ მაღლობის მათი ტომის დასაცავად.
               მიწა რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ მუდამ გვზღუდავდა ( განგვსაზღვრავდა* ) ჩვენ. ის განსაზღვრავდა ომებს, სიძლიერეს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიძლიერეს ყველა იმ ხალხისას ვინც ახლა ცხოვრობს დედამიწაზე. ტექნოლოგიამ შეიძლება გადალახოს დისტანცია ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ სივრცეში, მაგრამ ადვილია დავივიწყოთ, რომ მიწა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშოაბთ და ვზრდით ჩვენ შვილებს უკიდურესად მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილებები რომლაბსაც იღებენ ის ადამიანები, რომლებიც დედამიწის 7 მლრდ მოსახლეს ლიდერობენ, ნაწილობრივ ყოველთვის იქნება განპირობებული მდინარეების, ტბების, მთების, უდაბნოების და ზღვების მიერ - ისევე, როგორც ისინი მუდამ განაპირობებდნენ. 
                     როგორც ასეთი, არ არსებობს ისეთი გეოგრაფიული ფაქტორი რომელიც მეორეზე უფრო მნიშვნელოვანია. მთები არაა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უდაბნო, არც მდინარეებია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჯუნგლები. პლანეტის სხვადასხვა ადგილზე, განსხვავებული გეოგრაფიული ფაქტორები მოქმედებს, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რისი გაკეთება შუძლიათ ადამიანებს და რისი არა. 
                        ზოგადად, რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკა ეძებს გზებს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გაგებულ იქნეს საერთაშორისო მოვლენები გეოგრაფიული ჭრილიდან. არა მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი - მთების ბუნებრივი ბარიერები ან მდინარეთა ქსელები - არამედ ასევე კლიმატი, დემოგრაფია, კულტურული რეგიონი და წვდომა ბუნებრივ რესურსებთან. ასეთ ფაქტორებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჩვენი ცივილიზაციის განსხვავებულ ასპექტებზე. დაწყებული პოლიტიკური და სამხედრო სტრატეეგიით, ასევე ადამიანის სოცილური განვითარების, ენის, ვაჭრობის და რელიგიის ჩათვლით.  
                   გეოგრაფიული რეალობა, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნულ თუ საერთაშორისო პოლიტიკას, ძალიან ხშირად ნაკლებ მნიშვნელოვნად არის მიშნეული, როგორც ისტორიის წერისას ასევე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების განხილვისას. გეოგრაფია ჭეშმარიტად ფუნდამენტური ნაწილია იმისა, რაც ხსნის თუ ,, რატომ " და ასევე თუ ,, რა" ხდება.   ის შეიძლება არ იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, მარგამ ის არის ყველაზე მეტად უყურადრებოდ მიტოვებული. ავიღოთ მაგალითი : ჩინეთი და ინდოეთი: 2 უზარმაზარი სახელმწიფო თავიანთი უზარმაზარი მოსახლეობით რომლებსაც გააჩნიათ ძალაინ გრძელი საერთო საზღვარი მაგრამ პოლიტიკურად და კულტურულად ნაკლები საერთოთი. არ იქნებოდა დიდი სიურპრიზი, რომ ამ 2 ქვეყანას ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი ომი ეწარმოებინათ, მაგრამ გარდა ერთისა 1962 წლის ერთ თვიანი ომისა, მათ არასოდეს ჰქონიათ დაპირისპირება. რატომ ? იმიტომ, რომ მათ შორის არის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთათა სისტემა ჰიმალაი და პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ ასეთ პირობებში დიდი სამხედრო კოლონები გადაადგილდნენ. რაც უფრო დახვეწილი ხდება ტექნოლოგია, მით უფრო მეტი გზა იხსნება მსგავსი ბუნებრივი დაბრკოლებების გადასალახად, მაგრამ ფიზიკური ბარიერი მაინც რჩება შემაკავებლად, ასე, რომ ორივე ქვეყანა საკუთარ საგარეო პოლიტიკას სხვა მიმართულებით უკეთებს ფოკუსირებას თუმცა კი ფხიზელი თვალით აკვირდებია ერთმანეთს.
               ლიდერები, იდეები, ტექნოლოგიები და სხვა ფატორები ყველანი მონაწილეობენ მოვლენის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ყველა ესენი დროებითი არის. ყველა მომავალ თაობას მოუწევს შეხვდეს ისეთ ფიზიკურ წინააღმდეგობას, როგორიც არის ჰინდი - ყუში და ჰიმალაი, ასევე ისეთ გამოწვევბს როგორიც წვიმის სეოზონია ან/და შეძღუდული წვდომა ბუნებრივ რესურსებზე და საკვებზე.
             ამ თემით პირველად დავინტერესდი 90 - იან წლებში, როდესაც ბალკანეთის ომს ვაშუქებდი. თვალებში შევყურებდი სხვადასხვა ხალხის, სერბების, ხორვატების და ბოსნილების ლიდერებს, რომლებიც გნზრახ ახსენებდნენ თავიანთ ხალხს ძველ დაპირისპირებებს, დიახ ძველ ეჭვებს, იმ რეგიონში რომელიც გადავსებულია განსხვავებებით. როდესაც შეძლეს დაეცილებინათ ხალხი ერთმენეთისთვის დიდი მცდელობა არ დასჭირვებია, რომ ეს ხალხი ერთმანეთისთისთვის დაეპირისიპირებინათ.               მდინარე იბარი კოსოვოში საუკეთესო მაგალითია, ოსმალეთის იმპერიის ბატონობა სერბეთში, გამყარებულ იქნა 1389 წლის ომით, კოსვოს ველზე. რომლის ახლოსაც იბარი მოედინება ქალაქ მიტროვიცას გავლით. საუკუნეების განმავლობაში, სერბები იბარის მეორე მხარეს გადადიოდნენ საცხოვრებლად, ხოლო მუსლიმი ალბანელები თანთადათან ჩამოდიოდნენ მალეზიის მთიანი რეგიონიდან კოსოვოს დაბლობზე საცხოვრებლად, სადაც ისინი მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდისათვის უმრავლეობა გახდნენ.
           სწრაფი ნახტომი,  მეოცე საუკუნეში და აქ კიდევ იყო თვალსაჩინო ეთნო/რელიგიური დაყოფა, მკაცრად განსაზღვრული მდინარე იბარის მიერ. 1999 წელს, ნატოს მიერ ჰაერიდან შეშინებული და კოსოვოს განმათვისუფლებელი არმიის მეირ ხმელეთიდან შევიწროვებული იუგოსლავიის ( სერბეთის ) არმია, უკან იხევ და მდიანრე იბარის გასწვრივ მაგრდება, რომელთაც სწრაფად მიჰყვათ დარჩენილი სერბული მოსახლეობა. მდინარე იბარი გახდა დე - ფაქტო საზღვარი იმ ტერიტორიისა, რომელსაც დღეს ზოგიერთი სახელმწიფო კოსვოდ აღიარებს.       
                        მიტროვიცა, იყო ასევე ის ადგილი სადაც ნატოს მოწინავე არმიები შეჩერდნენ.   3 თვიანი ომის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ გაჟღერდა, რომ ნატო მთლიანი სერბეთის დაპყრობას აპირებდა. სინამდვილეში კი, გეოგრაფიაც და პოლიტიკაც ამბობდნენ, რომ ნატოს ლიდერებს საერთოდ აზრადაც არ ჰქონიათ სერბეთის დაპყრობა.  უნგრეთმა ნათლად გაანცხადა, რომ ის არ დაუშვებდა ნატოს შეჭრას სერბეთში მისი ტერიტორიის გავლით, ვინაიდან მას ეშინოდა ჩრდილოეთ სერბეთში მცხოვრები 350,000 ეთნიკური უნგრელის რეპრესიის. ალტერნატივა იყო შეჭრა სამხრეთიდან, რაც მათ ორჯერ უფრო სწრაფად მიიყვანდა იბარამდე, მაგრამ შემდეგ ნატოს მოუწევდა მთებთან შეხვედრა.
                  მოცემულ პერიოდში, ბელგრადში ვმუსაობდი სერბულ ჯგუფთან ერთად, როდასაც მათ ვკითხე რა მოდებოდა თუკი ნატო მეტად შემოიჭრებოდა, მათ მიპასუხეს ,, ჩვენს კამერებს დავაწყობთ და ხელში იარაღს ავიღებთ, ტიმ".  ესენი იყვნენ ლიბერალი სერბები, ჩემი კარგი მეგობრები და მთავრობის მოწინააღმდეგენი, მაგრამ ამ პასუხით მათ კიდევ ერთხელ გადმომიტრიალეს რუკა და მაჩვნეს სად იყო მთები, სად დაიცავდნენ სერბები თავიანთ ტერიტორიას და სად უნდა შეჩერებულიყო ნატო. ეს იყო ერთგვარი გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელმაც აჩვენა, რომ ნატოს შესაძლებლობები უფრო შეძღუდული იყო ვიდრო ამას ბრიუსელის PR სამსახური წარმოაჩენდა.
             ბალკანეთის ამ გამცდილებამ, კარგი სამსახური გამიწია, შემდგომში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას, რომ მეჩვენებინა თუ რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს გეოგრაფიული ფაქტორი. მაგალითად 2001 წელს, 9/11 -  ის მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში,  მე ვნახე დემონსტრიება, თუ როგორ კარნახობს პირობებს ამინდი, მსოფლიოს უძლიერეს არმიას აღჭურვილს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით. მაშინ ვიყავი ჩრდილო ავღანეთში, სადაც სასაზღვრო მდინარე ტივით გადავკვეთე, რომ შევერთებოდი ნატოს ძალებს, რომლებიც თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
            ამერიკული გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკვე ზეცაში იყვნენ აჭრილი და თალიბანის და ალ - ყაიდას პოზიციებს დარტყმებს აყენებდნენ, მაზარი შარიფის ვაკეებსა და მაღლობებზე, რათა გზა გაეხსნათ ქაბულისაკენ მიმავალი ჯარებისათვის. რამდენიმე კვირის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ნატო სამხრეთისაკენ წასასვლელად ისხამდა იარაღს. და უცებ სამყარომაც იცვალა ფერი.
                 ეს იყო, ქვიშის ყველაზე ინტენსიური ქარიშხალი, რაც კი ოდესმე მინახია, რომელიც ყველაფერს ყვითლად ღებავდა. ჰაერსაც კი იგივე ფერი ჰქონდა დადებული და შესქელებული მტვრის ნაწილაკებისაგან. 36 საათის განმავლობაში ვერაფერი მოძრაობდა გარდა ქვიშისა.  შტორმის ყველაზე ძლიერ ფაზაში რამოდენიმე იარდზეც კი ვერ გაიხედავდი, ერთად - ერთი ნათელი აზრი იყო დავლოდებოდით ამინდის გამოსვლას.
           ამერიკის თანამგზავრული ტექნოლოგია, მდგომი მეცნიერების მწვერვალზე, კამ ველური ქვეყნის კლიმატის წინაშე გამოუყენებლი და ბრმა იყო. ყველას, დაწყებული პრეზიდენტი ბუშით და ნატოს გაერთიანებული სარდლობით დამთავრებული ჯარისკაცებით მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდა დატოვებული, ლოდინი. შემდეგ იწვიმა, და ქვიშა რომელიც ყველაზე და ყველაფერზე იყო მოდებული ერთიანად ტალახად იქცა. იწვიმა და თანაც ისე ძლიერად, რომ ის ქოხები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობდით გეგონებოდა ტალახში დნებოდა. ისევ ნათელი გახდა, რომ სახმრეთისაკენ წასვლა შეუძლებელი იქნებოდა, სანამ ამინდი თავის სიტყვას ბოლომდე არ იტყოდა. გეოგრაფიის წესები, რომლებსაც ჰანიბალი, სუნ ძი და ალექსანდრე მაკედონელი იცნობდნენ, დღევანდელ ლიდერებსაც ისევ ისე შეესაბამება.
            სულ ბოლოს, 2012 წელს მივიღე კიდევ ერთი გაკვეთილი გეოსტრატეგიაში:  როცა სირია სრულ მასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაეშვა, ერთ სირიულ მაღლობზე ვიდექი, და გადავყურებდი ველს ქალაქ ჰამას სამხრეთით და ვუყურებდი ცეცხლში გახვეულ პატარა სოფელს. შემდეგ სირიელმა მეგობრებმა დაახლოებით 1 მილზე დაშორებულ უფრო დიდ სოფელზე მიმანიშნეს, საიდანაც ცეცხლი უნდა ყოფილიყო გახსნილი. შემდეგ კი ამიხსნეს, რომ თუკი რომელიმე მხრიდან საკმაო დაწოლა იქნებოდა ეს გამოიწვევდა ერთი ფრაქციის ( მხარის )  მიერ მეორის დაპყრობას და აქ გამავალი ერთად - ერთი საავტომობილო გზის კონტროლს, რასაც შემდეგში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა იმ ტერიტორიის საკონტროლოდ, რაც საციცოხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა თუკი სირიის ისევ გაერთიანება ვერ მოხდებოდა. ( რაც დიდად სავარაუდოა კი არადა ეგრე იქნება :) *)  იქ სადაც მე თავიდან ცეცხლმოკიდებულ სოფელს ვხედავდი, ახლა უკვე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული წერტილი იყო, რაც ნათლად წარმოაჩენდა თუ რამდენად განსაზღვრავდა გეოგრაფიული რეალობა პოლიტიკურ რეალობას. 
                  გეოპოლიტიკას გავლენა აქვს ყველა სახელმწიფოზე, როგორც ომის დროს, ზემოთ მოყვანილ მაგალითებში იქნა განხილული, ასევე მშვიდობიანობის დროს. ნებისმიერ რეგიონში, რომელიც არ უნდა დავასახელოთ იარსებებს შემთხვევები რომლებიც გეოპოლიტიკით აიხსნება. ამ წიგნში მე არ შემიძლია, რომ თითოეული მათგანი გამოვიკვლიო : კანადა, ავტრალია და ინდონეზია, სხვებსიგან განსხვავებით არ იქნება მოკლედ ნახსენები. ამავე დროს მთლიანი წიგნი შეიძლობოდა მიძღვნოდა მხოლოდ ავსტრალიას და მის გეოგრაფიას, რომელმაც ჩამოაყალიბა მისი კულტურული თუ ფიზიკური კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან.  მე უფრო მეტი ფოკუსირება მოვახდინე, მსოფლიოს იმ ქვეყნებსა და რეგიონებზე რომლებიც უკეთ გამოხატავენ ამ წიგნის ძირითად მიზნებს. წარსული გეოპოლიტიკის ( ერების ჩამოყალიბება )  მემკვირეობის გაშუქებით დაწყებული, ყველაზე დაძაბული დღევანდელი გეოპილიტკური დაპირისპირებები  ( დაძაბულობა უკრაინაში და ჩინეთის მზარდი გავლენა) გაგრძლებული, დამთავრებული სამომავლო პროგნოზებით ( მზარდი დაპირისიპირება არქტიკაში ).
             რუსეთში ჩვენ ვხედავთ არქტიკის გავლენას და თუ როგორ ზღუდავს ცივი კლიმატი, რუსეთის რეალურ მსოფლიო ძლად გადაქცევას. ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, გლობალური ძალის შეზღუდვას ფლოტის არ ყოლის გამო. თავში აშშ - ს შესახებ, ვხედავთ თუ როგორ განაპირობა მკვეთრმა გადაწყვეტილებამ,  რომ გაფართეობულიყო მნიშვნელოვანი რეგიონებისკენ აშშ - ს ბედი განსაზღვრა, რომ ის ჩამოყალიბებულიყო 2 ოკეანის მმართველ სუპერ ძალად. ევროპა კი გვიჩვენებს ვაკე ტერიტორიის  და სანავიგაციო მდინარეების ფასს, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს კავშირები, რომელიც შექმნიდა კულტურას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს საფუძველი გახდა. როდესაც აფრიკა საუკეთესო მაგალითია იზოლაციის. 
                       თავი ახლო -  აღმოსავლეთის შესახებ გვიჩვენებს, თუ რატომ არის, რუკაზე უყურადღებოდა გავლებული ხაზები, რომლებიც უგულებელყოფს კულტურულ და გეოგრაფიულ პირობებს, მომავალი რეცეპტი დიდი პრობლემებისთვის.  იგივეს ვხვდებით თავებში აფრიკის და ინდოეთ/პაკისტანის შესახებ.  კოლონიურმა ძალებმა  რუკაზე ხელოვნური საზღვრები გაავლეს, რომელიც სრულაიდ უარყოფს რეგიონის გეოგრაფიულ რეალიებს. უკვე იქნა მრავალი ძალისმიერი მცდელობა განხორციელებული ამ საზღვრების გასასწორებლად, რომლებიც მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რომლის შემდეგაც ეროვნული სახელმწიფოების საზღვრები მეტად აღარ იქნება ისეთი სახის როგორიც დღეს არის.
                 კოსოვოსა და სირიის მაგალითისგან დიდად განსხვავდება კორეის და იაპონიის მაგალითი. ისინი ეთნიკურად ჰომოგენური არიან. თუმცა მათ სხვა პრობლემები აქვთ, იაპონია კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელსაც რესურსებზე წვდომა აქვს შეზღუდული, ხოლო კორეა დრემდე გაყოფილია და ეს პრობლემა მოსაგვარებელი რჩება.  ამ დროს კი ლათინური ამერიკა ანომალიაა. თავის შორეულ სამხრეთში ისე არის მოკვეთილი მსოფლიოდან, რომ რთულია მასთან საერთაშორისო ვაჭრობის გამართვა და მისი შიდა გეოგრაფიული ბარიერი ხელს უშლის მას რომ ევროკავშირის მსგავსი ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს.
             საბოლოოდ, ჩვენ მივალთ დედამიწის ყველაზე დაუსახლებელ ადგილთან, არქტიკასთან. ისტორიის უდიდეს პერიოდში ადამიანები მის იგნორირებას ახდენდნენ, მაგრამ მეოცე საუკუნეში იქ ენერგო რესურსები აღმოვაჩინეთ, ხოლო ოცდამეერთე საუკუნე განსაზღვრავს ვინ განკარგავს ამ რესურსებს.
             გეოგრაფიის განხილვა, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი მსოფლიოს ისტორიაში, შეიძლება თაღლითურ მიდგომად ჩაითვალოს დედამიწის მიმართ, ეს არის რატომაც ის მოწონებას ვერ იმსახურებს ზოგიერთ ინტელექტუალურ წრეში. ის გვთავაზობს, რომ ბუნება უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანი და რომ ჩვენ მხოლოდ იმ ზომაზე შეიძლება წავიდეთ სადამდეც ის გაგვიშვებს. ამავე დროს, სხვა ფაქტორებიც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები უკვე ღუნავს გეოგრაფიის რკინის წესებს, რომ ტექნოლოგიებმა იპოვა გზა, ბარიერებს ზემოდან, ქვემოდან თუ მათ შორის გასასვლელად.  ამერიკელებს უკვე შეუძლიათ, რომ მოაწყონ გაფრენა მისურიდან მოსულამდე და დაბომბონ ის, ისე რომ მთელ ამ გზაზე აეროდრომი არ დასჭირდეთ თვითმფრინავის საწვავიდ გასამართად ( უკვე წრესაც ურტყამენ დედამიწას * ). ეს კი, მათ თვითმკმარ ავიამზედებთან ერთად ნიშნავს, რომ მათ მეტად აღარ სჭირდებათ რომ მსოფლიოს დანარჩენ წერტილებში ჰყვადეთ მოკავშირე ან ჰქონდეთ კოლონია, რათა შეძლონ მსოფლიოს ყველა წერტილში ოპერირება.  რა თქმა ის, რომ მათ აქვთ აეროდრომი დიეგო - გარსიაზე და მუდმივი წვდომა ბაჰრეინის პორტზე, მათ მეტ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა ეს უკვე აღარ არის აუცილებელი.
                  ასე, რომ საჰაერო ძალებმა შეცვალეს წესები, ისევე როგორც ეს ინტერნეტმა ქნა, მაგრამ გეოგრაფია, და ის თუ როგორ ჩამოყალიბდნენ სახელმწიფოები ამ გეოგრაფიულ გარემოში დღემდე რჩება გადამწყვეტ ფაქტორად დღევანდელი და მომავლის მსოფლიოს გასაგებად.
            კონფლიქტები, ერაყსა და სირიაში საფუძველ იღებს კოლონიალიზმის პერიოდიდან როდესაც მათ მოახდინეს, გეოგრაფიის იგნორირება. მაშინ როდესაც ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპირების მიზეზი მათდამი დამორჩიელბა იყო ( გეოგრაფიული ფაქტორებისადმი),  ამირიკის გლობალური პოლიტიკა კი მისით არის ნაკარნახევი და ტექნოლოგიური განვითარება და ძალაუფლებით მოქმდება მხოლოდ არბილებს იმ წესებს, რაც ბუნებამ თუ ღმერთმა მოგვცა.
                     რომელებია ეს წესები ? ადგილი სადაც ჩვენ ამის განხილვას დავიწყებთ, არის სადაც რთულია დაიცვა ძალაუფლება და სადაც ლიდერები ამის კომპენსირებას საკუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მეზობლებზე დაწოლით, ეს არის ქვეყანა რომელსაც დასავლეთით მთები არ აქვს და ეს არის : რუსეთი ( და მართლაც როგორც ისტორია ამბობს, რუსეთის ლიდერები თუ მეზობლებს არ იპყრობდნენ იძულებული ხდებოდნენ ძალაუფლება დაეთმოთ ისეთისთვის რომელიც ამას გააკეთებდა, ელცინი იყო ის ვინც ვერ იპყრობდა და პუტინის მოსვლა უკვე მოასწავებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ის პიროვნება ვინც დაიპყრობდა, რასაც ჯერჯერობით ახერხებს მის მერე ვინც იქნება და შეიძლება თვითონ ვოვაჩკამაც ეგ ვეღარ უნდა მოახერხოს*) 



                                                                          თავი 1

                                                                        რუსეთი
    To be continued ... When i'll be able and ready for translation work :) 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen