Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Samstag, 24. September 2016

ლანდაშაფტის ტყვეები ( გეოგრაფიის ტყვეები ( პატიმრები )) ტიმ მარშალი

ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. ყველა უფლება დარღვეულია, წიგნი გადმოვწერე უკანონოდ და ვთარგმნი ყოველგვარი ნებრთვის გარეშე, თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) 
* ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.


                                                                   თავი 1
                                                                რუსეთი
                                    დიდი უზარმაზარი, გოლიათი, უკიდეგანო.
      რუსეთი არის, უზარმაზარი, დიდზე დიდი დიდი უკიდეგანო, 6 მლნ კვ/მილი, 11 სასაათო სარტყელში გადაჭიმული გოლიათი. მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა. 
         მისი ყველა, გეოგრაფიული კომპონენტი, ტბები, მდინარეები, გაყინული ტუნდრა, სტეპები, ტაიგა და მთები ყველაფერი უზარმაზარია. სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ყველგან არის რუსეთსი, გინდ დასავლეტში გინდ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში ყველგან რუსული დათვი არის.
         დამთხვევა არ არის, რომ ამ უზარმაზარი სივრცის სიმბოლო დათვი არის, ხანდახან დაჯდება ( შეისვენებს ), ხანდახან ზამთრის ძილს მიეცემა, ზოგჯერ ბრდღვინავს, ზოგჯერ დიდებულია მაგრამ ყოველთვის მძვინვარე. ბეარ რუსული სიტყვაა, თუმცა თვით რუსებიც ერიდებიან მისთვის ამ სახელის დაძახებას, იმის შიშით, რომ მისი ბნელი მხარე არ გამოღვიძონ, ისინი მას ეძახიან медведь, რაც თაფლის მოყვარულს ნიშნავს. 
           სულ მცირე 120,000 მსგავსი медведь ცხოვბრობს ამ ქვეყანაში, რომელიც ევროპასა და აზიაზეა გადაფარებული. ურალის მთიანეთის დასავლეთით ევროპული რუსეთია. მის აღმოსავლეთით ციმბირია, გადაჭიმული ბერინგის სრუტემდე და წყნარ ოკეანემდე. 21 -  ე საუკუნეშიც კი იმისათვის რომ ეს ტერიტორია მატარებლით გავიროთ 6 დღე არის საჭირო. ( იმიტომ, რომ რუსულ ლიანდაგებზე საშუალო სიჩქარე 65 კმ/სთ არის და ნორმალურ ქვეყნებში 150*) რუსეთის ლიდერებს უწევთ გაითვალისწინონ ეს დისტანცია და სხვაობები და პოლიტიკაც მის შესაბამისად გაატარონ. მრავალი საუკუნის მანძილზე მათ ყველა მხარეს გაიხედეს, თუმცა ყველაზე უფრო დასავლეთით იყვნენ ორიენტირებული. 
            როდესაც ავტორები ცდილობენ ჩაწვდნენ, დათვის გულის ნადებს ისინი ხშირად იყენებენ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ გამონათქვამს, რომელიც მან 1939 წელს გააკეთა : ,, ეს არის გამოცანა, გახვეული ენიგმას იდუმალებაში" ( ,,It is a riddle wrapped in a mystery inside an enigma" ) მაგრამ მხოლოდ მცირედი ახერხებენ წინდადების ბოლომდე მიყვანას, რომელიც მთავრდება ,, მაგრამ მას აქვს გასაღები, რომელიც რუსეთის ეროვნული ინტერესებია" ( ,, but perhaps there is a key. That key is Russian national interest." ) 7 წლის შემდეგ მან გამოიყენა, ეს გასაღები რომ გაეხსნა ეს გამოცნა, და დაამატა ,, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ისეთი, რამე რასაც ისინი ( რუსები ) ისიევე აღმერთებენ როგორც ძალაა და არაფერია ისეთი, რის მიმართაც მათ ისეთი მცირე პატივისცემა აქვთ, როგორ სისუსტის მიმართ, განსაკუთრებით სამხედრო სისუსტის მიმართ." ( I am convinced that there is nothing they admire so much as strength, and there is nothing for which they have less respect than for weakness, especially military weakness.’) 
               მას იგივე შეიძლება ეთქვა დღევანდელ რუსეთსეზ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის მოსასხამშია გახვეული, დღემდე რჩება ავტორიტარულ ძალად რომლის მთავარი საზრუნავი ეროვნული ინტერესების გატარებაა. 
            როდესაც პუტინი არ ფიქრობს, ღმერთზე და მთებზე ის ფიქრობს პიცაზე, უფრო სწორად პიცის ნაჭრის ფორმაზე - სოლზე ( აქ ყურედღება გამახვილებული ჩრდილო ევროპის დაბლობის ფორმაზე თუ როგორ სოლივით იჭრება ის, სილეზიის და კარპატების მთიანეთზე* ) 
             ამ სოლის მახვილი დაბოლოოებაა პოლონეთი, ამ წერტილიდან, ეს უზარმაზარი ჩრდილო ევროპის დაბლობი იჭიმება, ორი მიმართულებით საფრანგეთისკენ და ურალისკენ ( რომელიც 1000 მილის მანძილზეა გადაჭიმული სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ევროპასა და აზიას შორის, ბუნებრივ საზღვარს წარმაოდგენს ) და ის აქ მხოლოდ 300 მილის სიგანის არის. ჩრდილოეთით ბალტიის ზღვის ნაპირებიდან სამხრეთით, კარპატების მთებამდე. ჩრდილო ევროპის ვაკე მოიცავს ყველას, ჩრდილოეთ საფრანგეთს, ბელგიას, ჰოლანდიას, ჩრდილოეთ გერმანიას და მოდის პოლონეთამდე. 
             რუსული ხედვით ეს არის ორლესული მახვილი, შესაბამისად პოლონეთი წარმაოდგენს ვიწრო გასასვლელს, სადაც რუსეთს შეუძლია გაატაროს მისი ჯარები, რომ შეაჩეროს მტრის წინსვლა მოსკოვის მიმართულებით. მაგრამ ამ წერტილიდან ( პოლონეთიდან ) ის იწყებს გაფართოებას და როდესაც რუსეთის საზღვარს მიადგებით ის უკვე 2000 მილის სიგანისაა და მთლიანად ვაკეა მოსკოვამდეც და იმის იქეთაც.  დიდი არმიის ყოლის შემთხვევაშიც, ეს დიდი ზეწოლა იქნებოდა, რომ სიძლიერე მთელს ფრონტის ხაზზე შეინარჩუნო. თუმცა, რუსეთი არც არასდროს ყოფილა დაპყრობილი ამ მიმართულებიდან, რაც ნაწილობრივი მისი დიდი სტრატეგიული სიღრმის ბრალი არის. როდესაც არმია, მოსკოვს მიაღწევს მას უკვე აღარ აქვს მდგრადი მომარაგების სისიტემა, შეცდომა რომელიც დაუშვა ნაპოლეონმა 1812 წელს და გაიმეორა ჰიტლერმა 1941 წელს. 
            ხოლო ის რაც რუსეთს აღმოსავლეთში იცავს ეს მისი გეოგრაფიაა ( ლანდშაფტია ). რთულია, რომ არმია, აზიაში ისე გადაადგილო, რომ რუსეთის აზიურ ნაწილში შეიჭრა. აქ ბევრი არც არაფერი, რომ შეუტიო გარდა თოვლისა, შეიძლება მხოლოდ ურალამდე მიაღწიო. და რიტაც დაასრულებ იქნება, ის, რომ გექნება უზარმაზარი ტერიტორია ძალიან ცუდი ბუნებრივი პირობებით, გრძელი მომარაგების ხაზით და მუდმივი შიშით, რომ კონტრ შეტევა წამოვა. 
          შეიძლება, იფიქროთ, რომ არც არავის გადაუწყვეტია რუსეთის დაპყრობა, მაგრამ რუსები ასე არ ფიქრობენ და ამის მიზეზიც აქვთ. გასული 500 წლის მანძილზე, რამოდენიმეჯერ განხორციელდა მისი დაპყრობის მცდელობა. 1605 წელს პოლონელები მოვიდნენ ჩრდილო ევროპის ვაკიდან, 1708 წელს მათ შვედებები მოჰყვნენ კარლოს მე - 12 - ის ხელმძღვანელობით. ფრანგები 1812 წელს, გერმანელები  2 - ჯერ 1914 და 1941 წლებში. ( უწევს ახლა კდიე ერთი* ) თუკი ამ ყველაფერს სხვაგვარად შევხედავთ, 1812 წლის ნაპოლეონის შემოჭრიდან დაწყებული, 1853 - 6 წლების ყირიმის კონფლიქტის და პირველი და მეორე მსოფლიო ომების ჩათვლით, რუსებს ყოველ 33 წელში ერთხელ უწევდათ ომი ჰქონოდათ ჩრდილო ევროპის ვაკეზე. 
             1945 წლის შემდეგ, რუსებმა მოახდინეს მთელი იმ ტერიტორიის ოკუპირება, რაც მათ დაიპყრეს ომის დროს და მთელი აღმოსავლეთ ევროპა საბჭოტა სატელიტად აქციეს, ნაწილი კი საბჭოთა კავშირს მიურთეს, რომელიც სწრაფად ემსგავსებოდა ძველ რუსულ იმპერიას. 1949 წელს ჩამოყალიბებულ იქნა ჩრდილო ატლანტიკის სახელშეკრულებო ორგანზიაცია ( ნატო ) ჩრდილო ამერიკის და ევროპის ქვეყნების ასოცირებით, რათა თავი დაეცვათ, იმ საფრთხისაგან, რაც საბჭოთა კავშირიდან მომდინარეობდა. ამის საპასუხოდ, კომუნისტური სახელმწიფოების უმეტესობამ 1955 წელს რუსეთის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს, ვარშავის პაქტი, ხელშეკრულება სამხედრო დახმარებისა და თავდაცვისათვის. პაქტი ნავარაუდები იყო, რომ იქნებოდა რკინის, რომელმაც 1980 - იანი წლებიდან ჟანგვა დაიწყო და 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ისიც მთლიანად მტვრად იქცა. 
               პრესიდენტი პუტინი, ნამდვიალდ არ არის საბჭოთა კავშირის ბოლო პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ფანი. ის მას ჰკიცხავს რუსეთის უსაფრტხოებისათვის ძირის გამოთხრის გამო და 1990 - იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლას, ,,საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს". 
                ამის შემდეგ, რუსები შიშის თვალით უყურებენ, თუ როგორ მტკიცედ და შეუკავებლად მიჩოჩავს ნატო მათკენ, იმ ქვეყნების მიერთებით რომლებზეც რუსეთი პრეტენზიულად აცხადებს, რომ შეპირებული იყონ, რომ ისინი ნატოში ვერ მოხვდებოდნენ. ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი 1999 წელს, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და სლოვაკეთი 2004 წელს და ალბანეთი 2009 წელს. ნატო კი აცხადებს, რომ არავითარი მსგავსი გარანტიები გაცემული არ ყოფილა. 
             რუსეთი, როგორც ყველა დიდი ძალა, გათვლას აკეთებს მომავალ 100 წელზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში შეიძლება, რაიმე მოხდეს. ( საქართველო გათვლას აკეთებს, მომავალი არჩევნებზე, იმის გათალისწინებით, რომ პენსია გაიზრდება* ). ერთი საუკუნის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა რომ აშშ - ს სამხედრო ძალები, მოსკოვიდან, რამოდენიმე ასეულ მილში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებშ იქნებოდა განთავსებული .  2004 წლისათვის, სულ რაღაც 15 წლის შემდეგ 1989 წლიდან, ვარშავის პაქტის წევრი ყველა სახელმწიფო ნატოს ან ევროკავშირის წევრი იყო გამხდარი. 
              მოსკოვის ადმინისტრაციის გონებამაც, კონცენტრირება ამ ფაქტზე და რუსეთის ისტორიაზე მოახდინა. 
               როგორც ასეთი, რუსეთის არსებობა, იწყება მეცხრე საუკუნუდან, ეს იყო აღმოსავლეთ სლავების მიმზიდველი ფედერაცია, კიევის რუსეთი. ( თვითონ რუსული ენა, კიევის რუსეთს და რუსეთს განასხვავებს, ანუ კიევის რუსეთის რუსეთი სხვაგვარად იწერება და თვითონ რუსეთი სხვაგვარად Россия და Киевская Русь, ( ხანდახან ამას მნიშვნელობა აქვს, თუკი ვინმემ დებატები გაგიმართათ, უკრაინის რუსობაზე*))   რომელიც დაფუძნებული იყო კიევში და მოიცავდა მიმდებარე ქალაქებს დნეპრის პირეთიდან.  მონღოლებმა დაიწყეს მა ტერიტორიაზე შეტევა და სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ავიწროვებნენ მათ, საბოლოოდ კი მეცამეტე საუკუნეში სრულიად გადაჯეგეს ის.  ეს ახალბედა, რუსეთიც დაიძრა და ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ გადაბარგდა და ქალაქ მოსკოვის გარშემო დაიწყო განვითარება. ეს ადრეული რუსეთი, ცნობილი როგორც მოსკოვის დიდი სამთავრო ( დიდობა მერე ისტორიკოსებმა მიამატეს თავიდან სრულაიდ უბედური წარმონაქმნი იყო*) სრულაიდ მოწყვლადი იყო. მას არ ეკრა, არც მთები არც უდაბნოები და მხოლოდ რამოდენიმე მდინარით იყო გარშემორტყმული. ყველა მიმართულებით მხოლოდ ვაკეები იყო, ხოლო სტეპებში, აღმოსავლეთითაც და სამხრეთითაც მონღოლები ბატონობდნენ. დამპყრობელს შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით განევითარებინა შეტევა, რასაც კი ისურვებდა და არ არსებობდა რაიმე ბუნებრივი, რომლის დაჭერითაც თავდაცვისათვის პოზიციის მოწყობას შესძლებდი. 
                   როდესაც მეფე ივანე მრისხანე გახდა, მან პრაქტიკაში განახორციელა კონცეფცია, შეტევა როგორც ტავდაცვის საშუალება. ესე იგი, ვიწყებთ შიდა კონსოლიდაციით და ვფართოვდებით გარე მიმართულებით. რამაც მიიყვანა ის დიდებამდე. ( ძლიერებამდე* ) აქ გვყავს ადამიანი, რომელიც ამტკიცებს თეორიას, რომ ინდივიდებს შეუძლიათ შეცვალონ ისტორია. რომ არა მისი ხასიათი, არაადამინური დაუნდობლობა და ხედვა, რუსეთის ისტორია გაცილებით სხვაგვარი იქნებოდა. 
                     ახალდაბადებულმა, რუსეთმა, ივანეს ბაბუის დროს დაიწყო, ზომიერი ექსპანსია, ხოლო როდესაც 1533 წელს, ახალი ივანე მოვიდა ხელისუფლებაში, რუსეთმა აღმოსავლთით ურალს მიაბჯინა საზღვარი, სამხრეთით კასპიის ზღვას, ჩრდილოეთით კი არქტიკის საზღვრამდე მივიდა. რუსეთმა გასასვლელი მიიღო კასპიის ზღვაზე და შემდგომ შავ ზღვაზეც, ამავე დროს წინ მიიწევდა კავკასიაში, რომელიც ბარარიარად იდგა მათსა და მონღოლებს შორის. სამხედრო ბაზა აშენდა შეჩნეთში, რომ შეეკავებინათ ნებისმიერი შემომტევი, იქნებოდა ეს ოქროს ურდო, ოსმალეთის იმპერია თუ სპარსეთის იმპერია ( აქ ცოტას ურევს მგონია ავტორი, ამ დროს ოქროს ურდოს ხსენებაც აღარ იყო :) * )       
             რა თქმა უნდა იყო წინააღმდეგობები, თუმცა მომდევნო ასი წლის მანძილზე რუსეთმა, მოახერხა, ის, რომ მოახდინა მთლიანი ციმბირის მიერთება, ურალდიან წყნარ ოკენემდე.  
         ახლა, უკვე რუსებს ჰქონდათ ნაწილობრივი ბუფერული ზონა და ჰინთერლანდი, სტრატეგიული სიღრმე სადაც შეეძლებოდათ შემოსევის შემთხვევაში თავი შეეფარებინათ. არავინ არ აპირებდა, რომ მათთვის შეეტია არქტიკიდან, არც არავინ იყო შემძლე, რომ ურალიდან გადმოსულიყო. მათი ქვეყანა ხდებოდა ის, რასაც ახლა ჩვენ რუსეთად ვიცნობთ და იმისათვის, რომ ის სამხრეთიდან ან სამხრეთ -  დასავლეთიდან დაგეპყრო დაგჭირდებოდა, ძალიან დიდი არმია და გრძელი მომარაგების ხაზი და თქვენ თვითონაც უნდა გებრძოლათ დავდაცვითი პოზიციებისთვის. 
             18 საუკუნეში პეტრე დიდის მმართველობისას, რომელმაც 1721 წელს რუსეთის იმპერია დაარსა და ეკატერინე დიდის მმართველობის პერიოდში, რუსეთმა დასავლეთისკენ ყურება დაიწყო, აფართოებდა თავის იმპერიას, რათა გამხდარიყო ევროპის ერთ - ერთი დიდი სახელმწიფო, რასაც ტავის მხრის უმთავრესად ვაჭრობა და ნაციონალიზმი ახალისებდა. ამ უფრო მეტად, დაცულმა და ძლიერმა რუსეთმა შეძლო, რომ მოეხდინა უკრაინის ოკუპირება და კარპატებამდე მიღწევა. ამას მოჰყვა, ბალტიის ზღვისპირა სახელმწიფოები, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, უკვე რუსეთი რუსეთი დაცული იყო, ამ მიწიდან ან ბალტიის ზღვიდან წამოსული ინტევენციისგან. 
                  ახლა, უკვე უზერმაზარი რკალი იყო, მოსკოვის გარშემო შეკრული, რომელცი ქვეყნის გულს წარმაოდგენდა. დაწყებული არქტიკიდან, ის მოჰყვებოდა ბალტიის რეგიონს, უკრაინის და კარპატების გაყოლებით, შავ ზღვაზე, კავკასიონზე და კასპიის ზღვაზე გავლით, რომელიც ურალით გრძელდბოდა და იკვრებდოა არქტიკაში. 
             მეოცე საუკუნეში, კომუნისტურმა, რუსეთმა შექმნა საბჭოთა კავშირი, დევიზის ქვეშ ,, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით", სსრკ იგივე რუსეთის იმპერია იყო, ოღონდ უფრო დიდი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის გადაჭიმული იყო, ბერლინიდან წყნარ ოკეანემდე, არქტიკიდან ავღანეთის საზღვრამდე - სუპერ ძალა, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო ძლიერების მხრივ, რომლის გამოწვევაც მხოლდო აშშ - ს შეეძლო. 
            რუსეთი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა, ორჯერ უფრო დიდი ვიდრე აშშ ან ჩინეთი, 5 ჯერ უფრო დიდი ვიდრე ინდოეთი და 25 ჯერ უფრო დიდი ვიდრე დიდი ბრიტანეთი. თუმცა, მას შედარებით ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, 144 მლნ, ნაკლები ვიდრე პაკისტანს და ნიგერიას. რუსეთში სავეგატაციო პერიდი მოკლეა და მას პრობლემა აქვს რომ ადეკვატურად გაანაწილოს ის რაც მან ამ 11 სასაათო სარტყელში მიიღო, რომელსაც მოსკოვი მართავს. 
            რუსეთი ურალამდე ევროპული სახელმწიფოა, ვინაიდან სწორედ აქედან იწყება საზღვარი ევროპასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ესაზღვრება ყაზახეთს, მონღოლეთს, ჩინეთს და ჩრდილო კორეას, და ასევე საზღვაო საზღვარი აქვს იაპონიასთან და აშშ - სთან მას აზიურ ძალად ვერ განვიხილავთ. 
                 აშშ -  ში პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სარა პეილინს ჟურნალისტებმა დასცინეს, როდესაც მან თქვა, რომ ,, ალასკიდან შესაძლებელია რუსეთის დანახვაო", რაც მედიამ გააშუქა თითქოს მას ეთქვას ,, ჩემი სახლიდან რუსეთის დანახვა შემიძლიაო". რაც მან სინამდვილეში თქვა იყო, ,, რუსეთის დანახვა ალასკის მიწიდან შესაძლებელი, ალასკის ერთ - ერთი კუნძულიდან". ის მართალი იყო როდესაც ამას ამბობდა, ბერნგის სრუტეში რუსული და ამერიკული კუნძულები ერთმანეთისგან 2,5 მილით არიან დაცილებული, პატარა დიომედეს კუნძული, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დავინახოთ. მართლაც შეიძლება, რომ რუსეთი აშშ - დან დავინახოთ. 
           ურალის წვერზე არის ჯვარი, რომელიც აღნიშნავს ადგილს სადაც ევროპა მთავრდება და აზია იწყება. კარგ ამინდიში აქ ამოსი, თუკი აღმოსავლეთისაკენ გაიხედავ თავლწინ გადაგეჭრება კილომეტრებზე გადაჭიმული ნაძვნარი. ზამთარში ის მთლიანად თოვლით არის დაფარული, ქვემოთ თუ ჩაიხედავ ნახავ რომ ციმბირის ვაკე ეკატერინბურგთან არის მობჯენილი. ტურისტებს ძალიან მოსწონთ ეს ადგილი, სადაც შეუძლიათ ერთი ფეხი აზიაში ჰქონდეთ მეორე კი ევროპაში. ეს ადგილი კიდევ ერთხელ გახსენებს იამს თუ, რამდენად დიდია ეს ქვეყანა, როცა იმას გაანალიზებ რომ აქ ქვეყნის 1 მეოთხედია, რომ კიდევ 1,500 მილი უნდა იარო დასავლეთისკენ, რომ სანკტ - პეტერსბურგს მიაღწიო და 4,500 მილი გაქვს აღმოსავლეთით, რათა ბერიგნის სრუტესთან მიხვიდე და ქალბატონი პეილის დანახვა შეძლო, ალასკის ტერიტორიაზე. 
              სსრკ -ს დაშლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ურალში ვიყავი, იმ ადგილას სადაც ერთმანეთს აზია და ევროპა ხვდება, თან რუსული გადამღები ჯგუფი მაცილებდა. ოპერატორი ერთი, მშვიდი, სტოიკოსი, მოღუშული გადაღების ოსტატი იყო. ის იყო ასევე ოპერატორის შვილი, რომელსაც გადაუღია გერმანელების ალყა სტალინგრადზე. მე მას ვკითხე ,, შენ ევროპელი ხარ თუ აზიელი ? " ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მიპასუხა ,, არცერთი - მე რუსი ვარ". 
                თუმცა ის ყველა მიდგომით, მაინც ევროპაა. მართალია მისი 75 აზიაშია, თუმცა მხოლოდ მისი მოსახლეობის 22 % ცხოვრობს იქ. ციმბირი შეიძლება იყოს, რუსეთის ,, განძის სკივრი", რომელიც მინერეალური რესურსების დიდ ნაწილს შეიცავს, მაგრამ ის ასევე მკაცრი მიწაც არის, უზარმაზარი ტყით ( ტაიგა ), მიწათმოქმედებისთვის ღარიბი მიწით და დიდი დაჭაობებული ფართობებით. მხოლოდ 2 სარკინიგზო გზა ჰკვეთს ციმბირს, ტრანსციმბირული მაგისტრალი და ბაიკალ - ამურის მაგისტრალი. ცოტა რაოდენობით მაგისტრალები, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიემართება და ეს ურთულებს რუსეთს, რომ ძალა სამხრეთისაკენ მიმართოს, დღევანდელი მონღოლეთის და ჩინეთის მიმართულებით. მას აკლია ადამიანური ძალა და მომარაგების ხაზები, რომ ეს შეძლოს. 
               ჩინეთმა შეიძლება შეძლოს ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ციმბირისი კონტროლი დაიწყოს. მაგრამ ეს იქნება, რუსეთში შემცირებული შობადობის და ჩინეთის მიერ ჩრდილოეთისკენ მოსახლეობის გადაადგიების ბრალი. უკვე, ისევე როგორც შორეულ აღმოსავლეთში, ასევე ურალსა და ენისეის შორის მდებარე 1,000 მილიან ჭაობშიც კი შესაძლებელია, რომ ჩინურ რესტორანს შეხვდეთ. ბევრი სხვადასხვა ბიზნესი მოიწევს აქეთკენ. სულ უფრო მეტად არის შესაძლებელი, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის დიდი ნაწილი, რომელიც მოსახლეობისგან იცლება ჩინური კულტურის გავლენის ქვეშ მოხვდეს და საბოლოოდ კი პოლიტიკური გავლენის ქვეშაც. 
                   როდესაც, რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან გახვალთ, ნახავთ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად არა რუსია და მოსკოვისადმი ერთგულებაზე დიდად არ დარდობენ. რაც იწვევს აგრესიული, უსაფრთხოების სამსახურების არსებობას, ისეთივესი როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. სსრკ - ს დროს, რუსეთი ეფექტრუი კოლონიური ძალა იყო, რომელიც მმართველობდა იმ ერებსა და ხალხებზე, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ რაიმე საერთო ჰქონდათ თავიანთ ბატონებთან. რუსეთის ფედერაციის ნაწილი - მაგალითად, ჩეჩნეთი, დაღესტანი და კავკასია - დღემდე იგივეს ფიქრობენ. 
            გასული საუკუნის ბოლოსათვის, ეს უაზროდ უზარმაზარი სახელმწიფო, ეკონომიკურ სიგიჟეში ჩაფლული, რომელიც უფრო მეტ ფულს ხარჯავდა ვიდრე შეიძლება ჰქონოდა, ქვეყანა რომელიც არ იყო შექმნილი ადამინებისთვის, და ავღანეთის ომი გაზდა ის მიზეზები, რამაც ის დანგრევამდე მიიყვანა. რუსეთის იმპერია, შემცირდა წინა კომუნისტურ საზღვრებში, ახალი ევროპული საზღვრით, რომელიც ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ბელორუსიის უკრაინის, საქართველოს და აზებაიჯანის გასწვრივ გავიდა. 1979 წელს, სსრკ - შეჭრას, ავღანეთში, იმ საბაბბით, რომ იქ დაეცვა ავღანეთის, კომუნისტური მთავრობა ანტი კომუნისტური მუსლიმური გუერილა დაჯგუფებებისგან არასოდეს ჰქონია კავშირი, იმასთან, რომ ავღანელი ხალხისთვის მაქსიზმ - კომუნიზმის ბედნეირება მიეტანათ, ეს იყო მცდელობა იმასა, რომ მოსკოვი მოაზდენდა ამ ტეიტორიის კონტროლს და ასევე იმის პრევენციას, რომ სხვა არ იზამდა ამას. ( და მართლაც ომის წინა პერიოდში, ავღანეთში, რამოდენიმეჯერ გამოჩდნენ ამერიკული სამშენებლო ბატალიონები, რომლებიც აქ ხიდებს აშენებდნენ, რუსებმა იფიქრეს ამერიკელ მშენებელ ჯარისკაცს აუცილებლად მოჰყვება ამერიკელი მეომარი ჯარისკაციო და გადატრიალებაც მოაწყვეს, კიდეც ჩააქრეს და ომიც გააჩაღეს :) * ). 
                    კიდევ ერთი, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ამას რუსეთი უნდა მიეახლოვებინა, მისი ოცნების განხორციელებასთან, ინდოეთის ოკეანეში ჩექმის გაწმენდასთან, როგორც ამას რუსი ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი იტყვის, და მაინც ვერასოდეს ვერ მიაღწია რუსეთმა ამ მიზანს. მას დღემდე არ გააჩნია თბილ წყლიანი პორტი, რომელიდანაც მას წვდომა ექნება, მსოფლიოს მთავარ სავაჭრო გზებთან.  რუსეთის არქტიკული პორტები როგორიც მურმანსკია, წელიწადში რამოდენიმე თვით არის გაყინული. ვლადივასტოკი, უდიდესი რუსული პორტი წყნარი ოკენაის ნაპირზე, წელიწადში 4 თვის მანძილზე ჩაკეტილია და როცა გახსნილია ჯაპონიის ზღვაში გადის სადაც იაპონია დომინირებს. ეს უბრალოდ ვაჭრობას არ ამუხრუჭებს, ეს ასევე ხელს უშლის რუსეთს, რომ მისი ფლოტის მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებდეს. ამასთანავე, საზღვაო ტრანსპორტი გაცილებით იაფია, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო. 
                ეს, პრობლემა რომ რუსეთს არ აქვს გასასვლელი თბილ ზღევბზე, მუდამ მისი აქილევსის ქუსლი იყო, სტრატეგიულად ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც ჩრდილო ევროპის ვაკე. რუსეთი გეოგრაფიულად კარგ მდგომარეობაში არ არის, და ის რომ სუსტი ძალა არ არის, ამას მისი ნავთობის და გაზის რესურსები განაპირობებს. საკვირველი არ არის, რომ პეტრე დიდმა , თავის შთამომავლებს 1725 წელს, დაუბარა, რომ მათ ეცადათ, რაც შეიძლება მეტად მიახლოვებოდნენ, კონსტანტინოპოლოს და ინდოეთს. ვინც ამათ მართავს, ის იქნება მსოფლიოს ნამდვილი სუვერენი. შესაბამისად, დაიწყო მუდმივი ომები, თურქეთთან, სპარსეთთან, რომ როგორმე მიეღწიეთ სპარსეთის ყურისთვის და რაც შეიძლება შორს გაჭრილიყვნენ ინდოეთისკენ. 
                  როცა სსრკ დაიშალა, ის 15 ქვეყანად დაიყო. გეოგრაფიამ შური იძია სსრკ -  ზე და მსოფლიო რუკაზე, უფრო ლოგიკური სურათი დაიხატა, სადაც მდინერეები, მთები, ტბები და ზღვები მიჯნავს ხალხებს, და ისინი გამოყოფილი არიან ენის თუ ადათ წესების მიხედვით. გამონაკლისია ეგრეთ წოდებული სტანის ( ინგლისურში ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო სტანზე მთავრდება *) სახელმწიფოები. როგორიც არის ტაჯიკეთი, რომლის საზღვრების სტალინმა პირადად დახაზა და გათვლა ის იყო, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავდა დიდი რაოდენობით ეთნიკური უმცირესობა, ძირითადი ეთნოსის გასაწონასწორებლად. 
                   თუკი ისტორიას გადავხედავთ, - და რასაც დიპლომატების და სამხედრო მგეგმავების უმეტესობა აკეთებს - ვნახავთ, რომ ყოფილ სსრკ - ს სახელმწიფოებს ჯერ კიდევ აქვთ ბევრი რამ საკეთებლად, ასევე ზოგიერთ ვარშავის პაქტის წევრ სახელმწიფოსაც. ეს ქვეყნები შეიძლება დავყოთ 3 ნაწილად, ნეიტრალური ბანაკი, პრო - დასავლური ბანაკი და პრო - რუსული ბანაკი. 
                    ნეიტრალური სახელმწიფოები - უზბეკეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთია, - რომელთაც ცოტა მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ პრო - დასაცლური ან პრო - რუსულები იყვნენ, ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ ენერგიას აწარმოებენ და უსაფრთხოების ან ვაჭრობის მხრივე არცერთ მხარეზე არ არიან დამოკიდებული. 
                  პრო -  რუსულ ბანაკში, არიან ბელორუსია, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. მათი ეკოენომიკა ჩაბმულია რუსეთის ეკონომიკასთან, როგორც აღმოსავლეთ უკრაინის ეკონომიკა ( კიდევ ერთი მიზეზი აქაური აჯანყების ). ამათ შორის ყველაზე დიდი ყაზახეთი დიპლომატიურად რუსეთისკენ იხრბა და მას დიდი რაოდენობით ეთნკურად რუსი მოსახლეობა ჰყავს. ამ ხუთიდან ყაზახეთი და ბელორუსია შეუერთდნენ რუსეთს ევრაზიულ კავშირში, ( ღარიბების ევროკავშირი ) ( უკვე ყირგიზეთი და სომხეთიც მიერთებულია*) და ასევე წევრები არიან კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის. კოლექტირური თავდაცვის ორგანიზაცია იატნჯება, რომ არ აქვს სახელი, რომელიც ერთ სიტყვად შეიძლება გადაიხარშოს და ის ასევე დაჩაჩანაკებულ ვარშავის პაქტს ჰგავს. რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და სომხეთში. 
              შემდეგ მოდის პრო - დასავლური ბანაკი, ადრე ყველა ვარშავის პაქტში იყო, დღეს კი ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან გამხდარი. პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი და რუმინეთი.  მათ ასეთი პოზიცია, ნამდვილად არ არის შემთხვევითობა, ვინაიდან ამ ქვეყნების უმეტესობა ყველაზე მეტად იტანჯებოდა საბჭოთა ტირანიის ქვეში. და ასევე საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი, რომლებიც დიდი სიამოვნებით შეუერთდებოდნენ ორივე ორგანიზაციას, მაგრამ მათი რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო და ასევე ვინაიდან მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილებია განთავსებული, ვერერთი ეს ქვეყანა ვერ ახერხებს ამ ორგანიზაციებში გაერთიანებას. რომელიმე ამათგანის ნატოში გაწევრიანებას შეუძლია, რომ ომი გამოიწვიოს.
             ყველაფერი ზემოთ ხსენებული, ხსნის იმას თუ რატომაც გახურდა ბრძოლა უკრაინის პოლიტიკური კურსის განსაზარვრად და თუ რატომ მოახდინა მოსკოვმა მა საკითხზე ასეთი კონცენტრირება.
              მანამ, სანამ პრო - რუსული ძალა ბატონობდა კიევში, რუსები შეიძლება დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ მათი ბუფერული ზონა უცვლელი დარჩებოდა და დაიცავდა მათ ჩრდილო ევროპის ვაკეზე. ეგ კი არა თუკი უკრაინის მიერ სიტყვიერად განცხადებული ნეიტრალიტეტი და ის, რომ ის არ შეურთებოდა ევროკავშირს და ნატოს და შეუნარჩუნებდა რუსეთს იჯარას მის თბილი ზღვის პორტზე სევასტოპოლზე, მოსკოვისთვის მისაღები იყო. ასევე ის, რომ უკრიანის ენერგო სექტორი უმეტესწილად რუსეთზე იყო დამოკიდებული, მის ნეიტრალიტეტს მისაღებს ხდიდა, თუმცა მაინც გამაღიზიანებელს. მაგრამ, აი უკრიანა პრო -დასავლური ამბიციებით, სურვილით რომ შეერთებოდა ამ 2 დიდ დასავლურ ალიანსს, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა რუსეთის წვდომას მის შავი ზღვის გაუყინავ პორტთან, ასევე ის, რომ უკრიანას ერთ მშვენიერ დღეს შეიძ₾ბა ნატოს ბაზისთვის ემასპინძლა, უკვე აუტანელი გახდა რუსეთისთვის.
                პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცდილობდა რომ ორივე მხარისთან ეთამაშა. ის ეფლირტავებოდა დასავლეთს და ტაყვანს სცემდა რუსეთს - პუტინიც ამ ყველაფერს იტანდა. მაგრამ როდესაც დრო მოვიდა, ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების, რომელსაც უკრაინა შეიძლება ევროკავშირის წევრობამდეც კი მიეყვანა. მაშინ პუტინმა ჭანჭიკების მოჭერა დაიწყო.
                    რუსეთის პოლიტიკური ელიტისათვის კი, ევროკავშირის წევრობა ის ცხენია, რომლეიც ქვეყანას ნატოში შეაჭენებდა. ხოლო უკრაინის ნატოშ გაწევრიანება უკვე წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავდა. პუტინმა იანუკოვიჩზე ზეწოლა გააძლიერა და მას ისეთი შეთავაზება გაუკეთა რაზეც უარს ვერ იტყოდა, უკრაინის პრეზიდენტმაც გვერდი აქცია ევროკავშირს და მოსკოვთან პაქტი გააფორმა, ამან კი საპროტესტო აქციების გაღვივება გამოიწვია, საბოლოოდ კი იანუკოვიჩის ჩამოგდება.
                    გერმანელები და ამერიკელები მხარს უჭერდნენ, უკრაინის ოპოზიციას, ბერლინმა ბოქსის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო პოლიტიკოცად აქციეს, როგორც მათი კაცი. დასავლეთი ინტელექტუალურად და ეკონომიკურად ეხმარებოდა, პრო - დასავლურ ძალებს, რაც ზოგიერთი დემოკრატიული ოპოზიციური ძალის დაფინანსებაში გამოიხატებოდა.
                          კიევში ქუჩის ბრძოლებმა იფეთქა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი საპროტესტო აქციები აგორდა. აღმოსავლეთიდან ხალხი დაიძრა პრეზიდენტის მხარდასაჭერად, მაშინ როცა დასავლეთ უკრიანის ქალაქებში ისეთი, როგორც ლვოვი არის ( რომელიც ნაჩვევი იყო პოლონეთში ყოფნას ) ხალხი ცდილობდა ყოველგვარი პრო - რუსულიგან თავი დაეღწია.
                  2014 წლის შუა თებერვლისთვის, ლვოვი და დასავლეთის საქალაქო ტერიტორიები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, 22 თებერვლისთვის, როდესაც უკვე რამოდენიმე ათეული დემონსტრანტი იყო კიევში მოკლული, პრეზიდენტი იანუკოვიჩი, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ქალქიდან გაიქცა. ანტი რუსულმა ძალებმა, რომელთა ნაწილის პრო - დასავლური იყო ნაწილი კი პრო - ფაშისტური, სახელმწიფო ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ამ მომენტიდან წილი ნაყარი იყო . პუტინს აღარ ჰქონდა დიდი არჩევანი, მას უნდა მოეხდიან ყირიმის ანექსირება, სადაც არა მარტო დიდი რაოდენობით რუსულად მოლაპრაკე მოსახლეობა იყო, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სევასტოპოლის პორტი.
                             სევასტოპოლი რუსეთის ერთად - ერთი ნამდვილი თბილი წყლის პორტი არის. თუმცა, აქედან წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე შეზღუდულია მონტრეს 1936 კონვენციით. რამაც მაშინდელ თურქეთს, რომელიც ახლა უკვე ნატოს წევრი არის ბოსფორის კონტროლი ხელში ჩაუგდო. რუსული გემები სრუტეში გადაადგილდებიან მაგრამ შეზღუდული რაოდენობით, ხოლო ომის შემთხვევაში მათ აქ გადაადგილება შეიძლება აეკრძალოთ. ბოსფორიდან გასვლის შემდეგ კი მათ, მოუწევთ ეგეოსის ზღვაში ცურვა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება რუსული გემი ხმელთაშუა ზღვაში და ამის შემდეგაც გიბრალტარის სრუტეში უნდა გაიარონ რომ ატლანტის ოკეანეს მიაღწიონ, ანდა სუეცის სრუტეში უნდა გაცურონ, რომ ინდოეთის ოკენაეში მოხვდნენ.
             რუსებს პატარა საზღვაო ბაზა აქვთ, სირიის ნაპირებზე ქალაქ ტარტუში, ( ეს ნაწილობრივ ხსნის რუსეთის მხარდაჭერას სირიის ხელისუფლებისადმი, 2011 წელს დაწყებულ ბრძოლაში ) მაგრამ, ეს არის შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პორტი და არა ძირითადი ბაზა.
                   რუსეთის მეორე სტრატეგიული პრობლემა კი არის ის, რომ ომის შემთხვევაში მას არც ბალტიის ზღვიდან არ შეუძლია გავიდეს, რისი მიზეზიც სკაგერაკის სრუტე არის, საიდან არის გასასვლელი ჩრდილოეთის ზღვაში. მოცემული სრუტე კი ნატოს წევრის სახელმწიფოების, დანიის და ნორწეგიის მიერ კონტროლდება და იმ შემთხვევაშიც კი თუკი გემმა შეძლო და ამ სრუტეში გაძვრა იწყება მეორე გზა ცნობილი როგორც GIUK - ის ( Greenland/ Iceland / UK ) სივრცე ჩრდილოეთის ზღვაში - რომელსაც უკეთესად შევხედავთ როდესაც დავლეთ ევროპას დავაკვირდებით.
                  ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსებს დრო არ დაუკარგიათ. მათ დაიწყეს შავი ზღვის ფლოტის მშენებობა სევასტოპოლში და ახალი პორტის შენება ნოვორასიისკში, მართალია მას არ აქვს ბუნებრივად ღრმა პორტი, მაგრამ რუსეთს მაინც მისცემს დამატებით შესაძლებლობებეს. 80 ახალი გემი არის შეკვეთილი, ასევე რამოდენიმე წყალქვეშა ნავიც. ფლოტი ვერ იქნება შემძლე, რომ ომის პერიოდში შავი ზღვა გაარღვიოს, მაგრამ მისი შესაძლებლობები ჯერ იზრდება.
              ამის საპირისპიროდ, უნდა მოველოდეთ, რომ აშშ  წაახალისებს, მის მოკავშირე და ნატოს წევრ რუმინეთს, რომ მან მისი შავი ზღვის ფლოტი გააზლიეროს, ხოლო თურქეთს ხელს შეუწყობს, რომ მან ბოსფორის დაჭერა შეძლოს.
                  ყირიმი 2 საუკუნის მანძილზე რუსეთის კუთვნილება, იყო სანამ 1954 წელს ხრუშჩოვმა ის უსსრ არ გადასცა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა ადამიანი სამუდამოდ იარსებებდა და შესაბამისად ის მუდამ მოსკოვიდან მართავდა, მთელ ამ ტერიტორიას. მაშ, აღარც უკრაინი იყო საბჭოთა და ეჰ კი არა აღარც პრო - რუსული, პუტინმა იცოდა, რომ სიტუაცია უნდა შეცვლილიყო. და იცოდნენ ეს დასავლელმა დიპლომატება ? თუკი არა, მათ არ სცოდნიათ დიპლომატიის პირველი წესის, გაკვეთილი # 1 შესახებ. ,, დიპლომატია დამწყებთათვის" : როდესაც ვხვდებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფრთხეს, დიდი სახელმწიფოები იყენებენ ძალას. თუკი მათ ეს იცოდნენ, მათ ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ პუტინის მიერ ყირიმის ანექსირება იქნებოდა ფასი, მათ მიერ, უკრაინის თანამედროვე ევროპასა და გავლენის დასავლურ სფეროში შეყვანის.
                        კეთილშობილური ხედვით, ისე ჩანდა, რომ დასავლეთი მოუთმენლად ელოდა უკრაინის მიღებას დემოკრატიულ სამყარაში, როგორც სრულუფლებიანი წევრისას მისი ლიბერალური ინსტიტურებისა და სადაც კანონი მართავს და ბევრი არაფერი იყო რისი გაკეთებაც მოსკოვს შეეძლო. ეს არის ხედვა, რომელიც არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ გეოპოლიტიკა ჯერ კიდევ არსებოსბ 21 საუკუნეშიც, ანდა რუსეთი არ თამაშობს წესების მიხედვით.
                       გამარჯვებით დამთვრალმა, უკრაინის დროებითმა მთავრობამ ეგრევე გააკეთე რამოდენიმე სულელური განცხადება, მათ შორის იყო ის განზრახვა, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რუსულისათვის სახელმწიფო სტატუსი გაეუქმებინათ. ეს კი ისეთი რეგიონები იყო სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის რუსული მშობლიური ენა იყო, მათ შორის რათქმაუნდა იყო ყირიმიც, ასეთი საქციელი კი კარგი საშალება იყო სიტუაციის გასართულებლად. პუტინს კი საშუალება მიეცა, რომ პორპაგანდა ეწარმოებინა, უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს დაცვა სჭირდებათო.
                            კრემლს აქვს კანონი, რომელიც მას ,,ეთნიკურად რუსების" დაცვას ავალდებულებს, რთულია ჩავწვდეთ, ამ ტერმინის დიზაინს, ვინაიდან ის ისეთია როგორადაც რუსეთი განმარტავს, ყველა იმ სავარაუდო კონფლიქტში, რომელის შესაძლოა, ყოფილ სსრკ - ს ტერიტორიაზე გაჩნდეს, როცა კრემლს სჭირდება, ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ხალხის მიმართ, რომელთათვისაც რუსული უბრალოდ პირველი სალაპარაკო ენაა. სხვა შემთხვევაში, ახალი მოქალაქეობის კანონი შემოდის ხმარებაში, რომელიც ამბობს, თუკი თქვენი ბებია - ბაბუა, ცხოვრობდა რუსეთში და რუსული თქვენი მშობლიური ენა არის, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ რუსეთის მოქალაქეობა. ამის გათვალიწინებით, ადამიანებს, ექნებათ საკუთარი თავის დაცვის კიდევ დამატებითი შესაძლებლობა, ხოლო რუსეთს საბაბი რომ ამ კონფლიქტში ჩაერიოს ( ანუ, როდესაც რუსი მოდის და რუსული პასპორტით ხვდები ნაკლები მოგვხდება, ხოლო რუსი კიდე უფრო ადვილად შეძლებს შემოსვლას, ასე, რომ ვინც რუსული პასპორტის რიგში აპირებს ჩადგომას, სახელმწიფო მათ ერთ მშვენიერ დღეს პოტენციურ საფრთხედ განიხილავს* ).
                ყირიმის მოსახლეობის დაახლოები 60 % ,, ეთნიკურად რუსი" არის, შესაბამისად კრემლმაც გაღებული კარი შეაღო. პუტინი მხარს უჭერდა კიევის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს და იმდენი პრობლემა გააჩინა, რომ საბოლოოდ თავისივე ჯარები გამოიყვანა სევასტოპოლის ბაზიდან მოსახლეობის დასაცავად. უკრაინული არმია, ისეთი პირობებში იყო, რომ არც ხალხის და არც რუსული ჯარის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეეძლო და სასწრაფოდ მიატოვა ნახევარკუნძული. მაშ, ყირიმი კიდევ ერთხელ გახდა დე - ფაქტო რუსეთი.
                 თქვენ შეიძლება მოიყვანოთ არგუმენტი, რომ პუტინს ჰქონდა არჩევანი : და მას შეეძლო პატივი ეცა უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისათვის. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქმე ჰქონდა გეოგრაფისთან, ეს ღმერთმა განუსაზღვრა და მას სხვა არჩევანი არც ჰქონია. ის არ იქნებოდა ადამიანი ,, ვინც დაკარგა ყირიმი" თავის თბილი წყლის პორტიანად.
             ვერავინ გაბედა, რომ უკრაინა გადაერჩინა, როდესაც მანდ დაკარგა ბელგიის, ანდა მერილენდის შტატის ზომის ტერიტორია. უკრაინამ და მისმა მეზობლებმა იცოდნენ, გეოგრაფიული ჭეშმარიტება: სანანმ ნატოს წევრი არ ხარ, მოსკოვი არის ახლოს, ხოლო ვაშინგტონი შორს. რუსეთის ეს საციცოხლო მნიშვნელობის იყო, მათ არ შეიძლებოდა დაეკარგად ყირიმი, დასავლეთ შეეძლო მის გარეშეც გამკლავებოდა ცხოვრებას.
                ევროკავშირმა შეზღუდული სანქციები დააწესა რუსეთზე - შეზღუდული ვინაიდან, ევროკკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე და ზამთარში თავიანთ სახლებს რუსული ენერგიით ათბობენ. ნავთობ და გაზსადენები გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ონკანზე რუსეთს აქვს ხელი დადებული.
                           ენერგია როგორც პოლიტიკური იარაღი კვლავ იქნება გამოყენებული და ,, ეთნიკური რუსიც" როგორც იმ სვლების გასამართლებელი რასაც მოსკოვი მოიმოქმედებს.
                    2014 წელს თავის ერთ - ერთ გამოსვლაში, პრეზიდენტმა პუტინმა, ახსენა, ტერმინი ,,ნოვორასია" ,,ახალი რუსეთი". კრემლის ექსპერტებმა ღრმად ამოიხვნეშეს. პუტინმა გააცოცხლა სახელი, რომელიც ერქვა იმ გეოგრაფიულ ტერიტორიას სადაც დღევანდელი, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინა, არის. რომელიც რუსეთმა ოსმალეთის იმპერის წაართვა ეკატერინეს დიდი მეფობის და 18საუკუნის ბოლო პერიოდში. ეკატერინემ ამ რეგიონში ჩაასახლა, რუსები და სხვებსაც მოსთხოვა, რომ აქ რუსულად ელაპარაკათ. ,,ნოვორასია" გადაცემულ იქნა, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის 1922 წელს.  ,,რატომ ? " იკითხა, პუტინმა რიტორიკულად. ,, დაე ღმერთმა განსაჯოს ისინი". თავის გამოსვლაში, მან ახსენა, ხარკოვი, ლუგანსკი, ხერსონი, დონეცკი, მიკოლაევი და ოდესა სანამ განაცხადებდა ,, რუსეთმა ეს ტერიტორია სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგა, მაგრამ ადამიანები დარჩნენ".
             რამოდენიმე მილიონი რუსი ცხოვრობს ყოფილი, სსრკ - ს საზღვრებში, მაგრამ არა რუსეთში.
                სიურპრიზი არაა, რომ მას შემდეგ რაც ყირიმი დაიპყრო, რუსეთმა ხელი შეუწყო, პრო - რუსულ მოსახლეობას უკრიანის აღმოსავლეთში, მის ინდუსტრიულ გულში დონეცკსა და ლუგანსკში, რათა მათ დაეწყოთ აჯანყება. რუსეთს ადვილად შეეძლო შეეყვანა სამხედროები, მთელ ტერიტორიაზე მდნინრე დნეპრი აღმოსავლეთით. მაგრამ ის თავისტკივილი, რაც ასეთ ქმედებას მოჰყვებოდა ნამდვიალდ არ სჭირდებოდა. გაცილებით უფრო ადვილი და იაფია, რომ წაახალისო ჯანყი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე და შეახსენო კიევს თუ ვინ აკონტროლებს ენერგო მომარაგებას, რათა დარწმუნებული იყო, რომ კიევის ეს გატაცება დასავლეთით არ დამთავრდება, ევროკავშირის ან ნატოს რომელიმე დარბაზში გამართული საქორწინო ცერემონიალით.
              აღმოსავლეთ უკრაიანაში, მიმდინარე აჯანყებისთვის ფარული მხარდაჭერა ლოგიკური იყო, ვინაიდან ამას საეთაშორისო სცენაზეც არ მოჰქონდა დიდი უარყოფითი შეგედი. ასე შეგიძლია, ყველას დასანახად იჯდე გაეროს უშიშროების საბჭოს დარბაზში და შენ მოწინააღმდეგეს ხელში არ ეჭიროს, რაიმე მტკიცებულება შენი ქმედებების. უფრო მეტიც, არც სჭირდება რაიმე კონკრეტული მტიკეცებულება თუკი გადაწყვეტილი აქვს რომ რაიმე გააკეთოს. ბევრმა პოლიტიკოსმა, დასავლეთში შვებით ამოისუნთქა და ჩუმად ჩაიჩურჩულა ,, მადლობა ღმერთს, უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თორემ მოგვიწევდა, რომ გვემოქმედა".
                         ყირიმის ანექსიამ, უჩვენა, თუ როგორ მზად არის რუსეთი სამხედრო ქმედებისათვის, რომ დაიცვას ის რაც მის ინტერესებშია, რასაც ის ,, ახლო სამეზობლოს" უქოდებს. ეს რაციონალური თამაში, იყო, რომ გარე ძალები აქ არ ჩაერეოდნენ და ყირიმის ,, შესაძლებელი" იყო. ის ახლოს მდებაროებს რუსეთთან, შესაძლებელია აზოვიდან და შავი ზღვიდან მომარაგება და შესაძლებელი იყო დაყრდნობოდი ნახევრკუნძულზე მცხოვები მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას.
                      რუსეთი ჯერ არ მორჩენილა საქმეს უკრაინაში, და არც სხვაგან. სანამ ის საფრთხეს გრძნობს, ალბათ თავის ჯარებს ბალტიის ქვეყნებში არ გააგზავნის, ან უფრო შორს ვიდრე ის საქართველოში შევიდა, მაგრამ ის გააძლიერებს საკუთარ ძალას საქართველოში ( აქ, რასაც ვხედავთ ის არის, ამდენი პრო - რუსლი პოლიტიკური პარტიები და პროპაგანდა რომ გვაქვს ). და ამ ცვალებად, პერიოდში, მის მიერ სამხედრო ქმედებებს ვერ გამოვრიცხავთ.
               ამავე დროს, რუსეთის ქმედებები 2008 წელს, საქართველოში, იყო გაფრთხილება ნატოსთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს არ მოსულიყო. ნატოს მცირე საჰაერო შენაერთები გამოჩდნენ, ბალტიის ცაში, დაანონსდა სამხედრო სწავლებები პოლონეთში, ხოლო ამერიკელებმა დამატებითი აპარატურის ,, მონტაჟი" დაიწყეს რუსეთის საზღვრების ახლოს. ( ეს ის ანტისარაკეტო სისტემებია, მთელ ევროპას და ჩრდილო ატლანტიკას ქოლგად, რომ უნდა დაფარებოდა და ვითომ ლავროვის მკაცრმა განცხადებებმა, რომ შეაჩერა თუმცა არც არავინ აპირებდა, ამაში მილიარდების დახარჯვას :) * ) .  ამავე დროს, წვიმასავით წამოვიდა დავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებსი ვიზიტები, ბალტიის ქვეყნებში, სქართველოსა და მოლდავეთში, რათა ესენი დაერწმუნებინათ მათ ურყევ მხარდაჭერაში.
                ზოგიერთი კომენტატორი კიდევ უფრო მძაფრ სურათს ხატავდა, თითქოს 6 ევროფაიტერ ტაიფუნი აქ რუსეთის ლაშქრის შესაჩერებლად ჩამოფრენილიყო ბალტიის ზღვაში. მაგრამ ეს იყო უბრალო დიპლომატიური სიგნალი - ნატო უჩვენებდა, რომ ის მზად იყო ბრძოლისთვის. და ეს მართლაც მოუწევდა, თუკი ის პასუხს მანამდე არ გასცემდა სანამ, რომელიმე მის წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ. ამერიკელები - რომლებიც უკვე ახალი საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე არიან, და ნაკლებად გრძნობენ თავს შეზღუდულად არსებული სტრუქტურით და მზად არის გამოჭედონ ახალი, ისეთი როგორიც თვითონ მიაჩნიათ საჭირო - ძალაინ უკმაყოფილო არიან ევროპული ქვეყნების მიერ თავდაცვისათვის გაწეული ხარჯებით.
               ბალტიისპირეთის 3 სახელმწიფოს შემთხვევაში, ნატოს პოზცია ნათელია. სანამ ყველა ესენი ნატოს წევრები არიან, რუსეთის მიერ ამ ქვეყნების მიმაღთ სამხედრო აგრესიამ, შეიძლება გამოიწვიოს ნატოს მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება, რომელიც აცხადებს ,, სამხედრო თავდასხმა, ერთზე ან რამოდენიმეზე, ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში, განხილულ იქნება როგორც თავდასხმა ყველაზე". და უნა ითქვა, რომ ნატო აუცილებალდ მოვა დასახმერაბლად თუკი ამის საჭიროება იქნება. მე -5 - ე მუხლი ძალაში, შევიდა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ და ნატოს გზა გაუხსნა ავღანეთში შეჭრისათვის.
               პრეზიდენტი პუტინს ისტორია უსწავლია. როგორც ჩანს მან კარგად შეისწავლა, საბჭოთა კავშირის ისტორია, როდესაც ის ძალიან გაიზარდა და იძულებული გახდა დაპატარავებულიყო. ბალტიის ქვეყნებზე, ღიად თავდასხმა ნაკლებად არის მოსალოდნელი, ვინაიდან ეს ისევ გამოწვევს ზედმეტად გაფართოებას და ამავე დროს ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გასაგებ სიგანელბს უგზავნის პუტინს.
            რუსეთს არ სჭირდება, რომ შეიარაღებული დივიზიები გააგზავნოს, ლატვიაში, ლიტვაში ან ესტონეთში, რათა აქ მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინოს. მაგრმა თუ ის მას, ოდესმე მოიმოქმედებს , ამის გამართლება იქნება ის, რომ აქ ცხოვრობს დიდი რაოდენობით რუსულ ენოვანი მოსახლეობა და მათი დისკრიმინაციისგან დასაცავად მოვა აქ რუსეთი. ესტონეთსა და ლატვიაში, ყოვლეი 4 ადამიანიდან 1 ეთნიკურად რუსი არის, ხოლო ლიტვაში ეთნიკური რუსები მოსახლეობის 5,8 % შეადგენენ. ესტონეთში, რუსულენოვანი ჩივიან, რომ ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ სტრუქტურებში და მათ უმეტესობას მოქალაქეობის რიამე ფორმა მარ გააჩნია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდათ გახდნენ რუსეთის ნაწილი, მაგრამ ისინი არიან ის ბერკეტი, რომლებიც რუსეთს შეუძლია მოქაჩოს, როდესაც მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა სურს.
            ბალტიისპირეთის რუსულენოვანი მოსახლეობა, კარგად შეიძლება იქნეს გამოყენებული აქ ცხოვრების გასართულებლად. არსებობს, რამოდენიმე სრულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია, რომელბიც მათ წარმოადგენენ. რუსეთი ასევე აკონტროლებს ცენტრალურ გათბობას ბალტიელთა ოჯახებში. რუსეთს შეუძლია, იმ გადასახადის დაწესება, რომელსაც ყოველთვიურად იხდიან ბალტიელები გათბობაში და თუ მოუნდება უბრალოდ გათიშავს ამ გათბობის სისტემას.
                     რუსეთი გააგრძელებს თავისი ინტერესების გაძლიერებას ბალტიისპირეთში. ესენი წარმოადგენენ, ერთ - ერთ ყველაზე სუსტ რგოლს მის თავდაცვის სისტემაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კიდევ ერთი ხვრელი მათ კედელში, მათ შეიძლება ერჩიათ ენახათ ბალტიის ზღვიდან თაღის ჩამოყალიბება, სამხრეთით, შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთით, ურალამდე.
                   დამატებითი ხვრელი კედელში და დამატებითი რეგიონი, რომელსაც მოსკოვი განიხილავს ბუფერულ ზონად არის მოლდავეთი.
             მოლდოვა წარმოადგენს, განსხვავებულ პრობლემას ყველა მხარისათვის. ქვეყანაზე შეტევისათვის რუსეთს მოუწევს გაიაროს უკრაინაზე, ჯერ მდინარე დნეპრზე და შემდეგ მოლდავეთის სუვრენეულ საზღვარზე. ეს შესაძლებელი იქნებოდა - დიდი ადამიანური დანაკერგებით და ოდესის როგორც ბაზის გამოყენებით. ამას, შეიძლება არც ნატოსთან ომი გამოეწვია ( მოლდოვა არ არის ნატოს წევრი ) მაგრამ ეს გამოიწვევდა ჯერ უნახავ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. და იმის დადასტურებას რისიც ამ წიგნის ავტორს ასე ძალიან სჯერა - ურთიერათობის გაციება რუსეთთან, უკვე ცივი ომის დაწყებას მოასწავებს.
                      რატომ შეიძლება უნდოდეთ რისებს მოლდავეთი ?  რადგანაც, როგორც კი კარპატების მთიანეთი სამხრეთისკენ რკალად იხრება და ტრანსილვანიის ალპები ხდება, მის სამხრეთით ჩნდება ვაკე, რომელიც მიდის შავ ზღვამდე. ეს ვაკე შეიძლება ასევე განხილული იქნეს, როგორც კორიდორი რუსეთში შესასვლელად. და რუსებს როგორც ჩრდილო ევროპის ვაკის ყველაზე ვიწრო გასასვლელი სურთ აკონტროლონ პოლონეთში, ისევე სურთ აკონტორლონ ეს ვაკე შავი ზღვის პირას - ასევე ცნობილი როგორც მოლდოვა - უფრო ადრე კი ბესარაბია.
                  ყირიმი ომის შემდეგ ( რომელიც რუსეთსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის გაიმართა, რათა ოსმალეთის იმპერია რუსეთისგან გადაერჩინათ ) 1856 წლის პარიზის ხელშეკრულებით, ბესარაბიის ნაწილი მოლდოვას დაუბრუნდა და ამიტ რუსეთს გზა მოეჭრა მდინარე დანუბამდე. რუსეთს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა, რომ ისევ არდგინა მასთან წვდომა, მარგამ სსრკ -ს დაშლის შემდეგ, მას კიდევ ერთხელ მოუწია უარი აღმოსავლეთისკენ დახევა.
           თუმცა, რუსები ფაქტიურად აკონტროლებენ მოლდავეთის ნაწილს, რეგიონს სახელად ტრანსნისტირია, რომელიც მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით არის და უკრაიანს ესაზღვრება. სტალინმა, თავისი ბრძნული ქმედებით აქ დიდი რაოდენობიტ რუსები ჩაასახლა, როგორც ეს ყირიმში გააკეთა, როდესაც იქედან თათრები გაასახლა.
                  დღევენდელი ტრასნისტირიაში 50 % რუსულ ან უკრაინულ ენოვანია და მოსახლეობის ნაწილიც პრო - რუსულია. 1991 წელს, როდესაც მოლდავეთი დამოუკედებელი გახდა, რუსულ ენოვანი მოსახლეობა აჯანყდა და მცირე ბრძოლების შემდეგ ტრანსნისტირიის რესპუბლიკის გამოყოფა გამოაცხადა. რაშიც დიდი დახმარება გაუწიათ, იმან რომ აქ იყო რუსული ბაზა განთვასებული და ასევე 2000 მდე რუსი ვეტერანი.
              მოლადავეთში რუსეთის სამხედრო ჩარევა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ის იყნებეს ტავის ეკონომიკურ მუსკულებს, და ასე ახდენს გავლენას მოლდავეთის ხელისუფლებაზე, რომ მან არ მოიდომოს ნატოში ან ევროკავშირში გაერთიანება.
                მოლდოვა ენერგეტიკულად რუსეთზე არის დამოკიდებული, მისი მარცვლეული აღმოსავლეთისკენ მიდის ასევე, მისი შესანიშნავი ღვინოც რუსეთში იყიდება, რომლის გაყიდვის მოცულობაც იცვლება იმის მიხედვით თუ როგორია ურთიერთობა ამ ქვეყანას შორის.
                    შავი ზღვის ნაპირებზე არის სხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყანაც: საქართველო. ის მოწინავე ადგილზე არ დგას იმ ქვეყნების სიაში, რომელთა კონტროლიც რუსეთს სურს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ 2008 წლის, რუსეთ - საქართველოს ომმა, რუსეთის ჯარების ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპირების შესაძლებლობა მისცა, რომლებიც ახლა მთლიანად აკონტროლებენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. მერეც, საქარტელო სამხრეთ კავკასიაშია, და აქ მოსკოვს ისედაც ჰყავს თავისი სამხედროები განთავსებული სომხეთში. მოსკოვი წინააღმდეგი არ იქნებოდა, თავის საზღვართან დამატებითი ბუფერული ზონა ჰქონოდა მაგრამ მთლიანი საქარტველოს დაპყრობის გარეშეც შეუძლია იცხოვროს. ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუკი საქართველო გადაწყვეტს უფრო ახლოს მივიდეს ნატოს წევრობასთან. სწორედ ამიტომ, არის თუ რატომაც გადადეს ნატოს მთავრობებმა მისი წევრობა ასე შორს, რომლებიც ცდილობენ თავიდან აირიდონ გარდაუვალი კონფლიქტი რუსეთთან.
                   საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ახლო ურთიერთობა ევროკავშირის სახელმწიფოებთან, მაგრამ 2008  წლის ომის შოკმა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ ამერიკელები, მის გადასარჩენად ჩამოვიდოდნენ  რუსეთის პროვოცირების შემდეგ, ბევრი დააფიქრა ხომ არ აჯობებდა მათი ფსონები დაეზღვიათ.  2013 წელს მათ ახალი მთავრობა აირჩიეს და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით უფრო შემრიგებლურია რუსეთის მიმართ. როგორც უკრაინაში იცის ხალხმა ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა აღიარებს სამეზობლოში - რომ ვაშნგტონი ძალიან შორს არის, მოსკოვი კი ახლოს.
                    რუსეთის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეისათვის, თუ ატომურ იარაღს არ ჩავთვლით, არა მისი ჯარი და საჰაერო ძალებია არამედ ნავთობი და გაზი. რუსეთი ნომერ მეორე გაზის ექსპორტიორია აშშ - ს შემდეგ და რათქმაუნდა ის იყენებს ამ შესაძლებლობას თავისი უპირატესობისთვის. რაც უფრო კარგი უერთიერთობა გაქვთ რუსეთთან, მით უფრო ნაკლებს იხდით გათბობაში, მაგალითად ფინეთი, ის უკეთეს შეთვაზებას იღებს ვიდრე ბალტიის სახელმწიფოები. ამ პოლიტიკას ისე აგრესიულად იყენებს და ისე უჭირავს ევროპის ენერგო მოთხოვნები რუსეთს, რომ ევროპელები ძვარასაც ვერ შვებიან. ევროპის ბევრი სახელმწიფო ცდილობს, რომ თავი დააღწიონ ამ დამოკიდებულებიდან, ნაკლებად აგრესიული სახელმწიფოებიდან ნავთობ და გაზასადენების მშნებლობით ან პორტების აშენებით.
           საშუალოდ, ევროპაში მოხმარებული გაზის და ნავთობის 25 % - ზე, მეტი მოდის ევროპიდან. მაგრამ, რაც უფრო ახლოს არის ქვეყანა მოსკოვთან, მით უფრო მეტად არის ის მასზე დამოკიდებული. რაც გარკვეულწილად უმცირებს ქვეყანას საგარეოპოლიტიკური სვლების რაოდენობას. ლატვია, სლოვაკეთი, ფიენთი და ესტონეთი 100 % - ით არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე. ჩეხეთი, ლიტვა და ბულგარეთი 80 % - ით არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე, საბერძენთი, ავსტრია და უნგრეთი 60 % ით, გერმანიის გაზის მოხამრების დაახლოებით ნახევარი რუსული გაზით არის დაფარული, ამას დამატებული ფართო სავაჭრო ურთიერთიერთობები, რაც კიდეც ხსნის, თუ რატომაც არის, რომ გერმანელი პოლიტიკოსები უფრო ნაკლებად აკრიტიკებენ კრემლს, მისი აგრესიული პოლიტიკის გამო ვიდრე ბრიტანელები, რომლებიც მხოლოდ 13 % არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე, და ამავე დროს საკუთარი გაზის საბადოები აქვთ ჩრდილეოთის ზღვაში და კიდევ 9 თვიანი მარაგი.
           რამოდენიმე გაზ და ნავთობსადენი კვეთს ევროპას, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მათ შორის უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი გაზსადენებია.
              ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვაში, გადის ჩრდილოეთის ნაკადი, რომელიც პირდაპირ უერთდება გერმნაიას. მის სამხრეთით, ბელორუსიას გადაჭრის, იამალის სადენი, რომელიც პოლონეთს და გერმანიას ამარაგებს. სამხრეთით მიდის ცისფერი ნაკადი, რომელიც თურქეთს ამარაგებს გაზით. 2015 წლამდე, არსებობდა სამხრეთის ნაკადის პროექტიც. რომელიც იგივე მიმართულებით აშენდებოდა, მაგრამ დაიტოტებოდა, უნგრეთის, ავსტრიის, სერბეთის, ბულგარეთის და იტალიის მიმართულებით. სამხრეთის ნაკადი, რუსეთის მხრიდან იყო მცდელობა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ უკრაინასთან არსებული დაპირისპირების შემთხვევაშიც, მას ექნებოდა კარგი საშუალება, ევროპის და ბალკანეთის ბაზარზე გასასვლელად. ევროპის რამოდენიმე ქვეყანა, ზეწოლის ქვეშ მოაქცია მათი მეზოვბლები, რათა გეგმა ჩაეშალათ. ბულგარეთმა ეფექტურად ჩაშალა გეგმა, როდესაც გაანცხადა, რომ ის დაუშვებდა მის ტერიტორიაზე გაზსადენს გაევლო. პრესიდენტ პუტინის რეაქცია იყო, თურქეთისათვის ახალი შეთავაზების კათება, რომელსაც ხშირად თურქული ნაკადის სახელით იცნობენ.
                       რუსეთის, სამხრეთის ნაკადი და თურქული ნაკადის პროექტები, იყო შედეგი იმ დაპირისპირებისა, რაც რუსეთსა და უკრაიანას შორის 2005 - 10 წლებში გაზის ფასის გამო გაიმართა. რამაც სხვადასხვა დროს 18 სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. ევროპული სახელმწიფოები, რომელბიც ყველაზე მეტად დარჩებოდნენ, სამხრეთის ნაკადის განხორციელების შედეგად, შესამჩნევად უფრო თავშეკავებულები აკრიტიკებდნენ რუსეთს ყირიმის კრიზისი დროს 2014 წელს.
               შედეგად, ამერიკელები მოვიდნენ ორივე მხარისათვის, ურთიერთიერთ მომგებიანი სტრატეგიით. შეხედეს რა, რომ ევროპას სჭირდება გაზი და არ სურთ სუსტებად გამოჩდნენ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის წინაშე, ამერიკელებმა გადაწყვეტილებაც გააჩინეს. შეილ გაზის ბუმმა აშშ - მათ არამარტო, იმის შესაძლებლობა მისცა, რომ დაეკმაყოფილებინათ საკუთარი მოთხოვნა, არამედ შეუძ₾იათ, რომ ნამატი მიჰყიდონ დიდ მომხმარებლებს - ამ შემთხვევაში ევროპას.
                ამის გასაკეთებლად, საჭიროა გაზი გათხევადდეს და გემებით გადატანილ იქნეს ატლანტის ოკეანეზე. ეს კი საჭიორებს, თხევადი გაზის ტერმინალებს და ასევე დამატებითი პორტების აშენებას, ევროპის დასავლეთ სანაპიროზე, რათა მათ შეძლონ ტვირთის მიღება და შემდეგ მისი ისევ გაზად გადაქცევა. ვაშნგტონი უკვე გასცემს ლიცენზიებს, ექსპორტიორებზე, ხოლო ევროპა იწყებს გრძელვადიან პროექტს, რათა ააშენოს მეტი ტერმინალი თხევადი გაზისთვის. პოლონეთი და ლიტვა აშნებენ ტერმინალებს, სხვა ქვეყნები კი როგორიც მაგალითად ჩეხეთია აშენებენ სადენებს რათა მიუერთდნენ ამ ტერმინალებს, იციან რა რომ შემდგომში შეიძლება მოგება ნახონ, არა მხოლოდ ამერიკული თხევადი გაზით, არამედ ჩრდილო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული რესურსით. შედეგად კი კრემლს აღარ ექნება შესაძლებლობა, ონკანი მოკეტოს.
            რუსები, ხედავენ სამომავლო საფრთხეს და ყურადღებას ამახვილებენ, რომ გაზსადენით მიწოდებული გაზი უფრო იაფია, ვიდრე თხევადი გაზი, და პრეზიდენტი პუტინიც ,, რა გავაკეთე საერთოდ არასწორად" გამომეტყველებით სახეზე, გაიძახის, რომ ევროპას უკვე აქვს გაზის იაფი და საიმედო წყარო, რომელიც მისი ქვეყნიდან მოედინება. თხევადი გაზი ვერ შეძლებს, რომ სრულაიდ ჩაანაცვლოს რუსული გაზი, მაგრამ ის გააძლიერებს ევროპულ პოზიციას, როგორც მოლაპარაკებების დროს ასევე მის ზოგად საგარეო პოლიტიკას. შემოსავლებში მოსალდნელი შემცირების დასაკომპენსირებლად, რუსეთი ცდილობს განავითაროს ახალი მიამრთულება, სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ და ჩინეთის ბაზარზე გაზარდოს გაყიდვები.
              ეს არის, გეოგრაფიაზე დაფუძნებული ეკონომიკური ბრძოლა და ერთ - ერთი თანამადეროვე მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება ტექნოლოგია ძველი დროების მიერ დატოვებული გეოგრაფიული შეზღუდლობის დასამარცხებლად.
            რუსეთს ასევე გავლენა აქვს, მისგან მოშორებულ ტერიტორიებზეც, ყველაზე შეამჩნევად კი სამხრეთ ამერიკაში, სადაც მისი მეგობრები არიან, ისეთი სახელმწიფოები რომელთაც ყველაზე ნაკლებად აქვთ კარგი ურთიერთობა აშშ - სთან, მაგალითად ვენესუელა. რუსეთი ასევე ცდილობს მიჰყვეს აშშ - ს ქმედებებს, ახლო აღმოსავლეთში, სულ მცირე სიტყიერად მაინც. დიდ თანხებს ხარჯავს თავისი არქტიკული სამხედრო ძალების გაძლიერებაშიც და ასვე პრეტენზიებს გამოთქვამს გრენლანდიის მიმართაც. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ის ნაკლებ ფოკუსირებას ახდენს აფრიკაზე, თუმცა ცდილობს იმ ზომის გავლენის მოხდენას რაც შეუძლია მაგრამ ამავე დროს აფიკაში ბრძოლას აგებს ჩინეთთან.
                 სახლშიც ბევრი პრობლემები აქვს რუსეთს, პირველ რიგში დემოგრაფიული პრობლემა. მოსახლეობი ზრდის მკვეთრი შემცირება, შეიძლება შეჩერდა მაგრამ ის მაინც პრობლემად რჩება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რუსი მამაკაცისათვის 65 წელს ქვემოთ არის, რითაც ის მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის სადღაც ბოლო ადგილებზე ხვდება და ამჟამად რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ 144 მლნ არის ( ყირიმის გამოკლებით )
                          მოსკოვის დიდი სამთავროდან დაწყებული, პეტრე დიდით, სტალინით და პუტინით გაგრძლებული, რუსეთის ყველა ლიდერს მსგავს პრობლემასთან მოუწია შეხვედრა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი იდეოლოგიით მართავდნენ ისინი ქვეყანას, იყო ეს ცარისტული, კომუნისტური თუ სამეფო კაპიტალისტური - პორტები დღემდე იყინება და ჩრდილო ევროპის ვაკე დღემდე გაშლილია.
                      შემოვხაზოთ ეთნიკური სახელმწიფოს საზღვრები, და ვნახავთ, რომ რუკა რომელიც იყო ივანე მრისხანეს დროს ისევ ისეთია დღესაც, რაც ვლადიმერ პუტინს აქვს.


                                               თავი 2 ჩინეთი  
To be continued ... When i'll be able and ready for translation work :)


       ( როგორც ასეთი, საქართველოზე არ მიყვარს, ლაპარაკი ან წერა იმიტომ, რომ კრიტიკა ცუდად ისმის, მართალია მკვდარზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ მომაკვდავი შეიძლება ვაკრიტიკოთ, მომაკვდავს სმენა ბოლოს ეხშობა და იქნება არც მოკვდეს და დიდხანს იცოცხლოს და კრიტიკა გაითვალისწინოს. ის, რომ რუსეთისთვის უკრაინა ბოლო დიდი საქმეა ფაქტია და მარშალის ბოლო შედარება პუტინის რუსეთის, ივანე მრისხანეს დროინდელ რუსეთთან უბრალო მინიშნება არ არის და ჯერ კიდევ იმპერიულ რუსეთს, რომ ერთ მშვენიერ დრეს მოუწევს ივანეს დროინდელი ზომით დაკმაყოფილდეს გარდაუვალი რეალობაა. აი ის პერიოდი კი, რომელიც ამას დასჭირდება არ მგონია ნახევარ საუკუნეზე დიდხანს გაიწელოს და ამ რღვევაში საქართველო რას მოიმოქმედებს, მინიმუმ მომავალი 1 საუკუნით გასაზღვრავს ჩვენ არსებობას.    აქ, მოყვანილი ფაქტი, რომ, იმიტომ მოხვდა საქართველოს, ჩვენ რომ ნატოსკენ ზედემტად სწრაფად მივიქაჩებოდით, სიმართლეა, მაგრამ იმის შიშით რომ ისევ მოგვხვდება ეს არ უნდა შევწყვიტოთ, უბრალოდ უფრო ჩუმად უნდა ვაკეთოთ და მაინც უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ მომავალ 10 წელიწადში შეიძლება კიდევ ერთხელ მოგვიწიოს ომმა. არც უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რუსები წავლენ სხვები მოვლენ და მაგ პერიოდისთის ისეთი მდგომაროება უნდა გვქონდეს შემქნილი, რომ ვინმეს თვალში როცა მოვხვდებით თვალი არ ვატკინოთ. პირველ რიგში ეს თურქეთს ეხება, როცა რუსები წავლენ ეს თურქების და ირანელების საბრძოლო ასპარეზად იქცევა ისევ.  როგორც რუსეთთან ომის დროს არ შემოვიდა ნატო, მით უმეტეს ვერ გვიშველის თურქეთთან, ნატოს წევრიც რომ გავხდეთ მაინც თურქებს ჩავუვარდებით ხელში. მერე იქნება გართობა პროირანულ და პრო თურქულ ძალებს შორის, სად არის ამ დროს ევროპა და ამეირიკა ? ევროპა აფრიკასთან და ამერიკა ჩინეთთან. :) ( ეს ზედმეტად, მოკლე და ზედაპირული ანალიზია, მაგრამ მომავალი ესეთი ჩანს :) ) )