ადამიანი პესიმისტი რომ ხარ ცუდია, თუ პესიმისტობასთან ერთად ცინიკოსიც ხარ დამატებით გარშემომყოფებსაც უშლი ნერვებს, მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად გადაშენების პირას მისული სახეობაც ხარ და ეს ყველაფერი კარგადაც მოგეხსენება მაშინ ყველაფერი განსაკუთრებით ცუდი არის. ამ ყველაფრიდან გამოსავლის ძიება იმდენად გრძელი და რთული გზა არის შეიძლება იფიქრო რაც ხდება ეს მომეწონოს დრო არისო, მაგრამ სანამ მე ეს ყველაფერი მომეწონა თუ არა მანამდე ქართულ სისტემას როგორ მოეწონა ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის შესაცვლელად რა მოიფიქრა ის ვნახოთ.
ჰოდა ქართული სისტემის, გინდაც მთავრობის რომლის შინაარსიც ბოლო ალბათ საუკუნეა დიდად არ შეცვლილა მამოძრავებელმა სისტემურმა აზროვნებამ ისეთი შედევრი შექმნა რასაც კანონი ,, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" ეწოდება, ჯერჯერობით დიდი პროტესტისა და განსაკუთრებული შეფასებების გარეშე კანონი წინ მიიწევს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს წინასაარჩევნო ბატალიებში, მთავრობა იტყვის ჩვენ გავაკეთეთო წინა მთავრობა იტყვის ჩვენ დავიწყეთ გაკეთებაო, ვისაც მთავრობაში ყოფნა არ ღირსებია და ქრონიკულად ოპოზიციაშია ის იტყვის ჩვენ რომ არ გვეიძულებინა მთავრობა არავინაც არ მიიღებდა მაგ კანონსო და კანონი რომ ბევრს არაფერს შეცვლის და გააკეთებს მაგას მე დავწერ, პესიმისტური მიდგომაც გამომდის და მომავალი მინიმუმ 10 წელი პარლამენტარობას არ ვაპირებ და ამასობაში დაგავიწყდებათ, უარესები და უფრო ახლებიც დავიწყებია ხალხს.
მთის კანონი 1584 დასახლებას უნდა შეეხოს, არჩვანის გაკეთების დროს ზღვის დონიდან 1,500 მეტრს ზემოთ მყოფი ყველა დასახლება შევიდა ამ სიაში, შემდეგ 800 მეტრს ზემოთ დასახლებებიც შეიყვანეს განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო, თუმცა ზოგიერთი 800 მეტრს ქვემოთ მყოფიც მოხვდა სიაში. სტატუსი რომ მიიღო მთაში მაცხოვრებლის ელექტორენერგიის გადასახდს უნდა იხდიდე ან მოწმეები უნდა გყავდეს რომ ნამდვილად იქ ცხოვრობ, სტატუს რომ მიიღებ მერე იხსნება კარები სამოთხეში, ჯერ ერთი ჵო მთა ისედაც ნამდვილად სამოთხეა ( 1 თვე ზაფხულში სტუმრად როცა ხარ ) მერე კიდე ამდენი შეღავათები და ამხელა სუბსიდიები გაქ და საერთოდ შეიძლება ფეხი არ ჩამოადგა იმ 800 მეტრს ქვემოთ. ( მაგრამ ვინც ჩამოადგა იმათ ნამდვილად ვერ აიყვან უკან ). პირველი შეღავათი პენსიონერებს ეკუთვნით, 20 % ით ზრდა არსებული პენსიის, ექიმებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პენისიის ოდენობის 2 მაგი რაოდენობა სახელფასო დანამატად დაენიშნებათ, ექთნებს პენსიის ერთმაგ ოდენობას დაუმატებენ, ზამთარში პირობებსაც გაუმჯობესებენ, დახარჯულ ელექტროენერგიაზე 50 % - ს სახელმწიფო გადაუხდით, მხოლოდ 100 კვტ - მდე. არც ახალაგაზრდა ოჯახებს დაწყვიტა ქართულმა სისტემამ გული და ის ვინც მთაში მოსახლეობის გამრავლებას დააპირებს პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში 100 ლარს გადაუხდის, მესამე და მომდევნოებზე 2 წელი 200 ლარი იქნება დახმარება. ამ ქართული სისტემის ჩამომყალიბელ ქართველს მასწავლებლებსაც ალბათ მოუნდებათ მთელი სიცოცხლე ზღვის დონიდან რაც შეიძლება მაღლა გაატარონ ხელფასის 50 % - ს დაუმატებენ. მთაში ბიზნესმენობას თუ გაბედავ ჰო მთლად აშენდები გადასახადებისგან გაგანთავისუფლებენო.
ახლა ჩემეული კრიტიკა, ნუ დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭებასთანაც მაქვს პრეტენზია, პირველ რიგში უკეთესი იქნებოდა ყველა ამ დასახლებისთვის სტატუსის მიცემას ისეთები არჩეულიყო რომლებსაც მართლა შეუძლია რომ მთიან რეგიონში დარჩეს და ამავე დროს ადამიანებისთვის უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ღირსეული საცხოვრებელ პირობებში იგულისხმება რომ ადამიანს ჰქონდეს მუდმივი სამუშაო ( კარგ სამუშოა პირობებს დასაქმებულთა უმრავლესობისათვის საქართველოში მინიმუმ მომავალაი 15 წელიწადი მე პირადად არ მოველი ), გარანტირებული მინიმალური კომფორტი, როგორიც არის გამართული ინფრასტრუქტურა, (სტრანსპორტო და საკომუნიკაციო), ხელმისაწვდომი ენერგო მომარაგება ( გათბობა, ელექტროენერგია) და ასევე პლიუს გასართობი ინფრასტრუქტურა. ( ბარები, პარკები, ინტერნეტ კაფე მაინც) 1584 დასახლებიდან ყველა ამ პირობას ჩემი ვარაუდით 84 - იც ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ ერთი საქართველოს მთა განსაკუთრებით მცირე მიწიანი და რესურსიანი და მოსახლეობის ის ნაწილიც რომელსაც რაიმეს შექმნა შეეძლო დიდი ხანია უკვე მთიდან წამოსულია.
პენსიონერების 20 % დანამატი პენსიაზე ნამდვილად ვერ გმართვას პენსიონერის ცხოვრებას, რაც ჰქონდა იმას აჯობებს მაგრამ იმაზე მეტი ვერ იქნება, ის მაინც ისეთივე მდგომარეობაში დარჩება ცხოვრების ბოლომდე როგორშიც იყო, იმის გათალისწინებით რომ ეს ზრდა მაქსიმუმ 50 ლარი შეიძლება იქნეს.
ექიმებს ნამდვილად შეეძლებათ ცხოვრების გაუმჯობესება, უბრალოდ მათ ქალაქელ კოლეგბთან შედარებით ალბათ მაინც უკან იდგებიან შემოსავლებით და იმ შესაძლებლობებით რაშიც მათი ფული უნდა დახარჯონ.
ზამთარში ელექტროენერგიაზე შეღავათი ნამდვილად დაამაგრებს ხალხს მთაში, წარმოიდგინეთ მაქსიმუმ 50 კვტ ელექტროენერგიას მთავრობა საკუთარი ჯიბიდან იხდის ( და ამას შენი საკუთარი გადასახადიდან გიფინანსებს ) მთელი ერთი დღე შეგიძლია თბილად გაატარო თუკი ელექტრო ღუმელით გადაწყვეტ გათბობას მთაში ელექტროენერგიის მოხმარება ესეთი დაბალი იმიტომ არის, რომ ხალხს მეტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და არა იმიტომ რომ მათ არ იციან რა არის კომფორტი.
დახმარება ახალშექმინილი ოჯახებისათვის მთის მოსახლეობას ნამდვილად გაამრავლებსთქო რომ ვთქვა თავიდანვე სასაცილო იქნება, წარმოვიდგინოთ ახლაგაზრდა ოჯახი, შევთანხმდეთ რომ ცოლო ექიმი და თვეში 700 ლარი მაინც აქვს უკვე შმეოსავალი, ქმარი მსაწავლებელი და 700 ლარიც ამას აქვს თვეში, ბავშვი პირველი წელიწადი 100 ლარს იღებს სახელმწიფოსგან, 1,500 ლარი არ არის ცუდი, მამგრამ სწორედ ამ ბავშვის მომავლისათვის დედა ქალაქში წავა და ნამდვიალდ იშოვის რომელიმე კლინიკაში 700 ლარიან სამსახურს ან კერძო პრაქტიკას დაიწყებს, მამაც იშოვის სადმე მსგავსი ხელფასით სამუშაოს ანდა ესეც ბავშვებს მომზადებს 7 ბავშვი რომ მომაზადოს თვეში 700 ლარზე მეტი ნამდვილად ექნება შემოსავალი მით უმეტეს ქართველები ბევრს ვხარჯავთ განათლებულ მომავალზე ( თუმცა ჯერჯერობით ნაკლებად ჩანს), 100 ლარი კი დაკარგა ოჯახმა მაგრამ, მათი შვილი იმას ნამდვიალდ შეძლებს რომ ნორმალურ ბაღში იაროს შემდეგ ნორმალურ სკოლაში, უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება ცხოვრებაში და ზოგადად ცნობილი ფაქტია რომ ისინი ვინც დიდ სოციუმში იზრდებიან უფრო მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან ეს კი ერთ -ერთი მთავარია ადამიანის განვითარებისათვის, ამას გარდა ქალაქში გაცილებით მარტივია ბავშვების უზრუნველყოფა მათი ჯანმრთელობისთვის და ასევე ადვილად შეიძლება მათი მომარაგება საჭირო სერვისებით. არგუმენტი იმის შესახებ რომ მთაში მცხოვრებისათვის ცხოვრება უფრო იაფია არ მიიღება, პირველი საქართველოს მთაც ქალაქებზეა უმეტესად ჩამოკიდებული საჭირო საქონლის მისაღებად, დაწყებული საკვებით და დამთავრებული სხვა მომსახურებებით, ოჯახში სადაც მსგავსი დასაქმების სტრუქტურაა სოფლის მეურნებისთვის არ სცალიათ რომ დამატებითი შემოსავალი შეიქმნან, მაქსიმუმ ვაშლი მოკრიფონ მეზობლის ეზოში. მეორე ის არის რომ ქალაქში გაცილებით მრავალფეროვანი შესაძლებლობებია რაც ცხოვრებას ამრავალფეროვნებს და ნორმალურ ადამიანსაც ფული იმისთვის სჭირდება რომ რაიმეში დახარჯოს და არა მთელი ცხოვერება გაიმწაროს და ბევრი ქაღალდი მოაგროვოს. მოკლედ ახალგაზრდა ოჯახიც ვერ დავამაგრეთ სოფლეში.
ახლა მასწავლებლებს რაც შეეხებათ, ესენი ალბათ კი იქნებიან გახარებული იმითი რომ ხელფასს უმატებენ, მაგრამ ჩემი ღრმა ეჭვით, რომელსაც სტატისტიკაც ამყარებს მალე მთიანი რეგოების სკოლებში მასწავლებლები მოსაწავლეების რაოდენობას გადააჭარბებენ რაც უკვე ბევრგან გამიგია და თუ დროზე არ უშველეს თავს საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩებიან.
ვინც მთაში ბიზნესმენობას აპირებს, არც მის ბიზნესს უწერია ალბათ დიდი ხნით არსებობა, ალბათ საერთოდ არ მოუწევს გადასახადის გადახდა იმითომ რომ მანამდე დახურავს თავის ბიზნესს ვიდრე ვინმე გადასახადზე მაიდგება, დღეისათვის მთაში საუკეთესო ბიზნესი სახელმწიფო ტენდერების მოგებაა სადაც ცალკე ბიზნესი მოგებული ტენდერების გაყიდვა გაჩნდა. მთიან რეგიონებში ალბათ პირველ რიგში ყველას სოფლის მეურნეობის აღორძინების იდეა გაუჩნდება, მაგრამ ასეთ რეგიონებში, არ არსებობს კვალიფიციური მუშახელი, არც სახნავ - სათესი ფართობებია დიდი ( ფერდობებზე სემირამიდას ბაღებმა გაამართლა მარტო ), რთულია გასაღების ბაზრებთან წვდომა და ცუდი ხარისხის არის ინფრასტრუქტურა. სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი მუხრუჭი ის სულელური კანონია რომლის მიხედვითაც ხალხს უფლება არ ქვს ტყით ისარგებლოს, ვენახისთვის საჭირო საშნებელი მასალის ტყიდან გამოტანა არ შეიძლება მოიპარავ და ციხეა, რიყეებიდან ხალხს სილას და ქვას არ ატნევენ რომ ხალხმა ყანა კი არა სახლის კედელი რომ ამოაშენოს, მთის კანონის მიღებამდე სხვა ყოფილა გადასახედი.
აღარაფერს ვამბობ ინდუსტრიაზე ან მოსახურების სფეროზე, ინდუსტრიას ნედლეული და მაღალკვალიფიცური მუშახელი სჭირდება რაც საქართველ მაღალმთიანეთში არ მოიპოვება, მომსახურების სფეროს დიდი რაოდენობით კლიენტები, რომლებიც ასევე ჭირს მაღალმთიან რეგიონებში, შეიძლება ვინმემ რომელიმე ბუნებრვი რესურსის ამოღება დამუშავებაზე იფიქროს, მაგრამ ვისაც ამდენი ფული აქვს რომ მსგასი საქმე წამოიწყოს იმდენი ჭკუაც აქვს რომ ქალაქში იგივე ფულით უფრო მომგებიანი, სუფთა და ნაკლებად საწვალებელი საქმე წამოიწყოს. ანუ ბიზნესიც ვერ დავიწყეთ მთიან რეგიონებში. ისე ელექტრონული კომერციას რომ მივდევდე ნამდვიალდ მთაში ვიქნებოდი რეგისტრირებული. ( ანუ მთაში შეიძლება ახლა ბევრი რეგისტრირებული ბიზნესი გაჩნდეს თუმცა მათი საქმიანობის არეალი სრულიად სხვაგან იყოს, გადასახადებს ვკარგავთ სახელმწიფო, შიდა Offshore იქმნება ფაქტიურად ).
მოკლე შეფასებით, მთის კანონი ვიღაცებს იმედს უჩენს მთაში უკეთესი მომავლისას, სინამდვილეში ეს კანონი მთაში მცხოვრებთა ცხოვრებას მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს, ნაცვლად იმისა რო მომხდარიყო ისეთი დასახლებების არჩევა რომელთაც აქვთ პოტენციალი გახდნენ ძლიერი ეკონომიკის მქონე დასახლებები და ასევე მიიზიდონ მოსახლეობა ქართულმა სისტემამ გადაწყვიტა მთელი მთა განევითარებინა, რაც ნამდივლად უფრო დიდ ძალისხმევას და ინვესტიციას მოითხოვს, ვიდრე ცალკეული დასახლებების განვითარება, კითხვაზე თუ რა უნდა ვუყოთ დანარჩენ მოსახლეობას, პასუხი არის რომ იგივე ფულით რაც უნდა დაიხარჯოს ამ ხალხის არსებულ საცხოვრებელ ადგილზე მომსახურებისათის ვეცადოთ ისინი ქალაქებში ჩავიყვანოთ და იქ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები რაც ჩემი მოსაზრებით უფრო იაფიც დაჯდება, ჯერ ერთი ახალგაზრდობა მაინც აღარ ჩერდება ზოგადად სოფლებში და მეორეც თუკი მოხუცებს ჩავიყვანთ მათი მომსახურება ქალაქში უფრო ადვილი იქნება.
პესიმიზმი საკმაოდ გამოვავლინე და ალბათ ცინიზმიც არ აკლდა ამ ყველაფერს, ახლა კი გადაშენების პირას მისული სახეობაც, ბოლო აღწერიდან დღემდე ლეჩხუმმა 38 % - იანი ვარდნა უჩვენა მეც ლეჩხუმელი ( არც სვანი, არც რაჭველი და გურულობაზე მოსმენილი ვერსიაც არასწორია) ვარ და მაგიტომ მაწუხებს, მაწუხებს არა იმიტომ რომ ამხელა იყო მიგრაცია არამედ იმიტომ რომ ეს მიგრაცია რამაც გამოიწვია ბოლო წლებია არ გამოსწორებულა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა პროცესი, საერთოდ ვფიქრობ რომ მსგავს პირობებში ვინც იქ ცხოვრობს ისიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ცდილობდეს იქედან წამოსვლას და მთის კანონიც რომ ვერ უშველის იქაურობას ესეც გამოჩნდება დროთა განმავლობაში, თუ ზოგადად საქართველოს ეკონომიკას ყვლეწლიურად 10 % - იანი ზრდა სჭირდება რომ მომავალ დეკადაში პოლონეთის ან ჩეხეთის დონეზე ავიდეს, ლეჩხუმს და დანარჩენ მთიან რეგიონებს წლიური 20 % - იანი ზრდა სჭირდებათ იგივე შედეგის მისაღწევად. ანუ მთის მოსახლეობა რომ მთას ნებისმიერ შემთხვევაში მიატოვებს ფაქტია და ძალისხმევა რომ ასევე არასწორად არის მიმართული ეგეც რეალობაა.
საბოლოო დასკვნა კი ასეთია, ჯობია ხალხის მთაში მიმაგრების მცდელობას მათთვის ბარში შექვმნათ ისეთი პირობები რომ შეძლონ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებეში იცხოვრონ, თუმცა ეს ხომ ქართული სისტემა. გაუტეხელი, ყველაზე ამაყი და მალე საქართველოსაც გააბრწყინებს, მთელი ბოლო დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 3 % იანი ეკონომიკური ზრდით.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen