Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Donnerstag, 11. Februar 2016

ქართული იდეოლოგიები სოციალ-დემოკრატია

შესავალი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1918-21 წლებს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, მისი კონსტიტუციისა თუ წევრების შეხედულებები, მათზე მსჯელობა, მათი შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვინაიდან, ამ პერიოდში საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მიიღო კოსტიტუცია, რომელიც იყო ძალზე დემოკრატიული, ვინაიდან მანამ მას მიიღებდნენ მიდიოდა სერიოზული დისკუსიები მასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეთნიკურმა უმცირესობებმა თავად მიიღეს მონაწილეობდა და გარკვეულწილად მათ ინიციატივაზე იყო დამოკიდებული ის, თუ რა თვალსაზრისით განისაზღვრებოდა მათი უფლებები. მართალია, მათი ინიციატივები და მოთხოვნილებები თავიდან ბოლომდე არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, მათ მოუსმინეს და დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თავად მათ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ მთავრობის, ხელისუფლების და ზოგადად, რესპუბლიკის დემოკრატიულობაზე მიუთითებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული იდეებისა და ქართული ნაციონალიზმის მიმართ. თუმცა, აშკარაა ისიც, რომ მათი დამოკიდებულებები მოცემული საკითხების მიმართ რამდენადმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ანუ, შეიცვალა მათი მიდგომები როგორც ეროვნული საკითხების მიმართ, ასევე რუსეთის მიმართაც. აქვე აღვნიშნავ, რომ თავად სოციალ-დემოკრატები თავიდან, არ მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მათ მიაჩნდათ, რომ თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, საქართველოს რუსეთთან ერთად უფრო მეტად შეეძლო წინსვლა, ვიდრე რუსეთის გარეშე , დამოუკიდებლად. ამ ყველაფერს ისინი ხსნიდნენ, რაზეც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებ.ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვება მათ იმ პერიოდშიც, მიაჩნდათ ტაქტიკურ  ნაბიჯად უფრო მეტად, ვიდრე სტრატეგიულად. როგორც ვიცით, გასაგებია თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა იდეოლოგიის მატარებლებიც იყვნენ თავად ქართველი სოციალ-დემოკრატები, თუმცა,  ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომელთაც სოც-დემოკრატების მენშევიკების ფრთა ჯერ კიდევ 1903 წელს გაემიჯნა ლონდონში, პარტიის მეორე კონგრესზე. აქედან გამომდინარე, საქართველო  უკვე  აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ გამოყოფოდა რუსეთს, ვინაიდან იდეოლოგიურად უკვე რუსეთის ხელისუფლებაში განსხვავებული, ბოლშევიკური მთავრობა მოვიდა. ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად საქართველოს რუსეთთან შეერთებაზეც ჟორდანიას განსხვავებული აზრი გააჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და მის შემდეგ, განსაკუთრებით კარგად ჩანდა მისი პოზიცია თუ რაოდენ უარყოფითად შეიცვალა როდესაც 1934 წელს პარიზში გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, სადაც იგი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდა.











ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე

ძალზე საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის დამოკიდებულებაზე ეროვნული იდეებისა და ნაციონალიზმისადმი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ იგი გამოყოფდა სხვა ქვეყანასაც, მაგალითად პოლონეთს და განასხვავებდა ერთმანეთისაგან რუსეთის ზეგავლენას პოლონეთის მიმართ და რუსეთის ზეგავლენას საქართველოს მიმართ.
ნოე ჟორდანია საუბრობდა იმ ფაქტზე, რომ პოლონეთი როდესაც დაიპყრო რუსეთმა , ეს უკანასკნელი იყო მასზე ჩამორჩენილი. ანუ, იგი საუბრობს იმაზე, რომ პოლონეთს გააჩნდა საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა, ვაჭრობა და საკუთარი სამოქალაქო ცხოვრება. რაც შეეხება რუსეთს, ნოე ჟორდანიას აზრით ეს უკანასკნელი პოლონეთზე დაბალგანვითარებული იყო. აქ მოხდა შემდეგი რამ, რომ დაბალგანვითარებულმა ერმა, როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიკურად, დაიპყრო მასთან შედარებით მაღალგანვითარებული ერი, რომელიც დაპყრობამდე პოლიტიკურადაც საკმაოდ განვითარებული იყო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იქნებოდა მოცემულ ქვეყანაში შინაგანი პროტესის მუხტი, რაც რეალურად წარმოშობდა ჟორდანიას აზრით ნაციონალიზმს როგორც პროტესტს. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამგვარად არ იყო საქმის ვითარება, არამედ რუსეთი საქართველოსთან შედარებით განვითარებული იყო. „საქართველოში ე.ი არ არსებობს ფაბრიკა, რომელსაც შეეძლოს მხარის ან მეზობლისათვის თავისი ნაწარმოების შეძლევა, ამ ქვეყნის უმთვარესი ნაწარმოები- პური და ღვინო- სრულიად არ ესაჭიროება მეზობელ ხალხებს“.[1]
ანუ, ამ შემთხვევაში, საქართველო ლოგიკურად არ ჩავარდა უარეს პირობაში,თუკი არ ჩავთვლით გარკვეულ კლასებს, მაგალითად თავადაზნაურობას. ამ შემთხვევაში ნოე ჟორდანიას იმის თქმა სურდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი გააჩნდა და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე არ არსებდა ქვეყანაში ნაციონალიზმის მუხტი. ის საუბრობს კახეთის აჯანყებაზე, იმ დროს როდესაც კახეთი აუჯანყდა რუსებს, ქართლი გაჩუმებული იყო , ხოლო მისი თავადაზნაურობა და თბილისის მოქალაქეები კი რუსებთან ერთად კახეთს ამშვიდებდნენ. ასევე ნოე ჟორდანია საუბრობს სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელზე, რომელიც რუსებს ეუბნებოდა, რომ მიეცათ ერთი პოლკი და მთელ იმერეთს აიღებდა. აქ ანალიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ნოე ჟორდანიას იმის თქმა უნდოდა, რომ საქართველოს არ გააჩნდა ერთიანი ნაციონალური მუხტი, რადგან ის იყო განუვითარებელი, ჩამორჩნილი ქვეყანა. აბსოლუტურად არ არსებობდა კონსოლიდაცია, ვთქვათ, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი კახელებსა და ქართლელებს შორის, როდესაც აჯანყება მოხდა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს შეუკავშირებლობაზე, მის დაბალ განვითარებულობაზე. ასევე, ნოე ჟორდანიას მოაქვს მაგალითი, როდესაც მაგალითად გენერალი სისოევი იყო წარგზავნილი 1819 წელს იმერელთა დასამშვიდებლად, მან ასეთი რამ თქვა,რომ იმერლების სხვადასხვა წოდება არეულობით ცდილობდა სხვადასხვა მიზნისათვის მიეღწია.ხალხს ეგონა, რომ ახალი საეკლესიო რეფორმებით შემოჰქონდათ ახალი გადასახადები,ამის პროტესტს გამოთქვამდნენ, ასევე ფეოდალებს სურდათ იმერეთში მეფის დაბრუნება, რადგან მათ დაკარგეს რუსეთის ქვეშევრდომობაში ძველი პრივილეგიები. ანუ, ერი აბსოლუტურად გაუერთიანებელი იყო მრავალი თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც კლასობრივ დაქსაქსულობას, მაგალითად ის, რომ გლეხები და თავადაზნაურობა სხვადასხვა მიზნისათვის იბრძოდა და ეს ეხებოდა ასევე რეგიონალურ დაქსაქსულობასაც, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, რომ კახეთის დაშოშმინებას ცდილობდნენ თბილისში, იმის მაგივრად რომ მოეხდინათ კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს ჩამორჩენილობაზე. ასევე ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ როდესაც ერი ავითარებს კაპიტალიზმს და ასევე სამოქალაქო შეგნებას ადამიანებში, თუკი შემდეგ იგი დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას, იგი მზად არის ნაციონალიზმისათვის, ვინაიდან როგორც პოლონეთის მაგალითზე აღნიშნავდა ნოე ჟორდანია, ეს არის ერთგვარი შინაგანი პროტესტი ერისა, რომ იპყრობს მასზე დაბალგანვითარებული ქვეყანა და აფერხებს მის წინსვლას, ეს კი იწვევს ნაციონალისტური იდეების წარმოშობასა და მის განვითარებას, საქართველოს შემთხვევაში კი ეს ასე არ იყო, პირიქით, ჟორდანიას აზრით რუსეთთან შეერთება იყო წინაპირობა ქვეყნის განვითარებისა და ეს ასეც მოხდა. რუსეთთან შეერთებამ მოიტანა ის, რომ მეტ-ნაკლებად მოხდა გლეხების ინტერესების გათვალისწინებაც, როგორც ნოე ჟორდანიას ნაშრომიდან ჩანს, რა თქმა უნდა, რუსეთს გლეხების ინტერესების დაცვაში ჰქონდა თავისი ინტერესები, დროის გარკვეულ ეტაპზე ისინი თავადაზნაურთა ინტერესებს უფრო წინაც აყენებდნენ, თუმცა ფაქტი ერთია,რომ რუსეთის შემადგენლობაში მოხდა ბატონ-ყმობის გადავარდნა და სხვადასხვა პროგრესული ნაბიჯების გადადგმა ჟორდანიას აზრით.
ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად გამოდიოდა ასევე მათ მიმართ, ვინც შენიღბული იყო ნაციონალისტური იდეებით და იგი მათ ქმედებებს რეალურ ნაციონალიზმად არც მიიჩნევდა. ეს იყო, პირველ რიგში თავადაზნაურობა. მისი აზრით, მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, თავადაზნაურობამ დაკარგა ძველი პრივილეგიები, აქედან გამომდინარე თავისი ინტერესებისათვის დაიწყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა აქ მთელი ერის ინტერესები არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან რომ ერი იყო დაქსაქსული ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე.
საბოლოოს ჯამში, უნდა ითქვას, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონდა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერს ხსნის, რომ საქართველო იმ დროისათვის ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომ რუსეთთან შეერთებამ საქართველოს რეალურად მოუტანა უფრო მეტი კარგი, მის ეკონომიკურ წინსვლასა თუ ქვედა ფენების ინტერესების გატარებაზე დაიწყო რუსეთმა ზრუნვა, მართალია ამაში იყო მისი ინტერესებიც, თუმცა საბოლოოს ჯამში მაინც დადებითად აისახა საქართველოს განვითარების კუთხით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის შემთხვევას იგი სხვანაირად განიხილავდა, რომ ამ შემთხვევაში პოლონეთის შემთხვევაში მოხდა მაღალი და დაბალი კულტურის შეჯახება, პოლონეთი მაღალი კულტურის წარმომადგენელი იყო, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიც ძალიან განვითარდა, მაგრამ ამავე დროს პოლონეთიც წინ მიდიოდა და სულ ასე წინ უსწრებდა რუსეთს და მაინც, ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აქაც მჟღავნდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის განვითარებამ მაინც დიდი გავლენა მოახდინა პოლონელებზე, მისი აზრით, თუკი ადრე ისინი პოლიტიკურ ავტონომიასაც არ სჯერდებოდნენ, ახლა მხოლოდ იმას თხოულობდნენ, და რომ სრულ დამოუკიდებლობაზე სრულიად აღარ ოცნებობდნენ პოლონელები.ასევე ჟორდანიას პოლონეთის სოციალისტური პარტია მოჰყავს მაგალითად რომელიც ადრე იმ აზრისა იყო, რომ „უკულტურო“ რუსეთის პოლიტიკური განახლება უფრო რთულია, ვიდრე პოლონეთის განთავისუფლება, ამიტომ მისი პროგრამის პირველი მუხლი იქნებოდა მოთხოვნა პოლონეთის დამოუკიდებლობისა.
ამის შემდეგ, უკვე ნოე ჟორდანია საუბრობს იმაზე, რომ დაიწყო რუსეთის რევოლუცია და მას შემდეგ, რაც პოლონელები მიხვდნენ, რომ რუსეთი არც ისე უკულტუროა, როგორც მათ ეგონათ პარტიაში მოხდა გახეთქილება და უმრავლესობამ თავი დაანება ნაციონალური პროგრამას, დაუახლოვდა სოც-დემოკრატიას , ხოლო გამოყოფილი უმცირესობა კი მიილტვოდა წმინდა ნაციონალიზმისაკენ.
ასევე ძალზე საინტერესოა ჟორდანიას მიმართება რუსეთთან იმ კუთხითაც, რომ ნოე ჟორდანია წერს, საქართველოში ნაციონალისტები იმას საუბრობდნენ,რომ ჩვენი ქვეყანა ადრე ყვაოდა, რუსეთის შემოსვლამდე, ისინი „ისარში“ წერდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკური ბატონობა დაიწყო საქართველოში, ქართული მწერლობა და პრესა არასდროს ყოფილა მდიდარი. ამის საპასუხოდ კი ნოე ჟორდანია საუბრობს, რომ ქართული პრესა აღორძინდა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში , ხოლო პირველი ქართული გაზეთი მთავრობის ინიციატივითა და ხარჯით გამოვიდა. თავისთავად იგრძნობა, ნოე ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იმ კუთხით, რომ ამ ყველაფერმა საქართველოს ძალზე ბევრი სასიკეთო რამ მოუტანა პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ამის დასტურად მოჰყავს მტკიცებულებები, თუ რა იყო საქართველო რუსეთის შემოსვლამდე და რა იყო მის თანამედროვე პერიოდში და საუბრობს ამ განსხვავებაზე, ასევე იმაზე, რომ ადამიანებმა იციან რა არის მათთვის სასიკეთო, აქ საუბარია უმრავლესობაზე, რომლისთვისაც თავისთავად უკეთესობისაკენ შეიცვალა პროცესი, გამონაკლისია მხოლოდ უმცირესობა, კერძოდ კი თავადაზნაურობა, რომლისთვისაც არ შეცვლილა უკეთესობისაკენ ყოფა და იმისათვის რომ დაებრუნებინათ თავიანთი ძველი პრივილეგიები, ახდენდნენ ეროვნული იდეების აპელირებას, თუმცა, რეალურად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთისადმი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (უმეტესად გამახვილებული იქნება ყურადღება ემიგრაციაში დაწერილ ნაშრომის მიხედვით)

ამ შემთხვევაში ძალზე  საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულების ცვლილებები. განსაკუთრებით კი შევეხები მის იმ ნაშრომს, რომელიც მან დაწერა უკვე იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს არათუ მოპოვენული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არამედ უკვე ემიგრაციაში იმფოფებოდა საქართველოს 1918-21 წლების ხელისუფლება.
თავიდანვე, ნოე ჟორდანია საინტერესოდ საუბრობდა ისტორიაზე, იგი იწყებს სწორედაც საქართველოს ისტორიული მიმოხილვით. პირველ რიგში, მას მაგალითად მოჰყავდა მირიან მეფე და ვახტანგ გორასალი. აქ იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე. როგორ შეუძლია პატარა ერს თავი გადაირჩინოს მრავალ დიდ ერს შორის. მას სამაგალითოდ მოჰყავს სწორედ მოცემული მეფეები, რომლებიც ატარებდნენ ლავირების პოლიტიკას. ისინი ძალზე ჭკვიანურად იქცეოდნენ და მოხერხებული პოლიტიკის ხარჯზე ახერხებდნენ იმას, რომ თავი გადაერჩინათ. ასევე იგი საუბრობდა იმ დროზე, როდესაც ძალზე გართულდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, როდესაც იგი მოექცა მუსულმანურ იზოლაციაში, ამ შემთხვევაში, არსებობდა ქრისტიანი ერიც, ბიზანტია, თუმცა  საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მოცემულ ქვეყანას ბიზანტიას არ დაუკავშირა და ჟორდანიას აზრით, სწორადაც მოიქცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოზე აგრესიულ პოლიტიკას გაატარებდნენ მუსლიმი მეზობლები, რაც ქვეყნისათვის არ იქნებოდა სახარბიელო. აქ დავაკვირდეთ იმას, რომ უკვე იკვეთება, ნოე ჟორდანიას აზროვნება რამდენადმე შეცვლილია. იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე, ქვეყნის გადარჩენაზე, რაშიც იგრძნობა ეროვნული მუხტი. სწორ მიმართულებაზე, პატარა ქვეყნის გადარჩენის პოლიტიკაზე, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, 1908 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში „ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“, სხვანაირად საუბრობდა, რაზეც ზემოთ გავუსვით ხაზი. იმ შემთხვევაში იგი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებდა, ამბობდა იმას, რომ თუკი ერისათვის, მისი წინსვლისათვის და განსაკუთრებით კი ქვედა ფენების ინტერესების განსახორციელებლად უკეთესი იქნება სხვა ქვეყნის მფლობელობაში ყოფნა, მაშინ უკეთესი იქნება ასეთი ყოფა. ანუ, საქართველოს მაგალითზე, ჩვენი ქვეყნისათვის მისი აზრით უკეთესი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ქვეყნის განვითარებისათვის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით, აგრეთვე, რაც მთავარია ქვედა ფენების ინტერესების უკედ განსახორციელებლად.
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაეცა ბიზანტია. ამ შემთხვევაში რუსეთი წარდგა, ასე ვთქვათ ბიზანტიის მემკვიდრეობის გაგრძელებად. აი სწორედ ამ დროს შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ვითარება არ შეცვლილა საქართველოსათვის, ჟორდანიას აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე მუსლიმურ ქვეყნებს ეომებოდა ბიზანტია, ხოლო ახლა ეს მოვალეობა თავის თავზე უნდა აეღო რუსეთს. ამ შემთხვევაში, ლოგიკურად საქართველოს მეფეებს უნდა გაეგრძელებინათ წინამორბედების მიდგომები , უნდა განეხორციელებინათ ლავირების პოლიტიკა, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ქართველმა მეფეებმა შეცვალეს თავისი მიდგომა. იგი საუბრობს კახეთის მეფე ალექსანდრეზე და გიორგი მეათეზე, რომლებმაც რუსეთს გაუგზავნეს ელჩები, რათა თავის ქვეშევრდომობაში მიეღოთ საქართველო. აქვე ქართველი მეფეების უვიცობაზეც საუბრობს ნოე ჟორდანია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, მაშინ რუსეთს არანაირად არ შეეძლო საქართველოსთან რაიმე კუთხით სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის ის გეოპოლიტიკურად ძალზე მოშორებული იყო საქართველოსაგან. ანუ, აქვე დავაკვირდეთ იმას, რომ ნოე ჟორდანიას რიტორიკა აბსოლუტურად შეცვლილია რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. ის უარყოფითად უყურებს იმ მეფეებს რომლებიც დაუკავშირდნენ რუსეთს, ვინაიდან ერთი მხრივ,მათ არ გააგრძელეს თავიანთი წინაპარი მეფეების ლავირების პოლიტიკა, რამაც გადაარჩინა ამდენი ხნის განმავლობაში მეტ-ნაკლებად საქართველო და ასვევ ხშირად როგორც საუბრობს ჟორდანია გადაარჩინა აოხრებას, განსხვავებით სომხებისაგან და სხვა პატარა ქვეყნებისაგან. ასევე საუბრობს ქართველ გუსართა პოლკზე, რომელიც 1739 წელს თათრების წინააღმდეგ იბრძოდა და საპასუხოდ რუსეთი არაფრით ეხმარებოდა საქართველოს. ასევე საუბრობდა ძალზე საინტერესო ფაქტზე, 1854 წელს ყირიმის ომის დროს, როდესაც ოსმალეთის ინიციატივა იყო საქართველოში ჯარების შემოყვანა და შემდეგ აქედან და ამ გზით ყარსიდან და მთელი ამიერკავკასიიდან რუსეთის ჯარების განდევნა. თუმცა, რეალურად საფრანგეთისაგან განსხვავებით ამას ინგლისმა არ დაუჭირა მხარი, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ სურდა რუსეთისაგან გამოყოფა, ვინაიდან საქართველოს ჯარი იბრძვის რუსის მხარდამხარ. ამ ყველაფერს ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა. მაშინ როდესაც 1908 წელს საკმაოდ სიღრმისეულად ხსნიდა და ამართლებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ არსებობდა რეალურად ნაციონალიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან შეერთებით საქართველოს ჰქონდა უფრო მეტად წინსვლის პერსპექტივა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ თუკი ადრე თავად-აზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი ცდილობდნენ გაეღვივებინათ ნაციონალიზმის ელემენტები რომელიც რეალურად ვერ ხდებოდა ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო, ახლა იგი თავადაზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ 1901 წელს მათი ინიციატივით გაიმართა დღესასწაული საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავთან დაკავშირებით.





დასკვნა
საბოლოო ჯამში, ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ ნოე ჟორდანიამ შეიცვალა თავისი დამოკიდებულება როგორც რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული საკითხების მიმართაც. პრინციპში, მოცემული ნაშრომი, რომელზეც იყო ყურადღება  უკვე შემდეგ პერიოდში გამახვილებული,  დაწერილი იყო, ემიგრაციის პერიოდში. ლოგიკურიცაა რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ეროვნული იდეების მამართ სოც-დემოკრატებს სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ამან , ვფიქრობ გარკვეული გავლენა მოახდინა მათ გულუბრყვილო პოლიტიკაზეც. ისინი ძალზე იყვნენ თავიანთი იდეებით გატაცებულნი, ამის მიხედვით ეპაექრებოდნენ ქვეყნის შიგნით სოციალისტ-ფედერალისტებსა და ეროვნულ-დემოკრატებს, საბოლოოდ კი მოხდა ის, რომ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობა გადაყვა. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებას ზედმეტად ენდვნენ და სამაგიეროდ არ გაითვალისწინეს ივანე ჯავახიშვილის რჩევები იმაზე, რომ ჰქონოდათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და კარგად დაკვირვებოდნენ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ეზრუნათ სამხედრო ძლიერებაზე, ვინაიდან შესაძლებელია მოეგერიებინათ წითელი არმიის თავდასხმა.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მათი შემობრუნება რეალური პოლიტიკისაკენ, დანახვა იმისა,რომ ერი ყველაზე უკედ ვითარდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებელია.ამან კი შეცვალა ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთს იმპერიის მიმართაც, ვინაიდან თუკი ის საუბრობდა თავიდან იმ მხარეებზე, რაც რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შესვლამ გამოიწვია, შემდეგ უკვე მან შეიცვალა თავისი დამოკიდებულება და იმ შეცდომებზე საუბრობდა, რამაც მოახდინა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.



[1] „ქართული მემარცხემეობის ქრესტომათია“ იხ თავი ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი (გვ33)