ქართული სოცლიალ-დემოკრატიული პარტია ძალზე საინტერესო
პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან,რომ ისინი თავიანთი მოღვაწეობის პირველ
ხანებში აქცენტს უფრო მეტად აკეთენდნენ თავიანთ სოციალისტურ იდეოლოგიაზე, მათ მიაჩნდათ,
რომ საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის შემადგენლობაში და თავიანთ უპირველეს მიზნად
მოცემული პარტიის წევრებს მიაჩნდათ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ სოციალისტური
ინტერნაციონალური იდეების გამხორციელება, კლასობრივი ჩაგვრის მოსპობა, სოციალისტური
მიზნების განხორციელება. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მათ შეიცვალეს თავიანთი
აზროვნება და შემოტრიალდნენ ეროვნული იდეებისაკენ. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე,
დამოუკიდებლობის მოპოვებაზე საუბარი არც იყო მათს რიგებში და თუკი მოხდებოდა, ეს მათ
მიაჩნდათ ტაქტიკურ ნაბიჯად და არა სტრატეგიულ ნაბიჯად. საქართველოს ბედს საბოლოო ჯამში
ისინი პოულობდნენ რუსეთის შემადგენლობაში გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეების განხორციელებაც
სწორედაც ასეთ ვითარებაში უფრო განხორციელებადად მიაჩნდათ, ვიდრე დაოუკიდებელი საქართველოს
წიაღში.
რა თქმა უნდა, მოცემულ პარტიას გააჩნდა თავისი დადებითი
და უარყოფითი ნიშნები. ზოგადად, განსაკუთრებით, შემდეგ ეტაპებზე უფრო ადვილია შეფასება
პოლიტიკური სისტემის, მთავრობისა თუ პარტიის. ვინაიდან, უკვე ცხადად გვაძლევს ისტორია
იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ, შევაფასოთ მათ მიერ განხორციელებული ნაბიჯები,
სწორი იყო თუ არა. ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ მაინც შედეგებით განისაზღვრება ქმედებათა
სისწორე ან პირიქით, შეცდომები, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ანალიზზეა საუბარი, ამ შემთხვევაში,
ვფიქრობ, სხვადასხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება.
რაც შეეხება ქართული სოციალ-დემოკრატიის უპირველეს დამახასიათებელ
დადებით ნიშნად უნდა ჩაითვალოს თავად მოცემული პარტიის კონსტიტუცია, მისი შექმნა. აღსანიშნავია,
რომ თავად კონსტიტუცია ევროპულ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის ელფერს აძლევდა
საქართველოს, მასში გათვალისწინებული იყო პლურალისტური უფლებები, უმცირესობების უფლებები,
რელიგიური განსხვავებულობის უზრუნველყოფა და ა.შ. თავად ეთნიკური უმცირესობების მიმართ
იყო ძალზე საინტერესო მიდგომები, გამომდინარე იქიდან, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს
მიეცათ უფლება ემსჯელათ, წამოეყენებინათ სხვადასხვა ინიციატივები და მიეღოთ, ასე ვთქვათ,
დისკუსიებში მონაწილეობა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა, შეუძლებელი
იყო მათი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ უკვე მათი მოსმენა
და მათი არგუმენტების მეტ-ნაკლებად გათვალისწინება ძალზე ბევრს ნიშნავდა.
მეორე ძალზე საინტერესო მიღწევად, სოციალ-დემოკრატებისა
შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტი,რომ მათ ყურადღება გაამახვილეს არამარტო მუშათა კლასზე,
არამედ პროლეტარიატთა კლასში გააერთიანეს გლეხობა, მუშები და წვრილი ბურჟუაზია. თავისთავად
მოცემული იყო არამარტო მათი დამსახურება, ასე ვთქვათ, არამედ მაშინდელი საქართველოს
რეალობიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციის შედეგი.თუკი ჩვენ ღრმად ჩავუღრმავდებით
კლასიკურ სოციალისტურ იდეებსა და მარქსის თვალთხედვას, დავინახავთ რომ მარქსი პროლეტარიატზე
საუბრისას გულისხმობდა მუშათა კლასს. მას რევოლუციურ კლასად არ მიჩნდა გლეხობა, რასაც
აქვს თავისი მიზეზები. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ გლეხობა არ არის ისეთი ადამიანთა
ჯგუფი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, განსხვავებით მუშებისაგან. გლეხებს გააჩნიათ
კერძო საკუთრება და აქედან გამომდარე, ისინი არ იყვნენ მარქსის აზრით მოწოდებულნი რევოლუციისაკენ,
მათ არ გულისხმობდა მარქსი თავის მოწოდებაში „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით,
არაფერი გაქვთ დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა.“ ასევე იმიტომ, რომ ისინი, მარქსის
აზრით, ნაკლებ განათლებულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ და ნაკლებად იყვნენ მოწოდებულნი,
მოტივირებულნი და ზოგადად, მზად იმისათვის რომ აეთვისებინათ და სისრულეში მოეყვანათ
მარქსის იდეები. აქედან გამომდინარე, ქართველი სოციალ-დემოკრატების დამსახურება იყო
ის, რომ არამარტო ქართულ, არამედ რუსულ სოციალ-დემოკრატიაშიც დაიწყო საუბარი იმაზე,
რომ გლეხობა და წვრილი ბურჟუაზია იყო პროლეტარიატის გვერდში მდგომი კლასები. ზემოთაც
აღვნიშნე და განვმარტავ , რომ ამ ყველაფერს თავად საქართველოსა და რუსეთის მდგომარეობამაც
შეუწყო ხელი. მარქსი სოციალიზმის განხორციელებას, პროლეტარულ რევოლუციას პირველ რიგში
ხედავდა განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებში, დასავლეთი უკვე დიდი ხანია, ინდუსტრიალიზაციის
ეტაპზე იყო გადასული, აქედან გამომდიანარე აქ მართლაც არსებობდა განვითარებული მუშათა
კლასი, ხოლო საქართველო და რუსეთი ამ დროს ჯერ კიდევ აგრარულ ქვეყნებად რჩებოდნენ და
აქედან გამომდიანარე, რეალუარდ არც არსებობდა მუშათა კლასი. მუშებს შეადგენდნენ რეალურად
გლეხები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ქალაქში სეზონურად, მათ გააჩნდათ სეზონური სამუშაოები.
თუმცა, მიუხედავად ყვლაფრისა, მაინც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა
მოცემულ ერთგვარ იდეოლოგიურ ცვლილებაში, რაც თავისთავად აისახებოდა გლეხების ინტერესებზე,
ასევე წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებზე, ვინაიდან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საქართველოში
მოცემული კლასები შეადგენდნენ. გლეხობა გახდა ერის ფუძე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ-ყმობა გადავარდა,
გლეხების უფლებები მაინც შელახული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ არანაირი
სახსარი რომ ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, ისინი მაინც თავადთა და მებატონეთა გავლენის
ქვეშ რჩებოდნენ. სოციალ-დემოკრატიის პირობებში კი მოხდა ის, რომ აგრარული რეფორმით,
გარკვეული რაოდენობის მიწის ნაკვეთები გადაეცა მათ, რაც აუცილებელი იყო იმისათვის,
რომ ისინი მოძლიერებულიყვნენ, განვითარებულიყვნენ და გათავისუფლებულიყვნენ. ასე რომ
, რეალურად მათ გაატარეს საკმაოდ პროგრესული რეფორმა იმ კუთხით, რომ გადადგეს სერიზული
ნაბიჯი იმისათვის, რომ გლეხობა მართლაც განთავისუფლებულიყო.
შემდეგი, უმთავრესი მიღწევა, ჩემი აზრით იყო პარლამენტარიზმის
დანერგვა, თუმცა ეს არ იყო კლასიკური საპარლამენტო
მოდელი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო მესამე პირი, რომელსაც შეეძლებოდა პარლამენტის
დათხოვნა, ან გადააყენებდა მთავრობას მთელი შემადგენლობით.თუმცა არსებობდა მთავრობის
მეთაური, რომელიც აირჩეოდა ერთი წლის ვადით, თუმცა მას არ შეეძლო ვეტოს თქმა, ან პარლამნენტის
დათხოვნა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ძალზე კარგი მაგალითი ხელისუფლების
დანაწილებისა. მიუხედავად იმისა, რომ თავად 1921 წლის კონსტიტუციაში არსად არ ეწერა სიტყვათა წყობა „ხელისუფლების დანაწილება“, მთავრობა
წარმოდგენილი იყო პარლამენტის, აღმასრულებელი ორგანოსა (უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი
ხელისუფლება) და სასამართლოს მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მიგვითითებს დემოკრატიული
პრინციპების ხორცშესხმაზე, პლურალიზმზე, ასევე მთავრობის თავმჯდომარის ერთი წლით არჩევაც
საკმაოდ დემოკრატიული პრინციპია. პარლამეტიც, საკანონმდებლო ორგანოც, პარლამენტი, რომელიც
ირჩეოდა 3 წლის ვადით, რა თქმა უნდა დემოკრატიულ პრინციპებზე მიგვითითებს. თავისთავად,
ზემოთთქმულნი მიუთითებდა იმ პრინციპებზე, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი ხდებოდა ხელისუფლების
ჩანაცვლების რეალურობა, ამ ყველაფერს კი ტოვებდა და შესრულებადს ქმნიდა სოციალ-დემოკრატიული
მთავრობა.
აქვე, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც
ვთქვით, ნებისმიერ მთავრობას შეიძლება ვუპოვოთ ნაკლი. მითუმეტეს, შემდგომ პერიოდში
უფრო ადვილია ამაზე მსჯელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით შედეგები და მის მიხედვით
ხდება ხოლმე როგორც წესი ქმედებათა შეფასებები. ქართული სოციალ-დემოკრატიის ნაკლს რაც
შეეხება, უპირველესი მისი ნაკლი ალბათ იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა. ამ ყველაფერზე
ძალზე კარგად წერს ივანე ჯავახიშვილი, იგი გამომდინარე დელეგაციისათვის შექმნილი პრობლემებიდან,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობს გამოფხიზლებისაკენ. მოუწოდებდა იმისაკენ, რომ მხოლოდ
გარეშე მეზობლებს, გარეშე ქვეყნებს ნუ უყურებდნენ, არამედ მეტი ყურადღება მიექციათ
გეოპოლიტიკური პდგომარეობისათვის, უფრო რეალისტურად ეაზროვნათ.
საბოლოოდ სოციალ-დემოკრატებმა ეს ყვეალფერი არ გაითვალისწინეს,
ისინი ასე ვთქვათ, ენდნენ რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილ პირობებს, სადაც
რუსეთი საქართველოს აღუთქვამდა რომ არ დაარღვევდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თუმცა ეს
ასე არ მოხდა. ამასობაში კი რა ხდებოდა საქართველოში, იყო შიდა პოლიტიკური კინკლაობა
და ნაკლები ყურადღება ექცეოდა შიდა გნვითარებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. დანამდვილებით
ვერაფერს ვიტყვით, თუმცა სამხედრო თვლსაზრისით რომ ყოფილიყო საქართველოში უკეთესი მდგომარეობა,
ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ მე-11 არმია მოგვგრიებინა. ასე რომ საქართველოს იმჟამინდელი
ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა, რეალობისაგან
აცდენა.
ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე შეცდომად, რაც
შეგვიძლია ალბათ, ჩავუთვალოთ სოციალ-დემოკრატებს არის ეროვმული იდეისაგან გამიჯვნა.
სხვათაშორის ძალზე საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ არამარტო მხოლოდ ამ პარტიის წევრები
და ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები, არამედ განათლებულ ახალგზრდათა უმეტესობაც იზიარებდა
მათ იდეებს. 1919 წელს აპრილში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ ლექციას ესწრებოდა
სტუდენტობა, რომელთა უმეტესი ნაწილიც იყო სოციალისტი. ქართულ დელეგაციას, რომელიც საზავო
ხელშეკრულების დასადებად იქნდა წარგზავნილი პარიზში, ისინი უსურვებდნენ იმას, რო წვილი
შეეტანათ სოციალისტური ინტერნაციონალური იდეების ხორცშესხმაში, ეროვნული იდეები მათ
ნაკლებად ადარდებდათ. მიხაკო წერეთელი ძალზე კარგად აყალიბებს ეროვნულობის იდეას, როდესაც
განმარტავს ნაციონალიზმს. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელი თავისი
ქვეყნისათვის უნდა იბრძოდეს, მათ უბრალოდ განსხვავებული სტარტეგია გააჩნიათ.მისი აზრით,
სოციალიზმი არანაირად არ ეწინააღმდეგება ნაციონალიზმს, გამომდინარე იქიდან რომ ნაციონალიზმი
საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლის უმთავრესი პირობაა, ხოლო სოციალიზმი, ასე ვთქვათ
ადამიანთა ერთი ჯგუფის სტრატეგია ერის განითარებისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობაზე,
ეროვნულ იდეებზე სოციალ-დემოკრატები, იქამდე სანამ საქართველო 1918 წელს დამოუკიდებლობას
მოიპოვებად ნაკლებად ფიქრობდნენ. ისევ და ისევ უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის დამოუკიდებლობა
იყო ტაქტიკური ნაბიჯი და არა სტრატეგიული. მაგრამ, უნდა აღინიშნოს მათი შემდგომი შემობრუნებაც
ეროვნული იდეის გარშემო. ვფიქრობ, რომ მათ
მეტი ეროვნული მუხტი რომ ჰქონოდათ, უფრო მეტად რეალურად შეაფასებდნენ თუნდაც დამოუკიდებლობის
მოპოვების პერიოდში გარეშე საფრთხეებსაც, თუნდაც რუსეთის მხრიდან და ვთქვათ რუსეთის
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას ნაკლებად დაეყრდნობოდნენ.
შემდეგ შეცდომად, რომელსაც მივიჩნევ სოციალ-დემოკრატებისა
იყო კინკლაობა დანარჩენ პარტიებთადნ, ეროვნულ-დემოკრატებთან და სოციალ-ფედერალისტებთან.
აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს არ ვადანაშაულებ მოცემულ სიტუაციაში,
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იყო წამყვანი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა
და ხალხის უმრავლესობის ნდობა მას გააჩნდა, მასვე ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა.
ამ თემის შესახებ საკმაოდ კარგად წერს კარიჭაშვილი,
რომელიც საუბრობს იმ ფაქტზე, რომ არ მიდიოდა სიღრმისეული განხილვა, პარტიების პროგრამების,
მათი ხედვების ეროვნულ საკითხთან მიმართებაში. ვინდაიდან ეროვნულ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები
საუბრობდნენ ავტონომიაზე, ხოლო სოციალ-დემოკრატები კი ეროვნულ თვითგამორკვევაზე, რაც
არათუ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ერთმანეთის განმსაზღვრელი იყო. ასევე
ერთმანეთს ისინი უწოდებდნენ ერთის მხრივ მამულის მოღალატეებსა და მეორე მხრივ რეაქციონერებსა
და კონტრრევოლუციონერებს. ამასობაში კი მოხდა ის, რომ საქართველომ ნაკლები ყურადღება
მიაქცია თავდაცვას, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნოთ, არ გაითვალისწინა ივანე ჯავახიშვილის
დარიგებები,რომ მეტი გამოფხიზლებულიყვნენ, ყოფილიყვნენ მხოლოდ თავისი თავის იმედად,
ამისათვის კი აუცილებელი იყო თვითგანვითარებაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, იყო ძირეული
განსხვავებები იდეოლოგიური კუთხით საციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებსა და მითუმეტეს
ეროვნულ-დემოკრატებს შორის, თუმცა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრივ იდეებს,
მათი გაერთიანება, ვფიქრობ, სავსებთ იყო შესაძლებელი და ყველაზე მეტად იმიტომ ვადანაშაულებ
სოციალ-დემოკრატებს ამ ყველაფერში, რომ გამომდინარე იქიდან, მმართველი ხელისუფლებაში
მყოფი პარტია იყო მას უნდა აეღო თავის თავზე ასე ვთქვათ ქართული პარტიების გაერთიანებისა
ეროვნულ ნიადაგზე, თუმცა, ამას ხელი იმანაც შეუშალა , რა თქმა უნდა, რომ თავად ნაკლებად
გააჩნდათ ეროვნული იდეები, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ვფიქრობ,
შესაძლებელი იყო მათი გაერთიანება და უფრო მეტად ფხიზლად ყოფნა გარეშე მტრების მიმართ,
ასევე ერთობილივი ძალებით სამხედრო გაძლიერებაზე ზრუნვა და თვითგანვითარება.
საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ იყო ძალზე რთული
პერიოდი, რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია. სოციალ-დემორატიულ პარტიას რა თქმა უნდა ჰქონდა
საკმაოდ ბევრი დადებითი, უკვე ბრძოლის პერიოდში როდესაც შემოვიდა საბჭოთა ჯარები და
სოციალ-დემოკრატებმა ქვეყნის დატოვება არჩიეს მრავალი აკრიტიკებს ამ კუთხით, თუმცა,ვფიქრობ
მათი ნაბიჯი სწორი იყო, გამომდინარე იქიდან რომ მეტი სისხლი დაიღრებოდა და მოერიდნენ
ისინი ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ
არ იყვნენ ფხიზლად და შიდა პარტიულმა კონფლიქტებმა მათ ასე ვთქვათ, თვალები დაუბინდა,
ნაკლებად იფიქრეს მათ იმაზე, რასაც აფრთხილებდა ივანე ჯავახიშვილი რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ
და ეფიქრათ თვითგანვითარებაზე როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen