აღსანიშნავია, რომ ძალზე საინტერესოა იოსებ სტალინის
და ნოე ჟორდანიას შეხედულებების შედარება ერთმანეთთან მრავალ საკითხზე და მათ შორის
რა თქმა უნდა ნაციონალურ საკითხებზეც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავად ნოე ჟორდანიამ
რამდენადმე შეიცვალა პოზიცია ნაციონალურ საკითხებთან მიმართებაში. თუკი თავიდან საკმაოდ
სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, ანუ საქართველოს ეროვნული იდეისა და
ნაციონალიზმის მიმართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე აშკარად შეიცვალა მისი
დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ. პრინციპში ეს ლოგიკურიც იყო გამომდინარე
იქიდან, რომ ის დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში აღმოჩნდა ის პარტია, საუბარია სოციალ-დემოკრატებზე,
რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას და ლიდერსაც ნოე ჟორდანია წარმოადგენდა.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის მეორე კონგრესზე
მოხდა დაყოფა მენშევიკებად და ბოლშევიკებად, რომელსაც წარმოადგნდნენ, შესაბამისად ნოე
ჟორდანია და სტალინი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მსგავსებაა მათ დამოკიდებულებებში
ნაციონალური საკითხების მიმართ ნოე ჟორდანიას ნააზრევსა და სტალინის შეხედულებებს შორის
(საუბარია ზემოთაღნიშნულ ნოე ჟორდანიას შეხედულებებზე დამოუკიდებლობის მოპოვებამდე).
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნოე ჟორდანია
რეალურად გამოყოფდა და აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ნაციონალიზმი რეალურად
არ არსებობდა. იგი ძალზე საინტერესოდ ადარებდა ერთმანეთს რუსეთის იმპერიის მფლობელობაში
მყოფ ორ ერს პოლონელებს და ქართველებს. იგი აღნიშნავდა, რომ პოლონელებში რეალურად არსებობდა
ნაციონალიზმი და ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზები ჰქონდა. პოლონეთი რუსეთთან შეერთებამდე
იყო საკმაოდ განვითარებული სახელმწიფო, მას როგორც ჟორდანია ამბობს ჰქონდა საკუთარი
სამოქალაქო ცხოვრება განვითარებული, ასევე ვაჭრობა, ანუ პოლონეთს უკვე გარკვეული ნაბიჯები
ჰქონდა გადადგმული კაპიტალიზმისაკენ, მაშინ როდესაც რუსეთი კვლავ აგრარულ სახელმწიფოდ
რჩებოდა, თუმცა ბურჟუაზიული პრინციპები აქაც განვითარებული იყო გარკვეულწილად. ანუ,
აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალი ეკონომიკური
და კულტურული განვითარების ქვეყანამ დაიპყრო
მასთან შედარებით მაღალი განვითარების ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს, აქ არანაირად
არ იყო განვითარებული, ჟორდანიას მტკიცებით ეკონომიკა.საქართველოში არ არსებობდა ფაბრიკა,
რომელსაც შეეძლო მეზობლისათვის, ან სხვა ვთქვათ მხარისათვის მიეცა პროდუქტი, ანუ ქვეყნის
შიდა ვაჭრობა, წარმოება არანაირად არ იყო განვითარებული. ამ შემთხვევაში კი მოხდა ის,
რომ საქართველო შევიდა მასზე განვითარებული ქვეყნის , რუსეთის მფლობელობაში. რაც შეეხება
ვთქვათ ცალკეულ აჯანყებებს რუსეთის წინააღმდეგ, ამასაც მისი აზრით, ნაციონალიზმი, ერის
ერთიანი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ არ ედო საფუძვლად. არამედ, ამას ედო ინტერესები,
რომელიც ყველა კლასს სხვადასხვანაირი ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფერს ედო აბსოლუტურად რაციონალური
სარჩული ნოე ჟორდანიას აზრით. მაგალითად, იგი წერს, რომ 1819 წელს იმერელთა დასამშვიდებლად
გაგზავნილი უბრალო გენერალი სასოევი ასეთ რამეს აცხადებდა, რომ იმერელთა სხვადასხვა
წოდება სხვადასხვა რამეს მოითხოვდა, არეულობით სხვადასხვა რამეს ფიქრობდაო, ანუ გლეხები
აპროტესტებდნენ იმას, რომ საეკლესიო რეფორმებით დამატებითი გადასახადები შემოჰქონდათ,
ასევე თავადებს სურდათ მეფის დაბრუნება, რადგან მათ დაკარგეს ძველი პრივილეგიები, ზოგი
გლეხი ფიქრობდა არეულობით ესარგებლა და განთავისუფლებულიყო ბატონებისაგან. ანუ, აქედან
გამომდინარე, ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებდა. სხვათაშორის, ამ კუთხით იგი საკმაოდ
ახლოსაა სტალინის ნააზრევთან, რომელსაც ასევე მიაჩნდა, რომ ნაციონალიზმი , ნაციონალური
საკითხი საქართველოში დადგა მას შემდეგ, რაც რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველმა თავადაზნაურობამ
დაკარგა პრივილეგიები. ქართველმა თავადაზნაურობამ სტალინის აზრით, ასე ვთქვათ, იუკადრისა
უბრალო ქვეშევრდომობა და მოიდომა ქვეყნის განთავისუფლება, რადგან დაებრუნებინა ძველი
ფეოდალური წყობილება მეფით სათავეში საქართველოში და დაებრუნებინა ძველი პრივილეგიები.
მაგალითად, ნოე ჟორდანია მიიჩნევს, რომ საქართველოში რეალურად მასებში, ქვედა ფენებში
ნაციონალიზმი იმიტომ ვერ განვითარდა, რომ ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი საქართველოზე მეტად
განვიტარებული ქვეყანა იყო და მასთან შეერთებამ დააჩქარა საქართველოს განვითარებაც,
ბატონ-ყმობის გადავარდნა და ქვედა კლასისათვის გარკვეული პრივილეგიების მიცემა, ეს
ყველაფერი კი თავისთავად არ ესიამოვნა თავადაზნაურობას და მასში ჩამოყალიბდა ნაციონალიზმი,
რასაც დაედო საფუძვლად მათი პირადი ინტერესები. ნოე ჟორდანიას მტკიცებით, საქართველომ
პროგრესული ნაციოანალიზმის იდეა ვერ წამოაყენა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა
რეალურად ის პროგრესული კლასი, რომლის ნაციონალური ინტერესიც განსაზღვრულ ხანაში არის
ინტერესი მთელი ერისა, არ იყო კლასი, რომელიც არის ბურჟუაზია. თუმცა, ბურჟუაზია არის
იქ, სადაც არსებობს ეკონომიკა, სადაც არსებობს გარკვეული მრეწველობა, ხოლო საქართველოს
ამ კუთხით ნამდვილად ცუდი სიტუაცია ჰქონდა. ამის შემდეგ, ნოე ჟორდანია საუბრობს იმაზე,
რომ ქართული ფეოდალური ნაციონალიზმი ჩაქრა, თუმცა მას მოჰყვა შემდეგ ინტელიგენციის
ნაციონალიზმი. თუმცა მას ნიადაგი არ ჰქონია, განსხვავებით ფეოდალური ნაციონალიზმისაგან,
რომელსაც შეადგენდა მძლავრი წოდების ინტერესები და ამიტომ როგორც ჟორდანია საუბრობს
მისთვის სისხლს ღვრიდნენ, ომობდნენ და გამომდინარე იქიდან რომ მისგან განსხვავებით
ინტელიგენციის, ლიტერატურული ნაციონალიზმს ნიადაგი არ ჰქონია, არც ერთი წოდების ინტერესი
არ თხოულობდა, მისთვის რეალურად არც სისხლს ღვრიდა ვინმე, იგი ინტელიგენციის ამარა
დარჩა, დარჩა ცარიელ სიტყვებში. ფეოდალური ნაციონალიზმის გაგრძელებას, შედარებით სხვანაირად
გვთავაზობს სტალინი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბატონ-ყმობის გადავარდნამ ასე ვთქვათ, ლახტი
დაარტყა ფეოდალურ ნაციონალიზმს საქართველოში და თავადაზნაურთა ნაწილმა უარყო ნაციონალიზმი
და რუსეთს გაუწოდა ხელი, სამაგიეროდ მიიღო სხვადასხვა ჯილდო თუ თანამდებობა და სარგებელი,
ზოგმა კი დაიმეგობრა კათალიკოსები და ასე ვთქვატ, კლერიკალიზმში გადაიტანა ნაციონალიზმი.
ზემოთთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თანხვდება ნოე ჟორდანიასა
და სტალინის მოსაზრებები იმ კუთხით, რომ საქართველოში რეალური, მასობრივი ნაციონალიზმი
არ არსებობდა, ადამიანებს იმისათვის სჭირდებოდათ არეულობა, აჯანყებები რომ თავიანთი
მიზნები განეხორციელებინათ, რომელიც სხვადასხვა კლასს გააჩნდა განსხვავებული, რაზეც
ზემოთ გვქონდა საუბარი.
ამის შემდეგ, ძალზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სტალინი
გადადის ბურჟუაზიულ ნაციონალიზმზე, იგი საუბრობს იმაზე, რომ უნდოდათ წრე შემოევლოთ
ქართული ბაზრისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა ქვეყნების
ვაჭრობას და შენიღბეს თავისი ინტერესებით. აქაც თანხვდება გარკვეულწილად, ნოე ჟორდანიას
მოსაზრებასც, რომელსაც მაგალითად მოჰყავს ანტისომხური ნაციონალიზმი, გამომდინარე იქიდან,
რომ ადგილობრივი ვაჭრობა კონკურენციას ვერ უწევდა. პრინციპში, ესეც იმ ლოგიკას ემყარება,
რომ მოცემული კლასიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ახლორციელებდა ნაციონალისტურ
იდეებს, ასევე ისიც ლოგიკურია რომ საქართველოს ეკონომიკა ვინაიდან ჩამორჩენილი იყო
ქვეყანაში ნაკლებად იყო განვითარებული ვაჭრობა და ამიტომაც ადგილობრივი ბურჟუაზია ვერ
უწევდა კონკურენციას საზღვარგარეთულს.
ასევე, ერთერთი მსგავსება ისაა, რომ ნოე ჟორდანია ასეთ
რამეს ამბობს, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატია თავისი ერისათვის თხოულობდა კულტურულ
ავტონომიას და არა პოლიტიკურს. ამ კუთხით ძალზე საინტერესოა სტალინის მსჯელობა, რომ
იგი თანახმაა მოქალაქეობრივ თანასწორიბაზე რუსეთის ერებისა, თანახმაა ენის შენარჩუნებაზე,
რუსეთის ერებისა( ასე მოიხსენებდა იგი რუსეთის მიერ დაპყრობილ ერებს), ანუ იგი თანახმაა კულტურულ დამოუკიდებლობისა,
თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ თავისუფლებას, იგი აცხადებდა, რომ დიდი ხანია დიალექტიკურმა
მატერიალიზმმა დაამტკიცა, რომ ნაციონალური სული არ არსებობს და რაც არ არსებობს მას
არ სჭირდება დაცვა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში გამოიკვეთა მოცემული
ავტორების სკეპტიკური დამოკიდებულება ნაციონალიზმის მიმართ, მათი აზრით, საქართველოს შემთხვევაში არ არსებობდა ეროვნული, საზოგადოებრივი
იდეა, არამედ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად არაორგანიზებული, დაქსაქსული და იმ შემთხვევაში,
თუკი ნახავდნენ სარგებელს,როგორც ნოე ჟორდანია საუბრობს ქართველ ფეოდალებზე უკანა პლანზე
გადაიწია ნაციონალურმა საკითხმაც. ანუ მისი, ასევე სტალინის მოსაზრება მოცემულ საკითხზე
იყო ის, რომ ნაციონალიზმი საზრდოობდა თავადაზნაურთა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე,
შემდეგ, როგორც სტალინი აღნიშნავს ბურჟუაზიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არ
იყო ძლიერი საქართველოში და კონკურენციას ვერ უწევდა სხვა ქვეყნების ვაჭრობას, რის
მაგალითადაც ნოე ჟორდანიას მოჰყავს ინტისომხური ნაციონალიზმი. აგრეთვე, ნოე ჟორდანია
დადებითად მიიჩნევდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას, გამომდინარე იქიდან, რომ იგი
ჩვენზე განვითარებული იყო და მასთან ერთად ყოფნა უფრო მეტად უპრიანი იქნებოდა დაბალი
ფენებისათვის,ზოგადად, ქართული ეკონომიკისათვის და სწორედ ამიტომ არ არსებობდა რეალურად
ნაციონალიზმი, რადგან ქართული ქვედა ფენები თავის რუსეთის შემადგენლობაში უკეთესად
გრძნობდნენ.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen