Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Freitag, 27. Januar 2012

ებრაული შეტევა ირანზე

     ამერიკა უკვე დიდი ხანია, გაჰყვირის, რომ ირანს ატომური ბომბის გაკეთება უნდა და მზად არის რომ მას ამ საქმეში ხელი შეუშალოს, მათ პრევენციული დარტყმების გეგმაც კი შეიმუშავეს, ამერიკის გარდა არც სხვა არის კმაყოფილი ირანული ატომური პროგრამით, ევროპა, შუა აზია თუ არაბულ-სუნიტური სამყარო, მაგრამ არის კიდევ ისრაელი, რომელსაც ყველაზე მეტი სურვილი აქვს ამ პროგრამის დასამარების, ისრაელს გარკვეული საშიალებები აქვს ამის განსახორციელებლად მაგრამ, ეს ყველაფერი ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, ისრაელი დიდი ხანია ატარებს ბეგინის დაშინების პოლიტიკას, რომლის მიხედვით არავის არ უნდა ჰქონდეს რეგიონში ატომური იარაღი, ხოლო თვითონ აცხადებს, რომ არ აქვს მაგრამ თუ დასჭირდა გამოიყენებს, ირანს ეს ნაკლებად აწუხებს და ცდილობს პროგრამა გაზარდოს. 
      თეირანსა და თელ-ავივს შორის 1600 კმ-ია, რაც საკმაოდ შორია ისრაელს კი აქვს განახორციელები შორეული სამხედრო კამპანიები, როგორიც იყო ერაყში ოზირაქის რეაქტორის დაბომბვა 1981 წელს, ანდა 2007 წელს სირიაში დაი აზ ზაურის რეაქტორის დაბობმვა მაგრამ ირანი მაინც მეტად რთული საკითხია.  შეტევა ავიაციის დახმარებით დასაშვებია მაგრამ არა შესაძლებელი, ამისთვის სამი გზა არსებობს, პირველი და ყველაზე მოკლე ფრენა იორდანიის და ერაყის გავლით პირდაპირ ირანზე, მაგრამ ამ ფრენის შემდეგ ეჭვქვეშ დადგება იორდანულ ებრაული მშვიდობა, რომელსაც ხელი 1994 წელს მოაწერეს და დღემდე იცავენ, შემდეგი გზაა სამხრეთით ფრენა იორდანიაზე, საუდის არაბეთზე და ერაყზე მაგრამ აქ იგივე პრობლემებს საუდის არაბეთიც ემატება, მესამე გზა ჩრდილოეთიდან მიდის სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრის გაყოლებაზე, ჩრდილოეთ ერაყის გავლით, მაგრამ ეს ყველაზე გრძელი გამოდის, ამ მანძილზე ებრაული თვითმფრინავები უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ამავე დროს ამ დონის ოპერაციის ჩატარებას უმაღლესი ტექნოლოგიების ფლობა და ცოდნა სჭირდება, რისი გარკვეული გამოცდილებაც აქვს ისრაელს 2007 წლის სირიული ოპერაციის შემდეგ, რომელშიც მან ბომბდამშენებთან ერთად სარადარო სისტემის ჩამხშობი თვითმფრინავი Gulfstream G 550 გამოიყენა, F-15 და F-16 ტიპის თვითფრინავები ასევე საჰაერო საწვავის გამწყობი თვითმფრინავი გამოიყენა, მაგრამ ეს იყო სირიის წინააღმდეგ, ირანის საჰაერო თავდაცვა კი გაცილებით ძლიერია, ირანის განკარგულებაშია ბრიტანული Rapier, ფრანგული Crotale, რუსული C-3000 და ამერიკული ხელის საზენიტო სისტემა Stinger, ამ ყველაფერ დამატებული 158 ირანული თვითმფრინავი, ასე რომ თვითმფრინავებით შეტევა ფაქტურად შეუძლებელია. 
            არის მეორე საშუალება ებრაული ბალისტიკური რაკეტები Jericho-3 რომელიც ნამდვილად მიაღწევს ირანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს, მაგრამ არის დამიზნების პრობლემა, მიწაში დამარხული ირანული რეაქტორები, მხოლოდ რამოდენიმე კვმ არის და რთულია მისი ამ სიშორიდან ნასროლი რაკეტით დაზიანება. 
            კიევ ერთი პრობლემაა ირანული რეაქტორების სიუხვე, რომელთა ერთი შეტევით დანგრევა ზედმეტად რთული იქნება ებრაული არმიისთვის ამისთვის მას თვიტმფრინავების კოლოსალური რაოდენობა დასჭირდება რაც არ გააჩნია, რამოდენიმე შეტევასეც ვერ განახორციელებს, პირველის მერე მომდევნობი გაცილებით რთული იქნება, მთავარ ოთხეულს ისპაჰანს, ნათანს, არაკს და ბუშერს კიდეც რომ დაარტყას არ არის დაზღვეული, რომ ირანს სხვა საიდუმლო ობიექტებიც არ ექნება, თან შეიძლება თითო ობიექტზეც კი რამოდენიმე შეტევა დასჭირდეს ვინაიდან ირანელებს ის 35 მეტრამდე აქვთ მიწაში დამარხული და ზემოდან რკინა-ბეტონის ხალიჩა გადაკრული. 
              ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა არის კიდევ ის თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ შეტევებს, ნებისმიერი სადგურის აფეთქება მოჰყვება მძიმე ეკოლოგიური შედეგები, მოხდება უამრავი რადიოაქტიური ნივთიერების გამოტყორცა, რომლის გაუვნებელყოფაზე საზრუნავადაც შუა ომის დროს არავის ეცლება, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ფაქტორი, არავის არ უნდა ვინმე მის გვერდით ატომურ რეაქტორებს აფეთქებდეს, რადიაცია ქარს ადვილად დაყვება, ქარი კი საკუთარ ჭკუაზე დადის. 
                 ირანს კიდე შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ბალისტიკური რაკეტები Shahab-3, რომლის დამიზნების სიზუსტით აღარავინ დაინტერესდება და პირდაპირ ესვრიან ისრაელ განურჩევლად სამხედროსა და სამოქალაქოსი, და ასევე ირანის კეთილი მეგობარი ჰამასი და მეგობრები, სიტუაციის არევითანავე ნამდვილად ყველა საშალებას გამოიყენებენ ისრაელის წინააღმდეგ. 
              ასე რომ ირანული ატომი უფრო საშიშია თუ დანგრეული ირანი ჯერ კიდევ გასარკვევია.   
   
P.S. სხვა თუ არაფერი ბენზინი გაძვირდება.