Dieses Blog durchsuchen

ვატიკანი / Vatikan

    ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა როგორც ფართობით ასევე მოსახლეობის რაოდენობითაც, მაგრამ მის განუზომელ სიძლიერეს განსაზღვრავს რწმენა რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნერგავს კათოლიკური ეკლესიის მიმდევრებს, ამ 44 ჰა ფართობის და 1000 ადამიანამდე მოსახლის მქონე ქვეყანას ხელთ უპყრია 1,7 მლრდ ადამაიანის სული, ვატიკანის ღირსებაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა რომელსაც ბრამანტე და მიქელანჯელო აშენებდნენ და ამ მშენებლობამ 1506 წლიდან 1626 წლამდე გასტანა, ვატიკანში დიდი ადგილი უკავია ბაღებს, პაპისა და მისი ხელქვეითების სახლებს და ასევე ვატიკანის ბიბლიოთეკას რომელშიც 60,000 მეტი ხელნაწერია დაცული, (მათ შორის უამრავი ეროტიკული მასალა). ვატიაკნის ტერიტორიაზე, რომელიც ერთადერთი აბსოლიტური მონარქიაა ევროპის ტერიტორიაზე, წესრიგს იცავს შვეიცარიული ჟანდარმერია, მასში 134 კაცი მსახურობს, რომლებიც აუცელებლათ 30 წელზე მეტის და ჭეშმარიტი შვეიცარიელი კათოლიკეები უნდა იყვნენ. 
     ვატიკანს საკუთარი ხმის გასავრცელებლად მრავალი საშუალება აქვს, ვატიკანის რადიო მსოფლიო მასშტაბით 33 ენაზე მაუწყებლობს, საკუთარი ყოველდღიური გაზეთი, სტამბა რომელიც პაპის ეპისტოლეებს 94 ენაზე ბეჭდავს და ფოსტა, ვატიკანის ფულის ერთეული ევროა, რომელსაც ვატიკანი საკუთარი ავერს, რევერსით ჭრის. 
   ვატიკანი ყოველთვის ერეოდა მსოფლიო წესრიგში მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით მკვეთრად გამოჩნდა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, 1494 წელს პაპმა ალექსანდერე VI  ახალი მსოფლიო, ტორდესილასის შეთანხმებით ორ ესპანურ და პორტუგალიურ ნაწილად გაყო. წმინდა საყდარი დიპლომატიურ ურთიერთობაში ძალიან აქტიურია, მას მსოფლიოს 174 ქვეყანაში გააჩნია საელჩო, ვატიკანი თავის დიპლომატიას პაპის მოგზაურობებით ამყარებს, პაპმა იოანე-პავლე II თავისი 26 წლიანი პონტიფიკოსობის დროს 117 ქვეყანა მოინახულა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დანგრევის საქმეში, პოლონეთში ,,solidarność'' მოძრაობას ვატიკანი აქტიურად უჭერდა მხარს ფულით თუ სიტყვით, იოანე-პავლე II მოგზაურობებს წინ აღუდგა რუსეთი და ჩინეთი, რუსეთში პრობლემად იქცა კათოლიკე მქადაგებლები, ხოლო ჩინეთში არ შეშვების მიზეზად ვატიკანის ტაივანთან ურთიერთობა იქცა, ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითხოვს მათ შორის, თავის ქვეყანაში მცხოვრები 50 მლნ-მდე კათოლიკისთვის კი პატრიოტული ჩინური კათოლიკური ორგანიზაცია შექმნა, რაც წმინდა საყდრის მიერ აღარებულ არ იქნა, ვატიკანის დიპლომატია უძლური აღმოჩნდა ასევე 2003 წელს როცა მას მოკავშირეების ერაყში შეჭრა უნდოდა აღეკვეთა. 
       1986 წლიდან ვატიკანის ინიციატივით ფუნქციონირებს საერთაშორის მშვიდობის ორგანიზაცია,  ,,Assise'' რომელშიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის მიმდევრები,მუსლიმები, ბუდისტები, ინდუსები, იუდეველები, კათოლიკე და ორთოდოქსი ქრისტიანები, ამის შედეგი კი იყო პაპის პირველი მოგზაურობა მუსლიმურ ქვეყანაში, მაროკოში.
      დღეისთვის კათოლიკების უმეტესობა ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს როგორც მოსახლეობის ასევე ეკონომიკის ზრდის მხრივ, მსოფლიოში თითქმის არ არის ქვეყანა სადაც კათოლიკე არ ცხოვრობდეს რომელთა უფლებების დასაცავადაც ვატიკანი თავის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen