Dieses Blog durchsuchen

ასეანი ჰანთინგტონის წინააღმდეგ

      1993 წელს გამოქვეყნებული ცივილიზაციათა ჯახი ჯერ კიდევ აქტუალური და საინტერესო თემა არის, მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც, მართლაც ხდება ადამიანების კონცენტრირება საერთო, ნიშნის გარშომო, რომელსაც თვლიან რომ საერთო არის და მათი ყველას იდენტობის ნაწილია, კარგი მაგალითია სირიის ომის პირმშო ისლამური სახელმწიფო და მისი მებრძოლები, რომელმაც შეძლო და შეკრიბა ხალხი, მსოფლიოს ალბათ ყველა ისლამური თემიდან, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ ენობრივი განსხვავებისა და დაუქვემდებარა ისინი საერთო რელიგიურ წარმოდგენას და სთავაზობს მათ შექმნან ახალი სახელმწიფო ახალი იდენტობით, რომლის ჩამოყალიბებაშიც მთავარი როლი ისლამმა უნდა შეასრულოს. ( ჯერჯერობით ფაქტია ამ იდეას კარგი მომავალი არ ელის ).                                      
     ისიც ნამდვილი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ დაკარგა ორიენტირი, ნაწილმა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და შესაბამისად მას ვეღარც ჩამოეკიდებოდნენ კისერზე და მეორე ნაწილმაც იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და ამერიკას რატომ უნდა ჩამოჰკიდებოდნენ კისერზე, ამას ვეღარ ხვდებოდნენ. ასეთ ვითარებაში გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება ყოფილიყვნენ არა, პროსაბჭოელები ან პრო ამერიკელები არამედ პროეროვნულები, ანუ საკუთარი ქვეყნისთვის მიეხედათ ვინაიდან ამ ზემოთ ხსენებული ამ ორი სუპერ ძალიდან ერთი ბაშოდან გადააგორეს, და აღარ იყო იმის მოთხოვნაც ვინმეს მიერ, რომ არა მე დამიჭირე მხარი არა მეო, რამაც თავის მხრივ ყურადღება მოაკლო ამ ქვეყნებს და მათაც დაიწყეს ფიქრი საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ჰანთინგტონმა განსაჯა, ჩამოყალიბდებოდა 7-8 ცივილიზაცია, რაც მართლაც მიდის აქეთკენ, გვაქვს დასავლეთი, ლათინური, რუსულ-სლავიანურ მართლმადიდებლური ( რომელიც ახლა არის განსაკუთრებით აქტიური და ცდილობს საბოლოო ფორმა მისცეს საკუთარი ცივილიზაციის სახეს), კონფუციური რომელიც უფრო ჩინეთის საკუთრებად გამოიყურება, თავის ჩრდილო კორეიანად, სამხრეთ კორეას და ტაიავანს რომ დიდი სურვილი არ აქვთ ჩინური კულტურის ნაწილი იყვნენ ფაქტია, ( ჩრდილოეთსაც მეტი გზა არ აქვს) სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ჩინეთის ყველაზე ახლო მეგობრები, ლაოსი და კამბოჯა ჯერჯერობით ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე იმყოფებიან და ბოლოს ჰონგ-კონგი სადაც ჩინური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჰონგ-კონგის ეკონომიკურ მოდელში ცვლილებების შესახებ მთელი ქალაქის გამოსვლა მოჰყვა . იაპონიაც რაც არ უნდა ითქვას განსხვავებულია და მარტო. ( მართალია ეკონომიკურად დასავლური მოდელია მაგრამ 2 ატომურ ბომბს ვერ პატიობს აშშ-ს, დიდია ჩინური კულტურის გავლენა თუნდაც დამწერლობით გამოხატული, მაგრამ ჩინელები მაინც სხვა არიან) ინდუისტური ცივილიზაციაც შეიძლება ითქვას ყალიბდება, მართლაც ინდოეთი დაადგა ინდური ნაციონალიზმის აღორძინებას მაგრამ დიდი შანსია რომ ესეც ერთი სახელმწიფოს ცივლიზაცია გამოვედეს და იაპონიას დაემსგავსოს. ისლამმაც დაიწყო საერთო ნიშნის გარშემო მუსლიმთა შემოკრება, აკი ისლამი კიდეც აერთიანებს ყველა მუსლიმს უმმაში, მაგრამ აქ ბევრი პრობლემური საკითხია, თუკი ქრისტიანები გაიყვნენ ორად და კათოლიკურ-პროტესტანტულიდან დასავლური ცვილიზაციის გამოყოფაა შესაძლებელი და მართლმადიდებლობიდან სლავურ-მართლმადიდებლური, რატომ არ შეიძლება იგივე ისლამში მოხდეს და შიიტურ სუნიტური ცივილიზაციები მივიღოთ ? ანდა თუკი ამ დონეზე არ გაიყოფა საერთო ცივილიზაციის ჩამოყალიბებას დიდად შეუშლის ხელს, სუნიზმიც ბევრნაირად არის დაყოფლი და მუსლიმ თეოლოგებში ალბათ დიდი ხნის სადავო საკითხი იქნება თუ როგორია ჭეშმარიტი ისლამი და უნდა ითვალისწინებდეს ის თუ არა ეთნიკურ ტრადიციებსაც. ჰანთინგტონსაც აღნიშნული აქ ისლამის დაყოფა, არაბულ, თურქულ და მალაიურ ვარიანტებად, თურქული ვარიანტი როგორც ისლამური ასევე პანთურქისტული ერთიანობისკენ ავლენს სწრაფვას და იქამდეც კი მიდის რომ ფინო-უგორებსაც თურანში მოიაზრებს. მალაიური ვარიანტი ნაკლები რადიკალიზმით და ფუნდამენტალიზმით გამოირჩევა, და აქ რელიგია და სახელმწიფო ცალკ-ცალკე დგანან. ამ სამი ვარინტის გარდა მე პაკისტანურ და ირანულ-სპარსულ ვარიანტსაც გამოვყოფდი ისლამისას. ირანული ვარინტი თავიდან სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურებოდა და ოსმალეთის იმპერიისგან ირანის განსახვავებულობის უზრუნველსაყოფად შიიზმზე გაამახვილა ყურადღება.                                       
   ჰანთინგტონის მოსაზრებით ამ არსებულმა განსხვავებებმა უნდა წარმოშვას, ცივილიზაცირი გაუგებრობა რომელიც გადაიზრდება დაპირისპირებაში და შეიძლება მესამე მსოფლიო ომადეც კი მივიდეს დედამიწა, მისი აზრით განსუკუთრებული, ცხელი წერტილები წარმოიქმნება ცივილიზაციათა შეხების წერტილებში, ცივლიზაციათა საზღვრებზე, სადაც განსაკუთრებით თვალშისაცემია ცივილიზაციური სხვაობანი, მაგალითად კი იუგოსლავიის დაშლა და ომი მოჰყავს, სადაც ხორვატიული, სერბული და ბოსნიური თემები ერთმანეთს უპირისპირდება.                                                                           დედამიწაზე არსებობს, რეგიონი რომელსაც მთელი ეს კონტრასტულობა ახასიათებს, რომელიც ჰანთინგტონის აზრით საჭიროა და ამავე დროს გამომწვევი, დაპირისპირების და კულტურული ანტაგონიზმისთვის. მაგრამ, ამ რეგიონში ნაცვლად დაპირისპირებისა ვხედავთ სწრაფვას გაერთიანებისკენ, ეს რეგიონი არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, რომელიც ცდილობს ასენის მეშვეობით მიაღწიოს ერთიანობას და ჩამოაყალობოს ახალი რამ, რაც განსაზღვრავს ამ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფოებისათვის ახალ საერთო იდენტობას.                                                                                                                                        ასენი ამჟამად 10 სახელმწიფოსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებინა, როგორც რელიგიით და რელიგიის როლით სახელმწიფოში, ასევე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით, ენობრივი შემადგენლობით, დიდია ასევე განსხვავება ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეებში, ასევე ქვეყნების ეკონომიკურ მოდელებში.  ორგანიზაცია დაარსდა 1967 წლის 8 აგვისტოს, რაც იმ დროისთვის ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად ჩაითვალა, და ის მიმართული იყო, რეგიონის კომუნისტური საფრთხისგან დასაცავად, თავდაპირველად მასში ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები გაწევრიანდნენ, 1984 წელს წევრობა მიიღო ბრუნეიმ ( ბრუნეის სასულთნო) 1995 წელს შეურთდათ ვიეტნამი, 1997 წელს, მიანმარი და ლაოსი, ხოლო 1999 წელს კამბოჯა, აღმოსავლეთ ტიმორს 2006 წლიდან განაცხადი აქვს შეტანილი წევრობაზე თუმცა ჯერჯერობით არ უკმაყოფილებენ.                                                                                             
           ასენის შექმნის დღიდან, დღემდე მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაქრა რიგი საფრთხეები გაჩნდა ახალი, შეიცვალა დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის, ძველი მტერი კომუნიზმი ახლა უკვე ორგანიზაციაშია. მოკლედ რომ ვთქვათ გაერთიანება შედგა და თანაც საკმაოდ მყარად გამოიყურება თან განვითარების სტრატეგიაში აცხადებს რომ უნდა ევროკავშირს დაემსგავსოს, ესე იგი კიდევ უფრო დააკავშიროს ერთმანეთთან საკუთარი შემადგენელი ნაწილები.                                                  ახლა იმის დასამტკიცებლად, რომ ასეანის სახელმწიფოები იქნებიან ის სავარაუდო ძალა, რომლებიც ჰანთინგტონის თეორის არ დაადასტურებენ, ვნახოთ, თუ რა ხდებოდა და ხდება ამ ქვეყნებს შორის.                                                                                                                რეგიონის ისტორიას, ზედაპირულად რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ რომ ტერიტორია ინდოეთის და ჩინეთის  ეკონომიკური და კულტურული გავლენის ქვეშ არსებობდა და ეს ორი სახელმწიფო ახლაც დიდ როლ თამაშობს რეგიონის ცხოვრებაში.  რეგიონში ტაიალანდი სულ გამოირჩეოდა და თავისი გეოგრაფიული მდებარეობაც ხელსუწყობდა ამაში, როცა ტერიტორია ინგლისის და საფრანგეთის კოლონიებად დაიყო ტაილანდი გადარჩა, რადგან საჭირო იყო ამ ორ იმპერიას შორის არსებულიყო ბუფერული ზონა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მთელი ასეანი იაპონიის მიერ იქნა ოკუპირებული, ტაილანდი და ბირმა ამ ყველაფერს გადაურჩნენ, ბირმა იმიტომ, რომ თვითონ იყო ბრიტანეთის მიერ დაკავებული, ხოლო ტაილანდი იაპონიის მოკავშირედ გამოვიდა, ტაილანდისთვის ძველი პრობლემაა ბრძოლა მის სამხრეთით მცხოვრებ მუსლიმებთან, რომლებიც კულტურულ ეთნიკურად მალაიელები არიან, ეს ტერიტორია ტაილანდმა 1902 წელს შემოიერთა, 1940 წლამდე განსაკუთრებული ყურადღება მათ მიმართ არც გამოუჩენიათ, ხოლო 1940 წლიდან 1980 წლამდე შუალედში მიდიოდა მოსახლეობის და რეგიონის აქტიური ტაიზაცია, ასეთ მიწოლას პასუხად არეულობა მოჰყვა, გაჩდნენ ისლამისტებად მონათლული ხალხი და კულტურული ავტონომიით დაწყებული ,რეგიონის შარიათით მართვის და დამოუკიდებელი პატანი დარუსსალამის შექმნის მოთხოვნაც კი გაჩნდა, 80 - იანი წლწბიდან სიტუაცია ნელ-ნელა დაწყნარდა მოსახლეობამ მიიღო თვითმყოფადობის შენარჩუნების შესაძლებლობა და ტაიზაციაციაც შეწყდა, 2001 წელს კონფლიქტი გაანხლდა რაც, ტაქსინ შინავატრას არასწორ მმართველობას დაბრალდა, რეგიონი 360,000 ათასამდე ბუდისტმა დატოვა, მთავრობამ ჯარიც კი შეიყვანა სიტუაციის დასაწყნარებლად. ამ კონფლიქტში ტაილანდის მთავრობა მეზობელ სახელმწიფოებს და კერძოდ მალაიზიას არ ადანაშაულებს, აი ზოგიერთ მალაიზიურ ორგანიზაციაზე კი აცხადებენ რომ ტერორისტებს უწყობენ ხელსო, მალაიზიის მთავრობაც, ამ ყველაფერს ტაილანდის შიდა პრობლემად განიხილავს თუმცა კი „ადამიანებსი უფლებები არსად არ უნდა ილახებოდეს“.  ტაილანდს კიდევ ერთი კონფლიქტი კამბოჯასთან აქვს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 1950 წლიდან იწყება ძირითადი ისტორია, კოფლიქტი მიმდინარეობს პრესატ პრეა ვიჰეარის ტაძრის და მის გარშემო არსებული ტერიტორიის გამო, ტაძარი 10-12 საუკუნეებში ქხმერებმა ააშენეს ჰინდუისტურ მოტივებზე, ამჟამად იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურის ძეგლად იქნა აღიარებული, ეს ორი სახელმწიფო კი ტაძრის გარშემო ჯარების კონცენტრირებას ახდენს, ნაღმავს ტერიტორიას ერთმანეთის ჯარისკაცებს იტაცებს და 2008 წელს კი სამხედრო დაპირისპირაბამდე მიიყვანეს საქმე, თუმცა კონფლიქტი მოლაპარაკებებით განიმუხტა, ტაიალნდს შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია კამბოჯის ასეანში წევრად მიღებაზე, მით უმეტეს როდესაც კამბოჯა ხშირად პრო ჩინურია და მისთვის მხარი დაეჭირა სხვა სახელმწიფოებსაც, მაგალითად ვიეტნამს რომლიც ანტიჩინურია, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირველრიგში იმიტომ რომ ასეანი ცდილობს ახალი იდენტობის ჩამოყალიბებას და თუ ის კამბოჯას დაბლოკავდა კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებდა და კამბოჯასაც მეტი მოტივაცია ექნებოდა პროჩინურობის, ასე რომ, კონფლიქტით გამოწვეული სარგებელი თუნდაც ტაძარი, რომელიც არა მარტო ტაძარად არამედეეროვნული სიამაყის ნაწილადაც ითვლება, შეიძლება სწრაფად მიეღო ტაილანდს თუმცა ის ასევე სწრაფად მიიღებდა დაუძინებელ მტერს, მართალია სუსტს მაგრამ დიდი და ამბიციური ჩინეთის მეგობარს.                                                                                                            
       კამბოჯას თავის მხრივ კონფლიქტი ჰქონდა ვიეტნამთან, ეს კონფლიქტი უფრო კამბოჯის ელიტის პოლ-პოტის და წითელი ქხმერების დაპირისპირება იყო ვიეტნამის მმართველობასთან, 1979 წელს ვიეტნამის არმია კამბოჯაში შეიჭრა და პოლ პოტის რეჟიმს ბოლო მოუღო, თუმცა ექსკურსია დიდხანს გაგრძელდა და ვიენამელებმა კამბოჯა მხოლოდ 1989 წელს დატოვეს, ამ აქციის გამო კი ჩინელებმა ომი გამოუცხადეს ვიეტნამს, შედეგად კამბოჯა ახლაც ცუდი თვალით უყურებს ვიეტნამს, რეალურად კი მათ კამბოჯელები პოლ პოტის რეჟიმს გადაარჩინეს, კამბოჯა კი ახლანდელი ჩინეთ ვიეტნამის დაპირისპირებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის და ვიეტნამი ერთ გაერთიანებაში არიან ჩინეთის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს. კამბოჯის ალბათ სწორედ ასეთი ურთიერთობები გახდა მიზეზი იმისა რომ ის ბოლო მოხვდა ასეანში, თუმცა კი კარგი გეოგრაფიული დმებარეობა ჰქონდა და ბევრ სიკეთეს მოუტანდა ორგანიზაციას და სწორედ ამ სიკეთეების გამო ის უკვე არის წევრი და არსებული კონფლიქტებიც კიდევ უფრო არ უმწვავდება.                                                                                   ასეანმა ერთიანობა გამოავლინა, როდესაც საქმე საერთაშორისო ტერირიზმს შეეხებოდა, 2002 წელს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ,, ჯემაა ისლამიას“ ტერორისტებმა ღამის კლუბი ააფეთქეს შედეგად 192 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 3 თვის მერე ასეანის სახელმწიფოებმა ერთიანი განცახედება გამოქვეყნეს, დაგმეს ტერორიზმი და ერთიანი ბრძოლა გამოუცხადეს, ამ დროს კი ,, ჯემაა ისლამია“ ( ისლამური ჯამაათი იგივე, უბრალოდ ინდონეზიურმა ენამ ( ბაჰასა ინდონეზია)  ეს ფორმა მისცა), ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფებაა, რომელიც ინდონეზიაში მოქმედებს, ალ-ქაიდასთან კავშირიც ბრალდება და საკუთარი განცდახებით ისლამსაც იცავს. თუმცა კი მთელმა ასეანმა მუსლუმურმაც და არამუსლიმურმაც კი მის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა.                                                                       მუსლიმი ტერორისტებისგან საფრთხე აქვს ფილიპინებსაც, ფილიპინებზე რამდენიმე ისლამური ტერორისტული დაჯგუფება მოქმდებს და მათი ძირითადი გაცხადებული მიზანი ქვეყნის სამხრეთით სადაც ისლმური უმცირესობა ცხოვრობს, სახელმწიფოს შექმნა არის, მათ შორის ყველაზე ძლიერი აბუ საიაფი არის, რომელის წევრებსაც კარგი ფანტაზიაც აქვთ და კარგი კავშირებიც სხვა ტერორისტებთან, თუმცა ფილიპინების მთავრობასთან და აშშ-სთან დაპირისპირებამ მის წევრებს ჯერჯერობით ვერერთი მიზნის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ვერც ისლამური სახელმწიფოებისგან მიიღეს მხარდაჭერა, ასე რომ შეხების ამ წერტილში ,,ისლამის“  დაპირისპირება სხვა კულტურასთან არ შედგა.                        
     ასეანის სახელმწიფოებიდან ყველა შეთანხმდა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და იმაზეც, რომ ასეანის წევრ ქვეყნებში არის ამ მხრივ პრობლემები, ზოგან ხელისუფლების გამოწვეული ზოგან თვითონ მოსახლეობა ჩაგრავს სხვებს, მაგრამ HRW - ის (Human Rights Wach ) მოწოდებაზე, რომ გატარებულიყო აქტიური ღონისძიებები ამ მხრივს, ასენმა ერთხმად და გაუგებრად უპასუხა, ანუ კი ასეანი აღიარებს არსებულს პრობლემებს, მაგრამ მას არ მიუღია ჯერჯერობით იმ დოზის უფლებები რომ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაერიოს, ანუ ასეანის სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის შიდა საქმეებს არ განიხილავენ, შედეგად მიანმარს შეუძლია ჯერ კიდევ ყავდეს პოლიტიკური პატიმრები მიუხედავად სამხედრო ხუნტის მმართველობის დასრულებისა, ვიეტნამში შეიძლება დაიჭირონ ანტისახელმწიოფრივი პროპაგანდის მცდელობის გამოც კი, სინგაპურში იყოს ავტორიტარული მმართველობა და ბრუნეის საკუთარი შარიათი გააჩნდეს, და ამ ყველაფრის მიუხედავად ასეანი აპირებს საერთო ხედვის და იდენტობის ჩამოყალიბებას.             
      კიდევ ერთი პრობლემა და უფრო დიდი მასშტაბის არის, დავა სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიის გამო, რომლის გარკვეულ ნაწილზეც პრეტენზიას აცხადებს, ჩინეთი რითაც მთელ ასეანს უპირისპირდება, მაგრამ აქ არ მთავრდება კონფლიქტი, დაპირისპირება არის ასეანის წევრ ქვეყნებს შორისაც, მალაიზია, ფილიპინები, ვიეტნამი და ბრუნეი ზოგიერთ ისეთ ტერიტორიაზე აცხადებენ პრეტენზიაც რომელიც გადაფარავს ერთმანეთის ზონას, ამ კონფლიქტმა რეგიონს გარესახელმწიფოების ჩართვაც გამოიწვია, კონფლიქტში გამოჩნდა აშშ რომელის ფილიპინების სტრატეგიული პარტნიორია და ვიეტნამსაც უჭერს მხარს, ასეანის წევრმა სახელმწიფოებმა კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის გარევაც დააპირეს თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ევროკავშირს ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში შეუძლია იმოქმედოს როგორც სუპერ პარტნიორს და არა როგორც სუპერ ძალას. ასეანი კი ამ დროს ევროკავშირიდან ნათელ პოზიციას მოითხოვდა, უფრო  ზუსტად კი მხარდამჭერს ელოდა ჩინეთის წინააღმდეგ.   შეჯამების სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები ხშირად საკმარისი გახდებოდა ქვეყნებს შორის კონფლიქტის გასაჩაღებლად თუმცა, ასეანის ქვეყნები ასე არ იქცევიან და პირიქით ცდილობენ ასეთი კონტრასტული ქვეყნების კავშირი, ჯერ მყარ ერთიანობად საბოლოოდ კი ცალკე იდენტობად აქციონ. 


ეს კი ასეანის დევიზია One Vision, One Identity, One Community


ეს კი ასეანის ჰიმნი


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen