2019 წლის 25 -27 აპრილს ჩინეთის ქალაქ პეკინში გაიმართა ,, ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივის’’
ფორუმი, რომელსაც 150 - ზე მეტი სახელმწიფოს 5,000 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის
37 სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი. ფორუმზე $ 64 მლრდ ხელშეკრულებები გაფორმდა.
ჯერჯერობით დაპირებული გამჭვირვალობის მიუხედავად ხელშეკრულებები არ გასაჯაროებულა.
ჩინეთისთვის
მოცემული პროექტი ფაქტიურად განაპირობებს მის ადგილს მსოფლიოს მომავალ წყობაში, ვინაიდან
ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულა.
პროექტის მთავარი მიზანი რა თქმა უნდა გეოპოლიტიკურია, მან უნდა უზრუნველყოს ჩინეთის
პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და გარანტირებული ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ
სცენაზე. ჩინეთის მცდელობა, რომ გაეცოცხლებინა ძველი აბრეშუმის გზა რომელიც ძირითადად
სახმელეთო სავაჭრო მარშრუტი იყო, ნაკარნახევია არსებული პრაგმატული რეალობიდან. პირველი
სახმელეთო გადაზიდვები შორ მანძილზე უფრო იაფი და სწრაფიც არის ვიდრე საზღვაო გადაზიდვები.
მეორეს მხრივ ჩინეთის ყველა საზღვაო ტრასა ან პირდაპირ კონტროლდება ამერიკული ფლოტის
მიერ ან მისი მოკავშირეების მიერ. თუმცა ჩინურ პროექტში საზღვაო გადაზიდვებსაც დიდი მნიშვნელობა
ენიჭება, მას ,,საზღვაო აბრეშუმის გზას’’ უწოდებენ და მან აღმოსავლეთ აფრიკა და სპარსეთის
ყურე უნდა დააკავშიროს ჩინეთთან, როგორც რესურსული ბაზა. ჩინეთის ,, ერთი სარტყელი,
ერთი გზის“ პროექტი ორიენტირებულია, ჩინური საწარმოო რეგიონი დააკავშიროს ევროპის მაღალ
მსიყდველობითუნარიან ბაზრებთან, რითაც ის ერთის მხრივ შეძლებს მისი წარმოებისთვის უზრუნველყოს
გასაღების ბაზარი, ხოლო მეორეს მხრივ შეამციროს დამოკიდებულება აშშ - ზე როგორც საექსპორტო
ბაზარზე. ( ჩინური ექსპორტის 20 % (
$ 477 მლრდ )მიემართება აშშ - სკენ[1] )
პროექტის
განხორციელების პროცესშიც ჩინეთმა განსხვავებული გზა აირჩია ის არ მიდის როგორც უფრო
ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით ( როგორც კოლონიურ პერიოდში ) ან როგორც უფრო ძლიერი ეკონომიკურად ან იდეოლოგიურად
( როგორიც იყო ამერიკული მიდგომა ), არამედ ყველა ქვეყანასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას
აქვს ურთიერთმომგებიანი შეთანხმების სახე და ის ფორმდება როგორც ორ თანასწორ და სრულუფლებიან
პარტნიორს შორის. კიდევ ერთი მიზანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წამოწევა მსოფლიოს
პოლიტიკურ სცენაზე და მისთვის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის ზრდა.
პროექტის
განხორცილებისას ჩინეთმა უკვე დახარჯა $ 200 მლრდ - ზე მეტი,
მორგან სტენლის ექსპერტების შეფასებით 2027 წლამდე პროექტის ხარჯებმა $ 1.3 ტრილიონს უნდა მიაღწიოს. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, ,, ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში მონაწილე ქვეყნებს კიდევ $ 21 ტრილიონი სჭირდებათ თავიანთი ინფრასტრუქტურული საჭიროებების სრულად დასაფინანსებლად. ჩინეთთან უკვე 126 სახელმწიფოს აქვს ხელი მოწერილი, პროექტში მონაწილეობის შესახებ.
მორგან სტენლის ექსპერტების შეფასებით 2027 წლამდე პროექტის ხარჯებმა $ 1.3 ტრილიონს უნდა მიაღწიოს. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, ,, ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში მონაწილე ქვეყნებს კიდევ $ 21 ტრილიონი სჭირდებათ თავიანთი ინფრასტრუქტურული საჭიროებების სრულად დასაფინანსებლად. ჩინეთთან უკვე 126 სახელმწიფოს აქვს ხელი მოწერილი, პროექტში მონაწილეობის შესახებ.
პროექტი
5 მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაწილად იყოფა, პირველი იყო გვადარის პორტის მშენებლობა
პაკისტანში. პროექტის მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ყაზახური ქალაქის ჰორგოსის
მატარებლების გადასატვირთი. სადაც უდნა მოხდეს ჩინეთიდან წამოსული ტვირთის გადატვირთვა
ახალ მატარებლებზე ვინაიდან რუსული სტანდარტების რკინიგზა უფრო ფართეა ვიდრე ჩინური.
პროექტის მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია ცენტრალური აზიის გაზსადენი, რომელშიც ცენტრალური
აზიის ყველა ქვეყნაა ჩართული. პროექტის მეოთხე მნიშვნელოვანი ნაწილია რკინიგზა ირანამდე,
რომელმაც ალმა - ატა და თეირანი უნდა დააკავშიროს. პროექტის მეხუთე ნაწილია, რკინიგზა
ლონდონამდე, რომელმაც უნდა მიიყვანოს ჩინური პროდუქცია საბოლოო მომხმარებლამდე.
წარმატებულად
შეიძლება ჩავთვალოთ, ჩინეთ - პაკისტანის ეკონომიკურ კორიდორი, რომელმაც ჩინეთი დააკავშირა
არაბეთის ზღვასთან პაკისტანის გავლით. ჩინური ინვესტიციით სრულიად განახლდა გვადარის
პორტი. მოცემული პროექტის შედეგად, 2030 წალმდე პაკისტანში 2,3 მლნ ახალი სამუშაოს
შექმნას და 2 – 2,5 % ზრდას მოელიან ყოველწლიურად. წარუმატებლობის მაგალითად ხშირად მოჰყავთ შრი -
ლანკა. როდესაც ქვეყანა იძულებული გახდა 99 წლით სარგებლობაში გადაეცა ჰამბანტოტას
პორტი ჩინეთისთვის, ვინაიდან ვერ შეძლო უკან გადაეხადა აღებული ვალები. თუმცა აქ გასათვალისწინებელი
ისიც, რომ შრი ლანკის საგარეო ვალის მხოლოდ 10 % არის ჩინეთის მიმართ დავალიანება.
პროექტის
მთავარი მიზანია ევროპაში ჩინური ექსპორტის წახალისება და ჩინეთისთვის სტაბილური გასაღების
ბაზრის არსებობა. ჩინეთის ექსპორტი ევროპაში 2017 წელს $ 528 მლრდ იყო, ხოლო ევროპიდან
იმპორტი $ 299 მლრდ. რითაც ევროპა ჩინეთისათვის ნომერ მესამე საექსპორტო მიმართულებაა
და ნომერ მეორე იმპორტის წყარო არის. ჩინეთის სტრატეგია ევროპაში მიმართულია აღმოსავლეთ
ევროპის დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მიმართ, სადაც ისინი ყიდულობენ ინფრასტრუქტურულ
ობიექტებს. ჩინეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17+1 ინციატივა, რაც გულისხმობს ჩინეთის და აღმოსავლეთ
ევროპის 17 სახელმწიფოს თანამშრომლობას. აღნიშნული ინციატივის ქოლგის გვეშ ყოველწლიურად
ტარდება მონაწილე ქვეყნების სამიტი, და საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე მნიშვნელოვან
პროექტს, E763 ავტობანი
სერბეთში, ბუდაპეშტი - ბელგრადის რკინიგზა, პალიესაჩის ხიდი ხორვატიაში. ჩინურმა კომპანიამ COSCO შეიძინა პირეოსის პორტი
საბერძნეთში, საბერძნეთისთვის
მოცემული ინვესტიცია იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ 2016 წელს მათ დაბლოკეს ევროკავშირის
განცხადება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ. 2017 წელს ციპრასის
მთავრობა დაბლოკა, ევროკავშირის მეირ შემუშავებული განცხადება, რომელიც ჩინეთში ადამიანის
უფლებების დარღვევას შეეხებოდა და ასევე ევრო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში ჩინურ
ინვესტიციებზე მონიტორინგს გაზრდიდა.
ევროკავშირი
თავის მხრივ ცდილობს რეგულაციებით დაიცვას თავი ჩინური სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული
პროდუქციისგან, რაც უზღუდავს ჩინეთს გასაღების ბაზარს, ხოლო თანაბარი პირობებით კონკურენციის
შემთხვევაში ჩინური პროდუქცია ევროპულს ხარისხით ვერ აჯობებს.
მოცემული
პროექტი შეიძლება შევადაროთ, აშშ - ს მარშალის გეგმას ევროპაში, მარშალის გეგმის განხორცილებით
აშშ - მ შეიძინა მოკავშირეები ევროპაში, ჩინეთიც ახდენს ინვესტირებას და ეკონომიკური
სარგებლის გარდა იძენს მოკავშირეებს. პროექტის ლეგალური მხარის გასაფორმებლად ჩინეთი
ასევე გეგმავს, რომ დააფუძნოს საარბიტრაჟო სასამართლოები შენ ძენში და სიანში, სადაც
მოხდება პროექტის მონაწილე მხარეებს შორის დავების განხილვა, ამ ქმედებით ჩინეთი შექმნის
საკუთარ წესებს და კანონებს და გაავრცელებს მას მთელ მსოფლიოზე.
პროექტის დასრულება ნიშნავს,
რომ აშშ - ს ჩაანაცვლებს ჩინეთი და თელუროკრატია ჩაანაცვლებს თალესოკრატიას.