Dieses Blog durchsuchen

ორად გაყოფილი კუნძული

   კვიპროსი ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის aღმოსავლეთით. კუნძული კვიპროსი ხმელთაშუა ზღვაში მესამეა ფართობის მიხედვით (ჩამორჩება იტალიურ კუნძულებს  სიცილიას და სარდინიას). კუნძული მდებარეობს მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ის რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული აზიის კონტინენტს.

ეს ტერიტორია ეკუთვნის დასავლეთ აზიას, იგივე ახლო აღმოსავლეთს. ეს ტერიტორია შედიოდა ჯერ საბერძნეთის, შემდეგ ლევანტის, ბიზანტიის და ბრიტანეთის შემადგენლობაში.

          კვიპროსში ბრიტნული მმართველობის პერიოდში (1878-1960) არსებობდა თემთაშორისი დაპირისპირება ბერძნებსა და თურქებს შორის. ბერძნები მოსახლეობის 80% წარმოადგენდნენ, ხოლო თურქები 20%. ბერძნები აწარმოებდნენ მცირე ბრძოლებს და წინააღმდეგობას უწევდნენ ბრიტანელებს. მიუხედავად კონფლიქტებისა ქვეყანამ მცირე სისხლისღვრით მოიპოვა დამოუკიდებლობა რომლის ოფიციალურ გარანტად გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთი, საბეძნეთი და თურქეთი.
           ბერძნების უმრავლესობას სურდა რომ კუნძული მთლიანად შეერთებინა საბერძნეთისთვის. ამ მოტივით1974 წლის ივლისში ამბოხებულმა ეროვნულმა გვარდიამ საბერძნეთის მმართველ სამხედრო ხუნტასთან შეთანხმებით გადააყენა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი მაკარიოსი და მთელი კუნძულის საბერძნეთის  შემადგენლობაში შეყვანა გადაწყვიტა.

           ამან თურქეთს ინტერვენციისკენ უბიძგა.  თურქეთის არმიამ დაიკავა კუნძულის ჩრდილოეთ  ნაწილი, საერთო ფართობის 36,2%.      ინტერვენციას მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გაცვლა, როდესაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები 180-200 ათასაი ბერძენი იძულებული გახდა გაქცეულიყო სამხრეთ ნაწილში, ხოლო სამხრეთში მცხოვრები 45-60 ათასი თურქი  თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებულ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდა. გაიყო თვით დედაქალაქი ნიკოსიაც( თანამედროვე გამოთქმით, ლეფკოსია, თურქულად- ლეფკოშა).

          1983 წელს კუნძულის თურქულმა თემმა გამოაცხადა '' ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა'' რომელიც მხოლოდ ოფიციალურმა ანკარამ აღიარა. ეს ''რესპუბლიკა" სხვამ არავინ აღიარა, ხოლო გაერომ მას ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესა. ჩრდილოეთ კვიპროსი სადაც მრავლადაა ტურისტულად საინტერესო ძეგლები, მდებარეობს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და უკეთესი კლიმატური პირობებია, მაიც კუნძულის ჩანმორჩენილი მხარეა, ამის საპირისპიროდ კუნძულის სამხრეთი, მთაგორიანი ნაწილი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება.
          2004 წლის მაისიდან  კვიპროსის რესპუბლიკა( კუნძულის სამხრეთი ნაწილი) ევროპული კავშირის წევრია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი კვლავაც რჩება არ აღიარებულ სახელმწიფოდ(მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს).
          2008 წლის აპრილიდან თითქოს გაჩნდა კვიპროსის ორ  თემს შორის ურთიერთობათა დათბობის ნიშნები, როდესაც გაიხსნა ადრე ბლოკირებული გასასვლელი დედაქალაქ ნიკოსიაში და ბერძნებსა და თურქებს საშუალება მიეცათ ნორმალური ურთიერთობა დაეწყოთ, მაგრამსაბოლოო პოლიტიკური მოწესრიგება ჯერ კიდევ შრსაა.

ფრანკოფონია / Francophonie

   გლობალიზაცი მარტივად რომ განვმარტოთ არის მსოფლიოში მოვლენების ისეთი განვითარება, როდესაც რომელიმე კულტურისათვის დამახასიათებელი თვისებები ფართოდ ჰპოვებს გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
   დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე თვალშისაცემი ამერიკული ღირებულებებით გლობალიზაციაა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფრანგული გლობალიზაცია  (Mondialisation), თუკი გადავხედავთ დღევანდელ მსოფლიოში ფრანგული ენის გავრცელებას, აღმოჩნდება რომ საქმე მართლაც გლობალურ მოვლენასთან გვაქ, ვინაიდან ენა პირველ განმსაზღვრელია კულტურისა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში, ფრანგულად 200 მლნ-ზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, რომელთაგან 115 მლნ ადამიანისთვის ის მშობლიური ენაა, ევროპის 5 სახელმწოფოში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიში, მონაკოში და ლუქსემბურგში სახელმწოფო ენაა, ხოლო იტალიაში აღიარებულია როგორც ეროვნული უმცირესობის ენა, ფრანგულის ევროპის კონტინეტს გარეთ გავრცელება, კოლონიალიზმის პერიოდში მოხდა, ყველაზე უფრო ეს აფრიკის კონტინეტს შეეხო. 

     დღევანდელ მსოფლიოში ფრანგულის განვითარებაზე და გავრცელებაზე Organization internationale de la prankophonie ზრუნავს, ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს ფრანგულ ენოვანი განათლების ცენტრების ჩამოყალიბებაზე, არაფერია მსოფლიოში განათლებაზე მნიშვნელოვანი, რაც საფრანგეთშიც კარგად იციან და ამიტომ მსოფლიოს 132 ქვეყანაში შევხვდებით ფრანგულ გიმნაზიებს, 2008 წელს საფრანგეთს გარეთ 550 დაწესებულება იყო, სადაც 150,000 მოსწავლეზე მეტი ფრანგულ განათლებას იღებს, ასევე არის ფრანგულ ენოვანი პროგრამები Alliance Française.




დამატებით საშუალებას წარმოადგენს რადიო და ტელევიზია, ფრანგული ნაციონალური რადიო და TV 5 Monde, მსოფლიოში მრავალ ენაზე მაუწყებლობენ,  საფრანგეთში დამუშავდა და ვრცელდება ინტერნეტ სწავლების სისტემა. ამ ყველაფრის შედეგი კი ის იყო , რომ 2008 წელს უმნიშვნელოვანესი ფრანგული ლიტერატურული ჯილდო, ავღანელმა და გვინეელმა მწერლებმა მიიღეს.   ფრანგები დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ძველ კოლონიებთან ურთიერთობას, საფრანგეთი      ყველაზე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მის ყოფილ კოლონიებში, უჭერთ მათ მხარს პოლიტიკურ სარბიელზე და უმთავრესი მიმღებია ამ ქვეყნებიდან წარმომდგარი ემიგრანტებისა. საფრანგეთი ყველაზე მეტს ზრუნავს ალბათ მსოფლიოში ფრანგული კულტურის გავრცელებაზე მაგრამ არის კიდევ საკითხები, როგორიცაა სამშობლო, ეთნოსი საკუთარი იდენტობა, რაც ხელს უშლის მთელი ამ ხალხის ფრანგულად მოხარშვას, და თუკი საფრანგეთს როდისმე პრობლემები შეექმნება ამ ხალხთან მაშინ ისინი უფრო საფრთხილო იქნებიან რადგან ძალიან ცუდი როცა მტერმა ყველაფერი იცის შენზე. 








და კიდე ფრანგულმა შეძლო ის, რომ ოფიციალური ენაა 4 საერთაშორისო ორგანიზაციაში.  ევროკავშირიში, გაეროში, ამერიკის ქვეყანათა ასოციაციაში და აფრიკის კავშირში.        

ებრაული შეტევა ირანზე

     ამერიკა უკვე დიდი ხანია, გაჰყვირის, რომ ირანს ატომური ბომბის გაკეთება უნდა და მზად არის რომ მას ამ საქმეში ხელი შეუშალოს, მათ პრევენციული დარტყმების გეგმაც კი შეიმუშავეს, ამერიკის გარდა არც სხვა არის კმაყოფილი ირანული ატომური პროგრამით, ევროპა, შუა აზია თუ არაბულ-სუნიტური სამყარო, მაგრამ არის კიდევ ისრაელი, რომელსაც ყველაზე მეტი სურვილი აქვს ამ პროგრამის დასამარების, ისრაელს გარკვეული საშიალებები აქვს ამის განსახორციელებლად მაგრამ, ეს ყველაფერი ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, ისრაელი დიდი ხანია ატარებს ბეგინის დაშინების პოლიტიკას, რომლის მიხედვით არავის არ უნდა ჰქონდეს რეგიონში ატომური იარაღი, ხოლო თვითონ აცხადებს, რომ არ აქვს მაგრამ თუ დასჭირდა გამოიყენებს, ირანს ეს ნაკლებად აწუხებს და ცდილობს პროგრამა გაზარდოს. 
      თეირანსა და თელ-ავივს შორის 1600 კმ-ია, რაც საკმაოდ შორია ისრაელს კი აქვს განახორციელები შორეული სამხედრო კამპანიები, როგორიც იყო ერაყში ოზირაქის რეაქტორის დაბომბვა 1981 წელს, ანდა 2007 წელს სირიაში დაი აზ ზაურის რეაქტორის დაბობმვა მაგრამ ირანი მაინც მეტად რთული საკითხია.  შეტევა ავიაციის დახმარებით დასაშვებია მაგრამ არა შესაძლებელი, ამისთვის სამი გზა არსებობს, პირველი და ყველაზე მოკლე ფრენა იორდანიის და ერაყის გავლით პირდაპირ ირანზე, მაგრამ ამ ფრენის შემდეგ ეჭვქვეშ დადგება იორდანულ ებრაული მშვიდობა, რომელსაც ხელი 1994 წელს მოაწერეს და დღემდე იცავენ, შემდეგი გზაა სამხრეთით ფრენა იორდანიაზე, საუდის არაბეთზე და ერაყზე მაგრამ აქ იგივე პრობლემებს საუდის არაბეთიც ემატება, მესამე გზა ჩრდილოეთიდან მიდის სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრის გაყოლებაზე, ჩრდილოეთ ერაყის გავლით, მაგრამ ეს ყველაზე გრძელი გამოდის, ამ მანძილზე ებრაული თვითმფრინავები უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ამავე დროს ამ დონის ოპერაციის ჩატარებას უმაღლესი ტექნოლოგიების ფლობა და ცოდნა სჭირდება, რისი გარკვეული გამოცდილებაც აქვს ისრაელს 2007 წლის სირიული ოპერაციის შემდეგ, რომელშიც მან ბომბდამშენებთან ერთად სარადარო სისტემის ჩამხშობი თვითმფრინავი Gulfstream G 550 გამოიყენა, F-15 და F-16 ტიპის თვითფრინავები ასევე საჰაერო საწვავის გამწყობი თვითმფრინავი გამოიყენა, მაგრამ ეს იყო სირიის წინააღმდეგ, ირანის საჰაერო თავდაცვა კი გაცილებით ძლიერია, ირანის განკარგულებაშია ბრიტანული Rapier, ფრანგული Crotale, რუსული C-3000 და ამერიკული ხელის საზენიტო სისტემა Stinger, ამ ყველაფერ დამატებული 158 ირანული თვითმფრინავი, ასე რომ თვითმფრინავებით შეტევა ფაქტურად შეუძლებელია. 
            არის მეორე საშუალება ებრაული ბალისტიკური რაკეტები Jericho-3 რომელიც ნამდვილად მიაღწევს ირანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს, მაგრამ არის დამიზნების პრობლემა, მიწაში დამარხული ირანული რეაქტორები, მხოლოდ რამოდენიმე კვმ არის და რთულია მისი ამ სიშორიდან ნასროლი რაკეტით დაზიანება. 
            კიევ ერთი პრობლემაა ირანული რეაქტორების სიუხვე, რომელთა ერთი შეტევით დანგრევა ზედმეტად რთული იქნება ებრაული არმიისთვის ამისთვის მას თვიტმფრინავების კოლოსალური რაოდენობა დასჭირდება რაც არ გააჩნია, რამოდენიმე შეტევასეც ვერ განახორციელებს, პირველის მერე მომდევნობი გაცილებით რთული იქნება, მთავარ ოთხეულს ისპაჰანს, ნათანს, არაკს და ბუშერს კიდეც რომ დაარტყას არ არის დაზღვეული, რომ ირანს სხვა საიდუმლო ობიექტებიც არ ექნება, თან შეიძლება თითო ობიექტზეც კი რამოდენიმე შეტევა დასჭირდეს ვინაიდან ირანელებს ის 35 მეტრამდე აქვთ მიწაში დამარხული და ზემოდან რკინა-ბეტონის ხალიჩა გადაკრული. 
              ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა არის კიდევ ის თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ შეტევებს, ნებისმიერი სადგურის აფეთქება მოჰყვება მძიმე ეკოლოგიური შედეგები, მოხდება უამრავი რადიოაქტიური ნივთიერების გამოტყორცა, რომლის გაუვნებელყოფაზე საზრუნავადაც შუა ომის დროს არავის ეცლება, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ფაქტორი, არავის არ უნდა ვინმე მის გვერდით ატომურ რეაქტორებს აფეთქებდეს, რადიაცია ქარს ადვილად დაყვება, ქარი კი საკუთარ ჭკუაზე დადის. 
                 ირანს კიდე შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ბალისტიკური რაკეტები Shahab-3, რომლის დამიზნების სიზუსტით აღარავინ დაინტერესდება და პირდაპირ ესვრიან ისრაელ განურჩევლად სამხედროსა და სამოქალაქოსი, და ასევე ირანის კეთილი მეგობარი ჰამასი და მეგობრები, სიტუაციის არევითანავე ნამდვილად ყველა საშალებას გამოიყენებენ ისრაელის წინააღმდეგ. 
              ასე რომ ირანული ატომი უფრო საშიშია თუ დანგრეული ირანი ჯერ კიდევ გასარკვევია.   
   
P.S. სხვა თუ არაფერი ბენზინი გაძვირდება.


კორეა ორი სახელმწიფო ერთი ქვეყნა / Korea zwei staat ein land

      ,,ძვირფასი ლიდერი" კიმ ჩენ ირი 2011 წლის 19 დეკემბერს გრდაიცვალა და მოჰყვას ამას ახალი მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა, მომხდარი ორ კორეას შორის მით უმეტეს როცა ჩინეთიც მწარე კომუნისტობას ნელ-ნელა თავს ანებებს, რუსეთს სხვა ინტერესები უფრო სანერვიულო აქ და ჩრდილო კორეაც მხოლოდ ირანისთვის რაკეტების სქემების მიმწოდებლადღა რჩება. როგორც ჩანს ჩრდილო კორეული სახელმწიფოს მმართველობას კიმ ჩენ ინი ჩაიბარებს, რომელსაც დასავლური განათლება გააჩნია და ახალგაზრდაც არის, მას კიდე თავის გამოსაჩენად ერთი გზა აქვს დაიწყოს კორეაში ცვლილებების გატარება, რაც მამამისმა ქნა უარესის მოფიქრება ცოტა რთული იქნება ამიტომ მოუწევს რამე უფრო ლიბერალური ჩაიდინოს, რაც ალბათ მამამისის საძმოსთან დაპირისპირებაში გადაიზრდება და მერე დიდი არეულობა ..... 
       და ახლა მაინც ვინ არიან კორეელები:   ორივე კორეული სახელმწიფო კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, აზიის აღმოსავლეთ რეგიონში, კორეის ნახევარკუნძულის ფართობი 223,000 კვ/კმ-ა. საიდანაც 99,392 კვ/კმ სამხრეთ კორეას ეკუთვნის. მოსახლეობა ჩრდილოეთს 24,000,000 ჰყასვ სამხრეთს 50,000,000.  ჩრდილოეთ კორეას ჩინეთი, რუსეთი და სამხრეთ კორეა ესაზღვრება ესაზღვრება. სამხრეთს მარტო ჩრდილო კორეა. კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით ყვითელი ზღვაა, აღმოსავლეთით იაპონიის ზღვა რომელსაც თვითონ აღმოსავლეთის ზღვას ეძახიან იაპონელების ჯინაზე, რომელიც სულ რაღაც 200 კმ-შია კორეიდან დაცილებული. ჩინეთის, რუსეთის და იაპონიის მეზობლობამ კორეის ისტორიას ბევრი შემატა, განსაკუთრებით ჩინეთის და იაპონიის მეზობლობამ, რუსული ფაქტორი უფრო XX საუკუნიდან იჩენს თავს.  კორეის ტერიტორიაზე პირველი ერთიანი კორეული სახელმწიფო 676 წელს ჩამოყალიბდა, სილას სამეფომ რომელმაც 935 წლამდე გაძლო დიდი როლიო შეასრულა კორეელი ერის ჩამოყალიბებაში,  1392-1910 წლებში კორეას ჩუსონთა დინასტია მართავდა მთელ ამ პერიოდში კორეა ხან დაიშლებოდა ხან ისევ გაერთიანდებოდა, ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სამი ძლიერი სამთავრო კოგურიო, პეკჩე და სილა, ნომინალურ მმართველად სილლა ითვლებოდა თუმცა ხშირად ვერ ახერხებდა თავის მოვალეობის შესრულებას, XI საუკუნეში მოხდა ჩინელი ხიტანების შემოსევა, XII საუკუნეში უკვე ჯუჩები შემოიჭრნენ ჩრდილოეთიდან,  XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევა და ბოლო დიდი შემოსევა XVII საუკუნეში მანჯურიელებმა მოაწყვეს, კორეაში ბუდიზმი ძირითადი რელიგიაა, ჩრდილოეთში აბსოლიტური უმრავლესობით, სამხრეთში მოსახლეობის 3/4-ით, დანარჩენი 1/4 ქრისტიანობის პროტესტანტულ და მცირედიც კათოლიკურ მიმართულებას მიყვება. კორეული ანბანის ჰანგულის ძირი ჩინური ანბანი კანჯია, მაგრამ კორეელებმა ის რაოდენობაში შეამცირეს და უფრო გეომეტრიული ფორმები მისცეს რითაც ის ბუდისტური პაგოდების საძირკვლის ფორმებს მიამსგავსეს. 
            კორეულ იაპონური ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაცხოველდა რაც XVI  საუკუნეში, იაპონია შოიგუნების მმართველმა დინასტიამ გააერთიანა, და გადაწყვიტა რეგიონში ჩინური გავლენა მოესპო, ამისათვის კი კორეის პლაცდარმად გამოყენება გადაწყდა, იაპონელებიც 1592 და 1597 წლებში შეიჭრენ კორეაში, მაგრამ ჩინელებსაც არ ეძინათ და კორეელმა ადმირალმა იე შუნ სიმ ჩინელთა დახმარებით, დაამარცხა იაპონელები იე ქვეყნის ნაციონალური გმირი გახდა. ( ამ ომში მოხდა პირველად დაჟავშნული კრეისერის გამოყენება)    
      300 წლის შემდეგ უკვე 1894 წელს იაპონელები ისევ შეიჭრნენ კორეის ტერიტორეაზე ისევ ჩინეთის მუღამზე მოსულები, და 1904 წელს უკვე რუსეთ-იაპონიის ომის დროს მანჯურიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. 1910 წელს კორეა საბოლოოდ იქცა იაპონიის კოლონიად, ამ პერიოდში დაიწყო კორეელთა შორის კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბება, იაპონელები ყველაფერს აკეთებდნენ კორეაში, სკოლებში აიკრძალა კორეული, შინთოიზმი ძალით ვრცელდებოდა, ძალოდობა და მონობა ყოველდღიურობად იქცა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ 1945 წელს დამთავრდა როცა იაპონია ამერიკელებმა 2 ატომური ბომბით გაასწორეს, მაგრამ დაიწყო ახალი, ჩრდილოეთიდან გამარჯვებული საბჭოთა კავშირი შემოვიდა, სამხრეთიდან აშშ და 38 გრადუსიან პარალელეზე გამყოფი ხაზიც გაავლეს, ორი რესპუბლიკის დაარსების წელი კი იყო 1948, საბჭოელებმაც და ამერიკელებმაც ორივემ დაარსეს პატარა სატელიტი მთავრობები,  უკვე 1950 წელს ომი დაიწყო თითქმის გამარჯვებული ამერიკელების წინსვლა ჩინეთმა შეაჩერა რომელმაც 800,000 კაციანი საზარბაზნე ბატალიონები ჩართო ომში, ამერიკელებმაც თავის სამხრეთ კორეელ მოკავშირეებთან ერთად უკან დაიხიეს და სეულიც კი დაკარგეს მაგრამ 1953 წელს პანმიონის მოლაპარაკებებით ისევ აღსდგა საზღვარი 38 პარალელზე. ქვეყანა ომისგან დაინგრა 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და 2,5 მლნ სამოქალოქო პირი შეეწირა მთელ ამ ყველაფერს, 250 კმ-იანი საზღვარი, 4 კმ-სიგანაზე დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა თუმცა ორივე მხრარემ მთელი სიბეჯითით დანაღმა. ახლა გარკვეულ გაუნაღმავ ტერიტორიებზე ჩრდილოელებს თავიანთი მოქალექეები სამხრეთელებს თავიანთი მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები დაყავთ და უყვებიან თუ როგორი საზიზღარი მეზობლების გვერდით უწევთ ცხოვრება. 
               ამჟამად ფაქტიურად შანსი არ არის იმისა, რომ ეს ორის სახელმწიფო გაერთიანდეს, ორივე სწრაფად ზრდის შეიარაღების ხარისხს და რაოდენობას ჩრდილოეთი უკვე დიდი ხანია ატომურ გამოცდებს ატარებს, (ბოლოს 2009 წლის მაისში მოაწყო) უკვე ორ საფეხურიანი ბალისტიკური რაკეტის აწყობაც შეძლეს რომელიც თუ რამე საქართველომდეც მოფრინდება. სამხრეთი კი ასეთ სერიოზულ შეიარაღებაში აშშ-ს იმედზეა რომელიც დიდსულოვნად იცავს სამხრეთის ინტერესებს ჩრდილოეთის მიმართ. 




USA everywhere


  ამერიკული სამხედრო ძალები, სრულად გამოვიდენ უკვე ერაყის ტერიტორიიდან, ამერიკა კი ერაყთან მეგობრულ ურთიერთოერთობებს ინარჩუნებს, მაგრამ გაცილებით უფრო ,,მეგობრული'' ურთიერთობები აქვს მას სხვა ქვეყნებთანაც, ამერიკული ბაზები მთელ მსოფლიოში, ყველა მნიშვნელოვან რეგიონს აკონტროლებს.  ამერიკული სამხედრო ბაზების ქვეყნის საზღვრებს გარეთ განთავსების პირველი პრეცენდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, გერმანიის დამარცხების შემდეგ დამარცხებულს ვალდებულება დაეკისრა, რომ მის ტერიტორიაზე გამარჯვებულთა სამხედრო ძალები უნდა განთავსებულიყო, და ასე აღმოჩნდა ამერიკული ბაზები გერმანიაში, ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზე 70,000 ამერიკელი სამხედრო არის განთავსებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზები კი არის რამშტაინის საჰაერო ბაზა, სადაც 34,000 ამერიკელი სამხედრო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ეს არის ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა აშშ-ს საზღვრებს გარეთ, ვისბადენშიარის პირველი ინფანტერიის დივიზიონი 18,000 სამხედრო მოსამსახურით, 2006 წელს გერმანიის ტერიტორია 30,000-მდე სამხედრომ დატოვა და ისინი ამერიკის ტერიტორიაზე იქნენ გადაყვანილი. ბოლოსათვის კი გერმანიში 10,000 სამხედრო უნდა დარჩეს მსუბუქი შეიარაღებით. გერმანიის გარდა ევროპის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი ბაზებია ბრიტანეთსა და იტალიაშიც, საადაც მათი განთავსების მოტივად ცივი ომი დასახელდა, ევროპის საბრძოლო თეატრში, საბჭოთა მსახიობების შემოსვლის აღსაკვეთად. იტალიის ტერიტორიაზეა განთავსებული ამერიკის მეექვსე ფლოტილია, ქალაქ ნეაპოლში და ასევე კემპ-დერბის ბაზა საიდანაც ხდებოდა ერაყის კამპანიის უზრუნველყოფა. ამერიკული სამხედრო ნაწილები აზიის ტერიტორიაზე უმეტესად სამხრეთ კორეის და იაპონიის ტერიტორიაზეა განთავსებული, სამხრეთ კორეაში 31,000 სამხედრო მოსამსახურე, კორეის ომის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასაცავად. იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკელები 1945 წლიდან დგანან და ეს დგომა კიდევ უფრო გაამყარა იაპონია ამერიკის 1970 წლის უსაფრთხოების ხელშეკრულებამ. 47,000 ამერიკელი გადანაწილებულია 21 ბაზაში, უმეტესობა ოკინავას, იოკოტას და მეშვიდე ამერიკული საზღვაო ბაზის იოკოსუკას ტერიტორიაზე. იაპონიის ტერიტორიაზევეა განლაგებული ამერიკული მინი ატომური ბომბები. ამერიკული ბაზები დგანან ასევე პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიაზე, მოტივი ირანული რაკეტებისგან ევროპის დაცვა და ისევ რუსული ხელების ფათური ევროპულ საქმეებში, 9/11-ის შემდეგ ამერუკული ბაზები სწრაფად გაჩნდა ავღანეთის ტერიტორიაზე და ამ კამპანიიის უზრუნველსაყოფად ცენტრალური აზიის 3 ქვეყანაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. უზბეკეთში და ყირგიზეთში ამერიკული ძალები ახლაც დგანან, და ეს ქვეყნები ამისათვის ამერიკული თვითმფრინავის ყოველ აფრენაზე 7,000 $ დოლარს იღებენ, ფრნები კი დღეში საშუალოდ 30-ჯერ ხორციელდება. ავღანეთს მოჰყვა ერაყის კამპანია. რომლის დროსაც ამერიკული კონტოგენტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა, 10,000 ამერიკელი დგას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, უმეტესად დარანის საჰაერო ბაზაზე, მაგრამ რადგან საუდის არაბეთი არასაიმედო პარტნიორად ჩაითვალა ბაზები გაჩნდა ასევე ყატარის ტერიტორიაზე 3,300 სამხედრო მოსამსახურით, ხოლო ბაჰრეინის ტერიტორიაზე განთავსებულია მეხუთე ამერიკული ფლოტილია 4,200 სამხედრო მოსამსახურით და ბოლოს ქუვეითის ტერიტორიაზე 8,400 სამხედრო რომლებიც აქ 1991 წლის, ერაყული კამპანიის შემდეგ არის. ამერიკულ ბაზებს ასევე ვიხილავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პირველად მათი აქ შეყვანა ვიეტნამის ომის დროს განხორციელდა, ამჟამად ამერიკული ბაზები ფილიპინების ტერიტორიაზეა განთავსებული, 2 ძირითად ბაზაში, საბიკ ბეისა და კლერ აირ ფელდის ბაზებში, მათი აქ ყოფნის მიზეზი ფილიპინების უსაფრთხოების გაუმჯობესება და ფილიპინური ისლამისტურ-ტერორისტული დაჯგუფების აბუ -საიაფის წინააღმდეგ ბრძოლა არის. ამერიკელებს ბაზები აქვთ ასევე ჰავაიზე, გუამზე და დიეგო გარსიაზე. ამერიკულ ბაზებს ასევე ვიპოვით შემდეგ ქვეყნებში: არუბა, ალბანეთი, ეგვიპტე, ჯიბუტი, ეკვადორი, სალვადორი, ჰონდურასი, პერუ, კოლუმბია, კუბა, ისლანდია, გრენლანდია, კოსოვო, ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია, პარაგვაი, კოსტა-რიკა.



Diego Garcia

Größere Kartenansicht