Dieses Blog durchsuchen

ქართული იდეოლოგიები სოციალ-დემოკრატია

შესავალი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1918-21 წლებს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, მისი კონსტიტუციისა თუ წევრების შეხედულებები, მათზე მსჯელობა, მათი შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვინაიდან, ამ პერიოდში საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მიიღო კოსტიტუცია, რომელიც იყო ძალზე დემოკრატიული, ვინაიდან მანამ მას მიიღებდნენ მიდიოდა სერიოზული დისკუსიები მასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეთნიკურმა უმცირესობებმა თავად მიიღეს მონაწილეობდა და გარკვეულწილად მათ ინიციატივაზე იყო დამოკიდებული ის, თუ რა თვალსაზრისით განისაზღვრებოდა მათი უფლებები. მართალია, მათი ინიციატივები და მოთხოვნილებები თავიდან ბოლომდე არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, მათ მოუსმინეს და დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თავად მათ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ მთავრობის, ხელისუფლების და ზოგადად, რესპუბლიკის დემოკრატიულობაზე მიუთითებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული იდეებისა და ქართული ნაციონალიზმის მიმართ. თუმცა, აშკარაა ისიც, რომ მათი დამოკიდებულებები მოცემული საკითხების მიმართ რამდენადმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ანუ, შეიცვალა მათი მიდგომები როგორც ეროვნული საკითხების მიმართ, ასევე რუსეთის მიმართაც. აქვე აღვნიშნავ, რომ თავად სოციალ-დემოკრატები თავიდან, არ მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მათ მიაჩნდათ, რომ თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, საქართველოს რუსეთთან ერთად უფრო მეტად შეეძლო წინსვლა, ვიდრე რუსეთის გარეშე , დამოუკიდებლად. ამ ყველაფერს ისინი ხსნიდნენ, რაზეც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებ.ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვება მათ იმ პერიოდშიც, მიაჩნდათ ტაქტიკურ  ნაბიჯად უფრო მეტად, ვიდრე სტრატეგიულად. როგორც ვიცით, გასაგებია თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა იდეოლოგიის მატარებლებიც იყვნენ თავად ქართველი სოციალ-დემოკრატები, თუმცა,  ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომელთაც სოც-დემოკრატების მენშევიკების ფრთა ჯერ კიდევ 1903 წელს გაემიჯნა ლონდონში, პარტიის მეორე კონგრესზე. აქედან გამომდინარე, საქართველო  უკვე  აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ გამოყოფოდა რუსეთს, ვინაიდან იდეოლოგიურად უკვე რუსეთის ხელისუფლებაში განსხვავებული, ბოლშევიკური მთავრობა მოვიდა. ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად საქართველოს რუსეთთან შეერთებაზეც ჟორდანიას განსხვავებული აზრი გააჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და მის შემდეგ, განსაკუთრებით კარგად ჩანდა მისი პოზიცია თუ რაოდენ უარყოფითად შეიცვალა როდესაც 1934 წელს პარიზში გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, სადაც იგი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდა.











ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე

ძალზე საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის დამოკიდებულებაზე ეროვნული იდეებისა და ნაციონალიზმისადმი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ იგი გამოყოფდა სხვა ქვეყანასაც, მაგალითად პოლონეთს და განასხვავებდა ერთმანეთისაგან რუსეთის ზეგავლენას პოლონეთის მიმართ და რუსეთის ზეგავლენას საქართველოს მიმართ.
ნოე ჟორდანია საუბრობდა იმ ფაქტზე, რომ პოლონეთი როდესაც დაიპყრო რუსეთმა , ეს უკანასკნელი იყო მასზე ჩამორჩენილი. ანუ, იგი საუბრობს იმაზე, რომ პოლონეთს გააჩნდა საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა, ვაჭრობა და საკუთარი სამოქალაქო ცხოვრება. რაც შეეხება რუსეთს, ნოე ჟორდანიას აზრით ეს უკანასკნელი პოლონეთზე დაბალგანვითარებული იყო. აქ მოხდა შემდეგი რამ, რომ დაბალგანვითარებულმა ერმა, როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიკურად, დაიპყრო მასთან შედარებით მაღალგანვითარებული ერი, რომელიც დაპყრობამდე პოლიტიკურადაც საკმაოდ განვითარებული იყო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იქნებოდა მოცემულ ქვეყანაში შინაგანი პროტესის მუხტი, რაც რეალურად წარმოშობდა ჟორდანიას აზრით ნაციონალიზმს როგორც პროტესტს. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამგვარად არ იყო საქმის ვითარება, არამედ რუსეთი საქართველოსთან შედარებით განვითარებული იყო. „საქართველოში ე.ი არ არსებობს ფაბრიკა, რომელსაც შეეძლოს მხარის ან მეზობლისათვის თავისი ნაწარმოების შეძლევა, ამ ქვეყნის უმთვარესი ნაწარმოები- პური და ღვინო- სრულიად არ ესაჭიროება მეზობელ ხალხებს“.[1]
ანუ, ამ შემთხვევაში, საქართველო ლოგიკურად არ ჩავარდა უარეს პირობაში,თუკი არ ჩავთვლით გარკვეულ კლასებს, მაგალითად თავადაზნაურობას. ამ შემთხვევაში ნოე ჟორდანიას იმის თქმა სურდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი გააჩნდა და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე არ არსებდა ქვეყანაში ნაციონალიზმის მუხტი. ის საუბრობს კახეთის აჯანყებაზე, იმ დროს როდესაც კახეთი აუჯანყდა რუსებს, ქართლი გაჩუმებული იყო , ხოლო მისი თავადაზნაურობა და თბილისის მოქალაქეები კი რუსებთან ერთად კახეთს ამშვიდებდნენ. ასევე ნოე ჟორდანია საუბრობს სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელზე, რომელიც რუსებს ეუბნებოდა, რომ მიეცათ ერთი პოლკი და მთელ იმერეთს აიღებდა. აქ ანალიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ნოე ჟორდანიას იმის თქმა უნდოდა, რომ საქართველოს არ გააჩნდა ერთიანი ნაციონალური მუხტი, რადგან ის იყო განუვითარებელი, ჩამორჩნილი ქვეყანა. აბსოლუტურად არ არსებობდა კონსოლიდაცია, ვთქვათ, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი კახელებსა და ქართლელებს შორის, როდესაც აჯანყება მოხდა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს შეუკავშირებლობაზე, მის დაბალ განვითარებულობაზე. ასევე, ნოე ჟორდანიას მოაქვს მაგალითი, როდესაც მაგალითად გენერალი სისოევი იყო წარგზავნილი 1819 წელს იმერელთა დასამშვიდებლად, მან ასეთი რამ თქვა,რომ იმერლების სხვადასხვა წოდება არეულობით ცდილობდა სხვადასხვა მიზნისათვის მიეღწია.ხალხს ეგონა, რომ ახალი საეკლესიო რეფორმებით შემოჰქონდათ ახალი გადასახადები,ამის პროტესტს გამოთქვამდნენ, ასევე ფეოდალებს სურდათ იმერეთში მეფის დაბრუნება, რადგან მათ დაკარგეს რუსეთის ქვეშევრდომობაში ძველი პრივილეგიები. ანუ, ერი აბსოლუტურად გაუერთიანებელი იყო მრავალი თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც კლასობრივ დაქსაქსულობას, მაგალითად ის, რომ გლეხები და თავადაზნაურობა სხვადასხვა მიზნისათვის იბრძოდა და ეს ეხებოდა ასევე რეგიონალურ დაქსაქსულობასაც, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, რომ კახეთის დაშოშმინებას ცდილობდნენ თბილისში, იმის მაგივრად რომ მოეხდინათ კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს ჩამორჩენილობაზე. ასევე ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ როდესაც ერი ავითარებს კაპიტალიზმს და ასევე სამოქალაქო შეგნებას ადამიანებში, თუკი შემდეგ იგი დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას, იგი მზად არის ნაციონალიზმისათვის, ვინაიდან როგორც პოლონეთის მაგალითზე აღნიშნავდა ნოე ჟორდანია, ეს არის ერთგვარი შინაგანი პროტესტი ერისა, რომ იპყრობს მასზე დაბალგანვითარებული ქვეყანა და აფერხებს მის წინსვლას, ეს კი იწვევს ნაციონალისტური იდეების წარმოშობასა და მის განვითარებას, საქართველოს შემთხვევაში კი ეს ასე არ იყო, პირიქით, ჟორდანიას აზრით რუსეთთან შეერთება იყო წინაპირობა ქვეყნის განვითარებისა და ეს ასეც მოხდა. რუსეთთან შეერთებამ მოიტანა ის, რომ მეტ-ნაკლებად მოხდა გლეხების ინტერესების გათვალისწინებაც, როგორც ნოე ჟორდანიას ნაშრომიდან ჩანს, რა თქმა უნდა, რუსეთს გლეხების ინტერესების დაცვაში ჰქონდა თავისი ინტერესები, დროის გარკვეულ ეტაპზე ისინი თავადაზნაურთა ინტერესებს უფრო წინაც აყენებდნენ, თუმცა ფაქტი ერთია,რომ რუსეთის შემადგენლობაში მოხდა ბატონ-ყმობის გადავარდნა და სხვადასხვა პროგრესული ნაბიჯების გადადგმა ჟორდანიას აზრით.
ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად გამოდიოდა ასევე მათ მიმართ, ვინც შენიღბული იყო ნაციონალისტური იდეებით და იგი მათ ქმედებებს რეალურ ნაციონალიზმად არც მიიჩნევდა. ეს იყო, პირველ რიგში თავადაზნაურობა. მისი აზრით, მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, თავადაზნაურობამ დაკარგა ძველი პრივილეგიები, აქედან გამომდინარე თავისი ინტერესებისათვის დაიწყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა აქ მთელი ერის ინტერესები არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან რომ ერი იყო დაქსაქსული ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე.
საბოლოოს ჯამში, უნდა ითქვას, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონდა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერს ხსნის, რომ საქართველო იმ დროისათვის ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომ რუსეთთან შეერთებამ საქართველოს რეალურად მოუტანა უფრო მეტი კარგი, მის ეკონომიკურ წინსვლასა თუ ქვედა ფენების ინტერესების გატარებაზე დაიწყო რუსეთმა ზრუნვა, მართალია ამაში იყო მისი ინტერესებიც, თუმცა საბოლოოს ჯამში მაინც დადებითად აისახა საქართველოს განვითარების კუთხით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის შემთხვევას იგი სხვანაირად განიხილავდა, რომ ამ შემთხვევაში პოლონეთის შემთხვევაში მოხდა მაღალი და დაბალი კულტურის შეჯახება, პოლონეთი მაღალი კულტურის წარმომადგენელი იყო, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიც ძალიან განვითარდა, მაგრამ ამავე დროს პოლონეთიც წინ მიდიოდა და სულ ასე წინ უსწრებდა რუსეთს და მაინც, ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აქაც მჟღავნდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის განვითარებამ მაინც დიდი გავლენა მოახდინა პოლონელებზე, მისი აზრით, თუკი ადრე ისინი პოლიტიკურ ავტონომიასაც არ სჯერდებოდნენ, ახლა მხოლოდ იმას თხოულობდნენ, და რომ სრულ დამოუკიდებლობაზე სრულიად აღარ ოცნებობდნენ პოლონელები.ასევე ჟორდანიას პოლონეთის სოციალისტური პარტია მოჰყავს მაგალითად რომელიც ადრე იმ აზრისა იყო, რომ „უკულტურო“ რუსეთის პოლიტიკური განახლება უფრო რთულია, ვიდრე პოლონეთის განთავისუფლება, ამიტომ მისი პროგრამის პირველი მუხლი იქნებოდა მოთხოვნა პოლონეთის დამოუკიდებლობისა.
ამის შემდეგ, უკვე ნოე ჟორდანია საუბრობს იმაზე, რომ დაიწყო რუსეთის რევოლუცია და მას შემდეგ, რაც პოლონელები მიხვდნენ, რომ რუსეთი არც ისე უკულტუროა, როგორც მათ ეგონათ პარტიაში მოხდა გახეთქილება და უმრავლესობამ თავი დაანება ნაციონალური პროგრამას, დაუახლოვდა სოც-დემოკრატიას , ხოლო გამოყოფილი უმცირესობა კი მიილტვოდა წმინდა ნაციონალიზმისაკენ.
ასევე ძალზე საინტერესოა ჟორდანიას მიმართება რუსეთთან იმ კუთხითაც, რომ ნოე ჟორდანია წერს, საქართველოში ნაციონალისტები იმას საუბრობდნენ,რომ ჩვენი ქვეყანა ადრე ყვაოდა, რუსეთის შემოსვლამდე, ისინი „ისარში“ წერდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკური ბატონობა დაიწყო საქართველოში, ქართული მწერლობა და პრესა არასდროს ყოფილა მდიდარი. ამის საპასუხოდ კი ნოე ჟორდანია საუბრობს, რომ ქართული პრესა აღორძინდა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში , ხოლო პირველი ქართული გაზეთი მთავრობის ინიციატივითა და ხარჯით გამოვიდა. თავისთავად იგრძნობა, ნოე ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იმ კუთხით, რომ ამ ყველაფერმა საქართველოს ძალზე ბევრი სასიკეთო რამ მოუტანა პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ამის დასტურად მოჰყავს მტკიცებულებები, თუ რა იყო საქართველო რუსეთის შემოსვლამდე და რა იყო მის თანამედროვე პერიოდში და საუბრობს ამ განსხვავებაზე, ასევე იმაზე, რომ ადამიანებმა იციან რა არის მათთვის სასიკეთო, აქ საუბარია უმრავლესობაზე, რომლისთვისაც თავისთავად უკეთესობისაკენ შეიცვალა პროცესი, გამონაკლისია მხოლოდ უმცირესობა, კერძოდ კი თავადაზნაურობა, რომლისთვისაც არ შეცვლილა უკეთესობისაკენ ყოფა და იმისათვის რომ დაებრუნებინათ თავიანთი ძველი პრივილეგიები, ახდენდნენ ეროვნული იდეების აპელირებას, თუმცა, რეალურად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთისადმი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (უმეტესად გამახვილებული იქნება ყურადღება ემიგრაციაში დაწერილ ნაშრომის მიხედვით)

ამ შემთხვევაში ძალზე  საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულების ცვლილებები. განსაკუთრებით კი შევეხები მის იმ ნაშრომს, რომელიც მან დაწერა უკვე იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს არათუ მოპოვენული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არამედ უკვე ემიგრაციაში იმფოფებოდა საქართველოს 1918-21 წლების ხელისუფლება.
თავიდანვე, ნოე ჟორდანია საინტერესოდ საუბრობდა ისტორიაზე, იგი იწყებს სწორედაც საქართველოს ისტორიული მიმოხილვით. პირველ რიგში, მას მაგალითად მოჰყავდა მირიან მეფე და ვახტანგ გორასალი. აქ იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე. როგორ შეუძლია პატარა ერს თავი გადაირჩინოს მრავალ დიდ ერს შორის. მას სამაგალითოდ მოჰყავს სწორედ მოცემული მეფეები, რომლებიც ატარებდნენ ლავირების პოლიტიკას. ისინი ძალზე ჭკვიანურად იქცეოდნენ და მოხერხებული პოლიტიკის ხარჯზე ახერხებდნენ იმას, რომ თავი გადაერჩინათ. ასევე იგი საუბრობდა იმ დროზე, როდესაც ძალზე გართულდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, როდესაც იგი მოექცა მუსულმანურ იზოლაციაში, ამ შემთხვევაში, არსებობდა ქრისტიანი ერიც, ბიზანტია, თუმცა  საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მოცემულ ქვეყანას ბიზანტიას არ დაუკავშირა და ჟორდანიას აზრით, სწორადაც მოიქცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოზე აგრესიულ პოლიტიკას გაატარებდნენ მუსლიმი მეზობლები, რაც ქვეყნისათვის არ იქნებოდა სახარბიელო. აქ დავაკვირდეთ იმას, რომ უკვე იკვეთება, ნოე ჟორდანიას აზროვნება რამდენადმე შეცვლილია. იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე, ქვეყნის გადარჩენაზე, რაშიც იგრძნობა ეროვნული მუხტი. სწორ მიმართულებაზე, პატარა ქვეყნის გადარჩენის პოლიტიკაზე, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, 1908 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში „ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“, სხვანაირად საუბრობდა, რაზეც ზემოთ გავუსვით ხაზი. იმ შემთხვევაში იგი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებდა, ამბობდა იმას, რომ თუკი ერისათვის, მისი წინსვლისათვის და განსაკუთრებით კი ქვედა ფენების ინტერესების განსახორციელებლად უკეთესი იქნება სხვა ქვეყნის მფლობელობაში ყოფნა, მაშინ უკეთესი იქნება ასეთი ყოფა. ანუ, საქართველოს მაგალითზე, ჩვენი ქვეყნისათვის მისი აზრით უკეთესი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ქვეყნის განვითარებისათვის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით, აგრეთვე, რაც მთავარია ქვედა ფენების ინტერესების უკედ განსახორციელებლად.
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაეცა ბიზანტია. ამ შემთხვევაში რუსეთი წარდგა, ასე ვთქვათ ბიზანტიის მემკვიდრეობის გაგრძელებად. აი სწორედ ამ დროს შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ვითარება არ შეცვლილა საქართველოსათვის, ჟორდანიას აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე მუსლიმურ ქვეყნებს ეომებოდა ბიზანტია, ხოლო ახლა ეს მოვალეობა თავის თავზე უნდა აეღო რუსეთს. ამ შემთხვევაში, ლოგიკურად საქართველოს მეფეებს უნდა გაეგრძელებინათ წინამორბედების მიდგომები , უნდა განეხორციელებინათ ლავირების პოლიტიკა, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ქართველმა მეფეებმა შეცვალეს თავისი მიდგომა. იგი საუბრობს კახეთის მეფე ალექსანდრეზე და გიორგი მეათეზე, რომლებმაც რუსეთს გაუგზავნეს ელჩები, რათა თავის ქვეშევრდომობაში მიეღოთ საქართველო. აქვე ქართველი მეფეების უვიცობაზეც საუბრობს ნოე ჟორდანია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, მაშინ რუსეთს არანაირად არ შეეძლო საქართველოსთან რაიმე კუთხით სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის ის გეოპოლიტიკურად ძალზე მოშორებული იყო საქართველოსაგან. ანუ, აქვე დავაკვირდეთ იმას, რომ ნოე ჟორდანიას რიტორიკა აბსოლუტურად შეცვლილია რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. ის უარყოფითად უყურებს იმ მეფეებს რომლებიც დაუკავშირდნენ რუსეთს, ვინაიდან ერთი მხრივ,მათ არ გააგრძელეს თავიანთი წინაპარი მეფეების ლავირების პოლიტიკა, რამაც გადაარჩინა ამდენი ხნის განმავლობაში მეტ-ნაკლებად საქართველო და ასვევ ხშირად როგორც საუბრობს ჟორდანია გადაარჩინა აოხრებას, განსხვავებით სომხებისაგან და სხვა პატარა ქვეყნებისაგან. ასევე საუბრობს ქართველ გუსართა პოლკზე, რომელიც 1739 წელს თათრების წინააღმდეგ იბრძოდა და საპასუხოდ რუსეთი არაფრით ეხმარებოდა საქართველოს. ასევე საუბრობდა ძალზე საინტერესო ფაქტზე, 1854 წელს ყირიმის ომის დროს, როდესაც ოსმალეთის ინიციატივა იყო საქართველოში ჯარების შემოყვანა და შემდეგ აქედან და ამ გზით ყარსიდან და მთელი ამიერკავკასიიდან რუსეთის ჯარების განდევნა. თუმცა, რეალურად საფრანგეთისაგან განსხვავებით ამას ინგლისმა არ დაუჭირა მხარი, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ სურდა რუსეთისაგან გამოყოფა, ვინაიდან საქართველოს ჯარი იბრძვის რუსის მხარდამხარ. ამ ყველაფერს ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა. მაშინ როდესაც 1908 წელს საკმაოდ სიღრმისეულად ხსნიდა და ამართლებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ არსებობდა რეალურად ნაციონალიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან შეერთებით საქართველოს ჰქონდა უფრო მეტად წინსვლის პერსპექტივა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ თუკი ადრე თავად-აზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი ცდილობდნენ გაეღვივებინათ ნაციონალიზმის ელემენტები რომელიც რეალურად ვერ ხდებოდა ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო, ახლა იგი თავადაზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ 1901 წელს მათი ინიციატივით გაიმართა დღესასწაული საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავთან დაკავშირებით.





დასკვნა
საბოლოო ჯამში, ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ ნოე ჟორდანიამ შეიცვალა თავისი დამოკიდებულება როგორც რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული საკითხების მიმართაც. პრინციპში, მოცემული ნაშრომი, რომელზეც იყო ყურადღება  უკვე შემდეგ პერიოდში გამახვილებული,  დაწერილი იყო, ემიგრაციის პერიოდში. ლოგიკურიცაა რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ეროვნული იდეების მამართ სოც-დემოკრატებს სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ამან , ვფიქრობ გარკვეული გავლენა მოახდინა მათ გულუბრყვილო პოლიტიკაზეც. ისინი ძალზე იყვნენ თავიანთი იდეებით გატაცებულნი, ამის მიხედვით ეპაექრებოდნენ ქვეყნის შიგნით სოციალისტ-ფედერალისტებსა და ეროვნულ-დემოკრატებს, საბოლოოდ კი მოხდა ის, რომ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობა გადაყვა. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებას ზედმეტად ენდვნენ და სამაგიეროდ არ გაითვალისწინეს ივანე ჯავახიშვილის რჩევები იმაზე, რომ ჰქონოდათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და კარგად დაკვირვებოდნენ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ეზრუნათ სამხედრო ძლიერებაზე, ვინაიდან შესაძლებელია მოეგერიებინათ წითელი არმიის თავდასხმა.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მათი შემობრუნება რეალური პოლიტიკისაკენ, დანახვა იმისა,რომ ერი ყველაზე უკედ ვითარდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებელია.ამან კი შეცვალა ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთს იმპერიის მიმართაც, ვინაიდან თუკი ის საუბრობდა თავიდან იმ მხარეებზე, რაც რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შესვლამ გამოიწვია, შემდეგ უკვე მან შეიცვალა თავისი დამოკიდებულება და იმ შეცდომებზე საუბრობდა, რამაც მოახდინა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.



[1] „ქართული მემარცხემეობის ქრესტომათია“ იხ თავი ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი (გვ33)

ანგოლა -

  სად უნდა იშოვოს ადამიანმა დიდი ფული ? იქ სადაც დიდი რესურსებია, არეული პოლიტიკური მდგომარეობაა, არც ხალხია დიდად განვითარებული, რომ მალე დააწყნაროს სიტუაცია და ელიტაც შესაბამისი ჰყავს. ამი ყველაზე კარგი მაგალითი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არსებული რუსეთია, ამჟამად მსგავსი ქვეყნების პირველ ათეულს ალბათ აფრიკული სახელმწიფოები შეავსებენ და ახლა კი ამ ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი ანგოლა. სადაც ალბათ $ 50.000 მქონე ჭკვიანი ავანტიურისტი 2 წელიწადში მილიონერად გახდომას შეძლებას. ახლა კი თუ რატომ არის ეს ყველაფერი რეალური და შესაძლებელი. 
    ანგოლა ცენტრალური აფრიკის სამხრეთ ნაწილშია, ატლანტის ოკეანეზე აქვს გასასვლელი და მოსაზღვრეებიც მისი მსგავსი ყავს, ჩრდილოეთით კონგო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლკა, აღმოსავლეთით ზამბია, სამხრეთით ნამიბია, ატლანტის ოკეანესთან სიახლოვის მიუხედავად ანგოლაში ნალექების რაოდენობა დაბალია, თუმცა ძალიან ცხელიც არ არის და არც რელიეფი აქვს რთული, ასე, რომ მომავალ ავანტიურისტს აღჭურვილობაზე ბევრი ზრუნვა არ დასჭირდება, ქვეყნის ფართობი 1.2 მლნ კვ/კმ - ია, რიტაც აფრიკის მასშტაბით მე-7 არის. მომავალ ავანტიურისტს საქმე, რომ გავუადვილოთ ჯერ მოსახლეობის დახასიათებით დავიწყებ ანუ ვის შეხვდება ანგოლაში,  ქვეყნის მოსახლეობა ამჟმად 24 მლნ ადამიანს უდრის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, (ისე 1970 წლის შემდეგ აღწერა ჩანატარები არ ჰქონდათ, არ ეცალათ 1975 - 2002 წლებში ომობდნენ, ( ერთმანეთში)).  ამ 24 მლნ ადამისთვის სახელმწიფო ენა პორტუგალიური არის, ყოფილიმა მეტროპოლიამ უსასყიდლოდ დაუტოვათ და ძალიანაც ადგებათ, დღეისათვის მოსახლეობის 39 % - თვის პორტუგალიური მშობლიური ენა არის, სახელმწიფო ენის გარდა აქვთ ეროვნული ენები, უმბუნდუ, კიმბუნდუ, კიკონგო, უჩოკვე, უკვანჲამა და ნგანგუელა, ექვსივე ბანტუს ენები, უმბუნდუ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია და მოსახლეობის დაახლობით მესამედისთვის მშობლიური ენა არის, დედაქალაქ ლუანდას საკუთარი ენა აქვს კიმბუნდი. უცხო ენებიდან ინგლისური და ფრანგული საკმაოდ გავრცელებულია ასე რომ ჩვენს ავანტიურისტს არ გაუჭირდება. 
         მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ენობრივზე უფრო მეტად ჭრელია, სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი გამოიყოფა, რომლეთა ურთიერთობაში, რომელიც ძირითადად დაპირისპირებაში გამოიხატება, წყდება კიდეც ქვეყნის ბედი. მოსახლეობის მესამედი არის თითქმის ოვომბუნდუები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ქალაქების ძირიტადი მოსახლეობა არიან, მოსახლეობის დაახლოებიტ მეოთხედი არიან ამბუნდუები, რომლებიც ლაპარაკობენ კიმბუნდუს ენაზე და დაახლოებით 15 % არის ბაკონგოს ხალხი, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილო ნაწილშია განსახლებული. ამათ გარდა პატარა მაგრამ ხსენების ღირსი ჯგუფები არიან, განგუელები, ნჲანეკა-ნკჵუმბიები, ოვამბოები, ჰერეროები, ჩოკვეები, ქინდონგები და ჵოისანები.  ამათ გარდა ქვეყნაში ცხოვრობენ ევროპელებიც, აბსოლიტური უმეტესობა პორტუგალიელებისა, 1975 წლის 11 ნოემბერს, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა ქვეყანაში დაახლოებით 350,000 პორტუგალიელეი იყო, დამოუკიდებლობა ომში გადაეზარდათ და ამათაც თავს უშველეს, ახლა ისევ ბრუნდებიან და მათი რიცხი დაახლოებიტ 200,000 არის ასული უმეტესობა ავანტიურისტები არიან. აზილებიც ყავთ ანგოლაში, რა გასაკვირია და ჩინელები, ოფიციალურად 100,000 ადამიანი, რეალურად 300,000 - მდე, ამათ შორის უმეტესობა ავანტიურისტების დამხმარეები არიან და მხოლო მცირე ნაწილი ავანტიურისტები. 
ეთნიკური ჯგუფები ანგოლაში
       ახლა რელიგიური შემადგენლობა, რაც ყველაზე მეტად ჭრელია დაახლოებით 1,000 - მდე რელიგიური დაჯგუფება ადიდებს ღმერთს. უმეტესობა ქრისტიანებად ითვლებიან, მოსახლეობის დაახლოებიტ 50 % აცხადებს, რომაულ - კათოლიციზმს მივდევო, დაახლოებით 25 % - ს , პროტესტანტობაზე აქვს პრეტენზია, ქრისტიანობის სხვე მიმდინარეობებსაც არ აკლიათ შემომწირველები, გვაყვენ მეთოდისტები, ლუთერანები, ბაპტისტები, რეფორმისტები, ადვენტისტები, ახალსამოციქულო ეკლესია და ანგლიკანებიც კი. ქვეყანაში ასევე ჰყავთ მუსლიმი მოსახლეობა ანგოლის სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებით დაახლოებით 100,000, საერთაშორისო მუსლიმური თემი ამბობს 350,000 მლოცველის ხმა მისდისო ალაჰს და კიდევ რა თქმა უნდა იეჰოვას მოწმეები, თუმცა ამ არეულ ხალხს ჯერ ბოლომდე ვერ აიძულეს ერთ მინდორში ძოვა. 
      ახლა ავანტიურისტმა შეიძლება იფიქროს ასეთ არეულობაში, როგორ უნდა გავერკვეო, მაგრამ სწორედ ის არის კარგი, რომ ამხელა არეულობაა და თან არც გარკვევაა რამეში საჭირო. ახლა ცოტა ისტორიას გადავხედოთ, რათა დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ აქ ცოტა ხანი კიდევ შეძლებს ჭკვიანი ადამიანი ფულის ჭრას.  XVII საუკუნემდე სანამ, პორტუგალიელები მოაგნებდნენ ამ მიწას, აქ პატარა სამეფოები იყო, რომლებიც ნახევრად დამოუკიდებელ ვასალურ მდგომარეობაში იყვნენ, პორტუგალიელები რომ მოვიდნენ, მოიტანეს ევროპული ნათელი და მთელი ანგოლის მოსახლეობას მიეცა საშუალება დაესვენა ფლორიდისა თუ კურიტიბას ბამბის პლანტაციებში. მაგრამ ყველამ არ ისურვა და ცოტა მოსახლეობა შერჩა კიდეც ამ მიწას, უკვე 1960 წლიდან ამათაც დაიწყეს გაზეთების კითხვა და რადიოს მოსმენა და აღმოაჩინეს, რომ აფრიკაში დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა იყო გაშლილი და ანგოლაშიც აფრიკულად დაიწყეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ერთდროულად 3 ძალა გაჩნდა რომელსაც უნდოდა მიეღწია ანგოლის განთავისუფლებისათვის, პირველი იყო FNLA ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტი, ამათი ლიდერი იყო ჰოლდენ რობერტო, ეს იყო გასამხედროებული დაჯგუფება და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთდროულად იღებდა დახმარებას, აშშ-ს, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმნიის, ისრაელის, რომელთაც 1963 - 1969  წლებში დახმარება გაუწიეს, მათი წევრები ტრენინგებზე დაჰყავდათ ისრაელში და თვით რობერტოც სტუმრობდა ისრაელს, ჩინეთის, რომელთაც 112 სამხედრო ინსტრუქტორი გაუგზავენს 1964 წელს, რუმენითის და ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაშინდელი ზაირის მიერ, ის ძირითადად ბაკონგოს ეთნიკურ ჯგუფს ემყარებოდა, 1992 წლის არჩევნებზე მთელი 2.4 % მიიღეს და 5 ადამინიც შეიყვანეს პარლამენტში, 2008 წელს ცუდად წაუვიდათ საქმე 1,11 % და 3 ადგილი მიიღეს. 
       მეორე დაჯგუფება იყო, ანგოლის განმანთავისუფლებელი სახალხო მოძრაობა, (MPLA), მისი მეთაური იყო აუგისტინო ნეტო, ეს იყო მარქსისტული გაერთიენება, ძირითადად ემყარებოდნენ ამბუნდუს ეთნიკურ ჯგუფს და შეძლეს ის, რომ გაყარეს პორტუგალიელები, დაამარცხეს ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლეებლი ფრონტი და მესამე დაჯგუფება სახელად ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის.(UNITA) იმ დროს საბჭოთა კავშირი და კუბა ორივე ეხმარებოდნენ იარიღით ცოცხალი ძალით და ცოდნით. მართალია კომუნიზმის დამყარება სამოქალაქო ომში გადაეზარდათ მაგრამ ომი წარმატებით დააგივირგივნეს, 1992 წლის არჩევნებში პარლამენტის 220 ადგილიდან 129 დაიკავეს, 2008 წლის არჩევნებში 191, ხოლო 2012 წლისაში 175, ყოველშემთხვევაში ძალაუფლება ჯერ კიდევ მყარად უჭირავთ და პარტიად ქცეულ დაჯგუფებას ამჟამად ჟოსე ედუარდო დოს სანტოსი ხელმძღავნელობს, ანუ ეს კაცია ავანრიურისტმა ვინც უნდა ასიამოვნოს. 
    და მესამე დაჯგუფაბეზეც ცოტა რამ, ის დაარსა იონას სავიმბიმ, ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის ძირითადად ეყრდნობოდა ოვიმბუნდუს ეთნიკურ ჯგუფს, იარაღს აშშ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აწვდიდნენ, ისინი ასევე ღებულობდნენ დახმარემას, ბულაგრეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ეგვიპტის, მაროკოს, ისრაელის, საუდის არაბეთის, ზაირის და ზამბიისაგა. ანუ აქ ვერ გაარკვევ ვინ ვისკენ იყო და ვინ ვის რატომ ეხმარებოდა. 

განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
ლიდერები და მათი ტერიტორია
        ახალ ცოტა რამ ომის მიმდინაროებაზე, რომელსაც 400,000 ანგოლელი ემსხვერპლა და 4,000,000 დევნილად აქცია. პორტუგალიში დიქტატურის დამთვარების შემდეგ გადაწყდა ანგოლისთვისაც მიეცათ დამოუკიდებლობა და ომიდან პორტუგალია გასული, 1975 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევენები, მაგრამ კომუნისტებს გულმა არ მოუთმინათ და ძალაუფლება ხელში უკანონოდ ჩაიგდეს და სამოქალაქო ომმაც იფეთქა, ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტი მალევე გამოეთიშა ასპარეზობას, ეროვნული გაერთიეანებას ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის ქვეყნის აღმოსავლეთი შეხვდა ნაკლებად დასახლებული და რესურსებიტაც ნაკლებად მდიდარი, თუმცა ალმასების გაყიდვით კი გაჰქონდათ თავი და ომსაც ახერხებდნენ, 1991 წლამდე ასე გრძელდებოდა, თუმცა ამ დროს მარქსისტებმა იგრძნეს საბჭოთა მხარდაჭერის შემცირებაც და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთბობიც გაიაფდა და ამიტომ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც 1991 წელს ლისაბონში გაფორმებული ხელშეკრულებით დასრულდა, საბჭოთა კავშირი, აშშ და მეომარი მხარეები შეთანხმდნენ, რომ 1992 წელს არჩევნები გაემართათ, გამართეს კიდეც, ხმების ხმების 49.5 % შეხვდათ კომუნისტებს დანარჩენი ეროვნულ გაერთიეანებას ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის. შედეგი კი ის დადგა რომ, სავიმბიმ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ომიც გაგრძელდა, ვიდრე 2002 წელს სავიმბი არ ააფეთქეს, რის შედეგადაც ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის, მთავრობასთან შეთანხმებაზე წავიდა და დამყარდა PAX MPLA. 
       ახლა მიმდინარე მდგომარეობა და ანგოლის ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკა ნედლეულის ექსპოტზეა დამოკიდებული, მთვარი საექსპორტო ნედლეული ნავთობია, დღეში დაახლოებით 1.8 მლნ ბარელს მოიპოვებენ, რაც ნიგერიის შემდეგ მეორე არის აფრიკის მასშტაბით, ნავთობს ექსპორტის შემოსავლების 95 % მოაქვს, ხოლო მოპოვებული ნავთობის 60 % კაბინდას რეგიონიდან მოდის, შედეგად კაბინდაში არსებობს მოძრაობა, რომელიც მის დამოუკიდებლობას ითხოვს და იარაღის გამოყენებაზეც არ იხევს უკან, ანგოლის ცენტრალური მთვარობა იძულებულია რომ იქ მუდმივად ყავდეს განთავსებული 4,000 ჯარისკაციანი შენაერთი, ამას გარდა პრობლემები აქვთ კონგოსთან, რადგან ანგოლელების მტკიცებით ისინი ეხმარებიან სეპარატისტებს, კაბინდას მდებარეობამ წარმოქმნა ასევე პრობლემები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან რომელიც თავისი 200 მილიანი საზღვაო ეკონომიკური ზონით კვეთს ანგოლის ინტერესებს. 
კაბინდა
       ნავთბის გარდა ქვეყნაში მნიშვნელოვანი რესურსია, ბუნებრივი აირის საბადოები, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, სპილენძი და ალამსები. ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნის სიახლოვე თევზსარეწ ზონასთან, რასაც ბენგელას დინება განაპირობებს, რომელიც ქვეყნას ჩაუვლის. 
              სწორედ ამ უზარმაზარმა რესურსულმა ბაზამ, მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, რომ მიეღწიე სრაფი ეკონომიკური აღმავლობისთვის,  ქვეყნის მშპ 2014 წლის მონაცმებით 175,5 მლრდ დოლარი არის, ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი 8,2 ათასი დოლარია. ( საქართველო 7 ათასი დოლარი( და ესეც ტყულია)). მშპ 2012 წლეს 5,2 % - ით გააიზარდა, ხოლო 2013 წელს 6,8 % - ით, 2014 წელს მცირე ჩავარდნა აქვთ 3,9 %. ანგოლის ეკონომიკაში სოფლის მეოურნეობა მშპ-ს 10 % -ს ქმინს, ინდუსტრია 60 % - ს, ხოლო დანარჩენი მოსახურების სფეროზეა, დასაქმების მიხედვით კი მოსახლეობის 85 % სოფლის მეურნეობას არის მიწერილი, დარჩენილი 15 %, ინდუსტრიას და მომსახურებას ორივერს ერთად, სინამდვილეში კი მოსახლეობის მეოთხედი დაუსაქმებელია, ანუ ქართული ვარიანტი გვაქ, სტატისტიკა ასაქმებს რეალურად კი დაუსაქმებლები/უსაქმურები არიან. სამაგიეროდ ის ზემოთ ნახსენები ჩინელები და პორტუგალიელები მუშოაობენ და ანგოლაშიც არის შეგვჭამეს ჩინელებმა-ს მსგავსი გამოთქმა, ჩინეთი ქვეყნის ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია, ანგოლა ჩინეთისთვის ნავთობის ნოემრ მეორე მიმწოდებელია, ჩინეთმა ანგოლაში 25 მლრდ აშშ ინვესტიცია ჩადო, შედეგად კი მიიღო სასურველ რესურსებზე წვდომა და ამ 2 მლრდ - ს ასათვისებლადაც იმდენი ხალხი ჩაიყვანა სამუშაოდ. ჩინეთზე მოდის ანგოლის ექსპორტის 45 % და იმპორტის 20 %. ანგოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა პორტუგალიასთან, ბევრი ახალგაზრდა პორტუგალიელი ტოვებს სამშობლოს და მიდის ანგოლაში, რადგან ქვეყნაში დეფიციტია, განათლებული და გამოცდილი მუშახელის, განსაკუთრებით განათლების, მართვის და მედიცინის სფეროში. პორტუგალია ანგოლის იმპორტის 20 % - ს იკავებს. ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, აშშ, სარ, ინდოეთი და ბრაზილია. ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემაა ინფალიციაც ბოლო წლებში საშუალოდ 7 %, ასეთი ტემპით ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დონე, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ შეძლებს, მით უმეტეს ანგოლა სამომხმარებლო საქონლის დიდი ნაწილის იმპორტს ახდენს. 
ანგოლის რესურსები
         ახლა ის თუ რამაც უნდა გააბედნიეროს, ჩვენი ავანტიურისტი და ფრთები გააშლევინოს.  ანგოლაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 52 წელი არის, მოსახლეობის 30 % წერა-კითხვის უცოდინარია, 70 % დღეში $ 2 -ზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს და 47 % - ს წვდომა არ აქვს სასმელ წყალზე და ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის 2013 წლის მონაცმებით ანგოლა 177 ქვეყანას შორის 153 იყო კორუფციის დონით. ეკონომისტებმა ცოტა იწვალეს და გამოთალეს რომ 2000-2005 წლების შუალედში ანგოლაში მშპ - ს 10 %, კორუფციაში წავიდა, მაშინ ეს 4 მლრდ დოლარი იყო. კიდევ ერთი ინდექსი ჯინი ინდექსი, რაც ანგოლაში 4,2 ტოლია, ამის მიხედვით შემოსავლები ქვეყანაში ძალიან ცუდად არ ნაწილდება, თუმცა მე არ მჯერა. 
 და კიდე ავანტიურისტი სრულიად არ ნიშნავს რაიმე ცუდს, თავგადასავლების მოყვარულს ნიშნავს, მოთავგადასავლეს. 

         



ურუგვაი ხოსე მუხიკას შემდეგ

 ურუგვაი სამხრეთ ამერიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, სადაც განსხვავებული ტიპის მმართველობა და განსაკუთრებული ელიტა ჩამოყალიბდა. მეტი ვიდეოში.



მსოფლიო უთანაბრობის წინააღმდეგობები


ვიდეოში განხილულია ჯინი ინდექსი და მისი მნიშვნელობა. მოცემულია ასევე ქვეყნების მაგალითები. 













ჩილე

    რატომ ჩილე ? იმიტომ, რომ ჩილე ლათინური ამერიკის საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც მათ შორის გამოირჩევა თავისი განვითარების მაღალი დონით, სტაბილურობით და პროგნოზირებადიც გახდა უკვე. ანუ თუკი ადამაინს ამ ქვეყანასთან მიმართებით რაიმე მიზნები აქვს, შეუძლია გათვალოს დაახლოებით რას უნდა მოელოდეს. ჩილე სამხრეთ ამერიკაში მდებაროებს და გარშემო, ესპანურენოვანი ქვეყნები აკრავს, ისიც ესპანური კოლონილიზმის შედეგია და შესაბამისად მის მეზობელ სახემწიფოებთან ბევრი საერთო აქვს, მისი მდებარეობით  და შესაძლებლობებით ის მსოფლიო გეოპოლიტიკაში გადამწყვეტ როლს, ნამდვილად ვერ თამაშობს, თუმცა ერთხელ კი მოუწია მცირე როლის შესრულება, რეგიონის მასშტაბით კი ის ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიშგსაწევი ძალაა და კიდეც იყენებს თავის მნიშვნეობას. ჩილეს მოსახლეობა 17.3 მლნ-ს შეადგენს, ის ამ მაჩვენებლით სამხრეთ ამერიკაში მე -6 -ე ადგილზე დგას, მისი ფართობი 756 ათასი კვ/კმ-ია და ამ მაჩვენებლით სამხრეთ ამერიკაში მე - 7 - ე ადგილზე დგას. ჩილე მთლიანი შიდა პროდუქტი 410.277 მლრდ არის.  
      ჩილეს მოსახეობა გამოირჩევა თავისი, ჰომოგენურობით, აქ მოსახლეობის 95 %, ევროპელების და მეტისების შთამომავლებია, დანარჩენი ინდიელები არიან, რომელთა 93 % მაპუჩეები არიან, 5 % აიამარა, ხოლო 2 % რაპანუი. 
     ჩილეში სახელმწიფო ენა ესპანურია, თვითონ ჩილელები კასტელანოს ეძახიან, ( რადგან ესპანური კასტილიიდან არის აღებული, როგორც ქართულის წმინდა ვარიანტად განიხილება ქართლური ვარიანტი). თუმცა ჩილეურ ესპანურს ბევრი აქვს შენარევები, ადგილობრივი ენებიდან, ასევე სხვა ქვეყენბიდან შემოსული კოლინისტების ენებიდან, ძირითადად იდიომური წარმოანქმენბსი სახით, ასევე განსხვდები ზოგიერთი ფონემის გამოთქმაც და სიტყვებისაც. 
       ჩილეს რელიგიურ ცხოვრებაში, კათოლიციზმი მბრძანებლობს, ქვეყანაში 1925 წლიდან სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთშ გამოეყო, თუმცა ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას, მოსახლეობის 70 % რომაულ კათოლიციზმს მისდევს, 15 % პროტესტანტია, 8.3 % თავს აგნოსტიკად და ათეისტად ნათლავს :).  დანარჩენები გაურკვეველია. 
   ჩილეს განვითარებულობაზე ყველა საერთაშორისო ინდექსი მეტყველებს, რომლებიც ქვეყნების შეფასებისას გამოიყენება, ქვეყნის დახასიათებაში ერთ-ერთი მთავარი ინდექსია, ჰუმანური განვიტარების ინდექსი, ამ რეიტინგში ჩილე ლათინური ამერიკსი ქვეყნებს შორის პირველია 0.822 პუნქტით, და ის ლათინური მაერიკის ქვეყნებს ლიდერობს 2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო რეიტინგში ის 41-ე ადგილზეა, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ, რომ რეიტინგის პირველ ნომერ ნორვეგიას 0.944 პუნქტი აქვს, 41 - ე ადგილი სულაც არ ნიშნავს ცუდს, და ის ძალიან მაღალი ჰუმანური გავითარების ინდექსის მქონე ქვეყნების რიგშია. 
      მომდევნო ინდექსი რომლის განხილვაც მნიშვნელოვანია, ეს მშვიდობის ინდექსია, აქ ჩილე 30 - ე ადგილს იკავებს, ყველაზე მშვიდობიან ქვეყანად ისლანდია სახელდება, ჩილესა და ისლანდიას შორის ქვეყნების უმეტესობა ევროკავშირის სახელმწიფოებია, ასეთი ქვეყნების გვერდით ასეთ მნიშვნელოვან რეიტინგში მოხვედრა, ნამდვიალდ ადასტურებს, რომ ქვეყანას საშინაო თუ საგარეო საკითხებში ნაკლებად უხდება მიმართოს ძალადობას. 
       მომდევნო მნიშვნელოვანი ინდექსია, გლობალური კონკურენტუანრიოანობის ინდექსი, სადაც ჩილე ასევე კარგად გამოიყურება, ის მსოფლიო რეიტინგში 33 - ე, ადგილს იკავებს, 4.6 პუნქტით, პირველ ადგილზე გასულ შვეიცარიას 5.7 პუნქტი აქვს. ეს ინდექსი მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის დგება ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების ანალიზის შედეგად და კარგად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პერპექტივებს. აქედან დასკვნა, ჩილეს ეკონომიკა არ არის საუკეთესო მაგრამ ის განვითარებულია. 
           კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეტინიგი ჯინი ინდექსია, რომელიც ასახავს თუ რამდენად თანაბრად ნაწილდება შემოსავლები ქვეყნის მოსახლეობაში, მოცემულ ინდექსში ჩილე კარგად ნამდვიალდ ვერ გამოიყურება, მისი ინდექსი 50.8 უდრის, ინდექსი მით უფრო კარგია რაც უფრო დაბალია, აქ კი ის შუაში დგას. 
               როგორც ამ 4 რეიტინგიდან ჩანს, ჩილე საკმაოდ კარგად არის განვითარებული, ახლა კი იმის შესახებ თუ, როგორ მიაღწია ქვეყნამ ამ ყველაფერს  და რა ფაქტორები დაეხმარენენ ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარებულიყო, პირველი განსახილველად ქვეყნის გეოგრაფიაა, ქვეყანა მდებრეობას სამხრეთ მაერიკაში, კონტინენტის დასავლეთ კიდეზე და ის კონტინენტის შუიდან უკიდურეს სამხრეთამდეა დაგაჭიმული, ქვეყნის სიგანე საშუალოდ 180 კმ ( ყველაზე ფართე ადგილზე 440 კმ)  , მაშინ როდესაც სიგრძე 4275 კმ არის. ქვეყანაჩრდილოეთიდან, პერუ და ბოლივია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან არგენტინა, სამხრეთიდან დრეიკის სრუტე, ხოლო დასავლეთიდან წყნარი ოკეანე, ქვეყანის საზღვრები, გეოგრაფიული ზღუდეებით ისე არის დაცული, რომ ცენტრალურ ნაწილს ნაკლებად ექმნება საფრთხე, თუმცა კი არც აქვს რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტები მეზობლებთან, 2 მხრიდან წყალი, აღმოსავლეთიდან ანდები და ჩრდილოეთიდან კი ატაკამას უდაბნო. ეს გეოგრაფიული დაბრკოლებები, დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის ისტორიაში, ანდების სამხედრო მიზნებით გადალახვა ერთხელ 1817 წელს ხოსე დე სან მარტინიმ მოაწყო, რათა ჩილე ესპანელებისგან გაენთავისუფელბინა და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ( ჰოდა ახლა არგენტინელები, ჩილელებს ამადლებენ ჩვენ მოგაპოვებინეთ დამოუკიდებლობაო, არადა რომ არ დახმარებოდნენ, შეიძლება ესპანელები გაძლიერებულიყვნენ და თვითონაც დაეკარგათ, თან ჩილელებიც არანაკლები რაოდენობით იბრძოდნენ ამ ომში  და სანმარტინ კიდეც ეძახიან El liberator) ესპანეთისგან განთავისუფლების შემდეგ, ჩილეს ომი ბოლივიასთან და პერუსთან ჰქონდა და თავის სასარგებლოდ დაასრულო. ბოლივიას ზღვაზე გასასვლელი წაართვა ( და ახლა ბოლივიის მთავრობა სარჩელის მომზადებას აპირებს, და უკან ითხოვს მიწას. კიდე ტიტიკაკას ტბაში მყვინთავებს ავარჯიშებენ და ემზადებიან, რომ ზღავაზე გასასვლელს მართლა დაიბრუნებენ. ) და პერუს ტაპაკას და ტაკნას პრივინციები. ჩილეში სამოქალაქო ომიც ჰქონდათ, 1891 წელს, რის შედეგადაც 6.000 - მდე ადამიანი დაიღუპა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა საპარლამენტოთ გადაკეთდა და საპარლამენტო რესპუბლიკამ, 1916 წლამდე გასტანა. რაც მთავარია დიქტატურა არ გაჩენილა. ჩილე პირველ მსოფლიო ომში ნეიტრალური დარჩა, მეორე მსოფლიო ომში კი მიუხედავად, გერმნული წარმოშობის მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილისა, ჯერ ნეიტრალური იყო 1944 წელს კი მოკავშირეებს შეუერთდა, თუმცა ეს უფრო სიმბოლური მნიშვნელობის აქტი იყო. ამის შედეგად ჩილე გაეროს დამფუძნებელ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდა. 1970 წლამდე ჩილეს ისტორიაში რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ადგილია არ ჰქონია, რომელსაც შეეძლო შეეცვა ქვეყნის განვითარების ვექტორი, 197- წელს კი არჩევნები მოიგო კოალიციამ უნიდად პოპულარ ( სახალხო გაერთიანებამ, ერთობამ) ხოლო მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, სალვადორ ალენდე, კოალიცია შედგებოდა მემარცხენე ძალებისგან, კომუნისტები, სოციალისტები, მარქსისტები და ძმანი მათნი, არჩევნებში მათ ხმების 36.3 % აიღეს, ეს ყველოაზე მეტი ხმა იყო, პრეზიდენტის გასაყვანად მათ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დახმარება დასჭირდათ და მიიღეს კიდეც. ალენდემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი რაც გააკეთა ეს, ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ნაციონალიზაცია იყო,( კიდე საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, რომ ყველა ჩილელი ბავშვი ნახევარ ლიტრ რძეს მიიღებდა, რა გამოუვიდათა ეგ არ ვიცი :) )  შედეგად კი ის მიიღო, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ძირითადი ინვესტორები იყვნენე ჩილეს ეკონომიკაში ძალიან განაწყენდნენ და გამოსავლის ძიება დაიწყეს, ამ ფაქტმა კიდე მნიშვლოვნად გააღიზიანა, აშშ მათ აღარ სურდათ ლათინურ ამერიკაში მეორე კომუნისტური ქვეყანა და  ცსს და ჰენრი კისინჯერი ამუშავდნენ, გადაწყდა პუტჩი, ჯერ გენერალი რენე შნაიდერი გაისტუმრეს ზეცაში, შემდეგ პუტჩიც მოაწყვეს თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, მეორე მცდელობა 1973 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა და უკვე წარმატებით, პუტჩს ხელმძღვანელობდა აუგოსტო პინოჩეტი, ალენდემ თავი მოიკლა, მისი ასობით მომხრე პუტჩისტებმა მოკლეს, ათასობით დააპატიმრეს, ჯერ ხუნტა დაარსეს, შემდეგ პინოჩოტი გახდა პრეზიდენტი, პინოჩეტის რეფორმებიდან პირვლეი ის იყო, რომ გააუქმა ალენდეს მიერ ჩატარებული ნაციონალიზაცია, მხოლოდ სპილენძის მაღაროები დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში, ამის შემდეგ კი მიიღო დახმარება აშშ-ს და დასავლეთ ევროპისგან მას ნათლავდნენ როგორც ქვეყნის გადამრჩენელს კომუნისტური საფრთხისგან ( რამდენად მართალია ვერ ვიტყვით, ალენდე კი ეფლირტავებდოა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ეს უფრო იმის ბრალი იყო, რომ სხვები არ ეფლირტავებიდნენ, თივთონ კი უარყოფდა, ყოველგვარ კლასობრივ დაყოფას, პროლიტარიატის დიქტატურას და მსგავს იდეებს). ქვეყნის ეს გადარჩენა ძვირი დაუჯდა მოსახლეობას, განსაკუთრებიტ არალოილურებს, გაჩნდა დასჯის ახალი მეთოდი, ჩასვამდნენ არასაიმედოს თვითმფრინავში გაიყვანდნენ ოკინის თავზე და მერე პირდაპირ ოკენეში გზავნიდნენ. ათასობით ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა და თავშესაფარს საზღვარგარეტ ეძებდა. ამ პერიდში კიდე ერთი საყურადრებო ფაქტი იყო ჩილე-არგენტინის სასზღვრო კონფლიქტი, რაც პაპის მედიაციით გადაწყდა, 1978 წელს ბიგლის სრუტის გარშემო, არსებული კუნძულებისთვის დავა გაჩაღდა, არგენტილებმა, ზოგიერთი კუნძულიც კი დაიკავეს და ჩილეში შეჭრას აპირებდნენ, საბოლოოდ კონფლიქტი 1984 წელს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დამთავრდა სადაო კუნძულები ჩილეს დარჩა, კონფლიქტის ასე გადაწყვეტაში, წვლილი მიუძღოდა ასევე არგენტინა - ბრიტნაეთის ომს ფოლკლენდის კუნძულების გამო, არგენტინას არ შეეძლო ორი ომის ერთად წარმოება. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩილე ამ ომში ბრიტანეთს ეხმარებოდა, ძირითადად სადაზვერვო ინფორმაციით. 
            1988 ჩილეში რედემოკრატიზაცია დაიწყო, მოსახლეობის 55 % პროცენტმა პინოჩეტის მმარტელობის დასრულება მოითხოვა, 1989 პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, არჩევნები ქრისტიან-დემოკრატმა პარტრისიო აილვინმა მოიგო, მან განაგრძო პინოჩეტის ნეოლიბერალური ეკონომიკური კურსი, დაიწყო პოლიტიკური შემწყნარებლობის ხანა, დაბრუნება დაიწყეს პოლიტიკური მიძეზით დევნილებმა, 1998 წელს პინოჩეტიმ, სამხედრო ძალების მეთაურობაც დატოვა და დარჩა, მხოლოდ სენატორის უფლებებით, რაც მას სიცოცხლის ბოლომდე მიენიჭა და მის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა. ამის მიუხედავად ის რამდენჯერმე იქნა ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულებებში, თუმცა ის დადანაშაულებულ ვერ იქნა, ხოლო 2006 წელს კიდეც გარდაიცვალა. პინოჩეტის მმარტველობას თვითონ ჩილელებიც, აფასებენ როგორც ცუდს, მაგრამ ეს იყო პერიოდი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში, მან გაუხსნა ქვეყნის ეკონომიკას კარი საერთაშორისო ბაზრებისაკენ, მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ეკონომიკის რეფორმირება და ქვეყანამ მიიღო უზარმაზარი დასავლური ინვესტიციები, პინოჩეტიმ დაუშვა ის, რომ ქვეყანაში მოხდა დემოკრატიზაციის პროცესი, ( რაშიც დასავლეთიც დაეხმარა :) ). შედეგად კი გვაქვს ლათინური ამერიკის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო, როგორც ეკონომიკის ისე, პოლიტიკური განვითარების დონის მიხედვით. ჩილეს სახელმწიფოს ვალი მშპ - ს 9 % -ია, რაც ყველაზე დაბალია რეგიონში.  ამჟამად ჩილეს სოცილისტური პარტია მართვას და პრეზიდენტად კი მიჩელ ბაჩელეტი ჰყავთ. 
      ჩილეს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ამჟამად ყველზე დაძაბული ურთიერთობა, ბოლივიასთან აქვს,  ბოლივია დღედმე ითხოვს ჩილესგან ზღვაზე გასასვლელს, კიდევ ერთი კონფლიქტი რიო ლაუკას გარშემოა წარმოშობილი, მდინარის წყლის განაწილების საკითხთან დაკავშირებით. 
       არგენტინასთან სასაზღვრო კონფლიქტები, ფაქტობრივად მოგვარებულია, ( ჯერჯერობით კიდევ დარჩენილია, რამდენიმე სადემარკაციო მონაკვეთი) იგივე შეიძლებოდა თქმულიყო პერუსთან მიმართებითაც, თუმცა 2005 წელს პერუს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც პრეტენზია საზღვაო აკვატორიის ისეთ ნაწილზე, რომელსაც ჩილე მანამდე თავისად განიხილავდა. 
                  ჩილეს აშშ-სთან მჭიდრო, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, ორივე ქვეყანა ამ ურთიერთობებით მოგებული რჩება, აშშ იღებს ჩილეს რესურსებს, ჩილე ინვესტიციებს და იარაღს. 
               ჩილეს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს გერმანიასთან, რისი საფუძველიც გახდა ჩილეშ მცხოვრები გერმნული წარმოშობის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, დღევანდელი პრეზიდენტიც, პინოჩეტის მმართველობის პერიოდში ექსილში ცხოვრობა გერმანიაში და იქ მიიღო განათლება, გერმანიაში განათლება მიღებული მინისტები იყვნენ ასევე წინამორბედი მთვარობის რიგებშიც, გერმანელებს დიდი წვლილი მიუძღვით ასევე ჩილეს არმიის მშენებლობაში, პირველი და მეორე მსოფლიო ომებსი შემდეგ მრავალმა გერმნელმა ოფიცერმა განარგრძო სამსახური ჩილეს არმიაში. ამჟამად ამ ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა აყვანილი, თანამშრომლობა, პოლიტიკური, ეკონომიკურ, სამხედრო თუ განათლების სფეროებში. 
      ამჟამად ქვეყნის მთავარი პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი კატასტროფებია, მისი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობის, გამო აქ გამუდმებით არის საფრთხე, მიწისძვრების, ცუნამის და ვულკანური ამოფრქვევების. რაც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. 



წყაროები: 

# 6.