Dieses Blog durchsuchen

Wird geladen...

Mittwoch, 31. Oktober 2012

ბურკინა - ფასო

  ბურკინა ფასო აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ქვეყანა 1960 წელს განთავისუფლდა ფრანგული კოლონიალიზმიდან და მაშინდელი ტენდენციები უმეტესწილად ახლაც უცვლელია. ჯოჯოხეთს მარტო აქაური მექრთაამეები გააჩახჩახებენ და ქვეყნის სახელი ,, ბურკინა-ფასო'' კი ადგილობრივი ტომის მოსის ენაზე მოუსყიდველი ხალხის ქვეყანას ნიშნავს. (სხვა ვარიანტით საპატივცემულო ხალხის სამშობლოს)
ბურკინა ფასოს მდებარეობა
მოსის სამეფო, ფრანგების შეჭრის გზა &
 საერთაშორისო სავაჭრო გზები
        ბურკინა-ფასო მდებარეობს, აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, მდ, ნიგერის მუხლის სამხრეთით და ის ჩაკეტილ სახელმწიფოს წარმოადგენს, მას ექვსი მეზობელი სახელმწიფო ყავს, რომლებსაც თითქმის იგივე პრობლემები აწუხებთ ან უფრო გართულებული ფორმები რაც ბურკინა-ფასოს. მისი ფართობი, 274 ათასი კვ / კმ - ია, ქვეყნის მოსახლეობა 16,7 მლნ არის და ფერტილურობა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში (6,07), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55 წელი, შიდსის ვირუსიანების პროცენტული რაოდენობით 30 ადგილზე დგას, წერა-კითხვა ზრდასრულ ასაკში 21 % იცის, ურბანიზაცია 26 % უდრის, მოკლედ ყველა ,, ბედნიერება ერთად აქვთ''.  ქვეყანა ნაწილობრივ საჰელის ზონაში მდებარეობს, სამხრეთი ნაწილი უფრო შავ აფრიკას ეკუთვნის, პირველი სახელმწიფო რომელიც აქ შეიქმნა, იყო მოსის ხალხის მიერ შექმნილი მორონის იმპერია, რომელიც XVI - XIX საუკუნეებშ არსებობდა და ფრანგების ამ რეგიონში შემოსვლის მერე ის საფრანგეთის კოლონია გახდა, მოსის სამეფოზე რაიმე ხელნაწერი დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ ფრანგების დახასიათებით ეს იყო ძლიერ ცენტრალიზებული სამეფო, რომელიც აწარმოებდა გვინეის ყურიდან ჩრდილოეტ აფრიკამდე ვაჭრობას, და ამ ვაჭრობაში ძლიერ დაწინაურებული იყვნენ ქალაქები ტომბოქტუ და ბობო-დილასო, 1895 წელს მოსის სამეფოსთან ფრანგებმა პროტექტორატის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 
1919 წლის მდგომარეობა
1895 წლის მდგომარეობა
ზემო სენეგალ-ნიგერი
ფრანგული სუდანი, ნიგერი &
სპილოს ძვლის ნაპირი
          ნამდვილი კოლონიზება , იარაღის გამოყენებით და სრული ატრიბუტებით 1919 წელს დაიწყო, ფრანგების ხელში მოსის სამეფოს ზემო ვოლტა ეწოდა, კარტოგრაფებისთვის ვოლტა ნამდვილ წამებად იქცა ვინიდან ის ხან გაჩნდება ცალკე სუბიექტად ხან სხვა ტერიტორიბზე ნაწილდებოდა, 1896- 1904 წლებში ის სახედრო რაიონს ეკუთვნოდა, 1904-1919 წლებში ის ეკუთვნოდა ზემო სენეგალ-ნიგერის რაიონს, 1932 წლიდან ეს ყველაფერი ისევ შეიცვალა და ბურკინა-ფასოს ტერიტორია გადანაწილდა ფრანგული კოლონიის სამ რაიონზე, ფრანგულ სუდანზე, ნიგერზე და სპილოს ძვლის ნაპირზე, ყველა  ამ გადაადგილებებს თავისი ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა, მაგალითად მოსიები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სპილოს ძვლის ნაპირის მოსახლეობასთან თავიანთი სავაჭრო ურთიერთობით, 1960 წელს ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, და მას სახელად ზემო ვოლტა ერქვა, ხოლო 1984 წლიდან, მას შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერმა ტომას სანკარმა პუტჩი მოაწყო მას სახელი გადაერქვა და ბურკინა ფასო დაერქვა. 
თომას სანკარა
ეთნიკური ჯგუფები

    დღევანდელ ბურკინა - ფასოში შემდეგი სახის მდგომარეობ არის : ქვეყანაში დაახლოებით 60 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ცენტრში ცხოვრობენ მოსიები დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი, საჰელის ზონაში, ფაულები დაახლოებით 18 %, სამხრეთ დასავლეთით ბობოები ყველაზე ძველი მოსახლეები ამ ტერიტორიის, სხვა მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს წარმოეადგენენ, გურმანები, სენაუტები, ლობოები და მუჰოუნები, ჩრდილოეთის მოსახლეობა მუსლიმები არიან და ისინი დაახლოებით 60 % წარმოადგენენ, დაახლოებით 15 % კათოლიკები, 4 % პროტესტანტები, დანარჩენები კი ანიმისტები არიან. ქვეყანა რურალური არის თუმცა ბოლო წლებში ურბანიზაციის ტემპები სწრაფად იზრდება, რაც კარგ საშუალებად იქცა ქვეყნის მრავალეთნიკურობის სეპარატიზმად არ გადაქცევის საქმეში, თუმცა ეს კვაზი ურბანიზაცია უფრო არის. ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკის 34,7 % სოფლის მეურნეობაში იქმნება, 23,3 % ინდუსტრიაში დანარჩენი მომსახურების სფეროში, სამუშაო ძალა 6,6 მლნ ადამიანია, რომელთა 90 % სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული, სოფლის მეურნეობის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს, ბაბმბის და მაისის წარმოება, ბამბის წარმოებით ის ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს არ იძლევა გარანტირებულ ეკონომიკურ სიმყარეს ვინაიდან ბამბის მსოფლიო ბაზარაი საკმაოდ არამყარია და ქვეყანაში მოსახლეობის 20 % ამ სფეროშია დასაქმებული, რაც ყველა საბაზრო ცვლილებაზე სოცილურ ცლილებასაც იწვევს. ქვეყანა საკმაოდ მდიდარია ოქროთიც რომელიც ქვეყნის ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს თავისი მნიშვნელობით, ქვეყანა ასევე აწარმოებს სპილენძის, ფოსფატების რკინის და მანგანუმის ექსპორტს. 
ბურკინა-ფასოს რესურსები
ბურკინა-ფასოს ექსპორტის მიმართულებები
     ქვეყანას თავის ექვსივე მეზობელთან აქვს მიმოსვლა, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კავშირი კოტ'დი-ივუართან, რომელსაც ის უკავშირდება როგორც სამანქანო ასევე რკინის გზით, სწორედ ამ ქვეყნებზე გადის ქვეყნის ექსპორტის თითქმის 80 % , მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ როდესაც სპილოს ძვლის სანაპიროში, საარჩევნო დაძაბულობა და სამოქალაქო დაპირისპირება იყო, ბურკინა - ფასო იძულებული გახდა თავისი ექსპორტი უფრო ძვირი გზებისკენ, განას და ბენინისკენ მიემართა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზიანა, ასევე ამ კონფლიქტმა ბურკინა - ფასოს მილიონამდე ლტოლვი მისცა რაც ისედაც უბედური ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იყო, ქვეყანას არ შეეძლო ამდენი ახალი ადამიანის აკომოდაცია. 
     ქვეყნისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ჭარბმოსახლეობა, და ქვეყნის გაუდაბნოება, მეორე პრობლემა პირბველის შედეგია, მოსახლეობა მიმდგარია სახელმწიფო რესურსებს და ყოველგვარი რესურსები ანგარიშის გარეშე იხარჯება, არავინ არ ზრუნავს აღდგენადი რესურსების განახლებაზე და ძლიერ იზრდება საჰელის ზონა და გაუდაბნოებული ტერიტორიები. 





ქვეყნის გერბზე დაწერილი სამი სიტყვიდან (ერთიანობა, წინსვლა, სამართლიანობა) ჯერჯერობით პირველი არის კარგ მდგომარეობაში