Dieses Blog durchsuchen

ეთიოპია

      ეთიოპია (აბისინია, კუშია) ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა, განსაკუთრებული კულტურული ტრადიციებით და აფრიკის კონტრასტებში გამორჩეული სახელმწიფო,  ეთიოპია ბერძნული სიტყვაა ( Αἰθιοπία ) და მზით დამწვარს მუქ კანიანს ნიშნავს. ეთიოპელებს აქვს განსაკუთრებული კალენდარი 12, 30 დღიანი თვით და მე-13 5 დღიანით რომელიც ნაკიან წელიწადში 6 დღიანი ხდება,  ეთიოპელებს უხარიათ 11 სექტემბრის დადგომა რადგან ეს მათი კალენდრით ახალი წელია. ეთიოპელებს გააჩნიათ საკუთარი განსაკუთრებული მარცვლოვანი დამწერლობა,  ეთიოპიის სახელმწიფო ენა არის ამჰარული, ამჰარებმა ქვეყანაში დომინირებას XIX საუკუნიდან მიაღწიეს, ისე კი ეთიოპიაში 80 განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი და ამდენივე ენაა.  ეთიოპიას გააჩნია ხანგრძლივი ისტორია, აქ მოხდა არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან სემიტური მოდგმის ხალხების გადმოსახლება, რომლებიც შეერია ეთიოპის მთიანეთის მოსახლეობას და წარმოიქმნა დღევანდელი ეთიოპიელი ერი, გვიან ანტიკურ ხანაში აქ ჩამოყალიბდა აქსუმის სახელმწიფო, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, ეთიოპია წარმოადგენს უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოს ის 356 წლიდან ქრისტიანულია, როგორც მიჩნეულია ქრისტიანობა აქ მათე მახარებელს უქადაგია,  1950 წლიდან ის ეგვიპტის კოპტურ ეკლესიას გამოეყოე და ავტოკეფალიური ეკლესიაცგახდა, ეთიოპიის ეკლესია მოიხსენიება როგორც,, ეთიოპისს ორთოდოქსული ტევაჰედო ეკლესია'' სადაც ,, ტევაჰედო'' არაბული ,, ტაუჰიდ'' - ის სინონიმია და გაერთიანებულს ნიშნავს, რაშიც იგულისხმება ქრისტეში ორივე ბუნების გაერთიოანება.  VII საუკუნეში ისლამის ექსპანსიის დროს ეთიოპიაში ეგვიპტის და წითელი ზღვის გავლით ვრცელდებოდა ისლამის იდეები მაგრამ, მან ფეხის მყარად მოკიდება აქ ვერ შეძლო, ამჟამად მოსახლეობის 63 %  ქრისტიანია, ( ორთოდოქსი, 43,5 %, პროტესტანტი 18, 6 %  , 0,7 % კათოლიკე ).  30 % მუსლიმი, უმეტესობა სუნიტები, ხოლო დანარჩენი ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს მისდევს. 
სოფლის მეურნეობის განაწილება
ეთიოპიის  მთიანეთი
       
     ეთიოპია მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, აფრიკის რქაზე, მისი ფართობი არის არის 1, 133,000 კვ/კმ-ს, ტერიტორია დაყოფილია 8 ადმინისტრაციულ ერთეულად და 5 თვითმმართველ ქალაქად. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება, ერიტრეა    , ჯიბუტი და სომალი, სამხრეთით კენია, დასავლეთით სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ სუდანი, ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ სუდანი და ერიტრეა. ასეთი მდებარეობის ის მოქცეულია ორ გეო-პოლიტიკურ ერთეულს შორის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით არაბული, მუსლიმური სამყარო, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი აფრიკა, მართალია არა საერთო გეო-პოლიტიკური ხედვით მაგრამ უამრავი რთული პრობლემით,  დედაქალაქია ადის-აბება 2, 5 მლნ ადამიანით ის ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მაღლა მდებარეობს რაც კარგ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და აქ ნაკლებია მალარიის პრობლემა რაც ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მწვავედ დგას.  ხოლო მოსახლეობა შეადგენს 75 მლნ ადამიანს, მოსახლეობა თითქმის მთელ ტერიტორიაზე თანაბრად არის განაწილებული, ქვეყანა 2011  წლის მონაცემებით ჰგი-ის  (HDI) მიხედვით 187 სახელმწიფოს შორის 174 ადგილზე იდგა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ეთიოპიის ეკონომიკაში წამყვანი როლი სოფლის მეურნეობას უკავია ის არის ყავის სამშობლო და აფრიკის ნომერ პირველი ყავის მწარმოებელი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ნომერ მე-6. 
                       ეთიოპია გეო-პოლიტიკაში რეგიონული მოთამაშის როლში გვევლინება, ის ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა რომელმაც შეძლო, კოლონიალურ ეპოქაში დამოუკიდებლობის შენარჩუნება, 1493 წელს ეთიოპისს სანაპიროს მიაღწია პორტუგალიელმა პიერო დე კოვილიამ და მას სურდა პორტუგალიურ-ეთიოპური კვშირის ჩამოყალიბება, ამ კავშირის შედეგად 1543 წელს ვასკო და გამას შვილმა,  კრისტივაო და გამამ, პორტუგალიის საექსპედიციო ჯარით დახმარება გაუწია ეთიოპიის სამეფო კარს ადალის იგივე აფარის სულთნის აჰმედ გრანის წინააღმდეგ. რასაც შედეგად ეთიოპიის მხრიდან კათოლიკეთა უფლებების გაზრდა და აღმსარებლობის თავისუფლება მოჰყვა. 
      1868 წელს ბრიტანელებმა მოაწყვეს ეთიოპური ექსპედიცია, თეოდორ II კეისრობისას,   XIX საუკუნეში იტალიელებმა ხელთ იგდეს ეთიოპიის კუთვნილი ერიტრეა და ამით მათ ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს, 1896 წელს მენელიქ II კეისრობისას იტალიელებმა ეთიოპელების შეციწროვება დაიწყეს რაც უთუოდ მისი კოლონიად ქცევით დამთავრდებოდა მაგრამ ბრიტანელების დახმარებით, ეთიოპელებმა აბუას ბრძოლაში დაამარცხეს იტალიის არმია, რაც გახდა წინაპირობა ეთიოპური თვითშეგნების ჩამოყალიბებისა. 1931 წელს ჰალიე სელასიეს კესრობისას გამოიცა პირველი ეთიოპური კონსტიტუცია, 1935-1936 წლებში დაიწყო იტალია ეთიოპიის ომი, შედეგად კეისარი განდევნილ იქნა, ომს შეეწირა ეთიოპიის მოსახლეობის 5-10 %, ხოლო იტალიამ ვერ შეძლო ქვეყნის სრულ კონტროლზე აყვანა,  იტალიელებმა ქვეყანაში დაამყარეს რასათა განმაცალკევებელი რეჟიმი ( რაც საფუძვლად დაედო სამხრეთ აფრიკის რასიულ პოლიტიკას, აპარტეიდს).   1941 წელს ბრიტანელების დახმარებით ჰალიე სელასიე ტახტს დაუბრუნდა და იტალიელები განდევნილ იქნენ. 1970-იან წლებში დაიწყო მეფის ხელისუფლების კრიზისი, რაც გამოწვეული იყო 1973 წლის ნავთობ კრიზისით, რამაც თავის მხრივ ქვეყანაში ინფლაცია და ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია,  რასაც მოჰყვა აჯანყება და 1974-1991 წლების განმავლობაშ ქვეყანაში მივიღეთ სოციალისტური დიქტატურა, საბჭოთა კავშირისა და კუბის აქტიური მხარდაჭერით რგორც პოლიტიკური ისევე სამხედრო რესურსებით, თუმცა ამ ცვლილებამ არ გაამართლა და ქვეყანან  იქცა ათასი ჯურის სპეცსამსახურების პოლიგონად, ხოლო შედეგი კი ის იყო რომ 1984-1985 წლის შიმშილობას ნახევ მლნ ადამიანამდე შეეწირა.
სადავო საზღვარი
    1991 წელს რეჟიმი დაემხო, რაშიც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა, კოალიცია ,, ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატილმა ფრონტმა,, და ,, ტიგრაის სახალხო განმანთავისუფლებელმა ორგანიზაციამ'' შედეგად კი ამას მოჰყვა ეთიოპიაში დემოკრატიზაციის დაწყება და კონსტიტუციის ცვლილება, ქვეყანა გადავიდა ფედერაციული მოწყობის სიტემაზე, სადაც ყველა დიდ ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი ავტონომია მიეცა. 1993 წელს 30 წლიანი ომის შემდეგ, ერიტრეამ მელეს ზენავის მეთაურობით დამოუკიდებლობა მოიპოვა ეთიოპიისგან, რამაც ქვეყანა მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირას მიიყვანა, 1998 წლამდე მიმდინარეობდა სხვადასხვა სასაზღვრო კონფლიქტი რაც 1998 წელს ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა, ეთიოპიის საჰაერო ძალებმა დაიწყეს ერიტრეის დედაქალაქის ასმერას დაბომბვა, ხოლო სახმელეთო ძალები ნელ-ნელა უახლოვდებოდენ მას, თუმცა გაეროს ზეწოლით ბრძოლები შეჩერდა და 2000 წელს ალჟირში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას, საზღვრის პირას ჩადგა გაეროს ცისფერჩაფხუტიანები და 2002 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი საზღვრის სადემარკაციო კომისია, რასაც კონფლიქტის ფაქტიური ამოწურვა მოჰყვა. 
სომალის შეჭრა ეტიოპიაშია
ეთიოპიის შეჭრა სომალში
        ეთიოპიას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მის დანგრეულ და წლეულს სავარაუდოდ აღმშენებლობის გზაზე შემდგარ სომლისთან, 1977 წელს სომალის  სამთავრობო ჯარები ეთიოპიის ტერიტორიაზე შეიჭრენ და ოგადენის რეგიონის ანექსირება დააპირეს, რომელიც ნახევრად უდაბნოა და უმეტესად შავკანიანებით არის დასახლებული, მიზეზი კი ის იყო თითქოს ეს ტერიტორია მათი ძველი კუთვნილება იყო, ( სინამდვილეში გარდაცვალების პირას მისული ხელისუფლება ახალ გამარჯვებაში გადარჩენას ეძებდა). საპასუხოდ ეთიოპიამ სომალის გარდამავალი მთავრობის ფუნდამენტალისტი მუსლიმებისგან გადარჩენის მიზნით, რომლებიც ერიტრეას აქტიურად უჭერენ მხარს, 2006 წელს სამხედრო ვოიაჟი მოაწყო სომალის დედაქალაქისკენ, რომელიც არც თუ წარმატებულად დასრულდა, თუმცა ეთიოპია როგორც თვლის მან მისი გასაკეთებელი გააკეთა.  ეთიოპიის რეგიონული ინტერესები კარგად დაემთხვა, აშშ მსოფლიო ინტერესებს, ეთიოპია, ერიტრეასა და სომალის ადანაშაულებს, ალ-ქაიდას წევრების მფარველობაში, რომელთაც ჯერ აშშ-ს საელჩეობეი ააფეთქეს იმავე რეგინში, ნაირობსა და მომბასაში და მერეც ათასი ამერიკისთვის არა სასიამოვნო მოიმოქმედეს, ეთიოპიაც ამ ყველაფერს იყენებს საკუთარი რეგიონული ინტერსების გასამართლებლად და ყოველ მოკლულ სომალელს და ერიტრეელს ტერორისტობას აბრალებს, ( რაც მთალდ სიმართლისგან შორსაც არ არის) .  
   ბოლო დროს სამხრეთ სუდანის დამოუკედებლობის შემდეგ გამოჩნდა  კარგი პერსექტივა სამხრეთ სუდანური რესურსების ექსპორტის ეთიოპიის გავლით, რომელიც ალბათ შემდეგ ჯიბუტზე გაივლის, რადგან ერიტრეა და სომალი ეთიოპიისთვის უფრო უარეისია, ხოლო სამხრეთ სუდანს არც საშულება და არც სურვილი ამ გეგმის შეცვლისა ჯერ არ გააჩნია.   
       ეთიოპიას საკუთარი გეო-პოლიტიკური ინტერესების დასაცავდ, რეგიონის პირობაზე ნორმალური არმია ჰყავს, ეთიოპიის არმიაში მსახურობს 180,000 მოსამსახურე, არმია პროფესიულ სისტემაზე მოწყობილი, ერიტრეის დამოუკედებლობლობის შემდეგ საზღვაო ძალები ავტომატურად გაუქმდა. ქვეყნის არმიას დიდ დახმარებას უწევს აშშ. ეთიოპიური არმიის ნაწილები სამშვიდობო მისიებით გაგზავნილი არიან ბურუნდისა და ლიბერიაში, ისინი იდგნენ სამხრეთ სუდანში დარფურის რეგიონში და ამჟამად არიან სასაზღვრო რეგიონში სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის. ისინი ასევე იბრძვიან სომალის მიწაზე ფუნდამენტალისტი ისლამისტების ( ისლამური სამართლის კავშირი) წინააღმდეგ. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen