Dieses Blog durchsuchen

ბელუჯისტანი (პაკისტანის კოლონია ? )


ბელუჯისტანი დღეს
ბელუჯისტანი 1747 წელს
ბელიჯისტანიც და ბელუჯებიც ქართული საზოგადოების უმეტესობისათვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის რეგიონი და ხალხი რომელიც მსოფლიო გეო-პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს. 
პაკისტანის რესურსები
ტრანზიტი ბელუჯისტანზე
გვადარის პორტი
ბელუჯების თავდასხმის ობიექტები
ბელუჯისტანის ტერიტორია დაახლოებით 580,000 კვ/კმ-ია და ის სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადანაწილებული, პაკისტანის, ირანის და ავღანეთის, მთელი ფართობიდან 347,000 კვ/კმ პაკისტანის ტერიტორიაზეა და უდიდეს პაკისტანურ პროვინციას წარმოადგენს, 181,000 კვ/კმ ირანის ტერიტორიაა ხოლო დანარჩენი ავღანეთს ეკუთვნის, ბელუჯისტანის მოსახლეობას ლოგიკურად ბელუჯები წამოადგენენ რომელთა რაოდენობაც 15 მლნ-მდე უნდა იყოს, აქედან 9 მლნ პაკისტანის მაცხოვრებელია, ბელუჯები ინდოევროპელთა, ირანულ ჯგუფს განეკუთვნებიან და ბელუჯურად საუბრობენ, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ. ეს ხალხი 1000 წლის წინ კასპიის სამხრეთიდან უნდა წამოსულიყვნენ დღევანდელ საცხოვრებელ ადგილზე, ინდოეთის სუბკონტინენტზე, მათი ასე დიდ ტერიტორიაზე გავრცელების მიზეზად, მათივე ნომადური ცხოვრების სტილი ითვლება, 1747 წლისათვის ამ ხალხმა თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებ შეძლო რომელიც ძლიერ სამხედრო მანქანას წარმოადგენდა.  XIX საუკუნეში როცა ინგლისმა თავისი ბრიტანული იმპერიის მშენებლობა დაიწყო, ბელუჯისტანიც ამ საქმე შეეწირა და 1871 წელს ის ბრიტანეთსა და ირანს შორის ,,Goldsmid line''-ით  იქნა გაყოფილი თითქმის 100 % სიზუსტით რაც ახლა ირან პაკისტანის საზღვარია, ხოლო 1893 წელს ბრიტანეთსა და ავღანეთს შორის ,,Durand line''-ით, რომელიც ასევე დღევანდელი საზღვრის იდენტურია, ბრიტანეთმა ბელუჯისტანში თავისებური მმართველობა ჩამოაყალიბა სარდარის მმართველ გვარს ისევ დაუტოვეს საკუთარი პრივილეგიები, რომლიც ამის საფასურად, ფულად გადასახადს და საზღვრის დაცვას კისრულობდა, ეს სიტუაცია 1947 წელს დამთავრდა როდესაც ბრიტანელებმა ინდოსტანი დატოვეს და დამოუკიდებლობა მისცეს, მაგრამ ბელუჯისტანს მსგავსად სხვათა დამოუკიდებლობა არ შეხვდა, ის პაკისტანის ახლად წარმოქმნილმა სახელმწიფომ შეიერთა და არსებული ავტონომიაც გაუუქმა, ამ ყველაფერ კი მოჰყვა სამი ომი პაკისტანის ცენტარულ ხელისუფლებასა და ბელუჯებს შორის 1) 1947/48 წწ; 2) 1958/69 წწ;  3) 1973-77 წწ.  ამ ომების მიზეზები არა მარტო ავტონომიის მოთხოვნა არამედ რესურსების განაწილებაც იყო, ამ ომეს შორის ყველაზე სისხლისმღვრელი მესამე იყო და ის 5,000 ბელუჯის და 3,000 პაკისტანელის სიცოცხლე დაჯდა. დაპირისპირებაში თავისი წვლილი შეიტანა სსრკ-ს 1979 წლის ავღანურმა ვოიაჟმა, რამაც ბელუჯისტანში ლტოლვილთა დიდი ნაკადების შესვლა გამოიწვია და სოციალურ-პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.  2004 წელს დაპირისპირებამ ხელახლა ამოხეთქა, თანაც არანაკლები სიძლიერით ვიდრე ადრე, ამის მიზეზად მრავალი რამ განიხილება: 800,000 კვ/კმ ფართობის მქონე პაკისტანში, ბელუჯისტანი ტერიტორიის 42 %-ს ფლობს, პაკისტანის 170 მლნ მოსახლიდან ბელუჯი მხოლოდ 9 მლნ-ია, მთლიანი პაკისტანის რესუსრსების 20 % ბელუჯისტანშია და მიუხედავად ასეთი შეფარდებებისა რეგიონი წარმოადგენს ყველაზე ღარიბს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გადაანგარიშებით მთელ პაკისტანში, პაკისტანსი ცენტრალური ხელისუფლება ერთნაირი რაოდენობის გაზში სინდის პროვინციაში იხდის 170 რუპიას, ფერჯაბში 190 რუპიას, ხოლო ბელუჯისტანში მოპოვებულ გაზში 27 რუპიას,  (როგორც კოლონიას) კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ პაკისტანის ცენტრალური ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვან ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებს აყენებს, კოლუს რაიონში სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ბელუჯური ნაციონალიზმი, ქალაქ სუიში როგორც ყველაზე ინდუსტრიულ ბელუჯურ ქალაქში, გვადარში ბელუჯისტანის და მთლიანი პაკისტანისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო პორტში, და ასევე ყველა მნიშვნელოვან რესურსულ საბადოზე განსაკუთრებით კი გაზის საბადოებზე,  თვითონ გვადარიც მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენ ბელუჯებისთვის რათა მათ ომი აწარმოონ,      პაკისტანი წარმოადგენს ალტერნატიულ გზას ცენტრალური აზიის ქვეყნების რესურსების დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტისათვის ირანისა და რუსეთის შემდეგ, თან შედარებით უკეთესიც ვინაიდან დასავლეთს რუსეთთან და ირანთან ურთიერთობას პაკისტანი ურჩევნიათ, მაგრამ ეს გზები მთლიანად ბელუჯისტანზე გაივლის ისე, რომ პაკისტანის დანარჩენ ტერიტორიას არ ეხება, გვადარის საკითხით დიდი დაინტერესება არსებობს ჩინეთის მხრიდან, რომელიც გვადარში ახალ დიდ პორტს აშენებს(ჩინელი კონტრაქტორების დახმარებით), სადაც ჩინური და პაკისტანური ინვესტიციები ერთად იდება, ეს პორტი უნდა შეუერთდეს ყარაყუმის ჰაივეის რომელიც ჩინეთმა უკვე დაამთავრა, აქ მოხდეს ირანიდან, თვითონ პაკისტანიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აფრიკის ტერიტორიდან, წამოსული რესურსების ჩინეთისაკენ გატანა, ასევე შეიძლება აქ განთავსდეს ჩინური სამხედრო საზღვაო საყრდენი პუნქტი, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს სპარსეთის ყურეში მიმდინარე სიტუაცია, და გააწონასწოროს ამერიკული მეხუთე ფლოტილია რომლიც ბაჰრეინში დგას, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქედან ინდოეთიც საკმაოდ ახლოს არის. გვადარის საკითხით ბელუჯები შეიძლება იმიტომაც გაბრაზდნენ, რომ ამ ქალაქს თითქმის არ აქვს კავშირი დანარჩენ ბელუჯისტანთან, მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გზა გამოდის და ისიც ომანის ყურის გაყოლებით კარაჩში მთავრდება, გვადარის მშენებლობამ გამოიწვია ისიც , რომ ქალაქის მოსახლეობა გაოთხმაგდა და მთლიანად სინდის და ფენჯაბის მაცხოვრებლების ხარჯზე. 
    ამან კი გამოიწვია მუჰამედ მარის მეამბოხეების აჯანყება, რომლებიც თავს ესხმიან, თვითონ გვადარს, ჩინელ კონტრაქტორებს, ბელუჯისტანში სტაციონირებულ პაკისტანის არმიის ნაწილებს, გაზსადენებს და ხშირად ფენჯაბის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზეც აწყობენ თავდასხმებს. ბელუჯისტანი განიხილება ასევე სავარაუდო გზად ირანზე ამერიკული თავდასხმის განსახორციელებლად. ბელუჯისტანი არის ასევე პაკისტანური ატომური ბომბის სამშობლო სწორედ აქ გამოსცადეს პაკისტანელებმა თავიანთი ქმნილება. (((როგორც ფრანგებმა თავიანთ კოლონია ფანგათაუფაზე( საფრანგეთის პოლინეზია)) და ინგლისელებმა კოლონია კირიტიმატზე (წყნარი ოკეანე))).  ბელუჯების მოთხოვნას კი წარმოადგენს საკუთარი იდენტობის აღიარება და იმის მიღება რაც მათ ეკუთვნით საკუთარ ფერხთქვეშ არსებული მიწიდან. ამ ყველაფერს კი პაკისტანის ხელისუფლება რეპრესიებით და ბელუჯებისთვის ტერორისტობის დაბრალებიტ პასუხობს და მათ ასევე ინდოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს აბრალებს. 

                   

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen