Dieses Blog durchsuchen

ჩინეთის ზღვები

   დღევანდელი მსოფლიო თღითიდღე დაპირისპირების და დაძაბულობისკენ მიდის და უკვე იმდენი იარაღი არის დაგროვილი, რომ თავისუფლად შევძლებთ დედამიწის ირმის ნახტომიდან სხვა გალაქტიკაში გადაყვანას. :) 
     რასაც დღევანდელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ, ეს არის საუბარი პოსტ ფაქტუმ, ანუ მოყოლა იმ ამბებისა რაც საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშეებმა წარსულში მიჰქარეს და დღეს ყველაფერ ამის გამოსწორებას ცდილობენ, მეორე ნაწილია იმის გამოცნობა თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და ამ გამოცნობის გზაზეც ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოში უფრო მნიშვნელოვანი ამბები წყნარი ოკეანის აუზში მოხდება, ვინაიდან აქ იზრდება ახალი მსოფლიო ძალა ჩინეთი, რომლის მშპ - მ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით უკვე აშშ - ს მშპ - ს გადააჭარბა, მართალია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის შემძლეა გაწიოს მეტი ხარჯები ვიდრე აშშ - მ, მაგრამ მეორე ადგილი ნამდვილად არ არის ცუდი.
         ის გეგოგრაფიული ტერიტორია კი, სადაც ამ ორი სუპერძალის შეჯახება არის მოსალოდნელი, წყნარი ოკენიას აუზი და გასაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა, სადაც ჩინეთს საკუთარი ამბიციურობის გამო, როგორც ჩანს არცერთი მეზობელი ქვეყანა არ ეყოლება მოკავშირედ, ხოლო ამერიკა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ყველა სხვა მოსაზღვრე ქვეყანასთან ცდილობს ურთიერთობების დამყარებას და მათთვის მხარდაჭერას არ იშურებს, რათა მათ შეძლონ ჩინეთის ამბიციების შეკავება.
            თვითონ სამხრეთ ჩინეთის ზღვა 3,885,000 კვ/კმ - ია, სადაც რამოდენიმე ასეული კუნძულია, მათ შორის ყველაზე დიდი არის ჰაინანი, რომელიც ეკუთვნის ჩინეთს და სადაც განთვასებული არის მისი ყველაზე დიდი წყალქვეშა ნავების სადგომი, ჟონგშას კუნძულები ეკუთვნის ჩინეთს, დონგშას კუნძულები რომელიც კონტროლდება ჩინეთის მიერ, კონ - დაო რომელიც ეკუთვნის ვიეტნამს, ნატუნას და ანამბას კუნძულები ეკუთვნის ინდონეზიას, პარაცელის კუნძულები, რომელიც წარმოადგენს კუნძულების და ატოლების ჯგუფს კონტორლდება ჩინეთის მიერ მაგრამ მათზე პრეტენზიას აყენებს ვიეტნამი, სკარბორო კონტორლდება ჩინეთის მიერ მაგრამ პრეტენზიას აყენებს ფილიპენები, სპრეტლის კუნძულები რომლის სხვადასხვა ნაწილს აკონტორლოებს სხვადასხვა სახელმწიფო, მაგრამ ამავე დროს პრეტენზიას აცხადებს სხვადასხვა სახელმწიფო.    
           სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაივლის, ჩრდილო - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის მიწოდებული ნავთობის 80 %, ასევე ამ ქვეყნების ექსპორტ იმპორტის დაახლოებით ნახევარი, ჩინეთის ვარაუდით ზღვის ქვეშ არის დაახლოებით 213 მლრდ ბარელი ნავთობი და 900 მლნ მ3 ბუნებრივი აირი და ასევე ერთ - ერთი საუკეთესო ზღვაა მეთევზეობისთვის.
ჩინეთის მიერ მოთხოვნილი ტერიტორია
აღნიშნული 9 ხაზით
ეკონომიკური ზონების გაყოფის ხაზები
ნავთობ საბადოების ზონები
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში
     ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს, რომ მას ეკუთვნის ზღვის ფართობის 80 %, რაზეც არცერთ მეზობელ სახელმწფიოს მსგავსი აზრი არ გააჩნია და რათქმა უნდა აშშ - ც ამის საპირისპიროდ ფიქრობს. ჰააგის სასამრთლომ ივლისის დასაწყისში დაადგინა, რომ ჩინეთის მოთხოვნები უკანონოა, რაზეც ჩინეთის პასუხი იყო, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
   2012 წელს, ში ჯიპინგის ხელისუფლებაში, მოსცლიდან ცოტა ხანში, მან განაცხადა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ახალი ჩინური ოცნება, მისი განმარტებით ის უნდა დამყარებული ჩინეთის იმპერიულ დიდებას და ყოფილიყო ისეთი, როგორც ეს ჩინეთის არსებობის ოქროს ხანაში იყო, ასრულებულმა ჩინურმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, ჩინეთის მოსახლეობის, კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება, ამისათვის კი პირველ რიგში საჭიროა, მოხდეს ჩინეთის ახალი არმიის მშენებლობა, მისი გავლენის გაზრდა მსოფლიოში, ახალი არმიის შესაქმნელად და გავლენის სფეროს გასაფართოებლად კი საჭიროა, რომ ჩინეთმა პირველ რიგში მის მეზობლად მდებარე ტერიტორიების კონტოროლი მოახერხოს, ტერიტორიის კონტოროლისათვის 2 გზა არსებობს, პირველი ეკონომიკური ძალით მისვლა და ტერიტორიის საკუთარ ეკონომიკასთან მყარად ჩამბმა და მეორე ძალით მისვლა და მისი კონტორლის ქვეშ აღება, ჩინეთი როგორც ჩანს მეორე გზას უფრო საიმედოდ მიიჩნევს.
     ჩინეთის განვითარების ამ მიმართულებით, წარსამართად პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული არეალი არის სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სადაც როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, არის როგორც მნიშვნელოვანი რესურსები ასევე გადის მნიშვნელოვანი სანაოსნო გზებიც, რომლის უსაფრთხოებაზეც დამოკიდებულია არა მარტო ჩინეთის კეთილდღეობა არამედ რეგიონის ყველა სახელმწიფოსი და ასევე იმ ქვეყნების კეთილდღეობაც რომლებიც ამ ქვეყნების მეგობრებად ითველებიან და მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ, ხოლო ჩინეთის ესეთი სურვილი, რომ ხელში აიღოს ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის კონტროლი, რა თქმა უნდა დიდ წინააღმდეგობას აწყდება, დაინტერესებული სახელმწიფოებისგან.
     არსებული დაპირისპეირების საფუძვლების უკეთ გასაგებად, საჭიროა ვიციდეთ, თუ როგორ რეგულირდება საზღვაო აკვატორია საერთაშორისო კანონმდებლობით, 1982 წელს გაეროს ეგიდით მიღეს საერთაშორისო კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა საზღვაო სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ სანაპიროდან დაშორებული აკვატორია 12 საზღვაო მილის ფარგლებში გამოიყენოს საკუთარ ნებაზე, ანუ აქ მოქმედებს ის კანონები, რაც თვითონ ამ ქვეყნაში, 12 საზღვაო მილიდან იწყება 200 საზღვაო მილიანი, ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, მოცემულ აკვატორიაში, სახელმწიფოებს უფლება აქვთ აწარმოონ ეკონომიკური საქმინობა, რომელშიც სხვა სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ ექნება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიის გარემოს დაცვა და არ მიაყენოს მას ისეთი ზიანი, რაც გამოიწვევს, ბუნებრივ თუ ეკოლოგიურ კატასტროფებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კი ისეთი, გარემოა შექმნილი, რომ ყველა სახელმწიფოს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა ერთმანეთს ამიჯნება და ხშირად 200 მილიანი ზონაც შეიძლება, ერთმანეთს გადაფარავდეს.
     2009 წელს, ვიეტნამმა და მალაიზიამ გააკეთეს განაცხადი, მატერიკიდან გაფართოებაზე, რაც ნიშნავდა, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი კუნძულებიდან გადაეთვალათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრები, რაზეც ჩინურმა პასუხმაც არ დააყოვნა და მათ წარადგინეს 9 ხაზის განაცხადი გაეროში, რის მიხედვითაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის 80 % ჩინეთს ეკუთვნოდა, რასაც ის ისტორული კუთვნილებით ასაბუთებდა, ჩინეთის ეს სვლა, რა თქმა უნდა არც ერთმა სახელმწიფომ არ სცნო, მაგრამ ეს გამოდგა ძალიან ჭკვიანური სვლა, ვინაიდან შედეგად ყველაფერი გახდა მოლაპარაკების, სადაც ადვილად ვერ გაირჩევა, ვის აქვს კეთილი და ვის ბოროტი განზრახვა, თან ეს ყველაფერი, ასეანის წევრ სახელმწიფოებს შეეხო, რომლებსაც ერთმანეთთანაც უჩნდებათ, პრობლემები, გადაწყვეტის ერთი გზა თუკი მისაღებია ნაწილისათვის, მეორე ნაწილი ამას ეწინააღმდეგება და შედეგად მუდმივად გადაუწყვეტელი პრობლემა გვაქვს, ამ დროს სიტუაციას ის იყენებს ყველაზე კარგად ვისაც მეტი საშუალება აქვს აკონტორლოს მოვლენების მიმდინაროება, ასეთი კი ჩინეთი არის.
           ჩინეთმა, პირველი რაც, ამ განცხადების შემდეგ მოიმოქმედა, იყო ის, რომ მის მიერ მოთხოვნილ აკვატორიაში, სხვა სახელმწიფოებს თევზჭერა აუკრძალა, პირველი სახელმწიფო, რომელიც მა გადაწყვეტილების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, იყო ვიეტნამი. ვინაიდან რეგიონში ის ყველაზე დიდი თევზის მომპოვებელი სახელმწიფოა, ბოლო 10 წლეულში 2000 - ზე მეტი ვიეტნამელი მეთევზე, იქნა ჩინეთის საზღვაო ძალების მეირ დაჭერილი, მათ უმეტესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს, იყო შემთხვევები, როდესაც მეთევზეები დაიღუპნენ. ვიტნამსა და ჩინეთს შორის, ყველზე მთავარი სადაო, პრაცელის კუნძულები არის, რომლებიც ორივე სახელმწიფოსგან თანაბარი მანძილით არის დაშორებული, მაგრამ ჩინელებმა 1974 წელს ვიეტნამელებს დაასწრეს და კუნძულებზე გადავიდნენ, ახლა უკვე ვიეტნამელებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ კუნძულები მათ ეკუთვნოდათ და ჩინელებმა ამ კუნძლების ოკუპირება მოახდინეს, ჩინელებმა კი კუნძულებს, ცალკე ტერიტორიის სტატუსი მიანიჭეს, საკუთარი კანონებით და გადაწყვიტეს, რომ ეს ტერიტორია გამოიყენონ საკუთარი ეკონონომიკური ზონის საზღვრების გადასათვლელად, ვიეტნამელები საკუთარ პოზიციებს ამყარებენ ისტორიული ფაქტებით და დოკიმენტებით, რომ ეს აკვატორია მუდამ ვიეტნამელი მეთევზეების მიერ გამოიყენებოდა სარეწაოდ და იმპორატორი ბაობანმა გასცა მათზე სიგელი, ასევე უჩვენებენ ჩინეთის, რუკებს სადაც ჩინეთის ტერიტორია ჰაინანს სამხრეთით არ მიდის, თუმცა ისეთი რუკების პოვნა რთულია სადაც პარაცელის კუნძულები ვიეტნამის ტერიტორიად არის აღნიშნული, ჩინელებიც იშვლიებენ ისტორიულ წყაროებს და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ჰანის და მინგის დინასტიის დროს აღმოაჩინეს და აღწერეს ეს კუნძლები ჩინელმა მოგზაურებმა, ხოლო XV საუკუნეში ადმირალმა ჟენგ ჰანმა სრულიად ეს ტერიტორია აღმოაჩინა და შესაბამისად ეს მიწაც ვინც აღმოაჩინა მას ეკუთვნის. მსგავსი ლოგიკით სოხუმზე შეიძლება საბერძნეთმაც გამოგვიცხადოს პრეტენზია :). 2014 წლის მაისში, ჩინელებმა ვიეტნამის წყლებში ნავთობის პლატფორმა ჩადგეს, 160 კმ - ით დაშორებული ვიეტნამის ტერიტორიიდან, ვიეტნამი მუდამ წინააღმდეგი იყო, ჩინეთთან ერთად ნავთობის საბადოების გაყოფის, ჩინეთის ასეთ ქმედებას მოჰყვა, ის, რომ ვიეტნამელებმა ვიეტნმაშ განთავსებულ ჩინურ ფაბრიკებზე და ეკონომიკურ ობიექტებზე თავდასხმები მოაწყვეს, 400 - მდე ფაბრიკა იქნა გაძარცვული და გადამწვარი, სულ მცირე ჩინეთის 2 მოქალაქე დაიღუპა, რამოდენიმე დღის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ, ვიეტნამში გემები გაგზავნა და მისი 4,000 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა, ამის შემდეგ მათ ნავთობის პლატფორმაც დაშალეს, მიზეზად ტაიფუნების საფრთხე დასახელდა, ამის შემდეგ კი ვიეტნმას მოლაპარაკებების გამარტვა შესთავაზეს, სადაო საკითხების გადასაწყვეტად, ვინაიდან ვიეტნამი აპირებდა მიემართა საერთაშორისო სასამართლოსთვის რაც უკვე გაკეთებული აქვს ფილიპინებს, ამ ქმედებების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა 2 ნაბიჯი წინ გადადგა და ერთი უკან, შედეგად 1 ნაბიჯი მაინც წინ არის გადადგმული, დადგა პლატფორმა იქ საიდანაც წინასწარ იცოდა, რომ არება მოუწევდა, აგრძნობინა ვიეტნამს მისი მნიშვნელობა ვიეტნამის ეკონომიკისათვის და საერთაშორისო სასამართლოს ნაცვლად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა, სადაც ვიეტნამი ჩაგრულის და შესაცოდებლის, როლში ვერ გამოვა ხოლო მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინელები რესურსების გამოყენებას არ შეწყვეტენ. ამჟამად ჩინეთი ვიეტნამისთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტიორია და ვიეტნამის ეკონომიკა, რომელიც ახლა დგება ფეხზე, ძირითადად ჩინური ინვეტიციების ხარჯზე ახერხებს ამ ყველაფერს და როგორც მეგობარი მაო ძე დუნი იტყოდა, ვიეტნამსა და ჩინეთს შორის დამოკიდებულება არის როგორც ტუჩებსა და კბილებს შორის, როდესაც ტუჩები გაიხსნება კბილები სიცივეს იგრძნობენ, ასე, რომ ვიეტნამს ჯერ კიდევ სჭირდება საფარველი.
               განსხვავებული ვითარებაა, სპრეტლის კუნძულების გარშემო, სადაც კუნძულები გაცილებით მცირე ზომისაა, ნაწილი როგორც პარაცელის კუნძულებისა აქაც, სეზონურად მთლიანად წყლის ქვეშ ექცევა, ამის გამო აქ სახელმწიფოებს გაცილებით დიდი სამუშაოების ჩატარება სჭირდებათ, განსაკუთრებით ჩინეთს, პირველი ჩინური დასახლებები რიფებზე, გაჩნდა და ჩინეთის ხელისიფლების განცხადებით ეს იყო, თავშესაფერი იმ მეთევზეებისთვის ვისაც შორ მანძილზე უწევდათ წამოსვლა სათევზაოდ, მაგრამ მალე აქვე გაჩნდა სამხედროებიც, სამხედორებს მოყვა მშნებლობები, საბოლოოდ კი ჩინეთის განცხადებით ესენი არის კუნძულები, ეს კუნძულები ეკუთვნის მას და ვინაიდან მიწა მისი საკუთრებაა მის გარშემო არსებული 200 მილიანი საზღაო ზონაც მის ეკონონომიკურ ზონაში შედის, ამ ყველაფერზე განსაკუთრებით დიდი პროტესტი ფილიპინებში გაჩნდა და მათ მიმართეს ჰაგის სასამართლოს, ჯერ კიდევ მაშინ ჩინელებმა განაცხადეს, რომ ესენი იყო კუნძლები და ისინი არ ცნობდნენ სასამართლოს დადგენილებას, რომელიც ჩინეთის არგუმენტებს არ გაიზიარებდა, ფილიპინელების განცხადებით კი ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კუნძულები და შესაბამისად თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ სადემ კუნძული ააშენოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გარშემო 200 მილის მანძილზე მას შეუძლია აკვატორია, საკუთარ ეკონომკურ ზონად გამოაცხადოს.
             მომდევნო დიდი დაძაბულობა ჩინეთს, იაპონიასთან აქვს, სენკაკუს იგივე დიაო დაუს კუნძულების გამო, კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაშია განთავსებული, ამ სამი კუნძულიდან არც ერთი არ არის დასახლებული, უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ისინი იაპონური ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ დგას, 2012 წელს, შეხედეს, რა ჩინეთის ძალა თუ, როგორ სწრაფად იზრდებოდა, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ კუნძულების, რომლებიც ამდენი ხანი აღებული ჰქონდათ იჯარით, შეისყიდეს  და ისინი ამიერიდან იაპონიის განუყოფელი ნაწილი არის, კუნძლების ფლობის შესახებ, ჩინეთს პრეტენზია, მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დასასრულისა მუდმიავად ჰქონდა, მას შემდეგ, რაც იაპონიამ კუნძლების მიერთების შესახებ განაცხადა, ჩინეთში დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო, მოსახლეობა თავს ესხმოდა იაპონური კომპანიების ოფისებს და საწარმოებს, ყველაფერი იაპონური უცებ იქნცა სიძულვილის საგნად პლიუს ავტომობილებიც. ორივე ქვეყანაში ნაციონალიზმი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ერთის მხრვი ჩინეთში, სადაც ინტერნაციონალური კომუნიზმის პრივატიზაცია მოახდინეს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ის პარტიის და საკუთარ ინტერესებს შეუსაბემეს, ხოლო მეორეს მხრივ იაპონიაში, რომელიც შირიდან წყნარი და მშვიდი ქვეყნა ჩანს, მმართველი ძალა უნტრაკონსერვატიულია, და შინძო აბე, რომელიც ქვეყნას 2012 წლიდან მოყოლებული მართვას, განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევა ჩინეთის მიმართ. ჩინეთსა და იაპონიას შორის მეტოქეობა უკვე საუკუნეების ისტორიაა, განსაკუთრებით დიდი მოვლენა მეორე მსოფილიო ომი იყო, რომლის დროსაც ჩინეთის დიდი ნაწილი, იაპონელების მიერ იქნა ოკუპირებული,  ჩნელები დღემდე ითხოვენ ომის დროს ჩადენილ ბევრ ფაქტზე ოფიცალური ბოდიშის მოხდას, განსაკუთრებით კი დავის საგნად იქცა ნანკინის მოლნები, 1937 წელს, როდესაც იაპონურმა ჯარებმა ქალაქი ნანკინი აიღეს, რომელიც მაშინ ჩინეთის დედაქალაქი იყო, მათ მაშინ მთელი ქალაქი გაძარცვეს და დაანგრის, 2014 წლის 13 დეკემბერს, ში ჯიპინგმა ამ მოვლენის გასახსებლად, ნანკინში ღონისზიება მოაწყო, რომლის დროსაც განაცხადა, რომ ეს მოვლენა, დანაშაულებრივი, იყო, რომლის დროსაც 300,000 ჩინელი დაიღუპა, და 20,000 - ზე მეტი ჩინელი ქალი იქნა გაუპატიურებული იაპონელი ჯარიკაცების მიერ, მართალია სიტყვა ისე იყო დაწერილი, რომ ის ორივე მხარეს მოუწოდებდა ასეთი შემთხვევა, გამოეყენებინათ, როგორც მაგალითი და ჭკუის სასწავლებელი, მაგრმა დამნაშავის დასახელებამ ცუდი შედეგი გამოიღო, შემთხვევის განხილვისას იაპონური მხარე სულ სხვას ამბობს და საერთოდაც უარყოფს მსგავსი მოვლენის არსებობას.  
     2015 წელს, შინძო აბემ იაპონიის კონსტიტუციაში, ცვლილება შეატანინა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პაციფისტური კონსტიტუცია, რამდოენიმე სიტყვით და დიდი შინაარსით შეიცვალა, ამიერიდან იაპონიას უფლება მიეცა, სამხედრო ოპერაციები ჩაატაროს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, ვინაიდან პრემიერის განცხადებით, ეს იყო შეზღუდვა იაპონელი ხალხის კეთილდღეობის დაცვის გზაზე. ამ ყველაფერს ამერიკელები მიესალმნენე, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის კონსტიტუცია პრაქტიკულად მათ მეირ იქნა შემუშავებული და 1947 წელს, ძალაში შეყვანილი.
       ჩინეთის ასეთის სწრაფი ზრდის და საგარეო პოლიტიკის გამო, ამერიკამ ნება დართო ჯაპონიას შეეცვალა კონსტიტუცია, ტოკიოს ყურეში განთავსებულია აშშ -  ს უძლიერესი მე - 7 - ე ფლოტილიის მართვის ცენტრი, კუნძულს ოკინავაზე კი ამერიკის სამხედრო საზღვა და საჰაერო ძალების ბაზები, რომლებიც კუნძულის ტერიტორიის 20 % -  ს იკავებენ, 2012 წლიდან მოყოლებული ამერიკელებმა აქ გადაიყვანეს ოსპრეის ესკადრილები, რომლებიც ძალიან მოხერხებულია, სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლად და ძალის სწაფი გადაყვანისთვის.
    ამერიკელები და იაპონელები, გაერთიანებული ძალებით ეხმარებიან, ფილიპინელებს, რომ შეძლონ საკუთარი ჯარის უფრო გაძლიერება, იაპონაიმ საჩუქრად გადასცა საპატრულო კატარაღები, ხოლო ამერილელები ფილიპინელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მის სამხედრო ბაზებზე დამატებით სადაზვერვო თვითმფრინავების განთავსების შესახებ, ასევე რამოდენიმე სამხედრო გემის რეგიონში დამატებაზე.
      ასევე ნიშანდობლივია, ის, რომ ამერიკამ დაიწყო დაახლოება ვიეტნამთანაც და სავარაუდოა, რომ ამერიკული გემები და თვითმფრინავები, ისევ დაბრუნდებიან და ნანგის ყურესა და საფრენ ბილიკებზე.
       დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ რეგიონის ქვეყნებიდან ჩინეთთან, ყველას თავისი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით ბევრი ვიეტნამს, მამგრამ ეკონომიკურად იმდენად მნიშვნელოვანი არიან ერთმანეთისთვის, რომ ტერიტორიული დავის მიუხედავად, ჯერ უკიდურეს გადაწყვეტილებებამდე ვერ მიდია, იაპონიას მიუხედავად, იმისა, რომ იაპონურმა ინვესტიციებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იკლო ჩინეთში, ჯერ კიდევ სჭირდება, ჩინური მუშა ხელი და რესურსები, ხოლო ჩინეთს იაპონური ტექნოლოგიები. დაპირისპირება აშშ -ს და ჩინეთს შორის ცივი ომის ლოგიკით მიდის, ვერც ერთი ვერ გაბედავს ალბათ, რომ მოერეს სამხედრო ძალით დაუპირისპირდეს, ვინაიდან ერთისთვის ზიანის მიყენება მეორესთვისაც არ ნიშნავს ნაკლებ ზარალს. ჩნელი სტრატეგბის გათვლით ჩინეთი აშშ - ს დაახლოებით 30 - 40 წელიწადში დაეწევა სამხედრო ძლიერებით, მაგრამ მაშნდელ მსოფლიოს დიდი ვარაუდით სულ სხვა პრობლემები ექნება.

                                     




Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen