Dieses Blog durchsuchen

სამოთხე და ევროკავშირი


    სამოთხეში მოხვედრა ყველა მორწმუნისათვის უმაღლესი დავალებაა, რისთვისაც ცოცხლობს და იღწვის, მთელ თავის ცხოვრებას ატარებს, როგორც დიდ გამოცდას და გზას, რომელმაც უნდა გაარკვიოს მოხვდება თუ არა ის სამოთხეში.  
      როგორც ცნობილია სამოთხეში მოხვედრა არ მოხვედრის საკითხს ერთადერთი ვინმე წყევტს და ეს თვითონ თითოეული ინდვიდი არის. მას შემდეგ რაც ადამიანმა სამოთხეში დიდი მიქარვა ჩაიდინა და ისეთი რამ დააგემოვნა, რაც მისთვის ნაადრევი და აკრძალული იყო ( ცნობისმოყვარეობაა ეგ :) ) ღმერთმა კარი გამოუჯახუნა და სანაცვლოდ გამოატანა ცნობიერება და განსჯის უნარი, რომლის ძალითაც მოგვეცა შესაძლებლობა ვიაზროვნოთ თავისუფლად და გადავწყვითოთ საკუთარი ბედი, თუ სად ვიქნებით, როგორ გავატარებთ ცხოვრებას და რას მივიღებთ მომავლისგან და სად ამოვყოფთ თავს სიკვდილის შემდეგ. 
     ზოგადად ღმერთი მზად არის მიიღოს ყველა სამოთხეში, მაგრამ პრობლემა არის ჩვენი საკუთარი თავი, რომელიც სამოთხის წესებთან არათავსებადია ჩვენივე ცხოვრების სტილის გამო, ანუ რომც მიგვიღონ ვერ გავჩერდებით შეიძლება ითქვას, ვინაიდან ყველას იქ მიუწევს გული სადაც მისი ქცევისთვის შესაფერის გარემოს მოელის. შესაბამისად ვინც სამოთხეში ვერ ხვდება ალტერნატივად ჯოჯოხეთი რჩება ( სალხინებელი მართლმადიდებლობამ გამორიცხა )  
    ჩვენ კი გვეძლევა თავისუფალი გონება და განსჯის უნარი, თუმცა ამ თავისუფალ გონებას და განსჯას სჭირდება გაწვრთნა, იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს ის მდგომარეობა და სიტუაცია, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს სამოთხეს ანუ ადამიანმა მთელი ცხოვრება ისე უნდა უნდა გაატაროს, რომ ყველგან შეამჩნიოს ჩაძინებული და ჩამალული ეშმაკი და მას გაუაზრებლად არ შეეფეთოს და აჰყვეს. განსჯის უნარი ვინაიდან გამოცდილებისგან ისწავლება, ადამინები ხშირად ცდებიან და ცოდვაში ვარდებიან თუმცა ღმერთმა აედნაც მოგვცა გამოსავალი და აღსარება შეგვიძლია ჩავაბაროთ. 
    სამოთხიდან გამოგდების მექანიზმი არ არსებობს, იმ ქვეყნიდან დაბრუნებული ბევრი არის მაგრამ ის ვინც საბოლოოდ წავიდა და სამოთხეში მოხვდა ის სამუდამოდაც იქ რჩება, აი, ჯოჯოხეთიდან გამოყვანის მექანიზმი კი ნამდვილად არსებობს, რაც პირველ რიგში ამ დაკარგული სულის უფალთან ადვოკატირებს გულისხმობს, რომ ის ნამდვილად იმსახურებს სამოთხეში ყოფნას.   
      ახლა ეს ყველაფერი განვიხილოთ იმ კუთხით, თუ რატომ ვერ ხვდება საქართველო ევროკავშირში, მიუხედავად რომ იმისა, რომ ასეთი კარგი ხალხი ვართ ქართველები და ასე ძალიან მოგვწონს ევროპული ხელფასი ( თვეში მინიმუმ 1,500 ), ევროპულ ფასეულობებზეც ასე თუ ისე ვთანხმდებით, ყოველშემთხვევაში თუ ჩვენ ისე მოგვექცევიან, როგორც ევროპული ფასეულობები მოითხოვს უკმაყოფილო არ დავრჩებით. კიდევ ქართველები არც, ისე ბევრნი ვართ, რომ ჩვენი ევროკავშირში მოხვედრით დიდად შევცვალოთ ევროკავშირის შინაარსი, სულ ტარტაროზები, რომ ვიყოთ საქართველოს ეს 3,7 მლნ მოქალაქე მაინც ვერაფერს ვუზმათ ნახევარმილიარდიან კავშირს.  
      ახლა სამოთხის და ევროკავშირის გზას პუნქტებად გავყვეთ, საქართველომ დამოუკედბლობის დაბრუნებისთანავე განაცხადე, რომ ის შეუდგა ევროკავშირს და თავის უმაღლეს მოვალეობად და სიცოცხლის აზრად ევროპელობა და ევროპული ღირებულებები აღიარა. 
     ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროკავშირში მოხვედრაც მხოლოდ ჩვენი გადასწყვეტია, ევროკავშირიდან არავინ არ გვაძალებს აუცილებლად ჩვენნაირი იყავითო, ( კარგი იქნება თუ ჩვენს ღირებულებებს გაიზიარებთ, თორე ისე ჩინეთთანაც კარგი და მომგებიანი ურთიერთობა გვაქო ) ჩვენი მეზობლები კი საერთოდ თვითონ არიან ჯოჯოხეთის გზას შემდგარი და ალბათ პირიქით გაუხარდებათ, თუკი ჩვენც მათთნაირი ვიქნებით. ჩვენთვის ევროკავშირი ჯერ არც გაუღიათ, რომ გამოეჯახუნებინათ, თუმცა ახლა უკვე არ შესულზე აპირებენ ისეთი კარის გაკეთებას, რომ შიგნიდან მიხურულიც ადვილად გამოგვიჯახუნონ.  
     ევროკავშირიც მზად არის, მიიღოს ყველა ვინც გაიზიარებს მის ღირებულებებს, გულშიც ჩაგიკრავენ თუნდაც რუმინეთი ან ბულგარეთი იყო, ეს ხომ ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ ჯერ ამ ორმაც ვერ გაიგო ბოლომდე, რომ ევროკავშირი ის სამოთხე არ არის სადაც რუმინულ მაფიის წესებით უნდა იცხოვრო ან ბულგარულად იმათხოვრო და საქართველოსთვის, ხომ სრუალიდ წარმოუდგენელი და მიუღებელია ცხოვრების ის წესი, რაც ევროკავშირში აქვთ, დილის 10 - 11 საათზე მუშაობის დაწყებას მიჩვეული ადამიანისთვის ევრო რეგულაცია, რომ სამუშოა პირნათლად უნდა შეასრულოს და მეზობელი და სანათესაო არ დაიხმაროს ცოტა უცნაური მაინც იქნება და ნამდვიალდ არ მოუნდება ასეთ ხალხთან ცხოვრება. ანუ არც ჩვენ ვართ ჯერჯერობით ევრო სამოთხესთან თავსებადი. სალხინებელი არც აქ არის, ანუ ან გავიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს ან არა. ( და :) ) 
      როგორც ღმეთმა მისაც ადამიანს თავისუფალი გონება და განსჯა, ასევეა დასავლური ღირებულებებიც, რომელიც ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ თივთონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, თუ სად უნდა, რომ გაერთიანდეს, როგორ უნდა იცხოვროს და მართოს საკუთარი თავი. თუ დიქტატურას ავაშენებთ მაშინ ყველაფერი მარტივად იქნება და ზუსტად გვეცოდინება სად ამოვყოფთ თავს, ხოლო ის ვინც დემოკრატიის მშნებლობას იწყებს, მას მოუწევს ეს დემოკრატია გამოზარდოს, ასწავლოს მას იმის გამოცნობა, თუ რა ქცევამ შეიძლება მიიყვანოს ის ჩაძინებულ და ჩამალულ დიქტატურასთან, რომელიც ეშმაკივით სულ ყველა იმ სიკეთის დაპირებას იძლევა, რაც ასე აკლია ჩვენს გულებს. დემოკრატია ზოგადად მოცემულობა არ არის და ის დროში ისწავლება ისევე, როგორც განსჯის უნარი. დემოკრატიის სწავლის პროცესში საქართველომ უკვე დაუშვა უამრავი შეცდომა, თუმცა უკვე ბევრ მათგანს გულწრფელად ვნანობთ და ზოგს საჯაროდაც განვიხილავთ, ევროკავშირიც და ევროპული ღირებულებებიც გაგვიღებს კარს და შეინდობს ჩვენს აღსარებას თუკი ამ ყველაფერს მანამდე მოვახერხებთ, როდესაც მოვითხოვთ რომ ევროპის კარი გაგვეღოს. 
   ევროკავშირსაც არ აქვს, გამოგდგების მექანიზმი ვინც იქ მოხვდება უკვე იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და მთელი მისი დარჩენილი ცხოვრებაც უნდა დაიცვას ეს ღირებულებები, თორემ მერე სულიაერი მღელვარება დაეწყება და საბერძნეთივით, იტალიასავით ან ბრიტანეთვით შეიძლება თვითონ დაიწყოს იმის მცდელობა, რომ სამოთხე მიატოვოს.  ბევრმა ქართველმა ნახა უკვე ევროპა, ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები მოქმედებაში და ისინიც კი აღიარებენ მის უპირატესობას ვინც იქ ჯოჯოხეთის გზას გაუყენა საკუთარი თავი, ეს ხალხი კლინკური სიკვდილით მონაკვდავებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინც იცის სამოთხე რა არის და ახლა უკან მობრუნდენენ და იმქვეყნიურ ამბებს ყვებიან. აი ჩვენს ჯოჯოხეთიდან დახსნას რაც შეეხება და იმას, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ, თუ არა ევროკავშირში მოხვედრას, მაგ ყველაფერს საკმაოდ კარგად აკეთებენ ის ქვეყნები ვისაც ჩვენთან ერთად სურს მოხვდეს ევროკავშირში, ან უკვე იქ არიან და უნდა ჩვენი თავი გამოგლიჯონ ამ გზას, რომელიც იმდენად რთულია, რომ შეიძლება ცდუნებას ვერ გავუძლოთ და ის სამოთხისკენ მიმავლის ტვრითი უცებ მოვიხსნათ და გზა გავაგრძელოდ უტვირთოდ და უმიზნოდ რაც ადვილი იქნება, მაგრამ უმიზნოდ მოსიარულეს გზა სწრაფად უმოკლდება და ვინც სიარულს აჩერებს ის დიდ ქალაქს ვერ მიაღწევს. 
    საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს შანსი და თანაც ნამდვილად, რომ შევითვისოთ ევროპული ღირებულებები, რომლებიც პირველ რიგში სწორედ ქრისტიანობას ეყრდნობა და მთელი მისი განვითარება ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით ჩამოყალიდბა.  და თუ ჩვენს ქვეყანში მოსახლეობის 83 % რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს თუ მართლა იმ გადაწყვეტილებით ცხოვრობს, რომ ეს ცხოვრება ისე განვლოს, რომ სამოთხეში მოხვდეს, მე მჯერა, რომ საქართველო უფრო მალე მოხვდება ევროკავშირში ვიდრე ეს ხალხი სამოთხეში ( მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს 83 % იმიტომ წერდა ქრისტიანი ვარო, რომ უფრო ის არ იცოდა სხვა რა შეიძლება ყოფილიყო)  

P:S. მარქს მარქსისიტის გამოსვლა აჩვენესო და მაქრქსმა მე მარქსისიტი არ ვარო, ალბათ ქრისტეც ეგრე იტყოდა საკუთარ თავზე, იმ ქართველი ქრისტინებისთვის, რომ ეს ესმინა ხალხს, რომ დღე-დრეზე მეორეთ მოსვლით აშინებენ, მაშინ როდესაც ბიბლიაში თვით ქრისტეს სიტყვები წერია, რომ : ,, მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამდე მხოლოდ მამამ". ასე, რომ ის ვინც საქართველოს ევროკავშირში და ევროპულ ღირებულბებთან ვერ ხედავს ჯობია თავი შეიკავოს წინასწარ მეტყველებისგან.   

    P.P.S. ევროპულ ღირებულბებთან სხვა ყველა დიდი რელიგიაც ძალიან ადაპტირებულია, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ ქადაგებს ერთმა ადამიანმა მეორეს ზიანი მიაყენოს და ათესიტებიც იზიარებენ ჰუმანუზმის იდეებს, ვინაიდან უმეტსწილად მათი გაათეისტება სწორედ ამ ჰუმანიზმის იდეებმა განაპირობა. ასე, რომ ევროკავშირისკენ გზა ყველანაირად ხსნილია, თუკი რაიმე სახით მაინც ვიცხოვრებთ, როგორც ჭეშმარიტი, ქრისტიანი, მუსლიმი ან თუნდაც ათეისტი განმსჭვალული ჰუმანიზმით.
                                 
       

Wandel im Südkaukasus, Neue politsche Lage und neue Geopolitsche Akteure in der Region

  Südkaukasische Region war immer Kriegsgebiet, Krisen und Politische einandersetzungen zwischen die Nationen von der Region ist wie tägliches Brot. Freundliche Beziehungen zwischen Russen und Armenier oder zwischen die Türken und Aserbaidschaner kommt von den  pragmatischen denken, sogar die Popularität von USA und EU in Georgien ist nicht so hoch als es war vor 5 Jahren. und es gibt wenige Nationen die zueinander keine Anspruche haben.
    Aber nach dem letzen Krieg, zwischen Armenien und Aserbaidschan die Lage wurde völlig geändert, zuerst zu Kriegsgeschichte, Bergkarabachkonflikt wurde im 1988 begonnen, aber Streit zwischen zwei Nationen wurde Jahrhunderte vor angefangen. Bevor Russisches Reich in der Region kommen wurde, heutige Armenische Bezirke war zwischen Iran und der Türkei verteilt, nach dem Russische - Presischer krieg von 1828 fast ganzes Ost - Armenien wurde von der Iranische herrschaft befreit und unter Russischer herrschaft gefallen, aber damit wurde Grundstein für künftige Armenische Staat gelegt, Beim Russisch - Türkischer Kireg von 1878, eigene west Armenische gebiete wurde auch befreit und und unter Russische herrschaft im Bezirk von Kars vereinigt.
      Erster Weltkrieg war entscheidend für ganzer Region, Damalige Armenien war viel größer und besass gebiete von der heutige Türkei. Ein wichtiges Fakt ist auch Armenierpogrom in Baku von 1918, wenn Armenische und andere christliche gruppierungen gegen Ernver Paschas osmanischer ,,Armee des Islam´´  und ihren Aserbaidschanischen verbündeten kämpften, nach diesen anlässen etwa 10,000 Armenier wurde getötet. Dieses Fakt wird bis Heute often neben Völkermord von Armeniern erwähnt und hat großes Einfluss über der öffentliche Meinung in Armenien.
Bergkarabach Konflikt. Quelle: Focus.de
         Im Jahre 1920 Armenien wurde verteilt, West Armenien wurde von der Türkei erobert, Ost Armenien von Sowietunion angegriefen und gezwungen eine Sowietischer Staat zu werden. Bevor diesem Fall, Armenien nahm Bergkarabach in Anspruch und das war Grund warum Armenien von Sowjetunion angergiefen wurde. Komunsten verteilten Armensiche und Aserbaidschanische gebiete und Bergkarabach wurde teil von Aserbaidschan als Autonome Republik.
          Bis 1988 die Lage war tatsächlich unverändert, aber im 1988 zerfall von Sowjetunion war sichtbar und Armenier fangern vorbereitung für neune geopolitusche Situation an. Im 1988 fang neuer Konflikt an, 4,000 Aseris wurden aus Armenien vertrieben, in der Aserbaidschanischer Stadt Sumqayit gab neue Porgorm gegen dort lebende Armenier, bei dem 26 Armenier und 6 Aseris wurden getötet. beide Seiten riefen zum selbstschutz auf. Nach diesem Fall kamen weitere Ausschreitungen zu. Am 12. Juli Lokale Regierung von Bergkarabach beschloss von Aserbaidschan auszutreten, Baku verhängte die Blockade und die Wege wurden gesperrt, das Ergebnis war weitere verspitzung der Lage, Alles ging aus dem Kotroll und Krieg wurde angefangen. von 1992 bis 1994 war aktiven Kriegsphase. zwischen 25.000 und 50.000 leute kamen ums Leben und über 1.1 Million wurde vertrieben.
            Nach 1994 diel Lage ist nicht viel geändert aber es kommen noch bewaffneten Auseinandersetzungen. Letze war bewaffnete Konflikt von 2. bis 5. April 2016. Dieser Konflikt war entscheidend, jetzt sehen wir neue Etwicklungen der Situation.  Erste was unbedingt erwähnt sein muss ist, daß nach dem Krieg Aserbaidschaner sind sicher in ihren stärke und fühlen sich als gewinner, Aber anderseits Armenier glauben auch daß sie sind gewinner und haben ihre positonen verteitigt, beide seite spekulieren wie viele gegnerische Soldaten und Ausrüstung vernichteten, aber eins ist klar Armenier haben ca 800 Hektar land verloren.
                         Nach dem Konflikt Armeneien hat beschlossen neue Aussenpolitik zu starten, Die Stimmun zu Russland wurde geändert, Armenier beschweren daß Russlan verkauft Waffen und Ausrüstung an Aserbaidschan und damit hilft iht Gegner und gleichzeitig spielt Strategische partner von Armenien, Andere Problem zu Russland ist daß, die Russen kontrollieren ganze Wirtschaft von Armenin und von der Euroasische Wirtschaftunion auf Armenin wurde einige beschränkungen erhoben, die stört wirtschafliche entwicklung von Armenien.  Beim Jerewan besuch von Russische Ausenminister Sergei Lawrow gab Proteste gegen Russland und Russische politik gegen Armenien.
                            Jetzt Armenein ist auf der suche nach neue Partnern, USA ist ausgeschlossen, denn die Türkei ist mitglied von NATO und Aserbadschanische Öl ist wichtiger als Armenien. EU ist Politisch lahm etwas in dieser Region zu entscheiden. Andere Globale akteur der mit dieser Region intressiet sein könnte ist China, Nach der Verlangsamung des Wirtschaftswachstums und Konflikte im Sudchinesisches Meer China sucht neuer Partner auch. Für der Chinesische Regierung Armenein könnte auch gegen Uigurische bewegung gute Partner sein. In dem letzen Monat es gab einige Treffen zwischen Armenischen und Chinesichen Beamten.          
                                Beim Interview bei den Journalisten beide Seiten Sagen daß es gab verhandlungen um vertiefung Wirtschaftliche und Kulturelle beziehungen. Aber Pragmatishce Realität sagt daß Armenein neue Starke Partner braucht und die sind bereit um iheren land zu retten mit dem jeden Pakt zu unterzeichnen.

Endangered species, აყვავებული მთა და გასაბრწყინებელი საქართველო

     ადამიანი პესიმისტი რომ ხარ ცუდია, თუ პესიმისტობასთან ერთად ცინიკოსიც ხარ დამატებით გარშემომყოფებსაც უშლი ნერვებს, მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად გადაშენების პირას მისული სახეობაც ხარ და ეს ყველაფერი კარგადაც მოგეხსენება მაშინ ყველაფერი განსაკუთრებით ცუდი არის. ამ ყველაფრიდან გამოსავლის ძიება იმდენად გრძელი და რთული გზა არის შეიძლება იფიქრო რაც ხდება ეს მომეწონოს დრო არისო, მაგრამ სანამ მე ეს ყველაფერი მომეწონა თუ არა მანამდე ქართულ სისტემას როგორ მოეწონა ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის შესაცვლელად რა მოიფიქრა ის ვნახოთ. 
        ჰოდა ქართული სისტემის, გინდაც მთავრობის რომლის შინაარსიც ბოლო ალბათ საუკუნეა დიდად არ შეცვლილა მამოძრავებელმა სისტემურმა აზროვნებამ ისეთი შედევრი შექმნა რასაც კანონი ,, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" ეწოდება, ჯერჯერობით დიდი პროტესტისა და განსაკუთრებული შეფასებების გარეშე კანონი წინ მიიწევს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს წინასაარჩევნო ბატალიებში, მთავრობა იტყვის ჩვენ გავაკეთეთო წინა მთავრობა იტყვის ჩვენ დავიწყეთ გაკეთებაო, ვისაც მთავრობაში ყოფნა არ ღირსებია და ქრონიკულად ოპოზიციაშია ის იტყვის ჩვენ რომ არ გვეიძულებინა მთავრობა არავინაც არ მიიღებდა მაგ კანონსო და კანონი რომ ბევრს არაფერს შეცვლის და გააკეთებს მაგას მე დავწერ, პესიმისტური მიდგომაც გამომდის და მომავალი მინიმუმ 10 წელი პარლამენტარობას არ ვაპირებ და ამასობაში დაგავიწყდებათ, უარესები და უფრო ახლებიც დავიწყებია ხალხს. 
           მთის კანონი 1584 დასახლებას უნდა შეეხოს, არჩვანის გაკეთების დროს ზღვის დონიდან 1,500 მეტრს ზემოთ მყოფი ყველა დასახლება შევიდა ამ სიაში, შემდეგ 800 მეტრს ზემოთ დასახლებებიც შეიყვანეს განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო, თუმცა ზოგიერთი 800 მეტრს ქვემოთ მყოფიც მოხვდა სიაში. სტატუსი რომ მიიღო მთაში მაცხოვრებლის ელექტორენერგიის გადასახდს უნდა იხდიდე ან მოწმეები უნდა გყავდეს რომ ნამდვილად იქ ცხოვრობ, სტატუს რომ მიიღებ მერე იხსნება კარები სამოთხეში, ჯერ ერთი ჵო მთა ისედაც ნამდვილად სამოთხეა ( 1 თვე ზაფხულში სტუმრად როცა ხარ ) მერე კიდე ამდენი შეღავათები და ამხელა სუბსიდიები გაქ და საერთოდ შეიძლება ფეხი არ ჩამოადგა იმ 800 მეტრს ქვემოთ. ( მაგრამ ვინც ჩამოადგა იმათ ნამდვილად ვერ აიყვან უკან ).   პირველი შეღავათი პენსიონერებს ეკუთვნით, 20 % ით ზრდა არსებული პენსიის, ექიმებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პენისიის ოდენობის 2 მაგი რაოდენობა სახელფასო დანამატად დაენიშნებათ, ექთნებს პენსიის ერთმაგ ოდენობას დაუმატებენ,  ზამთარში პირობებსაც გაუმჯობესებენ, დახარჯულ ელექტროენერგიაზე 50 % - ს სახელმწიფო გადაუხდით, მხოლოდ 100 კვტ - მდე. არც ახალაგაზრდა ოჯახებს დაწყვიტა ქართულმა სისტემამ გული და ის ვინც მთაში მოსახლეობის გამრავლებას დააპირებს პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში 100 ლარს გადაუხდის, მესამე და მომდევნოებზე 2 წელი 200 ლარი იქნება დახმარება. ამ ქართული სისტემის ჩამომყალიბელ ქართველს მასწავლებლებსაც ალბათ მოუნდებათ მთელი სიცოცხლე ზღვის დონიდან რაც შეიძლება მაღლა გაატარონ ხელფასის 50 % - ს დაუმატებენ.  მთაში ბიზნესმენობას თუ გაბედავ ჰო მთლად აშენდები გადასახადებისგან გაგანთავისუფლებენო. 
         ახლა ჩემეული კრიტიკა, ნუ დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭებასთანაც მაქვს პრეტენზია, პირველ რიგში უკეთესი იქნებოდა ყველა ამ დასახლებისთვის სტატუსის მიცემას ისეთები არჩეულიყო რომლებსაც მართლა შეუძლია რომ მთიან რეგიონში დარჩეს და ამავე დროს ადამიანებისთვის უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობები,  ღირსეული საცხოვრებელ პირობებში იგულისხმება რომ ადამიანს ჰქონდეს მუდმივი სამუშაო ( კარგ სამუშოა პირობებს დასაქმებულთა უმრავლესობისათვის საქართველოში მინიმუმ მომავალაი 15 წელიწადი მე პირადად არ მოველი ), გარანტირებული მინიმალური კომფორტი, როგორიც არის გამართული ინფრასტრუქტურა, (სტრანსპორტო და საკომუნიკაციო), ხელმისაწვდომი ენერგო მომარაგება ( გათბობა, ელექტროენერგია) და ასევე პლიუს გასართობი ინფრასტრუქტურა. ( ბარები, პარკები, ინტერნეტ კაფე მაინც) 1584 დასახლებიდან ყველა ამ პირობას ჩემი ვარაუდით 84 - იც ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ ერთი საქართველოს მთა განსაკუთრებით მცირე მიწიანი და რესურსიანი და მოსახლეობის ის ნაწილიც რომელსაც რაიმეს შექმნა შეეძლო დიდი ხანია უკვე მთიდან წამოსულია.     
            პენსიონერების 20 % დანამატი პენსიაზე ნამდვილად ვერ გმართვას პენსიონერის ცხოვრებას, რაც ჰქონდა იმას აჯობებს მაგრამ იმაზე მეტი ვერ იქნება, ის მაინც ისეთივე მდგომარეობაში დარჩება ცხოვრების ბოლომდე როგორშიც იყო, იმის გათალისწინებით რომ ეს ზრდა მაქსიმუმ 50 ლარი შეიძლება იქნეს. 
              ექიმებს ნამდვილად შეეძლებათ ცხოვრების გაუმჯობესება, უბრალოდ მათ ქალაქელ კოლეგბთან შედარებით ალბათ მაინც უკან იდგებიან შემოსავლებით და იმ შესაძლებლობებით რაშიც მათი ფული უნდა დახარჯონ. 
            ზამთარში ელექტროენერგიაზე შეღავათი ნამდვილად დაამაგრებს ხალხს მთაში, წარმოიდგინეთ მაქსიმუმ 50 კვტ ელექტროენერგიას მთავრობა საკუთარი ჯიბიდან იხდის ( და ამას შენი საკუთარი გადასახადიდან გიფინანსებს ) მთელი ერთი დღე შეგიძლია თბილად გაატარო თუკი ელექტრო ღუმელით გადაწყვეტ გათბობას მთაში ელექტროენერგიის მოხმარება ესეთი დაბალი იმიტომ არის, რომ ხალხს მეტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და არა იმიტომ რომ მათ არ იციან რა არის კომფორტი. 
        დახმარება ახალშექმინილი ოჯახებისათვის მთის მოსახლეობას ნამდვილად გაამრავლებსთქო რომ ვთქვა თავიდანვე სასაცილო იქნება, წარმოვიდგინოთ ახლაგაზრდა ოჯახი, შევთანხმდეთ რომ ცოლო ექიმი და თვეში 700 ლარი მაინც აქვს უკვე შმეოსავალი, ქმარი მსაწავლებელი და 700 ლარიც ამას აქვს თვეში, ბავშვი პირველი წელიწადი 100 ლარს იღებს სახელმწიფოსგან, 1,500 ლარი არ არის ცუდი, მამგრამ სწორედ ამ ბავშვის მომავლისათვის დედა ქალაქში წავა და ნამდვიალდ იშოვის რომელიმე კლინიკაში 700 ლარიან სამსახურს ან კერძო პრაქტიკას დაიწყებს, მამაც იშოვის სადმე მსგავსი ხელფასით სამუშაოს ანდა ესეც ბავშვებს მომზადებს 7 ბავშვი რომ მომაზადოს თვეში 700 ლარზე მეტი ნამდვილად ექნება შემოსავალი მით უმეტეს ქართველები ბევრს ვხარჯავთ განათლებულ მომავალზე ( თუმცა ჯერჯერობით ნაკლებად ჩანს), 100 ლარი კი დაკარგა ოჯახმა მაგრამ, მათი შვილი იმას ნამდვიალდ შეძლებს რომ ნორმალურ ბაღში იაროს შემდეგ ნორმალურ სკოლაში, უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება ცხოვრებაში და ზოგადად ცნობილი ფაქტია რომ ისინი ვინც დიდ სოციუმში იზრდებიან უფრო მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან ეს კი ერთ -ერთი მთავარია ადამიანის განვითარებისათვის, ამას გარდა ქალაქში გაცილებით მარტივია ბავშვების უზრუნველყოფა მათი ჯანმრთელობისთვის და ასევე ადვილად შეიძლება მათი მომარაგება საჭირო სერვისებით.  არგუმენტი იმის შესახებ რომ მთაში მცხოვრებისათვის ცხოვრება უფრო იაფია არ მიიღება, პირველი საქართველოს მთაც ქალაქებზეა უმეტესად ჩამოკიდებული საჭირო საქონლის მისაღებად, დაწყებული საკვებით და დამთავრებული სხვა მომსახურებებით, ოჯახში სადაც მსგავსი დასაქმების სტრუქტურაა სოფლის მეურნებისთვის არ სცალიათ რომ დამატებითი შემოსავალი შეიქმნან, მაქსიმუმ ვაშლი მოკრიფონ მეზობლის ეზოში. მეორე ის არის რომ ქალაქში გაცილებით მრავალფეროვანი შესაძლებლობებია რაც ცხოვრებას ამრავალფეროვნებს და ნორმალურ ადამიანსაც ფული იმისთვის სჭირდება რომ რაიმეში დახარჯოს და არა მთელი ცხოვერება გაიმწაროს და ბევრი ქაღალდი მოაგროვოს.    მოკლედ ახალგაზრდა ოჯახიც ვერ დავამაგრეთ სოფლეში. 
         ახლა მასწავლებლებს რაც შეეხებათ, ესენი ალბათ კი იქნებიან გახარებული იმითი რომ ხელფასს უმატებენ, მაგრამ ჩემი ღრმა ეჭვით, რომელსაც სტატისტიკაც ამყარებს მალე მთიანი რეგოების სკოლებში მასწავლებლები მოსაწავლეების რაოდენობას გადააჭარბებენ რაც უკვე ბევრგან გამიგია და თუ დროზე არ უშველეს თავს საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩებიან. 
         ვინც მთაში ბიზნესმენობას აპირებს, არც მის ბიზნესს უწერია ალბათ დიდი ხნით არსებობა, ალბათ საერთოდ არ მოუწევს გადასახადის გადახდა იმითომ რომ მანამდე დახურავს თავის ბიზნესს ვიდრე ვინმე გადასახადზე მაიდგება, დღეისათვის მთაში საუკეთესო ბიზნესი სახელმწიფო ტენდერების მოგებაა სადაც ცალკე ბიზნესი მოგებული ტენდერების გაყიდვა გაჩნდა. მთიან რეგიონებში ალბათ პირველ რიგში ყველას სოფლის მეურნეობის აღორძინების იდეა გაუჩნდება, მაგრამ ასეთ რეგიონებში, არ არსებობს კვალიფიციური მუშახელი, არც სახნავ - სათესი ფართობებია დიდი ( ფერდობებზე სემირამიდას ბაღებმა გაამართლა მარტო ), რთულია გასაღების ბაზრებთან წვდომა და ცუდი ხარისხის არის ინფრასტრუქტურა. სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი მუხრუჭი ის სულელური კანონია რომლის მიხედვითაც ხალხს უფლება არ ქვს ტყით ისარგებლოს, ვენახისთვის საჭირო საშნებელი მასალის ტყიდან გამოტანა არ შეიძლება მოიპარავ და ციხეა, რიყეებიდან ხალხს სილას და ქვას არ ატნევენ რომ ხალხმა ყანა კი არა სახლის კედელი რომ ამოაშენოს, მთის კანონის მიღებამდე სხვა ყოფილა გადასახედი. 
     აღარაფერს ვამბობ ინდუსტრიაზე ან მოსახურების სფეროზე, ინდუსტრიას ნედლეული და მაღალკვალიფიცური მუშახელი სჭირდება რაც საქართველ მაღალმთიანეთში არ მოიპოვება, მომსახურების სფეროს დიდი რაოდენობით კლიენტები, რომლებიც ასევე ჭირს მაღალმთიან რეგიონებში, შეიძლება ვინმემ რომელიმე ბუნებრვი რესურსის ამოღება დამუშავებაზე იფიქროს, მაგრამ ვისაც ამდენი ფული აქვს რომ მსგასი საქმე წამოიწყოს იმდენი ჭკუაც აქვს რომ ქალაქში იგივე ფულით უფრო მომგებიანი, სუფთა და ნაკლებად საწვალებელი საქმე წამოიწყოს. ანუ ბიზნესიც ვერ დავიწყეთ მთიან რეგიონებში.   ისე ელექტრონული კომერციას რომ მივდევდე ნამდვიალდ მთაში ვიქნებოდი რეგისტრირებული. ( ანუ მთაში შეიძლება ახლა ბევრი რეგისტრირებული ბიზნესი გაჩნდეს თუმცა მათი საქმიანობის არეალი სრულიად სხვაგან იყოს, გადასახადებს ვკარგავთ სახელმწიფო, შიდა Offshore იქმნება ფაქტიურად ).  
        მოკლე შეფასებით, მთის კანონი ვიღაცებს იმედს უჩენს მთაში უკეთესი მომავლისას, სინამდვილეში ეს კანონი მთაში მცხოვრებთა ცხოვრებას მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს, ნაცვლად იმისა რო მომხდარიყო ისეთი დასახლებების არჩევა რომელთაც აქვთ პოტენციალი გახდნენ ძლიერი ეკონომიკის მქონე დასახლებები და ასევე მიიზიდონ მოსახლეობა ქართულმა სისტემამ გადაწყვიტა მთელი მთა განევითარებინა, რაც ნამდივლად უფრო დიდ ძალისხმევას და ინვესტიციას მოითხოვს, ვიდრე ცალკეული დასახლებების განვითარება, კითხვაზე თუ რა უნდა ვუყოთ დანარჩენ მოსახლეობას, პასუხი არის რომ იგივე ფულით რაც უნდა დაიხარჯოს ამ ხალხის არსებულ საცხოვრებელ ადგილზე მომსახურებისათის ვეცადოთ ისინი ქალაქებში ჩავიყვანოთ და იქ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები რაც ჩემი მოსაზრებით უფრო იაფიც დაჯდება, ჯერ ერთი ახალგაზრდობა მაინც აღარ ჩერდება ზოგადად სოფლებში და მეორეც თუკი მოხუცებს ჩავიყვანთ მათი მომსახურება ქალაქში უფრო ადვილი იქნება.   
      პესიმიზმი საკმაოდ გამოვავლინე და ალბათ ცინიზმიც არ აკლდა ამ ყველაფერს, ახლა კი გადაშენების პირას მისული სახეობაც, ბოლო აღწერიდან დღემდე ლეჩხუმმა 38 % - იანი ვარდნა უჩვენა მეც ლეჩხუმელი ( არც სვანი, არც რაჭველი და გურულობაზე მოსმენილი ვერსიაც არასწორია)  ვარ და მაგიტომ მაწუხებს, მაწუხებს არა იმიტომ რომ ამხელა იყო მიგრაცია არამედ იმიტომ რომ ეს მიგრაცია რამაც გამოიწვია ბოლო წლებია არ გამოსწორებულა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა პროცესი, საერთოდ ვფიქრობ რომ მსგავს პირობებში ვინც იქ ცხოვრობს ისიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ცდილობდეს იქედან წამოსვლას და მთის კანონიც რომ ვერ უშველის იქაურობას ესეც გამოჩნდება დროთა განმავლობაში, თუ ზოგადად საქართველოს ეკონომიკას ყვლეწლიურად 10 %  - იანი ზრდა სჭირდება რომ მომავალ დეკადაში პოლონეთის ან ჩეხეთის დონეზე ავიდეს, ლეჩხუმს და დანარჩენ მთიან რეგიონებს წლიური 20 % - იანი ზრდა სჭირდებათ იგივე შედეგის მისაღწევად.   ანუ მთის მოსახლეობა რომ მთას ნებისმიერ შემთხვევაში მიატოვებს ფაქტია და ძალისხმევა რომ ასევე არასწორად არის მიმართული ეგეც რეალობაა. 
        საბოლოო დასკვნა კი ასეთია, ჯობია ხალხის მთაში მიმაგრების მცდელობას მათთვის ბარში შექვმნათ ისეთი პირობები რომ შეძლონ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებეში იცხოვრონ, თუმცა ეს ხომ ქართული სისტემა. გაუტეხელი, ყველაზე ამაყი და მალე საქართველოსაც გააბრწყინებს, მთელი ბოლო დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 3 % იანი ეკონომიკური ზრდით.  

იორდანიის ჰაშიმიტური სახელმწიფო

იორდანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაა და ის სირიას, ერაყს, საუდის არაბეთს, ისრაელს და პალესტინის ავტონომიას ესაზღვრება. ქვეყანს აქაბის ყურეზე 19 კმ გასასვლელი აქვს და ეს არის მისი მთლიანი საზღვაო საზღვარი. იორდანიის მოსახლეობა 5.970 მლნ ადამიანია, აქედან 93 % სუნიტი მუსლიმები არიან, დაახლოებით 5 % ქრისტიანები. მოსახლეობაში 50 % - ზე მეტი 800,000 პალესტინელი ლტოლვილის შთამომავლები არიან, ქვეყანაში დაახლოებით 1,8 მლნ რეგისტრიებული პალესტინელი ლტოვილია, 0.7 მლნ ერაყელი ლტოვილი, ასევე დიდი ჯგუფია 100 ათასი ჩერქეზი, (2011) (9,5 მლნ 2015 წელი).                                                                                 იორდანიის ტერიტორიაზე იროდანიის სახელმწიფოს 1946 არ უარსებია, 1946 წლის 25 მაისს ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მანამდე კი 1918 წლამდე ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, 1916 – 1918 წლებში მიმდინაორეობდა არაბების აჯანყება, რის შედეგადაც არაბებმა, ბრიტნალების დახმარებით შეძლეს ოსმალების განდევნა რეგიონიდან, დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე მცხოვრები არაბები, ემირ ფაისალის ( ჰაშიმიანთა ოჯახიდან) ხელმძღვანელობით ჰაშიმიანთა ოჯახის მიერ დაარსებული სირიის სამეფოს შეურთდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბრიტანელებს არ მოეწონათ და ვინაიდან ეს ეწინააღმდეგებოდა საიქს - პიკოს შეთანხმებას და 1920 წელს გამართულ სანრემოს კონფერენციაზე, ბრიტანელებმა მოითხოვეს საიქს - პიკოს შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიის ბრიტანულ პალესტინასთან მიერთება რაც რა თქმა უნდა მიიღო, 1923 წელს გაჩნდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ არსებული ტრანსიორდანია. 1946 წელს როდესაც ბრიტანეთის მანდატი გაუქმდა ტრანსიორდანიამ დამოუკიდებლობა ხოლო აბდალა I მეფობა მიიღო, 1948 წელს ისრაელის სახემლწიფოს დაარსებისთანავე მას არაბულმა სახელმწიფოებმა და მათ შორის ტრანსიორდანიამ ომი გამოუცხადეს, ტრანსიორდანიამ მოახერხა და დღევანდელი დასავლეთ ნაპირი თავის კონტროლს დაუქვემდებარა, 1950 წელს ქვეყანას სახელი შეუცვალეს და იორდანია დაარქვეს, ქვეყნის მიერ დასავლეთ ნაპირის შეერთება არაბულმა სახელმწიფოებმაც არ აღიარეს, ხოლო პალესტინლებს შორის მათ წინააღმდეგ უკმაყოფილება გაჩნდა, 1951 წელს მეფე აბდალა I იერუსალიმში ვიზიტისას პალესტინელმა ნაციონალისტმა მოკლა.                                                                                                                       1950 – 1960 წლებშ შორის იორდანიას და ისრაელს შორის იყო დაპირისპირება წყლის რესურსების გამო, 1967 წელს მომხდარი 6 დღიანი ომის შემდეგ, იორდანიამ მთლიანად დაკარგა დასავლეთ ნაპირი და იძულებული გახდა მიეღო დამატებით 400,000 პალესტინელი ლტოლვილი, შდეგად იორდანიის ტერიტორიაზე გაჩნდა ლტოლვილთა 10 ბანაკი, კომპაქტური და სოლიდალური, ბანაკებში პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მუშოაბა სამეფოს ხელმძღვანელობამ საფრთხედ აღიქვა, ორგანიზაციას გააჩნდა ოფისი ამანში საიდანაც ის ხელმძღვანელობდა თავდასხმებს ისრელზე საპასუხოდ ისრაელის არმია იჭრებოდა იორდანიის ტერიტორიაზე, პალესტინის განმანთავისუფლებელმა ორაგნიაზაციამ მოახერხა რომ იორდანიაში ფაქტიურად ცალკე ქვეყანა შეექმნა, 1970 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ირბიდში პალესტინის განმანტავისუფლებელმა ორგანიზაციამ სახალხო მთავრობა გამოაცხადა, საპასუხოდ მეფე ჰუსეინ I არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა, ამით იორდანიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, 20 სექტემბერს ომში სირიის არმია ჩაერთო, პალესტინელების მხარეს, საპასუხოდ იორდანიის არმიამ საჰაერო შეტევები განახორციელა, იორდანიელებმა წარმატებას მიაღწიეს, სირიელები ქვეყნიდან განდევნილი იქნენ, მრავალ პალესტინელსაც მოუწია ქვეყნის დატოვება, 1971 წელს უკვე საბოლოოდ დასრულდა აჯანყება, 1972 წელს მეფემ ჰუსეინმა გააკეთა შეთავაზება იორდანია - პალესტინის ფედერაციის შექმნაზე, რაც უარყოფილ იქნა როგორც პალესტინელების ასევე სხვა არაბული სახელმწიფოების მხრიდან, 1973 წელს დაიწყო იომ - ქიფურის ომი, რომელშიც იორდანიაც მონაწილეობდა, ომის დასრულების შემდეგ იორდანიამ მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო კონფერენციაში სადაც მოხდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის მხარედ აღიარება, 1974 წელს იორდანიამ დასავლეთ ნაპირზე თავისი ყვლეა პრეტენზია დათმო და ის სამართლებრივად პალესტინის განმანთავისუფლებელ ორგანიზაციას დაუთმო, 1979 წელს იორდანიამ უარყო ეგვიპტე - ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებაში მონაწილეოა და ეგვიპტესთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ამავედროს ცდილობდა ხელი შეეშალა ამ შეთანხმების მიღწევისთვის.                                                                                                                                 იორდანიამ ამ პერიოდში ორიენტაცია ერაყზე აიღო, ის ეხმარებოდა სადამ ჰუსეინს ირანის წინააღმდეგ წარმეობულ ომში,  რაც ერაყისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სპარსეთის ყურე ჩაკეტილი იყო და აქაბიდან ხდებოდა მისთვის იარაღის მიწოდება.                              1982 წელს რეიგანმა წარადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაჩნდებოდა იორდანია - პალესტინის ფედერაცია, იორდანის, დასავლეთ ნაპირის და ღაზის სექტორის შემადგენლობით, რაც ისრაელმა უარყო.                                                                      1991 წლიდან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, ისრაელს, სირიას, ლიბანს და პალსტინა - რორდანიას შორის, რომლის შედეგადაც 1994 წელს იორდანიამ ისრაელთან გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება, რას ამერიკის მედიატორიბით მოხდა, ხელშეკრულების შესაბამისად ქვეყნებს შორის დამყარდა დიპოლამტიური ურთიერთობა და ჩამოყალიბდა სავაჭრო ურთიერთობები.                                                                                        1999 წელს მეფე ჰუსეინ I გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა აბდულა II. იორდანიასაც შეეხო არაბული გაზაფხულის ტალღა, თუმცა იორდანიის ელიტამ ამ ყველაფრიდან შედარებით მარტივად დააღწია თავი,  პირველი რაც ელიტამ განახორციელა იყო პრემიერ მინისტრის შეცვლა, შემდეგი კი ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავება, მეფის ხელისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა თუმცა არა რაიმე გადამწყვეტი ცვლილება, ასვე გაიცა დაპირება 2013 წელს საარჩევნო კანამდებლობის მომავალ გაუმჯობესებაზე, თუმცა ამ დროისათვის დამატებიტ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გამჩნდა.                                                                       მეზობელ სახელმწიფოებს შორის იორდანიას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთან, ამის მთავარი მიზეზი იყო ის რომ ერაყს 1957 წლამდე მართავდნენ იმავე ჰაშიმიანთა ოჯახის წარმომადგენლები რომლებიც იყვნენ იორდანიაში, ისრაელთან ომების დროს ერაყის არმია სტაციონირებული იყო იორდანიის ტერიტორიაზე, 1970 წლის სამოქალაქო ომის დროს ერაყელებმა მხარი არ დაუჭირეს პალესტინელებს მიუხედავად მათდამი არსებული სიმპათიისა არაბულ სამყაროში, იორდანია ეხმარებოდა ერაყს ირანთან ომის დროს და არ ჩაბმულა საერთო ევროპულ - არაბულ კოალიციაში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, ქუვეითის განთავისუფლებისას. 2003 წელს ვიტარება უკვე შეცვლილი იყო, ამჟამად იორდანიის მთავრობა აქტიურად მონაწილეობდა სადამ ჰუსეინის წინაღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდა იორდანიის ტერიტორიაზე და 6000 სამხედრო მოსამსახურე.                                                                                                                                      იორდანიას კარგი და სტაბილური ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან, 1965 წელს ორ ქვეყანას შორის მოხდა ტერიტორიების გაცვლა, რის შედეგადაც იორდანიამ მიიღო 12 კმ დამატებითი გასასვლელი წითელ ზღვაზე, სულ ჯამში 6000 კვ/კმ, სანაცვლოდ საუდის არაბეთმა მიიღო 7000 კვ/კმ ფართობი მთელი ეს ტერიტორია იყო უდაბნო, ამ გაცვლას იორდანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რის შედეგადაც მას შეეძლო უფრო დიდი ინფრასტრუქტურა მოეწყო აქაბის ყურეში.                                                                                     იორდანიის ურთიერთობა სირიასთან დროის შესაბამისად ცვალებადია, ქვეყნები ყველა ომში ერთად გამოდიოდნე ისრალეის წინააღმდეგ, 1970 წელს სირიელები მხარს უჭერდნენ პალესტინელებს რის გამოც იორდანიას და სირიას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, თუმცა უკვე 1973 წელს იორდანიელი მებრძოლები სირიელთა მხარდამხარ იბრძოდნენ გოლანის მაღლობზე. ამჟამად ქვეყანაში მოქმდებს სადათის ხელისუფლების საელჩო და ასევე იორდანიის საელჩო მუშაობს დამსკოში, თუმცა იორდანია ასევე მონაწილეობას იღებს სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრებში, რაც სადათის რეჟიმთან ურთიერთობებს საკმაოდ ართულებს, ასევე პრობლემად იქცა 600,000 დევნილი სირიიდან რომელთა უზრუნველყოფაც იორდანიის ფინანსურ სისტემას მძიმე ტვირთად აწევს.                                                                               იორდანია არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მას გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საკმაოდ პროგრესული საზოგადოება. 

ირან - ამერიკის ურთიერთობები



ირან - აშშ - ს ურთიერთიერთობა პრაქტიკულად უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს, თუმცა რეალური და მჭიდრო კავშირები 2 ქვეყანას შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ჩამოყალიბდა, როდესაც აშშ - სთვის საჭირო გახდა, რეგიონში ჰყოლოდა ძლიერი და სტაბილური პარტნიორი, ზოგადად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება 3 ეტაპად დაიყოს, მეორე მსოფლიო ომიდან 1979 წლმადე პერიოდი, როდესაც ეს ორი ქვეყანა სტრატეგიული მოკავშირეების როლში იყვნენ და სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდნენ ერთმანეთს, ამ პერიოდშ შეიძლება თავისუფლად ეწოდოს მოკავშირეობის პერიოდი, მეორე პერიოდი შეიძლება იყოს 1979 წლის რევოლუციიდან ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდი, უფრო კერძოდ ირანისთვის სანქციების მოხსნის დღემდე 2016 წლის 17 იანვრამდე შეიძლება ვიანგარიშოთ ამ პერიოდს შეიძლება მტრობის პერიოდი ვუწოდოთ, ხოლო მესამე პერიოდი სანქციების მოხსნიდან დღემდე გრძელდება და დღევნდელი პერსპექტივით ის საკმაოდ დიდ ხანს გასტანს რასაც შეიძლება ურთიერთოებების დათბობის პერიოდი ეწოდოს თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთული გამოსათვლელია თუ როგორი შეიძლება იქნეს შედეგი, ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც არსებობს გადაულახავი პრობლემები ირანსა და აშშ - ს სხვა მოავშირეებს შორის, ასევე აშშ - ს კიდევ საკმაოდ დიდი ინტერესთა სპექტრი გააჩნია სადაც ირანი საკუთარ და საპირისპირო აზრს აფიქსირებს. ქვემოთ კი მოკლედ განვიხილოთ ურთიერთობის სამივე პერიოდის მოკლე ისტორია.                                                                                                                                                                       მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში ირანში მმართველები წრეებიდან გარკვეული ნაწილი აშშ - ს ხედავდა როგორც ერთგვარ გამოსავალს, რუსეთის და ბრიტანეთისგან თავდახსნის გზაზე, თუმცა იმ პერიოდში აშშ - ს ნაკლები ინტერესები გააჩნდა ირანის მიმართ, თან ის ერიდებოდა ორი დიდი იმპერიის გაღიზინებას, მეორე მსოფლიო ომი ჯერ დაწყებული არ იყო, ირანის ნავთობი ჯერჯერობით აშშ - ს ეკონომიკას არ სჭირდებოდა და სხვა ეკონომიკური ინტერესებიც დიდად გამოკვეთილი არ იყო.                                                                                                                                                                      1941 წელს ინგლისელებმა და საბჭოელებმა ირანში ჯარები შეიყვანეს, პრო - გერმანული რეზა შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყანაც დაატოვებინეს მის ნაცვლად კი ტახტზე მისივე შვილი მოჰამად რეზა ფაჰლავი დასვეს, რითაც ირანი მეორე მსოფლიო ომის დროს ახლო აღმოსავლეთში ინგლისისა და საბჭოეთის საიმედო დასაყრდენი გახდა, ამერიკლებიც რუსეთს ლენდ-ლიზით გათვალისწინებულ იარაღს ირანის გავლით აწვდინენ, სწორედ ამ პერიოდიდან გასაკუთრებით დაინტერესდა ამერიკა ირანით, ამერიკულმა ნავთობ კომპანიებმა შეხედეს რომ ირანში ნავთობის მოპოვება ძალიან იაფი იყო, ის ასევე ახლოში იყო ნავთობის ძირითად მომხმარებლებთან, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ევროპის ეკონომიკის სწრაფად აღდგენის საკითხში, იაფ ენერგო მატარებლებს დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ამ შემთხვევაში კი სპარსეთის ყურის რესურსები საუკეთესო იყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანის ტერიტორიაზე ისევ რჩებოდნენ საბჭოთა ჯარები, რომლებსაც ჩრდილო - დასავლეთ ირანი იგივე სამხრეთ აზებაიჯანი ჰქონდათ დაკავებული და იქ აპირებდნენ აზებაიჯანის ავტონომიის ჩამოყალიბებას, ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე არსებული ნავთობ რესურსების კოცესიას საბჭოთა 51 % - იანი წილით და ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო აუცილებლობით დაეცვათ ბაქოს ნავთობ სარეწები, ამ დროისათვის ინგლისს უკვე აღარ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა კავშირისათვის და მთელი საქმე ამერიკის მიერ მოსაგვარებელი გახდა, აშშ პრობელმის მოგვარებას თავიდან გაეროს მეშვეობით შეეცადა თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ მოიტანა, ამის შემდეგ ამერიკელებმა რუსებს რამდენიმე საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს, შედეგი ვერ ახლა მიიღეს და საბოლოოდ ტრუმენმა საბჭოთა კავშირის ელჩი აშშ - ში ანდრეი გრომიკო დაიბარა და გადასცა რომ თუკი რუსეთი ირანიდან სამხედრო შენაერთებს არ გაიყვანდა აშშ  იძულებული გახდებოდა ატომური იარაღი გამოეყენებინა, რამაც საბჭოთა ისტებლიშმენტის გონება ნიუ მექსიკოს ცაზე უფრო გაანათა და მათ მიირეს გადაწყვეტილება ირანიდან ჯარის გაყვანაზე, გაყვანის დროს გაფორმდა კომუნიკე რითაც რუსეთი უარს აცხადებდა ძველ მოთხოვნებზე თუმცა რჩებოდა ერთი პუნქტი რომლის მიხედვითაც ირანი ცნობდა საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულ ინტერესს ჩრდილოეთ ირანში ნავთობმოპოვების საკითხში, თუმცა როდესაც საბჭოთა ჯარები გასული იყვნენ ირანის მეჯლისმა კომუნიკეს რატიფიკაცია არ მოახდინა, შესაბამისად საბჭოეთმა ვერც ამ ინტერესის დაკმაყოფილება მიიღო, მიუხედავად არსებული საფრთხისა რომ რუსები გააგრძლებდნენ სეპარატისტული მოძრაობების წახალისებას, ირანის ხელისუფლება წავიდა ამ ნაბიჯზე და მათ ზურგს აშშ უმაგრებდათ.                                                                                                                                                    1951 წელს ირანის პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდა პარტია ,,ნაციონალური ფრონტი“ და მისი ლიდერი მოჰამად მოსადეყი, რომელიც მძიმე ეკონომიკურ დმგომარეობაში მყოფ ხალხს პრობლემების მოგვარებას ინგლის - ირანის ნავთობ კომპანიის ნაციონალიზაციის გზით პირდებოდა, მან ხელისუფლოებაში მოსვლისთანავე ანტი დასავლური კურსი დაიჭირა, მოახერხა მოეხდინა კომპანიის ნაციონალიზაცია, რაზეც ინგელსელები ძალიან განაწყენდნენ, ამერიკაში მისი ანტიდასავლური პოზიცია აღიქვეს როგორც ახალი ჩინეთის გაჩენა, რეგიონში პრესტიჟის დაცემა და საფრთხის შექმან ამერიკის გავლენისათვის, შედეგად 1953 წელს  MI – 6  - მა და CIA - მ ერთობლივად დაგეგმეს გადატრიალება, რაც საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდათ, ამ ყველაფრის შემდეგ ნავთობ კომპანია ისევ ნაციონალიზებული დარჩა, თუმცა ამერიკულ ნავთობ კომპანიებსაც გზა გაეხსნათ ირანის ბაზარზე, აშშ გახდა ირანის მთავარი დამცველი, 1959 წელს ანკარაში ხელი მოეწერე ირან -  აშშ - შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ - ს უფლება ეძლეოდა ირანში შეეყვანა საკუთარი ჯარები, რაც კიდევ ერთხელ განცხადება იყო ირანის საგარეო კურისის და საბჭოთა კავშირს უჩვენებდა ირანის შიდა საქმეებში ჩარევის შემთხვევაში თუ ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა დაპირისპირება.                                                                                                                კენედის ადმინისტრაციის პერიოდში ირანსა და აშშ -  ს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაცივდა, ვინაიდან აშშ აღარ უწევდა ისევ იმ სახის ეკონომიკურ დახმარებას ირანს როგორც ის ადრე აკეთებდა და შაჰს აკრიტიკებდა ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების გამო და მას პასუხისმგებლობას აკისრებდა, ამ ყვლეაფერზე, შედეგად ირანის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის მხარეს დაიწყო ყურება, მათაგან 110 მლნ დოლარის იარაღი შეიძინა და კუბის კრიზის დროს უარი უთხრა აშშ - ს რაკეტები განეთავსებინა ირანის ტერიტორიაზე.                                                                                                                                                 მომდევნო მნიშვნელოვანი განვითარება ირან -  აშშ - ს ურთიერთობაშ იყო ნიქსონის მმართველობის პერიოდი, ნიქსონმა და მისმა ადმინისტრაციამ განაცხადეს რომ ისინი დაეხმარებოდნენ ყველა თავისუფალ ქვეყანას დაეცვა საკუთარი თავისუფლება თუმცა ისინი არ იყვნენ მზად სამხედრო ძალით ჩარეულიყვნენ ყველა მსგავსი მოძრაობის თავისუფლების სასიკეთოდ გადასაწყვეტად, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ფაქტორის თანხვედრით, ეს იყო საბჭოთა კავშირის, გაძლიერება ეგვიპტეში და იემენში, ასევე ინდოეთის ოკეანეში საბჭოთა ფლოტის გამოჩენა, ვიეტნამში მიმდინარე ომი და ბრიტანელების მიერ განცხადება რომ მათ უწევდათ გასულიყვნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და აზიიდან, შედეგად ყველა ეს პრობლემა აშშ - ს მოსაგვარებელი ხდებოდა და მას ამდენი ძალა შეიძლება არ აღმოსჩენოდა, ეს ყველაფერი ირანს მიუთითებდა რომ აშშ - ს წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ იმის გამო რომ აშშ მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი შიდა არასწორი შიდა პოლიტიკის გამო, მას უბრლოდ მარტოს შეატოვებდა საბჭოთა კავშირთან.                                                                                                                                                                        ამერიკაში გადაწყვიტეს, რომ ჯობდა დაყრდნობოდნენ ადგილობრივ ელიტებს ვიდრე ინგლისის გასვლის შემდეგ საკუთარი ჯარები შეეყვანათ სპარსეთის ყურეში, ჰენრი კისნიჯერმა შეიმუშავა დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ამერიკამ სპარსეთის ყურეში დაიწყო ტყუპი საყრდენის პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობდა რომ რეგიონში ამერიკის ინტერესების დაცვა 2 სახელმწიოფს უნდა უზრუნველეყო, ესენი იყვნენ ირანი და საუდის არაბეთი, ამ ორს შორის წამყვანობა ირანმა საკუთარი ინიციატივით იკისრა, ამავედროს ირანი იყო სეკულარული სახელმწიფო და ერთი შეხედვით სრულიად თავისუფალი რელიგიური რადიკალიზმისაგან,  ამას მოჰყვა ირანის მიერ ამერიკული შეიარაღების გამალებული შესყიდვა, ირანელები ამერიკელებისგა მოითხოვნდნე იარაღის უახლესი მოდელების მიწოდებას, ვინაიდან იმავე პერიოდში ერყის შეირაღება დაიწყო საბჭოთა კავშირმა და ამით სურდა ირანს წონასწორობა დაეცვა.                                                                                                                             აშშ - ირანის უერთიერთობაში მომდევნი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1973 წლის ნავთობ კრიზისი, როდესაც ნავთობმწარმოებელმა არაბულმა სახელმწიფოებმა სრული ემბარგო დაუწესეს აშშ - ს და ნაწილობრივი ემბარგო მის მოკავშირეებს, მსოფლიოში ნავთობზე ფასები კატასტროფულად მაღლა წავიდა, რითაც შეიძლება ითქვას ირანმა ისარგებლა, ის რეგინში ერთად-ერთი ქვეყანა დარჩა რომელმაც ნავთობის ამერკისთვის მიწოდება გააგრძელა და OPEC - ის გვერდის ავლით, ნავთობის მოპოვება და ექსპორტი გაზარდა.                                                                                             ირანის მთავრობა სამხედრო შეიარაღების შესყიდვას ზრდიდა, ის ამერიკისგან უახლეს იარაღს ითხოვდა და აცხადებდა რომ ეს ყველაფერი სჭირდებოდა ვინაიდან ბრიტანეთი რეგიონიდან გასვლას აპირებდა და მას მოუწევდა შეესრულებინა ის როლი რასაც ბრიტანეთი ასრულებდა, ამისათვის კი სჭირდებოდა ფლოტის რეორგანიზაცია რათა ინდოეთის ოკეანეში მეტი შესაძლებლობები ჰქონოდა და ასევე ესაჭიროებოდა შორს მოქმედი ავიაცია, 1974 წელს უკვე აშშ - ს თეირანის საელჩოს ეკონომიკური ატაშე, აშშ - ს სახელმწიფო სამდივნოს წერდა რომ თუკი ირანი არ მოახდენდა ხარჯების შემცირებას და რეორიენტაციას, შედეგი შეიძლება დამდგარიყო, სოცილაური უკმაყოფილება რისი დასასრულიც რთული საწინასწარმეტყველო იქნებოდა.                                                                         დასკვნის შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა და 1977 წლიდან უკვე შეინიშნებოდა სოცილური უკმაყოფილება, რაც 1978 წელს უკვე მანიფესტაციებში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა გაფიცვები და ირანის ეკონომიკის პარალეიზება, 1979 წლის იანვრის შუა რიცხვებში შაჰმა ქვეყანა დატოვა, პირველ თებერვალს კი აიათოლა რუოლაჰ ჰომეინი ექსილიდან თეირანსი დაბრუნდა, ის უკვე დიდი ხანია ემზადებოდა შაჰის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად, შაჰის ჩამოსვლით რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი დასრულდა, ქვეყნაში მოხდა ისლამური რევოლუცია, ამერიკა უკვე მტრად, სატანად გამოცხადდა, ამერიკისთვის ცუდი სიახლეები ამაით არ დამთავრებულა, ირანელებმა ალყა შემოეარტყეს აშშ - ს საელჩოს და 52 ადამიანი მძევლად აიყავნეს, რომელთაც 444 დღიანი ტყვეობის გადატანამ მოუწიათ.                                                                         1980 წელს ირანსა და ერაყს შორის ომი დაიწყო, ეს ის შემთხვევაა როდესაც ომი ორივე ქვეყანს გარკვეულწილად აწყობდა, ირანი ომით ისლამური რევოლუციის ექსპორტს აპირებდა რისთვისაც ერაყში სავარაუდოდ კარგი ნიადაგი უნდა ყოფილიყო, თან ამ ომით შეიძლებოდა იმის გამართლება თუ რატომ ვერ ასრულებდა ირანის ხელისუფლება იმ დაპირებებს რასაც რევოლუციის დროს დაპირდა ხალხს, ერაყის მხრიდან კი მიზანი დინარე შატ ალ - არაბის ორივე ნაპირის ანექსირება და ირანის პროვინცია ხუსიზსტანის ოკუპაცია იყო, თავიდან ერაყს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სსრკ - ს, ქუვეითის და საუდის არაბეთის მხრიდან, შემდეგ მის მხარეს ასევე ჩაერთნენ საფრანგეთი და ამერიკაც, ამერიკის მიზანი ამ ომში მონაწილეობისას შეიძლება არა იმდენად ირანზე შურისძიება, არამედ ერაყის სახით ახალი მოკავშირის შეძენა წარმოადგენდა, თუმცა ყველაფერი რეალურად სხვანაირად განვითარდა. ომის მსვლელობის პერიოდში ირანის და ამერიკის ურთიერთობაში აგორდა დიდი სკანდალი, ირან - კონტრას საქმე, რომლის მიხედვითაც ამერიკა ირანს საიდუმლოდ ყიდიდა იარაღს სანაცვლოდ მირებულ ფულს კი იყენებდა ნიკარაგუაში, ოპოზიციური მოძრაობის დასაფინანსებლად და ასევე ლიბანში მყოფი ამერიკელი ტყვეების განსათავისუფლებლად, ასევე CIA ამ ფულით აფინანსებდა საიდუმლო ოპერაციებს.              ირან - ერაყის ომის შემდეგ მომდევნო ამერიკულ - ირანული დაპირისპირება იყო, სალმან რუშდიეს საქმე, როდესაც მწერალმა სალმან რუშდიემ დაწერა ნაწარმოები სატანური ლექსები, რაც ირანში და ზოგადად ისლამურ სამყაროში მუჰამედის დაცინვად და ისლამის შეურცხყოფად აღიქვეს, მაგრამ ირანში ყველაზე შორს წავიდნენ და ხომეინმა გამოსცა ფატვა რომლის მიხედვითაც მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც ამერიკაში რა თქა უნდა არ მოუწონეს, მწერალს რამდენიმე წლის მანძილზე უხდებოდა დამალვა.                                                                                                          ირანთან ურთიერთობა არც კლინტონის ადმინატრაციის დროს არ გაუმჯობესებულა, 1993 წელს ამერიკამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამოაცხადა ახლაი პოლიტიკის დასაწყისი, რასაც  Dual containment ორმაგი შეკავების პოლიტიკა დაერქვა, რაც გულისხმობდა ირანის და ერაყის, ორივე ქვეყნის შეკავებას, რათა მათ მომავალში არ განევიტარებინათ ისეთი არმია და პოლიტიკური სისტემა რომელიც შეძლებდა დესტაბილიზაციის გამოწვევას, ირანტან ურთიერთობების ნომრალიზებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა 5 პუნქტიანი გეგმა, რომლის ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ შეიძლება გამხდარიყო ირანთან ურთიერთობების ნორმალიზება, ამ პუნქტების მიხედვიტ ირანს უდნა შეეწყვიტა საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა, ასევე უნდა შეეწყვიტა პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის მხარდაჭერა და არაბულ - ებრაული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლა, მსოფლიო მასშტაბით დივერსიული ისლამური დაჯგუფებების მხარდაჭერა, გაძლიერებული შეიარაღების შეწყვეტა და მასობრივი განადგურების იარაღის შეძენაძე უარის თქმა.  კლინტონის ადმინიტრაციის დროს ირანზე დაიწყო სანქციების დაწესება რადგან ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ირანში ადამინის უფლებების დარღვევის შეშახებ, 1995 წელს ირანს ამერიკამ დაუბლოკა ყოველგავრი სავაჭრო ურთიერთობა და ფინანსური ნაკადები. უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის დროსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამუჯობესება არ მომხდარა, მან ირანს, ერაყსა და ჩრდილოეთ კოერეასთან ერთად ბოროტების ღეძიც კი უწოდა, თავის მხრივ არც ირანელები ჩამორჩებოდნენ და ამერიკას სატანას უწოდებნენ ხოლო მის მოკავშირე ისრაელს მოთხრით ემუქრებოდნენ.                                                                            ამ ორ ქვეყანას შორის ცალკე საკითხი იყო ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის მცედელობა, რის თავიდან აცილებასაც ამერიკა ყველა ხერხიტ ცდილობდა, იქნებოდა ეს ეკონომიკური სანქციები, საბოტაჟი თუ ირანის მეზებელი ქვეყნების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა, რათა არ მომხდარიყო ირანის ამ ქვეყნების გავლით, რადიოაქტიური ნივთიერებებით მომარაგება.                                                                                                        2013 წელს ირანში ჩატარდა არჩევნები, გამარჯვებული გახდა ჰასან როჰანი, რომლის წინაასარცევნო დაპირებებს შორის ერთ - ერთი იყო დასავლეთთან ურთიერთოებების აღდგენა, ამ პერიოდისთვის უკვე ისეთი მდგომაროება იყო შექმნილი როდესაც დასავლეთსაც უკვე ძალიან სჭირდებოდა ირანული გაზის და ნავთობის რესურსები და საკუთარი სანქციები გამოვე ვერ იყენებდა ასევე ირანში შექმნილი იყო ურთულესი ეკონომიკური მდგომაროება და აუცილებლად საჭირო გახდა დასავლური ინვესტიციები, შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეტანხმებას, რომ ირანი შეწყვეტდა ატომური ირაღის წარმოებისათვის საჭირო მოსამზადებელ სამუშოაბს, სანაცვლოდ დასავლეთი მოხსნიდა სანქციებს, 2016 წლის 17 ინავრიდან ირანს სანქციები მოეხსნა და პირველ რიგში ეს შეეხო ვაჭრობას და სანქციები ნელ -ნელა მოიხსნება სხა სფეროებზეც, ამ დროიდან უკვე იწყება ირან - აშშ - ს ურთიერთობების მესამე ფაზა, ამჟამად ირანი კვლავ აგრძლებს ამეიკის მიერ ტერორისტებად აღიარებული ჰეზბოლას მხარდაჭერას, კვლავ აპირებს ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირის ისრაელის ამოთხრას, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მხარს უჭერს ასადის რეჟიმს სირიაში, პრობლემებს უქმნის ამერიკის ფლოტს სპრასეთის ყურეში, იემენში ეხმარება ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთის მტრებს, ერაყში ცდილობს ჩამოაყალიბოს პრო ირანული მთავრობა, თუმცა ამ დროისათვის ირანული გაზი მეტად მნიშვნელოვანი ევროპის უზრუნველსაყოფად, რაც გამოიწვევს ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას, რიტაც აშშ შეძლებს მისი მოკავშირეების უზრუნველყოფას და ამავე დროს რუსეთის დასუსტებას, ასევე ნავთობის ფასის ასეთი დაბალი დონის დროს კიდევ ერთი სახელმწიფოს მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდა ფასის დაბალზე შენრჩუნებას ხელს შეუწყობს რაც აწყობს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ამით წყალს ასხამს ჩინეთის წისქვილზე, ამერიკის მიერ ურთიერთობების დათბობის დაწყება ირანთან მხოლოდ ირანელების მეირ ატომზე უარის თქმით, კიდევ შეიძლება გამოწვეული იქნეს იმით რომ ისინი უფრო მეტ ყურადრებას აქცევენ წყნარი ოკეანის აუზს და ფოკუსირებული არიან ჩინეთზე, რომელიც რეალურად ჩანს მისი ჩელენჯერი, ამერიკის მიერ ახლო აღმოსავლეთზე ნაკლები ყურადღება შანსს მისცემს საუდის არაბეთს და ინდოეთს აქ თავიანთი აქტიური პოლიტიკა გაატარონ რომელთაც საპირწონე სჭირდებათ, ანუ პაკისტანს და ირანს როლი აქვთ სათამაშო.                                                                                                          

                                                                Von : ნიკა ნემსიწვერიძე