Dieses Blog durchsuchen

პოლონეთი. მებრძოლი / polen kämpfer

  პოლონეთის სახელმწიფო ( Rzeczpospolita Polska ) მდებარეობს ცენტრალური ევროპის დაბლობის გულში. ქვეყნის სახელწოდება წარმოდგება სლავური სიტყვიდან  ,,Pol ’’  რაც დაბლობს, მინდორს ნიშნავს. მართლაც პოლონეთის ტერიტორისს უმეტესი ნაწილი დაბლობს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთში არის მთიანი რაიონები.(კარპატები).  პოლონეთს ჩრდილოეთიდან ბალტიის ზღვა, რუსეთი(კალინინგრადის ოლქი) და ლიტვა ესაზღვრება. აღმოსავლეთით ბელორუსია და უკრაინა. სამხრეთით სლოვაკეთი და ჩეხეთი. დასავლეთით გერმანიის ფედერაცის. პოლონეთი მოსაზღვრე ქვეყანაა ევროკავშირსა და რუსეთ, ბელორუსიას და უკრაინას შორის. თავისი ასეთი მდებარეობის გამო სწორედ პოლონეთზე გაივლის დასავლეთ ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. სკანდინავიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი გზებიც. პოლონეთის ფართობი 312,678 კვ/ლმ ტოლია სიდიდით მე-7 ევროპაში. 
   პოლონეთის მოსახლეობა 38,000,000 ადამიანს შეადგენს, ამათგან 96 % ეთნიკურად პოლონელია, ეთნიკურად მნიშვნელოვან ჯგუფებს წარმოადგენენ, გერმანელები, უკრაინელები, რუსები, ჩეხები. აღმსარებლობის მიხედვით პოლონეთის მოსახლეობის მოსახლეობის 95 % რომაულ-კათოლიკური რწმენისაა, მეორე ადგილზე ორთოდოქსული მიმდინარეობაა, ასევე არიან ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მომდევრებიც, ევანგელისტები, იეჰოვას მოწმეები, იუდეველები და მუსლიმები. 
    პოლონეთი მსოფლიოს № 20 ეკონიმიკაა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9,6 %-ია. დედაქალაქში ის 3 % ნაკლებია, ხოლოზოგიერთ დეპრესიულ რაიონში ის 30 % აჭარბებს. ყველაზე მდიდარ რეგიონებს მასოვია და სილეზია წარმოადგენს, მთავარი ეკონომიკური ცენტრები დედაქალაქი ვარშავა და პოზნანი და ლოძია, მთავარ საპორტო ქალაქებს კი გდანსკი, შტეტინი და გდინია წარმოადგენს, პოლონეთში თავმოყრილია მსოფლიო ქვანახშირის მარაგის 1/5 მაგრამ მისი წარმოება ამ დროისათვის დაცემულია, პოლონეთი აწარმოებს ფერად ლითონებს, ტექსტილს, განვითარებულია მანქანათმშენებლობა,  გემთმშენებლობა. პოლონეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების 2/3 ევროკავშირზე მოდის და ასევე ვაჭრობის 77 %. 
     პოლონეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი, დასავლეთით გერმანული,  აღმოსავლეთით რუსული, პოლონეთის ტერიტორია იყო როგორც ბუფერი და ასევე როგორც საკუთარი ძლევამოსილების დადასტურების ადგილი, 1795 წელს პოლონეთი 3 ნაწილად პრუსიამ, ავსტრია-უნგრეთმა და რუსეთმა გაიყვეს, რითაც მაშინ შეწყდა პოლონეთის სახელმწიფოს არსებობა, 1807 წელს ნაპოლეონის ომების შედეგად გაჩნდა ვარშავის საჰერცოგო რომელიც ნაპოლეონს ემორჩილებოდა, თუმცა ნაპოლეონის დამარცხების და ვენის კონგრესის შემდეგ ის რუსეთს შეუერთეს, რუსეთის 1917 წლის რევოლუციისა და  I მსოფლიო ომის შედეგად 1918 წელს პოლონეთი დამოუკიდებელი გახდა, 1939 წელს პოლონეთი ისევ გაიყვეს ძველმა ,,კეთილმა მეზობლებმა’’ გერმანიამ და რუსეთმა, , ქვეყანა ომის შემდეგ ერთგვარად დასავლეთით გადაგორდა მან დაკარგა დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია ასევე ახლანდელი ლიტვის ნაწილი,თვითონ კი მიიღო გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი, საიდანაც გერმანელი მოსახლეობა განდევნილ იქნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი კომუნისტურ ბანაკში აღმოჩნდა, რაც ძალიან შორს იდგა ქვეყნის გეოპოლიტიკური გათვლებისაგან, პოლონეთმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ის იქცა აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური და კაპიტალისტური სამყაროს ფლაგმანად,  პოლონეთი არის ნატოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პოლონეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ცუდად შეხვდა, პოლონეთისთვის კი ეს რუსეთისაგან შანტაჟის გამორიცხვის საშუალება იყო, ნატოსთვის კი ეს რუსეთის მეტად დაშინების საშუალება არის, ასევე პოლონეთი საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, პოლონეთის ევროკავშირში შესვლას მალე მოჰყვა ამ ქვეყანაში არალეგალი მუშების შესვლა, ამჟამად ფიქრობენ რომ პოლონეთში დაახლოებით მილიონი უკრაინელი არალეგალი იმყოფება, ამას გარდა პოლონეთი რადგან შენგენის ზონის წევრიც არის, ცენტრალური აზიიდან წამოსული არალეგალების ევროკავშირში მოხვედრის გზა, პოლონეთზე გადის, კიდევ ერთი რამ, პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობენ 1945 წელს გასახლებულინ გერმანელები, რასაც პოლონეთი ევროკავშირის წევრობის გამო ვერ ეწინააღმდეგება, მართალია ევროკავშირში შესვლით პოლონეთმა დაკარგა, ბევრი სუვენერული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი საშუალება, რადგან ევროკავშირში წევრობა კომპრომისებით ცხოვრებას ნიშნავს მაგრამ მიიღო ეკონომიკური გარანტიები. 
   პოლონეთის მომავალი გეოპოლიტიკური მიზნების განხორცილებზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას, რელიგიური და ეთნიკური ერთფეროვნების გამო, ქვეყანას არ აქვს შიდა დაძაბული პოლიტიკა, კათოლიკური სარწმუნოების გამო არ გაჭირვებია ევროკავშირში სწრაფად ინტეგრირება, კათოლიციზმი წარმოადგენდა ასევე ერთგვარ დაცვის საშუალებას რუსეთის კულტურული გავლენისაგან, ევროკავშირის და ნატოს წევრობით მან მიიღო ეკონომიკური და სამხედრო გარანტიები. პოლონეთის მთავარ მიზანს წარმოადგენს იდეოლოგიური და ეკონომიკური ლიდერის როლის თამაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთის შესაძლო მომავალი აგრესიის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა ლეხ კაჩინსკის სიკვდილამდე როცა პოლონეთი, აქტიურ პოლიტიკას ატარებდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქრთველოს თანადგომით, მაგრამ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაფერი ტუსკმა ერთგვარად უკან გადაწია და რუსეთთან სხვა მხრიდან არჩია სიტუაციის მოგვარება, არადა პოლონეთ საკმაოდ კარგად გამოდიოდა ლიდერის როლის თამაში. 
     პოლონეთს საკუთარი მიზნების დასაცავად ემსახურება , საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების 150,000 მოსამსახურე.  






ეგვიპტე. უმნიშვნელოვანესი არაბული სახელმწიფო / Ägypten. Die wichtigsten arabische staat

    ეგვიპტე მსოფლიოს ცივილიზაციის აკვნად ითვლება, დაარსებიდან დღემდე ქვეყანაში იყო სპარესელების, ალექსანდერე მაკოდონელის, რომის, არაბების, თურქების და ბოლოს ბრიტანელების ბატონობა მაგარმ ქვეყანა სულ ეგვიპტედ რჩებოდა, როცა მან არაბების ბატონობისას მოსახლეობაც კი გამოიცვალა, აქ კარგად ჩანს, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა როგორც მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქვეყანას, მისი ასეთი მნიშვნელობა განპირობებული იყო, მისი      ადგილმდებარეობით და სიმდიდრით,  ეგვიპტე მდებარეობს, აფრიკის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტერიტორიის 1/10, სინას ნახევარკუნძული აზიის კონტინენტზეა, ქვეყნის მთლიანი ფართობი 1 მლნ კვ/კმ ოდნავ მეტია, ქვეყანას დასავლეთით ლინია ესაზღვრება, სამხრეთით სუდანი, აღმოსავლეთით, წითელი ზღვა და ისარაელი, ხოლო ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა,  ეგვიპტის უმთავრესი სიმდიდრე არის, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ნილოსი, სწორედ ამის გამო თქვა ჰეროდოტემ ,,ეგვიპტე ნილოსის საჩუქარია’’.   ნილოსის ყოველწლიური სეზონური წყალდიდობის გამო, ხეობა ივსება ალუვიონით, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ეგვიპტე დიდი მწარმოებელია ხორბლის,   ბამბის,  შაქრის ლერწმის, სიმინდისა და ბრინჯის, ეგვიპტის ეკონომიკაში ასევე დიდი წვლილი შეაქვს, ცემენტის, რკინის, ალუმინის და ფოლადის წარმოებას, ნავთობისა და გაზის გადამუშავებას, ელექტროენერგიის წარმოებას და ტურიზმს,  ეგვიპტის სიძლიერედ და ამავე დროს სისუსტედაც შეიძლება ჩაითვალოს მისი 82,000,000 მლნ-იანი მოსახლეობა, ქვეყანას ამხელა მოსახლეობა აშკარად დიდ უპირატესობას ანიჭებს რეგიონში და მთელ არაბულ სამყაროში, ამ ქვეყანაში ხომ ყველაზე მეტი არაბი ცხოვრობს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის რომ ქვეყანას არ შეუძლია ამდენი ადამიანისათვის, სამუშაო პირობების შექმნა, რის გამოც მისი მოსახლეობა მოდებულია მთელ, არაბული სამყაროს ნავთობით მდიდარ ქვეყნებს სამუშაოდ, რაც ქვეყანას გარკვეული გავლენის მოპოვების საშუალებას აძლევს ამ ქვეყნებზე, მოსახლეობის მხრივ პრობლემა არის ისიც, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 8% ქრისტიანი კოპტია, რაზეც სუნიტური უმრავლესობა არც ისე ტოლერანტულია და ხშირი არის თავდასხმები ქრისტიანულ მოსახლეობაზე.
       და ახლა რა არის ეგვიპტის გეოპოლიტიკური მიზნები, 1922 წელს როცა ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, მის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი ალბათ საკუთარი სახელმწიფოს აშენება, რეგიონში ლიდერის ფუნქციის მოპოვება და საკუთარი მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა, ეგვიპტის გეოპოლიტიკის განსაზღვრაში უდიდესი ცვლილება გამოიწვია 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამ, ეგვიპტე რადგან თვლიდა, რომ ის იყო არაბული სამყაროს ფლაგმანი და ლიდერი მთელი რეგიონის, პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და არაბულ კოალიციასთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაება, მაგრამ ამ ომში და ისრაელთან გამართულ ყველა ომში დამარცხების შემდეგ, იძულებული გახდა ამ ქვეყნის მიმართ პოლიტიკა შეეცვალა, რასაც მოჰყვა 1979 წლისნ კემპ-დევიდის სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან, ამ ფაქტმა საკმაოდ შეარყია მისი როგორც არაბული სამყაროს ფლაგმანის სტატუსი,  თუმცა სამაგიეროდ მიიღო აშშ-ს დახმარება და მოკავშირეობა, რის გამოც კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან,  რასაც კიდევ მოჰყვა თვითონ ეგვიპტელი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება, ხელისუფლების მიმართ, ეგვიპტის ყველა მმართველი 1952 წლის შემდეგ, რაც ქვეყანა რესპუბლიკა გახდა, ქვეყანას არც ერთი დემოკრატიული მთავრობა არ ჰყოლია,  ყველა პრეზიდენტი დროთა განმავლობაში ავტოკრატად გადაიქცა, ეკონომიკური კრიზისის დროს როცა, ხალხში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, ხალხმა, დამნაშავედ ხელისუფლება და დემოკრატიის ნაკლებობა მიიჩნია, შედეგად ქვეყანამ დაკარგა მუბარაქი და ალბათ კიდევ დასავლური კურსიც, ამერიკამ ამ შედეგზე თანხმობა განაცხადა და ყველაფერი დემოკრატიის გამარჯვებად მონათლა, არაბული სამყაროც შედეგით კმაყოფილი დარჩა, ეგვიპტის მოსახლეობამ მიიღო ახალი გარდამავალი მთავრობა და რომელიც მაქსიმალურად ცდილობს , მოსახლეობის სურვილების შესრულებას, გაუხსნა საზღვარი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს, თუმცა ამერიკელთა ზეწოლით მალევე დახურა, ქვეყანა მეტად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი არაბულ სამყაროში, გამოჩნდეს როგორც ნაკლებ დამოკიდებული ამერიკაზე, სწორედ ეგვიპტის რევოლუცია იყო ის ძალა რომელმაც, მთელი არაბული სამყაროს გარდაქმნა  გამოიწვია, ეს კიდევ მეტად წარმოაჩენს ეგვიპტეს როგორც არაბული სამყაროს უმნიშვნელოვანეს სსახელმწიფოს, ქვეყანა ამჟამად გარდამავ პერიოდშია და ახლა აყალიბებს თავის ახალ გეოპოლიტიკურ მიზნებს, ამ გეოპოლიტიკური მიზნების დასაცავად და განსახორციელებლად, ქვეყანას ჰყავს 450.000-იანი არმია და 2,4 მლრდ დანახარჯები. იმედია ქვეყანა შეძლებს ამ პერიოდის გადაგორებას და თავისი მიზნების საბოლოოდ გარკვევას, დაიკავებს საკუთარ ადგილს არაბულ სამყაროში და არც დასავლურ სამყაროს დაივიწყებს. 

უკრაინა. უმიზნოდ დარჩენილი ქვეყანა / Ukraine. Staat ohne ziel



      უკრაინა სლავური ძირის მქონე სიტყვაა და სასაზღვო სახელმწიფოს ნიშნავს, თავისი 603,000 კვ/კმ ფართობით, რუსეთის შემდეგ სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპის მასშტაბით, ხოლო 46,000,000 მოსახლით მე-8 ადგილზე არის. უკრაინას დასავლეთიდან ევროკავშირი ესაზღვრება(პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი) და მოლდავეთი,  აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთით ბელორუსია (თეთრი რუსეთი), სამხრეთით შავი და აზოვის ზღვები. უკრაინა ორ დიდ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას შორის არის მოქცეული და ეს ორივე გეოპოლიტიკური მონსტრი, ევროკავშირი და რუსეთი მისგან ერთ რამეს ითხოვენ, ეს არის გზა, რუსული რესურსებისა და ევროპული პროდუქციიისათვის. უკრაინის ტერიტორიაც დაფარული არის, ტრასებით, ლიანდაგებით, ნავთობ და გაზსადენებით. 
         882 წელს პირველად მოხდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე სახელმწიფოს გაჩენა, ეს იყო კიევის რუსეთი, რომელიც იმართებოდა კიევიდან და პირველი აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფო იყო, კიევიდან მართვის მიუხედავად რუსული სახელმწიფო ოყო, მაგრამ, კიდევ ერთი მაგრამ, ის კიევის რუსული სახელმწიფო იყო, ამის შემდეგ XIV საუკუნეში ახლანდელი უკრაინის ტერიტორია ორ სახელმწიფოს, მონღოლთა ოქროს ურდოს და ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებულ სამეფოს რეჩპოსპოლიტას შორის იყო გადანაწილებული, XVII საუკუნეში მთელი ეს ტერიტორია უკვე სამ ნაწილად იყო გაყოფილი, დასავლეთით ისევ რეჩპოსპოლიტა, აღმოსავლეთით მონღოლთა ნაცვლად, რუსეთის იმპერია, ხოლო მესამეს ოსმალეთის იმპერიას, ახლანდელი უკრაინის სამხრეთი ნაწილი ეჭირა, XVIII საუკუნიდა მთელი ამტერიტორიის უმეტესობა რუსეთის იმპერიის ხელში გადადიოდა, ხოლო  XX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის უმეტესობა გარდა ლიმბერგის (ლვოვის) ოლქის ტერიტორიისა საბჭოთა კავშირში შევიდა როგორც უკრაინა, 1945 წელს ეს ტერიტორიაც პოლონეთს ჩამოეჭრა და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას მიემატა, კიდევ ერთი შენაძენი ქვეყნისათვის იყო 1954 წელს ხრუშჩოვის მიერ გაკეთებული საჩუქარი როდესაც უკრაინამ რუსეთისაგან, ყირიმი მიიღო.
   მთელი ეს ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს უკრაინის პოლიტიკის წარმართვაზე. უკრაინის 46,000,000 მოსახლიდან 73% უკრაინელია, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ, 22% ეთნიკურად რუსია და ისინი ქვეყნის აღმოსავლეთში ცხოვრობენ, ხოლო დარჩენილი 5% წარმოშობით, რუმინელები, პოლონელები, ბულგარელები, უნგრელები, ებრაელები, ბელორუსები და თათრები არიან, რელიგიურად ქვეყნის დასავლეთი ბიზანტიურ კათოლიკურ ეკლასიას მიეკუთვნება, ევროპული კათოლიკური ეკლესიის წინაშე უნიით, აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ ორთოდოქსული ქრისტიანობაა გავრცელებული, რუსული ეკლესიის მმართველობით. ყველაზე რთული ვითარება კი ყირიმის ნახევარკუნძულზეა, სადაც 2 მლნ მოსახლიდან 58% რუსია, 25% უკრაინელი და 12% ყირიმელი თათარი. რის გამოც ეს ტერიტორია ავტონომიით სარგებლობს.
       მას შემდეგ რაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა მაშინვე გაჩნდა პრობლემები, ქვეყნის შიგნით და უპირველესად რუსეთთან,  პირველი დაპირისპირების საგნად ამ ორ ქვეყანას შორის სევასტოპოლში მდგარი საბჭოთა ფლოტილიის გაყოფის საკითხი,რაც ერმანეთში დიდი ორივესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით დაამთავრეს, მეორე საკითხად იქცა სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტით სარგებლობის უფლება, მაშინდელი რუსეთის და უკრაინის მთავრობები შეთანხმდენ, აქ რუსული ბაზების 20 წლით განთავსების შესახებ, როცა უკრაინაში პროდასავლური მმართველობა დამყარდა ისინი უარს ამბობდნენ, რუსული ფლოტილიისათვის დარჩენის ვადის გაგრძელებაზე რასაც მალევე მოჰყვა რუსული მოსახლეობის მხრიდან ირიდენტიზმის ხოლო თათრული მოსახლეობის მხრიდან სეპარატიზმის გამოვლინება,(ნეტა ვისი ინტერესების გამო ?) პრორუსული ძალების დაბრუნების შემდეგ კი მათ ეს უფლება კიდევ გაიხანგრძლივეს. უკრაინა რუსეთის ურთიერთობაში დიდ როლს ასრულებს მათი ეკონომიკური ურთიერთობა, უკრაინაში ჩადებული ინვესტიციების დიდი წილი რუსეთიდან მოდის, (რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილში ხვდება) რუსეთი არის ასევე ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელი უკრაინისათვის, ხოლო ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ,,გაზის ომს’’  რაც მოჰყვა ყველამ ნახა, როცა უკრაინა ევროპის, ამერიკის და რუსეთის ზეწოლას ერთად განიცდიდა,  მაგრამ უკრაინასაც აქვს ამ ურთიერთობაში ერთი კოზირი, რუსეთის ნავთობისა და გაზის ევროპული ექსპორტის 90%, უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის და ამას ჭკვიანურად გამოყენება სჭირდება. 
     დასავლეთით მყოფი ევროკავშირი და ნატო ასევე დიდ როლს თამაშობენ უკრაინის, პოლიტიკის განვითარებაში, 1994 წლიდან უკრაინამ ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა, ეს პარტნიორული ხელშეკრულება გულისხმობდა მათ შორის თანამშრობლობას სხვადასხვა სფეროში და უპირველესად ეს იყო, ატომური ენერგიის შესახებ თანამშრობლობა, რადგან უკრაინას უჭირდა საკუთარი ატომური ელექტრო სადგურების მომსახურება, მაგრამ აქ ერთი რამ გამოჩნდა უკრაინა, ევროკავშირს აკისრებდა ჩერნობილის სადგურის მოვლას და ნაკლებად რევდა სხვა მუშა სადგურების საქმეში, დაპირისპირების მიზეზთა შორის იყო ასევე, კუჩმას ავტორიტარული პოლიტიკა და არადემოკრატიული ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვის სურვილის გამოვლინება. 2004 წელს ევროკავშირი უშუალოდ გაუმეზობლდა უკრაინას რასაც მოჰყვა უკრაინაში ევროინტეგრაციის კომიტეტის შექმნა, იალტის კონფერენციაზე განხილულ იქნა უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ჩასატარებული რეფორმები, სადაც ევროკავშირის პრეზიდენტმა უკრაინას პირველ რიგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა საკითხებში მეტი მუშაობა მოსთხოვა, ევროკავშირი არის სიდიდით მეორე ინვესტორი უკრაინის ეკონომიკაში, ხოლო უკრაინის ექსპორტის 38 % ევროკავშირზე მოდის, ასე რომ ევროკავშირი წარმოადგენს უკრაინისათვის ეკონომიკის განვითარების მთავარ ძალას.



     საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო და უპირველეს ყოვლისა აშშ მაქსიმალურად ცდილობდა დასავლურ სისტემად გადაქცევას მაგრამ ამ პროცესს დიდად აფერხებდა უკრაინაში ჩამოყალიბებული რეჟიმი, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილება გაჩნდა, 2004 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ,  ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ნატოსთან ურთიერბის გაღრმავება და ერაყის კამპანიაში 1,800 სამხედროც მიავლინა, მაგრამ მთავრობის მომდევნო ცვლილებას, ამ ურთიერთობის ისევ გაფუჭება უფრო სწორად გაყინვა მოჰყვა,და ახლანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს ნატოსთან რუსეთისათვის სასურველ საკითხებში. 

     

     მთელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკრაინა წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობის ნაწილი დასავლური კურსის, ნაწილი კი რუსული კურსის მომხრეა, ქვეყანა დამოუკიდებლად, როგორც უკრაინული სახელმწიფო ჩამოყალიბდა მე- XX საუკუნეში მას არ გააჩნია, არანაირი ტერიტორიული მოთხოვნები მეზობლების მიმართ, პირიქით მას სთხოვენ ტერიტორიებს რაზეც იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საპირისპირო აზრს არ აფიქსირებს და ეს ეთნიკურად უკრაინელი მოსახლეობის თავსატეხია. ქვეყნის მიზანს  2004-2010 წელში დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაცია წარმოადგენდა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანში დაიწყო სწრაფი რეფორმები, ქვეყანას ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება დასჭირდა, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი წონა შეძინა, მაგრამ 2010 წლის 17 იანვრის არჩევნება ყველაფერი შეცვალა და უკრაინამაც დაკარგა ის მიზანი რასაც ქვეყნის გაუმჯობესება და ევროპულ ყაიდაზე მოდერნიზაცია ჰქვია, ახლა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მთავარი როლი ეკონომიკურად შედარებით ძლიერ და იდეოლოგიურად რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთს აქვს, ხოლო ეთნიკურად ქვეყნის უკრაინული ნაწილი, რომელსაც მეტი რეფორმა და დასავლური ცხოვრების სტილი სურს ამ დროს იჩაგრება.  
    

შიდსი საქართველოში / HIV ins georgien

შიდსი საქართველოში

2003 წლისათვის საქართველოში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ  რეგისტრირებულია აივ ინფექციის 361 შემთხვევა, მათ შორის 313 – მამაკაცი, 48 – ქალი. შიდსი განუვითარდა – 74, გარდაიცვალა – 52. აღნიშნული 361 შემთხვევა არ ასახავს საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის გავრცელების რეალურ დონეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და  ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 2000 აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. აღსანიშნავია, რომ ინფექცია შემოტანილია 79%-ში, ქვეყნის შიგნით გავრცელებულია 18,5%-ში, ხოლო დაუდგენელია 2,5%-ში. 

 საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის მიხედვით განაწილება


საქართველოში აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდეა.


აივ ინფიცირებულთა განაწილება ასაკის მიხედვით


    აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში (ძირითადად, ზუგდიდში), აჭარაში, იმერეთში, კახეთში. სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის
გზების მისედვით

მკაფიოდ შეინიშნება აივ ინფექცია / შიდსის შემთხვევათა ზრდის ტენდენცია.


საქართველოში აივ ინფექციის შემთხვევათა
დინამიკა


საქართველოში  აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი მიზეზებია:
  • ინტრავენური ნარკომანიის ფართო გავრცელება;
  • საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ არსებული არასახარბიელო ეპიდსიტუაცია;
  • მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები
  • შიდსის შესახებ მოსახლეობის დაბალი განათლების დონე;
  • ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა დეფიციტი და ამასთან, სამედიცინო მუშაკების არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის მხრივ;
  • პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება.

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის ეპიდემიის საფრთხე ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ემუქრება. სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდებში უკიდურესად დაბალია აივ ინფექცია / შიდსის შესახებ ცოდნის დონე და მეორეს მხრივ, მაღალია სარისკო ქცევების გავრცელება (ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი კავშირები).

გააცნობიერეთ პრობლემის სერიოზულობა, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
და თავიდან აიცილებთ საფრთხეს!

მსოფლიოს იარაღით ვაჭრობა / Welt Waffenhandel

     მსოფლიოში წელიწადში 740,000 ათასი ადამიანი კვდება იარაღის წყალობით. წელიწადში მსოფლიო იარაღის ვაჭრობა 45-60 მლრდ დოლარს შორის მერყეობს. გაყიდული იარაღი თითქმის ყველა სახეობისაა, ცეცხლსასროლი, საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმები, ტანკები ავიაცია და სხვა, მაგრამ ლეგალური ვაჭრობა არ ხორციელდება ბალისტიკური რაკეტებით, ატომური იარაღით და უმაღლესი სამხედრო ტექნოლოგიებით.მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის წილის 32 % მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომლის 44 კომპანია 212,4 მლრდ დოლარის იარაღს ყიდის. მეორეზე დგას რუსეთი 27 % - ით. მესამეზე გერმანი 8 % - ით. მე-4 საფრანგეთი 7 %. მე-5 დიდი ბიტანეთი 5 %.ჰოლანდია, შვედეთი და ჩინეთი 2-2 %-ით არიან წარმოდგენილი. დანარჩენი ვაჭრობა გადანაწილებულია დანარჩენ მსოფლიოში  ძირითადად მაინც სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკაზე, ბრაზილიაზე,ისრაელზე, ბელგიაზე,ესპანეთზე და  უკრაინაზე. მსოფლიოში კი იარაღის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიები კი არის: Boeing , BAE Systems, Lockhed Martin, Northrop Grumman, General Dynamics, Raztheon,EADS, L-3 communications, Finmeccanica, Thales. ახლი კი ვინ რას ყიდის : ამერიკულ იარაღს უპირატესად თვითონ ამერიკელები ყიდულობენ,  ასევე დიდი შემსიყდველები არიან ლათინური ამერიკის ქვეყნები რომლებიც ლეგალური ვაჭრობის 95 %-ს ამერიკასთან ანხორციელებენ. ამერიკულ იარაღს ასევე დიდი რაოდენობით ყიდულებენ ის არაბული ქვეყნები რომლებიდანაც ამერიკას ნავთობი გააქვს. პაკისტანისთვის კი ამერიკა ახლაც ნომერ პირველი იარაღის მიმწოდებელია და ბოლოს ისრაელი და  იაპონია რომლებიც ამერიკისაგან ძირითადა ისეთ იარაღს იძენენ ამერიკისგან რომელიც ტექნოლოგიის ბოლო სიტყვას წარმოადგენს. რუსული იარაღი კი უმეტესად არაბულ სამყაროში საღდება, ის ასევე ნომერ პირველი მიმწოდებელია ინდოეთისა და ჩინეთისათვის, გერმანული წარმოების იარაღს უპირტესად ისევ ევროპა ითვისებს, ფრანგული იარაღი კარგად საღდება მაღრიბის ქვეყნებში, ინდოეთი და ტაივანი მისგან იძენენ გამანადგურებელ ავიაციას. ასევე ყოფილი ფრანგულ კოლონიები, რომლებსაც საფრანგეთი მმართველი რეჟიმისდმი კეთილგანწყობის შემთხვევაში აიარაღებს ხოლო თუკი რეჟიმი ეურჩება მაშინ მას ადგილობრივების მიერვე ანადგურებენ.  ბრიტანული იარაღის ბაზარი თვითონ ბრიტანეთის სახელმწიფოს განსაკუთრებულ პარტნიორებთან არსებოს. და გაყიდული იარაღის უმეტესი წილი ავიაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე მოდის.  ჰოლანდიური იარაღი ძირითადად ევროპის ბაზრებზე გადის. შვედური იარაღის ბაზარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ტაილანდია რომლებიც მისგან ავიაგამანადგურებელ Gripen - ს ყიდულობენ. ჩინური იარაღის ბაზარი (რომელიც ძირითადად რუსულის კლონებია) ინდოჩინეთი და აფრიკაა რაც მისი სიიაფით არის გამოწვეული. 
 

            იარაღის უდიდესი შემსყიდველების ათეული კი ასე გამოიყურება( ქვეყნები რომლებიც უცხო ქვეყნის ნაწარმოებ იარაღს იძენენ): 1) ჩინეთი 9,4 მლრდ $ 2) ინდოეთი 7,2 მლრდ $ 3 ) სამხრეთ კორეა 6,1 მლრდ $ 4) არაბეთის გაერთიანებული საემიროები 5,8 მლრდ $  5) საბერძნეთი 4,9 მლრდ $ 6) ისრაელი 3,4 მლრდ $  7) სინგაპური 3,3 მლრდ $  8) აშშ 3,0 მლრდ $ 9) ალჟირი 2,9 მლრდ $ 10) პაკისტანი 2,9 მლრდ $
              დიდი წილი მსოფლიო იარაღის ვაჭრობაში არალეგალურ ვაჭრობაზეც მოდის ის თითქმის მლრდ-ზე ადის ამ ბაზრის უდუდესი სეგმენტი უკავია რუსულ, უკრაინულ და ჩინურ იარაღს.