Dieses Blog durchsuchen

ბელუჯისტანი (პაკისტანის კოლონია ? )


ბელუჯისტანი დღეს
ბელუჯისტანი 1747 წელს
ბელიჯისტანიც და ბელუჯებიც ქართული საზოგადოების უმეტესობისათვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის რეგიონი და ხალხი რომელიც მსოფლიო გეო-პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს. 
პაკისტანის რესურსები
ტრანზიტი ბელუჯისტანზე
გვადარის პორტი
ბელუჯების თავდასხმის ობიექტები
ბელუჯისტანის ტერიტორია დაახლოებით 580,000 კვ/კმ-ია და ის სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადანაწილებული, პაკისტანის, ირანის და ავღანეთის, მთელი ფართობიდან 347,000 კვ/კმ პაკისტანის ტერიტორიაზეა და უდიდეს პაკისტანურ პროვინციას წარმოადგენს, 181,000 კვ/კმ ირანის ტერიტორიაა ხოლო დანარჩენი ავღანეთს ეკუთვნის, ბელუჯისტანის მოსახლეობას ლოგიკურად ბელუჯები წამოადგენენ რომელთა რაოდენობაც 15 მლნ-მდე უნდა იყოს, აქედან 9 მლნ პაკისტანის მაცხოვრებელია, ბელუჯები ინდოევროპელთა, ირანულ ჯგუფს განეკუთვნებიან და ბელუჯურად საუბრობენ, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ. ეს ხალხი 1000 წლის წინ კასპიის სამხრეთიდან უნდა წამოსულიყვნენ დღევანდელ საცხოვრებელ ადგილზე, ინდოეთის სუბკონტინენტზე, მათი ასე დიდ ტერიტორიაზე გავრცელების მიზეზად, მათივე ნომადური ცხოვრების სტილი ითვლება, 1747 წლისათვის ამ ხალხმა თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებ შეძლო რომელიც ძლიერ სამხედრო მანქანას წარმოადგენდა.  XIX საუკუნეში როცა ინგლისმა თავისი ბრიტანული იმპერიის მშენებლობა დაიწყო, ბელუჯისტანიც ამ საქმე შეეწირა და 1871 წელს ის ბრიტანეთსა და ირანს შორის ,,Goldsmid line''-ით  იქნა გაყოფილი თითქმის 100 % სიზუსტით რაც ახლა ირან პაკისტანის საზღვარია, ხოლო 1893 წელს ბრიტანეთსა და ავღანეთს შორის ,,Durand line''-ით, რომელიც ასევე დღევანდელი საზღვრის იდენტურია, ბრიტანეთმა ბელუჯისტანში თავისებური მმართველობა ჩამოაყალიბა სარდარის მმართველ გვარს ისევ დაუტოვეს საკუთარი პრივილეგიები, რომლიც ამის საფასურად, ფულად გადასახადს და საზღვრის დაცვას კისრულობდა, ეს სიტუაცია 1947 წელს დამთავრდა როდესაც ბრიტანელებმა ინდოსტანი დატოვეს და დამოუკიდებლობა მისცეს, მაგრამ ბელუჯისტანს მსგავსად სხვათა დამოუკიდებლობა არ შეხვდა, ის პაკისტანის ახლად წარმოქმნილმა სახელმწიფომ შეიერთა და არსებული ავტონომიაც გაუუქმა, ამ ყველაფერ კი მოჰყვა სამი ომი პაკისტანის ცენტარულ ხელისუფლებასა და ბელუჯებს შორის 1) 1947/48 წწ; 2) 1958/69 წწ;  3) 1973-77 წწ.  ამ ომების მიზეზები არა მარტო ავტონომიის მოთხოვნა არამედ რესურსების განაწილებაც იყო, ამ ომეს შორის ყველაზე სისხლისმღვრელი მესამე იყო და ის 5,000 ბელუჯის და 3,000 პაკისტანელის სიცოცხლე დაჯდა. დაპირისპირებაში თავისი წვლილი შეიტანა სსრკ-ს 1979 წლის ავღანურმა ვოიაჟმა, რამაც ბელუჯისტანში ლტოლვილთა დიდი ნაკადების შესვლა გამოიწვია და სოციალურ-პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.  2004 წელს დაპირისპირებამ ხელახლა ამოხეთქა, თანაც არანაკლები სიძლიერით ვიდრე ადრე, ამის მიზეზად მრავალი რამ განიხილება: 800,000 კვ/კმ ფართობის მქონე პაკისტანში, ბელუჯისტანი ტერიტორიის 42 %-ს ფლობს, პაკისტანის 170 მლნ მოსახლიდან ბელუჯი მხოლოდ 9 მლნ-ია, მთლიანი პაკისტანის რესუსრსების 20 % ბელუჯისტანშია და მიუხედავად ასეთი შეფარდებებისა რეგიონი წარმოადგენს ყველაზე ღარიბს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გადაანგარიშებით მთელ პაკისტანში, პაკისტანსი ცენტრალური ხელისუფლება ერთნაირი რაოდენობის გაზში სინდის პროვინციაში იხდის 170 რუპიას, ფერჯაბში 190 რუპიას, ხოლო ბელუჯისტანში მოპოვებულ გაზში 27 რუპიას,  (როგორც კოლონიას) კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ პაკისტანის ცენტრალური ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვან ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებს აყენებს, კოლუს რაიონში სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ბელუჯური ნაციონალიზმი, ქალაქ სუიში როგორც ყველაზე ინდუსტრიულ ბელუჯურ ქალაქში, გვადარში ბელუჯისტანის და მთლიანი პაკისტანისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო პორტში, და ასევე ყველა მნიშვნელოვან რესურსულ საბადოზე განსაკუთრებით კი გაზის საბადოებზე,  თვითონ გვადარიც მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენ ბელუჯებისთვის რათა მათ ომი აწარმოონ,      პაკისტანი წარმოადგენს ალტერნატიულ გზას ცენტრალური აზიის ქვეყნების რესურსების დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტისათვის ირანისა და რუსეთის შემდეგ, თან შედარებით უკეთესიც ვინაიდან დასავლეთს რუსეთთან და ირანთან ურთიერთობას პაკისტანი ურჩევნიათ, მაგრამ ეს გზები მთლიანად ბელუჯისტანზე გაივლის ისე, რომ პაკისტანის დანარჩენ ტერიტორიას არ ეხება, გვადარის საკითხით დიდი დაინტერესება არსებობს ჩინეთის მხრიდან, რომელიც გვადარში ახალ დიდ პორტს აშენებს(ჩინელი კონტრაქტორების დახმარებით), სადაც ჩინური და პაკისტანური ინვესტიციები ერთად იდება, ეს პორტი უნდა შეუერთდეს ყარაყუმის ჰაივეის რომელიც ჩინეთმა უკვე დაამთავრა, აქ მოხდეს ირანიდან, თვითონ პაკისტანიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აფრიკის ტერიტორიდან, წამოსული რესურსების ჩინეთისაკენ გატანა, ასევე შეიძლება აქ განთავსდეს ჩინური სამხედრო საზღვაო საყრდენი პუნქტი, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს სპარსეთის ყურეში მიმდინარე სიტუაცია, და გააწონასწოროს ამერიკული მეხუთე ფლოტილია რომლიც ბაჰრეინში დგას, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქედან ინდოეთიც საკმაოდ ახლოს არის. გვადარის საკითხით ბელუჯები შეიძლება იმიტომაც გაბრაზდნენ, რომ ამ ქალაქს თითქმის არ აქვს კავშირი დანარჩენ ბელუჯისტანთან, მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გზა გამოდის და ისიც ომანის ყურის გაყოლებით კარაჩში მთავრდება, გვადარის მშენებლობამ გამოიწვია ისიც , რომ ქალაქის მოსახლეობა გაოთხმაგდა და მთლიანად სინდის და ფენჯაბის მაცხოვრებლების ხარჯზე. 
    ამან კი გამოიწვია მუჰამედ მარის მეამბოხეების აჯანყება, რომლებიც თავს ესხმიან, თვითონ გვადარს, ჩინელ კონტრაქტორებს, ბელუჯისტანში სტაციონირებულ პაკისტანის არმიის ნაწილებს, გაზსადენებს და ხშირად ფენჯაბის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზეც აწყობენ თავდასხმებს. ბელუჯისტანი განიხილება ასევე სავარაუდო გზად ირანზე ამერიკული თავდასხმის განსახორციელებლად. ბელუჯისტანი არის ასევე პაკისტანური ატომური ბომბის სამშობლო სწორედ აქ გამოსცადეს პაკისტანელებმა თავიანთი ქმნილება. (((როგორც ფრანგებმა თავიანთ კოლონია ფანგათაუფაზე( საფრანგეთის პოლინეზია)) და ინგლისელებმა კოლონია კირიტიმატზე (წყნარი ოკეანე))).  ბელუჯების მოთხოვნას კი წარმოადგენს საკუთარი იდენტობის აღიარება და იმის მიღება რაც მათ ეკუთვნით საკუთარ ფერხთქვეშ არსებული მიწიდან. ამ ყველაფერს კი პაკისტანის ხელისუფლება რეპრესიებით და ბელუჯებისთვის ტერორისტობის დაბრალებიტ პასუხობს და მათ ასევე ინდოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს აბრალებს. 

                   

მანის კუნძული

                                                          

       მანის კუნძული მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ირლანდიის ზღვაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის.  კუნძული 13 საუკუნემდე ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ის ეკუთვნოდა შოტლანდიას, ხოლო 1765 წლიდან ის ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშაა. მანის კუნძული ბრიტანეთის გვირგვინსაა დაქვემდებარებული, თუმცა არაა არც ევროკავშირის და არც გაერთიანებული სამეფოს წევრი.  მაგრამ გაერტიანებული სამეფო რჩება მისი უსაფრხოების გარანტად და წარმოადგენს მასს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
        კუნძულის ფართობი 572 კვ კმ-ა. მისი 9% სახნავ მიწებს უჭირავს, ხოლო დანარჩნი 91%  უკავია ტყეებს, მთებს და ა.შ.
        მანის მოსახლეობა არის დაახლოებით  85,421 ათსი კაცი.  ეთნიკურად წარმოდგენილია ორი ჯგუფი, მანქსი (კელტური წარმოშობის) და ბრიტონები.
       ენებიდან გავრცელებულია ინგლისური და 'მანქს გეალქ', ამ უკანასკნელზე დაახლოებით მოსახლეობის 2% ლაპარაკობს.
       რელიგიებიდან კუნძულზე გავრცელებულია  ანგლიკანური პროტესტანტიზმი და რომაული კათოლიციზმი.

      მანის კუნძულზე ურაბნიზაციის დონე 51%. ძირითადი ქალაქებიდან წარმოდგენილია ქალაქი დუგლასი ( დედაქალაქი) 26,000 მოსახლით, ასევე რამსი, ბრალდრინი,  ბარეგაროუ და სხვ.

     კუნძულს მცირე მართველობის ფორმა აქვს რომელიც ევემდებარება ბრიტანეთის გვირგვინს, მმართველობის ტიპია საპარალმენტო დემოკრატია. ( კინძულს დამოუკიდებლობა არ გააჩნია)              ეკონომიკის მთავარი წამყვანი დარგია ტურიზმი, წარმოება და ოფშერული საბანკო საქმიანობა. კარგადაა განვითარებული თევზჭერა და სოფლის მეურნეობა. ხელისუფლება  სთავაზობს  დაბალ გადასახადებს  და სხვა წახალისებებს  მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს და საფინანასო  ინსტიტუებს კუნძულზე განთავსების მიზნით .
        ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 41,790 ათაას კაცს შეადგენს. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2%-ს შეადგენ.
       სოფლის მეურნეობის პროდუქციებია; მარცვლეული, ბოსტნეული; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ღორი, ფრინველი.
       ექსპორტზე გააქვთ თევზი, საქონლის ხორცი, ბატკანი. ხოლო იმპორტს ახდენენ ძირითადად სასუქების.
       კუნძულზე ფუნციონირებს სამი რადიო სადგური და ტელევიზია,
       ტრანსპორტიდან წარმოდგენილია ერთი აეროპორტი, 63 კმ-იანი რკინიგზის ქსელი და 500 კმ-იანი გზა.




 

ვაზირისტანი

    ვაზირისტანი არის ტერიტორია სადაც გარდა ღმერთისა არც ერთი ხელისუფლების სიტყვა არ აღწევს და იმ ერთადერთისაც თავისებურად ესმით. ეს არის მიწის ნაჭერი ავღანეთსა და პაკისტანს შორის 11,585 კვ/კმ ფართობით. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ პუშტუნები რომლებიც პაკისტანის მოსახლეობის 12 % და ავღანეთის მოსახლეობის 38 % შეადგენენ. თვითონ ამ ტერიტორიის მოსახლეობის რაოდენობა 500,000 800,000. ზუსატად დაუდგენელია, ვინაიდან პუშტუნები ახლაც ნომადურ ცხოვრებას ეწევიან. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთა (სავიზო რეჟიმი იარაღის გამოგონებასთან ერთად გაუქმდა) და ამიტომ აქაური მოსახლეობის რაოდენობაც სეზონურად იცვლება. ვაზირისტანის მმართველობა ადგილობრივი ბელადის ხელშია, რომელიც მთელ თავის ხელისუფლებას შარიათის მიხედვით წარმართავს. ამ ტერიტორიის მნიშვნელობა და ხიბლი იმაში მდგომარეობს რომ აქ გაივლის უმთავრესი გზები პაკისტანსა და ავღანეთს შორის დამაკავშირებელი,  რომლებსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ უპირველესად ნატოსთვის. ამ პუშტუნებით დასახლებული ტერიტორიის პაკისტანის ნაწილად გამოცხადები ბრიტანელების ბრალი იყო, რომელთაც 1893 წელს ,,დურანის'' ხაზით თავიანთი იმპერია ავღანეთიდან გამოყვეს, მას შემდეგ კი ეს საზღვარი არ შეცვლილა. პაკისტანის გაჩენის შემდეგ, ვაზირისტანელი პუშტუნები ერთიანი პაშტუნისტანის შექმნის იდეით გამოვიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ავღანეთის ადგილზე სხვადასხვა სახელმწიფოების წარმოქმნას მხარი არავინ დაუჭირა, მაგრამ ვაზირისტანის უმართავ და ტერორისტულ მიწად გადაქცევის მთავარი ისტორია 1979 წელს იწყება, როცა საბჭოთა კავშირი მოძმე ავღანელების ბედნიერების დასაცავად ამ ქვეყანაში შეიჭრა, შეიჭრა და ავღანელებიც დახვდნენ თავიანთი სტუმართმოყვარეობით, პარტიზანულ ომებში პუშტუნები ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენდნენ და ვინაიდან ავღანეთის ტერიტორიაზე საბჭოელები იყვნენ მათაც ბაზების მოწყობა პაკისტანში გადაწყვიტეს რასაც საუდის არაბეთი და აშშ-ც მხარს უჭერდნენ, 1989-ში საბჭოელების გასვლის შემდეგ პაკისტანი ისევ განაგრძობდა რადიკალი ფუნდამენტალისტი ისლამისტების მხარდაჭერას, ამჯერად უკვე უზბეკი ახმედ შაჰ მასუდის წინააღმდეგ, რომელსაც ინდოეთი უჭერდა მხარს, პაკისტანმა თავის მხარდაჭერით შეძლო ის, რომ ოსამა ბინ ლადენმა ჩამოაყალიბა თალიბანის ძირითადი სტრუქტურა რომელიც 1996 წელს ავღანეთის ხელისუფლების სათავაში მოექცა, ანუ პაკისტანი ეხმარებოდა ვაზირისტანელ პუშტუნებს და ამით უზრუნველყოფდა მათი გაგრძელება თალიბანის მხარდაჭერას, სამაგიეროდ შეეძლო ავღანეთში ბევრი რამის კონტროლი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2001 წელს, როდესაც ალ-ქაიდამ ამერიკას 9/11 მოუწყო, ამის შედეგად ამერიკელებმა გაეროს მხარდაჭერით და საკუთარი მოკავშირეების დახმარებით თალიბანის რეჟიმი ჩამოაგდეს, თალიბებიც ადგნენ და თავიანთ ძველ მფარველს პაკისტანს მიაკითეს, რომელიც უკვე ამერიკის მოკავშირე გამხდარიყო ახლა უკვე საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ თალიბების ამოსაწყვეტად, ამერიკის ზეწოლით 2009 წელს პრეზიდენტმა მუშარაფმა ვაზირისტანში 28,000 სამხედრო გაგზავნა თალიბების წინააღმდეგ, შედეგი კი ის არის, რომ ახლაც ავღანეთსი ჩასული თვითმკვლელი ტერორისტების 80 % ვაზირისტანში მონამზადებია, ყარზაი პაკისტანს ადანაშაულებს ჯიჰადისტების შეგზავნაში, ხოლო პაკისტანის არმიის გაბრაზებული პუშტუნები უკვე თვით პაკისტანსაც უწყობენ ტერორისტულ აქტებს.   

      მოკლედ დღეს პაკისტანი სამმაგ თამაშ თამაშობს, ცდილობს არ აწყენინოს ამერიკელებს, გააგრძელოს ავღანეთის საქმეებში საკუთარი ჩარევა და შეინარჩუნოს პუშტუნების კეთილგანწყობა და ეს ყველაფერი ვაზირისტანის გარშემო ხდება. 

ვატიკანი / Vatikan

    ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა როგორც ფართობით ასევე მოსახლეობის რაოდენობითაც, მაგრამ მის განუზომელ სიძლიერეს განსაზღვრავს რწმენა რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნერგავს კათოლიკური ეკლესიის მიმდევრებს, ამ 44 ჰა ფართობის და 1000 ადამიანამდე მოსახლის მქონე ქვეყანას ხელთ უპყრია 1,7 მლრდ ადამაიანის სული, ვატიკანის ღირსებაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა რომელსაც ბრამანტე და მიქელანჯელო აშენებდნენ და ამ მშენებლობამ 1506 წლიდან 1626 წლამდე გასტანა, ვატიკანში დიდი ადგილი უკავია ბაღებს, პაპისა და მისი ხელქვეითების სახლებს და ასევე ვატიკანის ბიბლიოთეკას რომელშიც 60,000 მეტი ხელნაწერია დაცული, (მათ შორის უამრავი ეროტიკული მასალა). ვატიაკნის ტერიტორიაზე, რომელიც ერთადერთი აბსოლიტური მონარქიაა ევროპის ტერიტორიაზე, წესრიგს იცავს შვეიცარიული ჟანდარმერია, მასში 134 კაცი მსახურობს, რომლებიც აუცელებლათ 30 წელზე მეტის და ჭეშმარიტი შვეიცარიელი კათოლიკეები უნდა იყვნენ. 
     ვატიკანს საკუთარი ხმის გასავრცელებლად მრავალი საშუალება აქვს, ვატიკანის რადიო მსოფლიო მასშტაბით 33 ენაზე მაუწყებლობს, საკუთარი ყოველდღიური გაზეთი, სტამბა რომელიც პაპის ეპისტოლეებს 94 ენაზე ბეჭდავს და ფოსტა, ვატიკანის ფულის ერთეული ევროა, რომელსაც ვატიკანი საკუთარი ავერს, რევერსით ჭრის. 
   ვატიკანი ყოველთვის ერეოდა მსოფლიო წესრიგში მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით მკვეთრად გამოჩნდა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, 1494 წელს პაპმა ალექსანდერე VI  ახალი მსოფლიო, ტორდესილასის შეთანხმებით ორ ესპანურ და პორტუგალიურ ნაწილად გაყო. წმინდა საყდარი დიპლომატიურ ურთიერთობაში ძალიან აქტიურია, მას მსოფლიოს 174 ქვეყანაში გააჩნია საელჩო, ვატიკანი თავის დიპლომატიას პაპის მოგზაურობებით ამყარებს, პაპმა იოანე-პავლე II თავისი 26 წლიანი პონტიფიკოსობის დროს 117 ქვეყანა მოინახულა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დანგრევის საქმეში, პოლონეთში ,,solidarność'' მოძრაობას ვატიკანი აქტიურად უჭერდა მხარს ფულით თუ სიტყვით, იოანე-პავლე II მოგზაურობებს წინ აღუდგა რუსეთი და ჩინეთი, რუსეთში პრობლემად იქცა კათოლიკე მქადაგებლები, ხოლო ჩინეთში არ შეშვების მიზეზად ვატიკანის ტაივანთან ურთიერთობა იქცა, ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითხოვს მათ შორის, თავის ქვეყანაში მცხოვრები 50 მლნ-მდე კათოლიკისთვის კი პატრიოტული ჩინური კათოლიკური ორგანიზაცია შექმნა, რაც წმინდა საყდრის მიერ აღარებულ არ იქნა, ვატიკანის დიპლომატია უძლური აღმოჩნდა ასევე 2003 წელს როცა მას მოკავშირეების ერაყში შეჭრა უნდოდა აღეკვეთა. 
       1986 წლიდან ვატიკანის ინიციატივით ფუნქციონირებს საერთაშორის მშვიდობის ორგანიზაცია,  ,,Assise'' რომელშიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის მიმდევრები,მუსლიმები, ბუდისტები, ინდუსები, იუდეველები, კათოლიკე და ორთოდოქსი ქრისტიანები, ამის შედეგი კი იყო პაპის პირველი მოგზაურობა მუსლიმურ ქვეყანაში, მაროკოში.
      დღეისთვის კათოლიკების უმეტესობა ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს როგორც მოსახლეობის ასევე ეკონომიკის ზრდის მხრივ, მსოფლიოში თითქმის არ არის ქვეყანა სადაც კათოლიკე არ ცხოვრობდეს რომელთა უფლებების დასაცავადაც ვატიკანი თავის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 

ორად გაყოფილი კუნძული

   კვიპროსი ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის aღმოსავლეთით. კუნძული კვიპროსი ხმელთაშუა ზღვაში მესამეა ფართობის მიხედვით (ჩამორჩება იტალიურ კუნძულებს  სიცილიას და სარდინიას). კუნძული მდებარეობს მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ის რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული აზიის კონტინენტს.

ეს ტერიტორია ეკუთვნის დასავლეთ აზიას, იგივე ახლო აღმოსავლეთს. ეს ტერიტორია შედიოდა ჯერ საბერძნეთის, შემდეგ ლევანტის, ბიზანტიის და ბრიტანეთის შემადგენლობაში.

          კვიპროსში ბრიტნული მმართველობის პერიოდში (1878-1960) არსებობდა თემთაშორისი დაპირისპირება ბერძნებსა და თურქებს შორის. ბერძნები მოსახლეობის 80% წარმოადგენდნენ, ხოლო თურქები 20%. ბერძნები აწარმოებდნენ მცირე ბრძოლებს და წინააღმდეგობას უწევდნენ ბრიტანელებს. მიუხედავად კონფლიქტებისა ქვეყანამ მცირე სისხლისღვრით მოიპოვა დამოუკიდებლობა რომლის ოფიციალურ გარანტად გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთი, საბეძნეთი და თურქეთი.
           ბერძნების უმრავლესობას სურდა რომ კუნძული მთლიანად შეერთებინა საბერძნეთისთვის. ამ მოტივით1974 წლის ივლისში ამბოხებულმა ეროვნულმა გვარდიამ საბერძნეთის მმართველ სამხედრო ხუნტასთან შეთანხმებით გადააყენა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი მაკარიოსი და მთელი კუნძულის საბერძნეთის  შემადგენლობაში შეყვანა გადაწყვიტა.

           ამან თურქეთს ინტერვენციისკენ უბიძგა.  თურქეთის არმიამ დაიკავა კუნძულის ჩრდილოეთ  ნაწილი, საერთო ფართობის 36,2%.      ინტერვენციას მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გაცვლა, როდესაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები 180-200 ათასაი ბერძენი იძულებული გახდა გაქცეულიყო სამხრეთ ნაწილში, ხოლო სამხრეთში მცხოვრები 45-60 ათასი თურქი  თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებულ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდა. გაიყო თვით დედაქალაქი ნიკოსიაც( თანამედროვე გამოთქმით, ლეფკოსია, თურქულად- ლეფკოშა).

          1983 წელს კუნძულის თურქულმა თემმა გამოაცხადა '' ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა'' რომელიც მხოლოდ ოფიციალურმა ანკარამ აღიარა. ეს ''რესპუბლიკა" სხვამ არავინ აღიარა, ხოლო გაერომ მას ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესა. ჩრდილოეთ კვიპროსი სადაც მრავლადაა ტურისტულად საინტერესო ძეგლები, მდებარეობს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და უკეთესი კლიმატური პირობებია, მაიც კუნძულის ჩანმორჩენილი მხარეა, ამის საპირისპიროდ კუნძულის სამხრეთი, მთაგორიანი ნაწილი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება.
          2004 წლის მაისიდან  კვიპროსის რესპუბლიკა( კუნძულის სამხრეთი ნაწილი) ევროპული კავშირის წევრია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი კვლავაც რჩება არ აღიარებულ სახელმწიფოდ(მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს).
          2008 წლის აპრილიდან თითქოს გაჩნდა კვიპროსის ორ  თემს შორის ურთიერთობათა დათბობის ნიშნები, როდესაც გაიხსნა ადრე ბლოკირებული გასასვლელი დედაქალაქ ნიკოსიაში და ბერძნებსა და თურქებს საშუალება მიეცათ ნორმალური ურთიერთობა დაეწყოთ, მაგრამსაბოლოო პოლიტიკური მოწესრიგება ჯერ კიდევ შრსაა.