Follow by Email

Wednesday, March 27, 2013

ვიეტნამი

  ვიეტნამით დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ ქვეყანამ მსოფლიოში ყველაზე უკეთ გადაიტანა ეკონომიკური კრიზისი, მართალია დაცემა იყო და საკმაოდ მნიშვნელოვანიც მაგრამ არა იმ დონის როგორიც მისი რანგის სხვა სახელმწიფოებს დაემართა, და ეს ყველაფერი სოცილისტური პარტიის ავტორიტარული მმართველობის დროს რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 40 % აკონტროლებს. ეს ყველაფერი კი საბაზრო ეკონომიკის მოწინააღმდეგეებს ბევრი არგუმენტის დამამტკიცებლად გამოადგებათ. დღევანდელი ვიეტნამის მთავარ მთავარ პრობლემებად შეიძლება ჩაითვალოს, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასევე ინდოჩინეთში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გეოპოლიტიკური ლიდერის თუ არა გასათვალისწინებელი მოთამაშის როლში ყოფნა. ვიეტნამი მდებარეობს სამხრეთ დასავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, მისი ფართობია 331, 698 კვ კმ. და მისი მოსახლეობა შედგება 91 მლნ ადამიანისგან, ვიეტნამის მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 1,4 %, ქვეყანაში აღიარებულია 53 ეთნიკური უმცირესობა, რომელთა შორის ყველაზე მეტი 1,2 მლნ ჩინელები არიან, ეთნიკური უმცირესობების დაცვის საკითხს რაც შეეხება ეს პრობლემატურია, მაგალითიდ ,, მთიელი ვიეტნამელები'' გამოცალკევებულია არიან დანარჩენებისგან, ვინაიდან ისინი ინდჩინეთის ომის დროს საფრანგეთის, ხოლო ვიეტნამის ომის დროს ამერიკელების და სამხრეთ ვიეტნამელების მხარეს იბრძოდნენ, ქვეყნის მოსახლეობი 88 % ვიეტნამური მშობლიურად ითვლება, დამწერლობად იყენებენ ლათინურზე დაფუძნებულ ვიეტნამურ ალფაბეტს, 1945 წლის შემდეგ ფრანგულმა ოფიციალური სტატუსი დაკარგა, თუმცა  ქვეყანა კვლავ ფრანკოფონულად მიიჩნევა. მოსახლეობის 80 % ათეისტად ითვლება, 20 მლნ ბუდისტად, ხოლო 6 მლნ კათოლიკედ, ქვეყანაში გარკვეული რეპრესიებია რელიგიის წინააღმდეგ, 2007 წელს პაპ  ბენედიქტე XVI და ვიეტანამის პრეზიდენტის ნგიიენ ტან ნდუნგის შეხვედრისას გამოითქვა იმედი ზეწოლის შემცირებისა, თუმცა ვიეტნამის ხელისუფლება კათოლიკურ რელიგიას კვლავ განიხილავს როგორც რეაქციულ ძალას. 
ჩამუ
ვიეტნამის მდებარეობა
    ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება, ანამატის მთიენეთი რაც მას გარკვეულწილად იზოლაციაში ამყოფებს დანარჩენი ინდოჩინეთისგან, ვიეტნამის ტერიტორიას კვეთავს ორი მდინარე,  მეკონგი და წითელი მდინარე, რომლებიც დელტას იკეთებენ, და რომელთაც უნდა უმადლოდეს ტერიტორია განვითარებას, ქვეყნის ორივე მილიონერი ქლაქი ჰანოი და ჰო ში მინი ( საიგონი) დელტებშია გაშენებული. 
ინდოჩინეთის უნიონი
 ქვეყანა მდებარეობს ჩინური და ინდური კულტურების კვეთაზე, ჩრდილოეთით წითელი მდინარის აუზში ჩამოყალიბდა ჩინური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი კულტურა, ხოლო სამხრეთით ინდური კულტურის გავლენის. ჩვ.წ. აღ. II საუკუნეში ჩამუს ხალხმა, რომელბიც განიცდიდნენ თვით ინდური და ასევე პრო ინდური კულტურის მქონე ფუნანის და ჩენ-ლას სახელმწიოების გავლენას დაარსეს ჩამპას სამეფო, მათი ინდურ კულტურასთან კავშირი კარგად ჩანს სანსკრიტის გამოყენებასა და ძველი ტაძრების არქიტექტურაში.  ჩრდილოეთ ვიტნამი X საუკუნემდე ჩინური იმპერიების ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო X საუკუნეშინ მათ მოახერხეს და შეძლეს დამოუკიდებლობის მიღწევა და გაჩნდა დაი ვიეტის სახელმწიფო, დაი ვიეტის სახელმწიფო გაფართოებას ახერხებდა ჩამპას ხარჯზე და უკვე XV საუკუნისთვის მან თითქმის მთლიანად დაიპყრო ის, ამ დაპყრობებს რა თქმა უნდა წინააღმდეგოებებიც მოსადევდა, და შედეგად XVIII  საუკუნეში, ტახტზე ავიდა გუეინის დინასტია, ქვეყანას კი ვიეტ ნამ დაერქვა რაც სამხრეთ ვიეტ ნიშნავს. ჩინური გავლენა ქვეყანაზე კვლავ დიდი იყო, რაც ყველაზე უფრო ჩინის დინასტიისთვის ხარკის გადახდაში გამოიხატებოდა, XIX საუკუნეში ვიეტნამი ერთიანი სახელმწიფო იყო როცა სარბიელზე ახალი მტერი საფრენგეთი გამოჩნდა, 1859 წელს ნაპოლეონ მესამის დროს დაიწყო ვიეტნამის კოლონიზება, პირველი ქმედება საიგონის დაბობვა და გქოაჩენჩინის დაპყრობა იყო, კოლონიზაციის პროცესი გაგრძელდა მესამე რესპუბლიკის პერიოდშიც, XIX საუკუნის ბოლოსთვის მთელი ვიეტნამი ფრანგების ხელთ იყო, მათ ის სამ ნაწილად დაყვეს, ჩრდილოეთით ტონკინის პროტექტორატი, სამხრეთით ანანის პროტექტორატი და გქოაჩენჩინის კოლონია, შემდეგ კი ის გააერთიანეს კამბოჯასთან, ლაოსთან და კოანგ-ჩეი-ვანთან ერთ სამართავ რაიონში, რასაც ინდო-ჩინური უნიონი დააარქვეს და სამართვად გენერალ-გუბერნატორს გადაეცა.
ჰო-ში-მინი
 დაპყრობის პიველი მიზეზი ეკონომიკური იყო, როგორიც არის რესურსები და გასასვლელი ჩინეთის ბაზარზე, საფრანგეთმა ტერიტორია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორად აქცია და იქედან ის იღებდა ბრინჯს, ყავას, პილპილს, ჩაის, კაუჩუკს და ქვქნახშირს. ის საფრენგეთის კოლონიური იმპერიის მარგალიტად მიიჩნეოდა, თავის სიუხვის გამო. XX საუკუნის 30 წლებში, ქვეყანაში არსებული სოცილური პირობების გამო, თანდათან იზრდებოდა უკმაყოფილება, რასაც დიდი ბიძგი მისცა კომუნისტურმა იდეებმა, რომლის მქადაგებლდაც ჰო-ში-მინი წარმოგვიდგა, რომელიც სათავეში ედგა ინდო-ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მეორე მსოფლიო ომის დროს ტერიტორია იაპონელებმა ჩიაგდეს ხელთ და ფრანგები განდევნილ იქნენ, 1941 წელს ჰო-ში-მინმა ტონკინში ჩამოაყალიბა ლიგა, ვიეტ - მინი, ვიეტნამის განთავისუფლების ლიგა და 1945 წლის ოქტომბერში, როცა ფრანგი გენერალი ლუ-კლერი საიგონში ჩავიდა, ვიეტნამის დამოუკიდებლობა ჰო-ში-მინს ერთი თვის გამოცხადებული ჰქონდა, რასაც 1946 წლიდან დაწყებული 8 წლიანი ომი მოჰყვა, საფრანგეთს კოლონიის დაბრუნება უნდოდა, სამხრეთ ვიტნამელებს და ამერიკელებს კომუნისტების შეჩერება, საფრანგეთის გაგზავნილი საექსპედიციო კორპუსი, ჩინელების დახმარებით 1954 წლის შვიდ მაისს დიენ ბიენ ფუსთან ვიეტნამელებმა გაანადგურეს და ამით ფრანგებმაჟენევის კონფერენციაზე ჩრდილოეთ  ვიეტნამის დამოუკიდებლობა აღიარეს, საზღვარი გაავლეს 17 ° პარალელზე, თუმცა ჩრდილოელები და ჩინელები 14 ° პარალელზე მოითხოვდნენ ხოლო, ფრანგები და ამერიკელები 18 ° პარალლეზე, გამყოფი ხაზი დაემთხვა იდეოლოგიურ გამყოფსაც.
გაყოფის პარალელები
 სამოქალაქო ომი ისევ გრძელდებოდა და აშშ-მაც სამხრეთ ვიეტნამის, დასაცავად 1965 წელს აქტიურ მოქმედებებზე დაიწყო გადასვლა, 1973 წლამდე ამერიკელებმა მოკლეს 2 მლნ ვიეტნამელი ნაპალმით გადაწვეს ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯუნგლები და მოუკვდათ 58,000 ჯარისკაცი და ომის წაგება მოახერხეს ყველა დონეზე, საიგონის რეჯიმმა ვეღარ გაძლო და 1975 წლის 30 აპრილს დაეცა, ქვეყანა კვლავ გაერთიენდა ამჯერად კომუნისტების ხელისუფლების ქვეშ, შედეგაგ 1,3 მლნ ადამაინმა ქვეყანა დატოვა, რომელთა უმეტესობა საფრანგეთის და ამერიკისკენ გაემართა, უმრავლესობა როგორც ,, Boat people''.  გაერთიენების შემდეგ მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა 1975 - 1978 წლებში ქვეყანა ეომებოდა ჩინეთისგან მხარდაჭერილ კამბოჯელ წითელ ქხმერებს, გამარჯვებას მიაღწიეს და იქ პრო-ვიეტნამური რეჟიმი დატოვეს. 
    ქვეყნის გაერთიენების შემდეგ პირველი პრობლემა იყო, იდეოლოგიური სხვაობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ჩრდილოურ სოცილისტურ ეკონომიკას პირისპირ ედგა სამხრეთული ლიბერალური ეკონომიკა, ამ ყველაფრის გამო 1986 წელს გადაწყდა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წამოწყება რასაც დოი მოი ეწოდა რაც განახლებას, რეფორმირებას ნიშნავს, ეკონომიკა იქნა ლიბარალიზირებული და ქვეყანა უცხოური ინვეტიციებისთვი გაღებული, 1995 წელს ქვეყანა გახდა ,,ასეანის'' წევრი, ხოლო 2007 საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, ეკონომიკური თავისუფლება და მოსახლეობის ზრდის მდგრადი ტემპი გახდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის მიზეზი. ქვეყანა მსოფლიოში ნომერ 1 პილპილის ნომერ 2 ბრინჯის  და ყავის ექსპორტიორია, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაის, კაუჩუკს და სიმინდს, ქვეყანა სრულიად აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებას საკვებზე, სოფლის მეურნეობაში ჩართული დასაქმებულთა 50 % და ისინი მშპ-ს 22 % ქმნიან, ინდუსტრია ქმნის მშპ-40,3 %, მასში წამყვანი ადგილი უკავია, მოპოვებით, გადამუშავებით მრეწველობას და ტექსტილის წარმოებას, მოიპოვებენ ბოქსიტებს ( 2009 წ აღმოაჩინეს მსოფლიოში სიდიდით მეორე საბადო), ქვანხშირს, თუთიას, სპილენძს, ქრომს, რკინას, ტიტანს და მანგანუმს, ტექსტილის წარმოების ცენტრია საიგონი და დონგ ნაის პროვინცია. მომსახურების სფერო ქვეყანაში გამოიმუშვებს მშპ-ს 37,7 % დასაქმებულთა უმეტესობა მსახურობს, კომუმიკაციების და ტურიზმის სფეროში.   
ვიეტნამის ეკონომიკა 
ვიეტნამის მთავარი
სავაჭრო პარტნიორები
  ქვეყნის ეკონომიკა გასაოცარ ტრენდს უჩვენებს 1990 წლიდან მოყოლებული, ზრდა არასოდეს ყოფილა 5 % ნაკლები, 1985 წლიდან 2011 წლამდე მშპ 5-ჯერ გაიზარდა, ქვეყანას ექსპორტზე გააქ წარმოებული ნავთიბპროდუქტების 10,6 % , სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 21 % და ტექსტილის 16 %, მართალია ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვეტიციები 7 % შემცირდა და ასევე ზოგიერთ კომპანიას წარმოება სხვაგან გადააქ მაგრამ ქვეყანა მაინც ინარჩუნებს ზრდის ტემპს, რისი გასაღებიც არის ის, რომ ხელისუფლება აკონტროლებს ეკონომიკის 40 %, რაშიც ის იყენებს სახელმწიფო წარმოებებს, რომელთა უმრავლესობა ქალაქებშია თავმოყრილი, ხელისუფლება ამით ნაკლებად უშვებს თავისუფალ კონკურენციას რითაც ვიეტნამის ეკონომიკური მოდელი განსხვავდება ჩინეთისგა, სადაც ხელისუფლებამ პირიქით უმეტესი სახელმწიფო წარმოებების პრივატიზაცია ჩაატარა. 
    ვიეტნამის გეო-პოლიტიკურ მიზნების პირველი საფრთხე ჩინეთია და ეს მაშნ როცა, ორივე ქვეყანას ბევრი მსგავსება აქვს, ორივეგან კომუნისტური მთვარობა ( ინტერნაციონალის მომღარალი) , ორივეგან ერთპარტიული მმართველობა, ორივეგან სოციალისტუირ საბაზრო
სამხრეთ ჩინეთის
ზღვა
ეკონომიკაა, ჩინეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტიორია ვიეტნამის და 1 მლნ ჩინელი ცხოვრობს ვიეტნამის ტერიტორიაზე, კონფლიქტის მიზეზებია ტოპონიმიკა და რესურსები, სამხრეთ ჩინეთის ზღვას ვიეტნამელები აღმოსავლეთის ზღვას ეძახიან, რესურსები კი სწორედ ამ ზღვაშია განთავსებული და ორივე საკუთრად მიიჩნევს, ზღვაზე კონტროლის დაწესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს , სპრელის და პარაცელის კუნძულებზე, რომელბიდან ვიეტნამელები 1974 წელს გამოდევნეს ჩინელებმა თუმცა ზოგიერთი მათ მაინც შეინარჩუნეს, ამავე დროს კუნძულებზე გამოჩდნენ ტაივანელები, მალაიზიელები, ბრუნეილები და ფილიპინელებიც, რომელთაც ასევე მსგავსი პრეტენზიები აქვთ. 2012 წელს ჩინურმა კონცერნმა სინუკმა ძებნა-მოპოვების სამუშაოები დაიწყო, იმ ტერიტორიაზე რომელიც ვიეტნამის ეკონომიკურ ზონაში შედის. ჩინელთა დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა აფრიკისა და სპარსეთის ყურისკენ. ტერიტორიით ასევე დაინტერესებულია აშშ, რომლის მთვარ მიზანს ამ მეტად მნიშვნელოვან საკონიმუკაციო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა აინტერესებს, 2012 წელს ამერიკელებმა და ვიეტნამელებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს, ასევე ქალაქ კამ რანში, რომელიც ვიეტნამის ომის დროსაც გამოიყენებოდა ამერიკელების მიერ, გაიხსნა ამერიკის საყრდენი პუნქტი, ასევე ვიეტნამელები ცდილობენ გადავიდენ ამერიკული სისტემის შეიარაღებაზე და ამით ჩაანაცვლონ რუსული ( საბჭოთა)  თუ ლიცენზირებული რუსული იარაღი.  
  ვიეტნამს საკუთარი გეო-პოლიტიკური მიზნების დასაცავად 412,000 სახალხო არმია ჰყავს, რომელსაც ნელნელა უკეთესად წვრთნის და აიარაღებს, რეზერვი კი 5 მლნ ადამიანამდე ჰყავს. 


P.S.  ვიეტნამის ომში კომინისტებმა გაიამარჯვეს, თუმცა ვიეტნამის ეკონომიკური მოდელი კაპიტალისტურისკენ გადაიხარა და ქვეყნის კომინისტურ ხელისუფლებასაც დასავლეთის ლიბერალ-კაპიტალისტებთან ურჩევნია კეკლუცი, არის ეს გამოწვეული, ,, დიდი ძმა'' ჩინეთის ქმედებებისგან თუ დასავლური ღირებულებების გავრცელებით, თუ ორივესი, ჯერ კდიე დასადგენია. თუმცა ახლა კი კითხვა : ვინ მოიგო ვიეტნამის ომი ? უაზრო არ იქნება თუ დავსვამთ. 



Unlimited - Nối vòng tay lớn / ჩავჭიდოთ ხელები ერთმანეთს

  ესეც დასავლური კულტურის გამოვლინება ვიეტნამურად



Wednesday, December 12, 2012

შანხაი XXI საუკუნის დედაქალაქი.

შანხაის მდებარეობა.
       შანხაი როგორც ტრენდი უჩვენებს ჩამოყალიბდება ჩვენი საუკუნის უდიდეს ქალაქად, როგორც მისი მოსახლეობით , ასევე ეკონომიკის მოცულობით და პრობლემებით რომელიც ყველა ქალაქს აწუხებს, რაც ამ ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოსო ხდის საკვლევად.                          

         შანხაი მდებარეობს ჩინეთში და წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ქალაქს მოსახლეობით ( 23.019.148) და ყველზე ძლიერი ეკონონომიკის მქონესაც, ქალაქის სახელი ნიშნავს ზღვაზე, ის მდებარეობს მდინარე იანძის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასთან შერთვის ადგილზე და თანაბარი მდებარეობა უკავია ჩინეთის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, იანძის ხეობიდან გამოსული რესურსების საუკეთესო გამტარის ის არის და ამ ხეობაში მცხოვრებთათვის სხვადასხვა მომსახურებების საუკეთესო მიმწოდებელიც,სწორედ  ამფაქტორების გამო შანხაი გადაიქცა ყველაზე დიდ პორტად მსოფლიოში, სწორედ მისი მდებარეობის გამო იყო, რომ ის შედიოდა იმ 5 ქალაქში რომელთა გახსნასაც ჩინეთის მთავრობას სთხოვდნენ ოპიუმის ომის დროს,.
ოპიუმის ომების დროს 5
მოთხოვნილი ქალაქი.
ფრანგული და საერთაშორისო
 ნაწილები.
შემდეგ ევროპელების ზემოქმედებით ჩინეთის ხელისუფლებას მოუქია შანხაის ტერიტორიაზე კონვენსიები გაეცა, რამაც ქალაქი ჩინეთის წამყვან ქალაქად აქცია, ( თუმცა ევროპელების ხელში იყო). 1930 წლისათვის ქალქი თავის კულტურული გავლენით გახდა ცნობილი, მასში 3 მლნ მცხოვრები იყო და ორჯერ აღემატებოდა დედაქალაქ პეკინს, 1937-45 წლებში ქალაქი იაპონელებმა დაიპყრეს და ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს, რის დროსაც ქალაქში ეკონომიკამ დაცემ დაიწყო, რადგანაც ბევრი ძველი კავშირი მოიშალა, 1949 წელს ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, გომინდანაელები გაიდევნენ, და შანხაიც შეიცვალა, ფინასური და სავაჭრო ცენტრის ნაცვლად მივიღეთ ახალი კომუნისტური ქალაქი, მძიმე ინდუსტრიის ცენტრი, მხოლოდ 1978 წელს დენ სიაო პინის მიერ დაწყებული რეფორმების შემდეგ შეიცვალა შანხაის ეკონომიკის სტილი და ის გაიხსნა ევროპელი ინვესტორებისთვის, ამიერიდან ქალაქი ხდებოდა მთავარი კონკურენტი, ჰონგ-კონგის, ტაიბეის და სინგაპურის, რომელბიც ასევე ჩინური ქალაქები არიანი თუმცა დასავლური-კაპიტალისტური ეკონომიკა ჰქონდათ.
ახალი უბნები
 ახალმა რეფორმებმა მოითხოვა ქალაქის განაშენიანების შეცვლა, ქალაქის წამყვანი ინდუსტრიული ფუნქცია იცვლებოდა, სერვისით, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ამავე დროს საჭირო გახდა ახალი საოფისე ფართები სხვადასხვა საფინასო თუ სავაჭრო კომპანიებისათვის. იანძის მარცხენა ნაპირზე მდებარე პუსის უბნის საპირისპიროდ გაჩნდა ახალი უბანი პუდონგი, ხოლო მდინარისა და ზღვის უშუალო შესართავთან ჰუან პუ.  1950 წლიდან ქალაქის მოსახლება 2010 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა და 20 მლნ-მდე ავიდა, უმეტესად მუშების ,, მინ ჰონგ''-ების ხარჯზე, რომელთაც ოფიციულური სტატუსი უმეტესობას არ გააჩნია, 1980 წლიდან 2000 წლამდე ქალაქის ეკონომიკა და ფართობი მნიშვენლოვნად შეიცვალა. ინდუსტრიული სექტორის წილი 77 % -დან 45 % -მდე დავიდა, ხოლო მოსახურების დარგის კი 18 %-დან 53 %-მდე გაიზარდა, ეკონომიკის გაზრდამ ვერ დააკმაყოფილა ვაი გაუ ჩაუს პორტის შესაძლებლობები და იანგ ჩანის პორტიდან ქალაქამდე გაკეთდა 32 კმ სიგრძის დონგ ჰაის ხიდი. შანხაი ივითარებს ასევე სამდინარო გზებსაც, მდინარე იანძიზე 2009 წელს აშენდა გამტარები რის დახმარებითაც, ვუჰანამდე და ჩონგინქამდეც შეიძლება დიდ წყალწყვის გემების გატარება.
დონგ ჰაის ხიდი
საგამოფენო ქალაქი.

  ახლა კი რა სასწაული ქნეს ჩინელებმა: 2002 წელს ქალაქი საერთაშორისო საგამოფენო ბიურომ შეარჩია 2010 წლის გამოფენის მასპინძლად, რაც დამატები ფაქტორი არის განვითარების დასაჩქარებლად, ამისათვის შანხაის ტერიტორიაზე შეიჩა 5 კვ/კმ ფართობის მქონე ტერიტორია ქალაქის ორივე ნაპირზე და დაიწყოს ქალაქის ქალაქში მშენებლობა, რომელთანაც დასაკავშირებლად, პუ დონგის საერთაშორისო აეროპორტიდან აიგო გერმნაული მატარებლის ,,ტრანსრაპიდის'' ხაზი, ასევე აიგო მეტროს ახალი ხაზები, 2000 წელს ქალაქში მეტროს ხაზი იყო 63 კმ სიგრძის, ხოლო გამოფენის გახსნისთვის უკვე 420 კმ-მდე იყო ასული. გამოფენეზა წარმოდგენილი იყო მომავალის მსოფლიოსთვის საჭირო ცხოვრების ატრიბუტები, საცხოვრებელი ფართების გამოყენების ახალი ეკონომიკურად მომგებიანი ხელოვნება, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მოდელები,
2000

2010
.წარმოდგენილი იყო ახალი ტიპის საცხოვრებლები, ლონდონის, ჰამბურგის და მექის მაგალითზე. დიდი ყურადღება მიიქცია ასევე ახალი ჩინური ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მშენებლობის გეგმამ, ქალაქი დონგთანი განთავსდება შანხაის ჩრდილოეთით კუნძულ ჩონგმინზე, და ის იქნება შანხაის ჰინტერლანდის ნაწილი, მისი დაგეგმარება 2005 წლიდან დაიწყო, და ის შენდება ლონდონის ეკო კვარტლის ბედზედის მიბაძვით, თუმცა მასზე უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა ხელშემშლელად, ადგილობრივი ჩინოსნების კორუმპირებულობამ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, თუ იმ საკითხის გადაუწყვეტელობამ თუ ვის უნდა ერგოს საცხოვრებელი ფართები ასეთ ქალაქში, რომელიც ყველაფრით წინ გაუსწრებს დანარჩენ ,, თანაბარ მდგომარეობაში მყოფ'' ჩინეთს. ქალაქის აშენებით კი ის იქნება ნამდვილი წინგადადგმული ნაბიჯი, ქალაქმშენებლობის საკითხში და ნათლად დაანახებდა მთელ მსოფლიოს ჩინთის შესაძლებლობებს. გამოფენის დროს ის მოინახულა 3,7 მლნ ადამიანმა და ამით მოიხსან ოსაკას რეკორდი 3 მლნ, გამოფენაზე შესვლა 550 იუანი ღირდა ( 150 ლარამდე) და მნახველების 90 % ადგილობრივები იყვნენ, რამაც კიდევ დამატებითი გახსნილობა დაადასტურა ჩინეთის, თუმცა კი ამ პერიოდში მთლიანად აიკრძალა რაიმე სახის ოპოზიციური გამოსვლები და და დამყარდა ფარული კონტროლი მნახველებზე.
          ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს თავისი მინუსებიც აქვს, რაც შემდეგში აისახება: ქალაქის განვითარების ადრეულ ეტაპზე გახშირდა უძრავი ქონებით სპეკულაცია, 1985 წლიდან 2007 წლამდე 7-ჯერ გაიზარდა გაზების ემისია, ხოლო თითქმის 3-ჯერ მყარი ნარჩენების მასა, გაიზარდა დანაშაულის რიცხვი და ჩამოსულების უმეტესობამ სოფლური ცხოვრების წესი შემოიტანა და გაჩნდა ახალი დაუგეგმავი უბნები, თუმცა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ამ ყველაფრის მონელება შეძლო და ამავე დროს შანხაი არის მაგალითი დანარჩენი ჩინური ქალაქებისთვის განვითარების გემების დასახვისთვის.

                                                         შანხაის გამოფენა / ოფიციალური ვიდეო

Wednesday, October 31, 2012

ბურკინა - ფასო

  ბურკინა ფასო აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ქვეყანა 1960 წელს განთავისუფლდა ფრანგული კოლონიალიზმიდან და მაშინდელი ტენდენციები უმეტესწილად ახლაც უცვლელია. ჯოჯოხეთს მარტო აქაური მექრთაამეები გააჩახჩახებენ და ქვეყნის სახელი ,, ბურკინა-ფასო'' კი ადგილობრივი ტომის მოსის ენაზე მოუსყიდველი ხალხის ქვეყანას ნიშნავს. (სხვა ვარიანტით საპატივცემულო ხალხის სამშობლოს)
ბურკინა ფასოს მდებარეობა
მოსის სამეფო, ფრანგების შეჭრის გზა &
 საერთაშორისო სავაჭრო გზები
        ბურკინა-ფასო მდებარეობს, აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, მდ, ნიგერის მუხლის სამხრეთით და ის ჩაკეტილ სახელმწიფოს წარმოადგენს, მას ექვსი მეზობელი სახელმწიფო ყავს, რომლებსაც თითქმის იგივე პრობლემები აწუხებთ ან უფრო გართულებული ფორმები რაც ბურკინა-ფასოს. მისი ფართობი, 274 ათასი კვ / კმ - ია, ქვეყნის მოსახლეობა 16,7 მლნ არის და ფერტილურობა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში (6,07), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55 წელი, შიდსის ვირუსიანების პროცენტული რაოდენობით 30 ადგილზე დგას, წერა-კითხვა ზრდასრულ ასაკში 21 % იცის, ურბანიზაცია 26 % უდრის, მოკლედ ყველა ,, ბედნიერება ერთად აქვთ''.  ქვეყანა ნაწილობრივ საჰელის ზონაში მდებარეობს, სამხრეთი ნაწილი უფრო შავ აფრიკას ეკუთვნის, პირველი სახელმწიფო რომელიც აქ შეიქმნა, იყო მოსის ხალხის მიერ შექმნილი მორონის იმპერია, რომელიც XVI - XIX საუკუნეებშ არსებობდა და ფრანგების ამ რეგიონში შემოსვლის მერე ის საფრანგეთის კოლონია გახდა, მოსის სამეფოზე რაიმე ხელნაწერი დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ ფრანგების დახასიათებით ეს იყო ძლიერ ცენტრალიზებული სამეფო, რომელიც აწარმოებდა გვინეის ყურიდან ჩრდილოეტ აფრიკამდე ვაჭრობას, და ამ ვაჭრობაში ძლიერ დაწინაურებული იყვნენ ქალაქები ტომბოქტუ და ბობო-დილასო, 1895 წელს მოსის სამეფოსთან ფრანგებმა პროტექტორატის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 
1919 წლის მდგომარეობა
1895 წლის მდგომარეობა
ზემო სენეგალ-ნიგერი
ფრანგული სუდანი, ნიგერი &
სპილოს ძვლის ნაპირი
          ნამდვილი კოლონიზება , იარაღის გამოყენებით და სრული ატრიბუტებით 1919 წელს დაიწყო, ფრანგების ხელში მოსის სამეფოს ზემო ვოლტა ეწოდა, კარტოგრაფებისთვის ვოლტა ნამდვილ წამებად იქცა ვინიდან ის ხან გაჩნდება ცალკე სუბიექტად ხან სხვა ტერიტორიბზე ნაწილდებოდა, 1896- 1904 წლებში ის სახედრო რაიონს ეკუთვნოდა, 1904-1919 წლებში ის ეკუთვნოდა ზემო სენეგალ-ნიგერის რაიონს, 1932 წლიდან ეს ყველაფერი ისევ შეიცვალა და ბურკინა-ფასოს ტერიტორია გადანაწილდა ფრანგული კოლონიის სამ რაიონზე, ფრანგულ სუდანზე, ნიგერზე და სპილოს ძვლის ნაპირზე, ყველა  ამ გადაადგილებებს თავისი ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა, მაგალითად მოსიები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სპილოს ძვლის ნაპირის მოსახლეობასთან თავიანთი სავაჭრო ურთიერთობით, 1960 წელს ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, და მას სახელად ზემო ვოლტა ერქვა, ხოლო 1984 წლიდან, მას შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერმა ტომას სანკარმა პუტჩი მოაწყო მას სახელი გადაერქვა და ბურკინა ფასო დაერქვა. 
თომას სანკარა
ეთნიკური ჯგუფები

    დღევანდელ ბურკინა - ფასოში შემდეგი სახის მდგომარეობ არის : ქვეყანაში დაახლოებით 60 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ცენტრში ცხოვრობენ მოსიები დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი, საჰელის ზონაში, ფაულები დაახლოებით 18 %, სამხრეთ დასავლეთით ბობოები ყველაზე ძველი მოსახლეები ამ ტერიტორიის, სხვა მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს წარმოეადგენენ, გურმანები, სენაუტები, ლობოები და მუჰოუნები, ჩრდილოეთის მოსახლეობა მუსლიმები არიან და ისინი დაახლოებით 60 % წარმოადგენენ, დაახლოებით 15 % კათოლიკები, 4 % პროტესტანტები, დანარჩენები კი ანიმისტები არიან. ქვეყანა რურალური არის თუმცა ბოლო წლებში ურბანიზაციის ტემპები სწრაფად იზრდება, რაც კარგ საშუალებად იქცა ქვეყნის მრავალეთნიკურობის სეპარატიზმად არ გადაქცევის საქმეში, თუმცა ეს კვაზი ურბანიზაცია უფრო არის. ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკის 34,7 % სოფლის მეურნეობაში იქმნება, 23,3 % ინდუსტრიაში დანარჩენი მომსახურების სფეროში, სამუშაო ძალა 6,6 მლნ ადამიანია, რომელთა 90 % სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული, სოფლის მეურნეობის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს, ბაბმბის და მაისის წარმოება, ბამბის წარმოებით ის ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს არ იძლევა გარანტირებულ ეკონომიკურ სიმყარეს ვინაიდან ბამბის მსოფლიო ბაზარაი საკმაოდ არამყარია და ქვეყანაში მოსახლეობის 20 % ამ სფეროშია დასაქმებული, რაც ყველა საბაზრო ცვლილებაზე სოცილურ ცლილებასაც იწვევს. ქვეყანა საკმაოდ მდიდარია ოქროთიც რომელიც ქვეყნის ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს თავისი მნიშვნელობით, ქვეყანა ასევე აწარმოებს სპილენძის, ფოსფატების რკინის და მანგანუმის ექსპორტს. 
ბურკინა-ფასოს რესურსები
ბურკინა-ფასოს ექსპორტის მიმართულებები
     ქვეყანას თავის ექვსივე მეზობელთან აქვს მიმოსვლა, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კავშირი კოტ'დი-ივუართან, რომელსაც ის უკავშირდება როგორც სამანქანო ასევე რკინის გზით, სწორედ ამ ქვეყნებზე გადის ქვეყნის ექსპორტის თითქმის 80 % , მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ როდესაც სპილოს ძვლის სანაპიროში, საარჩევნო დაძაბულობა და სამოქალაქო დაპირისპირება იყო, ბურკინა - ფასო იძულებული გახდა თავისი ექსპორტი უფრო ძვირი გზებისკენ, განას და ბენინისკენ მიემართა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზიანა, ასევე ამ კონფლიქტმა ბურკინა - ფასოს მილიონამდე ლტოლვი მისცა რაც ისედაც უბედური ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იყო, ქვეყანას არ შეეძლო ამდენი ახალი ადამიანის აკომოდაცია. 
     ქვეყნისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ჭარბმოსახლეობა, და ქვეყნის გაუდაბნოება, მეორე პრობლემა პირბველის შედეგია, მოსახლეობა მიმდგარია სახელმწიფო რესურსებს და ყოველგვარი რესურსები ანგარიშის გარეშე იხარჯება, არავინ არ ზრუნავს აღდგენადი რესურსების განახლებაზე და ძლიერ იზრდება საჰელის ზონა და გაუდაბნოებული ტერიტორიები. 





ქვეყნის გერბზე დაწერილი სამი სიტყვიდან (ერთიანობა, წინსვლა, სამართლიანობა) ჯერჯერობით პირველი არის კარგ მდგომარეობაში