Dieses Blog durchsuchen

რამდენად გადამწყვეტი როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?

როგორ გაჩნდა ნაცია, ნაციონალიზმი და ყველა ის ატრიბუტი რომლითაც აღჭურვილია, დღევანდელი სახელმწიფოები, ვის გაუჩნდა აზრად, რომ ხალხის მასისთვის ეთქვა, რომ თქვენ ხართ ერი და თქვენ უნდა გქონდეთ ცალკე სახელმწიფო, რადგან თქვენ გაქვთ განსხვავებული იდენტობა, რა თქმა უნდა ელიტას, იმ ხალხს ვინც იმ ტერიტორიის, განსხავავებული კულტურის მატარებლ ხალხში ითვლებოდა, განათლებულ ადამიანად, რომელსაც შეიძლებოდა რამეს შეჰკითხოდი, უკეთესი შედეგის მისაღებად. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მათთზე განათლებულ, მოხერხებულ, ძლიერ და სახელგანთქმულ ინდივიდებთან დაახლოებას, ცდილობენ შეამკონ ისინი სხვადასხვა ეპითეტებით, ეთამაშონ უკეთესს რათა თვითოანც ამ თამაშში უკეთესები გახდნენ და ამგავარად ქმნიან კიდეც ელიტას, ელიტაც ნელ-ნელა გრძნობს თავს აღმატებულად, ხვდება რომ ძალა შეიძინა და ცდილობს საზოგადოების ორგანიზებაც ისე მოაწყოს, რომელიც მისი აზრით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ელიტა ჭკვიანია და მართლა განათლებულია და არა დროების მიერ შექმნილი, ის შეძლებს გაითვალისწინოს საზოგადოების შესაძლებლობები და მეთოდურად გააუმჯობესოს ის, და ამ გზაზე შეიძლება ნაციიის შექმნაც სასარგებლო აღმოჩნდეს. ახლა კი ელიტის მნიშვნელობაზე, შევადაროთ სახელმწიფო ადამიანს, ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს თავის გარეშე და თავზე მიყენებული დარტყმებიც ყველაზე სახიფათოა, მიუხედავად იმისა ეს თავი ჭკუით და ცოდნით არის სავსე თუ სრულიად გამოფხეკილია შედეგი ლეტალური არის, თავს თუ ჭკვიანია შეუძლია განასხვავოს ნარკომანის და ექიმის მიწოდებული ნემსი, სწორედ ასევეა ელიტაც ხალხში, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რა არის უკეთესი, ხალხისთვის და რაზეც დამოკიდებული არის თავისი საკუთარი კეთილდღეობაც. ელიტის ასეთი დიდი მნიშვნელობისდაგამო არის, რომ ხალხთა შორის დაპირისპირებაში, პირველი სიტყვა ელიტას ეკუთვნის და მტრებიც პირველად მოწინააღმდეგის ელიტის განადგურებაზე ზრუნავენ. ელიტის მნიშვნელობაზე ერის მშნებლობაში აშკარად მეტყველებს ეროვნული გმირის სტატუსის არსებობა, მართალია ადამიანი შეიძლება არ იყოს ელიტის ნაწილი, ეროვნული გმირი სტატუსის მიღებამდე მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ნამდვილად ელიტის წევრია, და მათდამი პატივისცემის თვალსაჩინო გამოხატულებაა მათი სახელობის უამრავი დაწესებულება თუ ობიექტი.                                                                                                                                                             აშკარაა, რომ დღევანდელი ქართული ელიტა მუშაობს ქართველებში ნაციონალური აზროვნების ჩამოყალიბებაზე, რაც გამოიხატება შუა საუკუნეებში თუ უფრო ადრე მოღვაწე ქართველების ეროვნულ მოღვაწეებად გამოცხადებაში, როდესაც იმ პერიოდში ნაციონალიზმის ხსენება საერთოდ არ იყო.   საქართველოში ნაციონალიზმის აღორძინება ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება, სწორედ მან დაიწყო საქართველოში პოლიტიკური ნაციონალიზმის შემოტანა ეროვნულ-დემოკრატიული პარატიის იდეით, შექმნა კი არ დააცალეს რადგან , წიწამურთან მოკლეს ილია და იდეაც, შედეგად საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა 1917 წლამდე გადაიდო, როდესაც სპირიდონ კედიამ და მისმა თანამოააზრეებმა შეძლეს, პარტიის აშენება, ქართული-ეროვნულ დემოკრატიის და 80-90-იანი წლების ქართული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, გია ჭანტურია 1994 წელს იქნა მოკლული რითაც კიდევ ერთხელ დიდი დარტყმა მაიდგა, ქართულ ნაციონალიზმს, მანამდე კი დაახლოებით 1 წლით ადრე ასევე მოკლულ იქნა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი ზვიად გამსახურდია,  და კიდევ უფრო ადრე 1989 წელს საეჭვო ვითარებაში ( ყოველ შემთხვევაში ხალხს ისევ ელიტა ეუბნება, რომ სიკვდილის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის და მის გარდაცვალებას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ნომინალურად მაინც ერის აზრის განმსაზღვრელად ითვლება) დაიღუპა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებლი მოძრაობის კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი მერაბ კოსტავა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტით ნათლად ჩანს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ელიტას ერის მშენებლობაში და რამხელა პრობლემებს წარმოქმნის ის შინაური თუ გარეული მტრისთვის, ფაქტია ამ სამ პიროვნებას შორის იყო უკიდურესი და ზომიერი ნაციონალისტიც მაგრამ სამივე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც საქართველოში მკვეთრმა ნაციონალისტურმა გამოსვლებმა იკლო და ქვეყნის განვითარების მიმართულება აშკარად სხვა მხარეს წავიდა, ვიდრე ამ პიროვნებბების და მათი მიმდევრების დაპირება იყო, დღეისთვის კი მათი დანატოვარი თითქმის არ ჩანს და ქართული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც პოლიტიკურ სარბიელზე კარგად ვერ ნამდვილად ვერ გამოიყურება.                                                                                                                                საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, ელიტამ ნამდვილად წამყვანი როლი ითამაშა ფრანგი ერის ჩამოყალიბებაში, ტერმინი ,,ნაციონალიზმიც’’ სწორედ მის დასაწყისში გაჩნდა, სწორედ აქ ჩანს თუ როგორ შეცვალა ელიტამ ხალხის განვითარების მიმართულება და ისინი აქცია ერად და უთხრა მათ რომ ისინი იყვენენ ერად, ამის მიზეზი იყო დაპირისპირება ძველ წყობილებასთან და ეს მოიტანა ვაჭრობის, ნავიგაციის და ინდუსტრიის განვითარებამ, ახალი ტიპის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, მოითხოვა ურთიერთობის ახალი ფორმის გაჩენა ძველ მმართველებსა და ახალ, განათლებულ და გამდიდრებულ ხალხს, ახალ ელეიტას შორის. ამ დაპირისპირების დროს ახალ ელიტას დასჭირდა, რომ ხალხისთვის მიენიჭებინა ახლაი სტატუსი, თუკი ადრე მათი იდენტიფიცირება ხდებოდა მათ მესაკუთრე ფეოდალთან, ახალ ელიტას მოუწია შეექმნა ახალი სტატუსი ხალხისთვის, და სწორედ ამიტომ გაჩნდა მცნება მოქალაქის და რევოლუციის შემდეგ ყველას ეწოდა საფრანგეთის მოქალაქე( ბიურგერი) , რევოლუციას კი ბურჟუაზიული, ანუ ბიურგერული ანუ სამოქალაქო, ძველი ელიტა განდევნილ იქნა ახალმა კი თავი გამოაცხადა ხალხის და საფრანგეთის დამცველებად და არა მეფის და ფეოდალების, ნაციონალიზმის და განსაკუთრებით ფრანგული ნაციონალიზმის გაძლიერება გამოიწვია ნაპოლეონის ომებმა, ნაპოლეონმა შექმნა ახალი სამხედრო ელიტა, რომელსაც ხალხი ადიდებდა და უჯერებდა, ნაპოლეონი მართალია უარყოფდა ყოველგვარ იდეოლოგიას და მმართველობის დოქტრინას, მაგრამ ფრანგულ ნაციონალიზმს აშკარად გამაძლიერებლად წაადგა თუნდაც ახალი ტერიტორიების შეერთებით ფრანგულ ტერიტორიებზე, ნაპოლეონის ომების შედეგად ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ნაციონალიზმის იდეებმა, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობდა საფრანგეთის სწრაფი დაწინაურება, სამეფო ხელისუფლების და ფეოდალიზმის მოცილების შემდეგ რის გამოც, დანარჩენი ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ძველი წესრიგის მოშლის შედეგი იყო და ასევე ჩათვალეს, რომ ეს ნაციონალიზმმა გამოიწვია, შედეგი კი იყო გერმანიის საბაჟო კავშირის გაჩენა და 1848/49  წლის ბურჟუაზიულ - ნაციონალისტური რევოლუცია, იმავე პერიოდში დაწყებული იტალიის გაერთიანება, რომელიც მთლიანად ელიტის კარნახით მიდიოდა, განმათავისუფლებელი მოძრაობების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკაში დაწყებული ბრძოლა, ესპანეთის კოლონიუირი რეჟიმის წინააღმდეგ, სახელმწიფოების ჩამოყალიბებით დამთავრდა, დღეს კი სიმონ ბოლივარი და ხოსე დე სან მარტინი განმათავისუფლებლებად იწოდებიან და მათ მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს რამდენიმე ერი, აშკარაა ელიტის როლი აშშ-ს შექმნაში, სადაც ელიტის და ხალხის დაპირისპირებამ მმართველობასთან აშშ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა და დღეს კი ფაქტია აშშ ამერიკელებს განსხვავებული იდენტობა აქვთ და შეგვიძლია მათ ერი ვუწოდოთ, ერის ჩამოყალიბებაში ელიტის მნიშვნელობის კარგი მაგალითია, არაბული სახელმწიფოების გაჩენა, როდესაც ბრიტანელები დაინტერესდნენ ახლო აღმოსავლეთის არაბული ტერიტორიებით, ისინი მიდიოდნენ ადგილობრივ შეიხთან, რომელიც იყო ელიტა და ელიტის წევრი და პირადად მასთან აგვარებდნენ საკითხებს, შედეგად ქუვეითი გამოეყო ერაყს და დღეს გვაქვს ქუვეითელი და ერაყელი ერი, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ხალხი გამოსულიყო და ეთქვა რომ ისინი ერთი ხალხი იყვნენ, და მართლაც მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობდა. კიდევ ერთი მაგალითი, ქურთები ერი არის თუ არა ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ აბდულა ოჯალანი, რომ არ დაეჭირათ შეიძლება ეს საკითხი დღეს სადავო არ ყოფილიყო, ოჯალანის დაჭერის შედეგად კი ქურთული სეპარატიზმი მნიშვნელოვნად შესუსტდა, ბოლოს კი 2013 წელს, ოჯალანმა ციხიდან განაცხადა რომ მათი მიზანი უნდა იყოს დემოკრატიზაცია თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, რაც მივა იქამდე, რომ შემცირდება დაძაბულობა და გაიზრდება გლობალიზაციის გავლენა, რაც ნაციონალიზმის პირველ მტერად არის მიჩნეული.                                                                                                           საბოლოოდ კი დასკვნა ასეთი გამოდის, ელიტის როლი, არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე, არ ააქვს მნიშვნელობა ნაციის ჩამოყალიბების მოთხოვნა მოდის ქვემოდან ხალხიდან თუ ელიტას სჭირდება ეს მეტი სტაბილურობსთვის, ფაქტია, რომ სამოძრაო ბერკეტები ელიტას უპყრია ხელთ. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen