Dieses Blog durchsuchen

სოციალ-დემოკრატიის სამი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, სამი მთავარი მიღწევა და სამი მთავარი შეცდომა

ქართული სოცლიალ-დემოკრატიული პარტია ძალზე საინტერესო პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან,რომ ისინი თავიანთი მოღვაწეობის პირველ ხანებში აქცენტს უფრო მეტად აკეთენდნენ თავიანთ სოციალისტურ იდეოლოგიაზე, მათ მიაჩნდათ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის შემადგენლობაში და თავიანთ უპირველეს მიზნად მოცემული პარტიის წევრებს მიაჩნდათ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ სოციალისტური ინტერნაციონალური იდეების გამხორციელება, კლასობრივი ჩაგვრის მოსპობა, სოციალისტური მიზნების განხორციელება. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მათ შეიცვალეს თავიანთი აზროვნება და შემოტრიალდნენ ეროვნული იდეებისაკენ. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, დამოუკიდებლობის მოპოვებაზე საუბარი არც იყო მათს რიგებში და თუკი მოხდებოდა, ეს მათ მიაჩნდათ ტაქტიკურ ნაბიჯად და არა სტრატეგიულ ნაბიჯად. საქართველოს ბედს საბოლოო ჯამში ისინი პოულობდნენ რუსეთის შემადგენლობაში გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეების განხორციელებაც სწორედაც ასეთ ვითარებაში უფრო განხორციელებადად მიაჩნდათ, ვიდრე დაოუკიდებელი საქართველოს წიაღში.
რა თქმა უნდა, მოცემულ პარტიას გააჩნდა თავისი დადებითი და უარყოფითი ნიშნები. ზოგადად, განსაკუთრებით, შემდეგ ეტაპებზე უფრო ადვილია შეფასება პოლიტიკური სისტემის, მთავრობისა თუ პარტიის. ვინაიდან, უკვე ცხადად გვაძლევს ისტორია იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ, შევაფასოთ მათ მიერ განხორციელებული ნაბიჯები, სწორი იყო თუ არა. ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ მაინც შედეგებით განისაზღვრება ქმედებათა სისწორე ან პირიქით, შეცდომები, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ანალიზზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სხვადასხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება.
რაც შეეხება ქართული სოციალ-დემოკრატიის უპირველეს დამახასიათებელ დადებით ნიშნად უნდა ჩაითვალოს თავად მოცემული პარტიის კონსტიტუცია, მისი შექმნა. აღსანიშნავია, რომ თავად კონსტიტუცია ევროპულ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის ელფერს აძლევდა საქართველოს, მასში გათვალისწინებული იყო პლურალისტური უფლებები, უმცირესობების უფლებები, რელიგიური განსხვავებულობის უზრუნველყოფა და ა.შ. თავად ეთნიკური უმცირესობების მიმართ იყო ძალზე საინტერესო მიდგომები, გამომდინარე იქიდან, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცათ უფლება ემსჯელათ, წამოეყენებინათ სხვადასხვა ინიციატივები და მიეღოთ, ასე ვთქვათ, დისკუსიებში მონაწილეობა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მათი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ უკვე მათი მოსმენა და მათი არგუმენტების მეტ-ნაკლებად გათვალისწინება ძალზე ბევრს ნიშნავდა.
მეორე ძალზე საინტერესო მიღწევად, სოციალ-დემოკრატებისა შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტი,რომ მათ ყურადღება გაამახვილეს არამარტო მუშათა კლასზე, არამედ პროლეტარიატთა კლასში გააერთიანეს გლეხობა, მუშები და წვრილი ბურჟუაზია. თავისთავად მოცემული იყო არამარტო მათი დამსახურება, ასე ვთქვათ, არამედ მაშინდელი საქართველოს რეალობიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციის შედეგი.თუკი ჩვენ ღრმად ჩავუღრმავდებით კლასიკურ სოციალისტურ იდეებსა და მარქსის თვალთხედვას, დავინახავთ რომ მარქსი პროლეტარიატზე საუბრისას გულისხმობდა მუშათა კლასს. მას რევოლუციურ კლასად არ მიჩნდა გლეხობა, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ გლეხობა არ არის ისეთი ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, განსხვავებით მუშებისაგან. გლეხებს გააჩნიათ კერძო საკუთრება და აქედან გამომდარე, ისინი არ იყვნენ მარქსის აზრით მოწოდებულნი რევოლუციისაკენ, მათ არ გულისხმობდა მარქსი თავის მოწოდებაში „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით, არაფერი გაქვთ დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა.“ ასევე იმიტომ, რომ ისინი, მარქსის აზრით, ნაკლებ განათლებულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ და ნაკლებად იყვნენ მოწოდებულნი, მოტივირებულნი და ზოგადად, მზად იმისათვის რომ აეთვისებინათ და სისრულეში მოეყვანათ მარქსის იდეები. აქედან გამომდინარე, ქართველი სოციალ-დემოკრატების დამსახურება იყო ის, რომ არამარტო ქართულ, არამედ რუსულ სოციალ-დემოკრატიაშიც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გლეხობა და წვრილი ბურჟუაზია იყო პროლეტარიატის გვერდში მდგომი კლასები. ზემოთაც აღვნიშნე და განვმარტავ , რომ ამ ყველაფერს თავად საქართველოსა და რუსეთის მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. მარქსი სოციალიზმის განხორციელებას, პროლეტარულ რევოლუციას პირველ რიგში ხედავდა განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებში, დასავლეთი უკვე დიდი ხანია, ინდუსტრიალიზაციის ეტაპზე იყო გადასული, აქედან გამომდიანარე აქ მართლაც არსებობდა განვითარებული მუშათა კლასი, ხოლო საქართველო და რუსეთი ამ დროს ჯერ კიდევ აგრარულ ქვეყნებად რჩებოდნენ და აქედან გამომდიანარე, რეალუარდ არც არსებობდა მუშათა კლასი. მუშებს შეადგენდნენ რეალურად გლეხები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ქალაქში სეზონურად, მათ გააჩნდათ სეზონური სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად ყვლაფრისა, მაინც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მოცემულ ერთგვარ იდეოლოგიურ ცვლილებაში, რაც თავისთავად აისახებოდა გლეხების ინტერესებზე, ასევე წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებზე, ვინაიდან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საქართველოში მოცემული კლასები შეადგენდნენ. გლეხობა გახდა ერის ფუძე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ-ყმობა გადავარდა, გლეხების უფლებები მაინც შელახული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ არანაირი სახსარი რომ ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, ისინი მაინც თავადთა და მებატონეთა გავლენის ქვეშ რჩებოდნენ. სოციალ-დემოკრატიის პირობებში კი მოხდა ის, რომ აგრარული რეფორმით, გარკვეული რაოდენობის მიწის ნაკვეთები გადაეცა მათ, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ისინი მოძლიერებულიყვნენ, განვითარებულიყვნენ და გათავისუფლებულიყვნენ. ასე რომ , რეალურად მათ გაატარეს საკმაოდ პროგრესული რეფორმა იმ კუთხით, რომ გადადგეს სერიზული ნაბიჯი იმისათვის, რომ გლეხობა მართლაც განთავისუფლებულიყო.
შემდეგი, უმთავრესი მიღწევა, ჩემი აზრით იყო პარლამენტარიზმის დანერგვა, თუმცა  ეს არ იყო კლასიკური საპარლამენტო მოდელი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო მესამე პირი, რომელსაც შეეძლებოდა პარლამენტის დათხოვნა, ან გადააყენებდა მთავრობას მთელი შემადგენლობით.თუმცა არსებობდა მთავრობის მეთაური, რომელიც აირჩეოდა ერთი წლის ვადით, თუმცა მას არ შეეძლო ვეტოს თქმა, ან პარლამნენტის დათხოვნა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ძალზე კარგი მაგალითი ხელისუფლების დანაწილებისა. მიუხედავად იმისა, რომ თავად 1921 წლის კონსტიტუციაში არსად არ ეწერა  სიტყვათა წყობა „ხელისუფლების დანაწილება“, მთავრობა წარმოდგენილი იყო პარლამენტის, აღმასრულებელი ორგანოსა (უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება) და სასამართლოს მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მიგვითითებს დემოკრატიული პრინციპების ხორცშესხმაზე, პლურალიზმზე, ასევე მთავრობის თავმჯდომარის ერთი წლით არჩევაც საკმაოდ დემოკრატიული პრინციპია. პარლამეტიც, საკანონმდებლო ორგანოც, პარლამენტი, რომელიც ირჩეოდა 3 წლის ვადით, რა თქმა უნდა დემოკრატიულ პრინციპებზე მიგვითითებს. თავისთავად, ზემოთთქმულნი მიუთითებდა იმ პრინციპებზე, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი ხდებოდა ხელისუფლების ჩანაცვლების რეალურობა, ამ ყველაფერს კი ტოვებდა და შესრულებადს ქმნიდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა.
აქვე, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ვთქვით, ნებისმიერ მთავრობას შეიძლება ვუპოვოთ ნაკლი. მითუმეტეს, შემდგომ პერიოდში უფრო ადვილია ამაზე მსჯელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით შედეგები და მის მიხედვით ხდება ხოლმე როგორც წესი ქმედებათა შეფასებები. ქართული სოციალ-დემოკრატიის ნაკლს რაც შეეხება, უპირველესი მისი ნაკლი ალბათ იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა. ამ ყველაფერზე ძალზე კარგად წერს ივანე ჯავახიშვილი, იგი გამომდინარე დელეგაციისათვის შექმნილი პრობლემებიდან, მოუწოდებს საქართველოს მთავრობს გამოფხიზლებისაკენ. მოუწოდებდა იმისაკენ, რომ მხოლოდ გარეშე მეზობლებს, გარეშე ქვეყნებს ნუ უყურებდნენ, არამედ მეტი ყურადღება მიექციათ გეოპოლიტიკური პდგომარეობისათვის, უფრო რეალისტურად ეაზროვნათ.
საბოლოოდ სოციალ-დემოკრატებმა ეს ყვეალფერი არ გაითვალისწინეს, ისინი ასე ვთქვათ, ენდნენ რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილ პირობებს, სადაც რუსეთი საქართველოს აღუთქვამდა რომ არ დაარღვევდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამასობაში კი რა ხდებოდა საქართველოში, იყო შიდა პოლიტიკური კინკლაობა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა შიდა გნვითარებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა სამხედრო თვლსაზრისით რომ ყოფილიყო საქართველოში უკეთესი მდგომარეობა, ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ მე-11 არმია მოგვგრიებინა. ასე რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა, რეალობისაგან აცდენა.
ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე შეცდომად, რაც შეგვიძლია ალბათ, ჩავუთვალოთ სოციალ-დემოკრატებს არის ეროვმული იდეისაგან გამიჯვნა. სხვათაშორის ძალზე საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ არამარტო მხოლოდ ამ პარტიის წევრები და ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები, არამედ განათლებულ ახალგზრდათა უმეტესობაც იზიარებდა მათ იდეებს. 1919 წელს აპრილში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ ლექციას ესწრებოდა სტუდენტობა, რომელთა უმეტესი ნაწილიც იყო სოციალისტი. ქართულ დელეგაციას, რომელიც საზავო ხელშეკრულების დასადებად იქნდა წარგზავნილი პარიზში, ისინი უსურვებდნენ იმას, რო წვილი შეეტანათ სოციალისტური ინტერნაციონალური იდეების ხორცშესხმაში, ეროვნული იდეები მათ ნაკლებად ადარდებდათ. მიხაკო წერეთელი ძალზე კარგად აყალიბებს ეროვნულობის იდეას, როდესაც განმარტავს ნაციონალიზმს. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელი თავისი ქვეყნისათვის უნდა იბრძოდეს, მათ უბრალოდ განსხვავებული სტარტეგია გააჩნიათ.მისი აზრით, სოციალიზმი არანაირად არ ეწინააღმდეგება ნაციონალიზმს, გამომდინარე იქიდან რომ ნაციონალიზმი საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლის უმთავრესი პირობაა, ხოლო სოციალიზმი, ასე ვთქვათ ადამიანთა ერთი ჯგუფის სტრატეგია ერის განითარებისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობაზე, ეროვნულ იდეებზე სოციალ-დემოკრატები, იქამდე სანამ საქართველო 1918 წელს დამოუკიდებლობას მოიპოვებად ნაკლებად ფიქრობდნენ. ისევ და ისევ უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის დამოუკიდებლობა იყო ტაქტიკური ნაბიჯი და არა სტრატეგიული. მაგრამ, უნდა აღინიშნოს მათი შემდგომი შემობრუნებაც  ეროვნული იდეის გარშემო. ვფიქრობ, რომ მათ მეტი ეროვნული მუხტი რომ ჰქონოდათ, უფრო მეტად რეალურად შეაფასებდნენ თუნდაც დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში გარეშე საფრთხეებსაც, თუნდაც რუსეთის მხრიდან და ვთქვათ რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას ნაკლებად დაეყრდნობოდნენ.
შემდეგ შეცდომად, რომელსაც მივიჩნევ სოციალ-დემოკრატებისა იყო კინკლაობა დანარჩენ პარტიებთადნ, ეროვნულ-დემოკრატებთან და სოციალ-ფედერალისტებთან. აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს არ ვადანაშაულებ მოცემულ სიტუაციაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იყო წამყვანი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა და ხალხის უმრავლესობის ნდობა მას გააჩნდა, მასვე ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა.
ამ თემის შესახებ საკმაოდ კარგად წერს კარიჭაშვილი, რომელიც საუბრობს იმ ფაქტზე, რომ არ მიდიოდა სიღრმისეული განხილვა, პარტიების პროგრამების, მათი ხედვების ეროვნულ საკითხთან მიმართებაში. ვინდაიდან ეროვნულ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები საუბრობდნენ ავტონომიაზე, ხოლო სოციალ-დემოკრატები კი ეროვნულ თვითგამორკვევაზე, რაც არათუ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ერთმანეთის განმსაზღვრელი იყო. ასევე ერთმანეთს ისინი უწოდებდნენ ერთის მხრივ მამულის მოღალატეებსა და მეორე მხრივ რეაქციონერებსა და კონტრრევოლუციონერებს. ამასობაში კი მოხდა ის, რომ საქართველომ ნაკლები ყურადღება მიაქცია თავდაცვას, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნოთ, არ გაითვალისწინა ივანე ჯავახიშვილის დარიგებები,რომ მეტი გამოფხიზლებულიყვნენ, ყოფილიყვნენ მხოლოდ თავისი თავის იმედად, ამისათვის კი აუცილებელი იყო თვითგანვითარებაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, იყო ძირეული განსხვავებები იდეოლოგიური კუთხით საციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებსა და მითუმეტეს ეროვნულ-დემოკრატებს შორის, თუმცა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრივ იდეებს, მათი გაერთიანება, ვფიქრობ, სავსებთ იყო შესაძლებელი და ყველაზე მეტად იმიტომ ვადანაშაულებ სოციალ-დემოკრატებს ამ ყველაფერში, რომ გამომდინარე იქიდან, მმართველი ხელისუფლებაში მყოფი პარტია იყო მას უნდა აეღო თავის თავზე ასე ვთქვათ ქართული პარტიების გაერთიანებისა ეროვნულ ნიადაგზე, თუმცა, ამას ხელი იმანაც შეუშალა , რა თქმა უნდა, რომ თავად ნაკლებად გააჩნდათ ეროვნული იდეები, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო მათი გაერთიანება და უფრო მეტად ფხიზლად ყოფნა გარეშე მტრების მიმართ, ასევე ერთობილივი ძალებით სამხედრო გაძლიერებაზე ზრუნვა და თვითგანვითარება.

საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ იყო ძალზე რთული პერიოდი, რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია. სოციალ-დემორატიულ პარტიას რა თქმა უნდა ჰქონდა საკმაოდ ბევრი დადებითი, უკვე ბრძოლის პერიოდში როდესაც შემოვიდა საბჭოთა ჯარები და სოციალ-დემოკრატებმა ქვეყნის დატოვება არჩიეს მრავალი აკრიტიკებს ამ კუთხით, თუმცა,ვფიქრობ მათი ნაბიჯი სწორი იყო, გამომდინარე იქიდან რომ მეტი სისხლი დაიღრებოდა და მოერიდნენ ისინი ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ არ იყვნენ ფხიზლად და შიდა პარტიულმა კონფლიქტებმა მათ ასე ვთქვათ, თვალები დაუბინდა, ნაკლებად იფიქრეს მათ იმაზე, რასაც აფრთხილებდა ივანე ჯავახიშვილი რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ და ეფიქრათ თვითგანვითარებაზე როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

იოსებ სტალინისა და ნოე ჟორდანიას შეხედულებები ერისა და ნაციონალური საკითხის შესახებ

აღსანიშნავია, რომ ძალზე საინტერესოა იოსებ სტალინის და ნოე ჟორდანიას შეხედულებების შედარება ერთმანეთთან მრავალ საკითხზე და მათ შორის რა თქმა უნდა ნაციონალურ საკითხებზეც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავად ნოე ჟორდანიამ რამდენადმე შეიცვალა პოზიცია ნაციონალურ საკითხებთან მიმართებაში. თუკი თავიდან საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, ანუ საქართველოს ეროვნული იდეისა და ნაციონალიზმის მიმართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე აშკარად შეიცვალა მისი დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ. პრინციპში ეს ლოგიკურიც იყო გამომდინარე იქიდან, რომ ის დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში აღმოჩნდა ის პარტია, საუბარია სოციალ-დემოკრატებზე, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას და ლიდერსაც ნოე ჟორდანია წარმოადგენდა.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის მეორე კონგრესზე მოხდა დაყოფა მენშევიკებად და ბოლშევიკებად, რომელსაც წარმოადგნდნენ, შესაბამისად ნოე ჟორდანია და სტალინი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მსგავსებაა მათ დამოკიდებულებებში ნაციონალური საკითხების მიმართ ნოე ჟორდანიას ნააზრევსა და სტალინის შეხედულებებს შორის (საუბარია ზემოთაღნიშნულ ნოე ჟორდანიას შეხედულებებზე დამოუკიდებლობის მოპოვებამდე).
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნოე ჟორდანია რეალურად გამოყოფდა და აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ნაციონალიზმი რეალურად არ არსებობდა. იგი ძალზე საინტერესოდ ადარებდა ერთმანეთს რუსეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფ ორ ერს პოლონელებს და ქართველებს. იგი აღნიშნავდა, რომ პოლონელებში რეალურად არსებობდა ნაციონალიზმი და ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზები ჰქონდა. პოლონეთი რუსეთთან შეერთებამდე იყო საკმაოდ განვითარებული სახელმწიფო, მას როგორც ჟორდანია ამბობს ჰქონდა საკუთარი სამოქალაქო ცხოვრება განვითარებული, ასევე ვაჭრობა, ანუ პოლონეთს უკვე გარკვეული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული კაპიტალიზმისაკენ, მაშინ როდესაც რუსეთი კვლავ აგრარულ სახელმწიფოდ რჩებოდა, თუმცა ბურჟუაზიული პრინციპები აქაც განვითარებული იყო გარკვეულწილად. ანუ, აქედან გამომდინარე,  შედარებით დაბალი ეკონომიკური და კულტურული  განვითარების ქვეყანამ დაიპყრო მასთან შედარებით მაღალი განვითარების ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს, აქ არანაირად არ იყო განვითარებული, ჟორდანიას მტკიცებით ეკონომიკა.საქართველოში არ არსებობდა ფაბრიკა, რომელსაც შეეძლო მეზობლისათვის, ან სხვა ვთქვათ მხარისათვის მიეცა პროდუქტი, ანუ ქვეყნის შიდა ვაჭრობა, წარმოება არანაირად არ იყო განვითარებული. ამ შემთხვევაში კი მოხდა ის, რომ საქართველო შევიდა მასზე განვითარებული ქვეყნის , რუსეთის მფლობელობაში. რაც შეეხება ვთქვათ ცალკეულ აჯანყებებს რუსეთის წინააღმდეგ, ამასაც მისი აზრით, ნაციონალიზმი, ერის ერთიანი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ არ ედო საფუძვლად. არამედ, ამას ედო ინტერესები, რომელიც ყველა კლასს სხვადასხვანაირი ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფერს ედო აბსოლუტურად რაციონალური სარჩული ნოე ჟორდანიას აზრით. მაგალითად, იგი წერს, რომ 1819 წელს იმერელთა დასამშვიდებლად გაგზავნილი უბრალო გენერალი სასოევი ასეთ რამეს აცხადებდა, რომ იმერელთა სხვადასხვა წოდება სხვადასხვა რამეს მოითხოვდა, არეულობით სხვადასხვა რამეს ფიქრობდაო, ანუ გლეხები აპროტესტებდნენ იმას, რომ საეკლესიო რეფორმებით დამატებითი გადასახადები შემოჰქონდათ, ასევე თავადებს სურდათ მეფის დაბრუნება, რადგან მათ დაკარგეს ძველი პრივილეგიები, ზოგი გლეხი ფიქრობდა არეულობით ესარგებლა და განთავისუფლებულიყო ბატონებისაგან. ანუ, აქედან გამომდინარე, ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებდა. სხვათაშორის, ამ კუთხით იგი საკმაოდ ახლოსაა სტალინის ნააზრევთან, რომელსაც ასევე მიაჩნდა, რომ ნაციონალიზმი , ნაციონალური საკითხი საქართველოში დადგა მას შემდეგ, რაც რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველმა თავადაზნაურობამ დაკარგა პრივილეგიები. ქართველმა თავადაზნაურობამ სტალინის აზრით, ასე ვთქვათ, იუკადრისა უბრალო ქვეშევრდომობა და მოიდომა ქვეყნის განთავისუფლება, რადგან დაებრუნებინა ძველი ფეოდალური წყობილება მეფით სათავეში საქართველოში და დაებრუნებინა ძველი პრივილეგიები. მაგალითად, ნოე ჟორდანია მიიჩნევს, რომ საქართველოში რეალურად მასებში, ქვედა ფენებში ნაციონალიზმი იმიტომ ვერ განვითარდა, რომ ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი საქართველოზე მეტად განვიტარებული ქვეყანა იყო და მასთან შეერთებამ დააჩქარა საქართველოს განვითარებაც, ბატონ-ყმობის გადავარდნა და ქვედა კლასისათვის გარკვეული პრივილეგიების მიცემა, ეს ყველაფერი კი თავისთავად არ ესიამოვნა თავადაზნაურობას და მასში ჩამოყალიბდა ნაციონალიზმი, რასაც დაედო საფუძვლად მათი პირადი ინტერესები. ნოე ჟორდანიას მტკიცებით, საქართველომ პროგრესული ნაციოანალიზმის იდეა ვერ წამოაყენა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა რეალურად ის პროგრესული კლასი, რომლის ნაციონალური ინტერესიც განსაზღვრულ ხანაში არის ინტერესი მთელი ერისა, არ იყო კლასი, რომელიც არის ბურჟუაზია. თუმცა, ბურჟუაზია არის იქ, სადაც არსებობს ეკონომიკა, სადაც არსებობს გარკვეული მრეწველობა, ხოლო საქართველოს ამ კუთხით ნამდვილად ცუდი სიტუაცია ჰქონდა. ამის შემდეგ, ნოე ჟორდანია საუბრობს იმაზე, რომ ქართული ფეოდალური ნაციონალიზმი ჩაქრა, თუმცა მას მოჰყვა შემდეგ ინტელიგენციის ნაციონალიზმი. თუმცა მას ნიადაგი არ ჰქონია, განსხვავებით ფეოდალური ნაციონალიზმისაგან, რომელსაც შეადგენდა მძლავრი წოდების ინტერესები და ამიტომ როგორც ჟორდანია საუბრობს მისთვის სისხლს ღვრიდნენ, ომობდნენ და გამომდინარე იქიდან რომ მისგან განსხვავებით ინტელიგენციის, ლიტერატურული ნაციონალიზმს ნიადაგი არ ჰქონია, არც ერთი წოდების ინტერესი არ თხოულობდა, მისთვის რეალურად არც სისხლს ღვრიდა ვინმე, იგი ინტელიგენციის ამარა დარჩა, დარჩა ცარიელ სიტყვებში. ფეოდალური ნაციონალიზმის გაგრძელებას, შედარებით სხვანაირად გვთავაზობს სტალინი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბატონ-ყმობის გადავარდნამ ასე ვთქვათ, ლახტი დაარტყა ფეოდალურ ნაციონალიზმს საქართველოში და თავადაზნაურთა ნაწილმა უარყო ნაციონალიზმი და რუსეთს გაუწოდა ხელი, სამაგიეროდ მიიღო სხვადასხვა ჯილდო თუ თანამდებობა და სარგებელი, ზოგმა კი დაიმეგობრა კათალიკოსები და ასე ვთქვატ, კლერიკალიზმში გადაიტანა ნაციონალიზმი.
ზემოთთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თანხვდება ნოე ჟორდანიასა და სტალინის მოსაზრებები იმ კუთხით, რომ საქართველოში რეალური, მასობრივი ნაციონალიზმი არ არსებობდა, ადამიანებს იმისათვის სჭირდებოდათ არეულობა, აჯანყებები რომ თავიანთი მიზნები განეხორციელებინათ, რომელიც სხვადასხვა კლასს გააჩნდა განსხვავებული, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
ამის შემდეგ, ძალზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სტალინი გადადის ბურჟუაზიულ ნაციონალიზმზე, იგი საუბრობს იმაზე, რომ უნდოდათ წრე შემოევლოთ ქართული ბაზრისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა ქვეყნების ვაჭრობას და შენიღბეს თავისი ინტერესებით. აქაც თანხვდება გარკვეულწილად, ნოე ჟორდანიას მოსაზრებასც, რომელსაც მაგალითად მოჰყავს ანტისომხური ნაციონალიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ვაჭრობა კონკურენციას ვერ უწევდა. პრინციპში, ესეც იმ ლოგიკას ემყარება, რომ მოცემული კლასიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ახლორციელებდა ნაციონალისტურ იდეებს, ასევე ისიც ლოგიკურია რომ საქართველოს ეკონომიკა ვინაიდან ჩამორჩენილი იყო ქვეყანაში ნაკლებად იყო განვითარებული ვაჭრობა და ამიტომაც ადგილობრივი ბურჟუაზია ვერ უწევდა კონკურენციას საზღვარგარეთულს.
ასევე, ერთერთი მსგავსება ისაა, რომ ნოე ჟორდანია ასეთ რამეს ამბობს, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატია თავისი ერისათვის თხოულობდა კულტურულ ავტონომიას და არა პოლიტიკურს. ამ კუთხით ძალზე საინტერესოა სტალინის მსჯელობა, რომ იგი თანახმაა მოქალაქეობრივ თანასწორიბაზე რუსეთის ერებისა, თანახმაა ენის შენარჩუნებაზე, რუსეთის ერებისა( ასე მოიხსენებდა იგი რუსეთის მიერ დაპყრობილ  ერებს), ანუ იგი თანახმაა კულტურულ დამოუკიდებლობისა, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ თავისუფლებას, იგი აცხადებდა, რომ დიდი ხანია დიალექტიკურმა მატერიალიზმმა დაამტკიცა, რომ ნაციონალური სული არ არსებობს და რაც არ არსებობს მას არ სჭირდება დაცვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში გამოიკვეთა მოცემული ავტორების სკეპტიკური დამოკიდებულება ნაციონალიზმის მიმართ, მათი აზრით, საქართველოს  შემთხვევაში არ არსებობდა ეროვნული, საზოგადოებრივი იდეა, არამედ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად არაორგანიზებული, დაქსაქსული და იმ შემთხვევაში, თუკი ნახავდნენ სარგებელს,როგორც ნოე ჟორდანია საუბრობს ქართველ ფეოდალებზე უკანა პლანზე გადაიწია ნაციონალურმა საკითხმაც. ანუ მისი, ასევე სტალინის მოსაზრება მოცემულ საკითხზე იყო ის, რომ ნაციონალიზმი საზრდოობდა თავადაზნაურთა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, შემდეგ, როგორც სტალინი აღნიშნავს ბურჟუაზიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არ იყო ძლიერი საქართველოში და კონკურენციას ვერ უწევდა სხვა ქვეყნების ვაჭრობას, რის მაგალითადაც ნოე ჟორდანიას მოჰყავს ინტისომხური ნაციონალიზმი. აგრეთვე, ნოე ჟორდანია დადებითად მიიჩნევდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჩვენზე განვითარებული იყო და მასთან ერთად ყოფნა უფრო მეტად უპრიანი იქნებოდა დაბალი ფენებისათვის,ზოგადად, ქართული ეკონომიკისათვის და სწორედ ამიტომ არ არსებობდა რეალურად ნაციონალიზმი, რადგან ქართული ქვედა ფენები თავის რუსეთის შემადგენლობაში უკეთესად გრძნობდნენ.

ქართული იდეოლოგიები სოციალ-დემოკრატია

შესავალი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1918-21 წლებს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, მისი კონსტიტუციისა თუ წევრების შეხედულებები, მათზე მსჯელობა, მათი შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვინაიდან, ამ პერიოდში საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მიიღო კოსტიტუცია, რომელიც იყო ძალზე დემოკრატიული, ვინაიდან მანამ მას მიიღებდნენ მიდიოდა სერიოზული დისკუსიები მასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეთნიკურმა უმცირესობებმა თავად მიიღეს მონაწილეობდა და გარკვეულწილად მათ ინიციატივაზე იყო დამოკიდებული ის, თუ რა თვალსაზრისით განისაზღვრებოდა მათი უფლებები. მართალია, მათი ინიციატივები და მოთხოვნილებები თავიდან ბოლომდე არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, მათ მოუსმინეს და დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თავად მათ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ მთავრობის, ხელისუფლების და ზოგადად, რესპუბლიკის დემოკრატიულობაზე მიუთითებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული იდეებისა და ქართული ნაციონალიზმის მიმართ. თუმცა, აშკარაა ისიც, რომ მათი დამოკიდებულებები მოცემული საკითხების მიმართ რამდენადმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ანუ, შეიცვალა მათი მიდგომები როგორც ეროვნული საკითხების მიმართ, ასევე რუსეთის მიმართაც. აქვე აღვნიშნავ, რომ თავად სოციალ-დემოკრატები თავიდან, არ მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მათ მიაჩნდათ, რომ თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, საქართველოს რუსეთთან ერთად უფრო მეტად შეეძლო წინსვლა, ვიდრე რუსეთის გარეშე , დამოუკიდებლად. ამ ყველაფერს ისინი ხსნიდნენ, რაზეც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებ.ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვება მათ იმ პერიოდშიც, მიაჩნდათ ტაქტიკურ  ნაბიჯად უფრო მეტად, ვიდრე სტრატეგიულად. როგორც ვიცით, გასაგებია თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა იდეოლოგიის მატარებლებიც იყვნენ თავად ქართველი სოციალ-დემოკრატები, თუმცა,  ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომელთაც სოც-დემოკრატების მენშევიკების ფრთა ჯერ კიდევ 1903 წელს გაემიჯნა ლონდონში, პარტიის მეორე კონგრესზე. აქედან გამომდინარე, საქართველო  უკვე  აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ გამოყოფოდა რუსეთს, ვინაიდან იდეოლოგიურად უკვე რუსეთის ხელისუფლებაში განსხვავებული, ბოლშევიკური მთავრობა მოვიდა. ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად საქართველოს რუსეთთან შეერთებაზეც ჟორდანიას განსხვავებული აზრი გააჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და მის შემდეგ, განსაკუთრებით კარგად ჩანდა მისი პოზიცია თუ რაოდენ უარყოფითად შეიცვალა როდესაც 1934 წელს პარიზში გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, სადაც იგი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდა.











ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე

ძალზე საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის დამოკიდებულებაზე ეროვნული იდეებისა და ნაციონალიზმისადმი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ იგი გამოყოფდა სხვა ქვეყანასაც, მაგალითად პოლონეთს და განასხვავებდა ერთმანეთისაგან რუსეთის ზეგავლენას პოლონეთის მიმართ და რუსეთის ზეგავლენას საქართველოს მიმართ.
ნოე ჟორდანია საუბრობდა იმ ფაქტზე, რომ პოლონეთი როდესაც დაიპყრო რუსეთმა , ეს უკანასკნელი იყო მასზე ჩამორჩენილი. ანუ, იგი საუბრობს იმაზე, რომ პოლონეთს გააჩნდა საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა, ვაჭრობა და საკუთარი სამოქალაქო ცხოვრება. რაც შეეხება რუსეთს, ნოე ჟორდანიას აზრით ეს უკანასკნელი პოლონეთზე დაბალგანვითარებული იყო. აქ მოხდა შემდეგი რამ, რომ დაბალგანვითარებულმა ერმა, როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიკურად, დაიპყრო მასთან შედარებით მაღალგანვითარებული ერი, რომელიც დაპყრობამდე პოლიტიკურადაც საკმაოდ განვითარებული იყო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იქნებოდა მოცემულ ქვეყანაში შინაგანი პროტესის მუხტი, რაც რეალურად წარმოშობდა ჟორდანიას აზრით ნაციონალიზმს როგორც პროტესტს. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამგვარად არ იყო საქმის ვითარება, არამედ რუსეთი საქართველოსთან შედარებით განვითარებული იყო. „საქართველოში ე.ი არ არსებობს ფაბრიკა, რომელსაც შეეძლოს მხარის ან მეზობლისათვის თავისი ნაწარმოების შეძლევა, ამ ქვეყნის უმთვარესი ნაწარმოები- პური და ღვინო- სრულიად არ ესაჭიროება მეზობელ ხალხებს“.[1]
ანუ, ამ შემთხვევაში, საქართველო ლოგიკურად არ ჩავარდა უარეს პირობაში,თუკი არ ჩავთვლით გარკვეულ კლასებს, მაგალითად თავადაზნაურობას. ამ შემთხვევაში ნოე ჟორდანიას იმის თქმა სურდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი გააჩნდა და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე არ არსებდა ქვეყანაში ნაციონალიზმის მუხტი. ის საუბრობს კახეთის აჯანყებაზე, იმ დროს როდესაც კახეთი აუჯანყდა რუსებს, ქართლი გაჩუმებული იყო , ხოლო მისი თავადაზნაურობა და თბილისის მოქალაქეები კი რუსებთან ერთად კახეთს ამშვიდებდნენ. ასევე ნოე ჟორდანია საუბრობს სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელზე, რომელიც რუსებს ეუბნებოდა, რომ მიეცათ ერთი პოლკი და მთელ იმერეთს აიღებდა. აქ ანალიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ნოე ჟორდანიას იმის თქმა უნდოდა, რომ საქართველოს არ გააჩნდა ერთიანი ნაციონალური მუხტი, რადგან ის იყო განუვითარებელი, ჩამორჩნილი ქვეყანა. აბსოლუტურად არ არსებობდა კონსოლიდაცია, ვთქვათ, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი კახელებსა და ქართლელებს შორის, როდესაც აჯანყება მოხდა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს შეუკავშირებლობაზე, მის დაბალ განვითარებულობაზე. ასევე, ნოე ჟორდანიას მოაქვს მაგალითი, როდესაც მაგალითად გენერალი სისოევი იყო წარგზავნილი 1819 წელს იმერელთა დასამშვიდებლად, მან ასეთი რამ თქვა,რომ იმერლების სხვადასხვა წოდება არეულობით ცდილობდა სხვადასხვა მიზნისათვის მიეღწია.ხალხს ეგონა, რომ ახალი საეკლესიო რეფორმებით შემოჰქონდათ ახალი გადასახადები,ამის პროტესტს გამოთქვამდნენ, ასევე ფეოდალებს სურდათ იმერეთში მეფის დაბრუნება, რადგან მათ დაკარგეს რუსეთის ქვეშევრდომობაში ძველი პრივილეგიები. ანუ, ერი აბსოლუტურად გაუერთიანებელი იყო მრავალი თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც კლასობრივ დაქსაქსულობას, მაგალითად ის, რომ გლეხები და თავადაზნაურობა სხვადასხვა მიზნისათვის იბრძოდა და ეს ეხებოდა ასევე რეგიონალურ დაქსაქსულობასაც, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, რომ კახეთის დაშოშმინებას ცდილობდნენ თბილისში, იმის მაგივრად რომ მოეხდინათ კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი კი მიუთითებს საქართველოს ჩამორჩენილობაზე. ასევე ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ როდესაც ერი ავითარებს კაპიტალიზმს და ასევე სამოქალაქო შეგნებას ადამიანებში, თუკი შემდეგ იგი დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას, იგი მზად არის ნაციონალიზმისათვის, ვინაიდან როგორც პოლონეთის მაგალითზე აღნიშნავდა ნოე ჟორდანია, ეს არის ერთგვარი შინაგანი პროტესტი ერისა, რომ იპყრობს მასზე დაბალგანვითარებული ქვეყანა და აფერხებს მის წინსვლას, ეს კი იწვევს ნაციონალისტური იდეების წარმოშობასა და მის განვითარებას, საქართველოს შემთხვევაში კი ეს ასე არ იყო, პირიქით, ჟორდანიას აზრით რუსეთთან შეერთება იყო წინაპირობა ქვეყნის განვითარებისა და ეს ასეც მოხდა. რუსეთთან შეერთებამ მოიტანა ის, რომ მეტ-ნაკლებად მოხდა გლეხების ინტერესების გათვალისწინებაც, როგორც ნოე ჟორდანიას ნაშრომიდან ჩანს, რა თქმა უნდა, რუსეთს გლეხების ინტერესების დაცვაში ჰქონდა თავისი ინტერესები, დროის გარკვეულ ეტაპზე ისინი თავადაზნაურთა ინტერესებს უფრო წინაც აყენებდნენ, თუმცა ფაქტი ერთია,რომ რუსეთის შემადგენლობაში მოხდა ბატონ-ყმობის გადავარდნა და სხვადასხვა პროგრესული ნაბიჯების გადადგმა ჟორდანიას აზრით.
ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად გამოდიოდა ასევე მათ მიმართ, ვინც შენიღბული იყო ნაციონალისტური იდეებით და იგი მათ ქმედებებს რეალურ ნაციონალიზმად არც მიიჩნევდა. ეს იყო, პირველ რიგში თავადაზნაურობა. მისი აზრით, მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, თავადაზნაურობამ დაკარგა ძველი პრივილეგიები, აქედან გამომდინარე თავისი ინტერესებისათვის დაიწყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა აქ მთელი ერის ინტერესები არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან რომ ერი იყო დაქსაქსული ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე.
საბოლოოს ჯამში, უნდა ითქვას, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონდა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერს ხსნის, რომ საქართველო იმ დროისათვის ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომ რუსეთთან შეერთებამ საქართველოს რეალურად მოუტანა უფრო მეტი კარგი, მის ეკონომიკურ წინსვლასა თუ ქვედა ფენების ინტერესების გატარებაზე დაიწყო რუსეთმა ზრუნვა, მართალია ამაში იყო მისი ინტერესებიც, თუმცა საბოლოოს ჯამში მაინც დადებითად აისახა საქართველოს განვითარების კუთხით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის შემთხვევას იგი სხვანაირად განიხილავდა, რომ ამ შემთხვევაში პოლონეთის შემთხვევაში მოხდა მაღალი და დაბალი კულტურის შეჯახება, პოლონეთი მაღალი კულტურის წარმომადგენელი იყო, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიც ძალიან განვითარდა, მაგრამ ამავე დროს პოლონეთიც წინ მიდიოდა და სულ ასე წინ უსწრებდა რუსეთს და მაინც, ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აქაც მჟღავნდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის განვითარებამ მაინც დიდი გავლენა მოახდინა პოლონელებზე, მისი აზრით, თუკი ადრე ისინი პოლიტიკურ ავტონომიასაც არ სჯერდებოდნენ, ახლა მხოლოდ იმას თხოულობდნენ, და რომ სრულ დამოუკიდებლობაზე სრულიად აღარ ოცნებობდნენ პოლონელები.ასევე ჟორდანიას პოლონეთის სოციალისტური პარტია მოჰყავს მაგალითად რომელიც ადრე იმ აზრისა იყო, რომ „უკულტურო“ რუსეთის პოლიტიკური განახლება უფრო რთულია, ვიდრე პოლონეთის განთავისუფლება, ამიტომ მისი პროგრამის პირველი მუხლი იქნებოდა მოთხოვნა პოლონეთის დამოუკიდებლობისა.
ამის შემდეგ, უკვე ნოე ჟორდანია საუბრობს იმაზე, რომ დაიწყო რუსეთის რევოლუცია და მას შემდეგ, რაც პოლონელები მიხვდნენ, რომ რუსეთი არც ისე უკულტუროა, როგორც მათ ეგონათ პარტიაში მოხდა გახეთქილება და უმრავლესობამ თავი დაანება ნაციონალური პროგრამას, დაუახლოვდა სოც-დემოკრატიას , ხოლო გამოყოფილი უმცირესობა კი მიილტვოდა წმინდა ნაციონალიზმისაკენ.
ასევე ძალზე საინტერესოა ჟორდანიას მიმართება რუსეთთან იმ კუთხითაც, რომ ნოე ჟორდანია წერს, საქართველოში ნაციონალისტები იმას საუბრობდნენ,რომ ჩვენი ქვეყანა ადრე ყვაოდა, რუსეთის შემოსვლამდე, ისინი „ისარში“ წერდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პოლიტიკური ბატონობა დაიწყო საქართველოში, ქართული მწერლობა და პრესა არასდროს ყოფილა მდიდარი. ამის საპასუხოდ კი ნოე ჟორდანია საუბრობს, რომ ქართული პრესა აღორძინდა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში , ხოლო პირველი ქართული გაზეთი მთავრობის ინიციატივითა და ხარჯით გამოვიდა. თავისთავად იგრძნობა, ნოე ჟორდანიას დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იმ კუთხით, რომ ამ ყველაფერმა საქართველოს ძალზე ბევრი სასიკეთო რამ მოუტანა პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ამის დასტურად მოჰყავს მტკიცებულებები, თუ რა იყო საქართველო რუსეთის შემოსვლამდე და რა იყო მის თანამედროვე პერიოდში და საუბრობს ამ განსხვავებაზე, ასევე იმაზე, რომ ადამიანებმა იციან რა არის მათთვის სასიკეთო, აქ საუბარია უმრავლესობაზე, რომლისთვისაც თავისთავად უკეთესობისაკენ შეიცვალა პროცესი, გამონაკლისია მხოლოდ უმცირესობა, კერძოდ კი თავადაზნაურობა, რომლისთვისაც არ შეცვლილა უკეთესობისაკენ ყოფა და იმისათვის რომ დაებრუნებინათ თავიანთი ძველი პრივილეგიები, ახდენდნენ ეროვნული იდეების აპელირებას, თუმცა, რეალურად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთისადმი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (უმეტესად გამახვილებული იქნება ყურადღება ემიგრაციაში დაწერილ ნაშრომის მიხედვით)

ამ შემთხვევაში ძალზე  საინტერესოა ნოე ჟორდანიას დამოკიდებულების ცვლილებები. განსაკუთრებით კი შევეხები მის იმ ნაშრომს, რომელიც მან დაწერა უკვე იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს არათუ მოპოვენული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არამედ უკვე ემიგრაციაში იმფოფებოდა საქართველოს 1918-21 წლების ხელისუფლება.
თავიდანვე, ნოე ჟორდანია საინტერესოდ საუბრობდა ისტორიაზე, იგი იწყებს სწორედაც საქართველოს ისტორიული მიმოხილვით. პირველ რიგში, მას მაგალითად მოჰყავდა მირიან მეფე და ვახტანგ გორასალი. აქ იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე. როგორ შეუძლია პატარა ერს თავი გადაირჩინოს მრავალ დიდ ერს შორის. მას სამაგალითოდ მოჰყავს სწორედ მოცემული მეფეები, რომლებიც ატარებდნენ ლავირების პოლიტიკას. ისინი ძალზე ჭკვიანურად იქცეოდნენ და მოხერხებული პოლიტიკის ხარჯზე ახერხებდნენ იმას, რომ თავი გადაერჩინათ. ასევე იგი საუბრობდა იმ დროზე, როდესაც ძალზე გართულდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, როდესაც იგი მოექცა მუსულმანურ იზოლაციაში, ამ შემთხვევაში, არსებობდა ქრისტიანი ერიც, ბიზანტია, თუმცა  საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მოცემულ ქვეყანას ბიზანტიას არ დაუკავშირა და ჟორდანიას აზრით, სწორადაც მოიქცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოზე აგრესიულ პოლიტიკას გაატარებდნენ მუსლიმი მეზობლები, რაც ქვეყნისათვის არ იქნებოდა სახარბიელო. აქ დავაკვირდეთ იმას, რომ უკვე იკვეთება, ნოე ჟორდანიას აზროვნება რამდენადმე შეცვლილია. იგი საუბრობს ლავირების პოლიტიკაზე, ქვეყნის გადარჩენაზე, რაშიც იგრძნობა ეროვნული მუხტი. სწორ მიმართულებაზე, პატარა ქვეყნის გადარჩენის პოლიტიკაზე, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, 1908 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში „ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი“, სხვანაირად საუბრობდა, რაზეც ზემოთ გავუსვით ხაზი. იმ შემთხვევაში იგი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე დიდ ყურადღებას არ ამახვილებდა, ამბობდა იმას, რომ თუკი ერისათვის, მისი წინსვლისათვის და განსაკუთრებით კი ქვედა ფენების ინტერესების განსახორციელებლად უკეთესი იქნება სხვა ქვეყნის მფლობელობაში ყოფნა, მაშინ უკეთესი იქნება ასეთი ყოფა. ანუ, საქართველოს მაგალითზე, ჩვენი ქვეყნისათვის მისი აზრით უკეთესი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ქვეყნის განვითარებისათვის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით, აგრეთვე, რაც მთავარია ქვედა ფენების ინტერესების უკედ განსახორციელებლად.
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაეცა ბიზანტია. ამ შემთხვევაში რუსეთი წარდგა, ასე ვთქვათ ბიზანტიის მემკვიდრეობის გაგრძელებად. აი სწორედ ამ დროს შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ვითარება არ შეცვლილა საქართველოსათვის, ჟორდანიას აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე მუსლიმურ ქვეყნებს ეომებოდა ბიზანტია, ხოლო ახლა ეს მოვალეობა თავის თავზე უნდა აეღო რუსეთს. ამ შემთხვევაში, ლოგიკურად საქართველოს მეფეებს უნდა გაეგრძელებინათ წინამორბედების მიდგომები , უნდა განეხორციელებინათ ლავირების პოლიტიკა, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ქართველმა მეფეებმა შეცვალეს თავისი მიდგომა. იგი საუბრობს კახეთის მეფე ალექსანდრეზე და გიორგი მეათეზე, რომლებმაც რუსეთს გაუგზავნეს ელჩები, რათა თავის ქვეშევრდომობაში მიეღოთ საქართველო. აქვე ქართველი მეფეების უვიცობაზეც საუბრობს ნოე ჟორდანია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, მაშინ რუსეთს არანაირად არ შეეძლო საქართველოსთან რაიმე კუთხით სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის ის გეოპოლიტიკურად ძალზე მოშორებული იყო საქართველოსაგან. ანუ, აქვე დავაკვირდეთ იმას, რომ ნოე ჟორდანიას რიტორიკა აბსოლუტურად შეცვლილია რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. ის უარყოფითად უყურებს იმ მეფეებს რომლებიც დაუკავშირდნენ რუსეთს, ვინაიდან ერთი მხრივ,მათ არ გააგრძელეს თავიანთი წინაპარი მეფეების ლავირების პოლიტიკა, რამაც გადაარჩინა ამდენი ხნის განმავლობაში მეტ-ნაკლებად საქართველო და ასვევ ხშირად როგორც საუბრობს ჟორდანია გადაარჩინა აოხრებას, განსხვავებით სომხებისაგან და სხვა პატარა ქვეყნებისაგან. ასევე საუბრობს ქართველ გუსართა პოლკზე, რომელიც 1739 წელს თათრების წინააღმდეგ იბრძოდა და საპასუხოდ რუსეთი არაფრით ეხმარებოდა საქართველოს. ასევე საუბრობდა ძალზე საინტერესო ფაქტზე, 1854 წელს ყირიმის ომის დროს, როდესაც ოსმალეთის ინიციატივა იყო საქართველოში ჯარების შემოყვანა და შემდეგ აქედან და ამ გზით ყარსიდან და მთელი ამიერკავკასიიდან რუსეთის ჯარების განდევნა. თუმცა, რეალურად საფრანგეთისაგან განსხვავებით ამას ინგლისმა არ დაუჭირა მხარი, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ სურდა რუსეთისაგან გამოყოფა, ვინაიდან საქართველოს ჯარი იბრძვის რუსის მხარდამხარ. ამ ყველაფერს ნოე ჟორდანია საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა. მაშინ როდესაც 1908 წელს საკმაოდ სიღრმისეულად ხსნიდა და ამართლებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ არსებობდა რეალურად ნაციონალიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან შეერთებით საქართველოს ჰქონდა უფრო მეტად წინსვლის პერსპექტივა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ თუკი ადრე თავად-აზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი ცდილობდნენ გაეღვივებინათ ნაციონალიზმის ელემენტები რომელიც რეალურად ვერ ხდებოდა ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო, ახლა იგი თავადაზნაურობას ადანაშაულებდა იმაში, რომ 1901 წელს მათი ინიციატივით გაიმართა დღესასწაული საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავთან დაკავშირებით.





დასკვნა
საბოლოო ჯამში, ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ ნოე ჟორდანიამ შეიცვალა თავისი დამოკიდებულება როგორც რუსეთის მიმართ, ასევე ეროვნული საკითხების მიმართაც. პრინციპში, მოცემული ნაშრომი, რომელზეც იყო ყურადღება  უკვე შემდეგ პერიოდში გამახვილებული,  დაწერილი იყო, ემიგრაციის პერიოდში. ლოგიკურიცაა რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ეროვნული იდეების მამართ სოც-დემოკრატებს სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ამან , ვფიქრობ გარკვეული გავლენა მოახდინა მათ გულუბრყვილო პოლიტიკაზეც. ისინი ძალზე იყვნენ თავიანთი იდეებით გატაცებულნი, ამის მიხედვით ეპაექრებოდნენ ქვეყნის შიგნით სოციალისტ-ფედერალისტებსა და ეროვნულ-დემოკრატებს, საბოლოოდ კი მოხდა ის, რომ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობა გადაყვა. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებას ზედმეტად ენდვნენ და სამაგიეროდ არ გაითვალისწინეს ივანე ჯავახიშვილის რჩევები იმაზე, რომ ჰქონოდათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და კარგად დაკვირვებოდნენ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ეზრუნათ სამხედრო ძლიერებაზე, ვინაიდან შესაძლებელია მოეგერიებინათ წითელი არმიის თავდასხმა.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მათი შემობრუნება რეალური პოლიტიკისაკენ, დანახვა იმისა,რომ ერი ყველაზე უკედ ვითარდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებელია.ამან კი შეცვალა ჟორდანიას დამოკიდებულება რუსეთს იმპერიის მიმართაც, ვინაიდან თუკი ის საუბრობდა თავიდან იმ მხარეებზე, რაც რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შესვლამ გამოიწვია, შემდეგ უკვე მან შეიცვალა თავისი დამოკიდებულება და იმ შეცდომებზე საუბრობდა, რამაც მოახდინა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.



[1] „ქართული მემარცხემეობის ქრესტომათია“ იხ თავი ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი (გვ33)

ანგოლა -

  სად უნდა იშოვოს ადამიანმა დიდი ფული ? იქ სადაც დიდი რესურსებია, არეული პოლიტიკური მდგომარეობაა, არც ხალხია დიდად განვითარებული, რომ მალე დააწყნაროს სიტუაცია და ელიტაც შესაბამისი ჰყავს. ამი ყველაზე კარგი მაგალითი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არსებული რუსეთია, ამჟამად მსგავსი ქვეყნების პირველ ათეულს ალბათ აფრიკული სახელმწიფოები შეავსებენ და ახლა კი ამ ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი ანგოლა. სადაც ალბათ $ 50.000 მქონე ჭკვიანი ავანტიურისტი 2 წელიწადში მილიონერად გახდომას შეძლებას. ახლა კი თუ რატომ არის ეს ყველაფერი რეალური და შესაძლებელი. 
    ანგოლა ცენტრალური აფრიკის სამხრეთ ნაწილშია, ატლანტის ოკეანეზე აქვს გასასვლელი და მოსაზღვრეებიც მისი მსგავსი ყავს, ჩრდილოეთით კონგო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლკა, აღმოსავლეთით ზამბია, სამხრეთით ნამიბია, ატლანტის ოკეანესთან სიახლოვის მიუხედავად ანგოლაში ნალექების რაოდენობა დაბალია, თუმცა ძალიან ცხელიც არ არის და არც რელიეფი აქვს რთული, ასე, რომ მომავალ ავანტიურისტს აღჭურვილობაზე ბევრი ზრუნვა არ დასჭირდება, ქვეყნის ფართობი 1.2 მლნ კვ/კმ - ია, რიტაც აფრიკის მასშტაბით მე-7 არის. მომავალ ავანტიურისტს საქმე, რომ გავუადვილოთ ჯერ მოსახლეობის დახასიათებით დავიწყებ ანუ ვის შეხვდება ანგოლაში,  ქვეყნის მოსახლეობა ამჟმად 24 მლნ ადამიანს უდრის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, (ისე 1970 წლის შემდეგ აღწერა ჩანატარები არ ჰქონდათ, არ ეცალათ 1975 - 2002 წლებში ომობდნენ, ( ერთმანეთში)).  ამ 24 მლნ ადამისთვის სახელმწიფო ენა პორტუგალიური არის, ყოფილიმა მეტროპოლიამ უსასყიდლოდ დაუტოვათ და ძალიანაც ადგებათ, დღეისათვის მოსახლეობის 39 % - თვის პორტუგალიური მშობლიური ენა არის, სახელმწიფო ენის გარდა აქვთ ეროვნული ენები, უმბუნდუ, კიმბუნდუ, კიკონგო, უჩოკვე, უკვანჲამა და ნგანგუელა, ექვსივე ბანტუს ენები, უმბუნდუ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია და მოსახლეობის დაახლობით მესამედისთვის მშობლიური ენა არის, დედაქალაქ ლუანდას საკუთარი ენა აქვს კიმბუნდი. უცხო ენებიდან ინგლისური და ფრანგული საკმაოდ გავრცელებულია ასე რომ ჩვენს ავანტიურისტს არ გაუჭირდება. 
         მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ენობრივზე უფრო მეტად ჭრელია, სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი გამოიყოფა, რომლეთა ურთიერთობაში, რომელიც ძირითადად დაპირისპირებაში გამოიხატება, წყდება კიდეც ქვეყნის ბედი. მოსახლეობის მესამედი არის თითქმის ოვომბუნდუები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ქალაქების ძირიტადი მოსახლეობა არიან, მოსახლეობის დაახლოებიტ მეოთხედი არიან ამბუნდუები, რომლებიც ლაპარაკობენ კიმბუნდუს ენაზე და დაახლოებით 15 % არის ბაკონგოს ხალხი, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილო ნაწილშია განსახლებული. ამათ გარდა პატარა მაგრამ ხსენების ღირსი ჯგუფები არიან, განგუელები, ნჲანეკა-ნკჵუმბიები, ოვამბოები, ჰერეროები, ჩოკვეები, ქინდონგები და ჵოისანები.  ამათ გარდა ქვეყნაში ცხოვრობენ ევროპელებიც, აბსოლიტური უმეტესობა პორტუგალიელებისა, 1975 წლის 11 ნოემბერს, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა ქვეყანაში დაახლოებით 350,000 პორტუგალიელეი იყო, დამოუკიდებლობა ომში გადაეზარდათ და ამათაც თავს უშველეს, ახლა ისევ ბრუნდებიან და მათი რიცხი დაახლოებიტ 200,000 არის ასული უმეტესობა ავანტიურისტები არიან. აზილებიც ყავთ ანგოლაში, რა გასაკვირია და ჩინელები, ოფიციალურად 100,000 ადამიანი, რეალურად 300,000 - მდე, ამათ შორის უმეტესობა ავანტიურისტების დამხმარეები არიან და მხოლო მცირე ნაწილი ავანტიურისტები. 
ეთნიკური ჯგუფები ანგოლაში
       ახლა რელიგიური შემადგენლობა, რაც ყველაზე მეტად ჭრელია დაახლოებით 1,000 - მდე რელიგიური დაჯგუფება ადიდებს ღმერთს. უმეტესობა ქრისტიანებად ითვლებიან, მოსახლეობის დაახლოებიტ 50 % აცხადებს, რომაულ - კათოლიციზმს მივდევო, დაახლოებით 25 % - ს , პროტესტანტობაზე აქვს პრეტენზია, ქრისტიანობის სხვე მიმდინარეობებსაც არ აკლიათ შემომწირველები, გვაყვენ მეთოდისტები, ლუთერანები, ბაპტისტები, რეფორმისტები, ადვენტისტები, ახალსამოციქულო ეკლესია და ანგლიკანებიც კი. ქვეყანაში ასევე ჰყავთ მუსლიმი მოსახლეობა ანგოლის სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებით დაახლოებით 100,000, საერთაშორისო მუსლიმური თემი ამბობს 350,000 მლოცველის ხმა მისდისო ალაჰს და კიდევ რა თქმა უნდა იეჰოვას მოწმეები, თუმცა ამ არეულ ხალხს ჯერ ბოლომდე ვერ აიძულეს ერთ მინდორში ძოვა. 
      ახლა ავანტიურისტმა შეიძლება იფიქროს ასეთ არეულობაში, როგორ უნდა გავერკვეო, მაგრამ სწორედ ის არის კარგი, რომ ამხელა არეულობაა და თან არც გარკვევაა რამეში საჭირო. ახლა ცოტა ისტორიას გადავხედოთ, რათა დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ აქ ცოტა ხანი კიდევ შეძლებს ჭკვიანი ადამიანი ფულის ჭრას.  XVII საუკუნემდე სანამ, პორტუგალიელები მოაგნებდნენ ამ მიწას, აქ პატარა სამეფოები იყო, რომლებიც ნახევრად დამოუკიდებელ ვასალურ მდგომარეობაში იყვნენ, პორტუგალიელები რომ მოვიდნენ, მოიტანეს ევროპული ნათელი და მთელი ანგოლის მოსახლეობას მიეცა საშუალება დაესვენა ფლორიდისა თუ კურიტიბას ბამბის პლანტაციებში. მაგრამ ყველამ არ ისურვა და ცოტა მოსახლეობა შერჩა კიდეც ამ მიწას, უკვე 1960 წლიდან ამათაც დაიწყეს გაზეთების კითხვა და რადიოს მოსმენა და აღმოაჩინეს, რომ აფრიკაში დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა იყო გაშლილი და ანგოლაშიც აფრიკულად დაიწყეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ერთდროულად 3 ძალა გაჩნდა რომელსაც უნდოდა მიეღწია ანგოლის განთავისუფლებისათვის, პირველი იყო FNLA ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტი, ამათი ლიდერი იყო ჰოლდენ რობერტო, ეს იყო გასამხედროებული დაჯგუფება და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთდროულად იღებდა დახმარებას, აშშ-ს, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმნიის, ისრაელის, რომელთაც 1963 - 1969  წლებში დახმარება გაუწიეს, მათი წევრები ტრენინგებზე დაჰყავდათ ისრაელში და თვით რობერტოც სტუმრობდა ისრაელს, ჩინეთის, რომელთაც 112 სამხედრო ინსტრუქტორი გაუგზავენს 1964 წელს, რუმენითის და ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაშინდელი ზაირის მიერ, ის ძირითადად ბაკონგოს ეთნიკურ ჯგუფს ემყარებოდა, 1992 წლის არჩევნებზე მთელი 2.4 % მიიღეს და 5 ადამინიც შეიყვანეს პარლამენტში, 2008 წელს ცუდად წაუვიდათ საქმე 1,11 % და 3 ადგილი მიიღეს. 
       მეორე დაჯგუფება იყო, ანგოლის განმანთავისუფლებელი სახალხო მოძრაობა, (MPLA), მისი მეთაური იყო აუგისტინო ნეტო, ეს იყო მარქსისტული გაერთიენება, ძირითადად ემყარებოდნენ ამბუნდუს ეთნიკურ ჯგუფს და შეძლეს ის, რომ გაყარეს პორტუგალიელები, დაამარცხეს ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლეებლი ფრონტი და მესამე დაჯგუფება სახელად ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის.(UNITA) იმ დროს საბჭოთა კავშირი და კუბა ორივე ეხმარებოდნენ იარიღით ცოცხალი ძალით და ცოდნით. მართალია კომუნიზმის დამყარება სამოქალაქო ომში გადაეზარდათ მაგრამ ომი წარმატებით დააგივირგივნეს, 1992 წლის არჩევნებში პარლამენტის 220 ადგილიდან 129 დაიკავეს, 2008 წლის არჩევნებში 191, ხოლო 2012 წლისაში 175, ყოველშემთხვევაში ძალაუფლება ჯერ კიდევ მყარად უჭირავთ და პარტიად ქცეულ დაჯგუფებას ამჟამად ჟოსე ედუარდო დოს სანტოსი ხელმძღავნელობს, ანუ ეს კაცია ავანრიურისტმა ვინც უნდა ასიამოვნოს. 
    და მესამე დაჯგუფაბეზეც ცოტა რამ, ის დაარსა იონას სავიმბიმ, ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის ძირითადად ეყრდნობოდა ოვიმბუნდუს ეთნიკურ ჯგუფს, იარაღს აშშ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აწვდიდნენ, ისინი ასევე ღებულობდნენ დახმარემას, ბულაგრეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ეგვიპტის, მაროკოს, ისრაელის, საუდის არაბეთის, ზაირის და ზამბიისაგა. ანუ აქ ვერ გაარკვევ ვინ ვისკენ იყო და ვინ ვის რატომ ეხმარებოდა. 

განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
ლიდერები და მათი ტერიტორია
        ახალ ცოტა რამ ომის მიმდინაროებაზე, რომელსაც 400,000 ანგოლელი ემსხვერპლა და 4,000,000 დევნილად აქცია. პორტუგალიში დიქტატურის დამთვარების შემდეგ გადაწყდა ანგოლისთვისაც მიეცათ დამოუკიდებლობა და ომიდან პორტუგალია გასული, 1975 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევენები, მაგრამ კომუნისტებს გულმა არ მოუთმინათ და ძალაუფლება ხელში უკანონოდ ჩაიგდეს და სამოქალაქო ომმაც იფეთქა, ანგოლის ეროვნულ განმანთავისუფლებელი ფრონტი მალევე გამოეთიშა ასპარეზობას, ეროვნული გაერთიეანებას ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის ქვეყნის აღმოსავლეთი შეხვდა ნაკლებად დასახლებული და რესურსებიტაც ნაკლებად მდიდარი, თუმცა ალმასების გაყიდვით კი გაჰქონდათ თავი და ომსაც ახერხებდნენ, 1991 წლამდე ასე გრძელდებოდა, თუმცა ამ დროს მარქსისტებმა იგრძნეს საბჭოთა მხარდაჭერის შემცირებაც და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთბობიც გაიაფდა და ამიტომ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც 1991 წელს ლისაბონში გაფორმებული ხელშეკრულებით დასრულდა, საბჭოთა კავშირი, აშშ და მეომარი მხარეები შეთანხმდნენ, რომ 1992 წელს არჩევნები გაემართათ, გამართეს კიდეც, ხმების ხმების 49.5 % შეხვდათ კომუნისტებს დანარჩენი ეროვნულ გაერთიეანებას ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის. შედეგი კი ის დადგა რომ, სავიმბიმ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ომიც გაგრძელდა, ვიდრე 2002 წელს სავიმბი არ ააფეთქეს, რის შედეგადაც ეროვნული გაერთიეანება ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის, მთავრობასთან შეთანხმებაზე წავიდა და დამყარდა PAX MPLA. 
       ახლა მიმდინარე მდგომარეობა და ანგოლის ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკა ნედლეულის ექსპოტზეა დამოკიდებული, მთვარი საექსპორტო ნედლეული ნავთობია, დღეში დაახლოებით 1.8 მლნ ბარელს მოიპოვებენ, რაც ნიგერიის შემდეგ მეორე არის აფრიკის მასშტაბით, ნავთობს ექსპორტის შემოსავლების 95 % მოაქვს, ხოლო მოპოვებული ნავთობის 60 % კაბინდას რეგიონიდან მოდის, შედეგად კაბინდაში არსებობს მოძრაობა, რომელიც მის დამოუკიდებლობას ითხოვს და იარაღის გამოყენებაზეც არ იხევს უკან, ანგოლის ცენტრალური მთვარობა იძულებულია რომ იქ მუდმივად ყავდეს განთავსებული 4,000 ჯარისკაციანი შენაერთი, ამას გარდა პრობლემები აქვთ კონგოსთან, რადგან ანგოლელების მტკიცებით ისინი ეხმარებიან სეპარატისტებს, კაბინდას მდებარეობამ წარმოქმნა ასევე პრობლემები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან რომელიც თავისი 200 მილიანი საზღვაო ეკონომიკური ზონით კვეთს ანგოლის ინტერესებს. 
კაბინდა
       ნავთბის გარდა ქვეყნაში მნიშვნელოვანი რესურსია, ბუნებრივი აირის საბადოები, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, სპილენძი და ალამსები. ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნის სიახლოვე თევზსარეწ ზონასთან, რასაც ბენგელას დინება განაპირობებს, რომელიც ქვეყნას ჩაუვლის. 
              სწორედ ამ უზარმაზარმა რესურსულმა ბაზამ, მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, რომ მიეღწიე სრაფი ეკონომიკური აღმავლობისთვის,  ქვეყნის მშპ 2014 წლის მონაცმებით 175,5 მლრდ დოლარი არის, ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი 8,2 ათასი დოლარია. ( საქართველო 7 ათასი დოლარი( და ესეც ტყულია)). მშპ 2012 წლეს 5,2 % - ით გააიზარდა, ხოლო 2013 წელს 6,8 % - ით, 2014 წელს მცირე ჩავარდნა აქვთ 3,9 %. ანგოლის ეკონომიკაში სოფლის მეოურნეობა მშპ-ს 10 % -ს ქმინს, ინდუსტრია 60 % - ს, ხოლო დანარჩენი მოსახურების სფეროზეა, დასაქმების მიხედვით კი მოსახლეობის 85 % სოფლის მეურნეობას არის მიწერილი, დარჩენილი 15 %, ინდუსტრიას და მომსახურებას ორივერს ერთად, სინამდვილეში კი მოსახლეობის მეოთხედი დაუსაქმებელია, ანუ ქართული ვარიანტი გვაქ, სტატისტიკა ასაქმებს რეალურად კი დაუსაქმებლები/უსაქმურები არიან. სამაგიეროდ ის ზემოთ ნახსენები ჩინელები და პორტუგალიელები მუშოაობენ და ანგოლაშიც არის შეგვჭამეს ჩინელებმა-ს მსგავსი გამოთქმა, ჩინეთი ქვეყნის ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია, ანგოლა ჩინეთისთვის ნავთობის ნოემრ მეორე მიმწოდებელია, ჩინეთმა ანგოლაში 25 მლრდ აშშ ინვესტიცია ჩადო, შედეგად კი მიიღო სასურველ რესურსებზე წვდომა და ამ 2 მლრდ - ს ასათვისებლადაც იმდენი ხალხი ჩაიყვანა სამუშაოდ. ჩინეთზე მოდის ანგოლის ექსპორტის 45 % და იმპორტის 20 %. ანგოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა პორტუგალიასთან, ბევრი ახალგაზრდა პორტუგალიელი ტოვებს სამშობლოს და მიდის ანგოლაში, რადგან ქვეყნაში დეფიციტია, განათლებული და გამოცდილი მუშახელის, განსაკუთრებით განათლების, მართვის და მედიცინის სფეროში. პორტუგალია ანგოლის იმპორტის 20 % - ს იკავებს. ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, აშშ, სარ, ინდოეთი და ბრაზილია. ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემაა ინფალიციაც ბოლო წლებში საშუალოდ 7 %, ასეთი ტემპით ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დონე, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ შეძლებს, მით უმეტეს ანგოლა სამომხმარებლო საქონლის დიდი ნაწილის იმპორტს ახდენს. 
ანგოლის რესურსები
         ახლა ის თუ რამაც უნდა გააბედნიეროს, ჩვენი ავანტიურისტი და ფრთები გააშლევინოს.  ანგოლაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 52 წელი არის, მოსახლეობის 30 % წერა-კითხვის უცოდინარია, 70 % დღეში $ 2 -ზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს და 47 % - ს წვდომა არ აქვს სასმელ წყალზე და ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის 2013 წლის მონაცმებით ანგოლა 177 ქვეყანას შორის 153 იყო კორუფციის დონით. ეკონომისტებმა ცოტა იწვალეს და გამოთალეს რომ 2000-2005 წლების შუალედში ანგოლაში მშპ - ს 10 %, კორუფციაში წავიდა, მაშინ ეს 4 მლრდ დოლარი იყო. კიდევ ერთი ინდექსი ჯინი ინდექსი, რაც ანგოლაში 4,2 ტოლია, ამის მიხედვით შემოსავლები ქვეყანაში ძალიან ცუდად არ ნაწილდება, თუმცა მე არ მჯერა. 
 და კიდე ავანტიურისტი სრულიად არ ნიშნავს რაიმე ცუდს, თავგადასავლების მოყვარულს ნიშნავს, მოთავგადასავლეს. 

         



ურუგვაი ხოსე მუხიკას შემდეგ

 ურუგვაი სამხრეთ ამერიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, სადაც განსხვავებული ტიპის მმართველობა და განსაკუთრებული ელიტა ჩამოყალიბდა. მეტი ვიდეოში.