Blog for geopolitik and etcetera / ბლოგი გეოპოლიტიკაზე და არა მარტო / Blog für geopolitik und etcetera.
Dieses Blog durchsuchen
ირან - ამერიკის ურთიერთობები
ყატარზე
ყატარს მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ყავს საუდის არაბეთის სახით, თუმცა მის მეზობელაბად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ბაჰრეინი, ირანი და გას. ქვეყანა მდებარეობს სპარსეთის ყურეში, მისი მდებარეობით ის კულტურულ რეგიონს შორის არის, ჩრდილოეთით ირანული კულტურა დანარჩენი მხრიდან არაბული, მისმა ასეთმა მდებარეობამ მის ისტორიაზეც დიდი გავლენა მოახდინა, ქვეყანა სულ მეჩხრად იყო დასახლებული, ქვეყნის დღევანდელ სახით ჩამოყალიბაბზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა 1760 წელს ალ ტანის კლანის ბედუინების მიერ ქვეყნის დაკავებამ, რომელთაც ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილი დაიკავეს, 1766 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ასევე უტუბის კლანის ორი დაჯგუფება ალ-ხალიფა და ალ-ჯალამა, რომელთაც შეძლეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ძალაუფლების აღება, 1777 წელს სპარსელებმა მაოხდინეს ბასრის ოკუპირება შედეგად ქალაქი ბასრა და ქუვეიტი დატოვა მრავალმა არაბმა რომელთა დიდი ნაწილი ყატარში დასახლა და რომელთა უმეტესობაც ვაჭრები იყვნენ, ალ-ტანისა და ყტუბის კლანის დაჯგუფებებს შორის ხშირი იყო დაპირისპირება ძლაუფლების გამო, 1783 წელს ალ - ხალიფას დაჯგუფება შეძლო ნახევარკუნძულის დაცვა სპარსელების შემოტევისგან და თვითონ დაიპყრეს ბაჰრეინი, ბაჰრეინის დაპყრობის შემდეგ მისი კლანის დიდი ნაწილი კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად, რამაც ალ-ტანის კლანს რიცხობრივი უპირეტესობა მისცა, შედეგაგ მათი ცენტრი დოჰა თანდათან გაძლიერდა და მიაღწია ნახევარკუნძულის ბატონობას, ალ-ტანის დინასტიის დაარსების თარიღად 1822 წელი ითვლება, 1820 წლიდან ყატარით ინტერესდება ბრიტანეთის აღმოსავლეთის კომპანია, საკუთარი სავაჭრო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ყატარი მნიშვნელოვანი ტერიტორია აღმოჩნდა. დაპირისპირება ყატარელებსა და ბაჰრეინლებს შორის დიდხანს გრძელდებოდა ვინაიდან ბაჰრეინი არ აღიარებდა ყატარის ცალკე მმართველობას და ყატარის მმარველი კლანი ამ ყველაფერში ცდილობდა დასახმარებლად დანარჩენი ვაჰაბიტი არაბების დახმარების მიღებას, 1847 წელს ბაჰრეინელებმა შეძლეს ყატარელების დამარცხება ბაჰრეინელებმა დაანგრიეს ქალაქი ალ ბიდა და მოსახლეობა ბაჰრეინშ გადასხლეს, 1851 წელს ნაჯდის მმართველი ფაისალ იბნ თურკი დაიძრა ყატარელების დასახმარებლად, ბაჰრეინის წინააღმდეგ, შედეგად ბაჰრეინელები დამარცხდნენ ინგლისს სთხოვეს პროტექცია მათ კი დაეკისრათ 4000 გერმანული კრონის ვაჰაბიტებისთვის. 1867 წელს სიტუაცია ბაჰრეინსა და ყატარს შორის ისევ დაიძაბა, ბაჰრეინელბი თავს დაესხნენ დოჰას და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებს, სიტუაცია საბოლოოდ ბრიტნაელების ჩარევამ დაარეგულირა, ყატარმა ასევე მიიღო ინგლისური პროტექცია, რის შედეგადაც ბაჰრეინი და ყატარი საბოლოოდ დასცილდნენ ერთმანეთს და დამოუკიდებელი განვითარების გზაზე დადგნენ, 1871 წლიდან ოსმალები ეცადნენ ყატარზე გავლენის მოპოვება რაც კიდეც მოახერხეს და მათი წარმომადგენლები ერთვებოდნენ ყატარის მმართველობაში, დოჰაში გაჩნდა ოსმალური გარნიზონი, ოსმალებისგან თავდასაცავად ქასიმ ალ თანიმ მიმართა ვაჰაბიტებს, რომლებიც საუდიტების მმართველობის ქვეშ იყვნენ, 1913 წელს საქმეში ბრიტანელები ჩაერივნენ, რათა მოეხდინათ ოსმალების განდევნა და ვაჰაბიტების გავლენის შემცირება, 1916 წელს ყატარის ტერიტორია ბოლო ოსმალურმა შენაერთმაც დატოვა და ქვეყანა ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოექცა, 1930 წელს ყატარის ეკონომიკის მთავარ პროდუქციას მარგალიტებს დიდი პრობლემა შეუქმნა იაპონურმა ხელოვნურად გამოყვანილმა მარგალიტებმა, თუმცა უკვე 1939 წელს მოხდა ნავთობის პირველი საბადოების აღმოჩენა რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ყატარის მომავალი განვითარების მიმართულება. ყატარის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიელაბ მიღებულ პრაქტიკად იქცა 1913-1949 წლებში ქვეყანას მართავდა შეიხი აბდულა ბინ იასიმი, 1949 – 1960 წლებში ალი ბინ აბდულა ალ-ტანი, 1960 წელს აჰმად ბინ ალი ალ-ტანიმ მამასი ხელისუფელბას ჩამოაშორა და თვითონ მარტავდა ქვეყანას 1972 წლმადე ვიდრე თვითონ არ იქნა ხალიფა ბინ ჰამად ალ-ტანის მიერ პუტჩის გზით ხელისუფლებიდან მოცილებული. 1971 წელს როდესაც ბრიტანელებმა ქვეყანა დატოვეს ყატარმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თავიდან ჩაფიქრებული იყო გაერთიანებულ საემიროებთან და ბაჰრეინთან ერთად ერტიანი სახელმწიფოს შექმნა თუმცა ბაჰრეინმა და ყატარმა ეს იდეა უარყვეს და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. 1995 წელს კიდევ ერთი მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფამ მამამის ძალაუფლება ჩამოართვა, 2013 წელს შეიხ ბინ ხალიფამ საკუთარ შვილს თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის დაუთმო ძალაუფლება. ყატარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერაყის პირველ და მეორე კამპანიაშიც, მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული აშშ - ს სამეთაოურო შტაბი და ამერიკული ფლოტილიის ლოჯისტიკის ბაზა. ყატარის მოსახლეობა 2,3 მლნ ადამიანია, სადაც მხოლოდ 1/7 ნაწილი არის ყატარის მკვიდრი მოსახლეობა დანარჩენები ძირითადად ინდოსტანის ნახევრაკუნძულიდან მოსულები, ყოველი მესამე არის ინდუნი ან პაკისტანური წარმოშობის, ყოველი მეექვსე არის ნეპალელი, დაახლოებით 7 % არიან დანარჩენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე დიდი სათვისტომო ჰყავთ ფილიპინელებს, ყატარის მოსახლეობის სტრუქტურაში უკიდურესად დიდია ფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, რაც 1/3 არის. ქვეყნის სახელმწიფო ენა არის არაბული, თუმცა ინგლისური და სპარსული ეკონომიკაშ დიდი როლს თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანი ჰინდი და ურდი მოლაპრაკეთა დიდი რაოდენობის გამო. ასეთი ეთნიკური სიჭრელის მიუხედავად ყატარის ხელისუფლება მყარად დგას და უცხოლებს რაიმე პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნიათ, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიმდიდრეა. დღევანდელი ყატარის მდგომაროებაზე შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს გლობალურად მნიშვნელოვან სახელმწიფოს და რეგიონში ერთ-ერთ წამყვნა ქვეყანას, რასაც უზრუნველყოფს მისი ნავბობ და გაზის საბადოები, 1974 წელს ყატარის ხელისუფლებამ ნავთობ ინდუსტრიის ნაციონალიზაცია მოახდინა რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარი სახელმწიფოსთვის ძლიერ ეკონომიკურ დასაყრდენს, ყატარის ნავთობ რეზერვები შედარებით მცირეა და მისი მოპოვებაც შეზღუდულია, სანაცვლოდ ქვეყანა განკარგავს მსოფლიო გაზის რეზერვების 13,3 % - ს, რაზეც კდიეც ამყარებს საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, 2003 – 2013 წლებში გაზის მოპოვება 5 - ჯერ გაიზარდა და ის აშშ-ს, რუსეთის და ირნაის შემდეგ მსოფლიოს ნომერ მეოთხე გაზის მომპოვებელი ქვეყანა იყო, ყატარში გაზის მოპოვების შემდეგ ხდება მისი გათხევადება და ასეთი სახით ხდება მისი ექსპორტირება, თხევადი გაზის წარმოებაში ის მსოფლიოს ყველაზე დიდი მწარმოებელია და თხევადი გაზის 1/3 აწარმოებს, ის ასევე ფლობს მსოფლიო გაზის გამათხევადებელი სიმძლავრეების უდიდეს ნაწილს, რას ლაფანის გამათხევადებელი საწარმო 300 კვ/კმ - ზე არის გაშლილი. 2013 წლისთვის ყატარის გაზის ექსპორტის 22 % მოდიოდა ევროკავშრის ქვეყნებსზე 71 % აზიის ქვეყნებზე, ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ტაივანი, გაზის მაღალი ფასისა და მოპოვების სწრაფი ზრდის გამო 2009 – 2014 წლებში ყატარის მშპ გაორმაგდა, 95 მლრდ დოლარიდან 218 მლრდ დოლარამდე. ხოლო 2000 წლიდან 2014 წლამდე შუალედში ყატარის სავალუტო და ოქროს რეზერვები 40 - ჯერ გაიზარდა და 400 მლრდ დოლრას მიაღწია, ვინაიდან ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან კაპიტალს განკარგავს, რა თქმა უნდა ის ცდილობს მოახდინოს ამ ფულის სწორი დაბანდება და ისეთ სფერობეში ინვესტირება რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობ დამოკიდებულოების შემცირებას და კაპიტალის ეს რაოდენობა ასევე უფლებას აძლევს მას რომ გააჩნდეს ძლიერი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები. ყატარის საინვესტიციო საქმიანობას განაგებს ყატარის საინვესტიციო სააგენტო ( Qatar Investment Authority ). სააგენტოს აქვს საინვესტიციო სტრატეგია რომლის მიხედვითაც, ისინი ცდილობენ ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან დარგში შესვლას და ფულის დაბანდებას, მაგალითად უძრავი ქონება ჩინეთში, ეკო - ქალაქ ტიან ძინში ინვესტირებით, სოფლის მეოურნეობა სუდანში, ინდუსტრია გერმანიში ფოლკსვაგენის აქციების შესყიდვით, სპორტი საფრანგეთში პარიზ სენ - ჟერმენის შესყიდვით, ფინანსური სექტორი ლონდონში. მთლიანობაში ყატარს დაახლოებით 40 ქვეყანაში აქვს ინვესტიცია ჩადებული, რაც მას დამატებით გარდა ფინანსური ასევე დიპლომატიური დივიდენდებითაც უზრუნველყოფს. ყატარის საგარეო პოლიტიკურ სიძლიერეს გარდა კაპიტლისა ასევე უზრუნველყოფს მისი ძლიერი საინფორმაციო ფრონტი, რომლეიც წარმოდგენილია ტელეკომპანია ალ-ჯაზირას სახით, ტელეკომპანიას გააჩნია არხების მრავალფერობანი ჩამონათვალი რომელიც 2 ენაზე ინგლისურად და არაბულად მაუწყებლობს, მთავარი არის საინფორმაციო დანაყოფი, ტელეკომპანიის სიგნალის მიღება შესაძებელია სატელიტური და კაბელური საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით, სიგანილი 140 - ზე მეტ ქვეყანაშ ვრცელდება და თეორიულად ის 270 მლნ ოჯახში შეიძლება იქნეს მიღებული. 2011 წელს ალ-ჯაზირა ფართოდ აშუქედბა არაბულ გაზაფხულს და ყველა ქვეყანაში მხარს უჭერდა ოპოზიციას მმართველი დიდქტატურის წინააღმდეგ, გარდა ბაჰრეინისა სადაც ის ოპოზიციის გამოსვლას რევოლუციად არ აღწერდა. გარდა საინფორმციო საშუალებების ქვეყანა პოლიტიკურადაც ფართოდ არის ჩართული რეგიონულ პრობლემებში, 2008 წელს ყატარი წარმოდგენილი იყო ლიბანის პრობელემებში, 2009 წელს ყატარი ჩაერთო სუდანში დარფურის საკითხის განსახილველად, 2010 წელს ის ცდილობდა მომრიგებლის როლი ეთამაშა ერიტრეასა და ეთიოპიას შორის. 2011 წლიდან არაბული გაზაფხულის დაწყების შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი როლის თამაშის შესაძლებლობა გამოუჩნდა, 2011 წელს მარტიდან ოქტომბრამდე ის მონაწილეობას იღებდა ლიბიაში მიმდინარე კადაფის საწინააღმდეგო ოპერაციაში და იბრძოდა ნატოს გვერდით, რაც მისი მიზნის მიღწევით კადაფის ჩამოგდებით დასრულდა, სირიის კონფლიქტში ქვეყანა რეალურად მხარს უჭერს ყველაზე რადიკალურ დაჯგუფებეს თუმცა ქვეყნის მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს შედარებიტ ზომიერ ოპოზიციას და ცდილობს მოლაპრაკებების დროსაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. გარდა ამისა ყატარის ხელისუფლება მხარს უჭერდა მუსლიმ ძმებს, უკვე რევოლუციის შემდგომ პერიოდში, 2011 – 2014 წლებში ტუნისში ხოლო 2012 – 2013 წლებში ეგვიპტეში, ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიელბის შემდეგ ყატარმა დაკარგა მუსლიმი ძმები და მუსრის მხარდაჭერა, ამ დროს კი საუდის არაბეთი მხარს უჭერდა ალ-სისის და სამხედროებს, საუდის არაბეთში ყატარის მიერ მუსლიმი ძმების მხარდაჭერას აღიქვამდნენ, როგორც საუდის წინააღმდეგ წასვლას და მუსლიმი ძმების ეგვიპტეში დარჩენა გამოიწვევდა მათ უკუ მხარდაჭერას ყატარის მიმართ რითაც ის კდიევ უფრო გაძიერდებოდა რეგიონში. ყატარის არაბულ სამყაროში ასეთი წინ წამოწევა ყველაზე უფრო გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ეგვიპტეში მოხდა რევოლუცია და ქვეყნას დიდი საშინაო პრობლემები აქვს, ერაყში არის ომი ისლამურ სახელმწიფოსთან და შიდა კონფესიური და ეთნიკური დაპირისპირება, საუდის არაბეთში შექმნილი რთული სიტუაცია თუ ვინ გახდება ტახტის მომავალი მემკვიდრე, ირანი ჯერ კიდევ სანქციების პერიოდის გავლენის ქვეშ არის, ეს ყველაფერი აძლევს ყატარს შესაძლებლობას თავი იგრძნოს თავისუფლად და ეცადოს საკუთარი პოლიტიკის გატარებას რეგიონშ და თავი ძლიერ მოთამაშედ წარმოადგინოს.
| ყატარის გაზისა და ნავთობის საბადოების განლაგება |
პოლიტიკური რომანტიზმი ქართულ საგარეო პოლიტიკურ ჭრილში
აღსანიშნავია, რომ მრავალი ქართველი მოაზროვნე საუბრობდა
ქართველი პოლიტიკოსების გულუბრყვილობის შესახებ.სამწუხაროდ, საქართველო პატარა ქვეყანა
იყო ისტორიის მანძილზე და გახლავთ დღესაც ამიტომაც ქართული პოლიტიკური რეალობა იყო
ძალზე რთული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მუდამ უწევდა არჩევანის გაკეთება
ცუდსა და უარესს შორის.ამიტომ, ვერ ჩავთვლით ვერანაირად, რომ ქართული პოლიტიკა იყო
მარტივად გადასაწყვეტი რამ.
ქართველ მოაზროვნეთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ქართულ
პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის
ინტერესები და არაფრი სხვა. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქართველი
მეფეები, ვახტანგ გორგასალი, მეფე მირიანი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებდნენ
და აქედან გამომდინარე შეძლეს მათ ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქვეყნის გადარჩენა. ხოლო
მას შემდგე, რაც რელიგიის ფაქტორი გახდა გადამწყვეტი, უკვე დაიწყო ქართულ საგარეო პოლიტიკაში
შეცდომები. ამის შეხმდეგ, ივანე ჯავახიშვილის აზრით, და მისი არგუმენტებით დაიწყო საქართველოსა
და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუბარი, ვინაიდან რუსეთსაც აწყობდა საქართველოსთან
ურთიერთობა გამომდინარე იქიდან, რომ მას სჭირდებოდა ირანთან მიმავალი გზა, თავად ირანი
კი ჭირდებოდა როგორც ინდოეთთან დამაკავშირებელი მონაკვეთი.ასე რომ პეტრე პირველსა და
ვახტანგ მეექვსეს შორის ჩაეყარა საფუძველი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს.
ამ დროს ჩამოვიდა დესპანი რუსეთიდან, რომელიც დაპირდა რუსეთის მფარველობას, დახმარებას
ჯარით, ფულით, იაღაღით, ოღონდა საქართველოს რუსეთთან ერთად სპარსეთისათვის ომი უნდა
გამოეცხადებინა. საბოლოოს მეფემ მოიწვია დარბაზი, იმდროინდელი პარლამენტი, რომელსაც
რჩევები უნდა მიეცა მეფისათვის, აღსანიშნავია რომ იმდროინდელი დარბაზი აღმოსავლეთ პოლიტიკაში
დახელოვნებული ადამიანებისაგან შედგებოდა, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს არ გასჭირვებიათ
ამოეცნოთ ის საფრთხე, რომელიც საქართველოსათვის შეიძლებოდა შეექმნა მოცემულ ურთიერთობებს
რუსეთთან, თუმცა ვახტანგ მეექვსემ მოცემული საფრთხეების შესახებ საუბარს არ ათხოვა
ყური , მან გააგრძელა რუსეთთან ურთიერთობა, რაც საბოლოოდ ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას.საბოლოოდ
ვახტანგმა სპარსეთს გამოუცხადა ომი, აიღო განჯა, გადავიდა ყარაბღში, სადაც პირობების
მიხედვით უნდა ყოფილიყო რუსეთის არმია. საბოლოოდ მოხდა ისე რომ რუსეთის ჯარი იქ არ
ყოფილა, ხოლო პეტრემ შემოუთვალა ვახტანგს, ნუ შეშინდებოდა და ომი გაეგრძელებინა. ვახტანგი
თავისი ჯარით უკან დაბრუნდა ხოლო საქართველომ კი იწვნია სპარსეთის შემოსევა და აოხრება.
ვახტანგმა მიატოვა საქართველო და დიდგვაროვნებთან ერთად გადაიხვეწა რუსეთში. სხვათაშორის,
კონსტანტინე გამსახურდია მოცემულ ადამიანებზე, რომლებიც გაყვნენ ასე ვთქვათ ვახტანგ
მეექვსეს რუსეთში, ისინი შეადგენდნენ კონსტანტინე გამსახურდიას აზრით ქართულ პოლიტიკურ
ელიტას, ვისაც უნდა ემართა რეალურად საქართველო, ვინაიდან მას ქონდა შესაბამისი განათლებაცა
და გამოცდილებაც რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღო ქართული პოლიტიკური რეალობისათვის
შესაბამისი.[1]
ზემოთთქმული მონაკვეთი ნათელს ფენს ყველაფერს, რომ ყველა
ქვეყანას გააჩნია საკუთარი ინტერესები, ვინაიდან ერთი ქვეყნის ინტერესებში, ყოველ შემთხვევაში
რუსეთის ინტერესებში არანაირად არ ჯდებოდა ძლიერი საქართველო, ხოლო ქართველი მეფეების
ერთი ნაწილიც, სანამ რუსეთი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ არენაზე, ქართველი პოლიტიკოსების
დაინტერესების საგანი მანამ შექმნებოდა, აშკარად არც საქართველოსათვის იყო მხოლოდ რელიგია
გადამწყვეტი ფაქტორი. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოჩდა, უკვე რატომღაც ქართველმა
მეფეებმა, პოლიტიკოსებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭეს საგარეო პოლიტიკისათვის
რელიგიას, რატომღაც, სწორედ იგი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესუსტებისა.
სხვათაშორის, ივანე ჯავახიშვილი იმაზეც კი საუბრობს,
რაოდენ არ სურდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოძლიერება. იგი აცხადებდა, რომ
ტოტლებენმა დასაჯა თავის არმიაში ის მებრძოლები, რომელთაც ქართველებს ასწავლეს ზარბაზნის
ჩამოსხმა.საუბარია რატიშვილსა და თარხნიშვილზე, რომელთაც ასწავლეს ზარბაზნის ჩამოხსხმა
ქართველ ჯარისკაცებს. ამ ვითარებით, როგორც ივანე ამბობს, ყველა სახტად დარჩა, თუმცა
მიუხედავად ამისა, მაინც იგივეს იმეორებდნენ. შაჰ-აბასი მზად იყო ქართველებისათვის
მრავალი პრივილეგია მიეცა, ასევე ხარკის შემცირებაზე , შეღავათებზეც იყო მზად, თუმცა
მოითხოვდა იმას, რომ საქართველო ჩამოშორებოდა რუსეთს თუმცა საქართველომ მოცემული ქმედებისაგან
თავი შეიკავა, რისთვისაც მიიღო უთვალავი შემოსები სპარსეთის მხრიდან და საბოლოოს კი
მიიღო კრწანისი. ასევე, ჯავახიშვილი საუბრობს 1783 წელს გაფორმებულ გეორგიევსკის ტრაქტატზე
და იგი აღნიშნავს, რომ ეს არის სამოკავშირეო ტრაქტატი, რაზეც მისი აზრით დაემოწმება
მრავალი საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე ადამიანი ეს სრულებით არ გულისხმოდა საქართველოს
დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასევე, ამ ტრაქტატის დადების შემდეგ, აღა მაჰმად ხანის
მიერ გამოგზავნილი დესპანი საუბრობდა იმაზე, რომ ირანის მმართველი საქართველოს პირდებოდა
აზერბაიჯანს თავრიზამდე, თუმცა მეფე ერეკლე არც ამაზე წავიდა. საბოლოოს კი სპარსეთმა
მოაოხრა საქართველო მათ შორის თბილისიც.[2]
ასევე იგი საუბრობდა იმაზე, რომ მის თანამედროვე სიტუაციაშიც
ანალოგიური ხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ დელეგაციას ხელი შეუშალეს და არ
მისცეს საშუალება რომ წასულიყო ჯერ სტამბოლში და შემდეგ იქიდან საფრანგეთში სადაც წყდებოდა
საკითხი ტერიტორიის გადანაწილების შესახებ. ამას ქართველი პოლიტიკოსები მისი აზრით,
ჩვეულებრივად უყურებდნენ, ძალზე ლოიალურად აფასებდნენ, მაშინ როდესაც მისი აზრით პრობლემა
ბევრად უფრო სიღრმისეული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის დელეგაციას არანაირი
პრობლემები არ შექმნია მოცემული საკითხის შესახებ და იგი უპრობლემოდ იქნა გაშვებული
სტამბულში, ხოლო შემდეგ კი ევროპაში. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს ყველაფერიც იყო
ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველები ხშირად იჩენდნენ გულუბრყვილობას საგარეო
პოლიტიკის შესახებ.
თუმცა, საქმე იმაშია, რომ ივანე ჯავახიშვილის ისტორიულ
მიმოხოლვასა და ქართული პოლიტიკის გულიბრყვილობას ერთგვარ ახსნას უძებნიდა ნოე ჟორდანია.
აღსანიშნავია, რომ მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან იდგა რეალურად კლასობრივი მიზეზები.
კერძოდ, მისი აზრით, თუკი ბიზანტიის ეპოქამდე, საქართველო მოქმედებდა თავისი ინტერსებიდან
გამომდინარე, ანუ თუკი მისთვის გადამწყვეტი არ იყო არცერთი ფაქტორი, მათ შორის არც
რელიგიის ფაქტორები, მაშინ რა მოხდა შემდეგ და რამ განაპირობა ის, რომ სქართველოს ერთადერთი
და შეუცვლელი მოკავშირე შეიქმნა რუსეთი? იმიტომ, რომ ამ დროს ხდება ფეოდალიზმის გაბატონება.
ამ შემთხვევაში კი ფეოდალიზმისაგან შეწუხებული მეფეები, ჟორდანიას აზრით დასაყრდენს
პოულობდნენ პარტნიორის ძიებაში. ფეოდალიზმს კი ახასიათებს მისი, ასე ვთქვათ თანმდევი
პროცესი, რასაც ეწოდება კლერიკალიზმი. ხოლო რაც შეეხება რელიგიური თვალსაზრისით კი
ყველაზე მისღები იყო ერთმორწმუნე რუსეთი. ჟორდანიას აზრით, პირველ მიწერ-მოწერას და
ელჩების გაგზავნას მოსკოვში იწყებს კახეთის მეფე ალექსანდრე 1492 წელს, მას მიბაძა
ქართლია მეფემ გიორგი მეათემ მათ გზას აგრძელებენ მათი მემკვიდრეები. სწორედ ისინი
სთხოვენ მიიღოს რუსეთმა საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, მეფე ალექსანდრე მეორე
შეფიცავს რუსეთის მეფეს ერთგულ ქვეშევრდომობას შვილებით და პირდება უხადოს ხარკი წლიურად
ქართული ნაქსოვებით. მოკლედ, ქართლ- კახეთის მეფეები უარს ამხობენ თავის სუვერენობაზე
, აღიარებენ რუსეთის ქვეშევრდომობას და საფასურად ითხოვენ მფარველობას და დახმარებას
მუსლიმების წინააღმდეგ.
სხვათაშორის, ძალზე საინტერესო შეკითხვას სვამს ნოე
ჟორდანია, იცოდნენ თუ არა მოცემულმა „ახირებულმა პოლიტიკოსებმა“ იმის შესახებ, თუ როგორი
იყო არამარტო რუსეთის პოლიტიკური სისტემა, არამედ როგორი იყო მისი გეოგრაფიული საზღვრები მაინც? მისი აზრით, იმდროს
როცა კახეთი ითხოვდა რუსეთისაგან შველას, მისი სამხრეთი საზღვარი გადადიოდა მდინარე
ოკაზე, ქვემოთ მდებარეობდა კაზაკის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმის
და ასტრახანის სახანოები , ერთი სიტყვით,ჟორდანიას აზრით არავითარი საშუალება რუსეთიდან
სამხედრო დახმარების მიღების არ არსებობდა საქართველოში. პირიქით, მისი აზრით ქართველები
უფრო მეტად შედიოდნენ რუსების სამსახურში. ძალზე გულიბრყვილო პოლიტიკა ტარდებოდა ჟორდანიას
აზრით საქართველოს მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიც თავად მრავალი ფრონტისაკენ
იბრძოდა, ხოლო საქართველომ კი დაიჭირა ცალსახად ერთი ქვეყნის მიმართულებით პოლიტიკა,
მაშინ როდესაც საქართველოს უნდა გაეტარებინდა ლავირების პოლიტიკა, რაც ზოგადად დამახასიათებელია
პატარა ქვეყნებისათვის.[3]
აქვე, ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მრავალი მოაზროვნე,
მათ შორის ნიკო ნიკოლაძე მიიჩნევს შემდეგ რამეს, რომ ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკა, საგარეო
კუთხით, გავს მცენარის დამოკიდებულებას მზის მიმართ, ანუ, საიდანაც ანატებს მზე, მცენარეც
იქით ტრიალდება, ასევე იყოს ქვეყნების პოლიტიკაც. იგივე, საქართველოს პოლიტიკა რომ
ავიღო, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიდან, საქართელოსათვის შუქი და სითბო მოდიოდა ძირითადად
ირანიდან, და საქართველოც ძირითადად მისკენ იყურებოდა, შემდეგ იყო ბიზანტია. პრინციპში,
ეს ყველაფერი რეალობასთან შესაბამისობაშიც მოდის და ამ ყველაფერში გასაკვირიც არაფერია,
რომ ქვეყანა ეძებს, ასე ვთქვათ უკეთეს დასაყრდენს და რომელიც უფრო მეტად განვითარებულია,
ასე ვთქვათ გულიც იქით მიუწევს. მაგრამ, ნიკო ნიკოლაძე ერთ ძალზე საინტერესო რამესაც
ამატებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას, მისი განვითარების პერსპექტიევბს ისე არაფერი
აბრკოლებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მოშლა, მისი მრეწველობის მოშლა. აი ამ კუთხით,
ნიკო ნიკოლაძე გამოყოფს რიგ პრობლემებს, რომელთა მიხედვითაც ახასიათებს რუსეთს და მისი
აზრით რუსეთი არასწორი გზით მიდიოდა სამრეწველო თვალსაზისით, ანუ მაგალითად მას სამრეწველო
ქარხნები, გადამამუშავებელი ქარხნები რომ აქვს აშენებული დასავლეთით, ამის შემდეგ აღმოსავლეთით
გააჩნია რესურსი, რაც ნიკოლაძის აზრით წარმოადგენს
უდიდეს შეცდომას. ანუ, სამრეწველო-ეკონომიკური კუთხით რუსეთი მოწინავე ქვეყანას არ
წარმოადგენდა მაშინ და არც ახლა წარმოადგენს.ხოლო თუკი მივყვებით მცენარის ლოგიკას
იმ კუთხით, რომ მცენარე მზისკენ იხრება და ქვეყნის პოლიტიკაც მას გავს იმ თვალსაზრისით,
რომ იქით იხრება , საითკენაც ხედავს განვითარებას, ამ შემთხვევეაში საქართველომ რა
თქმა არასწორი პოლიტიკა ამოირჩია, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი მზეს არ წარმოადგენდა.[4]
აგრეთვე ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არამარტო
საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკაშიც საკმაოდ ცუდი მაგალითები არსებობდა ნიკოლაძის აზრით
იმ კუთხით, რომ პირველ რიგში, მისი აზრით ქვეყნების სურვილზე ნაკლებად არის დამოკიდებული
ის ფაქტი, თუ ვის მოიემხრობიან, ვის აირჩევენ პარტნიორად, არამედ ამის საფუძველს წარმოადგენს
უფრო მეტად ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. საქართველოს სისუსტის მიზეზს კი ავტორის
აზრით, წარმოადგენდა მრავალი მიზეზი და მათ შორის იყო ის, რომ პირველ რიგში თუკი დაიბადებოდა
სადმე ჩვენსგან შორს ადამიანი, რომელიც აგვაოხრებადა, მნიშვნელობა არ ქონდა რა ერქვა
მას, თემურ-ლენგი თუ ჩინგიზ ყაენი, აგვაოხრებდა
და აგვატიალებდა. თუმცა, მეორე შემთხვევაში, თუკი როდისმე, დროის მცირე მონაკვეთში
ქვეყანა დაწყნარდებოდა ხოლმე ასეთ ვითარებაში უკვე ადამიანები ძირითადად ერთმანეთს
ექიშპებოდნენ, კახეთი ქართლს, იმერეთი კახეთს და ა.შ. ანუ , ავტორის აზრით ამ სიტუაციაშიც
როდესაც არ არსებობდა გარეშე მტრები, სერიოზული პრობლემები იყო თავად ქვეყნის შიგნით.
ქვეყნის მთლიანობასთან საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ
საქართველოს სამწუხაროდ თავისი ისტორიის მანძილზე და თავისი ისტორიული მიზეზით ჩამოუყალიბდა
იმის შეგრძნება რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვინმე დამხმარე, უფრო სწორად, უნდა ჰყავდეს
მფარველი, სხვა შემთხვევაში იგი ვერ გადარჩება. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა გამომდინარე
იქიდან, რომ საქართველო მრავალჯერ აღვნიშნეთ და მართლაც პატარა ქვეყანაა, რომელსაც
ტავის გადარჩენა სჭირდება, თუმცა ამ ყველაფერმა დგვაკარგვინა საკუთარი თავის რწმენის
განცდა, იმის ზრუნვისაგან გაგვანთავისუფლა, რომ ჩვენი თავის განვითარებაზე გვეფიქრა
და არა მაინცდა მაინც უკეთესი მფარველის ძებნაზე.ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ საქართველოს,
შეეძლო კარგი, გაწრთვნილი ჯარის ყოლის შემთხვევაში თავი გადაერჩინა. საბჭოთა ოკუპაციას
გამკლავებოდა. თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ დაუხვდა მტერს მზად,
გამომდინარე იქიდან, რომ შიდა კინკლაობები არსებობდა, ქვეყანა არ იყო შეკრული და პოლიტიკური
გულუბრყვილობიდან გამომდინარეც არ აფასებდნენ ქართველი პოლიტიკოსები რეალურად შექმნილ
საერთაშორისო სიტუაციას, რის შედეგადაც მოხდა ის რაც მოხდა. საბოლოოს კი დავმარცხდით.[5] ანუ, უნდა ითქვას, რომ ქართული
პოლიტიკური გულუბრყვილობა საბოლოოდ მიდის ხოლმე იქამდე, რომ საკუთარი თავის იმედსაც
ვკარგავთ, არ ვცდილობთ ჩვენი თავის განვითარებას, ერთმანეთს ვმტრობთ, რის შედეგადაც
ამ ყველაფრის ნაყოფს ვიმკით.
აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პოლიტიკური
გულუბრყვილობა ჩანს აგრეთვე1832 წლის აჯანყებულებთანაც, გამომდინარე იქიდანმ რომ ამ
დროს ვითარება იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე აჯანყებულებს მიაჩნდათ.ამ დროს მიმდინარეობდა
აჯანყება პოლონეთშიც, ასევე თავად აჯანყებულებს ჰქონდათ დაგეგმილი დკემბრის თვეში აჯანყება
გამომდინარე იქიდან, რომ რომანტიული გრძნობები აკავშირებდათ დეკაბრისტებთან და ესეც
ძალზე მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ აჯამყებულებს არ დასცალდათ და ისინი
გასცა იასე ფალავანდიშვილმა და საბოლოოდ დაემხო ამ ყველაფერზე ფიქრი.
ძალზე საინტერესო იყო ამ ყველაფრის მიმართ თავად რუსული
პოლიტიკის დამოკიდებულება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი საფიქრალი იყო ის, თუ როგორ
დაესაჯათ აჯანყებულები, საბოლოოდ კი ისინი რბილი პოლიტიკისაკენ გადაიხარნენ, გამომდინარე
იქიდან, რომ აჯანყებულთა დიდი ნაწილი არისტოკრატიის წარმომადგენელი
იყო და აქედან გამომდინარე, არ იქნებოდა უპრიანი მათი დასჯა და მათი ასე ვთქვათ წრის
საზოგადოების გადაკიდება, ამავე დროს მიმართეს ისეთ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც უფრო
ადვილად გადაიყვანდნენ თავიანთი პოლიტიკის მხარეს, უფრო ადვილად გახდიდნენ თავიანთი
პოლიტიკის ნაწილად მოცემულ ადამიანებს.
აგრეთვე, ძალზე საინტერესოდ წერდა კიტა აბაშიძე ქართული
პოლიტიკური რომანტიზმის შესახებ. იგი წერდა იმ მიზეზებზე, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა
1832 წლის აჯანყება, მისი აზრით, ყველა დიდგვაროვანსა და აჯანყებაში ჩართულ ადამიანს
ჰქონდა თავისი მიზეზი, თუ რატომ უნდა აჯანყებულიყო რუსეთის წინააღმდეგ. გამომდინარე
იქიდან, რომ მაგალითად დიმიტრი ბატონიშვილზე მას მიაჩნდა რომ მან აიტანა უთვალავი შეურაცხყოფა
იგივე ციციანოვისაგან, რომელსაც დიმიტრი ასე მარტივად არ გადაყლაპავდა და აქედან გამომდინარე
ლოგიკურიც იყო მისი ჩართვა 1832 წლის აჯანყებაში.ასევე, ძალზე საინტერესო რამეზე საუბრობდა
კიტა აბაშიძე. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორ შეატყობინეს აჯანყების შესახებ, იგი
წერს რომ რუსეთის ხელმწიფე გამორიცხავდა თავიდან იმას, რომ ქართველთა უკან არავინ იდგა.მისი
აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს აჯანყება წარმატებით დასრულდებოდა და შედეგს
გამოიღებდა, მაინც მეფის აზრით საქართველო მტრებით იყო გარემოცული და იგი რეალურა შედეგს
ვერ მიიღებდა, ამიტომ იმპერატორმა ლოგიკურად სწორად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის
უკან, ვიღაც სხვა იდგა აჯანყებულებს ზურგს სხვა უმაგრებდა, ვინც ბევრად უფრო დიდ საფრთხეს
შეადგენდა რუსეთისათვის, ვიდრე აჯანყებულები იყვნენ.[6]
ანუ, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველთა
პოლიტიკურ გულიბრყვილობაზე მიუთითებს თავად რუსეთის არასერიოზული დამოკიდებულებაც,
რომ ვინმე ხომ არ იდგა ამ ყველაფრის უკან თორემ ეს ყველაფერი საქართველოსათვის რა შედეგს
გამოიღებდაო. ასევე იგი საუბრობს იმ აზრზე, რომ საქართველოს მეფეებს აკრიტიკებდნენ,
თითქოს მათ არასწორი პოლიტიკა აირჩიეს იმ კუთხით, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობისას
ვერ ხვდებოდნენ, თუ რამხელა რისკზე მიდიოდნენ, რომ ძალზე დიდ საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს
დამოუკიდებლობას. თავად კიტა აბაშიძე კი აკრიტიკებს მოცემულ მოსაზრებას და მისი აზრით,
პირიქით, ქართველი მეფეები ამ ყველაფერს თავიანთი კომპეტენციიდან და სწორი ვარაუდებიდან აკეთებდნენ გამომდინარე იქიდან,
რომ ამ შემთხვევაში კიდევ არსებობდა შანსი იმისა, რომ საქართველოს ნაწილობრივ მაინც
შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. ანუ, რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების შენარჩუნების
კუთხით მაინც შეენარჩუნებინათ გარკვეული შანსი ნაწილობრივი სუვერენიტეტის.
ასევე, ძალზე საინტერესოდ საუბრობს კიტა აბაშიძე არამარტო
აჯანყებულებისა და ასე ვთქვათ პოლიტიკოსების ილუზიებსა და რომანტიზმზე, არამედ თავად
საზოგადოების კუთხითაც. მაგალითად, იგი წერს, რომ მოხელეების მოჭორილი იყო ის ფაქტი,
რომ საქართველოს ერი ღაღადებდა იმას, თხოვდა რუსეთის იმპერატორს იმას, რომ მოესპო საქართველოს
ტახტი რუსეთის იმპერატორს, გამომდინარე იქიდან რომ ტახტის მემკვიდრეთა შორის სუფევდა
დიდი განხეთქილება. ამას, წერს კიტა აბაშიძე, აკრიტიკებდა იულონ ბატონიშვილიო, გამომდინარე
იქიდან, რომ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იგი მიაჩნდა რუსი ან რუსეთის იმპერიის სამსახურში
ჩამდგარი ქართველების თუ სხვა ეროვნების ჩინოვნიკების მოგონილი რამ. ასევე, მას უწერია ოქროპირ ბატონიშვილის თხვნის
შესახებ ქართველების მიმართ რომელიც მოუწოდებდა ქართველებს გაეხსენებინათ ძველი დრო,
როდესაც საქართველოს ჰყავდა შესაბამისად ხელმწიფე, თუ რაოდენ მარტივად შეიძლებოდა მასთან
მისვლა სამართლის საპოვნელად და მის მოსათხოვად.
საბოლოო ჯამში იმის თქმა შეიძლება რომ რა თქმა უნდა
ქართული პოლიტიკური აზრის თანმდევი პროცესი იყო რომანტიზმი, რაზეც კიტა აბაშიძეს ნიკოლოზ
ბარათაშვილის „მერანიდან“ მოჰყავს მაგალითები.თუმცა,
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო პატარა ქვეყანა იყო და არის, აქედან გამომდინარე
კი ძალზე რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუდაც მფარველის არჩევის დროს. როგორც
ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, საქართველოს არ ჰქონდა იმის ბედნიერება არასდროს რომ კარგი
არჩევანი გაეკეთებინა, არამედ ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის კეთდებოდა არჩევანი.
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით კონკრეტული გზის არჩევის შემდეგ და თუნდაც შედეგების
გათვალისწინებით არ უნდა მოხდეს კონცენტრირება იმაზე, ამ ყველაფერმდა ჩვენმა არჩეულმა
გზამ გამოიღო კარგი შედეგი თუ არა. არამედ, აქცენტის გამახვილება უნდა მოხდეს იმაზე,
სხვა გზა რომ აერჩია ქართელ პოლიტიკოსებს ეს უარეს შედეგს ხომ არ გამოიღებდა. თუმცა,
თავად ხალხის სპეციფიკიდან გამომდინარეც უნდა ითქვას, რომ ქართველები საკმაოდ მაწსიმალისტები
არიან, მცირედით არ კმაყოფილდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტია, პატარა ქვეყანა
ვართ, არც იმდენად სახარბიელო გეოპოლიტიკური მდებარეობით, თუმცა, თითქმის ყოვეთვის
უკმაყოფილონი ვართ მიღებული შედეგით, თუკი იგი განსაკუთრებით იდეალური არ იყო. ჩემი
აზრით, კიტა აბაშიძის ნაშრომში იყო ელემენტები მოცემული აზროვნებისა და მეც მიმაჩნია,
რომ მხოლოდ პოლიტიკური რომანტიმზი არ ედო საფუძვლად ქართველთა საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს,
არამედ ცუდსა და უარესს შორის გაკეთებული არჩევანი.
[1] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი,
საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014)
[2] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი,
საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014); (გვ 18);
[3] ჯორდანია ნ; „საქართველოს საგარეო პოლიტიკა“ ; ( პარიზი 1934)
[4] ნიკოლაძე ნ; „სამერმისო“
(1917)
[5] ჯავახიშვილი ი; „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“ 1919 წლის 27-28 აპრილი,
საგაზეთო ანგარიში (თბილისი 2014);
[6] აბაშიძე კ; „პოლიტიკური რომანტიზმი“ (1905) ;
სოციალ-დემოკრატიის სამი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, სამი მთავარი მიღწევა და სამი მთავარი შეცდომა
ქართული სოცლიალ-დემოკრატიული პარტია ძალზე საინტერესო
პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან,რომ ისინი თავიანთი მოღვაწეობის პირველ
ხანებში აქცენტს უფრო მეტად აკეთენდნენ თავიანთ სოციალისტურ იდეოლოგიაზე, მათ მიაჩნდათ,
რომ საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის შემადგენლობაში და თავიანთ უპირველეს მიზნად
მოცემული პარტიის წევრებს მიაჩნდათ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ სოციალისტური
ინტერნაციონალური იდეების გამხორციელება, კლასობრივი ჩაგვრის მოსპობა, სოციალისტური
მიზნების განხორციელება. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მათ შეიცვალეს თავიანთი
აზროვნება და შემოტრიალდნენ ეროვნული იდეებისაკენ. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე,
დამოუკიდებლობის მოპოვებაზე საუბარი არც იყო მათს რიგებში და თუკი მოხდებოდა, ეს მათ
მიაჩნდათ ტაქტიკურ ნაბიჯად და არა სტრატეგიულ ნაბიჯად. საქართველოს ბედს საბოლოო ჯამში
ისინი პოულობდნენ რუსეთის შემადგენლობაში გამომდინარე იქიდან, რომ მათი იდეების განხორციელებაც
სწორედაც ასეთ ვითარებაში უფრო განხორციელებადად მიაჩნდათ, ვიდრე დაოუკიდებელი საქართველოს
წიაღში.
რა თქმა უნდა, მოცემულ პარტიას გააჩნდა თავისი დადებითი
და უარყოფითი ნიშნები. ზოგადად, განსაკუთრებით, შემდეგ ეტაპებზე უფრო ადვილია შეფასება
პოლიტიკური სისტემის, მთავრობისა თუ პარტიის. ვინაიდან, უკვე ცხადად გვაძლევს ისტორია
იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ, შევაფასოთ მათ მიერ განხორციელებული ნაბიჯები,
სწორი იყო თუ არა. ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ მაინც შედეგებით განისაზღვრება ქმედებათა
სისწორე ან პირიქით, შეცდომები, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ანალიზზეა საუბარი, ამ შემთხვევაში,
ვფიქრობ, სხვადასხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება.
რაც შეეხება ქართული სოციალ-დემოკრატიის უპირველეს დამახასიათებელ
დადებით ნიშნად უნდა ჩაითვალოს თავად მოცემული პარტიის კონსტიტუცია, მისი შექმნა. აღსანიშნავია,
რომ თავად კონსტიტუცია ევროპულ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის ელფერს აძლევდა
საქართველოს, მასში გათვალისწინებული იყო პლურალისტური უფლებები, უმცირესობების უფლებები,
რელიგიური განსხვავებულობის უზრუნველყოფა და ა.შ. თავად ეთნიკური უმცირესობების მიმართ
იყო ძალზე საინტერესო მიდგომები, გამომდინარე იქიდან, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს
მიეცათ უფლება ემსჯელათ, წამოეყენებინათ სხვადასხვა ინიციატივები და მიეღოთ, ასე ვთქვათ,
დისკუსიებში მონაწილეობა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა, შეუძლებელი
იყო მათი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ უკვე მათი მოსმენა
და მათი არგუმენტების მეტ-ნაკლებად გათვალისწინება ძალზე ბევრს ნიშნავდა.
მეორე ძალზე საინტერესო მიღწევად, სოციალ-დემოკრატებისა
შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტი,რომ მათ ყურადღება გაამახვილეს არამარტო მუშათა კლასზე,
არამედ პროლეტარიატთა კლასში გააერთიანეს გლეხობა, მუშები და წვრილი ბურჟუაზია. თავისთავად
მოცემული იყო არამარტო მათი დამსახურება, ასე ვთქვათ, არამედ მაშინდელი საქართველოს
რეალობიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციის შედეგი.თუკი ჩვენ ღრმად ჩავუღრმავდებით
კლასიკურ სოციალისტურ იდეებსა და მარქსის თვალთხედვას, დავინახავთ რომ მარქსი პროლეტარიატზე
საუბრისას გულისხმობდა მუშათა კლასს. მას რევოლუციურ კლასად არ მიჩნდა გლეხობა, რასაც
აქვს თავისი მიზეზები. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ გლეხობა არ არის ისეთი ადამიანთა
ჯგუფი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, განსხვავებით მუშებისაგან. გლეხებს გააჩნიათ
კერძო საკუთრება და აქედან გამომდარე, ისინი არ იყვნენ მარქსის აზრით მოწოდებულნი რევოლუციისაკენ,
მათ არ გულისხმობდა მარქსი თავის მოწოდებაში „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით,
არაფერი გაქვთ დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა.“ ასევე იმიტომ, რომ ისინი, მარქსის
აზრით, ნაკლებ განათლებულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ და ნაკლებად იყვნენ მოწოდებულნი,
მოტივირებულნი და ზოგადად, მზად იმისათვის რომ აეთვისებინათ და სისრულეში მოეყვანათ
მარქსის იდეები. აქედან გამომდინარე, ქართველი სოციალ-დემოკრატების დამსახურება იყო
ის, რომ არამარტო ქართულ, არამედ რუსულ სოციალ-დემოკრატიაშიც დაიწყო საუბარი იმაზე,
რომ გლეხობა და წვრილი ბურჟუაზია იყო პროლეტარიატის გვერდში მდგომი კლასები. ზემოთაც
აღვნიშნე და განვმარტავ , რომ ამ ყველაფერს თავად საქართველოსა და რუსეთის მდგომარეობამაც
შეუწყო ხელი. მარქსი სოციალიზმის განხორციელებას, პროლეტარულ რევოლუციას პირველ რიგში
ხედავდა განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებში, დასავლეთი უკვე დიდი ხანია, ინდუსტრიალიზაციის
ეტაპზე იყო გადასული, აქედან გამომდიანარე აქ მართლაც არსებობდა განვითარებული მუშათა
კლასი, ხოლო საქართველო და რუსეთი ამ დროს ჯერ კიდევ აგრარულ ქვეყნებად რჩებოდნენ და
აქედან გამომდიანარე, რეალუარდ არც არსებობდა მუშათა კლასი. მუშებს შეადგენდნენ რეალურად
გლეხები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ქალაქში სეზონურად, მათ გააჩნდათ სეზონური სამუშაოები.
თუმცა, მიუხედავად ყვლაფრისა, მაინც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა
მოცემულ ერთგვარ იდეოლოგიურ ცვლილებაში, რაც თავისთავად აისახებოდა გლეხების ინტერესებზე,
ასევე წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებზე, ვინაიდან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საქართველოში
მოცემული კლასები შეადგენდნენ. გლეხობა გახდა ერის ფუძე. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ-ყმობა გადავარდა,
გლეხების უფლებები მაინც შელახული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ არანაირი
სახსარი რომ ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, ისინი მაინც თავადთა და მებატონეთა გავლენის
ქვეშ რჩებოდნენ. სოციალ-დემოკრატიის პირობებში კი მოხდა ის, რომ აგრარული რეფორმით,
გარკვეული რაოდენობის მიწის ნაკვეთები გადაეცა მათ, რაც აუცილებელი იყო იმისათვის,
რომ ისინი მოძლიერებულიყვნენ, განვითარებულიყვნენ და გათავისუფლებულიყვნენ. ასე რომ
, რეალურად მათ გაატარეს საკმაოდ პროგრესული რეფორმა იმ კუთხით, რომ გადადგეს სერიზული
ნაბიჯი იმისათვის, რომ გლეხობა მართლაც განთავისუფლებულიყო.
შემდეგი, უმთავრესი მიღწევა, ჩემი აზრით იყო პარლამენტარიზმის
დანერგვა, თუმცა ეს არ იყო კლასიკური საპარლამენტო
მოდელი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო მესამე პირი, რომელსაც შეეძლებოდა პარლამენტის
დათხოვნა, ან გადააყენებდა მთავრობას მთელი შემადგენლობით.თუმცა არსებობდა მთავრობის
მეთაური, რომელიც აირჩეოდა ერთი წლის ვადით, თუმცა მას არ შეეძლო ვეტოს თქმა, ან პარლამნენტის
დათხოვნა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ძალზე კარგი მაგალითი ხელისუფლების
დანაწილებისა. მიუხედავად იმისა, რომ თავად 1921 წლის კონსტიტუციაში არსად არ ეწერა სიტყვათა წყობა „ხელისუფლების დანაწილება“, მთავრობა
წარმოდგენილი იყო პარლამენტის, აღმასრულებელი ორგანოსა (უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი
ხელისუფლება) და სასამართლოს მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მიგვითითებს დემოკრატიული
პრინციპების ხორცშესხმაზე, პლურალიზმზე, ასევე მთავრობის თავმჯდომარის ერთი წლით არჩევაც
საკმაოდ დემოკრატიული პრინციპია. პარლამეტიც, საკანონმდებლო ორგანოც, პარლამენტი, რომელიც
ირჩეოდა 3 წლის ვადით, რა თქმა უნდა დემოკრატიულ პრინციპებზე მიგვითითებს. თავისთავად,
ზემოთთქმულნი მიუთითებდა იმ პრინციპებზე, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი ხდებოდა ხელისუფლების
ჩანაცვლების რეალურობა, ამ ყველაფერს კი ტოვებდა და შესრულებადს ქმნიდა სოციალ-დემოკრატიული
მთავრობა.
აქვე, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც
ვთქვით, ნებისმიერ მთავრობას შეიძლება ვუპოვოთ ნაკლი. მითუმეტეს, შემდგომ პერიოდში
უფრო ადვილია ამაზე მსჯელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით შედეგები და მის მიხედვით
ხდება ხოლმე როგორც წესი ქმედებათა შეფასებები. ქართული სოციალ-დემოკრატიის ნაკლს რაც
შეეხება, უპირველესი მისი ნაკლი ალბათ იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა. ამ ყველაფერზე
ძალზე კარგად წერს ივანე ჯავახიშვილი, იგი გამომდინარე დელეგაციისათვის შექმნილი პრობლემებიდან,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობს გამოფხიზლებისაკენ. მოუწოდებდა იმისაკენ, რომ მხოლოდ
გარეშე მეზობლებს, გარეშე ქვეყნებს ნუ უყურებდნენ, არამედ მეტი ყურადღება მიექციათ
გეოპოლიტიკური პდგომარეობისათვის, უფრო რეალისტურად ეაზროვნათ.
საბოლოოდ სოციალ-დემოკრატებმა ეს ყვეალფერი არ გაითვალისწინეს,
ისინი ასე ვთქვათ, ენდნენ რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილ პირობებს, სადაც
რუსეთი საქართველოს აღუთქვამდა რომ არ დაარღვევდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თუმცა ეს
ასე არ მოხდა. ამასობაში კი რა ხდებოდა საქართველოში, იყო შიდა პოლიტიკური კინკლაობა
და ნაკლები ყურადღება ექცეოდა შიდა გნვითარებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. დანამდვილებით
ვერაფერს ვიტყვით, თუმცა სამხედრო თვლსაზრისით რომ ყოფილიყო საქართველოში უკეთესი მდგომარეობა,
ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ მე-11 არმია მოგვგრიებინა. ასე რომ საქართველოს იმჟამინდელი
ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი იყო პოლიტიკური გულუბრყვილობა, რეალობისაგან
აცდენა.
ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე შეცდომად, რაც
შეგვიძლია ალბათ, ჩავუთვალოთ სოციალ-დემოკრატებს არის ეროვმული იდეისაგან გამიჯვნა.
სხვათაშორის ძალზე საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ არამარტო მხოლოდ ამ პარტიის წევრები
და ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები, არამედ განათლებულ ახალგზრდათა უმეტესობაც იზიარებდა
მათ იდეებს. 1919 წელს აპრილში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ ლექციას ესწრებოდა
სტუდენტობა, რომელთა უმეტესი ნაწილიც იყო სოციალისტი. ქართულ დელეგაციას, რომელიც საზავო
ხელშეკრულების დასადებად იქნდა წარგზავნილი პარიზში, ისინი უსურვებდნენ იმას, რო წვილი
შეეტანათ სოციალისტური ინტერნაციონალური იდეების ხორცშესხმაში, ეროვნული იდეები მათ
ნაკლებად ადარდებდათ. მიხაკო წერეთელი ძალზე კარგად აყალიბებს ეროვნულობის იდეას, როდესაც
განმარტავს ნაციონალიზმს. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელი თავისი
ქვეყნისათვის უნდა იბრძოდეს, მათ უბრალოდ განსხვავებული სტარტეგია გააჩნიათ.მისი აზრით,
სოციალიზმი არანაირად არ ეწინააღმდეგება ნაციონალიზმს, გამომდინარე იქიდან რომ ნაციონალიზმი
საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლის უმთავრესი პირობაა, ხოლო სოციალიზმი, ასე ვთქვათ
ადამიანთა ერთი ჯგუფის სტრატეგია ერის განითარებისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობაზე,
ეროვნულ იდეებზე სოციალ-დემოკრატები, იქამდე სანამ საქართველო 1918 წელს დამოუკიდებლობას
მოიპოვებად ნაკლებად ფიქრობდნენ. ისევ და ისევ უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის დამოუკიდებლობა
იყო ტაქტიკური ნაბიჯი და არა სტრატეგიული. მაგრამ, უნდა აღინიშნოს მათი შემდგომი შემობრუნებაც
ეროვნული იდეის გარშემო. ვფიქრობ, რომ მათ
მეტი ეროვნული მუხტი რომ ჰქონოდათ, უფრო მეტად რეალურად შეაფასებდნენ თუნდაც დამოუკიდებლობის
მოპოვების პერიოდში გარეშე საფრთხეებსაც, თუნდაც რუსეთის მხრიდან და ვთქვათ რუსეთის
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას ნაკლებად დაეყრდნობოდნენ.
შემდეგ შეცდომად, რომელსაც მივიჩნევ სოციალ-დემოკრატებისა
იყო კინკლაობა დანარჩენ პარტიებთადნ, ეროვნულ-დემოკრატებთან და სოციალ-ფედერალისტებთან.
აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს არ ვადანაშაულებ მოცემულ სიტუაციაში,
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იყო წამყვანი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა
და ხალხის უმრავლესობის ნდობა მას გააჩნდა, მასვე ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა.
ამ თემის შესახებ საკმაოდ კარგად წერს კარიჭაშვილი,
რომელიც საუბრობს იმ ფაქტზე, რომ არ მიდიოდა სიღრმისეული განხილვა, პარტიების პროგრამების,
მათი ხედვების ეროვნულ საკითხთან მიმართებაში. ვინდაიდან ეროვნულ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები
საუბრობდნენ ავტონომიაზე, ხოლო სოციალ-დემოკრატები კი ეროვნულ თვითგამორკვევაზე, რაც
არათუ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ერთმანეთის განმსაზღვრელი იყო. ასევე
ერთმანეთს ისინი უწოდებდნენ ერთის მხრივ მამულის მოღალატეებსა და მეორე მხრივ რეაქციონერებსა
და კონტრრევოლუციონერებს. ამასობაში კი მოხდა ის, რომ საქართველომ ნაკლები ყურადღება
მიაქცია თავდაცვას, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნოთ, არ გაითვალისწინა ივანე ჯავახიშვილის
დარიგებები,რომ მეტი გამოფხიზლებულიყვნენ, ყოფილიყვნენ მხოლოდ თავისი თავის იმედად,
ამისათვის კი აუცილებელი იყო თვითგანვითარებაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, იყო ძირეული
განსხვავებები იდეოლოგიური კუთხით საციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებსა და მითუმეტეს
ეროვნულ-დემოკრატებს შორის, თუმცა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრივ იდეებს,
მათი გაერთიანება, ვფიქრობ, სავსებთ იყო შესაძლებელი და ყველაზე მეტად იმიტომ ვადანაშაულებ
სოციალ-დემოკრატებს ამ ყველაფერში, რომ გამომდინარე იქიდან, მმართველი ხელისუფლებაში
მყოფი პარტია იყო მას უნდა აეღო თავის თავზე ასე ვთქვათ ქართული პარტიების გაერთიანებისა
ეროვნულ ნიადაგზე, თუმცა, ამას ხელი იმანაც შეუშალა , რა თქმა უნდა, რომ თავად ნაკლებად
გააჩნდათ ეროვნული იდეები, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ვფიქრობ,
შესაძლებელი იყო მათი გაერთიანება და უფრო მეტად ფხიზლად ყოფნა გარეშე მტრების მიმართ,
ასევე ერთობილივი ძალებით სამხედრო გაძლიერებაზე ზრუნვა და თვითგანვითარება.
საბოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ იყო ძალზე რთული
პერიოდი, რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია. სოციალ-დემორატიულ პარტიას რა თქმა უნდა ჰქონდა
საკმაოდ ბევრი დადებითი, უკვე ბრძოლის პერიოდში როდესაც შემოვიდა საბჭოთა ჯარები და
სოციალ-დემოკრატებმა ქვეყნის დატოვება არჩიეს მრავალი აკრიტიკებს ამ კუთხით, თუმცა,ვფიქრობ
მათი ნაბიჯი სწორი იყო, გამომდინარე იქიდან რომ მეტი სისხლი დაიღრებოდა და მოერიდნენ
ისინი ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ
არ იყვნენ ფხიზლად და შიდა პარტიულმა კონფლიქტებმა მათ ასე ვთქვათ, თვალები დაუბინდა,
ნაკლებად იფიქრეს მათ იმაზე, რასაც აფრთხილებდა ივანე ჯავახიშვილი რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ
და ეფიქრათ თვითგანვითარებაზე როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
Abonnieren
Posts (Atom)