Dieses Blog durchsuchen

ლანდაშაფტის ტყვეები ( გეოგრაფიის ტყვეები ( პატიმრები )) ტიმ მარშალი

ესე არს თარგმანი წიგნისაი ტიმ მარშალისასა. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დაბადების დღის საჩუქრად გამომიგზავნეთ ( Prisoners of Geography ინგლისურად, Die macht der Geographie გერმნაულად ორივე ენაზე მივიღებ :) ) თუ ვინმეს PDF ან E - Pub ვერსია მოგენდომოთ ეგეც მომწერეთ, თუ თარგმნის სურვილი შემოგაწვეთ ეგეც. წიგნი ნამდვიალდ საინტერესოა და ბევრი რამის სასწავლად გამოდგება ( ჭკუისაც ;) ) ( თარგმანი კარგი არ არის და შეიძლება ინგლისურის სინტაქსს მიყვეს მაგრამ მთლად ვერ წაკითხვას აჯობებს და თავზე საყრელი დრო როცა მექნება კომენტარებსაც და განმარტებებსაც მივაწერ ) * ამ ნიშნით მონიშნულები ჩემი ჩამატებულია აზრის დასახვეწად.

                                                                       თავი 6. ახლო აღმოსავლეთი 

                                  ,, ჩვენ დავარღვიეთ საიქს - პიკოს შეტანხმება " 
                                           ისალმური სახელმწიფოს მეომარი 2014

      რისი ახლო ? რა ახლო ? რომელი აღმოსავლეთის ? ამ ტერიტორიის სახელი ევროპული პერსპექტვიდან გაჩნდა. ევროპელებმა აიღეს ფანქარი და რეგიონის რუკაზე გაავლეს ხაზები, რომლებიც ალბატ ყველაზე ხელოვნურ საზღვრებად იქცა მსოფლიოში. ახლა კი მიმდინარეობს მცდელობა, რომ ეს ხაზები სისხლით იქნას გადარეცხილი. 
            იმ ვიდეოებს შორის, რომელიც 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელდა, ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მედიაში გადაფარული იქნა ვიდეობით სადაც ნაჩვენები იყო მუქარა და მათი ჯალათობები, არადა ერთი ვიდეო აჩვენებდა, თუ როგორ გადაურეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბულდოზერით სირია - ერაყის საზღვარს, ეს ნაყარი ქვიშა, რომელიც საზღვრის როლს თამაშობდა ბულდოზერით იქნა გასწორებული და ისალმური სახელმწიფოს მებრძოლებმა ზემოდან ისიც დააყოლეს, რომ ალაჰის მადლით, ისინი ანგრევდნენ საზღვრებს და ლახავდნენ ბარიერებს. მომავალმა წლებმა, ჯერ კიდევ უნდა გვაჩვენოს, იყო ეს წინასწარმეტყველება თუ უბრალოდ ამ მებრძოლის ტრაბახი. 
              პირველი, მსოფლიო ომის შემდეგ ნაკლები საზღვრები იყო ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე ახლა არსებობს და ისიც რაც არსებობს, როგორც წესი გეოგრაფიის მიერ იყო განპირობებული. სივრცე დაყოფილი იყო და იმართბეოდა ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებულობის მიხედვით, მაგრამ არ ყოფილა ეროვნული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა. 
               გაფართოებული ახლო აღმოსავლეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 1000 მილზეა გადაჭიმული, ხმელთაშუაზღვისდან ირანის მთიანეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, თუკი შავი ზღვის სანაპიროზე დავიწყებთ და ომანში არაბეთის ზღვის ნაპირებამდე ჩავალთ 2000 მილი გამოვა. რეგიონი მოიცავს, უზარმაზარ უდაბნოებს, ოზისებს, თოვლიან მთებს, გრძელ მდინარეებს დიდ ქალაქებს და სანაპიროებს და ბუნებსგანაც დიდებული საჩუქარი აქვს, ბუნებრივი რესურსების სახით მიღებული, რომელსაც ნებისმიერი ინდუსტირული თუ ინდუსტრიის მშნებელი ქვეყანა ინატრებდა, რაც ნავთობი და გაზი არის. 
                  ის, ასევე მოიცავს ნაყოფიერ რეგიონს მესოპოტამიას, მიწა მდინარეებს შორის ( ევფრატი და ტიგროსი ), თუმცა რეგიონის ყველაზე დიდი ბუნებრივ - გეოგრაფიული ერთეული არაბეთის უდაბნო და სკრებია, რომელიც ისრაელს, სირიას, ერაყს, იორდანის, ქუვეითს, ომანს, იემენს და საუდის არაბეთის მთელ ტერიტორიას მოაიცავს, რუბ ელ ხალის იგივე ,, ცარიელი კვადრატის" ჩათვლით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სილიანი უდბნო, რომელიც თავისი ზომით მთილიან საფრანგეთს დაიტევდა, სწორედ ეს არის მიზეზი, იმისა, რომ აქ მცხოვრები ხალხის უმეტესობა მისი პერიფერიებში ცხოვრობს, ხოლო მის შიგნით მცხოვრებლებს კი ევროპელი კოლონისტების მოსვლამდე აზრადაც არ მოსვლიათ ეროვნული სახელმწიფოს მსგავის წარმონაქმნის შექმნა და საზღვრების რაიმე კანონის მიხედვით გავლება.  
                          ის, ამბავი, რაც ევროპულმა კოლონიალიზმმა მოიტანა, რომ ვინმეს არ შეეძლო მოენახულებინა მისი ნათესავი, საკუთარი ტომიდან თუკი მას არ ჰქონდა დოკუმენტი, გაცემული, მისთვის სრულიად უცნობ ქალაქში, მისთვის სრულიად უცნობი პიროვნების მიერ, საერთოდ არ იდგა იმ აზრის სიახლოვეს, რაც აქაურ მოსახლეობას ჰქონდა, ეს საერთოდაც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ ცხოვრების სტილთან, რაც აქ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. 
                               ოსმალეთის იმპერია სტამბულიდან იმართებოდა, თავის ზენიტში იმპერია ვენიდან ანატოლიის უკიდერუსე აღმოსავლეთამდე იყო გადაწიმული, სამხრეთში კი არაბეთის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში ინდოეთის ოკენემდე უწევდა. დასავლეთიდან აღმოსავლეთამდი იპერია მოიცავდა, ალჟირს, ლიბიას, ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიას, სირიაას, ერაყს და ირანის ნაწილს. ოსმალეთის იმპერიას, თავი არასდროს შეუწუხებია, რომ ამ ტერიტორიების ცალკეული ნაწილებისთვის ახალი სახელები ეწოდებინა, 1867 წელს, მათ ეს ტერიტორია მარტივად დაყვეს ადმინისტრაციულ ერთეულებად და ვილაიეთები უწოდეს, რაც, როგორც წესი მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელზეც იყო ერთი რომელიმე ხალხი წარმოდგენილი, იქნებოდა ეს დღევანდელი ერაყის ჩრდილოეთით, კომპაქტურად მცხოვრები ქურთები, თუ ერაყის სამხრეთში და სირიაში, შერეული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. 
                                 როცა, ოსმალეთის იმპერია ეცემოდა, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, სხვა იდეა ჰქონდათ, მის ნარჩენებთან დაკავშირებით. 1916 წელს, ბრიტანელმა დიპლომატმა კოლონელმა მარკ საიქსმა უბრალო ფანქარი აიღო და ახლო აღმოსავლეთის, რუკაზე ხაზი გაავლო. ხაზი იწყებოდა ჰაიფის ჩრდილოეთით, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიიდან და მიდოდა ქალაქ ქირკუკამდე, რომლეიც დღევნდელი ერაყის ჩრდილო - აღმოსავლეთშია.  მოცემული, რუკა გახდა საბაზისო, მასსა და მის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ჟორჟ პიკოს შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულების, რომელმაც გავლენის სფეროებად გაყო ახლო არამოსავლეთი და რომელიც ძალაში შევიდოდა, თუკი ანტანა დაამარცხებდა მოწინააღმდეგეს და ოსმალეთის, იმპერიასაც მათ შორის.  ხაზის ჩრდილოეთით ტერიტორია საფრანგეთს უნდა ეკონტროლებინა, სამხრეთი ბრიტანეთს. 
                          ტერმინი საიქს - პიკო გახდა ყველა იმ შეთანხმების მოკლე სინონიმი, რომლებიც მეოცე საუკუნის პირველ მესამედში გაფორმდა და რომლის შედეგდაც, შეთანხმებაში მონაწილე ადგილობრივი თუ მათი ტომის ბელადები მოტყუებული დარჩნენ, რაც გარკვეულწილად კიდეც ხსნის დღევანდელ ესტრემიზმს ამ რეგიონში. ეს, მოსაზრება შეიძლება გადაფარულ იქნებს შემდეგით, რომ აქ ძალადობა ევროპელების მოსვლამდეც იყო. როგორც ჩვენ ვნახეთ, ევროპელების მცდელობა, რომ ხელოვნურად შეექმნათ ,,ერები“ ხალხებისგან, რომლებიც არ იყვნენ ერთად ცხოვრებას, ერთ რეგიონში ჩვეული, ნამდვილად არ არის სამართლიანობის და სტაბილურობის რეცეპტი.                                 საიქს პიკოს შეთანხმებამდე, ( ფართო გაგებით, რომ ვიმსჯელოთ ) არ არსებობდა სირიელი ერი, ლიბანი, იორდანია, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ისრაელი ან პალესტინა. თანამედროვე რუკა, გვიჩვენებს ეროვნული სახელმწიფოების საზღვრებს, მაგ ეს სახელმწიფოები ჯერ კიდევ ახალი და სუსტია.                           
     ისლამი ახლო აღმოსავლეთის დომინანტური რელიგიაა, მაგრამ თავის მხრივ შეცავს ისლამის უამრავ ვარიაციას. ისლამის ყველაზე მნიშვნელოვანი დაყოფა თითმის ისლამის გაჩენისთანავე მოხდა, 632 წელს ისლამი ორ ნაწილად სუნიტურ და შიიტურ მიმართულებად გაიყო. მიზეზი კი წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, მისი მონაცვლის არჩევისას დაპირისპირება გახდა.
სუნიტი მუსლიმები არაბთა უმრავლესობას წარმოადგენენ და ასევე მსოფლიოს მუსლიმ მოსახლეობაში, რაც მსოფლიოს მუსლიმი მოსახლეობის 85 % არის. სახელი სუნიტობა მოდის სიტყვდან ალ - სუნა ( ას სუნა* ) რაც ტრადციების მიმდევარ ხალხს ნიშნავს. წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ, ისინი ვინც სუნიტები გახდნენ დავობდნენ, რომ მემკიდრე უნდა არჩეულიყო არაბული ტომობრივი ტრადციების მიხედვით. ისინი საკუთარ თავს, ორთოდოქს მუსლიმებს უწოდებენ.
სახელი შია წარმდგება შიათ ალი - სგან. რაც პირდაპირ თარგმანში ალის პარტიას ნიშნავს, ალი კი მუჰამედის სიძე იყო. ალი და მისი ვაჟები ჰასანი და ჰუსეინი სუყველა მოკლულ იქნენ და ვერ შეძლეს გამხდარიყვნენ მუჰამედის მემკვიდრებეი, რაც შიიტების აზრით მათი კანონიერი უფლების შეზღუდვა იყო, რომ ეხელმძღვანელათ მუსლიმური თემისთვის.
ამის შედეგად გაჩნდა, უმარავი მოძღვრება და მათ შორის დაპირისპირება, შედეგად გამოიყო ორი ძირითადი მიმართულება ისლამში, რამაც ისლამი უერთიერთდაპირისპირებასა და ომინობაში გახვია, თუმცა იყო მშვიდობიანობის გრძელი პერიოდებიც.
ასევე, არსებობს დაყოფა დაყოფებს შორისაც, მაგალითად, არსებობს სუნიტური ისლამის რამოდენიმე განშტოება, რომლებიც რომელი ცალკეული სწავლულის იდეებ მიყვება, დაწყებული მკაცრი ჰანბალიტური ტრადიციით, რომელმაც თავისი სახელი მეცხრე საუკუნეში მორვაწე ერაყელი სწავლულის, აჰმად იბნ ჰანბალისაგან მიიღო, ამ მიმართულებას ძირითადად ყატარსა და საუდის არაბეთში მიჰყვებიან, და რომელმაც თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია ულტრა პურიტანული სალაფისტური განშტოების ჩამოყალიბებაზე და რომელიც ყველაზე დომინანტურია ჯიჰადისტებს შორის.
შიიტურ ისლამს სამი მთავარი განშტოება აქვს, ყველაზე ცნობილი არის თორმეტიანების სახელით ცნობილი, რომელიც მისდევს 12 იმამის სწავლებას, თუმცა თავის მხრივ ესეც განშტოებებად იყოფა. ისმაილური მიმართულება დაობს მეშვიდე იმამის წარმომავლობაზე ხოლო ზაიდური მიმართულება მეხუთე იმამისაზე. აგრეთვე არსებობს რამოდენიმე, შიიტური ისლამის ძირითადი მიმარტულებიდნა რამოდენიმე მნიშველოვანი გადახვევაც, როგორიცაა ალევიტობა და დრუზობა, რომელსაც მუსლიმთა ნაწილი განსაკუთრებით სუნიტები არც კი განიხლიავენ ისლამის ნაწილად.
ევროპულმა კოლონიალიზმმა მემკვიდორეობად დატოვა, ეროვნულ სახელმწიფოებში გაერთიანებული არაბები, რომლებსაც მართავდნენ ლიდერები, რომლებიც ისლამის იმ მიმართულებას უჭერდნენ მხარს, რომელი ჯგუფიდანაც თვითონ წარმოდგებოდნენ. ამ ახალმა დიქტატორებმა კი სახელმწიფო მანქანის გამოყენება, დაიწყეს საკუტარი დიქტატურის კიდევ უფრო განსამტკიცებლად, იმ ხელოვნურად შექმნილ საზღვრებს შორის, რაც მათ ევროპელებმა დაუტოვეს და რაც შეიქმნა სრული უყურადღებობით იმისადმი რასაც ისტორიული შესაბამისობა და ადგილობრივი ტომების რელიგიური კუთვნილებისადმი პატივისცემა შეიძლება ერქვას.
ერაყი, საუკეთესო მაგალითია მუდმივი კონფლიქტისა და ქაოსის. რელიგური შიიტები ვერაფრით ვერ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ სუნიტურმა ხელისუფლებამ შეიძლება აკონტროლოს მათი წმინდა ქალაქები ნაჯაფი და ქერბალა სადაც როგორც ამბობენ მათი წამებულები ალი და ჰუსეინი დაწვეს. საერთო გრძნობა რაც საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა, რთულია შეუზავო იმას, რაც არის რამოდენიმე დეკადის წინა გაცენილი, რთულია ყველა ამ ხალხს ეძახო ერაყელი, როცა საუკუნეებია ისინი თავს შიიტებად და სუნიტებად უკეთებენ იდენტიფიკაციას.
როდესაც აქ ოსმალეთის იმპერიის მმარტველი თურქები გამოჩდნენ, მათ შეხედეს რომ მთებში ცხოვრობდნენ ქურთები, მთების შემდეგ მოდიოდა ვაკე გაშლილი ტერიტორიები, რომელიც ბაღდადამდე უწევდა დასავლეთით კი სირიამდე დ სადაც არაბები ცხოვრობდნენ, რომელთა უეტესობაც სუნიტები იყვნენ, უფრო სამხრეთით კი სადაც ორი დიდი მდინარე ტიგროსი და ევფრატი ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის მდინარე შატ ალ არაბს, ძირითადად ჭაობიანი ადგილებია და მდებარეობს ქალაქი ბასრა, აქაც არაბები ცხოვრობენ თუმცა ამათი უმეტესობა შიიტები არიან. ოსმალებმაც ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი შესაბამისად გაყვეს და გაცნდა სამი ადმინსტრაციული ტერიტორია: მოსულის, ბაღდათის და ბასრის ვიალიეთები.
ანტიკურ ხანაში, რეგიონს უბრალოდ უხეშად მოიხსენიებდნენ, როგორც ასრიას, ბაბილონს და შუმერს. როდესაც სპარსელები აკონტროლებდნენ რეგიონს, მათაც მსგავსად დაყვეს რეგიონი, როგორც ეს ალექსანდრე დიდმა გააკეთა, ხოლო მოგვიანებით იმაიდების დინასტიამ. ბრიტანელება დახედეს იგივე ტერიტორიას და ისევ სამ ნაწილად კი არ გაყვეს არამედ გააერთიანეს, ის ლოგიკური შეუძლებლობა რაც ქრისტიანებს შეუძლიათ ამოხსნან წმინდა სამების მეშვეობით, ერაყში გაგებული ვერ იქნა და გამოიწვია ,,უწმინდური“ არეულობა.
ბევრი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეეძლო ამ ტერიტორიის გაერთიანება და ერაყსაც ჰყავდა, რამოდენიმე ასეთი ძლიეირ ადამიანი. მაგრამ სნამდვილეში, ხალხი არასდროს გაერთიენბული, ისინი უბრალოდ გაყინული იყვნენ შიშისგან. იმ ადგილებში სადაც დიქტატორებს არ შეეძლოთ ხალხის გონებაში შეეხედათ და სადაც მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ დაიჯერებდა სახელმწიფო პროპაგანდას, მუშაობდა სადამის სუნიტური კლანი ქალაქ თიკრიტიდან, შედეგი კი ქურთების მასობრივი დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა იყო, ხოლო 1991 წელს სამხრეთ ერაყში შიიტების მასობრივი ჟლეტა მოეწყო მათი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ.
ქურთები იყვნენ პირვლები, რომლებმაც მოინდომეს გადაწყვიტეს ხმის ამოღება. მცირე ჯგუფები დიქტატურის პირობებში ხშირად აჩვენებენ, თითქოს მათ სჯეროდეთ, რომ მათი უფლბები დაცულია, ვინაიდან მათ საკმარისი ძალა არ აქვთ. მაგალითად ერაყის, ქრისტინული მოსახლეობა და ებრაელები, რომელთაც ერცივნათ ეცხოვრათ სადამის სეკულრული დიქტატურის ქვეშ, იმის შიშით რაც შეიძლებოდა მომხდარიყო სადამის მოცილების შედეგად და რაც კიდეც მოხდა სინამდვილეში. თუმცა ქურთები გეოგრაფიულად და რაოდენობრივიად ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ როდესაც დიქტატურა უაღრესი რეალობა გახდა მათ ფიქრი დაიწყეს ქმედებაზე.
ერაყის 5 მილიონი ქურთი, კონცენტრირებული არიან, ჩრდილოეთ და ჩრდილო აღმოსვლეთ პროვინციებში, ერბილში, სულეიმანიაში და დაჰუკში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს გიგანტური ნახევარმთვარეა, ძირითადად მაღლობებით და მთებით დაფარული, რაც საშუალებას აძლევდა ქურთებს, დაეცვათ თავიანთი განსხვავებული კულტურული იდენტობა, მიუხედავად მათ წინააღმდეგ მიმართული უამრავი კულტურული და სამხედრო კამპანიებისა, როგორიც იყო 1988 წლის ალ - ანფალის კამპანია, რომლის დროსაც ქურთულ სოფლებზე ჰაერიდან მოხტა მომწამლავი აირებით შეტევა. 8 ეტაპიანი კამპანიის დროს, სადამის ძალებმა მოკლეს ყველა მამაკაცი 15  - დან 50 წლამდე ვისაც მისწვდნენ, ისე, რომ არ აუყვანიათ არცერთი ტყვე. 100,000 ქურთი იქნა მოკლული და მათი სოფლების 90 % წაიშალა რუკიდან.
როდესაც 1990 წელს სადამი ქუვეითში შეიჭრა, ქურთებმა გადაწყვიტეს, რომ დრო იყო შანსი გამოეყენებინათ და ისტორია დაეწერათ და მიეღოთ, ის რაც მათ პირველი მსოფლიო ომის დროს შეჰპირდნენ, 1920 წლის სევრის ხელშეკრულების მიხედვით. ყურის პირვლეი ომის ბოლოსკენ ქურთებმა აჯანყება წამოიწყეს, მოკავშირეებმა გამოაცხადეს ,,უსაფრთხო ზონა“ სადაც ერაყის ძალებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ და დეფაქტო ქურთისტანმა ფორმის მიღება დაიწყო. 2003 წლის ერაყის კამპანიამ კი ფაქტი დააბეტონა - ბაღდადი ვეღარასოდეს შეძლებს აკონტროლოს ქურთისტანი.
ქურთისანი არ არის სუვერენული და აღიარებული სახელმწიფო, თუმცა ბევრ რამეში ავლენს მსგავსებას და სიტუაციის მსგავსი განვითარება, რაც ახლო აღმოსავლეთში ახლა ხდება, კიდევ უფრო ეხმარება ქურთისტანის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ახლა საკითხავი ის არის, თუ რა ფორმის იქნება ის და როგორი რეაქცია ექნებათ სირიას, თურქეთს და ირანს, თუკი მათი ქურთული რეგიონები გადაწყვეტენ, რომ შეუერთდნენ ამ ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნს და რომელიც აუცილებლად ეცდება, რომ გავიდეს ხმელთაშუაზღვის ნაპირზე.
აქვე იქნება სხვა პრობლემაც, ერთიანობა ქურთებს შორის. ერაყის ქურთისტანი დიდი ხანია გაყოფილია, ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის. სირიის ქურთები ცდილობენ, რომ ჩამოაყალიბონ სახელმწიფო წარმონაქმნი როჯავა, რომელსაც ისინი მომავალი დიდი ქრტისტანის ნაწილად განიხილავენ, მაგრამ საკითხავია, თუ როგორ გადანაწილდება ძალაუფლება ცენტრსა და ამ რეგიონს შორის. თუკი ქურთისტანი გახდება, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო, რის შედეგადაც ერაყი ფორმას შეიცვლის. შედეგად სავარაუდოა, რომ ჩამოყალიბდება ცალკე ერაყი ანდა ვერ ჩამოყალიბდება.
ჰაშიმიტური სამეფო, როგორც ირდანი არის ცნობილი, კიდევ ერთი ადგილია, რომელიც ბრიტანელებმა უდაბნოსგან შექმნეს, რომელთაც 1918 წელს ჰქონდათ ეს ტერიტორია მიბარებული ადმინისტრირებისთვის და ზემოდან კიდევ უამრავი პრობლემით.
სხვადასხვა არაბული ტომები ეხმარებოდნენ ბრიტანელბს პირველი მსოფლიო ომის დროს, რომ ოსმალეთი დაემარცხებინათ, და მათ შორის იყო, რომელთაც ბრიტანელები დაჰპიდნენ, ჯილდოს ომის დასასრულისთვის. სამწუხაროდ, ორივეს დაჰპიდნენ ერთიდაიგივეს, კონტროლს არაბეთის ნახევარკუნძულზე. იმისდაგმო, რომ საუდის და ჰაშიმის ტომებეი ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს ცოტათი უცნაური იყო. მოკლედ, ლონდნმა რუკებიდან მტვერი გადმოფერთხა, ზემოდან ხაზები გაავლო და განაცხადა, რომ ერთ რეგიონს უხელმძღვანელებდნენ საუდის ოჯახი, მეორეს ჰაშიმიანები და ასევე იქნებოდა ბრიტანელი დიპლომატიც, რომელიც დააკვირდებოდა სიტუციის განვითარებას. საუდელმა ლიდერმა თავის სამფლობელოს, უბრალდო საკუთარი სახელი დაარქვა და მას შემდეგ ჩვენ მას საუდის არაბეთს ვეძახით - მისი უხეში ექვივალენტი იქნებოდა ბრიტანეთს რომ უნიძორეთი ერქვას. ( რაზეც საქართველოზე იფიქრებთ ის კაცია დიქტატორი და მოსაცილებელია ქვეყნიდან )
ბრიტანელმა პედანტებმა, რომლებიც გაგზავნილი იყვნენ მეორე ნაწილის სამართვად მას ტრანსიორდანია ,,მდინარე იორდანეს მეორე მხარე“ უწოდეს. პატარა მტვრიანი ქალაქი ამანი, გახდა ტრანსიორდანიის დედაქალაქი და როდესაც 1948 წელს, ბრიტანელები სახლში წავიდნენ ქვეყნას სახელად დარჩა იორდანია. მაგრამ ჰაშიმიტები, არ ყოფილან ამანის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისინი წარმოდგებოდნენ ყურეიშის ძლიერი საგვარეულოდან, მექის რეგიონიდან. ხოლო მოსახლეობის უმეტესობა იყვნენ ბედუინები. ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა პალესტინელები არიან, როდესაც ებრაელებმა 1967 წელს დასავლეთ ნაპირის ოკუპაცია მოახდინეს, ბევრი პალესტინელი იორდანიაში გაიქცა. ახლა კი გვაქვს სიტუაცია, სადაც იორდანიის 6,5 მილიონი მოქალაქის უმრავლესობას, პალესტინელები წარმოადგენენ, მათ შორის საკმაოდ ბევრი, თავს არ განიხილავს ჰაშიმიტთა სამოფო გვარისადმი ლოიალურად და მეფე აბდულას ქვეშევრდომად. ამას ემატება მილიონამდე ერაყელი და სირიელი ლტოლვილი, რომლებიც დიდ წნეხად აწევს ქვეყნის ისედაც მცირე რესურსებს.
ასეთმა დემოგრაფიულმა ცვლილებებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, და არსად ისეთი, როგორც ლიბანში.
მეოცე საუკუნემდე, ამ რეგიონის არაბებს მიაჩნდათ, რომ ტერიტორია ლიბანის მთებსა და ზღვას შორის, უბრლოდ სირიის პროვინცია იყო. ფრანგები, რომელთა ხელშიც ჩავარდა ეს ტერიტორია პირველი, მსოფლიო ომის შემდეგ სხვნაირად ხედავდნენ ამ ყველაფერს.
ფრანგებს რეგიონის არაბ მოსახლეობასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ და მათაც შექმნეს სახელმწიფო მათთვის. რადგანაც რაიმე სხვა აშკარა სახელი ამ ქვეყნისთვის არ არსებობდა, ფრანგებმა სახელი იქვე არსებული ლიბანის მთებიდან აიღეს და ამგვარად დაიბადა ლიბანი. ეს გეოგრაფიული სიმშვენიერე 1950 - იან ლებამდე გაგრძელდე, ამ პრეიოდიდან ლიბანელ შიიტებსა და სუნიტებს შორის, შობადობამ მნიშვნელოვნად გადაასწრო ქრისტიანებს შორის არსებულს. ამავე დროს მუსლიმი მოსახლეობა უცებ გაიზარდა 1948 წელს დაწყებული ისრაელ - პალესტინის ომების შედეგად. ლიბანში ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ ჩატარდა მოსახლეობის არწერა ( 1932 წელს ), ვინდაიდან დემოგრაფია აქ განსაკუთრებით სენსიტირუი რამ, არის ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მას ეფუძნება.
ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში, იყო ბრძოლები და დაპირისპიება სხვადასხვა კოფესიებს შორის, 1958 წელს მარონიტ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რომელთაც ამ დროისათვის გადაასწრეს, ქრისტიანებს რაოდენობაში, ბრძოლა გაჩაღდა. ისტორიკოსებმა ამ მოლენას ლიბანის პირვლეი სამოქალაქო ომი უწოდეს. მუსლიმები ამჟამად უკვე, ნამდვილად არიან უმრავლესობაში, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ვერ ახერხებენ, რომ გახდნენ ოფიციალური ფიგურები და აკედემიური კვლევების მიერ მოცემული ციფრები, მუდამ სადაო არის.
დედაქალაქ ბეირუთის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად შიიტურია, ქვეყნის სამხერთშიც ურავლესობას შიიტები შეადგენენ. მთელ ამ ტერიტორიას კი შიიტურა ჰესბოლას დაჯგუფება აკონტროლებს, რომელსაც ზურგს ირანი უმაგრებს. ჰესბოლას მეორე სიმაგრეს წარმოადგენს ბექაას ველი, რომელსაც ჰესბოლა კულისებად იყენებს, სანამ თავის მხარდამჭერებს სირიის ომში გაუშვებს, ასადის მხარდასაჭერად. სხვა ქალაქებში უმრავლესობას სუნიტები წარმოადგენენ, მაგალითად ტრიპოლი, ჩრდილოეთში, სადაც მოსახლეობის 80 % მუსლიმები არიან, მაგრამ აქვე არის მნიშვნელოვანი ალევიტური უმცირესობა და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება სირიაში სადაც ალევიტები და სუნიტები ერთმანეთს ეომებიან, აქაც არ აკლიათ არეულობა და სპორადული დაპირისპირებები.
ლიბანი ერთიან ქვეყანად ჩანს, მხოლოდ რუკაზე. ბეირუთის აეროპორდის დატოვებიდან, სულ რაღაც რამდენიმე წუთიასაჭირო, რომ ამაში დარწმუნდე. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში, რომ მოხვდა შიიტების კონტროლირებული, სამხრეთ გარეუბნები უნდა გაიარო, რომელსაც ნაწილობრივ ჰესბოლას მილიცია აკონტროლებს, რომელიც როგორც ჩანს ქვეყნის ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ძალაა. ლიბანის არმია, მხოლოდ ქარალდზე არსებობს, ვინაიდან მეორე სამოქალაქო ომის დროს 1975 – 1990 წლებში, ვინაიდან ჯარისკაცები უბრალოდ ტოვებდნენ ჯარს და საკუთარ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და ადგილობრივ მილიცურ დაჯგუფებებში ერთიანდებოდნენ.
ეს, ნაწილობრივ იგივეა, რაც სირიის შეარაღებულ ძალებს დაემართ, როდესაც 2011 წლის ბოლოს სამოქალაქო ომი დაიწყო.
სირია,კიდევ ერთი მრავალსაწრმუნოებრივი, მრავალ ტომობრივი სახელმწიფოა, რომელიც პირველივე შემთხვევაშივე დაიშალა. რეგიონისთვის დამახასიათებლად, აქაც მოსახლეობის უმატესობა, 70 % სუნიტები არიან, მაგრამ ქვეყანაში არის, რამოდენიმე მნიშვნელოვანი რელიგიური უმირესობაც. 2011 წლემდა სხვადასხვა თემი ერთად გვერდიგვერდ ცხოვრობდა ქალაქში თუ სოფლებში. მაგრამ, იყო ასევე ტერიტორიები სადაც, ერთი რომელიმე ჯგუფი დომინირებდა. როგორც, ერაყში ხალხი აქაც გიპასუხებდა ,, ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ჩვენს შორის დაყოფა არ არის“. თუმცა, როგორც ერყში აქაც შენი სახელი და დაბადების ადგილი უკვე ქმნიდა რაღაც წარმოდგენებს და შეხედულებებს შენზე და როგორც ერაყში აქაც არ დასჭირვებია დიდი ხანი, რომ ეს ხალხი ერთმანეთს დაპირისპირებოდა.
როდესაც ფრანგები მართავდნენ, ამ რეგიონს ისინი მართვის ბრიტანულ წესს მიჰყვნენ, დაყავი და იბატონეს მაგალითს. იმ დროისათვის, ალევეტები ცნობილი იყვნენ, როგორც ნასაირები, ბევრი სუნიტი მათ მუსლიმებად არ თვლიდა და მტრობა მათ მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ, მათ საკუთარ რწმენას რებრენდინგი ჩაუტარეს და ალევიტები, ალის მიმდევრები დაირქვეს, რათა მათი ისლამისადმი კუთვნილება გამოეხატათ. ესენი იყვნენ ჩამორჩენილი მთის ხალხი და სირიის სოციალურ დაყოფაში ბოლო დაბალ ფენაზე იმყოფებოდნენ. ფრანგებმა მოკიდეს მათ ხელი და პოლიცილებად და სამხედროებად გაზარდეს, რისგანაც მათ საკუთარი თავი ქვეყნის მთავარ ძალად აქციეს. 
იდეაში ყველამ იმ იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რაც მცირე განსხვავებული ჯგუფის მიერ მთლიანი მოსახლეობის ართვას მოჰყვებოდა. ასადების კლანი, საიდანაც პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადიც წარმოდგება, ალევიტები არიან, რომლებიც მოსახლეობის 12 % - ს ქმნიან. ოჯახი ქვეყანას მართვას, ბაშარის მამის ჰაფეზის დროიდან მოყოლებული, რომელმაც ძალუფლება 1970 წლის პუტჩის დროს ჩაიგდო ხელში. 1982 წელს ჰაფეზმა სისხლში ჩაახშო, ძმები მუსლიმების აჯანყება ქალაქ ჰამაში, რასაც ჯამში 30,000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეეწირა. საძმოს არც უპატიებია და არც არაფერი დავიწყებია და როდესაც 2011 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აჯანყება დაიწყო, ანგარიშის გასწორების დროც მოვიდა. როგორღაც ეს ახალი სამოქალაქო ომი, ჰამას აჯანყების მეორე სერია არის.
სირიის საბლოო ფორმა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ არის სცენარე, რომელშიც დამასკო ეცემა ( რაც ნაკლებ სავარაუდოა ) და ალევიტები უაკნ იხევენ თავიანთი ძველი სანაპირო და მთიანი ტერიტორიებისკენ და აყალიბებენ პატარა სახელმწიფო წარმონაქმნს, როგორიც არსებობდ 1920 – 1930 წლებში. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასობით ათასი სუნიტი დარჩება ამ რეგიონში, ხოლო თუკი ძალაუფლებას ხელში სუნიტები ჩაიგდებენ, მაშინ მათი მთავარი პრიორიტეტი გახდება, ამ რეგიონში ხელისუფლების დამყარება და აქ არსებული წინააღმდეგობის ჩახშობა.
უახლოეს, მომავალში როგორც ჩანს სირიაში პატარა დაჯგუფებები და ბელადები პატარა ტერიტორიების მართვას შეუდგებიან. წერის მომენტში პრეზიდენტი ასადი მათ შორის ყველაზე ძლიერი ბელადია. ლიბანის ბოლო სამოქალაქო ომი 15 წელი გაგრძელდა და ამ დროისთვის ისევ საკმაოდ მაღალია სამოქალაქო ომის საფრთხე, დიდად სავარაუდოა, რომ სირიაც იგივე ბედს გაიზიარებს.
დიდად სავარაუდოა, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საბოლოოდ, მოუწევს ურთიერთობა მოაგვაროს ქურთულ წარმონაქმნთან, რომელიც ნომინალურად სირიის საზღვრებში იქნება. არამარტო სირიის სუნიტი უმრავლესობა, არამედ თურქეთიც დიდად შეშფოთდება იმ ფაქტით, რომ მის საზღვართან შეიძლება დამოუკიდებელი ქურთული წარმონაქმნი გაჩნდეს. აუცილებლად იქნება მცდელობა, რომ ეს წარმონაქმნი სხვა ქურთულ ტერიტორიებთან გაერთიანდეს, 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში, როდესაც ურქებმა შეძლეს, ჩრდილო სირიაში, მათ საზღვართან მომდგარი ისლამური სახლემწიფოს ნაწილები გაენადგურებინათ, არ დაიზარეს და ქურტებსაც გადაწვდნენ, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომ ამ ქმედების შედეგი თურქეთში, ქურთების მიერ აჯანყების წამოწყება ყოფილიყო.
სირია ლიბანს დაემსგავსა, რომელსაც უცხო ძალაბი საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. რუსეთი, ირანი და ლიბანური ჰესბოლა, მხარს უჭერენ სირიის სამთავრობო ძალებს. არაბული სახელმწიფოები მხარს უწერენ ოპოზიციას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა დაჯგუფებას ემხრობა, საუდელები და ყატარელები, ორივე იბრძვიან გავლენისათვის და ასადის წინააღმდეგ, თუმცა ორივე სხვადასხვა დაჯგუფებას ემხრობა. ( * სწორედ ეს გახდა მათი შემდგომი დაპირისპირების მიზეზი )
იმისათვის, რომ ეს ტერიტორია ერთი ცენტრიდან მართულ რეგიონად იქცეს, მოითხოვს მნიშვნელოვან უნარებს და რაც ყველა მეტად საჭიროა კომპრომისს. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ჯიჰადისტი, სუნიტები მის დაშლას ცდილობენ და ზემოდან ახალი ,,ხალიფატის’’ აშენებას.
დაჯგუფებემა, როგორიც ალ ქაიდა არის და ამ ბოლო დროს უკვე ისლამური სახელმწიფო, თავიანთი მხარდამჭერები, მოაგროვეს კოლონიალიზმის ტკივილების გახსენებით ( * და ბოლოს აშშ ერაყში და ლიბიაში განსაკუთრებით ) და პან არაბული ნაციონალიზმის წარუმატებლობის შედეგად. არაბმა ლიდერებმა, ვერ შეძლეს, რომ კეთილდღეობა ან თავისუფლება მოეტანათ მათი ხალხისთვის, ხოლო ისლამი რომელიც მათ ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, ბევრისათვის რეგიონში მიმზიდველი გახდა თავისი ღვთისმოსაობის, უმუშევრობის და რეპრესიის ტოქსიკური ნაზავის წყალობით.
ისლამისტები იხედებიან წარსულში, ოქროს საუკუნისკენ, როდესაც ისლამით მართული იმპერია, მოწინავე იყო, ხელოვნებაში, კულტურაში, ტექნოლოგიებში, მედიცინაში და მმართველობაში. მათ წვლილი შეიტანეს, ანტიკური ეჭვის ,, სხვების შესახებ’’  ახლო ახმოსავლეში ზედაპირზე ამოტანაში.

ისლამური სახელმწიფო, ალ ქაიდას ფრენჩიზია და ალ ქაიდას ერაყული დაჯგუფებიდან წარმოიშვა, გვიან 2000 იანებში, და რომელიც ნომინალურად ალ ქაიდას გარაჩენილი ლიდერების მიერ იმართებოდა. სირიის სამოქალაქო, ომი როდესაც დაიწყო ჯგუფი გამოიყო ალ ქაიდასგან და სახელი გადაირქვა. პირველად ის დანარჩენი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა როგორც ისელ ( ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში ) მაგრამ რადგანაც, არაბული შესატყვისი ლევანტისათვის არის ალ - შამ, ის თანდათან გახდა ისეშ. ( ინგლუსურად სხვა ამბავია 😉 თარგმნას აზრი აქ აქვს ). 2014 წლის ზაფხულდან დაჯგუფებამ საკუთარ თავს ისლამური სახელმწიფო უწოდა, როდესაც სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი დაიკავეს.
ის მალე იქცა აუცილებლად გასაწევრიანებელ ( “go to” ) ჯიჰადისტურ დაჯგუფებად, პირველ რიგში თავისი, რომანტიზებული ღვთისმოსაობის და მეორე რიგში თავისი სისასტიკის გამო, მისი მთავარი მიმზიდველობა იყო, მათი წარმატება ხალიფატის შექმნის გზაზე, მაშინ როდესაც ალ ქაიდა კლავდა ხალხს და იპყრობდა გაზეთების პირველ გვერდებს, ისლამური სახელმწიფო კლავდა ხალხს და იპყრობდა ტერიტორიებს.
ისლამურმა სახელწიფომ, ასევე დაიპყრო, ის რაც ასე მნიშვნელოვანია ინტერნეტის საუკუნეში - ფსიქოლოგიური სივრცე. მან ეს დააფუძნა, ალ ქაიდას პიონერულ სტრატეგიაზე, სოციალური მედიაში და კიდევ უფრო მაღლა აიყვანა ის, თავისი დახვეწილი ქმედებებით და სისატკით. 2015 წლისათვის, ისალმური სახელმწიფო ნებისმიერ სახელმწიფოზე წინ იყო საჯაროობის დონით, ჯიჰადისტების მეშვეობით და ინტერნეტის მომხამრებლების დამოკიდებულებით სექსა და ძალადობაზე, ისლამური სახელმწიფო ზემოთ ამოტივტივდა. ეს არის, ახალი თაობა, ბლატნოი ჯიჰადისტების, დიდ სასიკვდილო თამაშში.


2015 წლის ზაფხულისათვის, ბევრი არაბი ახლო აღმოსავლეთში და რეგიონალური მედია, ისლამური სახელმწიფოს სხვა ახალი სახელით მოიხსენიებდნენ, სახელით, რომელიც კარგად წარმოაჩენს, თუ რად შეიგრძნო უბრალო ხალხმა ისლამური სახელმწიფო და ეს სახელია დაეში.
ეს არის აკრონიმი არაბული, დაულათ ალ ისლამია ფ,ალ ირაქ ვა ალ შამ, მაგრამ მიზეზი რის გამოც ხალხმა ამ სახელის გამოყენება დაიწყო, არის ის, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრებს სძულთ ეს. ვინაიდან ის ჟღერს დაესის მსგავსად, რაც ნიშნავს დაქვემდებარებულს. უფრო მეტად, ეს ერითმება უარყოფით სიტყვას, როგორიც არის - ფაიშ ( ფაჰიშ ) რაც ნიშნავს, ისეთ ადამიანს ვინც სცოდავს, ისინი ვისაც სძულს, ორგანიზაციის განსაკუთრებული სიმბოლო ისლამი, მას სიტყვა ჯაეშთან - ჯაჰეშთან რითმავენ - რაც ,,დებილ ტრაკად“ ითარგმნება. ეს, უარესია ვიდრე გეძახოდნენ ვირს, ვინაიდან, არაბულ ქვეყნებში იმ ცოტა რამეს შორის, რაც ვირზე უფრო შეურაცხმყოფელია ეს ტრაკია.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen