Dieses Blog durchsuchen

θάλασσακρατία VS θελυροκρατια

    დედამიწაზე სახელმწიფოები შეიძლება დავყოთ 2 ტიპად, თელუროკრატიულად და თალესოკრატიულად. თელუკრატიული სახელმწიფო ნიშნავს, ისეთ სახელმწიფოს რომლის ძლიერება დამყარებულია სახმელეთო ძალების სიძლიერეზე თელუკრატია ბერძნული ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა სადაც თელურო ნიშნავს ხმელეთს, მიწას ხოლო კრატია, მბრძანებლობას, ძალას - თალესოკრატიული სახელმწიფოები რომელთა სიძლიერეც განპირობებულია საზღვაო ძალების შესაძლებლობით, თელუროკრატიაც ბერძნული ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა სადაც თელუროს ზღვას ნიშნავს ხოლო კრატოს ძალას, მბრძანებლობას. დედამიწაზე მრავალი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა რომლებიც ან თელუროკრატიული ან თალესოკრატიული ძალა იყვნენ. თუმცა არ არსებობს მაგალითი რომელიმე სახელმწიფოს შეეცვალოს საკუთარი მიმართულება და თალეოსკრატიულიდან თელუროკრატიული გამხდარიყოს ან პირიქით, თუმცა კი ჰქონდათ მცდელობა რომ ორივე მხრივ ერთნაირად გაძლიერებულიყვნენ, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია სახელმწიფოს გეოგრაფიით, როდესაც მისი ტერიტორია, რელიეფი, მეოზობლობა სხვა ქვეყნებთან თუ სანაპიროს ფორმა, შედარებით უპარეტესობას აძლევს ერთ - ერთი მათგანის განვითარებას, ანუ შეიძლება დავასკვნათ რომ ქვეყანა თალესოკრატიული იქნება თუ თელუროკრატიული განისაზღვრება გეოგრაფიის მიერ.                                                                  
  მსოფლიო ისტორიას თუკი გადავხედავთ აღმოჩნდება რომ თალესოკრატიულ სახელმწიფოებს უფრო ხშირად ხვდებოდათ გამარჯვების გვირგვინი ვიდრე თელუკრატიულ სახელმწიფოებს. თალესოკრატიული სახელმწიფოები უფრო მეტად იყვნენ ჩართული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ვიდრე თელუკრატიული, მათ უკეთესი სავაჭრო სისტემის განვითარებაც შეეძლოთ რაც მათ საშულებას აძლევდა უკეთესი ეკონომიკა აეშენებინათ და შესაბამისად უკეთესი არმიაც ჰყოლოდათ. პელოპონესის ომის მაგალითზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თალესო კრატიული ათენის დამარცხება შეძლო თელურო კრატიულმა სპარტამო,  თუმცა ეს ბოლომდე სიმართლე არ იქნება ვინაიდან ათენელებმა შეძლეს სპარტის ფლოტის განადგურება და მათ სამხედრო დესანტირების საშუალება მოუსპეს, მათი დამარცხება კი განაპირობა სპარსეთის იმპერიის ჩართვამ ბრძოლაში, რომელმაც აღადგენინა პელოპონესელბს ფლოტი და საკუთარიც დაახმარა, ამ დროს კი სპარსეთი იმ დროის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო და გადამწყვეტი როლიც ითამაშა, თუმცა კი პელოპონესის ომებამდე მომხდარ ბერძენ სპარსელთა ომებში, სპარსელები დამარცხდნენ და მათი დამარცხება სწორედ ბერძნების საზღვაო ძლიერებამ განაპირობა როდესაც სახმელეთო ბრძოლებში წარმატება მიღწეულმა სპარსეთმა სალამინის საზღვაო ბრძოლის წაგების შემდეგ თავის სტრატეგიულ მიზანზე ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების დამორჩილებაზე უარი თქვა.                                                             
      მსოფლიოს მომდევნო ბატონიც ალექსანდრეს იმპერია, თელუკრატიული სახელმწიფო იყო, თელუკრატიული იყო მისი მომდევნოც, რომის იმპერია, ადრეულ შუა საუკუნეებშიც და გვიან შუა საუკუნეებამდე მსოფლოს მბრძანებლები თელუკრატიული სახელმწიფოები იყვნენ, რომის შემდეგ ძალაუფლებას, აღმოსავლეთ რომის იმპერია და სპარსეთი იყოფდნენ, შემდეგ არაბებმა აიღეს მსოფლიოს პოლიტიკურ კულტურული ფლაგმანობა. შემდგომი მსოფლიოს ლიდერებიც თურქები და მონღოლები თელუკრტიული სახელმწიფოები იყო, ( საქართველოც კი საკუთარ ოქროს ხანაში, თელუკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, ზღვის თევზებსაც კი ვერ მივეცით ყველას სახელი)  მხოლოდ თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ (1453 წლის, 29 მაისი) მისცა ძლიერი ბიძგი ძლიერი თალესოკრატიული სახელმწიფოების გაჩენას, თავდაპირველად ესენი იყვნენ იტალიური ქალაქ სახელმწიფოები, რომელთაც მანამდეც მონოპოლიზებული ჰქონდათ ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვაში, მას შემდეგ კი რაც თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს იტალიელებს დაეკეტათ გზა შავ ზღვაში და ფაქტორიების დახურვა მოუხდათ, ასევე თურქების მოდევნო გაძლიერების შედეგად იკარგებოდა ლევანტის ვაჭრობაც ( ვაჭრობა დღევანდელი სირიის და ლიბანის სანაპიროებთან) ამ ყველაფერმა უცხოური, აღმოსავლური პროდუქციის კრიზისი შექმნა დასავლეთ ევროპაში, სწორედ ამ დროს ესპანეთმაც დაამთავრა გაერთიანება და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა გადაწყვიტა, სწორედ ამ დროს სამეფო კარზე წარდგა ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც აცხადებდა რომ მას შეეძლო ინდოეთთან მისვა დასავლეთის გზით, ამ დროს უკვე იყო მაგალითი პორტუგალიელი ნაოსნებისა რომელთაც შეძლეს საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა ზღვით და საზღვაო საქმეც უფრო და უფრო ვითარდებოდა, სწორედ ეს მომენტი იქცა ახალი თალესოკრატიული სახელმწიფოების დასაწყისად, ესპანეთი და პორტუგალია იყვნენ პირველები რომლთაც 1494 წელს პატივად ხვდათ მსოფლიოს გადანაწილება, რასაც მათ რომის პაპი უდასტურებდათ. ესპანეთს და პორტუგალიის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა პირველი კაპიტალისტური სახელმწიფო ჰოლანდია, რომელიც ადრე ჩრდილოეთში იყო ვაჭრობის ლიდერი და ახლა სამხრეთის თბილი ზღვებისკენაც იყურებოდა, სწორედ მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს გემთ მშნებლობის ტექნოლოგიები, თუმცა მათ მალე ძლიერი კონკურენტი გაუჩნდათ ინგლისის სახით, რომელიც სულ მალე გახდა ზღვათა მპყრობელი და მსოფლიოს ახალი თალესორატიული ძალა მოევლინა, რომელმაც თავისი საზღვაო ფლოტის წყალობით შეძლო მსოფლიოს ლიდერი გამხდარიყო და მისი ეს მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერის როლი ახალმა თალესოკრატიულმა ძალამ აშშ  - მ გადაიბარა, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც თელუკრატიული საბჭოთა კავშირი იყო, საბოლოოდ კი საბჭოტა კავშირი დამარცხდა ხოლო აშშ - ჯერჯერობით მსოფლიოს ლიდერობს.                                                                          აქ შეიძლება ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდეს და თქვას, რომ სპარსეთსაც, ოსმალეთის იმპერიასაც, საფრანგეთსაც, გერმანიასაც, საბჭოთა კავშირსაც დიდი და ძლიერი ფლოტი ყავდათ, რომელიც წარმატებასაც აღწევდა, მაგრამ ეს სახელმწიფოები ძირითად ყურადღებას მაინც თავისი სახმელეთო ძალების განვითარებას აქცევდნენ და მათი სამხედრო წარმატებაც ძირითადად სახმელეთო ბრძოლებში გამარჯვებას უკავშირდება.                                                  თალესოკრატიული სახელმწიფოების მთავარ პრობლემად ტერიტორიის კონტროლის სირთულე შეიძლება მივიჩნიოთ, თელუკრატიულებისთვის კი ეს პრობლემა ნაკლებად არის, თალესოკრატიულ სახელმწიფოებს უფრო უკეთესი წვდომა ჰქონდათ მსოფლიო რესურსებთან ვიდრე თელუკრატიულებს, ეს ყველაფერი მათგან მოითხოვდა ძლიერი საზღვაო ძალების განვითარებას რასაც ხელს უშლიდა უკვე ძლიერი თალესკრატიული ძალა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან გაწირა გერმანია პირველ და მეორე მსოფლიო ომში. სწორედ ამის გამო მიისწრაფოდა რუსეთი და შემდგომ საბჭოთა კავშირი გასულიყო თბილ ზღვებზე.                                                                   
      ძლიერი ფლოტის უქონლობის გამო ვერ შეძლო ნაპოლეონმა კონტინენტური ბლოკადის განხორციელება ინგლისზე და ძლიერი ფლოტის ყოლამ შეაძლებინა აშშ -ს დაპირისპირებოდა საბჭოთა კავშირს მსოფლიოს ყველა კუთხეში და დღესაც ფლოტის წყალობით შეუძლია მას უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში განვითარებულ მოვლენაზე.                                                                                           საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს გეოგრაფია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, იმ ფორმას თუ როგორ ძალად ჩამოყალიბდება ის, იქნება თელუკრატიული თუ თალესოკრატიული, სახელმწიფოს რომელიმე ძალად ჩამოყალიბებაზე შეიძლება გარეშე ფაქტორმაც მოახდინოს გავლენა, მაგრამ მას შეუძლია უბრალოდ შემანელებლის ან ამაჩქარებლის როლი ითამაშოს. ის საკითხი კი თუ როგორ სახელმწიფოდ ჯობია ჩამოყალიბება და რომელი უფრო მომგებიანია, დღეისთვის შეიძლება კიდევ რიად დარჩეს, ვინაიდან მიმდინარე გლობალიზაცია იმდენად ამარტივებს კომუნიკაციებს, რომ საზღვაო ბატონობა უფრო და უფრო ნალებად ხდება გადამწყვეტი, თუმცა კი ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

  ჩვენმა მთვარობამ გადაწყვიტა, რომ ქართული შენაერთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გემგზავროს და იქ ფრანგების და გერმანელების გვერდით დადგეს და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ალბათ მათი ძირითადი დავალება აქ ცენტრალური აფრიკის ჯარის და საპოლიციო შენაერთების გაწვრთნა იქნება.
ძირითადი რესურსები
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
     ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მართლაც თითქმის აფრიკის ცენტრშია, აი რესპუბლიკას რაც შეეხება რთულია სათქმელია ვინაიდან ამ ტერიტორიის ისტორიას თუ გადავხედავთ რესპუბლიკანიზმი და აქაური მმართველობის სისტემა ცოტა შორი-შორს დგას. ქვეყნის ფართობი 622,984 კვ/კმ - ია და ის სამ ზონაშია განლაგებული, ჩრდილოეთის მშრალი საჰელის ზონაა, ცენტრალური ნოტიო საჰელის ზონაა გატყიანებით ხოლო სამხრეთი ნაწილი უკვე ჯუნგლებია, ასეთი განსხვავებული ლანდშაფტები თავისთავად განსხვავებულ ცხოვრების პირობებს და წესს აყალიბებს, ქვეყანას 6 სახელმწიფო ესაზღვრება, ჩადი, სუდანი, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგო და კამერუნი, ქვეყანს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ქვეყნის დედაქალაქი ბანგი, რომლეიც მდინარე უბანგიზე მდებარეობს, ხოლო მდინარე უბანგით ის გამოყოფილია კონგოს დემოკრატიულს რესპუბლიკას, ( ასეთი სიახლოვის გამო არ გაუჭირდა ფრანსუა ბოზიზეს აჯანყების დროს ქვეყნიდან გაქცევა :) ).  ქვეყანა 17 პროვინციად იყოფა, არის კიდევ 14 პრეფექტურადა 2 ეკენომიკური პრეფექტურა, ასევე დედაქალაქს განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქვეყანაში ცხოვრობს 4,95 მლნ ადამაინი და ის ნამდვიალდ გამოირჩევა მრავალეთნიკურობით, აბორიგენებად პიგმეები მიიჩნევიან რომლებიც ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ თუმცა მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ, ყველზე დიდი ჯგუფი საჰელო - სუდანური წარმომავლობის ბაიები არიან და მოსახლეობის 33 % არიან, 27 % წარმოადგენენ ბანდას ხალხი, 13 % მანჯიები, სარას ხალხი 10 %, მბოუმები 7 % არიან, 4 % არის იაკომას ხალხი, ასევე არიან ლოზონგოები, ბანცირები, გბაკები და ნგბანდები. ასეთი ეთნიკური მრავალფეროვნება ენებზეც აისახება ვქეყანაში 72 ენაზე ლაპარაკობენ, ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსით ფრანგული და ზანგო სარგებლობს. ქვეყანა მდიდარია, ოროთი, სპილენძით, რკინით, ურანით და ალმასებით.
1884 წლის ფრანგულ -
 ბელგიური გაყოფა
     XIX საუკუნეში, ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ არაბი მონებით მოვაჭრენი,  რომლებიც ბარ ელ  ღაზარის რეგინიდან შემოდიოდნენ და ძირითადად ბანდას რეგიონიდან გაჰყავდათ მონები, 1884 წელს კი ბელგიურმა ექსპედიციამ, მდინარე უბანგის მეშვეობით, ცენტრალური აფრიკის დღევანდელ ტერიტორიამდე მისასვლელი აღმოაჩინა, შედეგად არაბები მოიცილეს, ნაცვლად მდინარის სამხრეთი ნაწილი ბელგიელებმა აიღეს ხოლო მთელი ჩრდილოეთი ფრანგების ხელში მოექცა, 1889 წლიდან მოყოლებული ფრანგებმა ბანგის პლაცდარმად გამოყენება დაიწყეს და მთელი ცენტრალური აფიკა დაიპყრეს სახელად კი ობანგი - შარის უწოდებდნენ, 1903 წელს ტერიტორია ოფიციალურად გახდა საფრანგეთის კოლონია, ხოლო 1910 წელს ფრანგული ეკვატორული აფრიკის ნაწილი გახდა, რაც ერთგვარი ფრანგული კოლონიების ფედერაციული გაერთიანება იყო, 1946 წლიდან ასპარეზზე ჩნდება ბართლომეი ბოგანდა, მღვდელი რომელმაც პოლიტიკაში გადაწყვიტა გადასვლა, ბოგანდამ მომახერხა ის რომ ის გახდა ფრანგული ნაციონალუ კრების წევრი, თუმცა ის პარიზში იშვიათად იყო და ამიტომ 1949 წლის 28 სექტემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშ დაარსა პარტია სახელად ,, მოძრაობა შავი აფრიკის სოციალურად განვითარებისათვის", ამის შემდეგ ბოგანდა ჯერ, ბანგის მერი გახდა შემდეგ კი ცენტრალური აფრიკის პრემიერ მინისტრი, ვიდრე 1959 წელს ავიაკატასტროფაშ არ დაიღუპა. 1957 წელს ბოგანდა ცდილობდა შეექმნა, ლათინური აფრიკის შეერთებული შტატები, რაც საპირწონე უდნა გამხდარიყო გვერდით მყოფი ბრიტანული, ანგლური კოლონიებისა და გასაბჭოებული ეგვიპტისა, თუმცა ფაქტია რომ აქედა არაფერი არ გამოვიდა.
ლათინური აფრიკის
შეერთებული შტატები
  1960 წლის 13 აგვისტოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი დავიდ დაკო, პრეზიდენტი გახდა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არეულობები იყო, დარჩენილ ფრანგულ გარნიზონებთან, ჩადთან, შიდა ტომობრივი. კლანური. ასეთ ფონზე 1965 წელს სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ხელისუფლებაშ მოდის, ჟან ბედელ ბოკასა, რომელმაც თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო თუმცა ბოლოს ლორდი ექტონის სიტყვები გაამართლა, მისი მმართველობის პერიოდი იყო, ცვალებადი საგარეო და საშინაო პოლიტიკით გამორჩეული, დადასტურებული კანიბალიზმით, სახელმწიფო ტერორი, მიუღწეველი ნაპოლეონობა და პორტირება რელიგიებში. 1979 წელს ლიბიაში მყოფ ბოკასას ფრანგებმა შეუსრულეს და სპეც ოპერაცია ჩაუტარეს, ხელისიფლებაში ისევ დავიდ დაკო დაბრუნდა, ( ბოკასა პარიზში წავიდა და მუსლიმობის შემდეგ, ლამის მე - 13 მოციქულობა მოინდომა :) ) . 1981 წელს კიდევ ერთი არეულობა და მმართველად გენერალი ანდრე კოლინგბა მოვიდა , რომელიც 1993 წელს ბოკასას ნაპრემიერალმა ანჟ ფელიქს პატასემ, ჩაანაცვლა ( გაგიკვირდებათ და არჩევნები მოიგო), პატასემ 2003 წლამდე იმოღვაწევა და შეძლო, ბოკასას დროს შეძენილი ცოდნის გამოვლინება, ყველაფერი ხელში დაიკავა და აკონტროლებდა, ბოლოს კდიე საკუთარი ალმასების მომპოვებელი საზოგადოებაც დაარსა, 2003 წლეს კი საკუათრმა გენერალმა ფრანსიუა ბოზეზემ, სახელმწიფო გადატრიალებით ჩამოაგდო, ბოზეზემ 2005 წელს არჩევნები ჩაატარა თუ დაუკვეთა და კიდეც მოიგო, ბოზოზე იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან ბოკასას რეაბილიტაცია მოახდინე და ისიც განაცხადა, რომ ბოკასას ნამოღვაწარ არ ვუფასებთო. 2006 წელს სიტუაცია გართულდა ჩრდილოეთით სადაც სელეკას ისლამისტური, დაჯგუფება იყო აჯანყებული, 2012 წელს სიტუაცია ძალიან გართულდა, ქვეყნიდან დაიწყო საზღვარგარეთის მოქალაქეების გაყვანა და საელჩოების დახურვაც, 2013 წლის 24 მარტს სელეკას ხალხმა მოახერხა ბანგში პრეზიდენტის სასახლის აღება ბოზეზე კდრ - ში გაიქცა, 2013 წლის აგვისტოში, სელეკას მეთაურმა მიხაელ დიოტოდიამ თავი პრეზიდენტად აირჩია და გამოაცხადა რომ, სექტემბერში სელეკას დაშლიდა, შედეგად კი სელეკას, ბოზიზეს, ქრისტიანებს, მუსლიმებს, ცალკეულ დაჯგუფებეს შორის დაპირისპირება დაიწყო. 2013 წლის 5 დეკემბერს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საფრანგეთს ნება დართო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერაცია ჩატარებინა, 2014 წლის 10 იანვარს დიოტოდიამ და პრემიერ მინისტრმა ნიკოლას ტიანგაიემ გადადგომის შესახებ განაცხადეს, ამჟამად ქვეყაანს ანდრე ნცაპაიეკე მართავს და ცდილობს ქვეყანაში სიტუაცია დააწყანროს, რაშიც მას ფრანგი და გერმნელი სამხედროები ეხმარებიან და ქართველებიც უნდა დაეხმარნონ.


გამოყენებული წყაროები :

  1. https://www.youtube.com/watch?v=xubz9z00JVM
  2. http://de.wikipedia.org/wiki/Zentralafrikanische_Republik
  3. http://www.spiegel.de/thema/zentralafrikanische_republik/
  4. http://en.wikipedia.org/wiki/Andr%C3%A9_Kolingba
  5. http://de.wikipedia.org/wiki/Barth%C3%A9lemy_Boganda
  6. http://de.wikipedia.org/wiki/Mouvement_pour_l%E2%80%99%C3%A9volution_sociale_de_l%E2%80%99Afrique_noire
  7. http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/afrika/gewalt-in-zentralafrika-christen-und-muslime-bekaempfen-sich-12849272.html
  8. http://de.wikipedia.org/wiki/Jean-B%C3%A9del_Bokassa


რამდენად გადამწყვეტი როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?

როგორ გაჩნდა ნაცია, ნაციონალიზმი და ყველა ის ატრიბუტი რომლითაც აღჭურვილია, დღევანდელი სახელმწიფოები, ვის გაუჩნდა აზრად, რომ ხალხის მასისთვის ეთქვა, რომ თქვენ ხართ ერი და თქვენ უნდა გქონდეთ ცალკე სახელმწიფო, რადგან თქვენ გაქვთ განსხვავებული იდენტობა, რა თქმა უნდა ელიტას, იმ ხალხს ვინც იმ ტერიტორიის, განსხავავებული კულტურის მატარებლ ხალხში ითვლებოდა, განათლებულ ადამიანად, რომელსაც შეიძლებოდა რამეს შეჰკითხოდი, უკეთესი შედეგის მისაღებად. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მათთზე განათლებულ, მოხერხებულ, ძლიერ და სახელგანთქმულ ინდივიდებთან დაახლოებას, ცდილობენ შეამკონ ისინი სხვადასხვა ეპითეტებით, ეთამაშონ უკეთესს რათა თვითოანც ამ თამაშში უკეთესები გახდნენ და ამგავარად ქმნიან კიდეც ელიტას, ელიტაც ნელ-ნელა გრძნობს თავს აღმატებულად, ხვდება რომ ძალა შეიძინა და ცდილობს საზოგადოების ორგანიზებაც ისე მოაწყოს, რომელიც მისი აზრით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ელიტა ჭკვიანია და მართლა განათლებულია და არა დროების მიერ შექმნილი, ის შეძლებს გაითვალისწინოს საზოგადოების შესაძლებლობები და მეთოდურად გააუმჯობესოს ის, და ამ გზაზე შეიძლება ნაციიის შექმნაც სასარგებლო აღმოჩნდეს. ახლა კი ელიტის მნიშვნელობაზე, შევადაროთ სახელმწიფო ადამიანს, ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს თავის გარეშე და თავზე მიყენებული დარტყმებიც ყველაზე სახიფათოა, მიუხედავად იმისა ეს თავი ჭკუით და ცოდნით არის სავსე თუ სრულიად გამოფხეკილია შედეგი ლეტალური არის, თავს თუ ჭკვიანია შეუძლია განასხვავოს ნარკომანის და ექიმის მიწოდებული ნემსი, სწორედ ასევეა ელიტაც ხალხში, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რა არის უკეთესი, ხალხისთვის და რაზეც დამოკიდებული არის თავისი საკუთარი კეთილდღეობაც. ელიტის ასეთი დიდი მნიშვნელობისდაგამო არის, რომ ხალხთა შორის დაპირისპირებაში, პირველი სიტყვა ელიტას ეკუთვნის და მტრებიც პირველად მოწინააღმდეგის ელიტის განადგურებაზე ზრუნავენ. ელიტის მნიშვნელობაზე ერის მშნებლობაში აშკარად მეტყველებს ეროვნული გმირის სტატუსის არსებობა, მართალია ადამიანი შეიძლება არ იყოს ელიტის ნაწილი, ეროვნული გმირი სტატუსის მიღებამდე მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ნამდვილად ელიტის წევრია, და მათდამი პატივისცემის თვალსაჩინო გამოხატულებაა მათი სახელობის უამრავი დაწესებულება თუ ობიექტი.                                                                                                                                                             აშკარაა, რომ დღევანდელი ქართული ელიტა მუშაობს ქართველებში ნაციონალური აზროვნების ჩამოყალიბებაზე, რაც გამოიხატება შუა საუკუნეებში თუ უფრო ადრე მოღვაწე ქართველების ეროვნულ მოღვაწეებად გამოცხადებაში, როდესაც იმ პერიოდში ნაციონალიზმის ხსენება საერთოდ არ იყო.   საქართველოში ნაციონალიზმის აღორძინება ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება, სწორედ მან დაიწყო საქართველოში პოლიტიკური ნაციონალიზმის შემოტანა ეროვნულ-დემოკრატიული პარატიის იდეით, შექმნა კი არ დააცალეს რადგან , წიწამურთან მოკლეს ილია და იდეაც, შედეგად საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა 1917 წლამდე გადაიდო, როდესაც სპირიდონ კედიამ და მისმა თანამოააზრეებმა შეძლეს, პარტიის აშენება, ქართული-ეროვნულ დემოკრატიის და 80-90-იანი წლების ქართული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, გია ჭანტურია 1994 წელს იქნა მოკლული რითაც კიდევ ერთხელ დიდი დარტყმა მაიდგა, ქართულ ნაციონალიზმს, მანამდე კი დაახლოებით 1 წლით ადრე ასევე მოკლულ იქნა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი ზვიად გამსახურდია,  და კიდევ უფრო ადრე 1989 წელს საეჭვო ვითარებაში ( ყოველ შემთხვევაში ხალხს ისევ ელიტა ეუბნება, რომ სიკვდილის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის და მის გარდაცვალებას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ნომინალურად მაინც ერის აზრის განმსაზღვრელად ითვლება) დაიღუპა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებლი მოძრაობის კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი მერაბ კოსტავა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტით ნათლად ჩანს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ელიტას ერის მშენებლობაში და რამხელა პრობლემებს წარმოქმნის ის შინაური თუ გარეული მტრისთვის, ფაქტია ამ სამ პიროვნებას შორის იყო უკიდურესი და ზომიერი ნაციონალისტიც მაგრამ სამივე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც საქართველოში მკვეთრმა ნაციონალისტურმა გამოსვლებმა იკლო და ქვეყნის განვითარების მიმართულება აშკარად სხვა მხარეს წავიდა, ვიდრე ამ პიროვნებბების და მათი მიმდევრების დაპირება იყო, დღეისთვის კი მათი დანატოვარი თითქმის არ ჩანს და ქართული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც პოლიტიკურ სარბიელზე კარგად ვერ ნამდვილად ვერ გამოიყურება.                                                                                                                                საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, ელიტამ ნამდვილად წამყვანი როლი ითამაშა ფრანგი ერის ჩამოყალიბებაში, ტერმინი ,,ნაციონალიზმიც’’ სწორედ მის დასაწყისში გაჩნდა, სწორედ აქ ჩანს თუ როგორ შეცვალა ელიტამ ხალხის განვითარების მიმართულება და ისინი აქცია ერად და უთხრა მათ რომ ისინი იყვენენ ერად, ამის მიზეზი იყო დაპირისპირება ძველ წყობილებასთან და ეს მოიტანა ვაჭრობის, ნავიგაციის და ინდუსტრიის განვითარებამ, ახალი ტიპის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, მოითხოვა ურთიერთობის ახალი ფორმის გაჩენა ძველ მმართველებსა და ახალ, განათლებულ და გამდიდრებულ ხალხს, ახალ ელეიტას შორის. ამ დაპირისპირების დროს ახალ ელიტას დასჭირდა, რომ ხალხისთვის მიენიჭებინა ახლაი სტატუსი, თუკი ადრე მათი იდენტიფიცირება ხდებოდა მათ მესაკუთრე ფეოდალთან, ახალ ელიტას მოუწია შეექმნა ახალი სტატუსი ხალხისთვის, და სწორედ ამიტომ გაჩნდა მცნება მოქალაქის და რევოლუციის შემდეგ ყველას ეწოდა საფრანგეთის მოქალაქე( ბიურგერი) , რევოლუციას კი ბურჟუაზიული, ანუ ბიურგერული ანუ სამოქალაქო, ძველი ელიტა განდევნილ იქნა ახალმა კი თავი გამოაცხადა ხალხის და საფრანგეთის დამცველებად და არა მეფის და ფეოდალების, ნაციონალიზმის და განსაკუთრებით ფრანგული ნაციონალიზმის გაძლიერება გამოიწვია ნაპოლეონის ომებმა, ნაპოლეონმა შექმნა ახალი სამხედრო ელიტა, რომელსაც ხალხი ადიდებდა და უჯერებდა, ნაპოლეონი მართალია უარყოფდა ყოველგვარ იდეოლოგიას და მმართველობის დოქტრინას, მაგრამ ფრანგულ ნაციონალიზმს აშკარად გამაძლიერებლად წაადგა თუნდაც ახალი ტერიტორიების შეერთებით ფრანგულ ტერიტორიებზე, ნაპოლეონის ომების შედეგად ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ნაციონალიზმის იდეებმა, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობდა საფრანგეთის სწრაფი დაწინაურება, სამეფო ხელისუფლების და ფეოდალიზმის მოცილების შემდეგ რის გამოც, დანარჩენი ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ძველი წესრიგის მოშლის შედეგი იყო და ასევე ჩათვალეს, რომ ეს ნაციონალიზმმა გამოიწვია, შედეგი კი იყო გერმანიის საბაჟო კავშირის გაჩენა და 1848/49  წლის ბურჟუაზიულ - ნაციონალისტური რევოლუცია, იმავე პერიოდში დაწყებული იტალიის გაერთიანება, რომელიც მთლიანად ელიტის კარნახით მიდიოდა, განმათავისუფლებელი მოძრაობების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკაში დაწყებული ბრძოლა, ესპანეთის კოლონიუირი რეჟიმის წინააღმდეგ, სახელმწიფოების ჩამოყალიბებით დამთავრდა, დღეს კი სიმონ ბოლივარი და ხოსე დე სან მარტინი განმათავისუფლებლებად იწოდებიან და მათ მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს რამდენიმე ერი, აშკარაა ელიტის როლი აშშ-ს შექმნაში, სადაც ელიტის და ხალხის დაპირისპირებამ მმართველობასთან აშშ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა და დღეს კი ფაქტია აშშ ამერიკელებს განსხვავებული იდენტობა აქვთ და შეგვიძლია მათ ერი ვუწოდოთ, ერის ჩამოყალიბებაში ელიტის მნიშვნელობის კარგი მაგალითია, არაბული სახელმწიფოების გაჩენა, როდესაც ბრიტანელები დაინტერესდნენ ახლო აღმოსავლეთის არაბული ტერიტორიებით, ისინი მიდიოდნენ ადგილობრივ შეიხთან, რომელიც იყო ელიტა და ელიტის წევრი და პირადად მასთან აგვარებდნენ საკითხებს, შედეგად ქუვეითი გამოეყო ერაყს და დღეს გვაქვს ქუვეითელი და ერაყელი ერი, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ხალხი გამოსულიყო და ეთქვა რომ ისინი ერთი ხალხი იყვნენ, და მართლაც მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობდა. კიდევ ერთი მაგალითი, ქურთები ერი არის თუ არა ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ აბდულა ოჯალანი, რომ არ დაეჭირათ შეიძლება ეს საკითხი დღეს სადავო არ ყოფილიყო, ოჯალანის დაჭერის შედეგად კი ქურთული სეპარატიზმი მნიშვნელოვნად შესუსტდა, ბოლოს კი 2013 წელს, ოჯალანმა ციხიდან განაცხადა რომ მათი მიზანი უნდა იყოს დემოკრატიზაცია თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, რაც მივა იქამდე, რომ შემცირდება დაძაბულობა და გაიზრდება გლობალიზაციის გავლენა, რაც ნაციონალიზმის პირველ მტერად არის მიჩნეული.                                                                                                           საბოლოოდ კი დასკვნა ასეთი გამოდის, ელიტის როლი, არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე, არ ააქვს მნიშვნელობა ნაციის ჩამოყალიბების მოთხოვნა მოდის ქვემოდან ხალხიდან თუ ელიტას სჭირდება ეს მეტი სტაბილურობსთვის, ფაქტია, რომ სამოძრაო ბერკეტები ელიტას უპყრია ხელთ. 

მალაიზია , მდგრადი განვითარება

მალაიზიია დღევანდელ მსოფლიოშ ბევრი რამიტ არის გამორჩეული, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ის წარმოადგენს ასეანის გულს, მას შეუძლია აკონტროლოს ყველაზე უმეკლესი გზა რაც აკავშირებს, ჩინეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას აფრიკასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან, სწორედ ამ გზაზე გაივლის ჩინთისთვის, იპონიისთვის და სამხრეთ კორეისთვის გამიზნული ნავთობ პროდუქტების 80 %. 
ეთნიკური ჯგუფები მალაიზიაში
 მალიიზიას სახელმწიფოებრიობას დიდი ხნის ისტორია არ აქვს, ქვეყნის ნაწილმა  მალაიმა, რომლიც მალაიის ნახევარკუნძულზეა ბრიტანელებისგან დამოუკიდბლობა 1957 წელს მოიპოვა, 1963 წელს კი, სინგაპურთან და კუნძულ ბორნეოს ჩრდილოეთით მდებრე საბაჰთან და სარავაკთან ერთად ფედერაცია ჩამოაყალიბა, რომლიც 1965 წელს სინგაპურმა დატოვა და დამოუკიდებელი გახდა, ამჟამად მალაიზიის ფართობი შეადგენს, 330,000 კვ/კმ - ს, რომლის 40 % მალაიის ნახევრაკუნძულზეა დანარჩენი კი ჩრდილოეთ ბორნეოა, ის ესაზღვრება, ტაილანდს, სინგაპურს, ბრუნეის და ინდონეზიას. 
მალაიზიის მოსახლეობა 28 მლნ ადამიანია, მოსახლეობის უმრავლესობა 80 % მალაიაში ცხოვრობს, ხოლო დანრჩენილი მოსახლეობა დაახლოებით 5 მლნ ადამიანი საბაჰში და სარავაკში, მოსახლოების შემადგენლობა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოასხლოების 50 % მალაიელია, 23 % ჩინელი, მათი მალაიზიაში ცხოვრება ბრიტანელების ბრალია, რომლებმაც ისინი აქ სამხრეთ ჩინეთიდან ჩამოასახლეს, მაღაროებში სამუშაოდ და  პენანგოს და სინგაპურის პორტების ასაშენებლად,  11 პროცენტი მკვიდრი მოსახლეობა რომელთა უმეტესობაც დაიაკებს, ორანგ ასლის ხალხს, იბანგებს და ბიდაიებს მიეკუთვენბა, 7 % ინდოელები არიან, რომლებიც ასევე ბრიტანლებმა ჩამოასახლეს, რაც მათ მიერ კაუჩუკის წარმოებასთან იყო დაკავშირებული და მათი შთამომავლები ახლაც, უმეტესად სოფლის მეურნეობაში და ინდუსტრიაშ არიან დასაქმებული, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები, ქვეყანაში ასევე არის 2 მლნ-მდე გასთარბაითერი, რომელთაგანაც მილიონამდე არალეგალია და მათი უმეტესობა, ინდონეზიელები, ფილიპინელები და მიანმარელები არიან. ქვეყანა ასევე გამოირჩევა ენობრივი მრავალფეროვნებით, მოსახლეობა 140 განსხვავებულ ენასა თუ დიალექტზე ლაპარაკობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ბაჰასა მალაიზია, ჩინურის სამხრეთული დიალექტები, ინდოელებისთვის თამილური და ტელუგუ, მოსალხობის უმრავლესობისთვის ინგლისური მეორე ენაა რაც მათი კოლონოლური წარსულიდან გამომდინარეობს და რამაც მათ მსოფლიო ასპარეზზე გასვლა გაუადვილა. მალაიზიიის მოსახლეობის 60 % მუსლიმანია, პირველად აქ ისლამი, 7 საუკუნეშ შემოიტანეს არაბებბმა, ხოლო XII - XIV საუკუნეებიდან კი ისლამმა ძალა მოიკრიბა და კარგად გავრცელდა მკვიდრ მოსახლეობაში. 
   მალაიზიაში მმართველობის ფორმა საპარლამენტო მონარქიია, ანუ :)  მონარქი აირჩევა 9 სულთნიდან და ის 5 წლის განმავლობაში მართვას ქვეყანას, ქვეყანაში მალაიელებს ერთგავარი უპირატესობა აქვთ მინიჭებული, ისინი ინიშნებიან წამყვან თანამდებობებზე, სახელმწიფოს მმარტველი წრეები ხელს უწყობენ მალაიელების ეკონომიკური მდგომარეობის სიძლიერეს, ასეთი სიტუაცია არის ერთგვარი პასუხი ჩინური უმცირესობისთვის, ვინაიდან ჩინელები მალაიზიის დამოუკიდებლობამდე იყვნენ წამყვანი ეკონომიკური ჯგუფი, ისინი ახლაც უძლიერესებიარიან ქვეყნაში, მათ გააჩნიათ საკუთარი კავშირები უცხოლებთან რა თქმა უნდა უპირვლესად ჩინელებთან, სწორედ ამის ბრლაი იყო სინგაპურის გასვლა ფედერაციიდან, ვინაიდან სინგაპურელები ჩინელების შთამომავლები არიან. ინდური წარმოშობის მოსახლეობაზე უკვე ნახსები იქნა რომ ისინი დაბალანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებენ, ანუ ქვეყნის სიმდიდირე ხელში აქვს ჩაგდებული მოსახლეობის ნახევარს, მუსლიმან მალაიელებს, ქვეყანა ბოლო 45 წელია ერთ პარტიას, ,, მალაიზიის გაერთიანებულ ნაციონალურ ორგანიზაციას'' უჭირავს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ისლამური იდეოლოგიით, რაც გამოიხატება ისლამური სასწავლელბლების გახსნით, ისლამური ბანკის დაარსებით, შეჯიბრები ყურანის კითხვაში და აგრეთვე ჰიჯრის დაფინანსება, ქვეყანაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ის სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლდება, რაც გამორიცხავს მისი რადიკალური სექტანტური ფორმების გამოჩენას და ის ერთგვარი სახელმწიფო სიმდგრადის გარანტიაა. 
     მალაიზია ინდუსტრიული სახლმწიფოა, რომელიც სწრაფად გადადის პოსტინდუსტრულ ეტაპზე, ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის გათვილი 2015 წლისთვის ქვეყანა მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რიგში უნდა იდგეს, ქვეყანა ანხორციელებს ეკონომიკის 5 წლიან პროგრამებს და ამჟამინდელი 10 ხუთწლიანი პროგრამა 2011 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე არის გაწერილი. ქვეყნის ეკონომიკაში 40 % ინდუსტრიის მიერ გამომუშავდება, ინდუსტრიაში წამყვანი დარგები გადამამუშავებელი მრეწველობა და მსუბუქი მრეწველობაა, ინდუსტრიაში ელქტონიკა კაპიტალის 30 % გამოიმუშავებს, რომლის დიდი წილიც მოდის, ინტელზე, ტოშიბაზე, ალკატელზე, მოტოროლაზე და ერიქსონზე, რომელთაც თავიანთი საწარმეობი აქვთ აქ გახსნილი. მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია ასევე, კაუჩუკი, მერქანი, კაკაო, პილპილი და ისეთი სათბობენერგეტიკული რესურსი როგორიც არის, ნავთობი და გაზი.  BP - ის 2012 წლის სტატისტიკური მონაცმებიდან გამომდინარე, მალაიზია ამჯამად ფლობს, მსოფლიო ნავთობის მარაგის 0,4 % , ხოლო მსოფლიოს ბუნებრივი გაზის მარაგის 1,3 %, თუკი მოპოვების არსებული დონე სენარჩუნდება ნავთობის მარაგი კიდევ 22 წელი იქნება საკმარისი, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი კი 36 წელი, მთელი ეს რესურსი სახელმწიფო კომპანიის პეტრონასის მიერ კონტორლდება, პეტრონასის შენატანი სახელმწიფო შემოსავლების 40 % არის და ის ერთგვარი მალაიზიური გაზპრომია. მალაიზიის ეკონომიკა აზიის 1997 - 1998 წლების კრიზისის შემდგომ მუდმივად ზრდას აფიქსირებს და მან ასევე ადვიალდ გადაიტანა მსოფლიოს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი.
მალაიზიის მშპ - ს ცვლილება 2007 - 20013 წლებში.
    ქვეყანა ეკონომიკის გაძლიერებისთვის ანხორციელებს, ეკონომიკური პროგრამებს რაც გულისხმობს ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონებითვის მაპროფილებელი დარგების გამოძებნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის შიგნით რეგიონული ეკონომიკური უდაბნოების გაჩენა რამაც შეიძლება მომავალში სოცილურ დაძაბულობა გამოიწვიოს. ეს პროგრამები კი არის, ,, აღმოსავლეთ სანაპიროს ეკონომიკური რეგიონი'' (ECER), ,,ისკანდარ მალაიზია'', ,, ჩრდილოეთის კორიდორი ეკონომიკური რეგიონი'' (NCER),  ,, საბაჰის განვითარების კორიდორი'' (SDC), ,, განახლებადი ენერგიის სარავაკის კორიდორი'' (SCORE). ზოგადად შეიძლება იტქვას რომ მალაიზიას პრობლემბი აქვს, საბაჰის და სარავაკის განვიტარებაში, ეს ტერიტორია იქცა ერთგვარ რესურსულ ბაზად დანარჩენი მალაიზიისთვის. 
    ქვეყნის მდგრად განვითარებას ასევე უზრუნველყოფს, მისი საგარეო კავშირები, ქვეყანა არის ასეანის წევრი, თუმცა კი აქვს შიდა ორგანიზაციული პრობლემები, კერძოდ კი ის მხარს უჭერს, ტაილანდის სამხრეთში მცხოვრები მუსლიმანური უმრცირესობისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას რაზეც ოფიციალური ბანგკოკი ცუდად რეაგირებს ხოლმე. სხვა მხრივ მას ორგანიზაციის წევრებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ასენის ერთ - ერთი წამყვანი სახელმწიფოა და მისი ერთ - ერთი დამარსებელია. ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს ყველა მუსლიმურ სახელმწიფოსთან და 2006 წელს იყო ისლამური კონფერენციის თავჯდომარე. აშშ სახელმწიფო მდივნის ძალისხმევით მალაიზიასთან 2006 წელს ხელი მოეწერა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ანტიტერორისტულ საერთო სამოქმედო გეგმას. ფაქტია ამერიკა თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებას მარტივად არავისთან აფორმებს. 
    საბოლოოდ როგორც ჩანს მალაიზია სამაოდ კარგად და სწრაფად ვითარდება, ქვეყანის მთავრობას იმედი აქვს მეტად განვითარების, თუმცა ამ ყველაფრის ფასი არის ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება, ადამიანის უფლებების შელახვა, მძიმე მდგომარეობაშ მყოფი, ადგილობრივი ინდური წარმოშობის მქონე მოქალაქეები და ძალიან ცუდი მოქცევა გასთარბაითერებისადმი. ქვეყანა მიუხედავად ეკონომიკის დივერსიფიკაციისა ახლაც ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობ დოლარებზე და ეს მდგომარეობა პროგნოზის მიხედვით აუცილებლად მალე შეიცვლება, რასაც აუცილებლად მოყვება შიდა დაპირისპირებები და ახლანდელი მმართველი ჯგუფის პოზიციების შერყევა. 
გამოყენებული წყაროები : 
  1. http://www.youtube.com/watch?v=lOOSJoGOSi8
  2. http://de.wikipedia.org/wiki/Malaysia#Politik
  3. http://www.auswaertiges-amt.de/DE/Aussenpolitik/Laender/Laenderinfos/Malaysia/Wirtschaft_node.html
  4. http://www.bp.com/en/global/corporate/about-bp/energy-economics/statistical-review-of-world-energy-2013/2012-in-review.html
  5. http://www.emmes.net/malaysia/economy.asp
  6. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/my.html
  7. http://www.tradingeconomics.com/malaysia/gdp-growth. 

ლაოსი . მომავალი ინდუსტიული ქვეყანა

ლაოსის მდებარეობა
  ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისი მდებარეობის გამო ნამდვილად განსაკუთრებულ როლს თამაშობს, ის ინდო-ჩინეტის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილშია და 236,800 კვ/კმ ტერიტორიას მოიცავს, ქვეყანას ესაზღვრება, ჩრდილოეტით ჩინეთი, აღმოსავლეთით ვიეტნამი, სამხრეთით კამბოჯა, დასავლეტით ტაილანდი და ბირმა, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 6,2 მლნ ადამიანს შეადგენს, ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად 4 ენობრივ ოჯახს მიეკუთვნება, ტაი-კადაის, მონ-ქხმერს, ტიბეტო-ბირმულს და ჰმონგ-იაოს. ასეთი დაყოფა საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, მაგალითად ჰმონგის კონფლიქტი, რომელიც ვიეტნამის ომის დროს დაიწყო და მცირე შეტაკებბეის სახით, ლაოსის სამხედრო ძალებსა და ჰმონგის მებრძოლებს შორის, რომელთა უმრავლესობაც ამავე ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, კონფლიქტი დროგამოშვებით ტაილანდის საზღვრისკენ იწევს, რაც იწვევს დაძაბულობას უკვე სახელმწიფოებს შორის. 1985 წელს მთავრობამ ქვეყანაში 68 ეთნიკური ჯგუფი და 820 სუბეთნიკური ჯგუფი აღწერა, 1995 წელს კი უკვე 47 ეთნოსი იქნა აღწერილი ხოლო 2000 წელს 49-დან 55-მდე ეთნიაზე იყო საუბარი რაც გაურკვევლობას ქმნის, მოსახლეობისადმი სამთავრობო მიდგომაზე, ქვეყნის მოსახლეობა რელიგიურად უმეტესად ბუდიზმის გავლებნის ქვეშ იმყოფება რამაც დიდი კვალი დაამჩნია კიდეც ქვეყნის კულტურას, მთიეანი რეგიონების მოსახლეობა კი წინაპართა კულტს მისდევს ან ანიმსტები არიან, ასევცე მცირე რაოდენობით მუსლიმები ( უმეტესობა სუნიტი) და ქრიასტიანებიც ( ლაოსის კატოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები) არიან. 
მეკონგი
      ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყევლაზე ღარიბია და მოსახლეობის მეთხედი დღეში 2 $ ნაკლებს ხარჯავ,  ამის მიუხედავად ქვეყანა ეკონომიკურ ბუმში იმყოფება, ის ნელ-ნელა ემსგავსება ინდუსტრიულ სახელმწიფოს, ყალიბდება მომხმარებლური ფსიქოლოგია და მოსახლეობა იცვლის დამოკიდებულებას გარემოსადმი. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მდინერა მეკონგს, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მთელს სიგრძეზე მიუყვება და უდიდესი ენერგეტიკული თუ სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გააჩნია. 
ლაოსის მადნეული
 რესურსების გავრცელება
სასოფლო - სამეურნეო
ფართობების გავრცლება
     ქვეყნის 40 % ტყით არის დაფარული და ისეთი ძვირფასი ჯიშების მერქნის ექსპორტი როგორიც არის ტიგი და პალისანდა ექსპორტიოერებს დიდი მოგებას აძლევს თუმცა ძალიან ხშირია არალეგალური ვაჭრობის შემთხვევები.  ქვეყნის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია ისეთ მადნეულს როგორიც არის, ოქრო, სპილენძი, თუთია და ბოქსიტები. ქვეყანა აგრარულ სახელმწიფოდ მიიჩნევა, მოსახლეობის 80 % სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულოების ფართობი ძალიან მცირეა და ძირითადი საწარმოო პროდუქციია ბრინჯი, სიმინდი, შაქრის ლერწამი, მანიოკი, სოიო და კაკაო, წარმოებული საკვები პროდუქტების მხოლოდ 10 % გამოდის გასაყიდად დანარჩენს თავად მწარმოებლები მოიხმარენ. ტექნიკური კულტურებიდან კი წარმოედგენილია კაუჩუკის პლანტაციები, რომლებიც რეზინის მისაღებად გამოიყენება.
   ქვეყანა ჯერ კიდევ კომუნისტური მთავრობსი ხელში იმყოფება და იშვიათი კომუნისტური ქვეყნების რიგში შედის, ქვეყანას მართავს ლაოსის რევოლუციური სახალხო პარტია,რომელიც ხელისუფლებაშია 1975 წლის მერე და რომლის გაჩენასაც დიდად შეუწყო ხელი ვიეტნამმა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პატიამ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება კოლექტივიზაციის პოლიტიკით დაიწყო, თუმცა 1986 წლიდან ქვეყანაში ბაზრების გახსნა გადაწყვიტეს, რამაც შესაძლებელი გახადა კერძო წარმოების წამოწყება და საზღვარგარეტული ინვესტიციების მიღება, თუმცა ამ ყველაფერს კონტროლს ჩინეთი და ვიეტნამი უწევდა და პირადი ცხოვრების კონტროლის ზრდა მოჰყვა ასევე ადგილობრივ ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებზე გაიზარდა ზეწოლა. 2000 წელს მოხდა სახელმწიფო საწარმოების სტრუქტურული ცვლილება, ასევე ღია ფინანსური ნაკადების კონტროლის ქვეშ მოქცევა, ხოლო 2011 წელს ვიანტიანში საფონდო ბირჟის გახსნით ქვეყანა გადავიდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. 
შაურმალი საიესონი
  ახლა კი იმ შედეგებზე რაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლამ მოიტანა. ბოლო და ყველაზე თვალსაჩინო იყო ის რომ 2013 წლის თებერვალში ქვეყანა მსო-ს წევრი გახდა. 2011 წელს ლაოსის ეკონომიკამ 8 % - იანი ზრდა დააფიქსირა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზის მიხედვით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალო 2013-2017 წლებში 7,4 პროცენტი იქნება რაც ასიანის ქვეყნებს შორის მოსალოდნელ ზრდაზე მეტია. ქვეყანა კარგ შედეგებს უჩვენებს ასევე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდაში, 2001 წლიდან 2010 წლებს შორის ზრდა 310 $ -დან 1130 $ - მდე ავიდა. ქვეყნისა და პარტიის მეთაურის შაურმალი საისონის პრიორიტეტები შემდეგნაირია : ყოველწლიურად 8 % ზრდა ეკონომიკაში, ღარიბი მოსახლეობის წილის 28 % -დან 2015 წლისთვის 20 % - მდე ჩამოყვანა,  ახალგაზრდობის 100 % - თვის განათლების მიცემა და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება. 
    თუმცა ამ რეფორმებს გვერდითი შედეგებიც მოჰყვა, რაც პირველ რიგში აისახა დაძაბულობაშ ვიეტნამურ, ჩინურ და ტაილანდურ კომპანიებთან თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ჩინურმა კომპანიებმა ინვესტირება დაიწყეს კაუჩუკის პალნტაციებში და ეს სფერო თითქმის მთლიანად ჩაიგდეს ხელში, ჩრდილოეთ ლაოსში მდებარე ქალაქი ბოტენი, რომელიც ჩინეტის საღვართან არის, 2002 წელს ჩინურ კომპანიებს გადაეცათ და აქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნა შედეგად დღეისთვის მთელი ჩრდილოეთ ლაოსი ჩინური ეკონომიკური ზონაა ხოლო ქალაქი ბოტენი ფაქტიურად ჩინური ქალაქია, მეორე მაგალითია სეპონის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპილენძ-ოქროს საბადოა, აქ წილის 10 % -ს ფლობს სახელმწიფო კომპანია ხოლო დანარჩენი ჩინურ ,, CHINA MIN-METAL CORPORATION''-ს. კონცესიები გაიცემა ასევე მდინარეების ენერგიის გამოყენებაზე, დღეისათვის ქვეყანა იღებს 2500 მეგავატ ენერგიას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით კი მისი 50,000 მეგავატ-მდე გაზრდა შეიძლება. როგორც ტრენდი უჩვენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ენერგიის მოხმარება საშუალოდ წლიურად 7 % - ით უნდა გაიზარდოს, ასეთი პოტენციალით კი ლაოსს შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ელექტროენრგიის უდიდესი ექსპორტიორი გახდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც 2011 წელს ლაოსში წარმებული ელექტრო ენერგიის 3/4 ექსპორტზე გადიოდა, რაც იმის მანიშნებლეია, რომ მომავალში ქვეყანას ელექტრო ენეერგიით უზრუნველყოფაზე პრობლემები დიდი ხნის განმავლობაშ არ შეეხება და მათთვის ის ძალაინ იაფი შეიძლება იყოს.    
ნამ-ტენის კაშხალი
 ექსპორტზე გატანილი ენერგიის უდიდესი წილი მოდიოდა ნამ-ტენის სადგურზე, რომელიც 2010 წლიდან ამუშავდა და რომლის 40 % -ს ფრანული ,, იდფ'' ჯგუფი ფლობს, 35 % -ს ტაილანდური კომპანია .. ეკკო'' ხოლო 25 % კი ლაოსის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის.  წარმეობული ენრგიის 95 % ტაილანდში ექსპორტირდება სადაც დიდი მოთხოვნა არის.  
    ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ პარტნიორად ჩამოყალიბდა ვიეტნამი, ბილატერალური ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ორივე ქვეყანა უდიეს მოგებას ნახულობს და მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2005 - 2010 წლებშ 24 % - ით გაიზარდა. 
   ასევე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერტობა ჩამოყალიბდა ტაილანდთან, ურთიერთობა განსაკუთრებით გაუმჯობესდა მონ ლტოლვილების მიერ ვაი ნამ კაო-ს ლტოლვილთა ბანაკის დატოვების და ლაოსში დაბრუნების შემდეგ, როელბიც აქ 1975 წლის მერე იმყოფებოდნენ. 
სარკინიგზო მაგისტალები
საგზაო მაგისტრალები
  განსაკუთრებით გამოირჩევა ურთეირთობა ჩინეთთან, რომლეიც ყველაზე მეტ ინვესტირებას ახდენს ლაოსის ეკონომიკაში, ჩინური ფულით აშენდა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტრუის უდიდესი ნაწილი, რითაც ორივე ქვეყანა არის დაინტერესებული, დაგეგმლია ჩინეთის ქალაქ კუნ-მინსა და ვინეტიენს შორის, მაღალ სიჩქარიანი სარკინოგზო მაგისტრალსი მშენებლობა, რაც ჩინეთს შეართებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. 
   საერთო ჯამში ქვეყანამ 2005 წელს 300 მლნ აშშ $ ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, ხოლო 2011 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,5 მლრდ აშშ $ - ს მიაღწია. ინვესტიციების 80 % ელექტროენერგიის წარმოებაში და სამთო მოპოვებით მრეწველობაშ იქნა ჩადებული. 
   მიუხედავად ამ ზომის პოტენციალისა და განვითარებისა ქვეყენას აწუხებს ისეთი პრობლემა როგორიცაა კორუფცია, ,, TRANSPARENCY  INTERNATIONAL'' მონაცმების მიხედვით, კორუმპირებული ქვეყნების სიაში ლაოსი 179 ქვეყნიდან 160 იყო. კორუფციის გარდა ქვეყნას დიდი პრობლემა აქვს ვაჭრობის სალდოსთან მიმართბით, იმპორტირებული საქონლის ფასი ორმააგდა აჭარბებს ექსპორტირებულს, დამატებითი პრობლემაა დიდი განსხვავება დედაქალაქ ვიენტიენსა და დანარჩენ ქვეყანას შორის, რაც შეიძლება სოციალური დაძაბულობის საბაბი გახდეს ან ურბანიზაციის პრობელმები წარმოქმნას. ქვეყანა ისევ იმყოფება LDC რეიტინგში და ისევ ,,მეოთხე მსოფლიოს'' ნაწილია. 
 მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა რაც ლიბერალიზაციამ მოიტანა ფაქტია რო ქვეყანა განვითარების გზას დაადგა, შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო ნელ-ნელა იძენს მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყნის სტატუს, მით უმეტეს იმ დროს როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გაერთიანება ასეანი კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას აპირებს რაც აუცილებლად თავისუფალ ვაჭრობაზე იქნება დაფუძნებული და მეტი ლიბერალიზაცია მეტი მოგების გარანტია იქნება, ტავისუფალი ვაჭროაბ ასევე აუცილებლად გახსნის კულტურულ არხებსაც რაც რეგიონის და მსოფლიოს ჰომოგენიზაცია გამოიწვევს, ყველაფერი ეს კი თავისუფალი დემოკრატიის გარანტია იქნება.